მოქცევსა შინა შეცოდებათასა დანთქმული, და სიღრმესაშინა დაცემითსა…
მწუხრად, დასდებელნი სამეუფონი სინანულისანი. ჴმა ა. ზეცისა განწესებულთა.
მოქცევსა შინა შეცოდებათასა დანთქმული, და სიღრმესაშინა დაცემითსა ცოდჳსასა, ყოვლითურთ შეპყრობილი, გიღაღადებ შენ მეუფეო ყოვლად სახიერო, სიბოროტეთაგან და მტერთა პირად პირადთა მიჴსენ მე, და ცეცხლისაგან დაუშრეტელისა:
რომელი ესე შთავრდომილ-ვარ განწირულებასა შინა, ცოდჳთა ბოროტთა გულის-სიტყუათათა აღუსებული, დავსდებ შენ ზედა სასოებასა ჩემსა სიტყუაო ღი҃საო ცოდჳლი ესე, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა მსწრაფლ მიჴსენ მე:
რომელი ჰსწყალობ ყოველსა ქმნულსა შენსა შემოქმედო, კაცთ-მოყუარებისათჳს და გამოუთქმელისა სიმდაბლისა შენისა, აღმხმელო ცოდუათა სოფლისათაო სიტყუაო ღი҃საო, ვითარცა სახიერმან აღიხუჱნ ჩემიცა სიმძიმე ცოდუათა, და ტჳრთისაგან საკრუჱლთასა განმათავისუფლე მე:
წინასწარ-მეტყუჱლო საკჳრუჱლო ქე҃ს ნათლის-მცემელო და წინა-მორბედო, უადგილოდ…
სხუანი დასდებელნი, წინა-მორბედისანი. ჴმა ა. ყემდგომად ქებულნო მოწამენო.
წინასწარ-მეტყუჱლო საკჳრუჱლო ქე҃ს ნათლის-მცემელო და წინა-მორბედო, უადგილოდ განჴმელსაგან გულისა ჩემისა, მარადის ცრემთა მდინარენი ადინენ განფენად მეოხებითა შენითა, რათა შენ მიერ ცხონებული მრავალსალმობიერი ესე ვადიდებდე მადიდებელსა შენსა:
წინასწარ-მეტყუჱლო ნეტარო, ყოველსა სასოებასა ჩემსა, და ცხობრებასა მოსალოდებელისა ჩემისასა დავსდებ შენდამი, რომელმან ნათელეც იესოს აღმხმელსა მას სოფლისა ცოდუათა უფსკრულისასა, მას უკუჱ ევედრე იოანე გევედრები შენ, გულისა ჩემისა განწმედად, და ცოვრება ჩუჱნდა:
ქადაგო მადლისაო ბრძენო, რომელმან ყოველთა წარმართთა სინანული აუწყე, ყოვლად უბადრუკი და დამბრმალი სული ჩემი, სამღთოო წინა-მორბედო დადგრომად სინანულსა შინა სათნო-იყავ, და ნებასა უ҃ისასა ყოვლადუჱ ყოფად, რათა სარწმუნოებთ და სიყუარულით გადიდებდე შენ:
ნათლისა მიმართ მამისაგან აღმობრწყინუჱბულისა, შენ მხოლო წინამძღვრად…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
ნათლისა მიმართ მამისაგან აღმობრწყინუჱბულისა, შენ მხოლო წინამძღვრად სახელ-იდები შეუგინებელო, ამისთჳს გიღაღადებ შენ, დაბნელებული სული ჩემი ვნებათა მიერ, ნათლითა კეთილთა საქმეთათა განანათლე, და საყოფელთა შინა ბრწყინუალეთა დააწესე, დღესა შინა სასჯელისასა უბიწოო:
წარდგომა.
უჳ҃სა შეესემინ ჩემი, ღაღადებასა ჩემსა მისსა მიმართ.
მუხლი.
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღთ҃სა სიმართლისა ჩემისასა.
რამეთუ უფსკრულ მრავალარიან ცოდუანი ჩემნი მაცხოვარ, და…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი სინანულისანი. ჴმა ა.
რამეთუ უფსკრულ მრავალარიან ცოდუანი ჩემნი მაცხოვარ, და მძჳნუარედ დანთქმულ-ვარ უსჯულოებათა შინა ჩემთა, მოჰყავ ჴელი შეწევნისა და მაცხოვნე მე, ვითარცა პეტრჱ ღო҃ და შემიწყალე მე:
რამეთუ განზრახჳთა ბოროტითა, და საქმითა უჯეროთა დასჯილ-ვარ…
მუხლი: შენდამი აღჳხილენ.
რამეთუ განზრახჳთა ბოროტითა, და საქმითა უჯეროთა დასჯილ-ვარ მე მაცხოვარ, გულისსატყუაჲ მომმადლე მე მოქცევისა უ҃ო, რათა ვჴმობდე მაცხოვნე, ქუჱლის-მოქმედ მაცხოვარ და შემწყალე მე:
სტადიონსა შინა აღსარებამან წმიდანო, ეშმაკსა ძალნი შეაძრწუნნა…
მოწამეთა: მუჴლი: მიწყალენ ჩუჱნ უ҃ო.
სტადიონსა შინა აღსარებამან წმიდანო, ეშმაკსა ძალნი შეაძრწუნნა, და ცთომისაგან კაცნი გამოიჴსნნა, ვინაცა თავნი რა წარგეკუჱთებოდეს ღაღადებდით, იყავნ უ҃ო მსხუჱრპლი ესე სულთა ჩუჱნთა შეწირულ წინაშე შენსა, რამეთუ შენითა სურჳლითა შეურაცხ-ვჰყავთ, საწუთო ესე ცხოვრებაჲ, კათ-მოყუარე:
ცოდჳლთა ვედრებაჲ შეიწირე ღი҃ს-მშობელო, და მწუხარეთა სულთქმასა…
დიდება, აწდა.
ცოდჳლთა ვედრებაჲ შეიწირე ღი҃ს-მშობელო, და მწუხარეთა სულთქმასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ევედრე ტჳრთულსა წმიდათა წიაღთა შენთა, ცხოვრებად ჩუჱნდა უბიწო ქალწულო.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი…
სამშაბათსა ცისკრად, შემდგომა ა. სტიხოოღიისა, წარდგომანი სინანულისანი. ჴმა ა.
უსჯულოებათა შინა მიდგომილი, და ცოდუათა შინა განფრდილი, უძღები ესე ქე҃, ვერ ვიკადრებ აღხილუად სიმაღლესა ცისასა, არამედ სასოებითა კაცთ-მოყუარებისა შენისათა ვღაღადებ. ღო҃ მილხინე ცოდჳლსა ამას და შემიწყალე მე:
უკეთუ მართალი ძლით ცხოვნდეს, მე სადა გამოვსჩნდე…
უ҃ო ნუ გულისწრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხჳთა შენითა მჰსწავლი მე.
უკეთუ მართალი ძლით ცხოვნდეს, მე სადა გამოვსჩნდე ცოდჳლი ესე, რომელმან სიმძიმე და სიცხე დღისა არა ვიტჳრთე, არამედ მეათერთმეტისა მის ჟამისა თანა, შემრაცხე სახიერო და მაცხოვნე მე:
რომელთა ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგჳგიეს მორწმუნენო ღი҃ს-მშობელი მარიამ…
დიდება. აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელთა ზღუდედ უბრძოლუჱლად მოგჳგიეს მორწმუნენო ღი҃ს-მშობელი მარიამ, მოვედით თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას, რამეთუ აქუს მას კადნიერებაჲ მისგან შობილისა მიმართ, და მეოხ-არს და აცხოვნებს რისხჳსაგან და სიკუდილისა სულთა ჩუჱნთა:
წიაღნი მამულნი განმიხუჱნ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით…
შემდგმად ბ. სტიხოლოღიისა, წარდგომანი. ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
წიაღნი მამულნი განმიხუჱნ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარუაგე ცხორებაჲ ჩემი, სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ, კაცთ-მოყუარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას ნუ უგულებელს-ჰყოფ სულსა ჩემსა, რამეთუ შენ უ҃ო სინანულით გიღაღადებ, ვჰცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა:
საყდარი შენი საშინელ-არს, და მსჯავრი შენი სამართალ…
მიწყალე მე უ҃ო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკკურნე მე.
საყდარი შენი საშინელ-არს, და მსჯავრი შენი სამართალ, და საქმენი ჩემნი უკეთურ, არამედ ჵ მრავალ-მოწყალეო, მსწრაფლ მეწიე და მაცხოვნე მე და ტანჯუათაგან განმარინე, და მიჴსენ მეუფეო ნაწილისა მისგან თიკანთასა, და ცხოვართა შენთა სამწყსოსა თანა აღმრაცხე, მაცხვარო ჩემო მრავალ-მოწყალე:
დაუტევე ჵ სულო ძილი მცონარებისა და აღანთე…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
დაუტევე ჵ სულო ძილი მცონარებისა და აღანთე ბრწყინუალჱ ლამპარი სინანულისა, და განუჱდ მსწრაფლ მოხარული გზასა ზედა, მიგებებად უკუდავისა სიძისა მეტყუჱლი, შემიწყნარე და ნუ განმაგდებ მე სიტყუაო ღი҃საო, მეოხებითა მშობელისა შენისათა:
რომელმან ნაკადულთა შინა იორდანისათა ნათელეც იოანე, მლხინებელსა…
შემდგომად გ სტიხოოგიისა, წადგომანი. ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
რომელმან ნაკადულთა შინა იორდანისათა ნათელეც იოანე, მლხინებელსა ყოვლისა სოფლისასა, მე დანთქმული მრავლითა შეცოდებითა აღმადგინე, და განმბანე ყოვლისაგან შეგინებისა, და ევედრე მარადის კაცთ-მოყუარესა, ვითარცა შუამდგომელი კეთილად შეწყნარებელი:
ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და…
დიდება შენდა, ღთ҃ო ჩუჱნო, დიდება შენდა. მსგავსი. რაჟამს ლოდი იგი. მოწამეთა.
ვითარცა კეთილთა მჴედართა, ერთ-გონიერებით გრწმენათ წმიდანო, და მძლავრთა შინებისაგან არა შესძრწუნდით, არამედ წადიერებით მოუჴედით ქე҃სა, და აღიღეთ პატიოსანი ჯუარი მისი, და სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუჱნი, და ძლევაჲ ზეცით შეიწყნარეთ, დიდება განმაძლიერებელსა თქუჱნსა, დიდება გჳრგჳოსან-მყოფელსა თქუჱნსა, დიდება, რომელი იქმს თქუჱნ მიერ ყოველთა ზედა კურნებასა:
სიხარულისაგან დედისა კრთებოდა იოანჱ მუცელსა შინა შენსა…
დიდება, აწდა. მჴედარნი რომელნი.
სიხარულისაგან დედისა კრთებოდა იოანჱ მუცელსა შინა შენსა ყუანებული, იცნა რა ღი҃ ყოვლად უბიწოო მადლითა სამღთოთა, და სარწმუნოებითა სულიერითა ამბორს-უყო, ამის-თჳს გევედრები შენ ყოვლად წმიდაო ქალწულო, ევედრე წინა-მორბედისა თანა განჴორციელებულსა შენ შორს ღი҃სა სიტყუასა, ცხოვრებად მონათა შენთა:
შჱწირე ჵ ქე҃ ვედრებაჲ სიტყუათა ჩუჱნთა
კანონი სნანულისა, რომლისა კიდურ წერილობაჲ.
შჱწირე ჵ ქე҃ ვედრებაჲ სიტყუათა ჩუჱნთა:
მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა…
იოსებ. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი.
მარჯუჱნა შენი უძლეველი, ღი҃ვ-შუჱნიერი ღირსად საგალობელ-არს, რომლითა შენ უკუდაო ძლირებით აოტენ მტერნი იგი, და ისრაილთათჳს განუმზადე გზა ზღუასა მეწამულსა:
ბოროტთა მათ ვნებათაგან დამონებული, შეგივრდები შენ უ҃ო, განმათავისუფლე და მომმადლე მოტევებაჲ ცოდუათა, რათა ვადიდებდე სახიერებასა შენსა მადლობით:
მახჳლითა ცოდჳსათა მოვიწყალ მე, და მოვჰკუჱდ უბადრუკი ესე, და მპოვა დაცემული მტერმან ჩემმან და იხარებს ჩემ ზედა, რლ҃მან აღადგინენ მკუდარნი, განმაცხოველე და მაცხოვნე მე:
მწყობრი ღუაწლით-შემოსილთა, მოწამეთა ღირსად იდიდა, რომელთა იგი…
მოწამეთა.
მწყობრი ღუაწლით-შემოსილთა, მოწამეთა ღირსად იდიდა, რომელთა იგი ასოთა თჳსთა მიერ ადიდეს ღი҃ განკაცებული, რომელმან ვნებითა იჴსნა სოფელი ხრწნილებისაგან:
გოდოლნი და შემწენი მართლმადიდებლობისანი, დიდებულნი მარტჳლნი, ბრძოლათაგან მტერისათა ყოვლადუჱ არა შეირყინნეს მჴნენი, მათითა ოხითა, შეუძრუჱლად დაგჳცუჱნ ქე҃ ღო҃:
ვითარცა საყდარმან ცეცხლისფერმან იტჳრთე შემოქმედი, და ვითარცა…
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა საყდარმან ცეცხლისფერმან იტჳრთე შემოქმედი, და ვითარცა სულიერმან სასძლომან და პალატმან შეიწყნარე მეუფჱ, რომელი მსგავს ჩუჱნდა იქმნა უქცეველად, ღი҃სა დედაო:
ჴმაჲ ისმინე შენდამი მგალობელთა ნეტარო
სხუა კანონი წინა-მორბედისა. რომლისა კიდურ-წერილობაჲ.
ჴმაჲ ისმინე შენდამი მგალობელთა ნეტარო.
ჴმა ექმენ შენ სიტყუასა, ღი҃სასა წინა-მორბედო და…
იოსებ. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. მხილუჱლი ღი҃სა მოსე.
ჴმა ექმენ შენ სიტყუასა, ღი҃სასა წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო, ამის-თჳსცა გევედრებით, შეიწირე ჴმაჲ ვედრებათა ჩუჱნთა, და შენდობაჲ ცოდუათა გჳთხოვე:
ვითარცა მზჱ ბრწყინუალჱ, განანათლებ გულსა მორწმუნეთასა ნეტარო, და სულთა უკეთურთა იოტებ, ამისთჳს გევედრები, დაბნელებული ესე განმანათლე:
ცხოვრებისა ჩუჱნისა, მოსლუაჲ ახარე მკუდართა დიდო წინა-მორბედო, და აწცა ვნებანი მომაკუდინებელნი ჩემნი მოაკუდინენ, და მყავ მე, ზიარ საღთოსა მის ნეტარებისა:
რომელმან ჟამიერად, უჟამო ღი҃ ჰშევ ჴორცითა დედოფალო…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან ჟამიერად, უჟამო ღი҃ ჰშევ ჴორცითა დედოფალო, დაძველებულნი ვნებანი, სულისა ჩემისანი განჰკურნენ, წამლითა მით წყალობათა შენთათა:
შენ მხოლოო, რომელმან უწყი უძლურებაჲ კაცთა ბუნებისა…
გალობა გ. სძლისპირი.
შენ მხოლოო, რომელმან უწყი უძლურებაჲ კაცთა ბუნებისა, და წყალობით შეიმოსე, შენ შემმოსე მე ძალი მაღლით გარდამო, რათა ჴმა-ვჰყო წმიდა-არს ტაძარი სულიერი, სადიდებელი შენი კაცთ-მოყუარე:
იხილე უძლურებაჲ ჩემი, რომელი შეიმოსე, იხილე უშუჱრებაჲ და გარყუნილებაჲ სულისა ჩემისა მრავალ-მოწყალე, და ისმინე ჴმა ჩემი და უშუჱრებაჲ მისი, შესცუალე შუჱნიერებად ბრწყინუალედ:
მაცხოვნე მე უძღები ესე, მაცხოვნე გარდამავალი სჯულისა, შენისა ქე҃ მაცხოვარ, და ყოველთა ცოდუათა თანა-მდები, და გულის-სიტყუათაგან ბოროტთა წარტყუჱნილი, და მომაქციე სინანულად მჴსნელო:
უჴორცოთა წესნი განჰკჳრდეს, სიმჴნისა თქუჱნისათჳს წმიდანო მოწამენო…
მოწამეთა:
უჴორცოთა წესნი განჰკჳრდეს, სიმჴნისა თქუჱნისათჳს წმიდანო მოწამენო, რაჟამს იხილნეს, გუნდნი ეშმაკთანი დაცემულნი, დაცემითა თქუჱნითა და ჴორცთა წყლულებითა ასპარეზსა შინა წამებისასა:
წყლულებათა საწერტელითა, აღყუავებულნი და სისხლთა ნაწუჱთითა შემკულნი და მწთოლუარენი მჴნენო, უკუდავსა მეუფესა, და გჳრგჳნი ძლევისა, დაგადგათ მარჯუჱნითა მით მაღლითა:
რომელი იგი ჰშუა მამამან უდედოდ პირუჱლ საუკუნეთა…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელი იგი ჰშუა მამამან უდედოდ პირუჱლ საუკუნეთა ჰშევ, ქალწულო უმამაკაცოდ, და ზრდიდი მზრდელსა ყოველთასა, ჵ სასწაული უცხოჲ, ეჰა საკჳრუჱლებაჲ, ამისთჳს ყოველი ენა გიგალობს შენ:
ბერწისაგან უნაყოფოჲსა გამოხუჱდ, მორჩი ნაყოფიერი, შენ წინა-მორბედო…
სხუა, სძლისპირი. შენ რომელმან პირუჱლად.
ბერწისაგან უნაყოფოჲსა გამოხუჱდ, მორჩი ნაყოფიერი, შენ წინა-მორბედო, უნაყოფოჲ სული ჩემი, ღირს-ჰყავ გამოღებად ნაყოფსა სინანულისასა, რათა გადიდებდე:
შურითა მით ზეცისათა განამტკიცე, გული ჩემი ნეტარო, მოუძლურებული, განზრახჳთა ბოროტთათა, და ღირს-მჰყავ აღსრულებად მცნებათა უ҃ისათა, და პოვნად წყალობისა:
რომელმან აღმხმელი სოფლისა ცოდუათა ჰქადაგე იოანე, ტჳრთი ბრალთა ჩემთა, აღმისუბუქე ბრძენო, და მომმადლე მე ლმობიერებაჲ, რათა განჳბანნე მე მწიკულევანებაჲ ვნებათა:
ყოვლითურთ ადამი შეიმოსა შენგან, და ჴორცითა გამოსჩნდა…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლითურთ ადამი შეიმოსა შენგან, და ჴორცითა გამოსჩნდა, სიტყუაჲ ღი҃სა სძალო, მისგან გჳთხოე გამოჴსნაჲ ვნებათა და განსაცდელთაგან, და ცეცხლისა მისგან უშრეტისა საუკუნოჲსა:
ღაღადყო ამბაკომ სულითა წინასწარ და თქუა, მოხუჱდ…
გალობა დ. სძლისპირი.
ღაღადყო ამბაკომ სულითა წინასწარ და თქუა, მოხუჱდ მაცხოვავრად ერისა რჩეულისა სახიერ, და აწ ჩუჱნცა ვიხილეთ ჭეშმარიტად, აღსრულებაჲ თმულთა მათ მისთა, და ვღა-ნ ღადებთ უ҃ო, დიდება ძალსა შენსა:
სიმდიდრჱ, რომელი მომეც განუაბნიე ქე҃, და განშიშულებულმან კეთილთაგან შევიმოსენ, საქმენი ბოროტნი ბნელისანი, შემამკუჱ მე სამკაულითა, და შემმოსე პირუჱლი იგი პატივი:
მოვიწყალ ულმობელობითა და დავეცი მწარედ, და ქუჱყანასა ზედა მდებარე-ვარ უკურნებელი, დაცემულთა სასოო აღმადგინე, და სინანულისა კლდესა ზე.და, დაამტკიცე ქე҃ გონებაჲ ჩემი:
ქე҃სა ჯუარსა ზედა ვნებულსა მიემსგავსნეს, ღუაწლით შემოსილნი…
მოწამეთა.
ქე҃სა ჯუარსა ზედა ვნებულსა მიემსგავსნეს, ღუაწლით შემოსილნი და იხარებდეს ტანჯუათა შინა, და მდინარითა სისხლთათა განაჴმეს მათ, მრავალ-ღუთაებისა საცთური, და წყაროჲ კურნებათა აღმოაცენეს:
წიაღულნეს ღელუანი ტანჯუათანი დაულტოლუჱლად, საჭითა სამებისათა ღუაწლით-შემოსილთა, და შევიდეს ზეცისა ნავთ-სადგურსა, სიხარულითა აღუსებულნი, ქე҃ს მოწამენი ყოვლად ქებულნი:
განჰკჳრდეს წესნი ანგელოსთანი იხილეს რა, ვითარ უხილავი…
ღი҃ს-მშობლისა.
განჰკჳრდეს წესნი ანგელოსთანი იხილეს რა, ვითარ უხილავი ღი҃ შენგან ჴორცითა გამოსჩნდა, ქალწულო წმიდაო დედოფალო, რომლისაგან ითხოვე ცხოვრებაჲ, სარწმუნოებით მადიდებელთა შენთა:
სამოსელი წმიდაჲ შეიმოსე, სათნოებათა ნათლის-მცემელო ქე҃სო, და…
სხუა სძლისპირი. უსხეულოთა თანა დაგა.
სამოსელი წმიდაჲ შეიმოსე, სათნოებათა ნათლის-მცემელო ქე҃სო, და შიშუჱლ-იქმენ ნივთთა მათგან სოფლისათა, ამისთჳს გევედრები მე, განშიშულებული ესე, შემმოსე მეოხებითა შენითა:
ცუარნი წყალობისანი დამაწლუჱნ, ცეცხლითა მით გულის-თქმათათა შემწუარსა, რომელმან ეგე ნათელ-ეც წყალთა მათ შინა იორდანისათა, უფსკრულსა მას წყალობისასა იესოს, მეუფესა ყოველთა დაბადებულთასა:
არა ანგელოსმან, და არცაღა მამშჳდებელმან გუაცხოვნნა ჩუჱნ, არამედ თავადმან უ҃მან, რომლისა გზანი წრფელ-ჰყუჱნ, მას ევედრე იოანე, რათა მომმადლნეს გზანი, მიმყუანებელნი ღირსო, ზეცისა სასუფეველსა:
ტაძარ სიწმიდისა იქმენ ღირსო, და შენ შორის…
ღი҃ს-მშობლისა.
ტაძარ სიწმიდისა იქმენ ღირსო, და შენ შორის დაიმკჳდრა ყოველთა ღთ҃მან, უაღრეს ბუნებათა ქალწულო წმიდაო მას ევედრე, განწმედად მწიკულისა ცოდუათა ჩემთასა, რათა ვიქმნე სამკჳდრებელ ღი҃სა ყოვლად წმიდისა:
შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და…
გალობა ე. სძლისპირი.
შენ რომელმან, განანათლე მოსლჳთა შენითა ქე҃, და განსწმიდენ კიდენი ქუჱყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი, ნათლითა მეცნიერებისა შენისათა:
ბოროტთაგან და მძჳნუარეთა დაცემათა აღჳვსე, მეუფეო ტკბილო…
ტროპარნი.
ბოროტთაგან და მძჳნუარეთა დაცემათა აღჳვსე, მეუფეო ტკბილო და სახიერო შემიწყალე, და ნუ განმიშორებ მე, წმიდისა პირისა შენისაგან, თჳთ დასჯილსა და სირცხჳლეულსა:
ვითარ იგი, მეზუჱრე განამართლე სულთ-ითქუნა რა, ეგრეთუჱ მე ვიცემ მკერდსა ჩემსა და გიღაღადებ მილხინე მოწყალეო, და შემიწყალე ქე҃ ღო҃, და მომეც შენდობაჲ ბრალთა ჩემთა:
მოწამენი შენნი ქე҃, გამოსჩნდეს ნათლად სოფლისა, და…
მოწამეთა.
მოწამენი შენნი ქე҃, გამოსჩნდეს ნათლად სოფლისა, და წყუდიადი უკუნი საცთურისა განიოტეს, და საკჳრუჱლებათა ელჳთა სოფელი განანათლეს, და სოფლის-მპყრობელი განაქიქეს:
ვითარცა რა თუალნი პატიოსანნი სურჳელ-იქმნნეს, მეუფეო მარტჳლნი შენნი სუფევისა შენისა, და ტანჯუათა ბეჭდითა, და წერილთა უღთოებისა, საცთური სრულიად დააქციეს:
სამებისა წმიდისა, ერთი ორითა ბუნებითა, და ნებითა…
ღი҃ს-მშობლისა.
სამებისა წმიდისა, ერთი ორითა ბუნებითა, და ნებითა, და საქმითა გჳშევ ყოვლად უბიწოო, და ერთითა გუამითა, რომელსა ევედრე ლმობიერად, რათა გუაცხოვნნეს მონანი შენნი:
უდაბნოჲ დაიმკჳდრე, ვითარცა ილია წინა-მორბედო ქე҃სო, და…
სხუა სძლისპირი. ნაკუჱრცხალი ცეცხლისა.
უდაბნოჲ დაიმკჳდრე, ვითარცა ილია წინა-მორბედო ქე҃სო, და ანგელოსთა თანა იქცეოდე შენ, ამაღლებული სოფლისაგან, და განშორებული ყოვლისა ბოროტისაგან:
სვეტი ხარ შეურყეველი, და გოდოლი მტკიცე სარწმუნოებისა ღირსო, და აწ გევედრები, ვნებათაგან შერყეული, გლახაკი სული ჩემი ოხითა შენითა დაამტკიცე ნათლის-მცემელო:
ჴმისა შენისა მიერ, ეხარა იოანე მკუდართა, ნათელი სოფლისა, და ბნელსა და აჩრდილთა მსხდომარენი განათლდეს, მეცა განმანათლე დაბნელებული, ბოროტთა გულის თქმათაგან:
დედოფლად და ქალწულად, გქადაგებდა შენ დავით უხრწნელო…
ღი҃ს-მშობლისა.
დედოფლად და ქალწულად, გქადაგებდა შენ დავით უხრწნელო ღი҃შ-მშობელო, ამისთჳს გევედრები სასუფეველისა, მკჳდრად ამომაჩინე, ვითარცა მეუფისა, ყოველთასა მშობელმან:
გალობა ვ. სძლისპირი.
მომიცუნა ჩუჱნ სიღრმემან ღელუათამან, და არავინ არს მჴსნელ ჩუჱნდა, და ვიქმნენით ჩუჱნ ვითარცა ცხოვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უ҃ო, შენ-ხარ სასოჲ, და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა:
ტროპარნი.
უჳბადრუკისა სულისა ჩემისა, ძუალნი შეიმუსრნეს ქე҃, და სიმძიმილითა მრავალთა გულის-თქმათა დაღონებულ-ვიქმენ და შენ გიღაღადებ, შემწე-მეყავ მწყალობელო ყოვლთა განწირულთაო:
შთავრდომილი უფსკრულსა ბოროტთასა, და ღელუასა ვნებათასა, ყოვლად ძლიერო ქე҃ ღო҃ გიღაღადებ, ძლიერითა მარჯუჱნითა შენითა, სახიერო აღმომიყუანე და მაცხოვნე მოწყალე:
ბევრეულმან გუნდმან მოწამეთამან, ბევრეულნი უხილავთა მტერთა ბანაკნი…
მოწამეთა.
ბევრეულმან გუნდმან მოწამეთამან, ბევრეულნი უხილავთა მტერთა ბანაკნი დათრგუნნეს და მოაკუდინნეს, და ბევრეულთა ზეცისა მჴედრობათა, ბრწყინუალეთა შეეთნეს და სუფევენ წინაშე ღი҃სა:
ღუარნი უღთოებისანი განაჴმენით და უფსკრული საშუჱბელთა, დაიმკჳდრეთ ღუაჭლით-შემოსილნო მარტჳლნო, ამისთჳსვა გევედრებით ყოვლად ნეტარნო, ბრალთა ჩუჱნთა, ღუარნი განაჴმენით ოხითა თქუჱნითა:
სიწმიდისა, კარუად ჩინებულო მარიამ, უბადრუკი სული ჩემი, განჰსწმიდე მწჳრისა მისგან ცოდუათასა, და სამღთოსა დიდებისა ზიარჰყავ უბიწოო, რამეთუ შენ-ხარ სასო და სიმტკიცე ჩემი:
რომელმან ჰქადაგე, სინანული ნეტარო, წინა-მორბედო უ҃ისაო, წარმიმართე…
სხუა. სძლისპირი. რომელმან თავს-იდუა.
რომელმან ჰქადაგე, სინანული ნეტარო, წინა-მორბედო უ҃ისაო, წარმიმართე გზასა მას, სინანულისა, კეთილისასა და ცოდუათა ჩემთაგან, განმარინე და ღირს-მყავ პოვნად წყალობისა:
რომელმან ნათელეც, წყალთა შინა უ҃სა, უფსკრულსა მას წყალობისასა, უფსკრული ბრალთა ჩემთა განაჴმე ღირსო, ნათლის-მცემელო, და მომმადლე მდინარჱ, ცრემლთა რათა განჳბანო სული ჩემი:
სულისა სენთაგან, და ჴორცთა სალმობისა, და საწუთოსა შემთხუჱვათა, და ყოველთა ჭირთაგან, და განსაცდელთა განმარინე მე, ქე҃ს წინა-მორბედო, და უაღრეს ყოველთასა გამომაჩინე:
რომელმან იტჳრთე, საშოსა სიტყუაჲ ღი҃სა, და გჳშევ…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან იტჳრთე, საშოსა სიტყუაჲ ღი҃სა, და გჳშევ ჩუჱნ ღი҃ და კაცი, შენ გევედრები ღირსო, ღი҃სა დედაო, შემიწყალე მე, და ევედრე ქე҃სა, რათა მომფინოს წყალობაჲ მისი ჩემ ზედა:
ვითარცა რა, სიონს შინა მდგომარე-იყუნეს ყრმანი ცეცხლსა…
გალობა ზ. სძლის-პირი.
ვითარცა რა, სიონს შინა მდგომარე-იყუნეს ყრმანი ცეცხლსა შინა, და ანგელოსისა მსგავსად, გამოუჩნდა უ҃ი, და განუქარუა ალი, იგი საჴმილისა ცუარითა და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
მოთმინებაჲ, საკჳრუჱლი აჩუჱნა განსაცდელთა კუჱთებასა, იობ და…
ტროპარნი.
მოთმინებაჲ, საკჳრუჱლი აჩუჱნა განსაცდელთა კუჱთებასა, იობ და მსგავსად გოდლისა, ეგო შეურყეველად, მისსა მობაძავ-იქმენ, სულო და განსაცდელთა შინა ნუ დაჰჴსნდები, ნუცა მომედგრდები, ეშმაკთა წყობისაგან:
ჴორციელთა, გემოთაგან ვიძლიე, და მივემსგავსე პირუტყუთა. ქე҃ სიტყუაო ღთ҃ისაო, რომელმან მეძავსა მას, სიტყჳთ შენდობაჲ მიეც, მეცა ცოდჳლი მაცხოვნე, რათა ქებით ვადიდო მოწყალე სახიერებაჲ შენი:
ჯუარსა ზედა, ჴორცითა ვნებულისა, ქე҃ს ღთ҃ისა მოსყიდულთა…
მოწამეთა.
ჯუარსა ზედა, ჴორცითა ვნებულისა, ქე҃ს ღთ҃ისა მოსყიდულთა, უძლეველთა მოწამეთა, მისთჳს დათხევაჲ, სისხლთა, მადლობით მიითუალეთ, ვინაცა მისთანა სუფევად ღირს-იქმნენით, დაუსრულებელთა მათ, საუკუნეთა:
შენებითა, ღუაწლთა მათ წმიდათათა, იმნენით პალათ-შუჱნიერ, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, რომელსა შინა ქე҃, მხოლომან დაისაყდრა, და უნივთოჲთა სავანეთა ზეცისათა, აღგიყუანნათ ბრძენნო, და სუფევად ღირს-გყუნათ:
ნათესავთა, ყოველთაგან ქე҃მან გამოგირჩია უჴრწნელო, და ვითარცა…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათესავთა, ყოველთაგან ქე҃მან გამოგირჩია უჴრწნელო, და ვითარცა შუჱნიერი, ტაძარი შეგიყუარა, და მსგავსად მზის-თუალისა, გამობრწყინდა შენგან ჴორცითა და ყოველი, ქუჱყანაჲ აღავსო სამღთოთა ბრწყინუალებითა:
ვითარცა ძუჱლისა, და ახლისა სჯულისა დიდი შუა-მდგომელი…
სხუა. სძლისპირი. აბრამიანთა ყრმათა.
ვითარცა ძუჱლისა, და ახლისა სჯულისა დიდი შუა-მდგომელი, შუა-მდგომელ მექმენ, ცოდჳთა განკაფულსა, და განმაახლებელსა ყოველთასა ევედრე, რათა განმაახლოს ღირსო:
სინანულსა ჰქადაგებდ, დიდო წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო, რომლისა მოგებად წადიერმყუჱნ ყოველნი ვედრებითა შენითა, რათა ვიჴსნნეთ მრავალთა მათ ცოდუათაგან, რომლითა განფრდილ-ვართ:
განულე გზა იგი იწროჲ, ყოველთა მოღუაწებათა აღსრულებითა, და სივრცედ ხედუათა მაღალთა აღიწიე, და ყოვლითურთ განბრწყინდი, რომლისა ჩუჱნცა ღირს-ყოფად გევედრებით წინა-მორბედო:
ერთსა ბუნებასა სამებისასა მორწმუნენი ვადიდებთ, დაუსაბამოსა მამასა, და ძესა, და სულსა მყისთანად ერთსა მმეუფებელსა არსებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა დასაბამსა, და ცხოვრებასა ცხოველს-მყოფელსა ჩუჱნსა:
ევედრე მაცხოვარსა, რომელი იგი იშუა შენგან უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
ევედრე მაცხოვარსა, რომელი იგი იშუა შენგან უბიწოო, რათა დაივიწყნეს შეცოდებანი ჩემნი, და გჳჴსნნეს ცეცხლისაგან საუკუნოდ მტანჯუჱლისა, და მოგუცეს წყალობაჲ მისი:
საჴუმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა…
გალობა ჱ. სძლისპირი
საჴუმილსა რა შეთხეულ-იყუნეს, ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბრძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ, განბრწყინდეს და იტყოდეს აკურთხევდით, ყოველნი საქმენი უ҃სა უგალობდით, და ამაღთლებდით მას უკუნისამდე:
განმაშიშულა მტერმან მზაკუარმან, ძმაცჳთ განზრახჳთა მით ყოველთა…
ტროპარნი.
განმაშიშულა მტერმან მზაკუარმან, ძმაცჳთ განზრახჳთა მით ყოველთა სათნოებათაგან უბადრუკი ესე, ქე҃ ღო҃ სახიერ, რომელმან განაშიშულე და განაქიქე იგი ჯუარითა, მეცა სათნოებათა მიერ შემამკევ:
რომელსა გეგულუჱბის განსჯაჲ, კაცთა ნათესავისა ჟამსა მას შესაძრწუნებელსა, თჳთ დასჯილსა ამას ნუ წარმავლინებ ცეცხლად გეენიად, არამედ მოწყალე-მექმენ და მაცხოვნე მე, მართლ-მსაჯულო ქე҃ ღო҃ ყოვლად ძლიერო.
მოწამეთა.
სიყუარულსა ქე҃ს ღი҃სასა, ვერარამან განგაშორნა, ახოვანნო მოწამენო ღუაწლით-შემოსილნო, არცა ჭირმან არცაღა სატანჯუჱლთა, არცა ურუამან, არცა ცეცხლმან არცა მახჳლმან, ამის-თჳს ვადიდებთ სიმჴნეთა თქუჱნთა:
ჴორცითა უჴორცოსა მტერსა, შებმა-უყავთ მარტჳლნო, და დააკუჱთეთიგი ახოვანნო მოწამენო და აწ უჴორცოთა თანა, ჰსუფევთ ზეცას, და ჰკურნებთ სენსა სულთა და ჴორცთა ჩუჱნთასა, და ქე҃სა ღთ҃სა აკურთხევთ მარადის:
ცხოვრებისა ამის ღელეთა, ვითარცა რა შროშანი გპოვა…
ღი҃ს-მშობლისა.
ცხოვრებისა ამის ღელეთა, ვითარცა რა შროშანი გპოვა ყოველთა, დამნერგუჱლმან ღთ҃მან და შენ შორის, დაემკჳდრა ქალწულო, და ყოველი სოფელი სუნნელებითა აღავსო, ამის-თჳს გაკურთხევთ ღი҃სა დედაო:
მხოლომან უფროს, ყოველთასა ვჰსცოდე, და უფროს ყოველთა…
სხუა. სძლისპირი. რომელმანცა გალობასა.
მხოლომან უფროს, ყოველთასა ვჰსცოდე, და უფროს ყოველთა დაბადებულთა, გარდამავალ-ვიქმენ სჯულისა შენისა, ქე҃ ღო҃ სახიერო, წინა-მორბედისა ოხითა შემიწყალე და მაცხოვნე მე:
ანგელოსთა, სახითა გამოსჩნდი შენ ღირსო, და ჰქადაგე დიდისა ზრახჳსა ანგელოსი, მამისა მიერ მოსრული, ამისთჳსცა გიგალობთ შენ, და ქე҃სა ვადიდებთ, და აღუამაღლებთ უკუნისამდე:
უბრალოდ წარგეკუჱთა თავი შენი, რომელმან დასდევ ჴელი თავსა ზედა, საღმრთოსა და აწ გევედრებით განმაძლიერენ ჩუჱნ, შემუსრუად თავებსა მტერთასა, და თავისა კეთილთასა სინანულად მოგებად:
გზანი მიმყუანებელი ცხოვრებისა, უჩუჱნენ ყოველთა წინა-მორბედო, რათა მავალნი მას შინა, მიემთხჳვნენ ლოცჳთა, შენითა ნეტარო, საუფლოსა მას სასძლოსა, სამღთოსა სავანესა:
მიჴსენ ცოდუათა ჩემთა სიმრავლისაგან, და ალისა მისგან…
ღი҃ს-მშობლისა.
მიჴსენ ცოდუათა ჩემთა სიმრავლისაგან, და ალისა მისგან გეენიისა, წყუდიადისა და ღრჭენისა კბილთასა, და მატლისა უძილისა, სძალო ჴელის-აღმპობელო, კაცთა ნათესავისაო:
სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი…
გალობა თ. სძლისპირი.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო მოესწავა საიდუმლოჲ, მაყუალი მგზებარე ცეცხლითა რომელი არა, შეიწუჱბოდა და აწ გევედრები დაშრიტე ღი҃ს-მშობელო, ალი ცოდუათა, რათა გადიდებდე:
ესე არს ჟამი სინანულისა, და კეთილად ცხოვრებისა…
ტროპარნი.
ესე არს ჟამი სინანულისა, და კეთილად ცხოვრებისა ჵ სულო ჩემო, ესე არს დღე საქმედ საქმეთა ნათლისათა, ევლტოდე ვნებათა და განაგდე ძილი, მძიმე მცონარებისა, რათა ღირს-იქმნე სამღთოსა ბრწყინუალებასა:
მეზუჱრისაებრ სულთ-ვითქუამ, მეძჳსაებრ ვჰსცრემლოჲ და ავაზაკისა, ჴმასა ვჰჴმობ მომიჴსენე მე და უძღებისა, შჳლისა თანა ვჰჴმობ ვჰსცოდე მამაო და ქანანელისაებრ შეგივრდები ნუ შეურაცხ-ჰმყოფ ქე҃:
ჴორციელთა ვნებათა და სულისა, წყლულებათა მკურნალად გამოსჩნდით…
მოწამეთა:
ჴორციელთა ვნებათა და სულისა, წყლულებათა მკურნალად გამოსჩნდით ყოვლად ქებულნო მოღუაწენო მაცხოვრისანო, რამეთუ ჴორცნი ტანჯუათა მისცენით, და მწარესა სიკუდილსა, ამის-თჳს სანატრლ-ხართ ყოველთაგან:
მზისა ბრწყინუალებასა აღემატა, მოთმინებაჲ ქე҃ს მოწამეთა, და დააბნელნა მთავარნი იგი ბნელისანი, და დაჰჴსნა წყუდიადი უღთოებისა, და მორწმუნეთა გულნი, განანათლნა ნათლითა ზეგარდამოთა:
ელუარებითა შენგან შობილისა, ღი҃სა სიტყჳსათა ღი҃ს-მშობელო, რომელმან…
ღი҃ს-მშობლისა.
ელუარებითა შენგან შობილისა, ღი҃სა სიტყჳსათა ღი҃ს-მშობელო, რომელმან აღავსნა კიდენი ქუჱყანისანი, გულის-თქმათა მიერ დაბნელებული, სული ჩემი აღავსე, რათა სარწმუნოებით გიგალობდე:
ესერა ნათელი, დაუშრეტელი განანათლებს, გულსა მალობელთა მისთასა…
სხუა. სძლისპირი. შენ რომელმან ღი҃ მიზეზი.
ესერა ნათელი, დაუშრეტელი განანათლებს, გულსა მალობელთა მისთასა, ესერა, მერცხალი იგი წმიდაჲ ჰქადაგებს, არესა ცხოვებისასა ქე҃სა, წმიდაჲ ნათლის-მცემელი რომელსა ვადიდებთ:
ვითარცა სიძისა, მის უკუდავისა მეგობარსა, აწ მიგავლენთ შენ მეოხებად, მისსა მიმათ რათა, მიჴსნნეს ჩუჱნ ცოდუათაგან, და ღირს-მყუნეს ჩუჱნ საუკუნესა ცხოვრებასა, მეოხებითა შენითა ნათლის-მცემელო:
ანგელოსთა თანა, და დიდებულთა მოციქულთა, და წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა მარტჳლთა ნეტართა, მამათა და მღუდლმთავართა ევედრე ღთ҃სა, მიმთხუჱვად ჩუჱნდა იოანე, კეთილთა მათ შინა, რომელთა შინა იშუჱბ:
მერცხალო შუჱნიერო, იადონო პატიოსანო, ტრედო ფერითა ოქროვანო, და გურიტო ჴმა-ტკბილო, უდაბნოს მოყუარეო, უდაბნოსა მორჩო ქე҃ს წინა-მორბედო, უდაბნო-ქმნილი ესე კეთილთაგან ნაყოფიერ მყავ:
ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა საყდარსა ხერუვიმებრსა გიტჳრთავს ღი҃, და ზრდი გამომზრდელსა ყოველთასა, რომელსა ევედრე სძალო მიმადლებულო, ძრჳსაგან დაცემისა და მოოჴრებისა, და ყოველთა ჭირთაგან დაცუად ქალაქი შენი:
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და…
აღჳვსენითსა ზედა. დასდებელნი, სინანულისანი. ჴმა ა.
სხუა საუკუნოჲ მიგელის შენ სულო ჩემო, და მსაჯული რომელსა ეგულუჱბის შენთა დაფარულთა და ძჳრთა განქიქებაჲ, ნუ უკუჱ დაადგრები აქა, არამედ ისწრაფე და ჰჴმობდ მსაჯულისა მიმართ, ღო҃ მილხინე ვითარცა მეზვერესა მას, და მაცხოვნე მე:
ნუ განმაგდებ მე მაცხოვარო ჩემო, მედგრობითა ციდუათათა შეპყრობილსა, განაფრთხუჱ გულის-სიტყუაჲ ჩემი სინანულად, და შენისა ვენაჴისა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე, და მომანიჭე მე მეათეთმეტისა მის ჟამისა მუშაკთა სასყიდელი, და დიდი წყალობაჲ:
ესე მჴედარნი მეუფისა დიდისანი, წინა-აღუდგეს ბრძანებასა მძლავრთასა…
მოწამეთა
ესე მჴედარნი მეუფისა დიდისანი, წინა-აღუდგეს ბრძანებასა მძლავრთასა, მჴნედ შეურაცხ-ჰყუნეს სატანჯუჱლნი, და საცთური ყოველი დათრგუნეს, და ღირსებით გჳრგჳნოსან-იქმნნეს, და ითხოვენ მაცხოვრისაგან მშჳდობასა, და დიდსა წყალობასა სულთა ჩუჱნთთჳს:
ქალწულო ყოვლად საგალობელო, შენ შორის იხილა თუალითა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ყოვლად-ქბულნო მოწამენო.
ქალწულო ყოვლად საგალობელო, შენ შორის იხილა თუალითა საიდუმლოჲ მოსე წინასწარ-მეტყუჱლებით, მაყუალი მოტყინარჱ შეუწუჱლად, რამეთუ ცეცხლმან სამღთომან არა შეწუა საშოჲ შენი წმიდაო, ვინაცა გევედრებით შენ ვითარცა დედასა ღთ҃ისა ჩუჱნისასა, ითხოვე მშჳდობაჲ სოფლისა და დიდი-წყალობაჲ:
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
სამშაბათსა, მომიჴსენენი. ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯუარისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიხსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
მარადდღე ვჰსცოდავ უძღები, და მცნებათა შენთა, გარდავალ უბადრუი, მომაქციე მე ღო҃, და სატანჯუჱლთაგან, განმარინე, რათა წყალობათა შენთა გამოუთქმელთა ვადიდებდე სულგძელო, და ვჰპოო შენდობაჲ ცოდუათა:
გამოჰსჩდი წინა-მორბედო, სანთლად წინა-მსრბოლად, ნათლისა მის დიდისა აღმობწყინუჱბულისა ჩუჱნდა ღრუბლისაგან სულ-მცირისა, რომელ არს დედაჲ ქალწული, მას ევედრე დიდებულო განათლებად, სულსა მგალობელთა შენთასა:
ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ტანჯუანი მრავალნი სიმჴნით მოითმინენით…
მოწამეთა.
ყოვლად ქებულნო მარტჳლნო, ტანჯუანი მრავალნი სიმჴნით მოითმინენით, და ზეცისა კეთილთა, მკჳდრად გამოსჩნდით თქუჱნ, და მაღალთა შინა ჰპოვეთ განსუჱნებაჲ, ამისთჳსცა გნატრის თქუჱნ ყოველი კრებული, კაცთა მარადის დიდებულნო:
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, და ყოვლად…
დიდება.
მამასა თაყუანის-ვჰსცემდეთ, და ძესა დიდების-ვმეტყუჱლებდეთ, და ყოვლად წმიდასა სულსა მორწმუნენი ყოველნი უგალობდეთ, მოგჳჴსენენ ჩუჱნ მღაღადებელნი, ერთ-არსო სამებაო მხოლოო ღო҃:
ვითარცა პირუჱლ შობისა, ეგრეთუჱ შემდგომად შობისა, ქალწულადუჱ…
აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა პირუჱლ შობისა, ეგრეთუჱ შემდგომად შობისა, ქალწულადუჱ, დაიცევ უბიწოო, და გჳშევ ჴორცითა, შემოქმედი ღი҃, რომლისა ვედრებად, ნუ დასცხრები რათა ვიჴსნნეთ ვნებათაგან, სულიერთა და ჴორციელთა:
ჱმიდაო უბიწოო ქალწულო ღის-მშობელო, სძალო მამისაო და…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი. უგალობდეთ უ҃სა.
ჱმიდაო უბიწოო ქალწულო ღის-მშობელო, სძალო მამისაო და სიტყჳსა დედაო, და სულისა წმიდისა სამკჳდრებელო, და ანგელოსთა, და კაცთა სიხარულო მარადის გიხაროდენ:
სამეუფოთა ძირთა, მორჩ-იქმენ დედოფალო, და მეუფჱ და ღი҃, გჳშევ ჴორციელად, და გამოსჩნდი დედოფლად დაბადებულთა, ღი҃სა დედაო, და მეუფებ ქე҃ს თანა ძისა შენისა:
დავით ღი҃ს მგალობელი, გადიდებს შენ ქალწულო, და შეასხამს ესაია შობასა შენსა, მარიამ უბიწოო ყოვლად წმიდაო, და მორწმუნეთა, კრებული უგალობს საიდუმლოთა შენთა:
შეიმუჱ სიკეთითა, ქალწულებისათა და მადლითა სულისათა, და…
გალობა გ. სძლისპირი. დამამტკიცე მე ქე҃.
შეიმუჱ სიკეთითა, ქალწულებისათა და მადლითა სულისათა, და შენ მიერ ცხადიქმნა საიდუმლოჲ დაფარული, ღი҃ს-მშობელო მარიამ ჰშევ რა უ҃ი:
ვინ შეუძლოს გალობად, წყალობათა შენთა ქე҃ ღო҃ რამეთუ, ბუნება დედათა აღავსე მხიარულებითა, იშევ რა ჩჩჳლებრ ქალწულისაგან:
სოფელი წმიდა იქმნა, ბრალთაგან და ცოდუათა შენ მიერ ღი҃ს-მშობელო, ამისთჳს სარწმუნოებით გიგალობთ შენ ქალწულო, და ვაქებთ დიდებულებათა შენთა:
ჰშევ ჟამიერად სძალო, ერთი სამებისაგანი ქე҃ ღი҃ ჩუჱნი, უჟამოჲ დაუსაბამოჲ და ჟამთა შემოქმედი, სიტყჳსაებრ წინასწარ-მეტყუჱლთასა:
ყოვლად ბრძენმან იგავმან, წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა, ბრწყინუალედ მოისწავნეს…
გალობა დ. სძლისპირი. დიდ არს საიდუმლო.
ყოვლად ბრძენმან იგავმან, წმიდათა წინასწარ-მეტყუჱლთა, ბრწყინუალედ მოისწავნეს სახენი, შენნი ღი҃სა დედაო, ხოლო ჩუჱნ საქმნით სრულ-ყოფაჲ, თქმულთა მათთა ვიხილეთ, და გალობით ვადიდებთ:
დედად ღი҃სა გქადაგებთ, და სჯულისა და წინასწარ-მეტყუჱლთა, უსაკუთრესად შეგასხამთ სძალო, რამეთუ უფროჲს დედისა, უმახლობელესი ქებაჲ, არა გჳსწავიეს, ჩუჱნ ძისა ღი҃სა მშობელო:
გამოუჩნდა სოფელსა, მთა ჩრდილოვანი სათნოებათა, ვითარცა მოასწავა ამბაკომ, ღი҃ს-მშობელი ქალწული რომლისა მიერ დაცემულნი ღი҃სა დავაგენით, და საკუთარ-ვიქმნენით:
ნეტა-არს ერი იგი, რომელი სარწმუნოებით გნატრით, და საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტად, იგავთა და სახეთა, შენთა მიერ განათლდების და ვითარცა დედასა, ქე҃სა თაყუანის-გცემს:
შენ მაყულად შეუწყუჱტელად, მოგასწავა მოსე, ღი҃ს-მშობელო დედოფალო…
გალობა ე. სძლისპირი. ღამითგან აღჳმსთობთ.
შენ მაყულად შეუწყუჱტელად, მოგასწავა მოსე, ღი҃ს-მშობელო დედოფალო, რაჟამს ყოვლად წმიდა საშოჲ, შენი, შეუწუჱლად დაიცუა, ცეცხლმან ღუთაებისამან:
სიტყჳსა ღი҃სა დედად, გიგალობთ ღი҃ს-მშობელო, და შესხმასა სიტყუათასა, ვითარცა ძღუჱნსა სახარულევანსა, მიგიძღუანებთ და გადიდებთ, სასოსა სოფლისასა:
ბრალეულთა ბაგეთა, ჩემთა შესხმასა სძალო, წმიდაო ნუ განიშორებ რამეთუ ჯეროვნად მგალობელი, დიდებისა შენისაჲ, კაცთა შორის არა არს:
ორითა ბუნებითა, ერთი ქე҃ ხარ მჴსნელო, უხილავი და ხილული, რომელი იშევ ქალწულისაგან, ამისთჳს თაყუანის-ვჰსცემთ, წმიდასა ხატსა შენსა:
შჳდ ბრწყინუალედ შჳდ მნათობად, სასანთლედ გიხილა სძალო…
გალობა ვ. სძლისპირი. წინასწარ-მეტყუჱლი იჴსენ.
შჳდ ბრწყინუალედ შჳდ მნათობად, სასანთლედ გიხილა სძალო, წინასწარ-მეტყუჱლმან სულითა მნათობად ცისკიდეთა:
ხედ ცხოვრბისად გამოსჩნდი, ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობელო, და ნაყოფი უკუდავებისა ქე҃ გამოიღე შენ:
ნუ მიხედავ მწიკულევანთა, ბაგეთა ჩემთა ქალწულო, არამედ გულს-მოდგინებასა სულისა ჩემისასა:
ურწმუნოება შეაშთობს, ურწმუნოთა ცედჳდენ რაჲ, ხატსა შენსა მორწმუნეთაგან, პატივცემულსა სძალო:
შეიწირე გონებისა, ჩემისა წადიერება, დედოფალო და შესხმა ჩემი, წყალობით მიითუალე.
სათნოებათა მიერ, პირად პირადად შეიმკუჱ ქალწულო, და…
გალობა ზ. სძლისპირი. ყრმანი სარწმუნოებით.
სათნოებათა მიერ, პირად პირადად შეიმკუჱ ქალწულო, და შუჱნიერსა მას სიკეთესა, ქალწულებისა შენისასა, სიტკბოებით მიხედნა ქე҃მან ღთ҃მან, და ღირსგჰყო დედად თჳსად, მიმადლებულო:
კუჱრთხმან მან აჰრონისმან, წინათუჱ გამოგსახა დედოფალო, რამეტუ იქმენ კუჱრთხ სამეუფო და ხედ ცხოვრებისად შუჱნიერ, და ნაყოფად გამოიღე სიტყუა ღი҃სა, რომელმან გუაცხოვნა ჩუჱნ, სახიერებით:
კაცებისა შენისა, საიდუმლოთა უგალობთ სახიერ, და ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ღი҃ვ-შუჱნიერად რამეთუ ღი҃, წინა საუკუნეთა ქალწულისაგან იშევ, ორ კერძოვე სრული და შეურევნელი:
სული და სიტყუაჲ ჩემი, მრავალ ფერთა ვნებათაგან შევბღალე, და ვითარ კადნიერ-ვიქმნე ქებად, სიწმიდისა შენისა დედოფალო, მეშინის და განუცჳფრდები არამედ, მექმენ, მკურნალ და მაცხოვარ რათა გიგალობდე:
ღი҃უ-შუჱნიერსა ტაძარსა ვადიდებთ, რომლისა მიერ იჴსნა სოფელი…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴმილი შეცურეული.
ღი҃უ-შუჱნიერსა ტაძარსა ვადიდებთ, რომლისა მიერ იჴსნა სოფელი, ღთ҃მან ხრწნილებისაგან, აღუჱმართენით დაცემულნი, რამეთუ მარიამ შუა ქე҃ ყოველთა მჴსნელი, და მაცხოვერი, რომელსა უგალობთ აკურთხევდით, საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
ღი҃სა დედაო უხრწნელო გიგალობთ შენ, ფრიად წადიერითა სულითა, და ვინ არა გაქებდეს, ჭეშმარიტად სახიერსა, და ჭეშმარიტად სასოსა სულთა ჩუჱნთასა, ლოცუა ჩუჱნი შეიწირე, რათა ჴმა-ვჰყოთ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
განბრწყინდით დღეს გულითა მორწმუნენო, იშუჱბდით ანგელოსნი და კაცნი, სასო-წარკუჱთილება, წარჴდა და ეშმაკი დაეცა, რამეთუ ქალწულმან შუა სასოება ცხოვრებისაჲ, და გუაცხოვნნა, ჩუჱნ რომელნი ვღაღადებთ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
არა გამოვხატავთ ღუთაებასა ნუ ვსცთებით, ბრმანო რამეთუ უხილავ-არს, მარტივ სამარადისო, ხოლო ჴორცთა ხატოვნებასა, გამოვხატავთ და სარწმუნოებით თაყუანის-ვჰსცემთ, და მშობელსა მისსა, ვადიდებთ და ვჴმობთ აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
გიხაროდენ, მარიამ ყოველთა სიხარულო, გიხაროდენ ასულო, დავითისო…
გალობა თ. სძლისპირი. დაუკჳრდა საიდუმლო.
გიხაროდენ, მარიამ ყოველთა სიხარულო, გიხაროდენ ასულო, დავითისო და ღი҃სა დედა, გიხაროდენ გაბრიელის საგალობელო და ყოველთა ცოდჳლთა შემწეო, სიმტკიცეო და მაცხოვარო:
ჴმობს ჴმა ტკბილად, იოაკიმ სამღთოთა სულითა, სამღთოსა ანნას თანა, რამეთუ იხილეს ქუჱყანასა ზედა, დედაჲ დამბადებელისაჲ, და ასული შუჱნიერი მარიამ, და ჴმითა მადლობისათა ღთ҃სა აქებენ:
ჵ წმიდაო, ქალწულო დედაო ღი҃საო, შობა შენი უბიწოო, ცხოვრბა ექმნა ყოველსა სოფელსა, და ცოდვილთნი და გლახაკნი, შენ მიერ ვიჴსნენით ცოდუათაგან, მეცა მაცხოვნე წმიდაო მოსავი შენი:
ჴორც შესხმულად, არა ჴორცად შეცვალებულად, მრწამს ჴორც-შესხმული ღი҃, და ერთ გუამად და ორად ბუნებად, სარწმუნოებით ვქადაგებ, რომლითა იხილუა განკაცებული, და ძრწოლით თაყუანის-ვსცემ და აღჳარებ: