ყოველნი მოიყუანენ სიტყჳთა შენითა, და სულითა სახიერებისათჳს…
უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელნი, სინანულისანი სამეუფონი. ჴმა ა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.
ყოველნი მოიყუანენ სიტყჳთა შენითა, და სულითა სახიერებისათჳს უ҃ო, ეგრეთუჱ შემქმენ მე სიტყჳერად ცხოველად, რათა წმიდასა სახელსა შენსა ვადიდებდე ყოვლად ძლიერო, ხოლო მე უფროსღა სირცხჳლისა საქმითა ჩემითა უპატიოებ, არამედ მრიდე გევედრები:
ჰსცან უკუჱ სულო, საღთო კეთილ-შობილება, და მამული უჴრწნელებაჲ, და ისწრაფე ყოვლადუჱ კეთილისა საქმისა მიწევნად, ნუ სადა ხრწნილებისაგან წარიტყუჱნო შენ, რამეთუ ხარ ზენაჲსა ნაწილისა, ხოლო ჴორცი ქუჱყანისა, და განიხრწნების იგი, ნუ სადა სძლოს უდარესმა უაღრესსა:
მოვედ ყოვლად უბადრუკო სულო ჩემო ყოვლად სახიერისა მიმართ, მხურუალითა ცრემლითა მოუჴედ, და შენ მიერ ქმნულნი პირველ განსჯისა შენისა ყოველნი აღუარენ, და მოწყალე-ჰყავ დამბადებელი, რ҃ლმან უბადრუკ-ჰყავ თავი თჳსი, და ითხოვე შენდობაჲ პირველ ვ҃ე კარისა დაჴშვადმდე შენდა უ҃ისა მიერ:
უჴორცონო ანგელოსნო, წინაშე საყდრისა ღი҃სა მდგომარენო, და…
სხუანი დასდებელნი მსგავსნივე უჴორცოთა მიმართ ჴმა ა. ყდ҃ ქებულნო მოწამენო.
უჴორცონო ანგელოსნო, წინაშე საყდრისა ღი҃სა მდგომარენო, და მის-მიერითა ნათლითა შემოსილნო, და ნათლისა საუკუნოჲსა აღმომაცენებელნო, ქე҃სა ევედრენით მონიჭებად სულთა ჩუჱნთა, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:
უკუდავნი ანგელოსნი, ცხოვრებითა ჭეშმარიტითა უცთომელნი, პირუჱლისა ცხოვრებისაგან მიიღებენ ყოვლად სანატრელსა, მარადის მყოფსა დიდებასა, და სიბრძნისა საუკუნოდ ხედჳთა წმიდა იქმნებიან, და ნათლითა სავსენი ბრწყინუალედ შეკრებულნი უმჯობესად გუაუწყებენ:
მთავარ-ანგლოსნი, მთავრობანი, საყდარნი, უფლებანი, და სერაფიმნი და მრავალ-თუალნი ხერუვიმნი, სამღთოსა სიბრძნისა ორღანონი, ძალნი და ჴელმწიფებანი უსაღმრთოესნი, ქე҃სა ევედრებიან, მონიჭებად სულთა ჩუჱნთა მშჳდობასა და დიდსა წყალობასა:
მარიამ უბიწოო ყოველთა გონებათა ზესთა აღმატებულო, და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა მსგავსივე
მარიამ უბიწოო ყოველთა გონებათა ზესთა აღმატებულო, და სიწმიდისა ეტლო, შეპყრობილი ბრალთა სიღრმისაგან სივრცედ სინანულისა აღმომიყუანე, შეიწრებული ესე ყოვლად ძლიერითა ვედრებითა შენითა, ვითარცა ხარ დედაჲ ქე҃ს მხსნელისაჲ:
აქა აკურთხევდით უ҃სა, ყოველნი მონანი უ҃ისანი
წარდგომა. ჴმა ა.
აქა აკურთხევდით უ҃სა, ყოველნი მონანი უ҃ისანი.
რომლნი სდგათ სახლსა უ҃ისასა, ეზოთა სახლისა ღი҃სა…
მუჴლი.
რომლნი სდგათ სახლსა უ҃ისასა, ეზოთა სახლისა ღი҃სა ჩუჱნისათა.
ესრეთ, და ღირს-მყუჱნ ჩუჱნ უ҃ო. სქიქარონსა ზედა დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ა.
რამეთუ უფსრულ მრავალარიან ცოდუანი ჩემნი მაცხოვარ, და მძჳნუარედ დანთქმულ-ვარ უსჯულოებათა შინა ჩემთა, მოყავ ჴელი შეწეცნისა და მაცხოვნე მე, ვითარცა პეტრეჲ ღო҃ და შემიწყალე მე:
რამეთუ განზრახჳთა ბოროტითა, და საქმითა უჯეროთა დასჯილ-ვარ…
მუჴლი. შენდამი აღჳხილენ...
რამეთუ განზრახჳთა ბოროტითა, და საქმითა უჯეროთა დასჯილ-ვარ მე მაცხოვარ, გულის სიტყუაჲ მომმადლე მოქცევისა უ҃ო, რათა ვჰჴმობდე მაცხოვნე ქუჱლის-მოქმედ მაცხოვარ და შემიქყალე მე:
მეოხებითა უ҃ო ყოველთა წმიდათათა, და ღი҃ს-მშობელისათა, შენი…
მუჴლი. მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო... მოწამეთა.
მეოხებითა უ҃ო ყოველთა წმიდათათა, და ღი҃ს-მშობელისათა, შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუჱნ, და შეგჳწყალენ ჩუჱნ ვითარცა მოწყალე-ხარ:
წესთა ზეცისათა სიხარულო, და ქუჱყანასა ზედა კაცთა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისათა. თჳთ-ჴმოვანი.
წესთა ზეცისათა სიხარულო, და ქუჱყანასა ზედა კაცთა ძლიერო შუამდგომელო, ყოვლად წმიდაო ქალულო, გუაცხოვნენ ჩუჱნ შენდამი მოლტოლჳლნი, რამეთუ შენ ზედა დაგჳცს სასოება, შემდგომად ღი҃სა ღი҃ს-მშობელო:
ჴორციელითა სახითა, უჴორცოთა მათ ძალთა თანა, საცნაურისა…
დასდებელნი სამებისადმი ჴმა ა.
ჴორციელითა სახითა, უჴორცოთა მათ ძალთა თანა, საცნაურისა და უსხეულოსა გონებისა მიმართ ამაღლებულთა, და სამ-გზის წმიდითა გალობითა, სამგუამოვანისა ღუთაებისა, ხერუვიმთაებრ ღაღად-ვჰყოთ და ვჰსთქუათ წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
ყოველთა თანა ზეცისა ძალთა, ხერუვიმთაებრ მაღალთა შინა…
დიდება.
ყოველთა თანა ზეცისა ძალთა, ხერუვიმთაებრ მაღალთა შინა ღაღად-ვყოთ, და სამ-წმიდა არსობისა გალობასა შევსწირჳდეთ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
აღდგომილნი ძილისაგან, შეგივრდებით შენ სახიერ, და ანგელოსთა…
აწდა.
აღდგომილნი ძილისაგან, შეგივრდებით შენ სახიერ, და ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ ძლიერო წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღო҃ ჩუჱნო, ღი҃ს-მშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუჱნ:
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი…
ორშაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიხოლოგიისათა (ესე იგი ფსალმუნებისა) წარდგომანი სინანულისანი. ჴმა. ა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი, უძღები ესე ქე҃, ვერ ვიკადრებ ახილუად სიმაღლესა ცისასა, არამედ სასოებითა კაცთ-მოყუარებისა შენისათა ვღაღადებ, ღო҃ მილხინე ცოდჳლსა ამას და შემიწყალე მე:
უკეთუ მართალი ძლით ცხონდეს, მე სადა გამოვჰსჩნდე…
უ҃ო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე.
უკეთუ მართალი ძლით ცხონდეს, მე სადა გამოვჰსჩნდე ცოდჳლი ესე, რომელმან სიმძიმჱ და სიცხჱ დღისა არა ვიტჳრთე, არამედ მეათერთმეტისა მის ჟამისა თანა შემრაცხე სახიერ და მაცხოვნე მე:
უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, ცათა შინა კურთხეულო, და ქუჱყანასა…
დიდება, აწდა.
უხრწნელო ღი҃ს-მშობელო, ცათა შინა კურთხეულო, და ქუჱყანასა ზედა დიდებულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო:
წიაღნი მამულნი განმიხუჱნ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა. ა. მჴედარნი რომელნი.
წიაღნი მამულნი განმიხუჱნ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარუაგე ცხორებაჲ ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ-ვარ, კაცთ-მოყუარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ჰყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ უ҃ო სინანულით გიღაღადებ, ვჰსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა:
საყდარი შენი საშინელ-არს, და მჰსჯავრი შენი სამართალ…
მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე.
საყდარი შენი საშინელ-არს, და მჰსჯავრი შენი სამართალ, და საქმენი ჩემნი უკეთურ, არამედ ჵ მრავალ-მოწყალეო, მსწრაფლ მეწიე და მაცხოვნე მე, და ტანჯუათაგან განმარინე, და მიჴსენ მეუფეო ნაწილისა მისგან თიკანთასა, და ცხოვართა შენთა სამწყსოსა თანა აღმრაცხე, მაცხოვარო ჩემო მრავალ-მოწყალე:
შეეწიე უძლურსა სულსა ჩუჱნსა ქალწულო, და გჳჴსნენ…
დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
შეეწიე უძლურსა სულსა ჩუჱნსა ქალწულო, და გჳჴსნენ ჩუჱნ მრავალთა შეცოდებათა ჩუჱნთაგან, რამეთუ სიღრმეთა შინა წარწყმედისათა მიწევნულვართ ყოვლად უბიწოო, და ჟამსა საშინელისა მის სიკუდილისაგან, გამოგჳჴსნენ ჴელთაგან უწყალოთა ეშმაკთასა, და გჳჴსნენ ყოვლისაგან სატანჯველისა საუკუნოჲსა:
უგუნურად განგეშორე შენ ყოვლად მოწყალეო, და უძღებად…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომა. ჴმა. ა. მჴედარნი რომელნი.
უგუნურად განგეშორე შენ ყოვლად მოწყალეო, და უძღებად წარუაგე ცხოვრება ჩემი, პირუტყულთა ვნებათა ყოვლადვე მონა-ქმნილმან, არამედ ვედრებითა ანგელოსთა შენთათა შემოწყნარე მე მამაო კეთილ-ნათელო, ვითარცა ყრმა იგი უძღები და მაცხოვნენ მე:
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით შემოსილთა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა. მოწამეთა:
ღუაწლთა სიქადულად და გჳრგჳნთა პატივად, ღუაწლით შემოსილთა მარხჳლთა შეგიმოსეს შენ უ҃ო, რამეთუ ტანჯვათა თმენათა უღმრთოთა ერეოდეს, და საღმრთოთა ძალითა ზეცით-გარდამო ძლევაჲ შეიმოსეს, მათითა მეოხებითა მომმადლე ჩუჱნ შენი დიდი-წყალობაჲ:
უსხეულოთა მხედრობათა, აღემატე ქალწულო, და წესთა ზეცისათა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მჴედარნი რომელნი.
უსხეულოთა მხედრობათა, აღემატე ქალწულო, და წესთა ზეცისათა ზესთა აღჴედ მხოლოო, და ღირსსა ქებასა მიიღებ მათგან ყოვლად წმიდაო, არამედ ევედრე ძესა შენსა ანგელოსთა თანა, რათა მიჴსნეს მე ვნებათა მძლავრებისაგან, მხოლო მე დასჯილი:
ცოდუათა ჩემთა ბიწი განბანე სიტყუაო
კანონი სინანულისა. ქმნილი. უ҃ისა იოსებისა, რომლისა კიდურ-წერილობაჲ:
ცოდუათა ჩემთა ბიწი განბანე სიტყუაო:
სასწაულითა იჴსნა ერი უ҃მან, და ზღვა მღელუარე…
იოსებ: გალობა. ა. ჴმა ა. სძლის-პირი.
სასწაულითა იჴსნა ერი უ҃მან, და ზღვა მღელუარე სიტყჳთ განაჴმო პირუჱლ, და დღეს უხრწნელად, იშუა ქალწულისაგან, და წარმიძღუა ჩუჱნ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ:
მოწყალებითა შენითა ქე҃ ღო҃, ცოდუანი ჩემნი აღჴოცენ გევედრები, და გულის-სიტყუაჲ, მოქცევისა მომმადლე, რათა ვადიდებდე მე, სიტკბოებათა შენთა უფსკრულსა და სახიერებასა:
სახიერებით და წყალობით გამოჰსჩნდი, განკაცებულად ქუჱყანასა ზედა, ღი҃სა სიტყუაო, და აწ სინანულითა, შეიწყნარე ცოდჳლი მოწყალებათა შენთა მოსავი და ნუ უგულებელს-მყოფ:
მოწამეთა:
ნებსით სიკუდილსა, ქე҃სსა ჰბაძევდით თქუჱნ, და ვნებათა მისთათჳს ვნებაჲ დაითმინენით, ყოვლად ქებულნო უკუდავსა ცხოვრებასა ღირს-იქმნენით მარტჳლნო, მრავალ-სახეთა ტანჯუათა მიერ, და ძჳრ ძჳრთა სიკუდილთა:
სიყუარულისა, ღი҃სა ცეცხლი შინაგან, წარჩინებულად გეტჳრთათ მოწამენო. და ცეცხლისაგან, ხილულისა ყოვლადუჱ, არა შესძრწუნდით მჴნენო, და აღგზებულთა ტანჯუათა მიერ დასწჳთ კერპთა საცთური:
ძალნი ცათანი, ჩუჱნთა გიგალობენ, ღი҃სა დედაო ყოვლად…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალნი ცათანი, ჩუჱნთა გიგალობენ, ღი҃სა დედაო ყოვლად საგალობელო, რამეთუ ღი҃, გარე-შეუწერელი, გჳშევ გამოუთქმელად, და ქალწულადუჱ, წმიდად დაადგერ ვ҃ა პირუჱლ შობისა:
პირუჱლი ანგელოსთა მიმართ გალობაჲ
მეორე კანონნი უჴორცოთა მიმართ, რომლისა კიდურ-წერილობა
პირუჱლი ანგელოსთა მიმართ გალობაჲ.
წინაშე საყდართა ღი҃სათა, ბრწყინუალედ მდგომარენო ყოვლად წმიდანო…
ჴმა ა. გალობა ა. მარჯუჱნა შენი უძლეველი.
წინაშე საყდართა ღი҃სათა, ბრწყინუალედ მდგომარენო ყოვლად წმიდანო, მთავარ-ანგელოსნო დაუსაბამოსა მამისა სიტყუასა, ქე҃სსა ევედრენით, რათა მომცეს სიტყუაჲ გალობად თქუჱნდა:
სარკედ საღმრთოჲსა ნათლისა, შემწყნარებელად ბრწყინუალებასა მას დიდსა, სამებისა წმიდისასა ანგელოსთა განწყობილნი და გუნდნი პირუჱლად მოიგონნა, და განაწესნა ღუთაებისა ძალმან:
რომელმან დაჰბადნა ღუთაებრ განწყობილნი ზეცისა ძალთანი, ხერუვიმთა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან დაჰბადნა ღუთაებრ განწყობილნი ზეცისა ძალთანი, ხერუვიმთა უმაღლესსა მას საშოსა შენსა დაეკჳდრა, ქალწულო მარიამ და უქცეველად შენგან განკაცნა:
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სათავე…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სათავე მაცთურისა და ზესთა აღამაღლე დღეს ეკკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენ, მოსავნი შენნი მართლ-მადიდებლობასა:
მოვედ ჵ სულო, და განიფრთხუჱ და ღაღადებდ…
ტროპარნი.
მოვედ ჵ სულო, და განიფრთხუჱ და ღაღადებდ, დაფარულთა განმკითხუჱლისა მიმართ, და აჩუჱნე ნაყოფი სინანულისა, რათა შეგიწყალოს შენ, ტკბილმან უ҃მან, და ცეცხლისაგან საუკუნოსა გიჴსნას:
მილხინე ღო҃ მოწყალეო, მილხინე მსგავსად მეზუჱრისა სულთქმით გიღაღადებ, ტჳრთითა ცოდუათათა დაღონებული, და უსჯულოებათა მიერ დანთქმული, და სირცხჳლითა უზომოდ აღუსებული:
ჭეშმარიტითა სიბრძნითა ბრწყინვალეთა, სიბრძნენი იგი წარმართთანი განაცოფნეს, და სიბრძნის მოძღუარი ბოროტი შეჰმუსრეს, და ახოვნად იღუაწეს, მჴნეთა მარხჳთა და გჳრგჳნითა ძლევისათა შეიმკუნეს:
ერთი ბუნებით, და სამი გუამოვნებით, მტკიცითა სარწმუნოებითა აღიარეთ, და მრავალ-ღუთაებისა ბნელი განსდევნეთ, და მნათობად გამოსჩნდით ღი҃ვსულიერად, და განანათლებთ გულსა მორწმუნეთასა:
სძალო წმიდაო სიწმიდით გჳშევ სიტყუაჲ, თანა სწორი…
ღი҃ს-მშობლისა.
სძალო წმიდაო სიწმიდით გჳშევ სიტყუაჲ, თანა სწორი მამისა და თანა მოსაყდრე, წმიდა-მყოფელი სულითა ყოვლად-წმიდითა, მისთა წმიდა-მყოფელთა, რომლისა მიმართ ჩუჱნჳს ვედრებად ნუ დააცადებ ღირსო:
ნათელსა მას ღუთაებისასა, წინაშე დგანან ჴერუვიმ სერაფიმნი…
სხუა, სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან.
ნათელსა მას ღუთაებისასა, წინაშე დგანან ჴერუვიმ სერაფიმნი, და მის-მიერითა ბრწყინუალებითა, აღვებულნი ნათელ-მეორე იქმნებიან, და ნათლითა მისითა, განანათლებენ ერთა, ღირსად მადიდებელთა მათთა:
რომელნი ესე სურჳელ-ვართ ანგელოსთა მჴედრობისა გალობად მათ მიერ, ვითხოოთ ჩუჱნ დღეს, შეწევნა ღი҃სა, მორწმუნენო, განწმედილითა გულითა, რათა მოგუანიჭოს ჩუჱნ, მათ მიერ მადლი იგი სულიერი:
გონებათა უზესთაესსა, ყოვლისა არსებისასა სიტყუასა, ღირს-იქმნა გაბრიილ სმენად, და მოგართუა ჴმაჲ სიხარულისა ქალწულო, რამეთუ გახარებდა ძისა ღი҃სა მხოლოსა, შენგან განჴორციელებასა ღირსო:
პირუჱლ აუწყა, წწ҃რ-მეტყუჱლებით, ცხოვრებაჲ კაცთა ამბაკომ, და…
გალობა დ. სძლისპირი.
პირუჱლ აუწყა, წწ҃რ-მეტყუჱლებით, ცხოვრებაჲ კაცთა ამბაკომ, და იტყოდა რისხუასა შინა, მოიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოთ მაღნართათ მორახუჱდ შენ მაცხოვარ, ერისა ამის სიტყუა დამბადებელი:
ვისმე გამსგავსო სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ იქმ…
ტროპარნი.
ვისმე გამსგავსო სულო ჩემო გლახაკო, რამეთუ იქმ შენ ძჳრთა და უჯეროთა, და ყოვლსად არა გსურის კეთილისათჳს, არამედ ჴმა-ჰყავ ქე҃ს მჴსნელისა მიმართ, გულთ-მეცნიერო მილხინე და მაცხოვნე:
მომმადლე მჴსნელო სინანული, რომელი განუწესე შენ, შენდამი მოქცეულთა, და პირუჱლ სიკუდილისა მომცენ მე ცრემლნი, მსგავსად მეძჳსა, და სულთქმანი ლმობილნი და ღირს-მყავ დალტობად ფერჴთა შენთა სახიერ:
მდინარეთაგან სულისათა აღივსნეს, ქე҃ს მჴედარნი, ღი҃სა წამის-ყოფითა…
მოწამეთა.
მდინარეთაგან სულისათა აღივსნეს, ქე҃ს მჴედარნი, ღი҃სა წამის-ყოფითა, და ღუარნი მღურიენი საცთურთანი განაჴმნეს, ყოვლად ქებულთა და მორწმუნეთა გულნი მორწყეს უხუჱბით და მადლითა აღავსნეს:
დიდად იღვაწეს საღმრთოთა მოწამეთა, რამეთუ ძჳრნი ყოველნი მოითმინეს, და ცეცხლი და მახჳლი არად შერაცხეს, მეოხებითა მათითა ქე҃ ღო҃, გჳჴსნენ ჭირთაგან და ტანჯუათა მწარეთა:
ძე ღი҃სა მხოლო, რომელი იშუა პირუჱლ საუკუნეთა…
ღი҃ს-მშობლისა.
ძე ღი҃სა მხოლო, რომელი იშუა პირუჱლ საუკუნეთა მამისა მხოლოსაგან აწ, ჟამიერი შობაჲ მიიღო ჩუჱნ-თჳს, შენგან ქალწულო, და მრავალ ჟამეული მტერობაჲ დაჰჴსნა ჟამთა დამბადებელმან:
საყდარნი, და სერაფიმნი ხერუვიმთა თანა, და ყოველთა…
სხუა. სძლისპირი. ღაღადჰყო. ამბაკომ.
საყდარნი, და სერაფიმნი ხერუვიმთა თანა, და ყოველთა დასთა ზეცისათა ღირსად შესწირუჱნ ღთ҃სა, დიდებასა და განბრწყინდებიან, ცნობად საიდუმლოთა მისთა, და იტყჳან უ҃ო დიდება ძალსა შენსა:
აქებენ სამ-გუამოვნებით ღუთაებისა ძალსა, წმიდა-არსობისა გალობითა დაუდუმებელად, ხერუვიმ სერაფიმნი და საყდარნი ჰქადაგებენ საიდუმლოთა, და იტყჳან უ҃ო დიდება ძალსა შენსა:
სიბრძნისა სივრცესა და ცნობისა სიმაღლესა, ერთარსისა მარტივისა მხოლოჲსა, მოწიწებით მიიღებენ ხერუვიმნი, და შემდგომთა მობაძავად ღი҃სა მისცემენ, და მიჰფენენ მათ ზედა ბრწყინუალებასა:
რომელი უზესთაეს არს ყოვლისა არსებისა, ქალწულო საშოსა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი უზესთაეს არს ყოვლისა არსებისა, ქალწულო საშოსა შინა შენსა განჴორციელდა, აღსრულებად ცხოვრებისა ჩუჱნისა, საიდუმლოსა განგებულებით, და იშუა შენგან ღი҃ და კაცი სრული:
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად მოხუჱდინ ქე҃, აღმსთობილნი…
გალობა ე. სძლისპირი,
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად მოხუჱდინ ქე҃, აღმსთობილნი შევსწირავთ, დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღთ҃-ხარ, რათა წარმიძღუჱ გზასა მშჳდობისასა შესლუად, სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუჱნ:
ხრწნილებისაგან ვნებათასა განჳხრწენ, ჵ მართლ-მსაჯულო უ҃ო და…
ტროპარნი.
ხრწნილებისაგან ვნებათასა განჳხრწენ, ჵ მართლ-მსაჯულო უ҃ო და მეშინის, შენისა მისგან სამართლად განკითხჳსა, და გევედრები განმაძლიერე ყოფად, ღირსთა საქმეთა განმამართლებელთა ჩემთა:
საცნაურნი და უცნაურნი საქმენი, ჩემნი შენ უწყნი დამბადებელო ჩემო, ნუ უკუჱ დამსჯი ჟამსა სასჯელისასა, რაჟამს მოხჳდე განსჯად დაბადებულთა მსნელო, არამედ მომეც ბრალთა შენდობაჲ:
უფროს ცეცხლისა, ეგზებოდეს მარტჳლნი, სიყუარულითა ქე҃ს მეუფისათა…
მოწამეთა.
უფროს ცეცხლისა, ეგზებოდეს მარტჳლნი, სიყუარულითა ქე҃ს მეუფისათა, და წარუვალთა კეთილთა სასოება, შეაცურევდა მათ უფროს ცუართა ცისათა, და აწ, მათთანა იხარებენ ნეტარნი:
სასოებითა მერმეთათა მტკიცექმნილნი, ჴორცთა დაჭრასა ახოვნად თავს-იდებდეს, ქე҃ს მჴედარნი, და ძარღჳთა თმენათათა, მოაშთუჱს ღირსთა, მტერი სულთა მომსრუჱლი ბილწი, და ჩუჱნ-თჳს ითხოვენ წყალობასა:
სასწაულთა მათ გამოუკულეველისა შობისა შენისათა, გამოთქმად ენა…
ღი҃ს-მშობლისა
სასწაულთა მათ გამოუკულეველისა შობისა შენისათა, გამოთქმად ენა, ვერ შემძლებელ-არს, სძალო ყოვლად წმიდაო, რამეთუ ჩჩჳლებრ ჰყევ, და წიაღთა იტჳრთე სიტყუაჲ, არსთა მპყრობელი და მმართებელი:
საღმრთოთა მით სურჳლითა მოტყინარენი მთავრობანი, უფლებანი, ძალნი…
სხუა, სძლისპირი. შენ რომელმან განანათლე.
საღმრთოთა მით სურჳლითა მოტყინარენი მთავრობანი, უფლებანი, ძალნი, ჴელმწიფებანი და საყდარნი განწყობილნი აქებენ, დაუდუმებელითა პირითა ერთ-არსებასა სამებისასა:
სულითა მით ყოვლად-წმიდითა განმტკიცებულნი დასნი ანგელოსთა, მთავარ-ანგელოსთა და ძალთანი, ურიცხუთა მათ ერთა თანა, ზეცისათა განათლდებიან, და ღუთაებისა ძალსა აქებენ:
განშუჱნდი შენ, უფროს ბრწყინუალებასა ანგელოსთასა, რაჟამს იგი…
ღი҃ს-მშობლისა.
განშუჱნდი შენ, უფროს ბრწყინუალებასა ანგელოსთასა, რაჟამს იგი ანგელოსთა შემოქმედი იტჳრთე, ღი҃ს-მშობელო ქალწულო, და გჳშევ ჴორც-შესხმული ღი҃, ერთ გუამად ორითა ბუნებითა:
შთახდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შთახდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა ღი҃სა მიმართ ვედრებით, აღმოიყუანე დანთქმისაგან უ҃ო, ხოლო მე ქე҃, შენდა მომართ ვღაღადებ, უგულებელს ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ:
ეჰა მკურნალო განწირულთაო ქე҃, განჰკურნე ვნებაჲ, გონებისა ჩემისა, და უფსკრულითა წყალობათა შენთათა, განმბანე მეცა ცოდუათა და ბრალთაგან, რათა ვაქებდე მოწყალებათა შენთა:
მთხრებლთა მათ შინა, ცოდუათასა შთაჴდილი, და შეცთომილი გზათა წარწყმედისათა, და შეცდომილი გზათა წარწყმედისათა, მომაქციე მე, გზათა ცხოვრებისათა, რომელ-არიან, წმიდათა სამართალთა, შენთა ალაგნი, წრფელნი და უცთომელნი:
ჭეშმარიტებით ქუათა პატიოსანთა, ქუათა მათ მიერ მქოლუჱლთა…
მოწამეთა.
ჭეშმარიტებით ქუათა პატიოსანთა, ქუათა მათ მიერ მქოლუჱლთა განტჳნულთა, არა უარ-ჰყუჱს კლდე იგი ცხოვრებისა, გჳრგჳნითა განშუჱნებულთა მარტჳლთა, არცა თავს-იდუჱს გებაჲ კერპთა ქჳსათა:
ერქუნისა მიერ, ქე҃ს ბრძანებათასა, ანეულ-ჰყუნეს სულნი თჳსნი მოწამეთა, და ღუაწლთა იგი ნაყოფნი შუჱნიერნი, აღაყუავილნეს მათ ას სამოცეულად, და შუჱბასა მას სანატრელსა ღირს-იქმნეს:
ცეცხლი რა საღმრთოჲ, ჰშევ ქალწულებით სძალო, ცეცხლისფერთა…
ღი҃ს-მშობლისა.
ცეცხლი რა საღმრთოჲ, ჰშევ ქალწულებით სძალო, ცეცხლისფერთა მათ, ძალთა უაღრეს იქმენ, და უზესთაეს ყოველთა გონებათა, დედათა შორის კურთხეულო ქალწულო, ღი҃სა დედაო ჵ ღი҃ვ მიმადლებულო:
ჱესნი იგი, ანგელოსთანი ქე҃, წინაშე საყდარსა შენსა…
სხვა. სძლისპირი. მომიცუა ჩუჱნ.
ჱესნი იგი, ანგელოსთანი ქე҃, წინაშე საყდარსა შენსა, დიდებულსა დაუცხრომელითა ჴმითა, გაქებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ შენ ხარ ძალი უძლეველი, და სიმტკიცჱ მათი:
პირსა შენსა ხედუჱნ სამარადისოდ ანგელოსნი და განიცდიან, შუჱნიერებასა მას მიუთხრობელსა, და იხარებენ ხილჳთა მით შენითა, შენ ხარ ღი҃ ნათელი, ბრწყინუალე და სიქადული მათი:
იშუა შენგან, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ჴორცითა უჴორცო სიტყუა…
ღი҃ს-მშობლისა.
იშუა შენგან, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ჴორცითა უჴორცო სიტყუა, რომელმან ღუთაებრ ყოველივე დაბადა, ბუნებაჲ უხილავთა და ხილულთა, და დაგიცუა შემდგომად შობისა შენისა უჴრწნელად:
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ…
გალობა ზ. სძლისპირი.
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ მძლავრისა, ღი҃ს-მოძულისა, და ცეცხლსა შეთხეულნი, არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს მამათა, ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
სათნოებისა, თანა შემწეობითა ლომთა პირნი დაუყუნა დანიილ, რომელსა ემსგავსე შენ, სულო ჩემო და ლომი იგი მყჳრალი უქმ-ჰქმენ შენ, შთანთქმად შენდა მოსწრაფედ ღი҃სა მიმართ წამის-ყოფითა:
უძღებებისა გარდარეულებითა, სული ჩემი შევბღალე, სიმრავლითა წყალობათა შენთათა, შემიწყნარე მე ქე҃, ცოდჳლი ესე, ვითარცა შჳლი იგი უძღები, რათა გაკურთხევდე მარადის:
სჯულსა საღმრთოსა, კეთილად დამარხჳთა, უსჯულოთა მათ მძლაცრთა…
მოწამეთა.
სჯულსა საღმრთოსა, კეთილად დამარხჳთა, უსჯულოთა მათ მძლაცრთა სივერაგენი უქმჰქმნეს მარტჳლთა, უძლეველთა ჭურჳლთა, და სჯულიერად სრულ-ქმნილნი ღაღადებდეს მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ღი҃ვ-ბრწყინვალეთა, უ҃ისა მოწამეთა, ელვარეთა მნათობთა, სამკჳდრებელთა სამებისათა, ბნელი იგი ტანჯუათა, და საცთურისა წყუდიადი განულეს ღი҃ვ-შუჱნიერად, და ჩუჱნ-თჳს ითხოვენ წყალობასა:
შენ მიერ სძალო, განახლდების ბინებისა სჯულნი ზესთა…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ მიერ სძალო, განახლდების ბინებისა სჯულნი ზესთა სიტყჳსა, რამეთუ სჯულისა მომცემელი, თჳნიერ ბუნებისა, საზღუართა გჳშევ, ყოველთა მაცხოვარი, და მჴსნელი, და ქებული მამათა ღი҃:
ნათელი ხარ დაუსაბამო ქე҃, გამოსრული მამისაგან, ანგელოსთა…
სხუა. სძლისპირი. ვა҃ რა სიონს შინა.
ნათელი ხარ დაუსაბამო ქე҃, გამოსრული მამისაგან, ანგელოსთა მჴედრობანი, ნათლად დაჰბადენ შენ, სარკედ შემწყნარებელად, ელუასა შენისა ღუთაებისასა, და ვღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ნათესავი კაცთა დაიცევ ქე҃, მთავარ-ანგელოსთა ოხითა, და მცუჱლად მოგუცენ იგინი, ჩუჱნ მორწმუნეთა შენთა, რომელნი თაყუანის-გცემთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და გიღაღადებთ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
გონება და ენაჲ, ვერ შემძლებელ-არს, საკჳრუჱლებათა შენთა მითხრობად ყოვლად ძლიერო, რომელმან განაშუჱნენ, ზეცისა მჴედრობათა, ყოველნი შემკობილებანი, დიდებულმან ღთ҃მან და უ҃მან მამათა ჩუჱნთამან:
შენგან ღირსო, ძე უდედოდ შობილი პირუჱლ საუკუნეთა, განხორციელდა უმამოდ, და კაც-იქმნა ყოვლითურთ, რათა აცხოვნეს კაცნი, რომელნიცა სარწმუნოებით ღაღადებენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად სახე გექმნა შენ…
გალობა ჱ. სძლისპირი
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად სახე გექმნა შენ ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღუთაებისა, და დაგიცუა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ:
ჵ მჴსნელო ჩემო, ქე҃ ყოვლად ძლიერო ბნელისა…
ტროპარნი:
ჵ მჴსნელო ჩემო, ქე҃ ყოვლად ძლიერო ბნელისა ამის ჩემ ზედა მდებარისა, არმური დაჰხსენ და მიჴსენ მონაჲ ესე შენი, წყუდიადისაგან ბრალთა და ცოდუათასა, და გულის-თქმათა მწჳრისაგან მწარისა:
რაჟამს ინებო, განკითხუად ქუჱყანისა, მოსლუაჲ დიდებით მეორედ ქე҃ ღო҃, მარჯუჱნეთა მათ შენთა თანა შემრაცხე, და ნაწილსა მას რჩეულთასა მიჩინე, რათა მარადის მადლობით გაკურთხევდე:
ქუჱყანაჲ იგი წმიდა დაიმკჳდრეთ თქუჱნ, ყოვლად ქებულნო…
მოწამეთა.
ქუჱყანაჲ იგი წმიდა დაიმკჳდრეთ თქუჱნ, ყოვლად ქებულნო წმიდანო მოწამენო, რამეთუ ქუჱყანასა ზედა იღუაწეთ, და ზეცისა კეთილთა მიემთხჳენით, და ქე҃ს ღი҃სა დიდებასა განიცდით:
განიძარცუჱნით ჴორცნი ესე მოკუდავნი, და მაღლით-გარდამო, უკუდავებისა იგი სამოსელი ბრწყინუალე შეიმოსეთ, და ქე҃სა ღთ҃სა უგალობთ მარტჳლნო, ჴმითა ტკბილითა და აკურთხევთ მარადის:
ჴმანი წმიდანი შორითუჱ გქადაგებდეს, დედად მჴსნელისად ყოველთა…
ღი҃ს-მშობლისა.
ჴმანი წმიდანი შორითუჱ გქადაგებდეს, დედად მჴსნელისად ყოველთა მეუფისა, ღი҃ს-მშობელო ქალწულო დიდებულო, და ჭეშმარიტად სრულ იქმნნეს, თქმულნი მათნი და შენგან იშუა ღი҃ და კაცი სრული:
ბრწყინუალეთა და შუჱნიერთა, ზეცისა მჴედრობათა, აღუსებულთა სამებისა…
სხუა სძლისპირი. საჴმილსა რა.
ბრწყინუალეთა და შუჱნიერთა, ზეცისა მჴედრობათა, აღუსებულთა სამებისა წმიდისა ნათლითა, მივემსგავსნეთ და ჴმაჰვყოთ აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ვითარცა არს წყაროჲ კეთილთა, სამება წმიდა ღუთაებაჲ, ძალითა თჳსითა დაჰბადნა ნათელნი, მეორენი შემწყნარებელნი პირუჱლსა და მარადის უგალობენ, და ამაღლებენ მას უკუნისამდე:
დამბადებელმან გონებამან, ზეცისა მჴედრობანი, გონიერნი დაჰბადნა უაღრეს ბუნებისა, მახლობელად თჳსსა, და ჰჴმობენ შუჱნიერად აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
უ҃ზესთაეს სიტყჳსა სძალო, პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან შობილი…
ღი҃ს-მშობლისა.
უ҃ზესთაეს სიტყჳსა სძალო, პირუჱლ საუკუნეთა მამისაგან შობილი, შევ ჴორცითა უთესლოდ, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ჯერ-არს დუმილი, ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად…
გალობა თ. სძლისპირი:
ჯერ-არს დუმილი, ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად შენდა დღეს ღი҃ს-მშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუჱნისა, შევჰსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ:
ქანანელისა მისებრ ვჰჴმობ შემიწყალე, რამეთუ სული მაქუს…
ტროპარნი.
ქანანელისა მისებრ ვჰჴმობ შემიწყალე, რამეთუ სული მაქუს ეშმაკთა მიერ, განლიგებული და ბოროტად გუჱმული, და უჯეროდ და უწესოდ მავალი, კაცთ-მოყუარეო და მომეც შიში შენი:
კლდესა მას ზედა ბრძანებათა შენთასა, დაამტკიცენ სლუანი სულისა ჩემისანი, და შეაბრკოლე მჴდომი ჩემი ჩემ-ქუჱშე, და მიჴსენ ზაკულებათა მისთაგან, ჵ სახიერო და მრავალ-მოწყალეო:
აჰა ესერა განულეთ მჴნენო მარტჳლნო, წყალი იგი მძაფრი წინა-დაუდგრომელი, განსაცდელთა და ტანჯუათა მძჳნუარეთა, და ღელუა ჭირთა და იწროებათა, და სუფევასა ზეცათასა შეხუჱდით:
ბრწყინუალებითა საღმრთოთა, შემკობილნი ნათელსა მას წარუვალსა ღირს-იქმნენით, და კრებულსა მას შინა პირმშოთასა იშუჱბთ, და ანგელოსთა მწყობრსა თანა იხარებთ მარტჳლნო, მათ თანა ჩუჱნ-თჳს ევედრენით ქე҃სა:
მოგყავს მკლავითა მტჳრთუჱლი ცისკიდეთა, და აწოებ მზრდელსა…
ღი҃ს-მშობელო.
მოგყავს მკლავითა მტჳრთუჱლი ცისკიდეთა, და აწოებ მზრდელსა დაბადებულთასა, ზესთა ცნობისა არს საიდუმლო ესე, კიდობანო საღმრთოთა სიწმიდეთაო, ღი҃სა დედაო, ამის-თჳს გიგალობთ შენ:
მხილუჱლად შენისა დიდებისა, უჴორცოთა ძალნი დაჰბადენ მეუფეო…
სხუა სძლისპირი სახედ მუცლად-ღებისა.
მხილუჱლად შენისა დიდებისა, უჴორცოთა ძალნი დაჰბადენ მეუფეო, და აწ გევედრებით მათ მიერ დაიცევ ერი, რომელი ლმობიერად გევედრების, რათა სარწმუნოებით, გალობითა საღმრთოთა გადიდებდეთ:
მოეც სახიერ ანგელოსი, მშჳდობისა მფარუჱლად სამწყსოსა შენსა, რამეთუ ღი҃ მშჳდობისა და სიყუარულისა ხარ შენ ქე҃, და აწ გევედრებით, მტერისა საბრჴეთაგან გამოგჳჴსნენ, რათა გადიდებდეთ:
ყოვლითურთ საწადელო და საგალობელო სიტკბოებაო მეუფეო, ზეცისა ბრწყინუალე და საწადელი სიტკბოებაჲ, დაჰნერგე ეკკლესიასა შინა შენსა, და მყუდრო დაწყნარებაჲ, მოეც მაცხოვარ მოსავთა შენთა:
ძალნი ცათანი უგალობენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო შენგან…
ღი҃ს-მშობლისა.
ძალნი ცათანი უგალობენ, ყოვლად წმიდაო ქალწულო შენგან შობილსა რამეთუ ხედუჱნ განღთობილსა წესთ-მთავრობანი, და აღუსებულნი მის მიერ ბრწყინუალებითა, ჴმითა საწადელითა, წმიდა ღი҃ს-მშობელსა გადიდებენ:
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და…
აღჳვსნითსა ზედა დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ა.
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და მსაჯული, რომელსა ეგულუჱბის შენთა დაფარულთა და ძჳრთა განქიქებაჲ, ნუ უკუჱ დაადგრები აქა, არამედ ისწრაფე და ჰჴმობდ მსაჯულისა მიმართ, ღო҃ მილხინე ვითარცა მეზუჱრესა მას, და მაცხოვნე მე:
ნუ განმაგდებ მე მაცხოვარო ჩემო, მედგრობითა ცოდუათათა შეპყრობილსა, განაფრთჴუჱ გულის-სიტყუაჲ ჩემი მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე, და მომანიჭე მე მეათერთმეტისა მის ჟამისა მუშაკთა სასყიდელი და დიდი წყალობა:
ღუაწლით-შემოსილთა ქე҃სთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა…
მოწამეთა.
ღუაწლით-შემოსილთა ქე҃სთა, მოვედით ერნო ყოველნი პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა, და ქადაგთა სარწმუნოებისათა, წყაროთა დაუწყუჱდელთა, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნებაჲ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, მსჳდობაჲ მოანიჭე სოფელსა შენსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:
უწმიდესო ყოველთა წმიდათა ძალთაო, და უპატიოსნესო ყოველთა…
დიდბა, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ზეცისა განწესებულთა.
უწმიდესო ყოველთა წმიდათა ძალთაო, და უპატიოსნესო ყოველთა ქმნულთაო. ღი҃ს-მშობელო დედოფალო სოფლისაო, გჳჴსნენ ჩუჱნ, რომელმან ჰშევ მჴსნელ ჩუჱნი, ყოველთაგან ცოდუათა წყულბათა და განსაცდელთაგან ვედრებითა შენითა:
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
ორშაბათსა. მომიხსენენი. ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯურისა მიერ ავაზაკი შეიყვანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უ҃ო ოდეს მოხჳდე, სუფევითა შენითა:
ცრემლნი სინანულისანი, წყალობით მომმადლენ, ქე҃ ღო҃ სახიერ, ურიცხუთა მათ ბოროტთა, ჩემთა სიმავლესა განმწმედელად, და სუფევისა შენისა ზიარებასა ღირს-მყავ ქუჱლის-მოქმედ, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე:
ანგელოზთა შენთა გუნდსა, აღუსძრავთ მეოხებად, შენდამი სახიერო გუაცხოვნენ ჩუჱნ მათ მიერ, და უგულებელს-ჰყუჱნ ბრალთა ჩუჱნთა სიმრავლენი, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, ვითარცა ხარ მრავამოწყალე:
სისხლთა თქუჱნთა მდინარითა, მოაშთუჱნ წმიდანო, საცნაური ფარაო…
მოწამეთა:
სისხლთა თქუჱნთა მდინარითა, მოაშთუჱნ წმიდანო, საცნაური ფარაო, და აწ აღმოაცენებთ, კურნებათა მადლსა და უფსკრულსა სალმობათასა განაჴმობთ, ამისთჳს გნატრით თქუჱნ ღთ҃-შემოსილნო, მეოხ-გუჱყუჱნით სულთა ჩუჱნთა-თჳს:
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა…
დიდება.
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა წმიდასა ყოველნი შევასხმიდეთ, და უღაღადებდეთ, მომიჴსენენ სამებაო ღო҃ ჩუჱნო სარწმუნოებით თაყუანის-მცემელნი შენნი, წყალობით სასუფეველსა შენსა:
ღი҃ს-მშობელო, რომელმან ჰშევ ნათელი უჟამოჲ, დაბნელებული ესე…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃ს-მშობელო, რომელმან ჰშევ ნათელი უჟამოჲ, დაბნელებული ესე სული ჩემი, ეშმაკთა ბოროტთა ბრძოლითა, განანათლე ჵ ყოვლად საგალობელო, და შუა-მდგომელობითა შენითა მიჴსენ, ცეცხლისაგან საუკუნოჲსა:
სიტყუაჲ რომელი, გჳშევ ღი҃სა დედაო რომელმან იგი…
სერობისად, გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა.
სიტყუაჲ რომელი, გჳშევ ღი҃სა დედაო რომელმან იგი ჴორცნი შეისხნა ჩუჱნთჳს, მას ევედრე აწ, რათა სახიერ გუჱქმნეს, მადიდებელთა შენთა რომელნი ესე მოგიგებთ შემწებ, და სასოდ დამფარუჱლად:
ბჭედ ღი҃ვ-ბრწყინუალედ, ზეცათა აღგიარებთ, რომლისაგან გამოგჳჩნდა ჩუჱნ უ҃ი განკაცებული, უაღრეს ბუნებათა, ჵ ყოვლად უბიწოო, და ღი҃ს-მშობლად გქადაგებთ სძალო, გჳთხოვე ჩუჱნ წყალობაჲ:
ბუნებაჲ ჩუჱნი, ყოვლითურთ შეიმოსა, ხატმან და ბრწყინუალებამან ღი҃სა მამისამან, ღი҃ვ-შუჱნიერად, იშუა რა შენგან სძალო, უბიწოო ჴორცითა, და ყოვლითურთ ღთ҃-ჰყო და განაახლა ღი҃ს-მშობელო ქალწულო:
აჰა ესერა ჰშევ ღი҃ დედოფალო, გუამოვნებით სიტყჳერად…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მოხედენ.
აჰა ესერა ჰშევ ღი҃ დედოფალო, გუამოვნებით სიტყჳერად და სულიერად, ღი҃ და კაცი ორითა ბუნებითა თჳნიერ შერევნისა და ქცეულებისა, მისსა ვედრებად, ჩუჱნთჳს ნუ დააცადებ:
შენგან გამოსჩნდა ყუავილი ცხოვრებისა, ადამიანთა განმასუნელებელი, სამღთოთა მირონთა ღი҃სა დედაო, თანა სწორი მამისა დაუსაბამოჲ და ჟამიერად, შენგან განკაცებული:
ღი҃უ ბრწყინუალითა პირითა და გულითა, და ჴმითა მაღლითა დედად ღი҃სად გქადაგებთ, რამეთუ გჳშევ ღი҃ განკაცებული, თჳნიერ შერევნისა, და ქცეულებისა, ღი҃სა დედაო, ქალწულო უბიწოო:
ეჰა წმიდაო, წმიდათაო ქალწულო, შენგან გამოჩნდა მჴსნელი…
გალობ დ. სძლისპირი. პირუჱლ აუწყა.
ეჰა წმიდაო, წმიდათაო ქალწულო, შენგან გამოჩნდა მჴსნელი და შემოქმედი წარმართთა, იგი მოლოდებაჲ და სასოჲ, ქრისტიანეთა სიტყუაჲ ღი҃სა მამისა, მაცხოვრად ჩუჱნდა მადიდებელთა შენთა:
სარკედ უბიწოდ, აღგიარებთ ქალწულო, შემწყნარებელად ღუთაებისა ნათელსა, რომელი იგი მიჰფინე ცის-კიდეთა, ჰშევ რა ჴორცითა, შემოქმედი ნათელთა, დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მჴსნელი სოფლისა:
მახჳლი იგი, დამცუჱლი ედემისა, აწ მორწმუნეთა გზასცემს და შეიწყნარებს, რომელნი იგი სისხლითა საფლოთა, განათლებულად და აღბეჭდულად იხილუნეს, ძისა შენისა და ღი҃სათა ქალწულო:
სასოდ და ძალად ცხოვრებისად, მოგიგებთ, და ზღუდედ…
გალობა ე. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
სასოდ და ძალად ცხოვრებისად, მოგიგებთ, და ზღუდედ მტკიცედ ჵ ქალწულო წმიდაო, და ჴელთა შენთა შევჰვედრებთ თავთა ჩუჱნსა, და ყოველთავე ჟამთა და ცხოვრებასა, ნუ უგულებელს გუყოფ ჵ კურთხეულო:
მსგავსად ცისკრისა აღმოგჳბრწყინუჱ სძალო, ყოვლად წმიდაო მზე სიმართლისა ქე҃, შეერთებული ჴორცთა გუამოვნებითა, და წიაღთა იტჳრთე ჭეშმარიტად, და ზრდიდ, ჩჩჳლებრ ამისთჳს ქებით გადიდებთ:
იქმენ ცხოვრებაჲ კაცთა ნათესავისა, და სამკჳდრებელ მაღლისა მეუფისა, ვითარცა წმიდა და ცათა უმაღლესი, ქალწულო ღირსო და წმიდაო დედოფალო, მისგან, ითხოვე ჩუჱნთჳს დიდი წყა-ლობაჲ:
რომელმან ღი҃ წყალობათა უფსკრული, წიაღთა შენთა იტვირთე…
გალობა ვ. სძლისპირი. შთაჴდა იონა
რომელმან ღი҃ წყალობათა უფსკრული, წიაღთა შენთა იტვირთე ღი҃ს-მშობელო, მისსა ვედრებად ჩუჱნთჳს ნუ დააცადებ, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინის-მცემელი, განწირულთა და შემწე შეუწევნელთა:
იჴსნენ მონანი შენნი ყოვლად წმიდაო, განსაცდელთაგან ჭირთა და სალმობათა, და ღელჳსაგან ბოროტთა საქმეთასა, და ნავთ-სადგურად მყუდროდ წარუმართე მათ, რამეთუ შენ ხარ სასო და ძალი ჩუჱნი:
დედად მჴსნელისად გქადაგებთ, ღი҃ს-მშობელო, რამეთუ სიტყუაჲ პირუჱლ ჟამთა შობილი, მხოლოდ მხოლოსა მამისაგან გჳშევ ჩუჱნ, გამოუთქმელად და ზესთა ბუნებისა, ქალწულო სძალო მხოლოო კურთხეულო:
შენდამი დამიც, ყოველი სასოებაჲ, ჩემი ღი҃სა დედაო…
გალობა ზ. სძლისპირი. სიყუარულითა.
შენდამი დამიც, ყოველი სასოებაჲ, ჩემი ღი҃სა დედაო, და შენდა მოვივლტი სამარადისოდ, მიჴსენ ყოვლად წმიდაო, შფოთთა ამათგან აღძრულთა, ჩემ შორის ვნებათაგან, და ბრალთა და შეცოდებათა:
მოგუმადლე სძალო, მოტევებაჲ ცოდუათა, მადიდებელთა შენთა, და გჳჴსნენ შირთა და განსაცდელთაგან, და ყოველთა ურუათა რომელნი შენდა მოვივლტით, განწირულთა სასოო, და მჴსნელო მონათა შენთაო:
ტაძრად უხრწნელად, იწოდე ღი҃ს-მშობელო, და კარუად სიწმიდისა, რამეთუ უსაზღუროჲ და მიუწდომელი, დაიტიე საშოსა, მხოლოდ-შობილი, ძე ღი҃სა ქალწულო კურთხეულო, სასოო:
ღი҃სა ჩუჱნისა ჭეშმარიტსა დედასა, გნატრით ქალწულო და…
გალობა ჱ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
ღი҃სა ჩუჱნისა ჭეშმარიტსა დედასა, გნატრით ქალწულო და ანგელოსთა თანა, გიხაროდენსა მიგიძღუანებთ უბიწოო, ღი҃ს-მშობელო დედოფალო კურთხეულო, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
სიტყუა მამისა თანა-დაუსაბამოჲ, ძე მხოლო ერთი თანა მოსაყდრე მისი, ქალწულმან გჳშევ და ქალწულადუე ეგე, ზესთა ცნობისა, და გონებისა ქალწულო, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
ქუჱყანად წმიდად გამოსჩნდი, ღი҃ს-მშობელო, რომელმან გჳშევ ყვავილი ცხოვრებისა, განმაცხოველებელი ყოვლისა სოფლისა, რომლისა თანა გადიდებთ და გიგალობთ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევთ შენ:
დასხენ ვნებათა შფოთნი და აღტეხანი, და ზრახუაჲ…
გალობა თ. სძლისპირი. ჯერ არს დუმილი
დასხენ ვნებათა შფოთნი და აღტეხანი, და ზრახუაჲ ჴორცთა დააყუდე ქალწულო, ჩუჱნ რომელნი ესე, შენდამი მოვივლტით, და სასოება ჩუჱნი დაგჳც შენდამი, და შეწევნასა შენსა მინდობით ვართ:
ჵ სასწაულნი შენნი აღმატებულნი, რამეთუ სიტყუა ღი҃სა განკაცებული, ზესთა ცნობისა ჴორცითა გჳშევ სძალო, რომელმან იგი შეჰქმნა დაბადებულნი, და ყოველთავე ჰმართებს და განაგებს:
მარადის არსი და სიტყუა გუამოვანი, ხატი და ბრწყინუალება ღი҃სა მამისა, ქუჱლის-მოქმედი ჩუჱნი და მაცხოვარი, განკაცებული გჳშუა სძალმან წმიდამან, და მის წინაშე იღუწის ჩუჱნთჳს მარადის: