(რომელ არს სავედრებელი) მპყრობელი თავსა შორის თჳსსა…
(რომელ არს სავედრებელი) მპყრობელი თავსა შორის თჳსსა შემსგავსებულისა აკოლოტიისა.
ქალწულისა დღესასწაულსა დღეს ძმანო, დაბადებული განცხრების და…
შაბათსა მწუხრად, მცირესა მწუხრსა, უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა, აღვიღებთ მუჴლთა დ, და ვგალობთ დასდებელთა, აღდგომისათა რუა ჴმათასა: გ, განმაორებელნი პირუჱლისა დასდებლისანი. დიდება, აწდაჲ. ღი҃ს-მშობელისა, დოღმატიკა, ჴმა ა.
ქალწულისა დღესასწაულსა დღეს ძმანო, დაბადებული განცხრების და კაცება იშუჱბს, რამეთუ მოგჳწოდს ჩუჱნ წმიდა ღი҃ს-მშობელი, შეუგინებელი საუნჯე ქალწულებისა, სამოთხე სიტყჳერი მეორისა ადამისი, დამცუჱლი ორთა ბუნებათა შეერთებისა, დღე-სასწაული საცხოვრებელისა და გებისა, სასძლო რომელსა შინა სიტყუამან სძალჰყუნა ჴორცნი ჭეშმარიტად, ღრუბელი სულ-მცირე, ხერუვიმთა ზედა მყოფისა ჴორცითა მტჳრთუჱლი ვედრებითა მისითა ქე҃ ღო҃ აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
უფროსად დიდებულ-ხარ შენ თესლსა შორის და თესლსა…
შედგომად, ნათელი მხიარულისა, წარდგომაჲ, უ҃ი სუფევს, მუჴლებითურთ მისით. და შემდგომად და ღირს მყუჱნ უ҃ოსა. სტიქარონსა ზედა დასდებელი აღდგომისა, და სხუანი დასდებელნი ღი҃ს-მშობლისანი. ჴმა ა. ზეცისა განწესებულთა. მუჴლი: მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
უფროსად დიდებულ-ხარ შენ თესლსა შორის და თესლსა, ქალწულო დედაო ყრმააო ღი҃ს-მშობელო მარიამ, სოფლისა შუამდგომელო, რომელმან ჰშევ ჴორცითა ძე დაუსაბამოსა მამისა, და თანა სამარადისოსა სულისა ჭეშმარიტად, რომელსაცა ევედრე ცხოვრებად ჩუჱნდა:
შეპყრობილთა ჭირთა უსასოებითითა, შენ მხოლო გუაქუ შუამდგომელად…
მუჴლი: ისმინე ასულო და იჴილე და მოყავ ყური შენი.
შეპყრობილთა ჭირთა უსასოებითითა, შენ მხოლო გუაქუ შუამდგომელად ქალწულო, და ვჰჴმობთ მადლობით გჳჴსნენ ჩუჱნ ყოვლად წმიდაო ღი҃სა სძალო, რამეთუ შენ ხარ შესავედრებელი სოფლისა, და შემწე ნათესავისა ჩუჱნისა:
განახლდა სოფელი შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო ყრმააო, მორწმუნეთა…
მუჴლი: პირსა შენსა ლიტანიობენ მდიდარნი ერისანი.
განახლდა სოფელი შობასა შენსა ღი҃ს-მშობელო ყრმააო, მორწმუნეთა ცხოვრებაო, და დაუძინებელო შუამდგომელო, რომელნი კეთილ-მსახურებით გევედრებიან შენ ყოვლად წმიდაო, ნუ დასცხრები ლმობიერად ვედრებად ყოველთა მგალობელთა შენთათჳს:
შენ ღრუბელ ნათლისა მარადის მყოფისა ქალწულო, წინასწარ-მეტყუჱლმან…
დიდება, აწდა. დოღმატიკა, ჴმა იგივე
შენ ღრუბელ ნათლისა მარადის მყოფისა ქალწულო, წინასწარ-მეტყუჱლმან სახელ-გდუა, რამეთუ შენგან ვითარცა წჳმამან საწმისსა ზედა გარდამოსრულმან, სიტყუამან, მამისამან, და შენ მიერ აღმობრწყინუჱბულმან სოფელი განანათლა, და საცთური განაქარუა ქე҃მან ღთ҃მან ჩუჱნმან მისა მიმართ მუჱდრებელი ლმობიერად ყოვლად წმიდაო, გევედრებით ნუ დასცხრები ჩუჱნთჳს, რომელნი ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ:
აწ განუტევე, წმიდაო ღო҃, და განსატევებელი, აღდგომისა
აწ განუტევე, წმიდაო ღო҃, და განსატევებელი, აღდგომისა. და იქმნების განტევება:
ამწუხრონი ლოცუანი ჩუჱსნი, შეიწირენ წმიდაო უ҃ო, და…
შემდგომად დასაწყებელის ფსალმუნისა, ჩუჱულებისაებრ სტიხოლოღია ფსალმუნისა. (რომელი იქმნების პირველი კანონი) უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა აღვიღებთ დასდებელთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა რვა-ჴმათასა გ. და ანატოლიკათა, (რომელ-არს აღმოსავლურთასა). დ. და სათუჱოჲსათა გ, ანუ ვ, უკეთუ იდღესასწაულებოდეს წა҃ჲ. დიდება სათთუჱოჲსა, და აწდა ღი҃ს-მშობლისა ა ჴმისა, დასდებელნი აღდგომისანი რუა ჴმათა. ჴმა ა.
ამწუხრონი ლოცუანი ჩუჱსნი, შეიწირენ წმიდაო უ҃ო, და მოგუმადლე ჩუჱნ მოტევება ცოდუათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელმან უჩუჱნე სოფელსა აღდგომა:
მოადეგით ერნო სიონსა, და მოიცევით იგი, და მიეცით დიდებაჲ მას შინა აღდგომილსა მკუდრეთით, რამეთუ იგი არს ღი҃ ჩუჱნი, რომელმან მიჴსნნა ჩუჱნ უსჯულოებათა ჩუჱნთაგან.
მოვედით ერნო უგალობდეთ, და თაყუანის-ვჰსცემდეთ ქე҃სა, და ვადიდებდეთ მისსა მკუდრეთით აღდგომასა, რამეთუ იგი არს ღი҃ ჩუჱნი, რომელმან საცთურისაგან მტერისა სოფელი განათავისუფლა:
იხარედბით ცანი, და იშუჱბდით საფუძუჱლნი ქუჱყანისანი, ღაღადებდით…
სხვანი დასდებელნი აღმოსავლურნი, ჴმა ა
იხარედბით ცანი, და იშუჱბდით საფუძუჱლნი ქუჱყანისანი, ღაღადებდით მთანი მხიარულებასა, რამეთუ აჰა ესერა ემმანუილ ცოდუანი ჩუჱნნი ჯუარსა შემსჭუალნა, და ცხოვრების მომცემელმან სიკუდილი მოაკუდინა, და აღადგინა ადამი ვითარცა კაცთ-მოყუარე არს:
ჴორცითა ნებსით თჳსით ჯუარცმულსა ჩუჱნთჳს, ვნებულსა და დაფლულსა და აღდგომილსა მკუდრეთით, უგალობდეთ და ვიტყოდეთ დაამტკიცე მართლ-მადიდებლობით ეკკლესიაჲ შენი ქე҃, და მშჳდობა-ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთ-მოყუარე:
ცხოვრების-მომცემელსა საფლავსა შენსა, წინაშე მდგომარენი უღირსნი ესე, დიდების-მეტყუჱლებასა შევსწირავთ, გამოუთქმელისა მოწყალებისა შენისა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდევ და სიკუდილი უცოდუჱლო, რათა სოფელსა მოანიჭო აღდგომაჲ, ვითარცა კაცთ-მოყუარე-ხარ:
მამისა თანა სამარადისოსა, და თანა დაუსაბამოსა სიტყუასა, ქალწულებრისაგან საშოსა ჴორციელ ქმნილსა გამოუთქმელად ჯუარცმისა და სიკუდილისა ნებსით ჩუჱნთჳს მიმთუალუჱლსა, და აღდგომილსა დიდებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ, ცხოვრების მომცემელო უ҃ო დიდება შენდა:
ყოვლისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა…
დიდება, სათთუჱოჲსა. აწდა, ღი҃ს-მშობლისა:
ყოვლისა სოფლისა დიდებასა, კაცთაგან გამოსრულსა, და მეუფისა მშობელსა, ზეცისა ბჭესა უგალობდეთ მარიამს ქალწულსა, უჴორცოთა საქებელსა, და მორწმუნეთა სამკაულსა, ესე მხოლო გამოჩნდა, ცად და ტაძრად ღუთაებისა, ამანვე შუა კედელი მტერობისა დაჰჴსნა, და მშჳდობაჲ მოგუართუა, და სასუფეველი განგჳღო, ესე მხოლო გუაქუნდინ ჩუჱნ, სარწმუნოებისა სიმტკიცედ, და მისგან შობილი უ҃ი, გუაქუს ჩუჱნ წილ-მბრძოლად და მაცხოვრად, განძლიერდით უკუჱ განძლიერდით ერნო ღი҃სანო, რამეთუ იგი ჰბრძავს მტერთა ჩუჱნთა, და აცხოვნებს სულთა ჩუჱნთა ვითარცა კაცთ-მოყუარე არს:
ვნებითა მით შენითა ქე҃, ვნებათაგან განუთავისუფლდით, და…
შესულა, ნათელი მხიარული, ხოლო შემდგომად შესლჳსა, განწესებული მონაზონი ჰყოფს მეტანიასა წინაშე პროესტოტისა, (რომელ არს ზედა მდგომელი, ანუ წინა-მძღუარი), და იგალობების, უ҃ი სუფევს. მუჴლი, და რამეთუ დაამყარა. მუჴლი, სახლსა შენსა, შემდგომად ჩვეულებისამებრ, ეკტენია (რომელ არს კუჱრექსი), და ღირს მყუჱნ და აღუსრულოთ, და სხუანი. ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა ვგალობთ თჳთ-ჴმოვანსა დასდებელსა სამხ҃ლოოსასა (სამსხუჱრპლოოსასა), (ესე იგი არს მის სავანისა, ანუ მონასტრისასა), და ვყოფთ ლიტსა სტოვასა. ხოლო შემდგომად ჩუჱულებისაებრთა ლოცუათა, შევალთ ტაძართა შინა, და ვგალობთ სტიქარონსა ზედა, დასდებელთა. ჴმა ა.
ვნებითა მით შენითა ქე҃, ვნებათაგან განუთავისუფლდით, და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიჴსნენით, უ҃ო დიდება შენდა:
იხარებდით დაბადებულნი, ცანი მხიარულ-იყუჱნით, აღიტყუჱლენით ჴელნი წარმართთა…
სხუანი დასდებელნი, მებრ ალფა ვიტასა
იხარებდით დაბადებულნი, ცანი მხიარულ-იყუჱნით, აღიტყუჱლენით ჴელნი წარმართთა სიხარულით, რამეთუ ქე҃მან ღთ҃მან ჩუჱნმან, ცოდუანი ჩუჱნნი ჯუარსა შემსჭვალნა, და სიკუდილი მოაკუდინა, და ცხოვრებაჲ მოგუანიჭა, და დაცემული ადამი ყოვლით ნათესავით მისითურთ აღადგინა, ვითარცა კაცთ მოყუარე არს:
მეუფჱ ხარ შენ ცათა და ქუჱყანისა, მოუკლებელო, ნებსით თჳსით ჯუარს-ეცუ კაცთ-მოყუარებით, რომელსა ჯოჯოხეთი რა შეგემთხჳა ქუჱშე შენსა განმწარდა, და მართალთა სულებმან შეგიწყნარეს რა მხიარულ-იქმნნეს, ხოლო ადამ გიხილა რა დამბადებელი ქუჱსკნელთა შინა აღემართა, ეჰა საკჳრუჱლება ვითარ სიკუდილისა გემო იხილა ყოველთა ცხოვრებამან, არამედ ვითარცა ინება სოფლისა განათლებაჲ, და მარადის ღაღადებს და იტყჳს, რომელი აღსდეგ მკუდრეთით უ҃ო დიდება შენდა:
ღთ҃-შემოსილთა დედათა, ნელსაცხებელი მოაქუნდათ მოსწრაფედ, და გოდებით საფლავსა შენსა მოიწივნეს, და ვითარ არა ჰპოვეს უხრწნელი გუამი შენი, ანგელოსისა მიერ ეუწყათ ახალი, და საკჳრუელი სასწაული, და მოციქულთა ეტყოდეს აღდგა უ҃ი, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა:
აჰა ესერა აღესრულა წინასწარ-მეტყუჱლებაჲ ისაიასი, რამეთუ ქალწულმან…
დიდება, სათთუჱოჲსა, და აწდა. ღი҃ს-მშობლისა
აჰა ესერა აღესრულა წინასწარ-მეტყუჱლებაჲ ისაიასი, რამეთუ ქალწულმან ჰშევ და შემდგომად შობისა ეგე ვითარცა პირუჱლ შობისა, რამეთუ ღი҃ იყო შობილი იგი, ამისთჳსცა ბუნებანი განაახლნა, არამედ ჵ ღი҃სა დედაო, ვედრებასა მონათა შენთასა, ტაძარსა შინა შენსა შენდა შეწირულსა ნუ შეურაცხ-ჰყოფ არამედ ვითარცა მოწყალე წიაღთა შენთა გეტჳრთა, მონათა შენთა მოწყალე წიაღთა ექმენ, და მეოხ-გუჱყავ ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა-თჳს:
რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულიყო ჰურიათა მიერ, და…
ტროპარი აღდგომისა ჴმა, ა.
რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულიყო ჰურიათა მიერ, და მჴედარნი ჰსცჳდეს უჴრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ აღსდეგ მესამესა დღესა, და მოანიჭე სოფელსა მშჳდობა, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებენ შენ ცხოვრების მომცემელო, დიდება აღდგომასა შენსა ქე҃, დიდება მეუფებასა შენსა, დიდება გარდამოსლუასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე:
გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას…
ღი҃ს-მშობლისა.
გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ჴმასა მას თანა განჴორციელდა ყოველთა მეუფჱ, შენ შორის წმიდასა მაგას კიდობანსა, ვითარცა თქუა მართალმან დავით, იხილუჱ უვრცევლეს ცათა იტჳრთე რა დამბადებელი შენი, დიდება რომელი დაემკჳდრა შენ თანა, დიდება რომელი გამოვიდა შენგან, დიდება რომელმან განმათავისუფლნა ჩუჱნ, შობითა თჳსითა შენგან:
ესევე ტროპარნი ღი҃ უ҃სა ზედა, და სხუა…
ესევე ტროპარნი ღი҃ უ҃სა ზედა, და სხუა შემდგომი. აკოლოთია ღამის-თევისა:
შენ მხოლოსა სამ-მზეობითსა ბუნებასა გიგალობ
კანონი წმიდისა მიმართ და ცხოველ დასაბამისა სამებისა, რომლისა კიდურ წერილობა:
შენ მხოლოსა სამ-მზეობითსა ბუნებასა გიგალობ.
ერთსა დასაბამსა დაუსაბამოსა, სამარადისოსა მიუწთომელსა, სამ-გუამოვანსა შემოქმედსა…
ქმნილი მიტროფანესი, გალობა ა, ჴმა ა, მარჯუჱნა შენი:
ერთსა დასაბამსა დაუსაბამოსა, სამარადისოსა მიუწთომელსა, სამ-გუამოვანსა შემოქმედსა ყოველთასა დაუცხრომელად, სერაფიმნი აქებენ, და ყოველი ენა შესხმით უგალობს:
რაჲთა ცხად ჰყო კაცთა შორის, სამ-ბრწყინუალისა ღუთაებისა შენისა დამკჳდრება, დაჰბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა კაცთ-მოყუარებით, და სიტყუა და სული, და გონება მიეც ყოვლად ძლიერო:
პირუჱლითგან აჩუჱნე სამ-გუამოვნებით ძლიერებაჲ, ღუთაებისა შენისა მამაო, რაჟამს თანა შემოქმედსა ძესა და სულსა წმიდასა ეტყოდე, მოვედით გარდავიდეთ, რათა შეურივნეთ მათ ენანი:
ბუნებით უშობელად ღი҃ს-მეტყუჱლთა ჰქადაგეს, მამა ხოლო სიტყუა…
ღი҃ს-მშობლისა
ბუნებით უშობელად ღი҃ს-მეტყუჱლთა ჰქადაგეს, მამა ხოლო სიტყუა, თანა დაუსაბამოდ ძედ და სული წმიდა თანა მოსაყდრედ, რომელმან ქალწულისა საშოსა, სიტყჳსა განჴორციელება შემზადა:
შენ მხოლო ეჩუჱნე აბრაამს, და ერთი ბუნება…
გალობა გ. შენ მხოლოო.
შენ მხოლო ეჩუჱნე აბრაამს, და ერთი ბუნება ღუთაებისა, სამ-გუამოვანი გამოაჩინე, და მაღალი ღი҃ს-მეტყუჱლებაჲ გუასწავე, იგავით უწყებული, და გიგალობთ მხოლოსა ერთ-ღუთაებით სამ-მნათობიერსა:
ღი҃უ-შუჱნიერად იშუა შენგან, ნათელი ნათლისაგან უცუალებელად ძე მხოლო, ღი҃სა მამისა, და სული წმიდა ნათელი, გამოვიდა, და ერთსა ღუთაებასა, სამ-გუამოვნად ცნობილსა, თაყუანის გცემთ და გევედრებით სარწმუნოებით:
ერთ-არსებით სამება წმიდა, სამ-გზის წმიდითა გალობითა, იდიდების ანგელოზთაგან, უზესთაეს ცნობისა და გონებისა, რომელთა თანა ჩუჱნცა, ვადიდებთ და უგალობთ, სამ-გუამოვანსა მეუფებასა:
გამობრწყინდა შენგან ქალწულო, ჟამიერად უჟამო სიტყუა და…
ღი҃ს-მშობლისა
გამობრწყინდა შენგან ქალწულო, ჟამიერად უჟამო სიტყუა და უჴორცომან ღთ҃მან მიიღო მსგავსება კაცთა, და ერთი ბუნებაჲ და მეუფებაჲ, მამისა გუასწავა ჩუჱნ ძემან სულით წმიდითურთ, ამისთჳს გადიდებთ ღი҃ს-მშობელო:
მამასა და ძესა თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი, ხოლო სულსა…
წარდგომა, ჴმა, ა. მჴედარნი რომელნი.
მამასა და ძესა თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი, ხოლო სულსა წმიდასა ერთ-პატივით ვადიდებდეთ, და სამებასა დაუბადებელსა ერთ-ღუთაებასა ძლიერებით უგალობდეთ, უჴორცოთა წესთაებრ შიშით და სარწმუნოებით, გალობით უგალობდეთ დღეს:
გჳჩუჱნე ჩუჱნ გზა სინანულისა, მარადის ბოროტთა გზათა…
ღი҃ს-მშობელსა
გჳჩუჱნე ჩუჱნ გზა სინანულისა, მარადის ბოროტთა გზათა ზედა მავალთა, და სახიერისა ღი҃სა განმარისხებელთა, უქორწინებელო კურთხეულო მარიამ, შეგჳწყალენ სასო-წარკუჱთილნი ესე კაცნი, ღი҃სა მიერ პატიოსან-ქმნილნი:
გონებაჲ ჩემი განაბრწყინუჱ ელუარებითა, საღმრთოსა ნათლისა შენისათა…
გალობა დ. ღაღად-ჰყო ამბაკომ.
გონებაჲ ჩემი განაბრწყინუჱ ელუარებითა, საღმრთოსა ნათლისა შენისათა სამ-ბრწყინუალეო, და ღირს მყავ ხილუად მიუწთომელსა მას ღუთაებისა შენისა ნათელსა, მრავალ-მნათობსა და ტკბილსა სახიერო:
პირუჱლად ცანი დაამყარენ ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელითა სიტყჳთა შენითა სიბრძნით, და სულითა პირისა შენისათა, რომელთა თანა ჰმართებ ყოველთა, სამ-მნათობიერითა თჳთ-მპყრობელობითა შენითა:
ვითარცა დამბადე მე ხატად შენდა და მსგავსად, ღო҃ ყოვლად ძლიერო, სამებაო შეურევნელო, გულის-ჴმა მიყავ და განმანათლე მე, აღსრულებად ნებისა შენისა, წმიდისა სრულისა და სახიერისა:
გჳშევ ჩუჱნ ერთი სამებისაგანი უხრწნელო, ძე დაუსაბამო…
ღი҃ს-მშობლისა.
გჳშევ ჩუჱნ ერთი სამებისაგანი უხრწნელო, ძე დაუსაბამო ჩუჱნთჳს განხორციელებული, და მის მიერ ვსცხოვნდით ჩუჱნ ქუჱყანისანი, სამ-ბრწყინუალისა მთავრობისა მიერ, და გავნათლდით ნათლითა ღუთაებისათა:
შენ რომელმან ანგელოსთა პირუჱლნი ბრწყინუალებანი, ნათლითა მით…
გალობა ე. შენ რომელმან განანათლე.
შენ რომელმან ანგელოსთა პირუჱლნი ბრწყინუალებანი, ნათლითა მით ღუთაებისა შენისათა განაბრწყინუჱნ, განანათლენ გულნიცა ჩუჱნნი სამებით დიდებულო, და ერთ-არსებით თაყუანის-ცემულო:
გიგალობს შენ ბუნებაჲ, რომელი არსებად მოიყუანე, სამებაო წმიდაო, ცოდუათა მოტევებაჲ, და განსაცდელთა და ჭირთაგან, გამოჰჴსნაჲ მოჰმადლე სახიერო:
ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მორწმუნენო განყოფილსა განუყოფელად საკჳრუჱლად, ცათა და ქუჱყანისა, და უხილავთა და ხილულთა, შემოქმედსა და დამბადებელსა:
შობა შენი წინასწარ-მეტყუჱლთა პირუჱლუჱ გამოსახეს, ღი҃ს-მშობელო, ძნიად…
ღი҃ს-მშობლისა
შობა შენი წინასწარ-მეტყუჱლთა პირუჱლუჱ გამოსახეს, ღი҃ს-მშობელო, ძნიად სათარგმანებელი და მიუწთომელი, რომელი ვიხილეთ ჩუჱნ, და ვიცანთ მის მიერ ერთ-ღღუთაება სამ-მნათობიერისა სამებისა:
ერთი ძალი და სწორი ჴელმწიფებაჲ გაქუს სამებაო…
გალობა ვ. მომიცუნა ჩუჱნ.
ერთი ძალი და სწორი ჴელმწიფებაჲ გაქუს სამებაო წმიდაო, ერთითა ნებითა და განზრახჳთა, მხოლოო მარტივო და განუყოფელო ღო҃, შეგუზღუდენ ჩუჱნ ძალითა შენითა მრავალ-მოწყალე:
ყოველნი საუკუნენი ნებითა შენითა, არა რასაგან არსებად…
ბ გზის.
ყოველნი საუკუნენი ნებითა შენითა, არა რასაგან არსებად მოიყუანენ შენ ყოვლად წმიდაო სამებაო, და მერმე სახიერებით დაჰბადე კაცი, აწცა იჴსნენ ქმნულნი შენნი ყოვლისაგან ბოროტისა:
მზისა დაუვალისა ტაძრად გამოჰსჩნდი, ქალწულო ყოვლად წმიდაო…
ღი҃ს-მშობლისა
მზისა დაუვალისა ტაძრად გამოჰსჩნდი, ქალწულო ყოვლად წმიდაო, რომელმან დაჰბადნა მნათობნი ესე დიდნი, და განუწესა მათ წესი და საზღვარი ძლიერებით, აწცა მიჴსნენ ვნებათა წყუდიადისაგან:
სამებასა ბუნებით განუყოფელსა, სამ-პირებით განყოფილსა, რომელი ჰგიეს…
წარდგომა ჴმა ა. მჴედარნი რომელნი
სამებასა ბუნებით განუყოფელსა, სამ-პირებით განყოფილსა, რომელი ჰგიეს ღუთაებით განუყოფელად, თაყუანის-ვჰსცემდეთ ყოველნი ტომნი შიშით და ძრწოლით, ვითარცა შემოქმედსა და მეუფესა ღთ҃სა სახიერსა:
შეეწიე უძლურსა სულსა ჩემსა ქალწულო, და მიჴსენ…
ღი҃ს-მშობლისა.
შეეწიე უძლურსა სულსა ჩემსა ქალწულო, და მიჴსენ მე მრავალთა შეცოდებათა ჩემთაგან, რამეთუ სიღრმესა შინა წარწყმედისასა მიწევნულ-ვარ ყოვლად უბიწოო, და ჟამსა საშინელისა მის სიკუდილისასა, გამომიჴსენ ჴელთაგან უწყალოსა ეშმაკთასა, და მიჴსენ ყოვლისაგან სატანჯველისა საუკუნოსა:
ბრწყინვალეო ნათელო მამისაო და ძეო მხოლოდ-შობილო, ვითარცა…
გალობა ზ. ვითარცა რა სიონს შინა.
ბრწყინვალეო ნათელო მამისაო და ძეო მხოლოდ-შობილო, ვითარცა აღმითქუ სახიერ, სავანე ჰყავ ჩემ შორის, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და გამომაჩინე საშინელად ეშმაკთა და უვალ ვნებათაგან მჴსნელო:
მეუფეო, წყალობათა უფსკრულო, რაჲთამცა საცნაურ-ჰყავ შენ, კაცთა…
ბ გზის.
მეუფეო, წყალობათა უფსკრულო, რაჲთამცა საცნაურ-ჰყავ შენ, კაცთა მომართ საყუარელი ძე შენი, თანა სწორი მოგჳვლინე მაცხოვრად, და კუალად აღგუმართნა მომწყდარნი, ეგრეთვე აწ სულითა წმიდითა გულისჴმის-მყოფელ მყუჱნ:
ხერუვიმთა ზედა მჯდომარე სიტყუა, და ყოველთა შემოქმედი…
ღი҃ს-მშობლისა.
ხერუვიმთა ზედა მჯდომარე სიტყუა, და ყოველთა შემოქმედი, საშოსა შენსა ქალწულო დაემკჳდრა უხრწნელად, და გჳჴსნნა ჩუჱნ განხწნილნი ხრწნილებისაგან და სიკუდილისა, მისსა მიმართ ოხად ნუ დასცხრები მგალობალთა შენთათჳს:
ყოვლისა-მპყრობელო სამებაო, საღმრთოთა მით ნებითა, ცანი ვითარცა…
გალობა ჱ. საჴმილსა რა.
ყოვლისა-მპყრობელო სამებაო, საღმრთოთა მით ნებითა, ცანი ვითარცა კამარანი გარდაართხენ სიბრძნით და ქუჱყანაჲ დაჰკიდე წყალთა ზედა, მეცა დამამტკიცე სარწმუნოებასა ზედა, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
განანათლენ მგალობელნი შენნი, სამებაო წმიდაო, სამ-ბრწყინუალითა ნათლითა პირისა შენისათა, რათა მარადის ვხედჳდეთ, შენისა მის ნათლისა მიმართ, და განვჰსძღეთ დიდებითა შენითა, და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე:
მიიღო რა გონებაჲ კაცთა, ძემან შენმან ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
მიიღო რა გონებაჲ კაცთა, ძემან შენმან ქალწულო, გარდამატებულითა სახიერებითა თჳსითა, ხრწნილებისაგან იჴსნა და უმაღლეს ცათა გამოაჩინა, ამისთჳს უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე:
დამბადებელო ხილულთა, და უხილავთაო აცხოვნენ მონანი შენნი…
გალობა თ. სახედ მუცლად-ღებისა.
დამბადებელო ხილულთა, და უხილავთაო აცხოვნენ მონანი შენნი, მტერთა უკეთურებისა და ბოროტისაგან, სამებაო წმიდაო ერთ არსებაო, შეზღუდე სამწყსო შენი, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან:
რათამცა განუცდელი სიღრმე, არსებითისა სახიერებისა შენისა გამოაჩინო…
ბ გზის.
რათამცა განუცდელი სიღრმე, არსებითისა სახიერებისა შენისა გამოაჩინო, სამ-მნათობიერო მთავრობაო ყოვლად ძლიერო, მოგუცენ ჩუჱნ აღთქმანი ცხოვრებისანი, მონათა ამათ შენთა, რომელთა აღსრულებასა ღირს-მჰყუჱნ:
მოხედენ ვედრებასა ჩუჱნსა, სამ-გუამოვნებით ერთ-ღუთაებაო, რომელთა გურწამ…
ღი҃ს-მშობლისა.
მოხედენ ვედრებასა ჩუჱნსა, სამ-გუამოვნებით ერთ-ღუთაებაო, რომელთა გურწამ ჭეშმარიტებით, ღუთად და მეუფედ, და მოგუჱც წყალობაჲ მონათა შენთა, ვედრებითა წმიდისა და ყოვლად ქებულისა ღი҃ს-მშობელისათა:
და სხუანი შუაღამისანი, და განტევებაჲ
და სხუანი შუაღამისანი, და განტევებაჲ.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა ჰსცჳდეს მაცხოვარ, ელუარებითა…
ღი҃ უ҃ი ჴმასა ზედა ა. და ვიტყჳთ ტროპარსა აღდგომისასა, ბ გზის, ხოლო ღი҃ს-მშობლისასა, ა გზის. ეგრეთ ჩუჱულებისაებრ სტიხოლოღია ფსალმუნთა. შემდგომად ა სტიხოლოღიისა. წარდგომანი აღდგომისანი, ჴმა ა.
მხედარნი რომელნი საფლავსა შენსა ჰსცჳდეს მაცხოვარ, ელუარებითა ანგელოსისათა მკუდარ-იქმნნეს, რომელი დედათა ახარებდა აღდგომასა, და გადიდებდეს შენ და მჴსნელსა ცხოვრებისასა, შენ შეგივრდებით საფლავით აღდგომილსა ღთ҃სა ჩუჱნსა მხოლოსა, უ҃ო დიდება შენდა:
ჯა҃ დაემსჭუალე ნებსით მოწყალე, და საფლავსა დადებულ-იქმენ…
აღსდეგ უ҃ო ღო҃ ჩუჱნო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
ჯა҃ დაემსჭუალე ნებსით მოწყალე, და საფლავსა დადებულ-იქმენ ვითარცა მკუდარი ცხოვრების-მომცემელო, და სიმტკიცჱ სიკუდილისა შეჰმუსრე ძლიერო სიკუდილითა შენითა, რ҃ შეძრწუნდეს მეკარენი ჯოჯოხეთისანი, და შენთანა აღადგინენ საუკუნითგანნი მკუდარნი მხოლომან კაცთ მოყუარემან:
შენ დედასა ღი҃სასა და ქალწულსა ჭეშმარიტად გევედრებით…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ დედასა ღი҃სასა და ქალწულსა ჭეშმარიტად გევედრებით, და მოწყალებათა შენთა შეუვრდებით, და სურჳლით მოვივლტით შენდა სახიერებისა შენისა შევედრებულნი, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ შენ ხარ სასო ჩუჱნ ცოდჳლთა, და მაცხოვარი განსაცდელთა შინა მხოლო ყოვლად უბიწოო:
დედანი ცისკარს საფლავად მოიწივნეს და ანგელოსთა გამოჩინებაჲ…
შემდგომად ბ, სტიხოლოღიისა წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ა. რაჟამს ლოდი.
დედანი ცისკარს საფლავად მოიწივნეს და ანგელოსთა გამოჩინებაჲ იხილეს, რამეთუ საფლავი ბრწყინჳდა ცხოვრებითა, და საკჳრუჱლებაჲ განაკრთობდა მათ, ამისთჳსცა წარჳდეს და მოციქულთა უქადაგეს აღდგომაჲ, ფრიად ჯოჯოხეთი წარმოსტყუჱნა ქე҃მან მხოლომან ყოვლად ძლიერმან და უძლეველმან, და ყოველნი განხრწნილნი მისთანა აღადგინნა, და დასჯისა იგი შიში დაჰჴსნა ჯუარითა:
ჯუარსა დაემსჭუალე ყოველთა ცხოვრება, და მკუდართა თანა…
აღგიარო შენ უ҃ო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუჱლებაჲ შენი.
ჯუარსა დაემსჭუალე ყოველთა ცხოვრება, და მკუდართა თანა შერაცხილ-იქმენ უკუდაო უ҃ო, აღსდეგ მესამესა დღესა მაცხოვარ, და შენთანა აღადგინე ადამი ხრწნილებისაგან, ამისთჳს ძალნი ცათანი გიღაღადებენ შენ ცხოვრების მომცემელო ქე҃, დიდება აღდგომასა შენსა, დიდება გარდამოსლუასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
მარიამ პატიოსანო შემწყნარებელო მეუფისაო, აღგუადგინენ ჩუჱნ დანახეთქსა…
ღი҃ს-მშობლისა. მჴედარნი.
მარიამ პატიოსანო შემწყნარებელო მეუფისაო, აღგუადგინენ ჩუჱნ დანახეთქსა ბოროტისა განწირულებისასა, და შეცოდებათა და ჭირთასა შთავრდომილნი, რამეთუ შენ ხარ ცოდჳლთა ცხოვრება და შემწე, და მტკიცე შუა-მდგომელი, და აცხოვნებ მონათა შენთა:
ავაზაკისა სინანულმან სამოთხჱ მიიპარა, ხოლო ტირილმან და…
ეგრეთვე. ნეტარ არიან, და შემდგომად, კურთხეულ ხარ შენ უ҃ო, მერმეცა კვერექსი მცირე, და იპაკო, ჴმა ა.
ავაზაკისა სინანულმან სამოთხჱ მიიპარა, ხოლო ტირილმან და გოდებამან მენელსაცხებელთა სიხარული აუწყა, ვითარმედ აღდგა ქე҃ და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ:
ჭირსა ჩემსა შეისმინე, სალმობათა ჩემთა, და მიჴსენ…
ანტიფონი (რომელ არს აღსავალი) ჴმა ა.
ჭირსა ჩემსა შეისმინე, სალმობათა ჩემთა, და მიჴსენ მათგანი, ჵ მრავალ-მოწყალეო უ҃ო გევედრები:
უდაბნოს მყოფთა მარადის, საღმრთო სურვილი აღორძინდების, რამეთუ ამაოსა ამის, სოფლისა ზესთა იქმნეს:
წმიდისა სულისა, დიდება და პატივი, ვითარცა იგი…
დიდება, აწდა.
წმიდისა სულისა, დიდება და პატივი, ვითარცა იგი მამისა ჰშუჱნის, ეგრეთვე და ძისაცა, ამის-თჳს ძრწოლით, თაყუანის-ვჰსცემთ ჩუჱნ, უგალობთ და ვადიდებთ, სამებასა წმიდასა ერთ-ჴელმწიფებასა:
მთათა მიმართ სჯულისა მის შენისათა აღმამაღლე, და…
ანტიფონი, მეორე.
მთათა მიმართ სჯულისა მის შენისათა აღმამაღლე, და სათნოებითა განმაბრწყინუჱ ღო҃, რათა გიგალობდე:
მარჯუჱნითა მით, შენითა მიპყარ სიტყუაო და დამიცევ და შემზღუდე, ნუ უკუჱ ცეცხლმან შემწუას მე ცოდჳსამან:
წმიდითა სულითა განახლდების ყოველი დაბადებული, და პირუჱლსა…
დიდება, აწდა.
წმიდითა სულითა განახლდების ყოველი დაბადებული, და პირუჱლსა წესსა კუალად ეგების, რამეთუ სწორ არს, ძლიერებითა მამისა და სიტყჳსა, და ორთავე მათ თანა სრულ-ჰყოფს სამებასა:
რომელთაცა იგი მრქუჱს მე, შევიდეთ ეზოთა უ҃ისათა…
ანტიფონი, მესამე.
რომელთაცა იგი მრქუჱს მე, შევიდეთ ეზოთა უ҃ისათა, განიხარა სულმან ჩემმან, და მხიარულ-არს გულიცა:
სახლსა დავითისსა შიში დიდი ყოფად არს, რ҃ მუნ დაიდგნენ საყდარნი, და განისაჯნენ ყოველნი ტომნი კაცთანი და ენანი:
წი҃სა სულისა პატივი და დიდება და თაყუანისცემა…
დიდება, აწდა.
წი҃სა სულისა პატივი და დიდება და თაყუანისცემა და სიმტკიცე, ვითარცა მამისა ღირს-არს, ეგრეთვე და ძისაცა ჰშუჱნის შეწირვად, რ҃ ბუნებითა ერთ-არს სამება არა თუ პირებითა:
მუჴლი. აწ აღვსდგე, იტყჳს უ҃ი, დავსდუა ცხოვრება…
წარდგომა, ჴმა ა.
მუჴლი. აწ აღვსდგე, იტყჳს უ҃ი, დავსდუა ცხოვრება და განუსცხადნე მას ზედა.
სიტყუანი უ҃ისანი არიან სიტყუაჲ წმიდა.
ყოველი სული.
მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა…
სახარება აღდგომისა რიგისა. აღდგომა ქე҃სი, და სხვანი. კანონი აღდგომისა, მუჴლი დ. ჯუარ-აღდგომისა, მუჴლი გ. ღი҃ს-მშობლისა, მუჴლი გ. და სათთუჱოჲსა, მუჴლი დ. ხოლო უკუჱთუ იდღესასწაულებოდეს წმიდა, წმიდისა ვ. კანონი აღდგომისა, ჴმა ა. გალობა ა. სძლისპირი.
მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა შენ უკუდაო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაილთათჳს, განუმზადე გზაჲ ზღუასა მეწამულსა:
რომელმან ჴელთა მიერ ყოვლად-უბიწოთა, ღთ҃-მოქმედებით მიწისაგან შემქმენ…
ტროპარნი.
რომელმან ჴელთა მიერ ყოვლად-უბიწოთა, ღთ҃-მოქმედებით მიწისაგან შემქმენ მე, განმარტენ ჴელნი ჯუარსა ზედა, და ქუჱყანით აღმოუწოდე ხრწნილთა ჴორცთა ჩემთა, რომელიცა იგი მიიღენ ქალწულისაგან:
მიიღე ჩემთჳს მოკუდავებაჲ, ხოლო სული მიეც სიკუდილსა, რომელმანცა შთაბერჳთა საღმრთოთა ჩემ შორის შთადევ სული, და განმჴსენ საკრუჱლთაგან საუკუნეთა და თანა-აღმადგინებელმან უხრწნელებით მადიდე მე:
გიხაროდენ მადლისა წყაროო, გიხაროდენ კიბეო, და ბჭეო…
ღი҃ს-მშობლისა.
გიხაროდენ მადლისა წყაროო, გიხაროდენ კიბეო, და ბჭეო ზეცისაო, გიხაროდენ სასანთლეო და ტაკუკო ოქროსაო, და მთაო გამოუკუჱთელო, რომელმან ცხოვრების-მომცემელი ქე҃ უშევ სოფელსა:
ქე҃მან ღთ҃-მყო ჴორცთ-შესხმითა, ქე҃მან აღმამაღლა დამდაბლებითა, ქე҃მან…
მეორე კანონი ჯუარ-აღდგომისა. გალობა ა. ჴმა იგივე. ქე҃ს შობასა ვადიდებდეთ:
ქე҃მან ღთ҃-მყო ჴორცთ-შესხმითა, ქე҃მან აღმამაღლა დამდაბლებითა, ქე҃მან ვნებითა უვნებელმყო, ბუნებითა ჴორცთათა, ამისთჳსცა შესხმითა საღმრთოთა, უღაღადებდეთ ერნო, რამეთუ დიდებულ-არს:
ქე҃მან ჯუარცმითა აღმამაღლა, ქე҃მან სიკუდილითა აღმადგინა მე, ქე҃მან ცხოვრებაჲ მომმადლა, აღდგომითა თჳსითა, ამისთჳსცა ჴელთა აღტყუჱლჳთა, უღაღადებდეთ ერნო, რამეთუ დიდებულ-არს:
მუცლად-იღე ღი҃ ქალწულო, და ჰშევ იგი ქალწულებასა…
ღი҃ს-მშობლისა.
მუცლად-იღე ღი҃ ქალწულო, და ჰშევ იგი ქალწულებასა შინა ყოვლად წმიდაო, განჴორციელებული შენგან, ერთითა გუამითა მხოლოდ-შობილი ძე, ხოლო ორითა ბუნებითა ცნობილი, რამეთუ დიდებულ-არს:
რომელი ჯეროვანი გალობა, შესწიროს შენდა უძლურებამან ჩუჱნმან…
სხვა კანონი ყოვლად წმიდისა ღი҃ს-მშობლისა. გალობა ა. ჴმა იგივე. მარჯუჱნა შენი.
რომელი ჯეროვანი გალობა, შესწიროს შენდა უძლურებამან ჩუჱნმან, არამედ შესხმაჲ და სიხარული, რომელი გაბრიელ გუასწავა, გიხაროდენ სძალო წმიდაო, დედაო და ქალწულო:
უქორწინებელსა დედასა, ზეცისა მათ ძალთა მეუფისასა, გულისაგან წი҃სა მორწმუნენო სულიერად უღაღადოთ, გიხაროდენ სძალო წმიდაო, დედაო და ქალწულო:
უსაზღვრო არს სიღრმე, მიუწთომელისა შობისა შენისა უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
უსაზღვრო არს სიღრმე, მიუწთომელისა შობისა შენისა უბიწოო, ვინაცა სარწმუნოებასა მტკიცესა შევსწირავთ შენდა და ვიტყჳთ, გიხაროდრენ სძალო წმიდაო, დედაო და ქალწულო:
შენ მხოლოო, რომელმან უწყი უძლურებაჲ კაცთა ბუნებისაჲ…
გალობა გ. სძლისპირი.
შენ მხოლოო, რომელმან უწყი უძლურებაჲ კაცთა ბუნებისაჲ, და წყალობით შეიმოსე, შენ შემმოსე მე ძალი მაღლით-გარდამო, რათა ჴმა-ვჰყო წმიდა არს ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი კაცთ-მოყუარე:
შენ-ხარ ღთ҃ი ჩემი სახიერ, რომელმანცა დაცემული ესე…
ტროპარი.
შენ-ხარ ღთ҃ი ჩემი სახიერ, რომელმანცა დაცემული ესე შემიწყალე, და ჯერ-მჩინებელმან თანა-შთამოსლუად ჩემდა, ჯუარცმისა მიერ აღმამაღლე მე, ჰჴმობად შენდა წო҃, ტაძარო სულიერო, გამოუთქმელისა დიდებისა შენისაო კაცთ-მოყუარე:
რომელი ხარ ცხოველ გუამოვან ქე҃, ვითარცა ღთ҃მან მოწყალემან შემიმოსე, მიწისა მიმართ მოკუდავისა შთასრულმან მეუფეო, და დაჴსენ სიმტკიცჱ სიკუდილისა, და მომკუდარი აღსდეგ მესამესა დღესა და განხრწნილი უხრწნელებითა შემმოსე მე:
მუცლად-იღე ღი҃ უთესლოდ, საშოსა შენსა ქალწულო სულითა…
ღი҃ს-მშობლისა.
მუცლად-იღე ღი҃ უთესლოდ, საშოსა შენსა ქალწულო სულითა წმიდითა და არა შეიწუ, ვითარცა იხილა მოსე სახჱ შენი მაყულოვანით რამეთუ შენთჳს გამოსახა, საიდუმლოჲ იგი მიუწთომელი:
რომელმან იტჳრთა ბეჭთა თჳსთა ზედა კრავი წარწყმედული…
სხუა სძლისპირი. წინა საუკუნეთა.
რომელმან იტჳრთა ბეჭთა თჳსთა ზედა კრავი წარწყმედული, და ძელითა მოსპო ძალი ცოდჳსა, ქე҃მან ღთ҃მან მას მხოლოსა უღაღადებდეთ, რომელმან აღამაღლე რქაჲ ჩუჱნი, წმიდა-ხარ შენ უ҃ო:
აღმომყუანებელსა, ჯოჯოხეთით მწყემსსა მას ქე҃სა ღთ҃სა, რომელმან წარმართნი დამწყსნა, მოწაეთა მიერ მჴსნელმან, ჭეშმარიტად სულით წმიდითურთ, ჩუჱნ მორწმუნენი მამისა თანა, სიხარულით ვჰმონებდეთ:
რომელი ქალწულისაგან განჴორციელდა ნებსით უთესლოდ, ძჱ და…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი ქალწულისაგან განჴორციელდა ნებსით უთესლოდ, ძჱ და შემდგომად შობისა, საღმრთოთა ძალითა წმიდად ქალწულად დაიცუა მშობელი თჳსი, რომელი ყოველთა ზედა ღი҃ არს უღაღადებდეთ მას, წმიდა ხარ შენ უ҃ო:
ღრუბლად სულ-მცირედ სახელგდებთ შენ ღი҃ს-მშობელო სიტყჳსაებრ წინასწარ-მეტყუჱლთასა…
სხუა სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან.
ღრუბლად სულ-მცირედ სახელგდებთ შენ ღი҃ს-მშობელო სიტყჳსაებრ წინასწარ-მეტყუჱლთასა წეშმარიტებით, რამეთუ შენ თანა დაემკჳდრა ღი҃ ყოვლად საგალობელო, რომელნიცა დაამჴუნა, ჴელით-ქმნულნი ეგჳპტისანი:
წინასწარ-მეტყუჱლთა კრებულმან, წყაროდ დაბეწ҃დულად და მტილად დაჴშულად, სახელ-გდუჱს ჭეშმარიტებით, ყოვლად საგალობელო და ბრწყინუალედ მოასწავნეს სახენი შობისა შენისანი, და უბიწოჲსა ქალწულებისანი:
არსებისა უზესთაესისა გონებისა ხილუად, ღირს ქმნილმან გაბრიილ…
ღი҃ს-მშობლისა.
არსებისა უზესთაესისა გონებისა ხილუად, ღირს ქმნილმან გაბრიილ, ძალისაებრ ქალწულო ყ҃დ-უბიწოო, ჴმაჲ სიხარულისა მოგართუა შენ, სიტყჳსა მუცლად-ღებისა ცხადად მღაღადებელმან, და გამოუთმელისა შობისა ქადაგმან:
შენ მთად ჩრდილოვნად მაღლისა მიერ ღთ҃ისა, გიხილა…
გალობა დ. სძლისპირი
შენ მთად ჩრდილოვნად მაღლისა მიერ ღთ҃ისა, გიხილა თუალითა წინა-მხედუჱლითა ამბაკომ, და ღაღადებდა შენგან გამოსლუასა წი҃სა ისრაილისასა, ცხოვრებად ჩუჱნდა და განახლებად:
ვინ-არს მაცხოვარი ესე, აღმომავალი ედომით შემოსილი ეკლისა…
ტროპარნი.
ვინ-არს მაცხოვარი ესე, აღმომავალი ედომით შემოსილი ეკლისა გჳრგჳნითა, სამოსლისა მეწამულისა მქონებელი, ძელსა ზედა დამოკიდებული, ესე არს წმიდა ისრაილისა, ცხოვრებად ჩუჱნდა და განახლებად:
იხილეთ ერნო ურჩნო და სირცხჳლეულ იქმნენით, რამეთუ რომელიცა თქუჱნ, ვითარცა ძჳრის-მოქმედი ითხოვეთ უგუნურებით ჯუარსა ზედა ამაღლებულად პილატესაგან, ესე უკუჱ დამარღუჱველი სიკუდილისა ძალსა, ღი҃ვ-შუჱნიერად აღდგა საფლავისაგან:
ძელად ცხოვრებისად გიცნობთ შენ ქალწულო, რამეთუ საჭმლისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ძელად ცხოვრებისად გიცნობთ შენ ქალწულო, რამეთუ საჭმლისა სიკუდილ-შემოსილი ნაყოფი, შენ მიერ არა აღმოეცენა კაცთა, არამედ ცხოვრება სამარადისოდ მყოფი, საშუჱბელი იგი ცხოვრება ჩუჱნ მგალობელთა, შენთა:
ვინ-არს ესე განშუჱნებული, აღმომავალი ედომით სამოსელმეწამული ბოსორით…
სხუა სძლისპირი კუჱრთხი იესეს ძირისაგან.
ვინ-არს ესე განშუჱნებული, აღმომავალი ედომით სამოსელმეწამული ბოსორით, რამეთუ ღთ҃ არს იგი, და კაცთა მსგავსებითა, სისხლითა თჳსითა შეიღება, რომელსა უღაღადებთ დიდება ძალსა შენსა უ҃ო:
მთავარი იგი მღუდელთ-მთავართა, ქე҃ მიზეზი კეთილთა გამოჰსჩნდა და მოსპო ცოდუაჲ ჩუჱნი, და წარმართა გზაჲ ჩუჱნი, სისხლისა დათხევითა, კარავსა მას საწამებელსა შინაგან შემიყუანნა, და წმიდასა მას წმიდათასა დამსხნა:
თანანადები იგი ძუჱლი ევასი ითხოვე ყოვლად საგალობელო…
ღი҃ს-მშობლისა
თანანადები იგი ძუჱლი ევასი ითხოვე ყოვლად საგალობელო, ჩუჱნთჳს ახალ ადამ განცხადებულისაგან, რამეთუ იგი შემაერთებელი თავისა თჳსისა, მიდგომილებითა უბიწოჲთა გონიერისა და სულიერისა ჴორცისათა, შენგან გამოვიდა ქე҃, ერთი ორთა შინა უ҃ი:
ისმინე ცაო და ყურად-იღე ქუჱყანაო საკჳრუჱლებაჲ, რამეთუ…
სხუა სძლისპირი. ღაღადყო ამბაკომ.
ისმინე ცაო და ყურად-იღე ქუჱყანაო საკჳრუჱლებაჲ, რამეთუ ასული ადამისი, შემოქმედისა ღი҃სა დედა იქმნა, ცხოვრებად ჩუჱნდა და განახლებად, და სძითა ზრდიდა ყოველთა გამომზრდელსა:
ვადიდებთ საიდუმლოსა ღი҃ს-მშობელი, რამეთუ რომელი იგი უხილავ-არს ძალთაგან ზეცისათა გარდამოჴდა შენ ზედა, ჴსნისათჳს ჩუჱნ მაქებელთა შენთასა:
წმიდათა უწმიდესო ღი҃ს-მშობელო დიდებულო, სასოება წარმართთა და ცხოვრება მორწმუნეთა, შენგან გამობრწყინდა სახიერებით, ცხოვრების-მომცემელი უ҃ი, მაცხოვრად ჩუჱნდა მგალობელთა შენთა:
შენ რომელმან განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და…
გალობა ე. სძლისპირი.
შენ რომელმან განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და განსწმიდენ კიდენი ქუჱყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი, ნათლითა მეცნიერებისა შენისათა:
მწყემსი იგი დიდი ცხოვართა და უ҃ი, იუდიანთა…
ტროპარნი.
მწყემსი იგი დიდი ცხოვართა და უ҃ი, იუდიანთა მოაკუდინეს ძელითა ჯუარისათა, არამედ მან ვითარცა ცხოვარნი მომკუდარნი და დაფლულნი ჯოჯოხეთს შინა, სიმტკიცისაგან იჴსნნა სიკუდილისა:
ჯუარითა შენითა მახარებელმან მშჳდობისამან, და ქადაგმან ტყუჱთა მიმართ მიტევებისამან მაცხოვარო ჩემო, მპყრობელობისა მქონებელსა არცხჳნე ქე҃, და შიშულად და გლახაკად გამოაჩინე იგი, საღმრთოთა აღდგომითა შენითა:
მუჱდრებელთა შენთა, რომელნი გესავთ სარწმუნოებით, ნუ განმაგდებმ…
ღი҃ს-მშობლისა.
მუჱდრებელთა შენთა, რომელნი გესავთ სარწმუნოებით, ნუ განმაგდებმ ღი҃ს-მშობელო, არამედ მიითუალე, და შეჰმუსრე წინაშე ძისა შენისა და ღი҃სა ჩუჱნისა, რამეთუ შენ-ხარ სასოჲ ჩუჱნი:
ჵ სიღრმე, სიბრძნისა მის ღი҃სა ჩუჱნისა, რომელმან…
სხუა სძლისპირი ღი҃ ხარ მშჳდობ.
ჵ სიღრმე, სიბრძნისა მის ღი҃სა ჩუჱნისა, რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა, ამან ნებსით მიჴსნნა ჩუჱნ ბოროტისაგან, და გუამითა მით უძლურითა დასცა ძლიერი, და აღდგა იგი ღუთაებრ, მომცა ჩუჱნ ცხოვრებაჲ წარუვალი:
ღი҃ არს, და ჴორცითა მოვიდა ჩუჱნთჳს, ჯუარს-ეცუა, მოკუდა, დაეფლა და აღდგა, და ამაღლდა ქე҃ ჴორცითა მამისა ზეცას, და მითუჱ მოსლუად არს მაცხოვრად მორწმუნეთა მათ, რომელნი შეამკობენ, დღესა აღდგომისა მისისასა.
წმიდაო წმიდათაო ქალულო უბიწოო, რომელმან ჰშევ წმიდაჲ…
ღი҃ს-მშობისა.
წმიდაო წმიდათაო ქალულო უბიწოო, რომელმან ჰშევ წმიდაჲ წმიდათა, ყოველთა განმწმედელი ქე҃ჲ მჴსნელი, ამისთჳს მეფესა და დედოფალსა ყოველთასა, ვითარცა დედასა ყოველთა დაბადებულთა შემოქმედისასა გქადაგებთ:
იხარებენ დასნი უჴორცოთანი ხილუასა შენსა, და იშუჱბენ…
სხვა სძლისპირი. შენ რომელმან განან.
იხარებენ დასნი უჴორცოთანი ხილუასა შენსა, და იშუჱბენ, მათ თანავე მკჳდრნი ქუჱყანისანი, ქალწულო ღი҃ს-მშობელო, რამეთუ შობითა შენითა, შეიერთნეს, რომელსა ვადიდებთ:
აღიძარნ დღეს, ყოველი ენა კაცთა და გონებაჲ, ქებით შესხმად ჭეშმარიტად კაცთა სამკაულისა, ქალწული მოიწია, დიდებად მადიდებელთა მისთა და სარწმუნოებით მგალობელთა:
ადიდებენ ბრძენთა შესხმანი და გალობანი მათნი, ღი҃ს-მშობელსა…
ღი҃ს-მშობლისა.
ადიდებენ ბრძენთა შესხმანი და გალობანი მათნი, ღი҃ს-მშობელსა, რომელი იქმნა ტაძარ სულისა წმიდისა, და გჳშუა ქე҃ ღი҃, ზესთა ცნობისა და გონებისა, ამისთჳსცა ჯეროვნად ვადიდებთ:
მომიცუნა ჩუჱნ, სიღრმემან ღელუათამან, და არავინ არს…
გალობა ვ. სძლისპირი
მომიცუნა ჩუჱნ, სიღრმემან ღელუათამან, და არავინ არს მჴსნელ ჩუჱნდა, და ვიქმნენით ჩუჱნ ვითარცა ცხობვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უ҃ო შენ-ხარ სასო, და ნუგეშინის-მცემელი განირულთა:
ცოდჳთა პირუჱლ შექმნულისათა უ҃ო ვიწყლენით ბოროტად, ხოლო…
ტროპარნი.
ცოდჳთა პირუჱლ შექმნულისათა უ҃ო ვიწყლენით ბოროტად, ხოლო წყლულებითა შენითა განჳკურნენით, რომლითა ჩუჱნ-თჳს მოიწყალ ქე҃, რამეთუ შენ ხარ ძლიერებაჲ უძლურთა და წარმართებაჲ:
აღმოგჳყუანენ ჩუჱნ უ҃ო ჯოჯოხეთისაგან, ყოველთა შემჭამელისა ვეშაპისა მომკულელმან, ყოვლად ძლიერო სიმტკიცითა შენითა, დამამჴობელმან ძალისა მისისამან, რამეთუ შენ-ხარ ცხოვრებაჲ და ნათელი და აღდგომაჲ:
იხარებენ შენ მიერ ყოვლად წმიდაო ქალწულო, ნათესავისა…
ღი҃ს-მშობლისა.
იხარებენ შენ მიერ ყოვლად წმიდაო ქალწულო, ნათესავისა ჩუჱნისა პირუჱლნი მამანი, რომელთა მოიღეს ედემი შენ მიერ, რომელი გარდასლჳთა წარწყმიდეს, რამეთუ შენ წმიდა ხარ პირუჱლ შობისა და შემდგომად შობისა:
ქე҃ უ҃ო, ბუნება უვნებელი, უსხეულოჲ შეეზავა სხეულსა…
სხუა სძლისპირი. პირუჱლ იონა.
ქე҃ უ҃ო, ბუნება უვნებელი, უსხეულოჲ შეეზავა სხეულსა, და იქმნა იგი შუამდგომელ ღუთაებისა და კაცებისა, და ყოვლითურთ შეიმოსა მან განხრწნილი, რათა დაცემული აღმართოს ჯუარცმითა თჳსითა და გუაცხოვნნეს ჩუჱნ:
უბრკუმა ადამსა, დაცემით შეიმუსრა, და წარსწყმიდა მან სასოებაჲ პირუჱლი, ხოლო ქე҃მან, სახიერებითა მით ღუთაებისათა, ვნებული იგი მის თანა აღადგინა, და აწ მისთანა მოსაყდრეჰყო, მარჯუჱნით მამისა მსგავსად აღთქუმისა:
წიაღთაგან დაუსაბამოჲსა მშობელისათა არა განშორებული, წიაღთა შინა…
ღი҃ს-მშობლისა.
წიაღთაგან დაუსაბამოჲსა მშობელისათა არა განშორებული, წიაღთა შინა უბიწოჲსა ყრმაასთა დაემკჳდრების, და არს პირუჱლ უდედო იგი განჴორციელებული უმამოდ, და სიმართლით მმეუფებელი ღი҃, რომლისა ნათესავ საშინელ და გამოუთქმელ, და ნათესავ არა მეტყუჱლებულ:
გარემოს დგანან, მონებრ ზეცისა წესნი და განკჳრუჱბულნი…
სჴუა სძლისპირი. მომიცუნა ჩუჱნ.
გარემოს დგანან, მონებრ ზეცისა წესნი და განკჳრუჱბულნი შიშით, ღირსად აქებენ შობასა შენსა, ქალწულო ყოვლად უბიწოო, რამეთუ შენ ხარ ქალწულ, პირუჱლ შობადმდე და ქდ შობისა:
განხორციელდა პირუჱლ უჴორცო იგი სიტყუა შენგან ყოვლად უბიწოო, ყოველთავე ნებსით შემოქმედი, მჴედრობისა უჴორცოთასა არა რაჲსაგან მომყუანებელი, ვითარცა ყოვლად ძლიერი:
მოიკლა მტერი, ცხოვრება შემოსილითა ნაყოფითა შენითა ღი҃უ-მიმადლებულო, და დათრგუნა ჯოჯოხეთი ყ҃დ საჩინოდ, და დაითრგუნა ჯოჯოხეთი ყოვლად საჩინოდ, და საკჳრუჱლთა შინანი განუთავისუფდით, რომლისა-თჳს ვჴმობ, დაჰხსნენ ვნებანი გულისა ჩემისანი:
აღსდეგ საფლავით მაცხოვარ, ვითარცა ღთ҃-ხარ დიდებით, და…
კონდაკი ჴმა ა. რაჟამს მოხვიდე.
აღსდეგ საფლავით მაცხოვარ, ვითარცა ღთ҃-ხარ დიდებით, და შენთანა აღადგინე ყოველი სოფელი, ვინაცა კაცთა ბუნებაჲ გიგალობს შენ ვითარცა ღთ҃-ხარ, რამეთუ სიკუდილი უჩინო-იქმნა, ხოლო ადამ განსცხრების მეუფეო, და ევა განჴსნილი საკრუჱლთაგან, იხარებს და ღაღადებს, შენ ხარ ქე҃ ღთ҃ი, რომელმან ყოველთა მოანიჭე აღდგომა უ҃ო დიდება შენდა:
მკუდრეთით აღდგომილსა ქე҃სა მესამესა დღესა, უგალობდეთ ვითარცა…
იკოსი:
მკუდრეთით აღდგომილსა ქე҃სა მესამესა დღესა, უგალობდეთ ვითარცა ყოვლად ძლიერსა, რამეთუ ბშენი ჯოჯოხეთისანი შეჰმუსრნა, და საუკუნითგანნი მკუდარნი საფლავისაგან აღადგინნა, და ჩუჱნ ცხოვრებაჲ მოგუანიჭა, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ეჳუჱნა მხოლოჲ ვითარცა სათნო იყო, და მიანიჭა მათ პირუჱლი სიხარული, და მოციქულთა ხარებად წარავლინნა მეუფემან ცხოვრების მომცემელმან, ვინაცა პატიოსანთა მათ დედათა, სასწაული ძლევისა მოწაფეთა მიუთხრეს, და აღდგომაჲ მჴსნელისა აჴარეს, ამისთჳსცა იგლოვს ჯოჯოხეთი, და გოდებს სიკუდილი, და იხარებს სოფელი, და და განსცხრების ყოველი დაბადებული, ქე҃ ღო҃ დიდება შენდა:
შენ ცეცხლად საცნაურად ღი҃ს-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი…
გალობა ზ. სძლისპირი.
შენ ცეცხლად საცნაურად ღი҃ს-მშობელო, გიცნობთ ყოველნი მორწმუნენი, ვითარცა რა სამნი ყრმანი, იჴსნნა უფროსად ამაღლებულმან ღთ҃მან, ჩუჱნ ყოველნი განგუათავისუფლნა, და მკლავითა მაღლითა აღმადგინნა, ქებულმან მამათა ჩუჱნთა, ღთ҃მან და მარადის კურთხეულმან:
შეეშინა ქუჱყანასა, მზემან დაიფარა ნათელი და ბნელ-იქმნა…
ტროპარნი.
შეეშინა ქუჱყანასა, მზემან დაიფარა ნათელი და ბნელ-იქმნა, ხოლო განიღო ტაძრისა კრეტსაბმელი, და კლდენი განსქდე, რამეთუ ჯუარსა ზედა დამოეკიდა მართალი, ქებული მამათა ღთ҃ი, და უფროსად დიდებული:
შენ იქმენ ვითარცა შეუწევნელი, და მოწყლული მკუდართა შორის ნებსით ჩუჱნთჳს, უფროსად ამაღლებულო, და ყოველნი განათავისუფლენ, და ჴელითა ყოვლად ძლიერითა შენთათა აღადგინენ, ქებულმან ღთ҃მან მამათამან, და უფროსად დიდებულმან:
გიხაროდენ წყაროო სამარადისოსა წყლისა ცხოველისაო, გიხაროდენ სამოთხისა…
ღი҃ს-მშობლისა
გიხაროდენ წყაროო სამარადისოსა წყლისა ცხოველისაო, გიხაროდენ სამოთხისა საშუჱბელო, გიხაროდენ ზღუდეო მორწმუნეთაო, გიხაროდენ უქორწინებელო, გიხაროდენ ყოვლისა სოფლისა სიხარულო, რომლისა მიერ აღმოგჳბრწყინდა ჩუჱნ ქებული, მამათა ღი҃, და ყოვლად დიდებული:
დაიწყევა ქუჱყანა, რაჟამს იღება აბელის სისხლითა, ჴელთა…
სხუა სძლისპირი. ყრმანი სარწმუნოებით.
დაიწყევა ქუჱყანა, რაჟამს იღება აბელის სისხლითა, ჴელთა მიერ ძმისა მისისათა, ხოლო დღეს რაჟამს დასწუთა სისხლი, გუჱრდისა შენისაგან სიტყუაო ღი҃საო, იკურთხა იგი აწდა უკუნისამდე:
იგლოვს კრებული იგი, ჰურიათა წინა-აღმდგომთა ღი҃სათა, კადნიერად სიკუდილისათჳს ქე҃ს ძისა ღი҃სა ჴორცითა, ხოლო წარმართთა ერი სიხარულით უგალობს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ღაღადებს ანგელოსი, ბრწყინუალე მენელსაცხებლეთა მიმართ, მოვედით და იხილენით თქუჱნ, სასაულნი აღდგომისანი, ტილონი და სუდარი და ესრეთ იტყოდეთ, მამათა ჩუჱნთა ღთ҃ო კურთხეულ-ხარ შენ:
შენ გიხილა, იაკობ წინასწარუჱ, კიბედ ზეცისა აღწევნულად…
სხუა სძლისპირი. ვითარცა რა სიონი.
შენ გიხილა, იაკობ წინასწარუჱ, კიბედ ზეცისა აღწევნულად, ხოლო აწ წიაღთა შენთა, ცათა მეუფე იხილუა და ქუჱყანასა ზედა იქცეოდა ვითარცა კაცი, რომელი არს დიდებულ მარადის, ღი҃ მამათა ჩუჱნთა:
გიხაროდენ უბიწოო, რამეთუ საშოდ შენდა გარდამოჴდა, მეორე ადამ და შენგან იშუა მწყემსი კეთილი, წყალობით შემკრებელი, ცხოვართა თჳსთა პირმეტყუჱლთა, რომელი არს, დიდებულ მარადის, ღთ҃ი მამათა ჩუჱნთა:
ახალი ადამ წმიდათა სისხლთა შენთაგან, პირუჱლ საუკუნეთა ღი҃ ჴორციელ იქმნა ჭეშმარიტად, რომელსაცა ევედრე აწ ჩემ დაძუჱლებულისა განახლებად, რათა ღაღად-ვჰყო ქებულო მამათა ღთ҃ო, უფროსად დიდებულ-ხარ:
საჴუმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა…
გალობა ჱ. სძლისპირი
საჴუმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქრო, განბრწყინდეს და იტყოდეს აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან ნებსით შეჰქმნენ ყოველნი, და პირუჱლ ქმნული…
ტროპარნი.
რომელმან ნებსით შეჰქმნენ ყოველნი, და პირუჱლ ქმნული აჩრდილად სიკუდილისა მიქცეული საუკუნესა ცხოვრებასა ღირს-ჰყავ, ვნებითა შენითა სიტყუაო ღი҃საო, შენ დაუცხრომელად ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა გიგალობთ, და უფროსად აღგამაღლებთ ყოველნი უკუნისამდე:
შენ დაჰჴსენ ქე҃ შემუსვრილებაჲ, და უბადრუკებაჲ მყოფთა მტკიცეთა ბჭეთა შორის ჯოჯოხეთისათა, და აღსდეგ საფლავით მესამესა დღესა შენ დაუცხრომელად ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა გიგალობთ, და უფროსად აღგამაღლებთ ყოველნი უკუნისამდე:
უთესლოდ ზესთა ბუნებისა, ელჳსაგან საღმთოსა, ჰშევ ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა
უთესლოდ ზესთა ბუნებისა, ელჳსაგან საღმთოსა, ჰშევ ქალწულო მარგარიტი მრავალსასყიდლისა ქე҃, რომელსა უღაღადებთ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
მოვედით მორწმუნენო თაყუანის-ვჰსემდეთ ადგილსა, რომელსა დადგეს ფერჴნი…
სხვა სძლისპირი. საჴუმილი შეცურეული.
მოვედით მორწმუნენო თაყუანის-ვჰსემდეთ ადგილსა, რომელსა დადგეს ფერჴნი უბიწონი ღი҃სანი, და ძელსა რომელსა განიპყრნა საღმრთონი ჴელნი ქე҃მან ცხოვრების-მომცემელმან, საცხოვრებელად კაცთა და ჩუჱნ ვღაღადებთ აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ემხილა დღეს უსჯულოება ჰურიათა, რომელნი იგი მაცთურით ხადოდეს, ქე҃სა ღთ҃სა ჩუჱნსა, რამეთუ აღდგა ძლიერებით, და არცხჳნა მან ჭეშმარიტად კადნიერებასა მათსა, ხოლო ჩუჱნ სიხარულით, ესრეთ ვღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სამთა ნათელთა ღი҃ს-ვმეტყუჱლებდეთ, რომელსა ერთ-უფლებით ადიდებენ სერაფიმნი ყოვლად წმიდანი, შიშით მონებრ სამ-გუამოვანსა ღუთაებასა, და მათ თანა ჩუჱნცა კეთილ-მსახურებით უგალობთ, აკურთხევდით ყოველნი ქმნულნი უ҃სა, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სასძლოსა ნათლით-შემოსილსა, რომლიისაგან მეუფე ყოველთა ქე҃, ვითარცა…
სხუა სძლისპირი. სახუმილსა რა.
სასძლოსა ნათლით-შემოსილსა, რომლიისაგან მეუფე ყოველთა ქე҃, ვითარცა რა სიძე გამოვიდა, უგალობდეთ და ჴმა-ვჰყოთ აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
გიხაროდენ დიდებულო საყდარო ღი҃საო, გიხაროდენ მორმუნეთა ზღუდეო, რომლისა მიერ ნათელი ბნელსა შინა მყოფთა აღმოუბრწყინდა ქე҃ჲ მნატრელთა შენთა, და მგალობელთა, ყოველნი საქმენი, უ҃ისანი უ҃სა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან ცხოვრებისა მიზეზი უ҃ი გჳშევ ჩუჱნ, ევედრე ყოველთათჳს ლმობიერად მჴმობელთა, ქალწულო ყოვლად საგალობელო, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უ҃ისანი უ҃სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
სახედ მუიცლად-ღებისა შენისა, უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი…
გალობა თ. სძლისპირი
სახედ მუიცლად-ღებისა შენისა, უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა, შეიწუჱბოდე და გევედრები დაშრიტე ღი҃ს-მშობელო, ალი ცოდუათა, რათა გადიდებდე:
ჵ ვ҃რ ერმან უშჯულომან და ურჩმან და…
ტროპარნი:
ჵ ვ҃რ ერმან უშჯულომან და ურჩმან და ბოროტის მზრახუჱლმან, ამპარტავანი და უღთოჲ განამართლეს, ხოლო მართალი ძელსა ზედა დასაჯეს უ҃ი დიდებისა, რომელსა ღირსად ვადიდებთ:
მაცხოვარო, კრავო უბიწოო, რომელმან სოფლისა ცოდუანი აღიხუჱნ, შენ უკუჱ მესამესა დღესა აღდგომილსა, მამისა თანა და სამღთოსა სულისა შენისა, უ҃სა დიდებისასა ღი҃ს-მეტყუჱლებულნი გადიდებთ:
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, რომელი მოიგე პატიოსნითა…
ღი҃ს-მშობლისა.
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, რომელი მოიგე პატიოსნითა სისხლითა შენითა და მტერთა ზედა ძლევაჲ მეფესა ჩუჱნსა მიჰმადლე, და ეკკლესიათა შენთა მოეც მშჳდობაჲ კაცთ-მოყუარეო ვედრებითა ღი҃ს-მშობელისათა:
ჯი҃ შენი, იდიდა ძალითა შენითა, უძლეველითა ქე҃…
სხუა სძლისპირი. საიდუმლო უცხო.
ჯი҃ შენი, იდიდა ძალითა შენითა, უძლეველითა ქე҃, და უძლურება შენი გამოჩნდა, უზესთაეს ძლიერებისა, რომლითა ძლიერნი მოუძლურდეს, და უძლურთა შეიმოსეს ძალი შენ მიერ:
მოკუდა ძალი, სიკუდილისა უსახურისა, რამეთუ აღდგა მკუდრეთით ქე҃ მაცხოვარი, გამოუჩნდა მყოფთა ჯოჯოხეთისათა, და მიმადლა მათ აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ, ამისთჳს ვითარცა ღთ҃სა ადიდებენ მას:
დაუსაბამო და უსაზღვრო ბუნება, იცნობის სამთა შინა თჳთებათა ღთ҃-მთავართა გუამთა, ერთი იგი ღუთაებაჲ, მამასა შინა და ძესა და სულსა, რომელსა ზედა ღი҃ვ-განბრძნობილი, მეფე მსასოებელი ცხონდების:
ძირთაგან საწინასწარ-მეტყუჱლოთა, დავითისთა აღმოსცენდი ქალწულო, არამედ ჭეშმარიტად…
სხუა სძლისპირი. სახედ მუცლად-ღებისა.
ძირთაგან საწინასწარ-მეტყუჱლოთა, დავითისთა აღმოსცენდი ქალწულო, არამედ ჭეშმარიტად დავითცა შენუჱ ადიდე, ჰშევ რა ქე҃ მის მიერ მოსწავებული ამისთჳს ღი҃ს-მშობელო, დაუდუმებელად გადიდებთ:
ყოველნი სჯულნი შესხმათანი, იძლევიან დიდებისაგან შენისა წო҃, დიდებულო ღი҃ს-მშობელო, მიიღე ჩუჱნ უღირსთაგან უძლური გალობა, და გვიოტენ რომელნი მარადის გადიდებთ:
ეჰა უფროს გონებისა საკჳრუჱლებათა შენთა, რამეთუ ქალწულმან მხოლომან უფროს მზისა, ყოველთა მიეც გულის-ჴმისყოფად, უახლესი საკჳრუჱლბაჲ ყოვლად წმიდაო, მიუწთომელისა შობისა შენისა, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ შენ:
უგალობთ შენსა ქე҃, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ…
განმანათლებელი, ცისკრისა აქებდითსა ზედა დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა ა.
უგალობთ შენსა ქე҃, ცხოველს-მყოფელსა ვნებასა, და ვადიდებთ შენსა აღდგომასა:
რომელმან ჯუარცმაჲ დაითმინე, და სიკუდილი მოაკუდინე, და აღსდეგ მკუდრეთით, მშჳდობა ჰყავ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა უ҃ო, ვითარცა მხოლო ყოვლად ძლიერ-ხარ:
რომელმან ჯოჯოხეთი წარმოსტყუჱნე და კაცებაჲ აღადგინე, აღდგომითა შენითა ქე҃, ღირს-მყუჱნ ჩუჱნ გულითა წმიდითა, გალობად და დიდებად შენდა:
ღი҃ვ-შუჱნიერისა სიმდაბლისა შენისა მადიდებელნი გიგალობთ ქე҃, რომელი იშევ ქალწულისაგან, და განუშორებელ-იყავ მამისაგან, ივნე ვითარცა კაცმან, და ნებსით თჳსით ჯუარცმაჲ დაითმინე, აღსდეგ საფლავით ვითარცა სასძლოთ გამოსრული, რათა აცხოვნო სოფელი, უ҃ო დიდება შენდა:
რაჟამს დაემსჭუალე ძელსა ჯუარისასა მაშინ მოაკუდინე ძალი…
სხუანი დასდებელნი, აღმოსავლური. ჴმა იგივე.
რაჟამს დაემსჭუალე ძელსა ჯუარისასა მაშინ მოაკუდინე ძალი ეშმაკისა, დაბადებულნი შეძრწუნდეს ზარისაგან შენისა, და ჯოჯოხეთი იავარ-იქმნა სიმტკიცითა შენითა, მკუდარნი საფლავთაგან აღადგინენ, და ავაზაკსა სამოთხჱ განუღე ქე҃, ღო҃ დიდება შენდა:
მტირალნი მოსწრაფებით საფლავსა შენსა მოიწივნეს, პატიოსანნი დედანი, და ჰპოვეს საფლავი განღებული, ხოლო ისწავეს ანგელოსისა უფროსად დიდებული საკჳრუჱლი, და უქადაგეს მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უ҃ი, და მოანიჭა სოფელსა დიდი-წყალობაჲ:
ვნებათა შენთა საღმრთოთა წყლულებასა, თაყუანის-ვჰსცემთ ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, და სიონს შინა საუფლოსა სერობასა, დასასრულსა საუკუნეთასა, ღი҃ვ-გამოჩინებით აღსრულებულსა, რამეთუ ბნელსა შინა მძინარენი ვითარცა მზემან სიმართლისამან განანათლენ, და ბრწყინუალედ დაუღამებელად წარუძეღუ, უ҃ო დიდება შენდა:
შფოთის-მოყუარემან ნათესავმან ჰურიათამან ყურად-იღეთ, სადა არიან, რომელნი მოვიდეს პილატესსა თქუჱდ მცუჱლთა მჴედართა, სადა არიან ბეჭედნი საფლავისანი, სადა მიიცუალა დაფლული იგი, სადა განივაჭრა განუსყიდელი იგი, ვითარ წარიპარა საუნჯე იგი დიდ ძალი, რასა ჰსწამებთ ცილსა აღდგომისათჳს, აღდგა მკუდართა თანა თავის-უ҃ი და მოანიჭა დოფელსა დიდი-წყალობაჲ:
საჭმლისა მიერ გამოცადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
დიდება, გერი ცისკრის სახარებისა და აწდა, უმეტესად კურთხეულ-ხარ შენ. დოქსოლოღია დიდი, (რლ҃-არს დიდების მეტყუჱლებაჲ, ესე იგი დიდება მაღალთა შინა ღთ҃სა) და განტევებაჲ. ლიტურღიასა ზედა სამხრად მომიხსენენი. ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოცადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯუარისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰხმობდა მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
თაყუანის-ვჰსცემ ვნებათა შენთა და დიდების-ვმეტყუჱლებ აღდგომასა, ადამის თანა და ავაზაკისა, ჴმითა ბრწყინუალითა გიჴმობ შენ, მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
ჯუარსეცუ უცოდუჱლო, და საფლავსა დაიდევ ნებსით, არამედ აღსდეგ ვითარცა ღი҃, და შენ თანა აღადგინე ადამი, რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
ტაძრისა ჴორცთა შენთასა, სამ-დღე დაფლულისა აღმადგინებელმან, ადამის თანა, აღადგინენ ადამისგანნი ქე҃ ღო҃, მღაღადებელნი მომიჴსენე ჩუჱნ, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
მენელსაცხებლენი ფრიად მსთუად მოვიდეს მტირალნი, საფლავსა შენსა ზედა ქე҃ ღო҃, და ჰპოვეს ანგელოსი სპეტაკითა სამოსლითა მჯდომარჱ, რომელი უღაღადებდა რასა ეძიებთ, აღდგა ქე҃ჲ, ნუღარა ჰგოდებთ:
მოციქულთა შენთა უ҃ო, უბრძანე რა მთასა ზედა ხილუა შენი პირველ, მოვიდეს და გიხილეს, და თაყუანის-გცეს შენ მაცხოვარ, და წარავლინენ იგინი წარმართთა შორის, ქადაგებად და ნათლის-ღებისა მინიჭებად:
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა…
დიდება.
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა ვადიდებდეთ, ხოლო სულსა წმიდასა ყოველნი შევასხმიდეთ, და უღაღადებდეთ, მომიჴსენენ სამებაო ღო҃ ჩუჱნო, სარწმუნოებით თაყუანის-მცემელნი შენნი, წყალობით სასუფეველსა შენსა:
დედასა შენსა, მეოხად მიგიპყრობს ერი შენი ქე҃…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დედასა შენსა, მეოხად მიგიპყრობს ერი შენი ქე҃, ვედრებითა მისითა, წყალობაჲ შენი მოგუჱც ჩუჱნ სახიერ, რათა გადიდებდეთ შენ საფლავით აღმობრწყინუჱბულსა ჩუჱნდა:
რომელმან წინა-საუკუნეთა, სიტყუაჲ ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ღთ҃ისა…
გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა
რომელმან წინა-საუკუნეთა, სიტყუაჲ ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ღთ҃ისა დედაო, სიტყჳთ გალობა, შენი შეუძლებელ არს, არამედ შეიწირე, უნდო ესე და კნინი ვედრება, და გჳჴსნენ ვნებათაგან:
განშიშულებულთა საფარუჱლო და მცუჱლო, იხილე სიმძიმე ესე ურუათა ჩუჱნთა, და შეგჳწყალენ, და გჳჴსნენ განწირულნი, და სასოწარკუჱთილნი, რამეთუ შენ ხარ დამჴსნელი ჭირთა, და მხიარულ-მყოფელი:
უ҃სხეულოთა, წესთა ერის-მთავარნი, ჰძრწიან მიხედუად დიდებისა შენისა, რამეთუ ღთ҃ისა მამისა თანა-სწორი, სიტყუაჲ დაუსაბამო, მკლავითა მოგჰყავს ღთ҃ისა დედაო, მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა:
განბრწყინდა ელუაჲ, მადლთა შენთა ქალწულო, და ყოველი…
ნ ი.
განბრწყინდა ელუაჲ, მადლთა შენთა ქალწულო, და ყოველი ბნელი ცოდუათა განაბნია, და ურუათა და ჭირთა ნისლი განსდევნა, ყოვლისა სოფლისაგან, და აწცა დაჰჴსნენ მწუხარებანი, მგალობელთა შენთანი:
დედობრივითა, ვედრებითა შენითა, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა…
გალობა, გ. სძლისპირი. ღო҃ მოხედენ მონათა
დედობრივითა, ვედრებითა შენითა, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული, და სამღთო საფარუჱლი ქრისტიანეთა, და ზღუდე მტკიცე, ყოველთა განწირულთა:
გალობაჲ ჩუჱნი, შეიწირე წყალობით, და ყოველი აღძრუაჲ მტერთა უკეთურთა, და გმობა მათი რომლითა გუჱწყუჱბიან, შენთა მადიდებელთა, სახედ მტუჱრისა, დააწულილე და განაბნიენ ქალწულო:
ღი҃ს-მეტყუჱლებით, პირუჱლივე მოასწავეს, ყოვლად უბიწოჲ შობა შენი ღი҃ს-მეტყუჱლთა, და ჰქადაგეს ქალწულად დადგრომაჲ შენი, რომლისა მიერ დაჰჴსნენ მწუხარებანი და სალმობანნი ჩუჱნნი ღთ҃ისა დედაო:
დედად ქე҃სა, და მაყულად შეუწუჱლად, და ტაძრად წმიდად და საცნაურად სასანთლედ, და კუჱრთხად და ტაბლად გქადაგეს ღი҃ს-მეტყუჱლთა, რომლისაგან განჰკაცნა მზრდელი სოფლისა. ქალწულო ღირსო ქე҃ს დამბადებელო:
რომელთა შორის არს მეტყუჱლება ბრძენთა და სიტყჳთა სამღთოთა ძალუც შემკობაჲ შენი, დედად ღი҃სად გქადაგებენ დედოფალო, ყოვლითურთ შუჱნიერად, ყოვლად უბიწოო, და ღთ҃ისა მიმართ მეოხად მოგიგებენ:
განდევნე ძილი, მედგრობისა ჩემისა, ძლიერითა მით შეწევნითა…
გალობა დ. სძლისპირი. პირუჱლ აუწყა.
განდევნე ძილი, მედგრობისა ჩემისა, ძლიერითა მით შეწევნითა შენითა, რამეთუ მტერმან ბოროტმან დამიბნელნა, თუალნი გულისა ჩემისანი ქალწულო, და ბრწყინუალებაჲ სამღთოჲ მომმადლე სძალო:
ექმენ მაცხოვარ, ყოველთა ჭირუჱულთა, და დაიფარენ ბრძოლისაგან მტერთასა, რამეთუ აჰა ესერა ცოდუათაგან, მსგავსად ღელუათა, სასტიკთა ვიგუჱმებით, გჳჴსნენ მონანი შენნი ღთ҃ისა დედაო:
ვითარცა ძღუჱნი, მიიღე შესხმაჲ ჩუჱნი, და შეჰფქუჱნ მშჳლდნი აგარის ნაშობთანი, რამეთუ შენდამი დაგჳცს სასოებაჲ, ჩუჱნი ყოველი, შემდგომად ღთ҃ისა სძალო, და დასცენ მტერნი, უხილავნი ქალწულო:
უ҃სძლოო სძალო, ვითარ ჰშობ ქალწული უმამოსა, ანუ ვითარ უდედოდ შობილი მამისაგან, შენგან უმამოდ, განკაცნა, ქალწულისაგან, რათა განამღთოს ბუნება კაცობრივი:
ჵ საკჳრუჱლი, საიდუმლოჲ ქალწულო, რამეთუ შენგან იშუა…
გალობა ე. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
ჵ საკჳრუჱლი, საიდუმლოჲ ქალწულო, რამეთუ შენგან იშუა დამბადებელი, და უხილავი იხილუა კაცთა შორის, რათა აღმართოს ბუნებაჲ დაცემული, და შენ კუალად დაგიცუას ქალწულად წმიდად:
სასოებისა, წარკუჱთად მიწევნულნი გჳჴსნენ ქალწულო ქუჱსკნელით ჯოჯოხეთით, რამეთუ შენ ხარ სიმაღლე განწირულთა, და ზღუდე მტკიცე, და გოდოლი მფარუჱლი ჩუჱნი, და მჴსნელი კერპთა მონებისაგან:
ღელუა გუჱმულნი, ყოველთა ცოდუათაგან, ცად აღწევნულად მთად ნათლისად მოგიგებთ შენ, და დაუნთქმელად განულით სოფლისა, ზღუასა, და სამნაკეცთა ღელუათა თანა წარულით, სძალო კურთხეულო ოხითა შენითა:
აწოებდ სძესა, ცათა დამბადებელსა რომლიითა მწარე იგი…
გალობა ვ. სძლისპირი. შთაჴდა იონაჲ.
აწოებდ სძესა, ცათა დამბადებელსა რომლიითა მწარე იგი გემოჲ დაატკბე, ცოდჳსა მიერ მშობელი სიკუდილისა, ჩემნიცა ესე ცოდუათა სიმწარენი, მოსპენ ქალწულო, სინანულისა მიერ:
ჭეშმარიტებით იქმენ, მაცხოვარ კაცთა, დამჴსნელ ბოროტთა და ნუგეშინის-მცემელ, მეცა მაცხოვნე ცოდუათაგან მომკუდარი, და ჴელ-ბორკილნი ვნებათა მათ ჩემთანი, განხეთქენ ღთ҃ისა დედაო უბიწოო:
გულის სიტყუათა, ღელუა შემაშფოთებს მე, და შთამნთქამს სიღრმედ ცოდუათა უჯეროთა, ჵ ნავთ სადგურო, მყუდროო სახიერო, არმური მწარე ბრალთა ჩემთა დააცხრუჱ, ღი҃სა დედაო და მიჴსენ დანთქმისაგან:
ევას წყევისა, პატიჟნი დაჰჴსნენ სძალო, ქე҃ს შობითა, და ადამ აღადგინე, ჩემნიცა ესე ცოდუანი უჩინო-ჰყუჱნ, და მექმენ თავს-მდებ შენდობისა უშძლოო, რამეთუ შენ ხარ ტკბილი შუამდგომელი:
ჵ დედოფალო, მუცლად-იღე რა ღი҃, შუჱნიერება იგი…
გალობა ზ. სძლისპირი. სიყუარულითა.
ჵ დედოფალო, მუცლად-იღე რა ღი҃, შუჱნიერება იგი, პირუჱლისა ხატისა განაახლე, და კუალად დიდებულ-ჰყავ, შეურაცხ-ქმნილი ბუნებაჲ, შობითა უ҃სათა, დაბნელებული განანათლე:
სძალო წმიდაო, თჳნიერ ბუნებათა, წესთა გჳშევ მეუფე, და ქალწულებაჲ წმიდაჲ დაიმარჴე, ეჰა საკჳრუჱლება, ჩჳლსა აწოებდ ქალწული, უმამოდ ჴორც-შესხმულსა, ჵ ნიჭი სამღთოჲ გამოუთქმელი:
ძისა შენისა, მიმართ კადნიერება გაქუს ვითარცა დედასა, ნუ დაგჳვიწყებ, მონათა შენთა, ქალწულო უბიწოო, ყოვლით კერძოვე მოცულთა ჭირთა მიერ მრავალთა, და გჳჴსნენ მტერთა ბოროტთაგან:
მექმენ მდინარე, წარმღუნელ სულისა ბრალთა, ყოვლად წმიდაო…
გალობა ჱ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
მექმენ მდინარე, წარმღუნელ სულისა ბრალთა, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო რომლითა იგი ბიწიან-მყო მაცთურმან, რომელმან გჳშევ მკურნალი განწირულთა, და მოატყუ კაცთა, ცხოვრება საუკუნო:
ბუნება ჩემი ყოვლითურთ უჴმარ-ქმნილი, შეიმოსა რა ქე҃მან უცოდუჱლად შენგან უსძლოო ყოვლითურთ განაახლა, რომელსა იგი ევედრე ვითარ დედა, და ყოველთავე საძნაურთაგან მიჴსენ:
ქრისტიანეთა სასოო ღი҃ს-მშობელო, მოტყინარითა გულითა გევედრებით, და წყლულებასა მას ვნებათა მათ ჩუჱნთასა, განუაშიშულებთ წინაშე და ვითხოვთ, მოტევებასა ნუ უგულებელს-მყოფ ჩუჱნ:
გუჱქმენ ქალწულო, ბრწყინუალება და ნათელ, რომელთა ესე წყუდიადისა მიზეზმან, მოგუფინა მწარე სიბნელე სულიერი, რამეთუ შენ ხარ მნათობთა უნათლესი, და ქე҃ს ღი҃სა, დედაჲ ყოვლად უბიწოჲ:
ღირსად გალობა, შენი შეძლებულ-არს, უსხეულოთა მიერ და…
გალობა თ. სძლისპირი. ჯერ-არს დუმილი.
ღირსად გალობა, შენი შეძლებულ-არს, უსხეულოთა მიერ და ხორციეთა, და შესხმისა წილ დუმილი მიითუალე, ვინათგან ნება სიტყჳსა უმაღლეს-არს, ღი҃სა დედაო, და მოგუჱც მადლი შენი:
აღბორგებულნი, ენანი უწესონი, მსგავსად ისართა გუჱსურიან ჩუჱნ სიტყუათა, ესენი მჴსნელო ოჴერ-ჰყუჱნ და ამაოჲ, და ნაკუჱრჩხალთა მიერ უშრეტთა დაჰსწუჱნ მეოხებითა დედისა შენისათა:
მძლედ ბარბაროზთა და მტერთა უხილავთა, მოგიგებს ერი შენი ღი҃სა დედაო, რომელნი ძრწოლით ადიდებენ ქე҃სა, ექმენ მათ შემწე უბრძოლუჱლ უბიწოო, და საძნაურთა ყოველთაგან იჴსნენ:
ჵ მორწმუნეთა ცხოვრბაო მაღალო, ჵ მომცემელო უოხჭნოთა ნიჭთაო, გალობა ესე ვინ შენ მიერ მოცემული, უღირსთა ამათ ბაგეთაგან მითუალე, და ჴსნაჲ ბრალთაგან მომმადლე დედოფალო: