მოციქულნო დიდებულნო, მოწაფენო ქე҃სნო ღი҃ვ-წოდებულნო, მოძღუარნო ყოვლისა…
მწუხრად. უ҃ო ღაღად-ვჰყავსა ზედა დასდებელნი, წმიდათა მოციქულთანი. ჴმა ა. მოწამენო ყოვლად ქებულნო.
მოციქულნო დიდებულნო, მოწაფენო ქე҃სნო ღი҃ვ-წოდებულნო, მოძღუარნო ყოვლისა სოფლისნო, რომელთა ჰპოეთ ღი҃ და უ҃ი, და შუამდგომელი იგი კაცთა, და შეეყუჱნით მას ღი҃ვ-ჩუჱნიერად, და ვითარცა ღი҃ და ვითარცა კაცი ყოვლად სრული, ცხადად ჰქადაგეთ სოფელსა შინა:
მოციქულნო ყოვლად ბრძენნო, მოწაფენო ქე҃სნო ღი҃ვ-წოდებულნო, მოძღუარნო ყოვლისა სოფლისანო, ლოცჳთა თქუჱნითა სამღთოთა, მოძღურებათა გულისჴმის-ყოფად განმაძლიერეთ მე, და ალაგთა იწროთა სლუად შემეწიენით მე, რათა მივიწიო მყოფობასა შინა სამოთხისა უვრცევლესობისასა:
ღი҃ს-მხილუჱლნო მოციქულნო, განანათლეთ უკუჱ სული ჩემი დაბნელებული ვნებათა მიერ, რომელთა ყოველი სოფელი მოძღურებითა სამღთოთა განანათლეთ, და ბნელი კერპოვნებითი განსდევნეთ, და დაუცხრომელად ევედრენით უ҃სა, მონიჭებად სულთა ჩუჱნთა მშჳდობაჲ და დიდი-წყალობაჲ:
ეკკლესიისა შჳლნი, სწავლითა აღაფრინუჱნ, ვითარცა მართუჱნი, ზეცისა…
სხუანი დასდებელნი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. ჴმა ა. ზეცისა განწესებულსა.
ეკკლესიისა შჳლნი, სწავლითა აღაფრინუჱნ, ვითარცა მართუჱნი, ზეცისა ბუდისანი, სამგზის-სანატრელო, ნიკოლოზ, და მეოხ-ხარ, ღი҃სა მიმართ, და იჴსნი ჭირისაგან და განსაცდელთა, რომელნი გევედრებიან:
უხილავსა მას კეთილსა, ჰხედევდ შენ, და მარადის განიცდიდ, საშინელსა ხილუასა და დიდებასა მას, წმიდათასა, მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, რომლითა საიდუმლონი ზეცისანი, გამოგეცხადნეს სანატრელო:
სამღუდელო იგი სამოსელი, ყოვლად შუჱნიერი, შრომითა მით შენითა, სამღთოთა შეიმოსე, რომლითა გჳჩუჱნებ, სასწაულთა და ნიშთა ქე҃ს მიერ, სამარადისოდ ნეტარო ნიკოლოზ, და გჳხსნი ჩუჱნ ბოროტთაგან:
ღი҃სა მუცელსა შინა მტჳრთუჱლო ქალწულო უქორწინებელო, და…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. მსგავსივე.
ღი҃სა მუცელსა შინა მტჳრთუჱლო ქალწულო უქორწინებელო, და მშობელო უკანასკნელთა შინა საუკუნეთა, შემდგომად შობისა კუალად გამოსჩნდი საყდრად და კარად და ტაბლად გონიერად, და სასანთლედ ნათელ-შემოსილად:
მოციქულთა მრავალ-საგალობელმან ქნარმან, სულისა მიერ წმიდისა აღძრულმან…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი. ჴმა ა.
მოციქულთა მრავალ-საგალობელმან ქნარმან, სულისა მიერ წმიდისა აღძრულმან, სატუხელთა ეშმაკთა შესაწირავნი განაქარუნა, და ერთი ღი҃ ჰქადაგა, წარმართნი მოაქცივნა კერპთა საცთურისაგან, და თაყუანის-ცემა ასწავა სამებისა ერთ-არსებისა:
პეტრეს და პავლეს ერთ-ჴმობით შევასხმიდეთ ჩუჱნ, ლუკას, მატთეოს, მარკოსს, იოანეს, ანდრეას, თომას, და ბართლომეს, სიმონს კანანელსა, იაკობს, ფილიპპეს, და ყოველსა კრებულსა მოწაფეთასა, ღირსად ქებით ვადიდებდეთ:
ყოვლად-ქებულნო მოწამენო ღირსო, თქუჱნ არათუ ქუჱყანამან დაგფარნა…
მოწამეთა.
ყოვლად-ქებულნო მოწამენო ღირსო, თქუჱნ არათუ ქუჱყანამან დაგფარნა, არამედ ცათა შეგიწყნარეს და განგეხუნეს თქუჱნ სამოთხისა იგი ბჭენი, და შინაგან რა შეხუჱდით, იშუჱბთ ძელითა მით ცხოვრებისათა, ქე҃სა ღთ҃სა ევედრენით, მონიჭებად სულთა ჩუჱნთა მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:
ქალწულო ყოვლად საგალობელო, შენ შორის იხილა თუალითა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ქალწულო ყოვლად საგალობელო, შენ შორის იხილა თუალითა საიდუმლოჲ, მოსე წინასწარმეტყუჱლებით, მაყუალი მოტყინარჱ შეუწუჱლად, რამეთუ ცეცხლმან სამღთომან არა შეწუა საშოჲ შენი წმიდაო ვინაცა გევედრებით შენ ვითარცა დედასა ღი҃სა ჩუჱნისასა, ითხოვე მშჳდობაჲ სოფლისა და დიდი წყალობაჲ:
ბრძენნო მონადირენო კაცთანო რომელთა ღი҃საგან მიგიღებიესთ წყალობაჲ…
ხუთ-შაბათსა ცისკრად, შემდგომად ა. სტიქოლოგიისა, წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ა.
ბრძენნო მონადირენო კაცთანო რომელთა ღი҃საგან მიგიღებიესთ წყალობაჲ კაცთა, აწცა ევედრენით ჩუჱნთჳს რომელნი ვჰჴმობთ, აცხოვნე უ҃ო ერი და სამწყსოჲ შენი, და მოწევნულთა ამათ ჭირთაგან იჴსნენ მოციქულთა მიერ სახიერო, და აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი:
ბადითა სიტყჳსათა, და საჭითა ჯუარისათა მეთევზურთა, შეთხზულებანი…
ყოველსა ქუჱყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მსგავსი. რაჟამს ლოდი იგი.
ბადითა სიტყჳსათა, და საჭითა ჯუარისათა მეთევზურთა, შეთხზულებანი იგი რიტორთანი დაარღჳვნეს, და კეთილად-მსახურებითა წარმართნი განანათლნეს, დიდებად შენდა ჭეშმარიტისა ღი҃სა, ამისთჳს შენდა განმაძლიერებელისა მათისა გალობასა შევსწირავთ, დიდება მამისა და ძისა, დიდება თანა-არსისა სულისა წმიდისა, რომელმან მათ მიერ განანათლე სოფელი, აცხოვნე სულნი ჩუჱნნი:
რომელმან მუცლადიღე სამღთოჲ ცეცხლი შეუწველად, ჰშევ უთესლოდ…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან მუცლადიღე სამღთოჲ ცეცხლი შეუწველად, ჰშევ უთესლოდ წყარო იგი ცხოვრებისა უ҃ი, მიმადლებულო ღი҃ს-მშობელო, გუაცხოვნენ შენნი მადიდებელნი:
საყჳრთა ქე҃სთა კეთილ-ჴმოვანთა ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა გალობით პატივს-ვსცემდეთ…
შემდგომად ბ. სთიქოლოგიისა წარდგომანი მოციქულთანი, ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
საყჳრთა ქე҃სთა კეთილ-ჴმოვანთა ყოვლად-ბრძენთა მოციქულთა გალობით პატივს-ვსცემდეთ მორწმუნენო, ჰუნეთა აღმომარღუჱველთა უღთოებისა ზღჳსათა, და ვითარცა სიღრმისაგან მომზიდუჱლთა კაცთასა, სამღთოდ მიმართ ლიმენად ცხოვრებისად მადლითა სულისათა:
ცანი უთხრობენ დიდებასა ღთ҃ისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. მსგავსივე.
ნათელი ნათლისაგან გამობრწყინუჱბული უჟამოდ, ჟამსა შინა განცხადნა ჴორცითა ქუჱყანასა ზედა, და განანათლა სოფელი თქუჱნ მიერ ყოვლად სანატრელნო, ვინა ყოველნი მოძღურებითა თქუჱნითა განათლებულნი, სამღუდელოსა ჴსენებასა თქუჱნსა პატივს-ვსცემთ მოციქულნო:
ყოველთა მოგჳგიე შენ უ҃ისა მიმართ მუჱდრებელად წმიდაო…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
ყოველთა მოგჳგიე შენ უ҃ისა მიმართ მუჱდრებელად წმიდაო, და მოვივლტით ეკკლესიასა შინა შენსა წმიდასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის ქალწულო, გჳჴსნენ ჩუჱნ უკუჱ ბოროტისაგან საეშმაკოსა და ტანჯჳსა, და დასჯისა საშინელისა რომელნი გნატრით შენ:
მირონ-ქალაქსა მკჳდრ-იქმენ, ჴორციელად მღუდელ-მთავარო, ხოლო მირონითა სულისა…
შემდგომად გ. სტიქოლოგიისა, წარდგომანი ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
მირონ-ქალაქსა მკჳდრ-იქმენ, ჴორციელად მღუდელ-მთავარო, ხოლო მირონითა სულისა წმიდისათა ცხებულ-იქმენ საცნაურად მამაო ნიკოლოზ, ვინაცა მირონითა საკჳრუჱლებათა შენთათა განასუნნელე იგი, და აწ დაუწყუჱდელად მირონსა მსგავსად მდინარისა აღმოუცენებ მათ, რომელთა სუნნელებისა სიტყუათა მიერ ჰნებავს, სუნნელისა მის ჴსენებისა შენისა სუნნელებაჲ:
ქე҃ს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა მეოხ-არიან…
დიდება შენდა, ღთ҃ო ჩუჱნო, დიდება შენდა. მოწამეთა.
ქე҃ს მოწამეთა ვევედრნეთ, რამეთუ ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა მეოხ-არიან იგინი, და ყოველნი მივისწრაფდეთ მათდა სარწმუნოებით, რამეთუ მდიდრად მოგუცემენ ესენი მადლსა კურნებათასა, და სდევნიან გუნდსა ეშმაკთასა, ვითარცა მცუჱლნი სარწმუნოებისა ჩუჱნისანი:
საღმრთოთა მოწაფეთა და მოციქულთა, მოძღურებითა თჳსითა უქადაგეს…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა.
საღმრთოთა მოწაფეთა და მოციქულთა, მოძღურებითა თჳსითა უქადაგეს ყოველთა გამოუთქმელი, შობაჲ შენი ღი҃ს-მშობელო ყოვლად უბიწოო, მასწავლელთა თაყუანის-ცემად შენდა ჯერისაებრ, ამისთჳს გევედრებით შენ, ევედრე უკუჱ მათ თანა ცხოვრებად სარწმუნოებით პატივის-მცემელთა შენთა:
ცისკრად კანონი წმიდათა მოციქულთა. გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი.
სასწაულითა, იჴსნა ერი უ҃მან, და ზღუა მღელუარე სიტყჳთ განაჴმო პირუჱლ, და დღეს უხრწნელად, იშუა ქალწულისაგან, და წარმიძღუა ჩუჱნ ზეცად, ბუნებით სწორი მამისა თანა რომელსა უგალობთ:
განათლებულნო, სამ-მნათობიერისა, სამებისა ბრწყინუალებითა დიდებულნო, იწოდენით თქუჱნ…
ტროპარნი.
განათლებულნო, სამ-მნათობიერისა, სამებისა ბრწყინუალებითა დიდებულნო, იწოდენით თქუჱნ, მადლითა სარკედ სამღთოსა, ნათლისა მოციქულნო, სამღრთონო და ღი҃სა მობაძავნო, ამისთჳს გიგალობთ თქუჱნ:
ჴორცთა სიზრქითა, გამოჩინებულისა სიტყჳსა წყალობით ქუჱყანასა ზედა, მსახურ შუჱნიერ, იქმნენით მოციქულნო, და ბრძანებათა მისთა, სარწმუნოებით აღმასრულებელი, ამისთჳს გიგალობთ თქუჱნ:
ბრწყინუალებითა, სულისა წმიდისათა, ყოვლითურთ განმანათლეთ მე მოციქულნო, დაბნელებული ცოდუათა წყუდიადითა, და ბრალთა არმურითა, და სინანულისა გზათა სამღთოთა, წარმიძეღჳთ ნეტარნო:
ღი҃სა დედაო, წმიდაო დედოფალო, გჳრგჳნო და სიხარულო…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃სა დედაო, წმიდაო დედოფალო, გჳრგჳნო და სიხარულო მოციქულთაო, ვითარცა დედაჲ, მათ შორის მეტყუჱლისა, მათ თანა მეოხ-გუჱყავ, რათა განუჱრნეთ გეენიასა, და ქებით გიგალობდე:
გჳრგჳნითა სიმართლისათა შემკულმან, და საყდართა მიმართ მადლისათა…
სხუა კანონი წმიდისა მიმართ ნიკოლოზისა. გალობითა ძლევისათა.
გჳრგჳნითა სიმართლისათა შემკულმან, და საყდართა მიმართ მადლისათა წინაშე მდგომარემან, ჵ ნიკოლოზ გალობათა მიერ სარწმუნოდ, აწ გჳრგჳნოსანმყოფელნი შენნი, გუაცხოვნენ მარადის მეოხებითა შენითა:
რომელმან მადლი კურნებათა მიიღე ნიკოლოზ ყოვლად ნეტარო, სულისა ჩემისა წყლულებანი განკურნენ ლოცუითა შენითა, და განსაცდელთაგან ზედა მოსრულთა მიჴსენ მე გევედრები:
სულიერითა მეოხებითა შენითა ნიკოლოზ, შეცოდებათა მიერ ყოვლად განრღუჱული სული ჩემი განჰკურნე, და ცხოვრებისაგან ძჳრისა ბოროტისა მიჴსენ მე გევედრები:
სიბნელე გონებისა ჩემისა, ყოვლად უბოწოო ნათლითა შენითა…
ღი҃ს-მშობლისა.
სიბნელე გონებისა ჩემისა, ყოვლად უბოწოო ნათლითა შენითა განსდევნე, და ბნელიდაგან საუკუნოჲსა მიჴსენ მე, რათა უგალობდე მარადის დიდებულებასა შენსა:
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა და დაამდაბლე სილაღე…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა და დაამდაბლე სილაღე მაცთურისა, და ზესთა აღამაღლე დღეს ეკკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენ, მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა:
ღი҃ მაღალი, ჴორც-შესხმული გამოჩნდა, და მოწაფედ თჳსად გამოგირჩინნა თქუჱნ, რათა მიუთხრათ ყოველსა ქუჱყანასა, დიდებულაბაჲ მისი ყოვლად ნეტარნო, ღი҃ვ-განბრძნობილნო, სამღთონო მოციქულნო:
ქე҃ მხოლოო, შენ მხოლოსა შეგცოდე, და სული ჩემი ბოროტად შევაგინე, არამედ მოციქულთა შენთა ოხითა, მოწყალე-მექმენ ტკბილო და სახიერო, და მოტევებაჲ ცოდუათა მომანიჭე:
ვითარცა ხართ თქუჱნ, მოწყალენი და ტკბილნი, სიმწარისაგან ვნებათასა მიჴსენით, და მწჳრისაგან ბრალთასა მოციქულნო, და კეთილთა საქმითა, დაატკბეთ გული ჩემი გლახაკი, ჵ ყოვლად დიდებულნო:
ზეცისა ძალთა, და დიდთა მოციქულთა, და ყოველსა…
ღი҃ს-მშობლისა.
ზეცისა ძალთა, და დიდთა მოციქულთა, და ყოველსა მას თანა მართალთა კრებულსა, ევედრე ძესა შენსა ღი҃ს-მშობელო ჩუჱნ მონათათჳს, რათა გუაცხოვნნეს, და მოგჳტევნეს შეცოდებანი ჩუჱნნი:
მღუდელ-მთავართა სიკეთეო, სამღთოჲსა სულისა კეთილ-სუნნელებაო, მირონ-სუნნელითა ლოცჳთა…
სხუა, სძლისპირი. დაამტკიცეგული ჩენი
მღუდელ-მთავართა სიკეთეო, სამღთოჲსა სულისა კეთილ-სუნნელებაო, მირონ-სუნნელითა ლოცჳთა შენითა, ბოროტნი იგი მყრალნი ვნებანი განსდევნენ გულისაგან ჩემისა, ნიკოლოზ ბრძენო სურჳლით გევედრები:
მედგრობასა შინა აღვასრულებ ცხოვრებასა ჩემსა უბადრუკი, და მეშინის საშინელისაგან სამსჯავროჲსა შენისა ქე҃, რომელსა ზედა ნუ მარცხუჱნ მე, ვედრებულ-ქმნილი შუამდგომელობითა სამღუდელოჲსა ნიკოლოზისათა:
საღმრთოჲთა მადლითა ყოვლადშემკულმან მღუდელ-მთავარო მამაო ნიკოლოზ, პირად პირადთაგან განსაცდელთა და ურუათა აცხოვნენ, საფარუჱლსა ქუჱშე შენსა მოლტოლჳლნი მარადის ყოვლად სანატრელო:
ღი҃ს-მშობლისა.
მიჴსენ მე ყოველთაგან განსაცდელთა, და მრავალთაგან საცთურთა გუჱლისათა, და საუკუნოჲსაგან ცეცხლისა და ბნელისა ყოვლად უბიწოო, ნეთლისა დაუღამებელისა ჩუჱნდა მშობელო:
პირუჱლ აუწყა, წინასწარ-მეტყუჱლებით, ცხოვრება კაცთა ამბაკომ, და…
გალობა დ. შძლისპირი.
პირუჱლ აუწყა, წინასწარ-მეტყუჱლებით, ცხოვრება კაცთა ამბაკომ, და იტყოდა, რისხუასა შინა, მოჲჴსენინ წყალობაჲ, ჩრდილოთ მაღნართათ, მორახუჱდ შენ მაცხოვარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი:
უღთოებისა ზღუანი აღსძრენით ღირსნო, ქე҃ს მჴსნელისა ჰუნენო…
ტროპარნი.
უღთოებისა ზღუანი აღსძრენით ღირსნო, ქე҃ს მჴსნელისა ჰუნენო დიდებულნო, აღჰჴედით რა მას ზედა და მტერი დაანთქით, ხოლო დანთქმულნი სულნი განარინენით, და ცხოვრებასა ღირს-ჰყუჱნით დიდებულნო:
სამკჳდრებელნო, სულისა წმიდისანო, მრავალ-ფერთაგან ღელუათა აღუსებული, და დაბნელებული სული ჩემი გლახაკი, ბრწყინუალებითა კეთილთა საქმეთათა, განანათლენ თქუჱნ ნეტარნო მოციქულნო:
ღრუბელნო, წყლისა ცხოველისა მცურეველნო, დაკორდებული ცოდჳთა სული ჩემი მორწყეთ ცუარითა მოძღურებათა თქუჱნთათა, და ღირს-ჰყავთ იგი სათნოებათა იფქლსა, აღმოცენებად ნეტარნო მოციქულნო:
ჵ მოციქულნო, და წინასწარ-მეტყუჱლნო, და ყოვლად-ქებულნო მარტჳლნო…
ღი҃ს-მშობლისა.
ჵ მოციქულნო, და წინასწარ-მეტყუჱლნო, და ყოვლად-ქებულნო მარტჳლნო და მართალნო, დედასა თანა ქე҃სსა ევედრენით, რათა მიჴსნნეს ჩუჱნ, ბრალთა და ცოდუათაგან, და სატანჯუჱლთა საუკუნეთა ღთ҃მან:
ვითარცა აღმასრულებელმან ყოველთა სამღთოთა ბრძანებათამან, მღუდელთ-მთავარო მამაო…
სხუა, სძლისპირი. სულითა იხილა პირუჱლ.
ვითარცა აღმასრულებელმან ყოველთა სამღთოთა ბრძანებათამან, მღუდელთ-მთავარო მამაო ნიკოლოზ, ისწრაფე დაცუად ჩუჱნდა მეოხებითა შენითა, ქუჱყანასა ზედა სჯულთა ცხოვრებისა მიმართ მიმყუანებელთა, და გჳჴსნენ ჩუჱნ განსაცდელთა ზედა მოსრულთა:
სრბისა შენისა სრულ-მყოფელმან ღირსად ქე҃ს მიერ, წარმართენ გზანი ჩუჱნნი, მისსა მიმართ მამაო ღთ҃-შემოსილო ნიკოლოზ, რათა განლტოლჳლნი უგზოჲსაგან ცთომისა, საცხოვრებელისა მიმართ სრულებისა მივიწივნეთ:
რომელმან ყოველნი ღონენი მტერისანი დააძინენ, სამღთოთა მღჳძარებითა ნიკოლოზ ყოვლად ბრძენო, მღჳძარენი და ღთ҃ისა მგალობელნი, და შენნი მისსა მიმართ შუამდგომელად დამდებელნი, ჩუჱნ ყოველნი მამაო მადლიერ-გუყუჱნ:
მცნობელმან სულითა სამღთოთა წინასწარ-მეტყუჱლმან, შენ მთად ჩრდილოვნად…
ღი҃ს-მშობლისა.
მცნობელმან სულითა სამღთოთა წინასწარ-მეტყუჱლმან, შენ მთად ჩრდილოვნად წინათ გამოგსახა წმიდაო, ვინაცა დამდნარნი სიცხითა მრავალთა შეცოდებათათა, კეთილ-სათნოჲთა შუამდგომელობითა შენითა და მადლითა, განგუაგრილენ აწ ღი҃ს-მშობელო:
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად, მოხუჱდინ ქე҃ აღმსთობილნი…
გალობა ე. სძლისპირი.
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად, მოხუჱდინ ქე҃ აღმსთობილნი შევჰსწირავთ, დღეს გალობასა, შენდა ვითარცა ღთ҃-ხარ, რათა წარმიძღუჱ, გზასა მშჳდობისასა შესლუად, სასუფეველსა რომელ აღმითქუ ჩუჱნ:
იქმნენით ყოვლად ქებულნო მოციქულნო, სიტკბოებისა სახარულევანისა, მთაჲ…
ტროპარნი.
იქმნენით ყოვლად ქებულნო მოციქულნო, სიტკბოებისა სახარულევანისა, მთაჲ გარდამომდინარჱ და ყოველი სიმწარჱ, მტერისა დაარღჳეთ და მორწმუნეთა, ერნი დაატკბენით ჰსწავლითა თქუჱნითა:
რომელთა იცანთ ქე҃ჲ რაჟამს მოვიდა, ვითარცა უცხოჲ თჳსთა თანა წყალობით, და წადიერად მოსწრაფედ შეუდეგით ოცხოჲსა მისგან მძლავრისა განმარინეთ ღირსნო, სიტყჳსა ღთ҃ისა მქადაგებელნო:
განჰკურნენ ქე҃, წყლულებანი სულისა, ჩემისა ზედა ფარულად მოწევნულნი, მეოხებითამ რომელთა იგი ცხადად, ჰქადაგეს მოსლუაჲ შენი და ჯუარცმაჲ, და დაფლუაჲ, და აღდგომაჲ შენი საფლავისაგან:
სიტყუაჲ რომელსა ჴორცნი ავასხენ სძალო, ზესთა სიტყჳსა…
ღი҃ს-მშობლისა.
სიტყუაჲ რომელსა ჴორცნი ავასხენ სძალო, ზესთა სიტყჳსა ზეცისა, ძალთა თანა, ევედრე რათა პირუტყუჱბრთა საქმეთა, და ჴორციელთა ვნებათა და ჭირთაგან, გჳჴსნნეს, მონანი შენნი ყოვლად წიდაო:
დანერგული ეზოთა შინა უ҃ისათა მღუდელ-მთავარო მამაო ნიკოლოზ…
სხუა, სძლისპირი. ბრწყინუალჱ აღმოგჳბრწყინუჱ.
დანერგული ეზოთა შინა უ҃ისათა მღუდელ-მთავარო მამაო ნიკოლოზ, ვითარცა ზეთის-ხე ნაყოფიერი მადლითა, განაპოხენ პირთა ყოველთასა, ზეთითა შრომათა შენთათა:
ჰყავ მეოხებაჲ მონათა შენთათჳს მამაო ნიკოლოზ, რათა მოვიღოთ მოტევებაჲ ცოდუათა, და პყრობილებისაგან ჭირთასა ვიჴსნნეთ, და ყოვლისაგან იწროებისა:
შენ უკუჱ კეთილსა შუამდგომელსა უ҃ისა მიმართ, გევედრებით ჵ ნიკოლოზ, ნუ დამიტევებ ჩუჱნ წმიდაო შეუწევნელად, არამედ ჩუჱულებითითა მეოხებითა შენითა გუაცხოვნენ
ნათელ-სახილუჱლო ტაძარო ქე҃სო ყრმააო, ღი҃ვ-მიმადლებულო მეოხებითა შენითა…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათელ-სახილუჱლო ტაძარო ქე҃სო ყრმააო, ღი҃ვ-მიმადლებულო მეოხებითა შენითა, მამისა, და ძისა, და სულისა ჩუჱნცა ტაძარ-გყუჱნ, რათა ვიქმოდეთ ღირსთა საქმეთა:
შთახდა იონაჲ, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შთახდა იონაჲ, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა, ღთ҃ისა მიმართ ვედრებით, აღმომიყუანე დანთქმისაგან უ҃ო, ხოლო მე ქე҃, შენდა მომართ ვღაღადებ, უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე:
მოინადირეთ ბადითა სიტყჳსათა, წარმართთა ერნი ნეტარნო მოციქულნო…
ტროპარნი.
მოინადირეთ ბადითა სიტყჳსათა, წარმართთა ერნი ნეტარნო მოციქულნო, მეცნიერებად ქე҃ს ღთ҃ისა ჩუჱნისა რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრებით, რათა აცხოვნნეს ნამუშაკევნი თქუჱნნი:
შეინანე შენ ჵ სულო უბადრუკო, სულო გლახაკო და სულო უნანელო, და უღაღადებდ ქე҃სა მოწყალესა, შეგცოდე ღო҃, შემინდევ და მაცხოვნე, მეოხებითა ღირსთა მოციქულთათა:
ყოვლად ძლიერო რომელმან ისრაილთა, კლდისაგან წყალი აღმოუცენე პირუჱლ, ლმობიერმჰყავ მე ულმობელი სახიერ, და ნაკადულნი ცრემლთანი მომანიჭენ, მეოხებითა, ღირსთა მოციქულთათა:
დამბადებელსა და ღთ҃სა ღი҃ს-მშობელო, რომელმან შენგან შობაჲ…
ღი҃ს-მშობლისა.
დამბადებელსა და ღთ҃სა ღი҃ს-მშობელო, რომელმან შენგან შობაჲ სათნო-იჩინა, ცხოვრებისათჳს ჩუჱნისა წყალობით, ევედრე ჩუჱნთჳს შენდამი მორწმუნეთა, რათა დაგჳცუნეს ჭირთა და ურუათაგან:
სხუა, სძლისპირი. იონას სახედ.
მქონებელმან ქე҃ მრავლისა წყალობისამან, სიმრავლჱ ძჳრთა ჩემთა განსდევნე, მეოხებითა ნიკოლოზისათა, და წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი, რომელიცა ღელჳთა ცოდჳსათა მარადის იღელუჱბის:
დასთრგუნე ძლიერად ბრძენო, მტერი, რომლისა შემუსრუად განგუაძლიერრენ ჩუჱნცა ლოცჳთა შენითა ნიკოლოზ, რომელნიცა შენითა სამღთოთა შუამდგომელობითა განვმჰსდიდრდით:
რომელი ეგე იქმენ მირონელთა პირუჱლ მღუდელ-მთავარ ჭეშმარიტ, საცნობელნი უკუჱ ჩუჱნნი სულიერნი განასუნნელენ მამაო ნიკოლოზ, და მტერ-ქმნილი ჩუჱნ ზედა თავ-სუნნი ვნებანი განსდევნენ მარადის:
რომელმან იგი დიდებული ჰყო შენდა ქე҃მან უბიწოო…
ღი҃ს-მშობლისა.
რომელმან იგი დიდებული ჰყო შენდა ქე҃მან უბიწოო, მას უკუჱ ევედრე მარადის დიდებად, ჩუჱნ შორის მდიდრისა წყალობისა მისისა ღი҃ვ-მიმადლებულო:
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ…
გალობა ზ. სძლისპირი.
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუაჲ მძლავრისა, ღი҃ს-მოსულისა, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ქე҃მან ღთ҃მან, წყალობისა უფსკრულმან ვითარცა მდინარენი, წარავლინნა…
ტროპარნი.
ქე҃მან ღთ҃მან, წყალობისა უფსკრულმან ვითარცა მდინარენი, წარავლინნა მოწაფენი თჳსნი, მორწყუად დაბადებულთა, სახიერებით და ესრეთ ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ცეცხლი უნვთო გულსა შინა გეტჳრთათ, რომელ-არს ძალი სამღთოჲ, რომლისა მიერ, დაჰსწჳთ ყოველი ნივთი უღთოებისა, ქე҃ს ქადაგნო, ჩემთაცა ცოდუათა ნივთი დაჰსწჳთ, და ჴმა-ვყო ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ცეცხლისა მისგან, საუკუნოჲსა მიჴსენ, მეოხებითა ღო҃, დიდებულთა ქადაგთა შენთათა, და პირისა შენისაგან, ნუ განმაგდებ, რომელი სინანულით გიგალობ, კურთხეულ-ხარ ღო҃ უკუნისამდე:
მიჴსენ უ҃ო, ვნებათა განმჴრწნელთაგან და ცოდუათა ბოროტთა…
ღი҃ს-მშობლისა.
მიჴსენ უ҃ო, ვნებათა განმჴრწნელთაგან და ცოდუათა ბოროტთა, რომელი იშევ ქალწულისაგან, უხრწნელად და უბიწოდ, და უხრწნელებაჲ მოჰმადლე ძრწოლით მღაღადებელთა, ღო҃ ჩუჱნო კურთხეულ-ხარ შენ:
მოსწრაფებითითა ლოცჳთა შენითა ბრძენო, წჳვნი გულისა ჩემისანი…
სხუა, სძლის-პირი. საჴუმილსა შინა შეუხებელსა.
მოსწრაფებითითა ლოცჳთა შენითა ბრძენო, წჳვნი გულისა ჩემისანი დაამტკიცენ საცნაურად, კლდესა ძედა ყოვლად ბრწყინუალეთა სამღთოთა მცნებათასა, და მაცხოვნე ვერაგთაგან საწერტელთა, ბოროტთა-დასაბამისა მტერისათა:
განჴსნაჲ მრავალთაგან ცოდუათა და მახეთაგან იძულებითთა სოფლისათა გჳთხოვე ჩუჱნ, და განსაცდელთაგან ყოველთა ზედა მოსრულთა, ნიკოლოზ სამღუდელოო შემწეო ყოველთა მორწმუნეთაო, და საფუძუჱლო მღუდელ-მთავართაო:
მე ვარ მონაჲ ბოროტი, რომელმან დავფარე ტალანტი, რომელი მოვიღე მე განსაქმარებლად, და მეშინის მუნაჲსა მის სამსჟავროჲსაგან, რომელსა ზედა მსაჯულო ყოველთა ღო҃ ნუ დამსჯი, ლოცჳთა წმიდისა ნიკოლოზისათა:
შენ ყოვლად წმიდაო და ყოვლად განწმედილო, მონანი…
ღი҃ს-მშობლისა.
შენ ყოვლად წმიდაო და ყოვლად განწმედილო, მონანი შენნი დღისი და ღამე გევედრებით მარადის შემუსრჳლითა გონებითა, და ვითხოვთ ჴსნასა ცოდუათა ჩუჱნთასა მოცემად, მეოხებითა შენითა უბიწოო:
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად, სახე გექმნეს შენ…
გალობა ჱ. სძლისპირი.
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად, სახე გექმნეს შენ ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღუთაებისა, და დაგიცუა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
ვითარცა დიდმან მზემან შარავანდედნი, ესრეთ განგფინნა კიდეთა სოფლისათა, ქე҃მან ღთ҃ნ დიდებულნო მოციქულნო, განათლებად სარწმუნოებით მეტყუჱლთა, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
ვითარცა მწყემსთა, პირ-მეტყუჱლთა და კრავთა, მწყემსთმთავართა და ცხოვართა ქე҃სთა, და ღი҃ს მეტყუჱლთა მოციქულთა და ქადაგთა, მჴეცისა მისგან ბოროტისა მიჴსენით, და თიკანთა მათ, მწარეთა ნაწილსა:
ჵ უბადრუკო სულო სულთქმით ღაღად-ჰყავ, უფროს ყოველთა ვჰსცოდე უსჯულო-ვიქმენ, განმწმიდე და მაცხოვნე მე, მრავალ-მოწყალე, ვითარ მეზუჱრე, ავაზაკი და მეძავი, ქადაგთა შენთა დიდებულთა ოხითა:
ევედრე ღთ҃სა, ქე҃ს ღთ҃ისა დედაო, ზეცისა ძალთა…
ღი҃ს-მშობლისა.
ევედრე ღთ҃სა, ქე҃ს ღთ҃ისა დედაო, ზეცისა ძალთა და მოციქულთა თანა, და წინასწარ-მეტყუჱლთა და მოწამეთა, ცხოვრებად ჩუჱნდა რომელნი, უღაღადებთ, გუაცხოვნენ მჴსნელო, რომელნი გაკურთჴევთ შენ:
მდგომარე მთასა ზედა სამღთოთა კეთილთა საქმეთასა, საცნაურ-ქმნილი…
სჴუა҃, სძლისპირი. რომლისაგან ჰსძრწიან.
მდგომარე მთასა ზედა სამღთოთა კეთილთა საქმეთასა, საცნაურ-ქმნილი კიდეთა მიმართ, საკჳრუჱლებათა მაღალთა მჩუჱნებელ გამოსჩნდი ნიკოლოზ, ამისთჳს ყოველი ენაჲ პატივსგცემს შენ, ყოველსა შინა უკუნისამდე:
გემოს-მხილუჱლმან ღირსო სამღთოსა სიტკბოებისამან, სიმწარჱ ვნებათა და გემონი მოიძაგენ, რომელთაგან გჳჴსნენ ჩუჱნ მუჱდრებელმან ქე҃ს მიმართ, დაყუდებად ზედა აღდგომილთა განსაცდელთა:
ვითარცა სუჱტმან შეურყეველმან, და მორწმუნეთა სიმტკიცემან, მარადის შერყეული სიბოროტითა სოფლისათა, და საეშმაკოთა მობერჳთა, გამნაძლიერე ნიკოლოზ ყოვლად ნეტარო ლოცჳთა შენითა:
განჰკურნენ ყოვლად უბიწოო ვნებანი გულისა ჩემისანი, ყოველთა…
ღი҃ს-მშობელო.
განჰკურნენ ყოვლად უბიწოო ვნებანი გულისა ჩემისანი, ყოველთა მკურნალისა მშობელო, და მართალთა ნაწილსა ზიარად გამომაჩინე მე ქალწულო მეოხო ქე҃ს მიმართ:
ჯერ-არს დუმილი ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად…
გალობა თ. სძლისპირი.
ჯერ-არს დუმილი ვინათგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად, შენდა დღეს ღი҃ს-მშობელო, ხოლო არავე, დავდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუჱნისა, შევსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ:
ლამპარ ბრწყინუალე, სულისა გამოსჩნდით თქუჱნ, და ყოვლადბრძნისა ქადაგებისა ნათლითა, განაბრწყინუჱთ თქუჱნ სოფელი სავსებითურთ, და ბნელი კერპთა ამაო უჩინო-ჰყავთ, ამისთჳს ბძენნო, გალობით გადიდებთ თქუჱნ:
რქა ვენაჴისა, საუფლოჲსა იქმნენით, და სამღთონი ტევანნი გამოჲხუჱნით ყოვლად ქებულნო წმიდანო მოციქულნო, მადინებელნი ცხოვრებისა ღჳნოსა, და მთურალობისა ვნებათასა დამჴსნელნი:
ვჰსძრწი უბადრუკი, ქე҃ დამბადებელო, საყდართა შენთა შესაძრწუნებელთაგან, რამეთუ მქონან საქმენი მწიკულევანნი, და უწინარეს სასჯელისა დასჯილ-ვარ, მოქყალე-მექმენ მოციქულთა ოხითა:
კაცთა ბუნება განალღუჱ ღი҃ს-მშობელო, სიტყუაჲ ღი҃სა რა…
ღი҃ს-მშობლისა.
კაცთა ბუნება განალღუჱ ღი҃ს-მშობელო, სიტყუაჲ ღი҃სა რა განკაცებული გჳშევ, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, მოციქულთა და მოწამეთა ოხითა, რათა გუაცხოვნნეს ქალწულო უბიწოო:
ვითარცა მღუდელ-მთავარსა ქე҃სსა, ვითარცა ვარსკულავსა ნათელ-ცისკროვანსა, ვითარცა…
სხუა, სძლისპირი ღრუბელსა ნათელ-შემოსილსა.
ვითარცა მღუდელ-მთავარსა ქე҃სსა, ვითარცა ვარსკულავსა ნათელ-ცისკროვანსა, ვითარცა საკჳრუელებათა მოქმედსა, ვითარცა წყაროსა კურნებათასა, ვითარცა შემწესა ჭირთა შინათასა, და ვითარცა მჴსნელსა უმჴურუალესსა, მომწოდებელთა შენთასა განსაცდელთა შინა მამაო, შეგასხამთ გალობითა სამღუდელოჲთა:
ვითარცა მწყემსსა დიდსა, და მობაძავსა ყოველთა შინა მწყემსთ-მთავრისა ქე҃სსა, წადიერად გევედრებით ნიკოლოზ, ზენათ-გამო სამღუდელოჲთ დამწყსენ მონანი შენნი, და იჴსნენ მარადის ყოველთაგან სოფლისა განსაცდელთა:
ესერა აღსასრული მოახლებულ არს, რასა უკუჱ გცონის ჵ სულო ჩემო, რად არა ისწრაფი ღი҃სა მიმართ, კეთილ-სათნოდ ცხოვრებად, ისწრაფე და აღსდეგ და ღაღად-ჰყავ, შემიწყალე მე კაცთ-მოყუარე მეოხებითა ნიკოლოზისათა, და წარმართე ცხოვრებაჲ ჩემი ვითარცა სახიერმან:
ნათლისა საღმრთოთა მშობელო, მე დაბნელებული ესე ყოველთაგან…
ღი҃ს-მშობლისა.
ნათლისა საღმრთოთა მშობელო, მე დაბნელებული ესე ყოველთაგან მტერისა კუჱთებათა, და მყოფი მოწყინებასა შინა, და განმარისხებელი ღი҃სა, განმანათლე ყოვლად უბიწოო, და წარმიძეღუ კეთილთა მიმართ მუშაკობათა, ვითარცა მიზეზი ყოველთა კეთილთა.
მოციქულნო უ҃ისანო, ყოველი მზესა ქუჱშჱ სიღრმისაგან საცთურისა…
განმანათლებელი მოციქულთა. რომელმან ცისა, სამყარო.
მოციქულნო უ҃ისანო, ყოველი მზესა ქუჱშჱ სიღრმისაგან საცთურისა აღმოიყუანეთ, სიტყჳთა თქუჱნითა ნათლისა მიმართ, ნუ დასცხრებით უკუჱ შუა-მდგომელობად ჩუჱნთჳს:
ძისა მიმართ შენისა, ნუ დასცხრები სასოო ქრისტეანეთაო…
ღი҃ს-მშობლისა, მსგავსივე.
ძისა მიმართ შენისა, ნუ დასცხრები სასოო ქრისტეანეთაო, წმიდისა თანა მღუდელ-მთავრისა ვედრებად ჩუჱნ უღირსთა მონათა შენთა, რათა მივემთხჳვნეთმცა სიხარულსა საუკუნესა:
მოციქულთა მრავალ საგალობელმან ქნარმან სულისა მიერ წმიდისა…
აღჳვსენითსა ზედა, დასდებელნი მოციქულთანი, ჴმა ა.
მოციქულთა მრავალ საგალობელმან ქნარმან სულისა მიერ წმიდისა აღძრულმან, სატუხელთა ეშმაკთა შესაწირავნი განაქარუნა, და ერთი ღი҃ ჰქადაგა, წარმართნი მოაქცივნა კერპთა საცთურისაგან, და თაყუანის-ცემა ასწავა სამებისა ერთ-არსებისა:
პეტრეს და პავლეს ერთ-ჴმობით შევასხმიდეთ ჩუჱნ, ლუკას, მატთეოს, მარკოზს, იოანეს, ანდრეას, თომას, და ბართლომეს, სიმონს კანანელსა, იაკობს, ფილიპეს და ყოველსა რებულსა მოწაფეთასა, ღირსად ქებით ვადიდებდეთ:
იხარებდით მოწამენო უ҃ისა მიერ, რამეთუ ღუაწლი კეთილი…
მოწამეთა.
იხარებდით მოწამენო უ҃ისა მიერ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ, წინა აღუდეგით მეფეთა, და მძლავრთა ერეოდეთ, ცეცხლისა და მახჳლისაგან არა შეშინდით, და მჴეცთა ველურებისაგან, რომელნი შეჰსჭამდეს ჴორცთა თქუჱნთა, არამედ ქე҃სა ანგელოსთა თანა, გალობასა შესწირევდით, და ზეცით-გარდამო გჳრგჳნი მოიხუჱნით, ითხოვეთ მონიჭებად მშჳდობაჲ სოფელსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ:
წინასწარ-მეტყუჱლებრ ქალწულსა ვაქებდეთ ყოველნი, ტაკუკსა ოქროჲსასა, მქონებელსა…
დიდება, აწდა. ღი҃ს-მშობლისა. ზღჳსა განწესებულსა.
წინასწარ-მეტყუჱლებრ ქალწულსა ვაქებდეთ ყოველნი, ტაკუკსა ოქროჲსასა, მქონებელსა მანანაჲსასა, მაყუალსა შეუწუჱლსა, ტაბლასა, საყდარსა, სასანთლესა ოქროჲსასა, და მთასა გამოუკუჱთელსა, კიდობანსა წმიდასა, და კარსა სამღთოსა:
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
ხუთ-შაბათსა, მომიჴსენენი, ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჰჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯუარისა მიერ ავაზაკი შეიყუანა, ქე҃მან მას შინა რომელი ჰჴმობდა მომიჴსენე მე უ҃ო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
რომელთა განანათლეთ ყოველნი კიდენი, მოძღურებათა მათ თქუჱნთა, ბრწყინუალითა ნათლითა, და განსდევნეთ ბნელი კერპთ-მსახურთა, სანატრელნო მოციქულნო, და ნათლად წარუვალად მიიცუალენით, სარწმუნოებით პატივს-გცემთ თქუჱნ:
გუამოვნებითი იგი სიბრძნე, მამისა გაქუნდათ თქუჱნ, მოწაფენო ქე҃სნო, ყოველნი განაბრძუნენით, და განანათლენით, სისულელითა, ქადაგებათა თქუჱნთათა, სოფელი განაბრწყინუჱთ და მეცნიერებად, ღუთაებისა აღმოჲყუანეთ:
ტანჯუანი დაითმინენით, მსგავსად უჴორცოთა, მოღუაწენო ქე҃სნო, და…
მოწამეთა:
ტანჯუანი დაითმინენით, მსგავსად უჴორცოთა, მოღუაწენო ქე҃სნო, და უჴორცოთა მტერთა, სიმჴნით ერეოდეთ, ამისთჳსცა, სამართლად გნატრით ყოველნი, და დიდებაჲ თქუჱნი ჰგიეს ცათა შინა უკუნითი უკუნისამდე:
სამებისა თაყუანის-ვჰსცემდეთ, მამისა თანა ძესა, და სულსა…
დიდება, მსგავსივე.
სამებისა თაყუანის-ვჰსცემდეთ, მამისა თანა ძესა, და სულსა წრფელსა მორწმუნენო განუყოფელსა, და განოშორებელსა, და თანა მოსაყდრესა მხოლოსა, მგალობელნი, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, სამებაო ყოვლად-წმიდაო:
გნატრით ყოვლად უბიწოო, ვითარცა ჰსთქუ პირუჱლ, რამეთუ…
აწდა, ღი҃ს-მშობლისა.
გნატრით ყოვლად უბიწოო, ვითარცა ჰსთქუ პირუჱლ, რამეთუ გჳშევ ღი҃, ჴორცითა ჭეშმარიტად რომელი კრებულმან, ღი҃ს-მეტყუჱლთა, მოციქულთამან ქადაგეს, რომელთა თანა გჳთხოვე ქე҃სგან ცოდუათა შენდობაჲ და დიდი წყალობაჲ:
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად…
სერობისად. გალობანი წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. მარჯუჱნა შენი.
ტაძრად წმიდად გპოვა შენ სიტყუამან დაუსაბამომან ყოვლად უხრწნელო, და სიწმიდე და განათლებაჲ და გამოჴსაჲ შეცოდებათაგან, შენგან ჴორც-შესხმითა, მიჰმადლა პატივის-მცემელთა შენთა:
რომელმან ჰშევ ტევანი ცხოვრებისა აღმომაცენებელი სიტკბოებისა, ცოდუათა სიმრავლითა დაბნელებული ესე განმანათლე, და სინანულისა, გზათა წრფელთა წარმიძეღუ სახიერო:
ნებსით თჳსით დაცემულსა გულის-თქმათა მიერ ბოროტთა დამონებულსა, და მედგრობითა ჩემითა მტერთა მიერ მოწყლულსა სასიკუდინედ, ნუ უგულებელს-მყოფ, არამედ მაცხოვნე ჵ დედოფალო:
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფე მიხსენ…
გალობა გ. სძლისპირი. შენ მხოლოო რომელმან უწყი.
სძალო ყოველთა დედოფალო, რომელმან ჰშევ მეუფე მიხსენ მე, მძლავრებისაგან ვნებათასა, რომელმან ესე მედგრობითა ჩემითა, და უგუნურებითა, დავამონე მათ სული, და აღჳვსე ყოვლითა ბოროტითა:
ვითარცა მოწყალისა ღი҃სა დედასა სახიერსა და მოწყალესა, გაქუს დიდი წყალობაჲ, მე ულმობელი და უწყალო ესე, სიბრმითა გულისათა, მომაქციე უხრწნელო, და ლმობიერ-მყავ ოხითა შენითა:
გულის-სიტყუათა აღძრჳსაგან, და ჭირთა და ურუათა და განსაცდელთა მათ მძაფრთა, კუჱთებისაგან, მიჴსენ და მყუდროებითა, აღავსე გული ჩემი, ღი҃სა დედაო, და სამღთოდ ნავთ სადგურად, მიმიძეღუ ყოვლად საგალობელო:
ღრუბელო, ნათლისაო რომელმან ჰშევ კაცთა, მზე სიმართლისა…
გალობა დ. სძლისპირი. ღაღადყო ამბაკომ.
ღრუბელო, ნათლისაო რომელმან ჰშევ კაცთა, მზე სიმართლისა და ნათლისა მომცემელი ღი҃, ცოდჳთა დაბნელებული განმანათლე, წყუდიადისაგან გემოთასა, იჴსენ სული ჩემი საწყალობელი:
მჴეცთაგან, უხილავთა განმხრწნელთა სულისათა, რომელნი ეძიებენ წარწყმედასა ჩემსა, მიჴსენ უხრწნელო ქრისტიანეთა სასოო, და ჭირუჱულთა მხიარულებაო, ღი҃ს-მშობელო ქალწულო უბიწოო:
ძალ ჩემდა, და გალობა უ҃ი არს რომელი, სისხლთა შენთაგან წმიდათა, განხორციელდა სძალო, მას ევედრე რათა დავიცუა მე, მონა შენი უბიწოდ ქალწულო, სულით და ჴორცით საცთურისაგან მტერისათა:
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოჰფხურენ…
გალობა ე. სძლისპირი. შენ რომელმან განანათლე.
სული ჩემი, ნაყოფიერად გამოაჩინე სძალო, და აღმოჰფხურენ, შემაშფოთებელნი და უნაყოფონი, გულის-თქმათა ეკალნი, გულისა ჩემისაგან უხრწნელო, და ცოდჳსა მწიკულევანბანი:
სიტყუა ღი҃სა, ზესთა სიტყჳსა შეიწყნარე საშოსა, ღი҃ს-მშობელო, მას ევედრე რათა გულის-თქმათაგან, და საქმეთა ბოროტთა, პირუტყულთა განგუათავისფლნეს, მონანი და მგალობელნი შენნი:
შენ რომელმან, ნაყოფისა შენისა მიერ განაჴმენ, ძელისა მის, ცნობადისა პატიჟნი, და ნაყოფნი ჴორცთა ჩემთა აღძრუანი, და ვნებათა ღელუანი დააყუდენ, რათა გაქებდე საგალობელო:
მოიკლა მტერი ცხოველს-მოფელითა, შობითა შენითა სძალო, და…
გალობა ვ. სძლისპირი. მომიცუნა ჩუჱნ
მოიკლა მტერი ცხოველს-მოფელითა, შობითა შენითა სძალო, და დაითრგუნა ჯოჯოხეთისა მძლავრება, და განთავისუფლდეს ნაშობნი მოკლულთანი, და ჩემთაცა ვნებათა სიმტკიცე დაჰჴსენ დედოფალო:
ცოდუათათჳს, უცხო-ქმნილი ღი҃საგან, და შორად განშორებული, საკუთარ-მჰყავ მისა ჵ ყოვლად უბიწოო, დიდებულითა ვედრებითა შენითა რათა ქებით, უგალობდე ძლიერებათა შენთა:
უ҃ჟამო ძე, შენგან ჟამიერად იშუა ყოვლად წმიდაო ქალწულო, მას ევედრე რათა მრავალ-ჟამ დაძუჱლებულნი, ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნეს, და წარმიძღუჱს, ცხოვრებისა მიმართ საუკუნოჲსა:
განმიხუჱნ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო…
გალობა ზ. სძლისპირი. ვითარცა რა სიონს.
განმიხუჱნ მე სინანულისა ბჭენი, სძალო ბჭეო ნათლისაო, და კარნი გულის-თქმათანი, ჩემდა შემოსავალნი, დაჰჴშენ ყოვლად წმიდაო, და განსდევნენ გულის-თქმათა მწიკულნი უკეთურნი, რთა ძალსა შენსა ძლიერსა ვაქებდე:
მწიკული ბრალთა, წარმდებად ცხოვრებითა, და უყე შეცოდებათა, შევიკრიბე უბადრუკმან, და შევაგინე სული ჩემი საწყალობელი, განჰმბანე ღი҃სა დედაო, მადლთა შეთა მდინარითა, რათა ქებით გაკურთხევდე:
რომელმან ჰშევ, წყაროჲ უხრწნელებისა სძალო ღი҃საო უხრწნელო, ვნებათა მიერ განხრწნილი, და ეშმაკთა მოწყლული, ცხოველ-მჰყავ ვედრებითა შენითა, ქე҃ს ღი҃სა მიმართ, რათა ჴმა-ვჰყო, კურთხეულ-ხარ შე უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუჱთებითა, არამედ შეწევნითა…
გალობა ჱ. სძლისპირი. საჴუმილსა რა.
ვიმძლავრები ვნებათა მიერ, ეშმაკთა კუჱთებითა, არამედ შეწევნითა შენითა ღი҃სა დედაო, ვიჴსნები და ვღაღადებ აკურთხევდით:
ნათლისა მომცემელი ღი҃, ყოვლად განათლებულო ქალწულო, გჳშევ გამოუთქმელად ამისთჳს გევედრებით, განაბრწყინუჱ გონებაჲ ჩემი, მწარედ ტყუჱ-ქმნილი და დაბნელებული ვნებათაგან, რათა გაკურთხევდე უკუნისამდე:
ცათა უმაღლეს-ხარ ქალწულო, დედაო მჴსნელისაო უაღრესო ყოველთა დაბადებულთაო ამისთჳს გევედრები, სული ჩემი ცხოვრებისა ამის ვნებათა უმაღლეს-ჰყავ, რათა გაკურთჴევდე უკუნისამდე:
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუჱბელო მწუხარებისაო, გიხაროდენ მშობელო სიხარულისა…
გალობა თ. სძლისპირი. სახედ მუცლად-ღებისა.
გიხაროდენ მხოლოო განმაქარუჱბელო მწუხარებისაო, გიხაროდენ მშობელო სიხარულისა, და განმდევნელო, ბნელსა სულთასა და განმანათლებელო, ტომთა და ენათაო, რომელნი სარწმუნოებით გნატრიან:
დააცხრუჱნ ღუარნი ვნებათანი, და განაჴმე მორევნი ცოდუათა ჩემთანი, სძალო რომელმან ჰშევ უფსკრული მოწყალებისა, და მდინერე სამღთოსა მშჳდობისა, და წყაროჲ ცხოვრებისაჲ, და ზღუაჲ განუცდელი კაცთ-მოყუარებისა:
გამოსჩნდი სამკურნალოდ უსასყიდლოდ, ყოველთა სასო-წარკუჱთილთა უხრწნელო სასტიკად მოწყლულთა და დანთქმად მიახლებულთა ზღუასა შინა ამის ცხოვრებისასა, ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი გალობით გადიდებთ: