ნებნი შენნი ყოვლად წმიდანი ქე҃ ძელსა ზედა…
მწუხრად, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი ჯუარსან. ჴმა ა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.
ნებნი შენნი ყოვლად წმიდანი ქე҃ ძელსა ზედა აღამაღლენ, და თითნი შენნი სისხლიან-ჰყუჱნ, მნებებელმან ჰჴსნად სამღთოთა ჴელთა შენთა ქმნულისა კაცთ-მოყუარე. ადამ გარდასლჳთა შეპყრობილისა სუფევასა შინა სასიკუდინეთა, რომელიცა აღადგინე ჴელმწიფებითა შენითა ყოვლად ძლიერო:
ჯუარსა ზედა დამსჭუალულმან ქე҃ ღო҃ ვითარცა კაცმან, ბუნებაჲ კაცობრივი განამღთუჱ, და დასაბამი იგი ბოროტთა გუჱლი მოაკუდინე, ხოლო ჩუჱნ ძელისა ძლითისა წყევისაგან განგუათავისუფლენ, რტამეთუ მოჴუჱდ წყევასა შინა ქმნილი ვითარცა სახიერი რათა ყოველთა მოსცე კურთხევაჲ და დიდი წყალობაჲ:
მეუფემან უზესთაესმან ყოვლისა პატივისამან, უპატიო-ყოფად ჯერიჩინე, საყუჱდრელისა სიკუდილისა დამთმენელმან მოწყალეო ძელსა ზედა, რომლისა მიერ მოისთლო უკუდავებაჲ ნათესავმან კაცთამან, და ცხოვრება მოიღო პირუჱლივე მოჰკუჱდ რა ჴორცითა ყოვლად ძლიერო:
შემძლებელ-ხარ ყოვლად წმიდაო ქალწულო, რათა მიჴსნა მე…
სხუანი, დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი მსგავსნივე.
შემძლებელ-ხარ ყოვლად წმიდაო ქალწულო, რათა მიჴსნა მე შემუსრჳსაგან ასოთასა, და ღრეკისაგან ჴელთასა, განრღუჱვისაგან მუჴლთასა, განსივებისაგან ფერჴთასა, სხუა და სხუათაგან ვნებათა, ესე-ვითართა უკუჱ ყოველთაგან ბოროტ-შემთხუჱვათა სიმრთელით დამიცევ მე, კეთილ-ნაწლეობისათჳს ღთ҃ისა და შემოქმედისა ჩემისა:
განუსდერკ ვნებათა მიერ სიბოროტეთათა, და უბადრუკ-ვიქმენ საძაგელებისაგან საქმეთა ყოვლად-მწიკულევანთასა, რომელთა გამოხატუანი და შეგინებულნი ხილუანი აწ კუალადცა შემაშფოთებენ მე, და გულსა ჩემსა გარდააქცევენ და მისდრეკენ, სურჳლისა მიმართ მათისა, გარნა მიჴსენ მე მათგან, ყოვლად-უბიწოო:
ცხოვრებაჲ ჩემი ყოვლად-წმიდაო მრავლითა სიბოროტითა, და მრავლითა განცდილებითა აღსავსე-არს, რომელთა არა ვეკრძალე მე, გარნა განმათავისუფლე შენ მათგან, და მომეც მე გულის-ჴმის-ყოფაჲ, და ცხოვრებაჲ შეუბრკოლებელი, და სიტყუაჲ მძლეთ-ცნობიერი, რათა სარწმუნოებით გნატრიდე შენ, და ვადიდებდე სამღთოსა სახელსა შენსა:
უმსჯავროდ დაკლუაჲ შენი ქე҃, იხილა რა ქალწულმან…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
უმსჯავროდ დაკლუაჲ შენი ქე҃, იხილა რა ქალწულმან გოდებით გიღაღადებდა შენ შჳლო უტკბილესო ვითარიმე უკუჱ ივნებ უმსჯავროდ, ანუ ვითარ ძელსა ზედა დამოეკიდები, რომელმან ყოველი ქუჱყანაჲ დაჰკიდე წყალთა ზედა, ნუ დამიტევებ მე მარტოსა ქუჱლის-მოქმედო და მრავალ-მოწყალეო, დედასა და მჴევალსა შენსა გევედრები:
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუჱნ…
სტიქარონი, ჯურისა, ჴმა ა.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუჱნ უკუდავება, წყაროსაგან დაუწყვედელისა, გუჱრდისაგან მაცხოვრისა:
განუკუჱთელ ზღუდე ჩუჱნდა არს, პატიოსანი ჯუარი მაცხოვრისა, და ყოველნი ვსცხონდებით რომელნი მას ვესავთ და თაყუანის-ვსცემთ:
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუჱნისა წმიდანო, რამეთუ…
მოწამეთა.
ეჰა კეთილისა მის ვაჭრობისა თქუჱნისა წმიდანო, რამეთუ სისხლნი მისცენით და ცანი დაიმკჳდრენით, და საწუთოსა განცდილნი საუკუნოდ მხიარულ-ხართ, ჭეშმარიტად კეთილ-არს ვაჭრობაჲ თქუჱნი, რამეთუ განხრწნადნი დაუტევენით, და უჴრწნელნი მოიგენით, და ანგელოსთა თანა ჰგალობთ, და ადიდებთ დაუდუმებელად სამებასა ერთ-არსებასა:
მახჳლმან განულო გული ჩემი ჵ შჳლო, ქალწული…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა, ყოვლად-ქებულნო მოწამენო.
მახჳლმან განულო გული ჩემი ჵ შჳლო, ქალწული იტყოდა, რამეთუ ძელსა ზედა დამოკიდებული გიხილე რა ქე҃, განგმერილვიქმენ მეუფეო, ვითარ იგი წინათ თქუა სიმეონ, არამედ აღდეგ და მადიდე უკუდაო, მჴევალი და დედა შენი გევედრები:
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…
ოთხშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა, სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ა.
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღი҃ვ-დაცულსა ერსა ჩუჱნსა მოანიჭე, და საფარუჱლსა ქუჱშე მისსა დაიცევ რათა ვიტყოდეთ, უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარცმითა შენითა ქე҃ განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსაფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
ჯუარცმითა შენითა ქე҃ განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა ძალი მტერისა, რამეთუ არა ანგელოსმან არცა კაცმან, არამედ თავადმან უ҃მან მაცხოვნენ ჩუჱნ:
შენ შუა-მდგომელად გუაქუ ყოვლად წმიდაო, და ვედრებითა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
შენ შუა-მდგომელად გუაქუ ყოვლად წმიდაო, და ვედრებითა შენითა ბოროტთაგან ვიჴსნებით, ჯუარითა ძისა შენისათა ყოვლადუჱ დაცულნი, ჯერისაებრ შენ ყოველნი კეთილ მსახურებით გადიდებთ:
ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი ჯუარისანი, ჴმა ა. რაჟამს ლოდი იგი.
ჯუარისა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა ცხოვრებაჲ მას ზედა დაემსჭუალე მაცხოვარ, და მორწმუნესა ავაზაკსა სამოთხჱ განუღე, და საშუჱბელი მიანიჭე, რამეთუ აღგიარა შენ და ღაღადებდა, მომიჴსენე მე უ҃ო, ჩუჱნცა შეგჳწყალენ ვითარცა იგი, რომელნი ვღაღადებთ ვჰსცოდეთ ყოველთა, ნუ უგულებელს-გუჰყოფ ჩუჱნ წყალობითა შენითა:
საჭურუჱლი ჯუარისა, ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა ღი҃ს-მსახურსა…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა. მსგავსივე, მჴედარნი რომელნი საფლავსა შენსა.
საჭურუჱლი ჯუარისა, ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა ღი҃ს-მსახურსა მეფესა კონსტანტინეს ძლიერებად უბრძოლუჱლად მტერთა მიმართ, ძალითა სარწმუნოებისათა, ამისგან ძრწიან ძალნი ჯოჯოხეთისანი ესე იქმნა ცხოვრებაჲ მორწმუნეთაჲ და სიქადულ პავლესა:
ჵ საკჳრუჱლი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო ჰჴმობდა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჵ საკჳრუჱლი ახალი, ჵ საშინელი საიდუმლო ჰჴმობდა ტარიგი და ყოვლად უბიწო ქალწული, რაჟამს იხილა ძელსა ზედა განრთხმული უ҃ი, ნებთა მიერ მპყრობელი ყოველთა, ვითარ უბრალო იგი დაისაჯა მსაგულთაგან უსჯულოთა ჯუარსა ზედა:
განმმარტებელმან ჯუარსა ზედა ნებთა შენთამან მოწყალე, შეჰკრიბენ…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
განმმარტებელმან ჯუარსა ზედა ნებთა შენთამან მოწყალე, შეჰკრიბენ წარმართნი განშორებულნი შენგან, დიდებად მრავლისა სახიერებისა შენისა, არამედ აწცა მოიხილე სამკჳდრებელსა შენსა ზედა, და დაამჴუჱნ მბრძოლნი ჩუჱნნი ჯუარითა შენითა პატიოსნითა:
წყლულებათა იგი უ҃ო წმიდათა შენთანი რომელნი შენთჳს…
დიდება შენდა, ღთ҃ო ჩუჱნო, დიდება შენდა. მოწამეთა.
წყლულებათა იგი უ҃ო წმიდათა შენთანი რომელნი შენთჳს თავს-ისხნეს, მიიხუჱნ აწ მეოხებად ჩუჱნთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუჱნნი განკურნენ კაცთ-მოყუარე გევედრებით:
უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მჴედარნი რომელნი.
უბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა მკუდრად მოკიდებულად გხედჳდა რა, ტირილით გეტყოდა და დედობრივ ღაღადებდა, ვითარ დავითმინო რა ესე შეგემთხჳა შენ ძეო ჩემო და ღო҃, ნებსით ვნებულო ყოვლად სახიერო:
ოთხშაბათსა ცისკრად. კანონი ჯუარ-აღდგომისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ჯუარითა ცხოვნებულ-ვარ ვნებულისა მეუფისათა.
მონებისა მისგან მწარისა, ჴსნილმან ისრაილისამან განულო ქუჱყანა…
იოსებ. გალობა ა. ჴმა ა. ქე҃ს შობასა. სძლისპირი.
მონებისა მისგან მწარისა, ჴსნილმან ისრაილისამან განულო ქუჱყანა, დაულტოლუჱლად და იხილნა, მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღთ҃სა საკჳრუჱლთ-მოქმედსა რამეთუ დიდებულ-არს:
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი ქე҃, და აღამაღლე…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა რა ამაღლდი ქე҃, და აღამაღლე კაცი იგი დაცემული, და ყოველი ძალი მტერისა, დაამჴუ და დააკუჱთე, ამისთჳსცა, ვნებასა მას შენსა და მჴსნელსა ვნებათასა, უგალობთ მოწყალე:
გჳრგჳნი ეკლისა დაიდგ, უ҃მან დიდებისამან რომელმან, დიდებითა და პატივითა, გჳრგჳნოსან-ჰყავ კაცი, და ეკლისა, გამომღებელი ესე, ბუნებაჲ ჩუჱნი შეამკევ სათნოებითა:
წმიდათა გუნდმან უბიწომან, ნაკადულითა მით სისხლთა მათთათა…
მოწამეთა.
წმიდათა გუნდმან უბიწომან, ნაკადულითა მით სისხლთა მათთათა, და კეთილად მოღუაწებითა, წმიდა-ჰყუნა ცისკიდენი, და ეშმაკთა ბილწნი საზორუჱლნი, ძლიერებითა სამღთოთა უჩინო-ჰყუნა:
ახოვანნი წყობანი თქუჱნნი, ღრუბელმან ტანჯუათამან ვერ დაჰფარნა, ყოვლად ქებულნო მოწამენო, არამედ უფროს მზისა, განეფინა ბრწყინუალებაჲ თქუჱნი, და განანათლნა კიდენი ქუჱყანისანი:
დაღაცათუ იწყალ მახჳლითა, ძისა შენისა ვნებისათა სძალო…
ღი҃ს-მშობლისა
დაღაცათუ იწყალ მახჳლითა, ძისა შენისა ვნებისათა სძალო, იხილე რა ლახურისა წყლულებაჲ, ხოლო ვნებამან მისმან, სამოთხისა ბჭენი განგჳხუნა ჩუჱნ, და მახჳლი იგი იქცევისა დააყენა:
ალფა ვიტა
მეორე კანონი. უფროსად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მშობლისა. რომლისა კიდურ წერილობაჲ.
ალფა ვიტა.
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად…
გალობა ა, ჴმა ა. მარჯუჱნა შენი.
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად უხრწნელო, და სიწმიდე და განათლებაჲ და გამოჰჴსნა შეცოდებათაგან, შენგან ჴორც-შესხმითა, მიმადლა პატივის-მცემელთა შენთა:
რომელმან ჰშევ ტევანი ცხოვრებისა აღმომაცენებელი სიტკბოებისა, ცოდუათა სიმრავლითა დაბნელებული ესე განმანათლე, და სინანულისა გზათა წრფელთა წარმიძეღუ სახიერო:
ნებსით თჳსით დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა, და მედგრობითა ჩემითა მტერთა მიერ მოწყლულსა სასიკუდინედ, ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მაცხოვნე დედოფალო:
რათა არა სიბრძნითა, და სიმდიდრითა თჳსითა იქადოდეს…
გალობა გ. წინა საუკუნეთა. სძლის-პირი.
რათა არა სიბრძნითა, და სიმდიდრითა თჳსითა იქადოდეს მოკუდავი, არამედ სარწმუნოებითა უ҃ისათა, მართლ-მადიდებლობით მჴმობელი ქე҃ს მიმართ და მარად მგალობელი, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, დამამტკიცე მე მეუფეო:
ქე҃ ღო҃ რომელმან, ჴელითა გამოუთქმელითა დაჰბადე კაცი…
ტროპარნი:
ქე҃ ღო҃ რომელმან, ჴელითა გამოუთქმელითა დაჰბადე კაცი, უსჯულოთა კრებულმან ჴელნი და ფერჴნი შენნი განჴურიტნეს, ჯუარს-გაცუჱს რა უკეთურებით, არამედ ვნებითა მით შენითა, ხრწნილებისაგან მიჴსენ:
ჴმა-ჰყო ოდესმე ისო, და დაადგინა სრბისაგან მზე და მთოვარჱ, და ცხადად მოასწავა მნათობთა დაბნელებაჲ, ჴორცითა ნებსით ჯუარცმასა მჴსნელისასა, რომლისა მიერ დაეცნეს მთავრობანი ბნელისანი, ბოროტნი:
ახოვნად მოითმენდეს, წყლულებათა დიდებულნი მოწამენი, და წყლულებითა…
მოწამეთა.
ახოვნად მოითმენდეს, წყლულებათა დიდებულნი მოწამენი, და წყლულებითა მათითა მოჰსწყლეს ბელიარი, რომელმან ძმაცჳთა გუჱლისათა მომაკუდინა ჩუჱნ, და სამღთოთა ძალითა ჰკურნებენ, სულთა და ჴორცთა ჩუჱნთა:
ძეგლნი საეშმაკონი და ტაძარნი კერპთანი დასცნეს მოწამეთა, და მოთმინებითა და სიმჴნითა ტაძრად ღი҃ვ-ბრწყინუალედ აღაშენნეს თავნი თჳსნი, და იქმნნეს სამკჳდრებელ მამისა, ძით და სულით წმიდითურთ:
ჟამსა მას ვნებისასა, შუჱნიერსა სიკეთითა მიხედენ სძალო…
ღი҃ს-მშობლისა.
ჟამსა მას ვნებისასა, შუჱნიერსა სიკეთითა მიხედენ სძალო, და იხილე რა მოკლებულად შუჱნიერებაჲ, მისი მწარითა გოდებითა ღაღად-ჰყავ, ჵ მე ვითარ გევნების ძეო ჩემო, ვნებულთა ცხოვრებაო:
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფჱ მიჴსენ…
სხუა. სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან.
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფჱ მიჴსენ მე, მძლავრებისაგან ვნებათასა, რომელმან ესე მედგრობითა ჩემითა, და უგუნურებითა დავამონე მათ სული, და აღჳვსე ყოვლითა ბოროტითა:
ვითარცა მოწყალისა ღი҃სა დედასა სახიერსა და მოწყალესა, გაქუს დიდი წყალობაჲ მე ულმობელი და უწყალოჲ ესე, სიბრმითა გულისათა, მომაქციე უხრწნელო, და ლმობიერ-მყავ ოხითა შენითა:
გულის-სიტყუათა აღძრჳსაგან, და ჭირთა და ურუათა და განსაცდელთა მათ მძაფრთა, კუჱთებისაგან, მიჴსენ და მყუდროებითა აღავსე გული ჩემი ღი҃სა დედაო, და სამღთოდ ნავთ-სადგურად მიმიძეღუ ყოვლად საგალობელო:
ესმა პირუჱლ ქე҃ ამბაკომს, საკჳრუჱლი სმენაჲ შენი…
გალობა დ. კუჱრთხი იესეს. სძლისპირი.
ესმა პირუჱლ ქე҃ ამბაკომს, საკჳრუჱლი სმენაჲ შენი და შიშით ჰჴმობდა, ღი҃ სამჴრით მოვიდეს, და წმიდა იგი მთით ჩრდილოთ, ცხოვრებად, და ჴსნად ცხებულთა მისთა, დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
განჰკურნებად წყლულებათა მათ, გულისა ჩემისათა წყლულებანი დაითმინენ…
ტროპარნი.
განჰკურნებად წყლულებათა მათ, გულისა ჩემისათა წყლულებანი დაითმინენ ქე҃ და გემოს-ხილჳსა მის, განკურნებად ჰსუ ძმარი, და ძელსა ზედა ამაღლებითა, წყევა იგი ძელისა მჭმუნუარჱ, კურთხევად გარდასცუალე:
ამაღლდი ქე҃ ჯუარსა ზედა, და შორად განშორებულნი წარმართნი წყალობით მოიზიდენ, და დამაგენ სუგრძელო, სახიერსა მამასა, შუამდგომელობითა შენითა, და შორის ქუჱყანისა, ჯუარსა დამსჭუალჳთა საყუჱდრელითა:
ზღუასა შინა სისხლთა თქუჱნთასა, ყოვლით მჴედრებითურთ დაინთქა…
მოწამეთა:
ზღუასა შინა სისხლთა თქუჱნთასა, ყოვლით მჴედრებითურთ დაინთქა უხილავი ფარაო და წარწყმდა, ახივანნო მარტჳლნო, ხოლო თქუჱნ ქე҃ს მიერ, ქუჱყანად აღთქმისა წიაღჰხედით, და ანგელოსთა თანა ზეცისა, მოქალაქედ გამოსჩნდით:
ძალითა სამღთოთა მძლექმნილთა, ვნებანი მრავალ-ფერნი მოითმინნეს ჴორცითა მათითა, ახოვანთა მარტჳლთა, ამისთჳსცა ვნებათა სულთა და ჴორცთასა განჰკურნებენ, მათსა რომელნი ქებით ადიდებენ, და ჰნატრიან ღირსთა:
გოდებით და ცრემლით გეტყოდა, ხედჳდა რა ქალწული…
ღი҃ს-მშობლისა.
გოდებით და ცრემლით გეტყოდა, ხედჳდა რა ქალწული უმსჯავროსა სიკუდილსა შენსა ქე҃, მართლ მსაჯულო უ҃ო, რასა დაისჯები, უბრალო ვითარცა ბრალეული, არამედ გნებავს კაცთა გარდასლჳთა, დასჯილთა უხრწნელ-ჰყოფად:
ღრუბელო, ნათლლისაო რომელმან უშევ კაცთა, მზე სიმართლისა…
სხუა. სძლისპირი. ღაღად-ჰყო ამბაკომ.
ღრუბელო, ნათლლისაო რომელმან უშევ კაცთა, მზე სიმართლისა და ნათლის-მომცემელი ღი҃, ცოდჳთა დაბნელებული განმანათლე წყუდიადისაგან გემოთასა, იჴსენ სული ჩემი საწყალობელი:
მჴეცთაგან, უხილავთა განმხრწნელთა სულისათა, რომელნი ეძიებენ წარწყმედასა ჩემსა, მიჴსენ უხრწნელო ქრისტიანეთა სასოო, და ჭირუჱულთა მხიარულებაო, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უ҃ბიწოო:
ძალ ჩემდა, და გალობა უ҃ი არს რომელი, სისხლთა შენთაგან წმიდათა განხორციელდა სძალო, მას ევედრე რათა დავიცუა მე, მონაჲ შენი უბიწოდ ქალწულო, სულით და ჴორცით საცთურისაგან მტერისათა:
ნათელი, შენი დაუვალი აღმოაბრწყინუჱ ქე҃, გულთა შინა…
გალობა ე. ღი҃ ხარ. სძლის-პირი.ი҃ი҃
ნათელი, შენი დაუვალი აღმოაბრწყინუჱ ქე҃, გულთა შინა სარწმუნოებით, მგალობელთა შენთასა მშჳდობის-მომცემელმან ჩუჱნდა, უაღრეს გონებისა, ამისთჳს, ღამით უმეცრებისათ, დღისა მიმართ ნათლისა შენისა დიდების გმეტყუჱლებთ კაცთ-მოყუარე:
მზემან რა, გიხილა ჯუარსა ზედა დამსჭუალული, რომელმან…
ტროპარნი.
მზემან რა, გიხილა ჯუარსა ზედა დამსჭუალული, რომელმან დაჰკიდე ქუჱყანა წყალთა ზედა, მყის განშიშულდა იგი ბრწყინუალებისაგან მჴსნელო, და კლდეთა კლდესა ზედა რა, ამაღლებული, გიხილეს განსქდეს შიშით, და ქუჱყანაჲ ძრწოდა საფუძუჱლითურთ:
ამაღლდი, ძელსა ზედა და ჴელნი შენნი, სამსჭუალითა განიმსჭუალნეს და ლახჳრითა, განეღო გუჱრდი შენი რათა განჰკურნო ადამი, წყლულებათა მათგან რომელნი, შეემთხჳვნეს მას, ევას მორჩილებითა, და მცნებათა გარდასლჳთა:
სამოთხედ, გამოჰსჩნდა სიმრავლე წმიდათა, და შორის მათსა…
მოწამეთა.
სამოთხედ, გამოჰსჩნდა სიმრავლე წმიდათა, და შორის მათსა აქუნდა ქე҃ჲ ხედ ცხოვრებისად, რომლისათჳს თავს-იდუჱს სიკუდილი საყუჱდრელი ახოვნითა გულის-სიტყჳთა, და ნათესავთა, მთავართა მკულელი გუჱლი, ძალითა სამღთოთა მოაკუდინეს:
სისხლისა, მდინარითა ქე҃ს მარტჳლნო განაჴმენ უფსკრული უღთოებისა, და საკჳრუჱლებათა აღმოცენებითა, სულისა და ჴორცთა ვნებათა, აღძრუასა დაჰხსნით, ამისთჳსცა ჯეროვნად, და ღირსად გნატრით ყოვლად ქებულნო:
ნებსით რა, ამაღლებულსა ჯუარსა ზედა, გხედჳდა ქე҃…
ღი҃ს-მშობლისა.
ნებსით რა, ამაღლებულსა ჯუარსა ზედა, გხედჳდა ქე҃ უბიწოჲ დედაჲ შენი, გოდებით გეტყოდა შენ ძეო ჩემო და ღო҃, სალმობანი რომელთა იგი შობასა შენსა, თანა წარუჰხედ ესერა, მწარედ მეწივნეს ჯუარცმასა შენსა:
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოფხურენ…
სხუა. სძლისპირი. შენ რომელმან განანათლე.
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოფხურენ, შემაშფოთებელნი და უნაყოფონი, გულის თქმათა ეკალნი, გულისა ჩემისაგან უჴრწნელო, და ცოდჳსა მწიკულევანებანი:
სიტყუაჲ ღი҃სა, ზესთა სიტყჳსსა შეიწყნარე საშოსა, ღი҃ს-მშობელო, მას ევედრე რათა გულის-თქმათაგან და საქმეთა ბოროტთა პირუტყუჱბრთა განგუათავისუფლნეს, მონანი და მგალობელნი შენნი:
შენ რომელმან, ნაყოფისა შენისა მიერ განაჴმენ, ძელისა მის, ცნობადისა პატიჟნი, და ნაყოფნი, ჴორცთა ჩემთა აღძრუანი, და ვნებათა ღელუანი დააყუდენ, რათა გაქებდე საგალობელო:
შეპყრობილ-ვარ მე, ყოვლითურთ უზომოთა, ვნებათაგან და ვეშაპისა…
გალობა, ვ. პირველ იონა. სძლისპირი.
შეპყრობილ-ვარ მე, ყოვლითურთ უზომოთა, ვნებათაგან და ვეშაპისა მიმართ ბოროტთასა, შთავვარდი, არამედ აღმომიყუანე მე ღო҃ განჴრწნისაგან, ვითარცა იონაჲ და მომანიჭე უვნებელობაჲ, რათა, ჴმითა ქებისათა და სულითა ცხოვრებისათ ვჰმსხუჱრპლჳდე შენდა:
ჴელნი რა ზეცად, განიპყრნა პირუჱლ მოსე, ვნებჲ…
ტროპარნი.
ჴელნი რა ზეცად, განიპყრნა პირუჱლ მოსე, ვნებჲ შენი გამოსახა რომელმან, განმარტენ ჴელნი, ძელისა ჯუარსა ზედა და ბოროტისა, მტერისა წარმწყმედელი ძალი შეჰმუსრე, მჴსნელო, ამისთჳსცა გიგალობთ, და ძრწოლით გადიდებთ კაცთ-მოყუარე:
ჯუარს-ევუ რა ქე҃, სიკუდილი დაითმინე, და მკლუჱლი ჩუჱნი ეშმაკი მოაკუდინე, და ჴელთა შენთა, ქმნილი განაცხოველე ყოვლად ძლიერო და გუჱრდისა შენისაგან აღმოგჳცენენ, ორნი ცხოვრებისა წყარონი, ღუთად და კაცად შენთა აღმსარებელთა:
იქმნა სიკუდილი, თქუჱნი წინაშე ღი҃სა, პატიოსან წმიდანო…
მოწამეთა.
იქმნა სიკუდილი, თქუჱნი წინაშე ღი҃სა, პატიოსან წმიდანო მოწამენო, რომელმან იგი, შეგამკუნა თქუჱნ საუფლოთა მით ვნებითა, და არცხჳნა თქუჱნ მიერ ბილწსა ბელიარს, მტერსა, უკეთურსა რომელმან, ყოველთა ტანყუათა ღონითა გბრძო თქუჱნ:
მრავალ-სახეთა, ტანჯუათა შებმა-უყავთ, ყოვლითა სულითა ქე҃ს მჴედარნო, და ყოვლითურთ ჰპოეთ, ძალი სამღთოჲ თანა შემწედ თქუჱნდა მარტჳლო, რომელმან ყოვლითურთ კაცებაჲ შეიმოსა, ღირსნო, ვინაცა რაამს იგი, დაიჭრებოდით თქუჱნ არა გელმოდა:
ჯუარცმასა შენსა, ჰხედჳდა რა ქალწული, ცრემლით იტყოდა…
ღი҃ს-მშობლისა.
ჯუარცმასა შენსა, ჰხედჳდა რა ქალწული, ცრემლით იტყოდა რაჲ არს ხილუა ესე, განსაკრთომელი უცხოჲ და საშინელი, ჵ ძეო ჩემო, ვითარ მკურნალსა ვნებულთასა გევნების, რასა, ნაცულად კეთილისა მოგაგეს ბოროტი მტერთა უღთოთა:
მოიკლა მტერი ცხოველს-მყოფელითა, შობითა შენითა სძალო, და…
სხუა, სძლისპირი. მომიცუნა ჩუჱნ.
მოიკლა მტერი ცხოველს-მყოფელითა, შობითა შენითა სძალო, და დაითრგუნა ჯოჯოხეთისა მძლავრებაჲ, და განთავუვისუფლდეს ნაშობნი მოკლულთანი, და ჩემთაცა ვნებათა სიმტკიცჱ დაჰჴსენ დედოფალო:
ცოდუათათჳს, უცხო-ქმნილი ღი҃საგან, და შორად განშორებული, საკუთარ-მყავ მისა ჵ ყოვლად უბიწოო, დიდებულითა ვედრებითა შენითა, რათა ქებით უგალობდე ძლიერებათა შენთა:
უჟამოჲ ძე, შენგა ჟამიერად იშუა, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მას ევედრე რათა მრავალ-ჟამ დაძუჱლებულნი, ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნეს, და წარმიძღუჱს, ცხოვრებისა მიმართ საუკუნოჲსა:
განულეს ვითარცა სასძლოჲ, ალი საჴუმილისა მიუახლებელი, კეთილ-მსახურებისა…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი სარწმუნოებით.
განულეს ვითარცა სასძლოჲ, ალი საჴუმილისა მიუახლებელი, კეთილ-მსახურებისა ოდესმე, მჩუჱნებელთა ყრმათა წმიდათა, ერთ-ჴმობით გალობისა მგალობელთა მამათა ჩუჱთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდევ, მონისაგან ღთ҃მან და მეუფემან, რათა განმათავისულოთ მე, დამონებული მტერსა ბოროტსა, ჯუარსა დამსჭუალჳთა მაცხოვნე და ვიტყჳ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
მოწყალეო უ҃ო, ჯუარცმასა შენსა შეიძრა ქუჱყანაჲ, და ლახურითა მოწყლუასა შენსა, მოიკლა მტერი გუნდითურთ მისით, ხოლო ადამ მომწყდარი განცხოველდა და ჴმა-ჰყო მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ჯუარითა შეჭურჳლმან, სამღთომან მწყობრმან ღუაწლითშემოსილთამან, ბანაკნი მტერთა ბოროტთანი, დაჰსცნეს და შემუსრნეს მადლითა, სამღთოთა და გჳრგჳნოსან-იქმნეს, და ჴმა-ჰყუჱს მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ნივთთა შემოქმედსა, და ყოვლად ძლიერისა ღი҃სა მხოლოსა, სურჳლითა ეტყინებოდეთ, მჴნენო მოწამენო ამისთჳს, ცეცხლისა უძლიერეს გამოჰსჩნდით და დასწჳთ, უღთოებისა ნივთი ყოვლად ქებულნო:
ძემან შენმან ქალწულო, ყოველნი საუკუნენი დაბადნა, და…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ძემან შენმან ქალწულო, ყოველნი საუკუნენი დაბადნა, და ამაღლდა რა ჯუარსა ზედა, დაცემულნი მის თანა აღამაღლნა, და ზეცისა მოქალაქედ გამოაჩინნა, ამისთჳს გაკურთხევთ დედაო ღი҃საო:
განმიხუჱნ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო…
სხუა. სძლისპირი. ვითარცა რა სი.
განმიხუჱნ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო, და კარნი გულის-თქმათანი, ჩემდა შემოსავალნი დაჰჴშენ ყოვლად წმიდაო, და განსდევნენ გულისთქმანი, მწიკულნი უკეთურნი, რათა ძალსა შენსა ძლიერსა ვაქებდე:
მწიკული ბრალთა, წარმდებად ცხოვრებითა, და უყე შეცოდებათა, შევიკრიბე უბადრუკმან, და შევაგინე სული ჩემი საწყალობელი, განმბანე ღი҃სა დედაო მადლთა შენთა მდინარითა, რათა ქებით გაკურთხევდე:
რომელმან ჰშევ, წყაროჲ უხრწნელებისა, სძალო ღი҃საო უხრწნელო, ვნებათა მიერ განხრწნილი, და ეშმაკთა მოწყლული, ცხოველ-მყავ ვედრებითა, შენითა ქე҃ს მიმართ რათა ჴმა-ვჰყო, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
აჩუჱნა ხატი ოდესმე, საჴუმილმან შეცურეულმან, საკჳრუჱლებისა ბუნებათა…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴუმილი შეცურეული.
აჩუჱნა ხატი ოდესმე, საჴუმილმან შეცურეულმან, საკჳრუჱლებისა ბუნებათა უზესთაესისა, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი, ცხად-მყოფელმან ქე҃ს უთესლოსა, ქალწულისაგან შობისამან, ამისთჳსცა უგალობთ, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
განმარტნა მკლავნი ნებსით თჳსით ჯუარსა ზედა, რომელმან სიტყჳთ ცანი მოდრიკნა, და სამსჭუალ განწოლინ-იქმნა, რათა ბუნებაჲ იგი ვნებული, ადამისი განჰჴსნეს საკრუჱლთაგან განუჴსნელთა, დაცემისათა და ჩუჱნ ვღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რაჟამს კლდე ეგე ცხოვრებისა დაგმსჭუალეს, ჰურიათა ერმან ჯუარსა ზედა, და ქუჱყანაჲ შეიძრა, და მთანი შეიმუსრუოდეს მაშინ, მჴსნელო სულნი დასჯილნი ჯოჯოხეთს შინა, სამღთოდ ცხოვრებად შეიყუანენ და ჴმა-ჰყუჱს, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უქსოეს სამოსელი უხრწნელებისა, განშიშულებითა ჴორცთა თჳსთათა, თავთა…
მოწამეთა.
უქსოეს სამოსელი უხრწნელებისა, განშიშულებითა ჴორცთა თჳსთათა, თავთა თჳსთა მარტჳლთა, ხოლო ტანჯუათა თავს-დებითა, და მრავალ-სახეთა წყლულებათა მოთმინებითა, წინაშე ღი҃სა იხარებენ და ჰჴმობენ აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლევდით მას უკუნისამდე:
ფრჩხილებითა რა დაიბძარუოდეს მარტჳლნი, და ასოეულად დაიჭრებოდეს, და ცეცხლსა განმლეველსა, განუკითხუჱლად შეითხეოდეს, არა უგეს კერპთა ყრუთა და საძაგელთა, არამედ სიმჴნით წინა განეწყუნეს და ჴმა-ჰყუეს აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რათამცა მოსპეს ქუჱყანით სახელი შენი, განცოფებულთა მათ…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
რათამცა მოსპეს ქუჱყანით სახელი შენი, განცოფებულთა მათ ურიათა, ჯუარსა ზედა დაგმსჭუალეს, და უშჳლო-მყუჱს, მე სახიერ, ამისთჳს შეიწყუჱბიან ნაწლევნი ჩემნი, დედობრივითა ლმობითა, ღაღადებდა დედაჲ შენი, გხედჳდა რა ქე҃ ჯუარსა ზედა, და მადლობით აღგამაღლებდა ყოვლად ძლიერო:
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუჱთებითა, არამედ შეწევნითა…
სხვა. სძლისპირი. საჴუმილსა რა.
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუჱთებითა, არამედ შეწევნითა შენითა ღი҃სა დედაო, ვიჴსნები და ვღაღადებ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ცათა უმაღლეს-ხარ ქალწულო, დედაო მჴსნელისაო უაღრესო ყოველთა დაბადებულთაო, ამისთჳს გევედრები სული ჩემი, ცხოვრებისა ამის ვნებათა უმაღლეს-ჰყავ, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
ნათლისა მომცემელი ღი҃, ყოვლად განათლებულო ქალწულო, გჳშევ გამოუთქმელად ამისთჳს გევედრები, განაბრწყინუჱ გონებაჲ, ჩემი მწარედ ტყუჱ-ქმნილი, და დაბნელებული ვნებათაგან, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
საიდუმლო, ქალწულისა გამოუთქმელ-არს, რამეთუ ცად და საყდრად…
გალობა თ. სძლისპირი. საიდუმლო უცხო.
საიდუმლო, ქალწულისა გამოუთქმელ-არს, რამეთუ ცად და საყდრად ხერუვიმებრად და სასძლოდ ნათლითშემოსილად გამოჩნდა, ქე҃ს ღი҃სა ყოვლისამპყრობელისა, ამას უკუჱ კეთილ-მსახურებით, ვითარცა ღი҃ს-მშობელსა ვადიდებდეთ:
გიხილა რა, ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ქე҃ ღო҃…
ტროპარნი.
გიხილა რა, ჯუარსა ზედა დამოკიდებული, ქე҃ ღო҃ რომელმან, დაჰკიდე ქუჱყანაჲ წყალთა ზედა, ავაზაკმან მან გონიერმან სარწმუნოებით ჴმა-ჰყო მომიჴსენე, მისთანა ჩუჱნცა გუაცხოვნენ მრავალ მოწყალე:
რაჟამს ჯუარს-ეცუ, მაცხოვარ შეარყიე ქუჱყანაჲ, ხოლო რაჟამს მოიწყალ, ლახურითა აღმოგჳცენენ ქე҃, წყარონი უკუდავებისანი, სისხლი იგი და წყალი რომლისა მიერ, განჰსწმიდე ვნებათაგან ბუნებაჲ ჩუჱნი:
იხარებდეს, ტანჯუათა შინა მოწამენი, და მსგავსად საშუჱბელთა…
მოწამეთა.
იხარებდეს, ტანჯუათა შინა მოწამენი, და მსგავსად საშუჱბელთა, მიიტაცებდეს მათ ახოვანნი, და ურთიერთას განამჴნობდეს, და იტყოდეს ესერა განღებულ-არს, ასპარეზი გჳრგჳნთა ვიღუაწოთ ძმანო:
განბრწყინდების ყოველი კრებული მორწმუნეთა, და ადიდებს სიმჴნეთა, ახოვანთა მჴნეთა მარტჳლთასა, რომელთა იგი ურიცხუნი, ტკივილნი ტანჯუათანი დაითმინნეს, და მკჳდრიქმნეს საშუჱბელთა საუკუნეთა:
კაცთ-მოყუარე, სიტყუაჲ გჳშევ ღი҃სა დედაო, ხოლო რაჟამს…
ღი҃ს-მშობლისა.
კაცთ-მოყუარე, სიტყუაჲ გჳშევ ღი҃სა დედაო, ხოლო რაჟამს იხილე, ჯუარსა ზედა ვნებულად ეტყოდე, ვითარ ღთ҃მან უვნებელმან, კაცთა ცხოვრებისათჳს ვნებაჲ თავს-იდევ, დიდება წყალობათა შენთა უფსკრულთა:
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუჱბელო მწუხარებისაო გიხაროდენ, მშობელო სიხარულისაო…
სხუა. სძლისპირი. სახედ მუცლად-ღებისა.
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუჱბელო მწუხარებისაო გიხაროდენ, მშობელო სიხარულისაო და განმდევნელო, ბნელსა სულთასა და განმანათლებელო, ტომთა და ენათაო, რომელნი სარწმუნოებით გნატრიან:
დააცხრუჱნ ღუარნი ვნებათანი, და განაჴმენ მორევნი ცოდუათა ჩემთანი, სძალო რომელმან ჰშევ უფსკრული მოწყალებისა, და მდინარე სამღთოსა მშჳდობისა, და წყარო ცხოვრებისა, და ზღუა განუცდელი კაცთ-მოყუარებისა:
გამოჰსჩნდი სამკურნალოდ უსასყიდლოდ, ყოველთა სასო წარკუჱთილთა უხრწნელო, სასტიკად მოწყლულთა და დანთქმად მიახლებულთა, ზღუასა შინა ამის ცხოვრებისასა, ამისთჳსცა ყოველნი, მორწმუნენი გალობით გადიდებთ:
ჯუარო საჭურუჱლო ქე҃ ჩემისაო, დიდო ძლევაო მართლმადიდებელთა…
განმანათლებელსა, ვიტყჳთ დღისასა, უკეთუ არა აქუნდეს წმიდისა. რომელმან ცისა სამყარო.
ჯუარო საჭურუჱლო ქე҃ ჩემისაო, დიდო ძლევაო მართლმადიდებელთა მეფეთაო, და ეშმაკთა წარწყმედაო, სურჳლით თაყუანის-მცემელნი შენნი დაიცუჱნ, და მიეც მადლი შენი:
ჯუარისა და ვნებათა ძისა შენისათა ღი҃ს-მშობელო, უეჭუჱლითა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა მსგავსივე.
ჯუარისა და ვნებათა ძისა შენისათა ღი҃ს-მშობელო, უეჭუჱლითა გულითა სიმკაცრით თაყუანის-მცემელნი, მკჳდრად სამოთხისა, და ზიარად დიდებისა გამოაჩინენ:
შენ მაცხოვარ ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ა.
შენ მაცხოვარ ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა ჩუჱნდა მომცემელსა, ვითარცა მეუფესა და მაცხოვარსა ჩუჱნსა, გიგალობთ დაუცხრომელად:
ჯუარითა შენითა ქე҃ ერთ-სამწყსო იქმნნეს ანგელოსნი და კაცნი, და ერთსა შინა შესაკრებელსა ცა და ქუჱყანაჲ იხარებს მგალობელი, უ҃ო დიდება შენდა:
თქუჱნ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, არცა ჭირმან, არცა…
მოწამეთა.
თქუჱნ ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, არცა ჭირმან, არცა იწროებამან, არცა სიყმილმან, არცა დევნულებათა, არცა გუჱმათა, არცა მძჳნუარებამან მჴეცთამან, არცა მახჳლმან, არცა ცეცხლისა ზარმან შეგიძლო თქუჱნ განშორებად ღი҃საგან, უფროსღა სურჳლითა მისითა, ვითარცა უცხოჲთა ჴორცითა იღუაწეთ, ბუნებაჲ დაივიწყეთ, სიკუდილი შეურაცხ-ჰყავთ, ვინაცა ღირსად ტკივილთა თქუჱნთა სასყიდელი მოისთულეთ, და ზეცათა სასუფეველსა მკჳდრად გამოჰსჩნდით, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთათჳს გევედრებით:
წინაშე ჯუარსა შენსა მდგომარე სიტყუაო ღი҃საო, ტარიგი…
დიდება, აწდა. მსგავსი,. ზეცისა განწესებულთა.
წინაშე ჯუარსა შენსა მდგომარე სიტყუაო ღი҃საო, ტარიგი და უბიწო დედაჲ შენი გოდებით ღაღადებდა, ვაჲ ჩემდა შჳლო, ვითარიმე მოჰკუდები ჯუარსა ზედა, ვაჲ ჩემდა ნათელო ჩემო ტკბილო, სადა უკუჱ დაჰჴდა ხატი სიკეთისა შენისა, უფროს ყოველთა კაცთა უშუჱნიერესო:
საჭმლისა მიერ გამოჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
ოთჴშაბათსა მომიჴსენენი, ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯუარისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
საყუჱდრელ-ვნებაჲ ჩუჱნთჳს, დაითმინე ქე҃, და ყუჱდრებანი ჩუჱნნი ყოველნი მოსპენ ჩუჱნგან, და სუფევისა, მის ზეცათასა, ზიარად გამომაჩინენ, თაყუანის-ვჰსცემთ სიმდაბლესა შენსა ქე҃, დიდება წყალობათა შენთა:
ადამის სიშიშულისა ქე҃, შემოსაჲ გენება, ამისთჳსცა განშიშულდი, ჯუარსა ზედა ჴორცითა, და ჯუარცმა თავს-იდევ სიღრმეთაგან ბოროტთასა ამაღლებად ჩუჱნდა ამისთჳსცა ვადიდებთ სიტყუაო, სიმდაბლესა შენსა წმიდაო:
ჴორცთა თქუჱნთა წყლულებითა, ეშმაკნი მოსწყლენით, წმიდანო მოწამენო…
მოწამეთა.
ჴორცთა თქუჱნთა წყლულებითა, ეშმაკნი მოსწყლენით, წმიდანო მოწამენო, და კაცთა წყლულებასა, და სნეულებასა, დიდებულნო, მადლითა ჰკურნებთ დღითი დღე, და ევედრებით ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, შეწყალებად სულთა ჩუჱნთათჳს:
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, და ყოვლად…
დიდება.
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, და ყოვლად წმიდასა სულსა მორწმუნენი ყოველნი უგალობდეთ, მოგჳხსენენ ჩუჱნ მღაღადებელნი, ერთ-არსო სამებაო მხოლოო ღო҃:
წინაშე ჯუარსა სდეგ სძალო, და ხედევდ ქე҃სა…
აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
წინაშე ჯუარსა სდეგ სძალო, და ხედევდ ქე҃სა, დამსჭუალულსა ჴორცითა, და გოდებით იტყოდე, ეჰა მოწყალეო, ვითარ დაჰჴდა, სიკეთჱ შენი ბრწყინუალჱ, ანუ ვითარ აღივსე ვითარცა მზჱ, ჵ უ҃ო დიდებისაო:
ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა,ვიღელუჱბი მძჳნუარედ…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. უგალობდით უ҃სა.
ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა,ვიღელუჱბი მძჳნუარედ და გევედრები, უხრწნელო დედოფალო, ღირს-მყავ მიწევნად, ნავთ-საყუდელსა, მოღუაწებასა სასოო მორწმუნეთაო:
ნათლითა სულისათა, განბრწყინდი დედოფალო, და ყოვლითურთ განწმედილმან სულით და ჴორცით, შეიწყნარე ბრწყინუალება ღი҃სა მამისა, რომლისათჳსცა, დაჰჴსენ წყუდიადი ბრალთა ჩემთა, ყოვლად უხრწნელო:
შენ ხარ ქრისტიანეთა, მყუდრო ნავთ-საყუდელი, და განსაცდელთაგან მჴსნელი, და ზღუდე და მფარუჱლი, ქალწულო დიდებულო, ღი҃სა დედაო, გჳჴსნენ ყოველნი, შემსხმელნი შენნი საბრჴეთაგან მტერისათა:
შენ ბჭე ეგე ზეცისა, და წმიდა კიდობანი, და ტაძარი სულიერი სალხინებელი, სათნო-გიყო დედად თჳსად ყოვლად წმიდაო, ქე҃მან ღმერთმან, და გყო შენ ჴელის-ამპყრობელად ქრისტიანეთა:
ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი…
გალობა გ. სძლისპირი. დამამტკიცე მე ქე҃.
ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, და ბრალთა ჩემთა, არმური ბნელი განაბნიე, შუამდგომელობითა შენითა:
ვითარცა გაქუს უსძლოო, საკჳრუჱლებათა უფსკრული მიუწთომელი, და წყაროჲ კურნებათა დაუწყვედელი ცოდუათა, მწიკულისაგან იჴსენ სული ჩემი:
სასოებათა ჩუჱნთა, სრულ-მყოფელად და სამღთოდ საფარუჱლად და წინამძღვრად, და ზღუდედ ცხოვრებისად მოგიგებთ შენ ღი҃სა დედაო, მოგუფინე ნათელი სინანულისა:
შენგან შობილსა ღთ҃სა, თაყუანის-ვჰსცემთ ჵ კურთხეულო ღი҃სა დედაო, ყოველთა ჭირთაგან გჳჴსნენ მადიდებელნი შენნი, ოხითა შენითა უბიწოო:
სამკურნალოდ ურცხუჱნელად გუაქვს ჩუჱნ, ოხაჲ შენი უსძლოო…
გალობა დ. სძლისპირი. მესმა უ҃ო სმენა.
სამკურნალოდ ურცხუჱნელად გუაქვს ჩუჱნ, ოხაჲ შენი უსძლოო, და შესხმით და გალობით გადიდებთ შენ:
ზღუდედ უბრძოლუჱლად გუაქუს ჩუჱნ შენი, ფარუაჲ ღი҃სა დედაო, და ვიჴსნებით მტერთა უხილავთაგან:
ცოდჳთა დაცემულნი აღგუმართენ, მხოლოო კურთხეულო, რამეთუ შენ-ხარ სასო, მორწმუნევთა:
სიტყუაჲ ღი҃სა მუცლად-იღე სძალო, ბუნებათა უაღრეს, და ჰშევ ღი҃ მჴსნელი დაბადებულთა:
შემწე ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა…
გალობა ე.სძლისპირი. ღამითგან აღჳმსთობთ.
შემწე ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა ღი҃სა დედაო, შემწე გუჱქმენ ჟამსა ჭირისასა, და გჳჴსნენ მძლავრებისაგან, ცოდუათა ბოროტთასა:
კურნებათა მათ შენთა, და საკჳრუჱლებათა, წყაროთა და მდინარითა, ბილწებანი ჴორცთა ჩემთანი, განჰკურნენ და განწმი-ნ დე, სული ჩემი ქალწულო:
მლხინებელი ჩუჱნი და აღმჴოცელი ბრალთა, აღჳაროთ მჴურუალითა, სარწმუნოებითა და ვითხოოთ ჩუჱნ მის მიერ მოტევება ცოდუათა ჩუჱნთა:
გადიდებენ მარადის, ანგელოსთა წესნი, ვითარცა შემოქმედისა მათისა მშობელსა უბიწოო, ზესთა ბუნებისა, და ქალწულად დადგრომილსა:
შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა…
გალობა ვ. სძლისპირი. რომელმან თავს იდუა.
შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა ვედრებათა, შენთათა სძალო, ღირსო განჰკურნენ, და უვნებელობისა, სიცოცხლე მომანიჭე ოხითა შენითა:
სარწმუნოებითა, მტკიცითა გევედრებით, შენდობისათჳს ცოდუათასა, ქე҃ს ღი҃ს-მშობელო, მონანი შენნი, და მაქებელნი შობისა შენისანი, ნუ უგულებელს ჰყოფ ვედრებასა ჩუჱნსა:
ყოვლითურთ განვჰკფდი მე, ბრალთა შინა ურიცხუთა, და წარჳტყუჱნე, გონებითა ცოდუათა ტყუჱობითა, ფრიად მწარითა და ბოროტითა, და საფარუჱლსა შენსა, მოვივლტი ღი҃ს-მშობელო, განმათავისუფლე მე:
ვითარცა რა ეტლმან, მზისა სიმართლისამან, განგუანათლენ დაბნელებულნი, ბნელითა ცოდჳსათა, ყოვლად წმიდაო ღი҃სა დედაო, და ცოდუათა ჰრულითა დანთქმულნი აღმადგინენ ვითარცა მკუდრეთით:
ვითარცა რა მშობელმან, ცხოვრები-მომცემელისა მეუფისამან, მომწყდარი ცოდჳთა…
გალობა ზ. სძლისპირი. აბრამიანთა ყრმათა.
ვითარცა რა მშობელმან, ცხოვრები-მომცემელისა მეუფისამან, მომწყდარი ცოდჳთა აღმადგინე ქალწულო, რათა ესრეთ ვიტყოდი კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ჭირთა შინა მაცხოვრად, და განსაცდელთა შინა შემწედ გიცნობ შენ სძალო ღი҃საო ქალწულო და სარწმუნოებით ვიტყჳ, კურთხეულ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა ქე҃, მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:
შენგან გამოსჩნდა ღი҃, და იჴსნა წყევისაგან ბუნება კაცთა, დედაო ღი҃საო, და განჰკურნა ყოველთა სალმობანი და ჴმობენ, კურთხეულხარ შენ:
გიხაროდენ ქალწულო, სიხარულო მორწმუნეთაო და დამჴსნელო, მწუხარებისაო, გიხაროდენ ყოველთა, ცოდჳლთა მაცხოვარო, და დიდო სალხინებელო, მადიდებელთა შენთაო:
დანთქმულთა ბრალთა შინა, გუაქუს მოწყალება შენი განწმედელად…
გალობა ჱ. სძლისპირი. გალობით ვაკურთხ.
დანთქმულთა ბრალთა შინა, გუაქუს მოწყალება შენი განწმედელად, ქე҃ს დედაო და მადლობით გიღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
მოწყალე-ჰყავ ქალწულო, ძე და ღი҃ შენი სახიერი სარწმუნოებით მღაღადებელთათჳს, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ღელუა გულის სიტყუათა, და არმური ქართა ცოდჳსათა, აღჰძრავს მძჳნუარედ გონებასა ჩემსა, ამისთჳს ნავთ საყუდელსა შენსა, შევევედრებით სძალო:
შენ ხარ ურუათა შინა, შემწე და მაცხოვარი და მხსნელი, სარწმუნოებით მგალობელთა ქალწულო, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ვითარცა გაქუს დიდი და აურაცხელი წყალობა, დედოფალო…
გალობა თ. სძლისპირი. შენ რომელმან ღი҃ მიზეზი.
ვითარცა გაქუს დიდი და აურაცხელი წყალობა, დედოფალო ყოვლად წმიდაო, ჴორცთა და სულისა ვნებანი და წყლულებანი, განჰკურნენ მეოხებითა შენითა, მუედრებელთა შენთანი რათა გადიდებდეთ:
შენ ხარ მორწმუნეთა წინა მძღუარი უცთომელი, და ალაგთა ცხოვრებისათა, წრფელთა წარუმართებ და შეიყუანებ ცხოვრებად, და დაამკჳდრებ ზეცათა სასუფეველსა, უხრწნელო ღის-მშობელო, სულთა ჩუჱნთა სასოო:
შენ აღმოგჳცენე, ჩუჱნ პური იგი ზეცათა, და გუზრდი და მეოხ ხარ მარადის, და გჳჴსნი ურუათა და ჭირთაგან მრავალ ფერთა, და მოგუანიჭებ ცოდუათა შენდობასა, ღი҃ს-მშობელო, მარიამ გალობით გადიდებთ:
შენ რომელმან სიტყუა ღი҃სა მუცლად-იღე საშოსა შენსა, და ზესთა ყოველთა გონებათა, და ბუნებათა გჳშევ ესე გამოუთქმელად, დიდების-გმეტყუელებთ და მადლობით, გიღაღადებთ გიხაროდენ ცოდჳლთა შემწეო და სასოო: