პირუჱჱლ ადამ ხისა მიერ, სიკუდილი მოიტყუა, ხოლო…
მწუხრად, დასდებელნი ჯუარისანი სამეუფონი, ჴმა ა. ზეცისა განწესებულთა.
პირუჱჱლ ადამ ხისა მიერ, სიკუდილი მოიტყუა, ხოლო აწ ძელისაგან, იჴსნა სიკუდილისაგან, ყოველი სოფელი, და ყოველი სული აქებს და ადიდებს, ნებსით თჳსით ჯუარცმულსა რომელმან განანათლა ცა და ქუჱყანაჲ:
მქონებელი განფიცხებულისა გულისა, და საქმითა ბოროტითა ყოვლითურთ შეგინებული, და დასჯილი, გიღაღადებ შენ სიტყუაო ღი҃საო, დაფარულნი ცოდუანი ჩუჱნნი, და უჯერონი აღძრუანი გულის-სიტყუათა ჩემთანი დააყუდენ ვითარცა სახიერმან:
ჯუარითა შენითა ქე҃, სახიერ ვიქადით, და მის მიერ დავჰსთრგუნავთ, საცთურსა მტერისასა, და დაუცხრომელად გიგალობთ შენ რამეთუ ცხოვრებაჲ ჩუჱნი, და უხრწნელებაჲ ჰქმენ მრავალ-მოწყალე, ნებსით რა ჯუარსა დაემსჭუალე:
შენ ზედა დავჰსდებ ცხოვრებასა ჩემსა, და შენ…
სხუანი დასდებელნი, ღი҃ს-მშობლისანი, მსგავსივე.
შენ ზედა დავჰსდებ ცხოვრებასა ჩემსა, და შენ მიერ ვსასოებ ცხოვრებად ყოვლად წმიდაო ქალწულო, რამეთუ ყოვლისაგან სავნებელისა განსაცდელისა და ვნებათაგან, ხოლო უფროსღა განზრახუათაგან ბოროტთა შემძლებელ-ხარ ჰჴსნად ჩემდა:
კუალად გხადი შენ ქალწულო დედოფალო მე წარტყუჱნული ესე ვნებითა ვეცხლის-მოყუარებისათა, რამეთუ ზედა დასხმისაგან მძჳნუარისა ამის მჴეცისა ჭეშმარიტად განცჳფრდები მე, ხოლო ანგარებისა და ბოროტთა საქმეთა და უჴმართაგან უკუჱ ვისაჯები:
განზრახჳსა და წინა-დადებისა კეთილისა გლახაკთა მიმართ და უქონელთა და უცხოთა, აღსრულებად ღირს-მყავ მე ღი҃ს-მშობელო შეწევნითა შენითა, და შეწყნარებად სიგლახაკისა შემძლებელისა შეერთებად ჩემდა ღი҃სა მიმართ:
ამაღლებული ვითარცა გიხილა ჯუარსა ზედა, ტარიგმან და…
დიდება, აწდა. ჯუარ ღი҃ს-მშობლისა, მსგავსივე.
ამაღლებული ვითარცა გიხილა ჯუარსა ზედა, ტარიგმან და უბიწომან ქალწულმან ტირილით ჰჴმობდა, შჳლო ჩემო ტკბილო, რა არს ახალი ესე და ყოვლად დიდებული სახილუჱლი, ვითარ მპყრობელი ყოვლისა ძელსა ზედა დაემსჭუალე ჴორცითა:
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუჱნ…
სტიქარონსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი, ჴმა ა.
ჯუარი აღემართა თხემისა ადგილსა, რომლისაგან აღმოგჳცენდა ჩუჱნ უკუდავებაჲ, წყაროსაგან დაუწყუჱდელისა, გუჱრდისაგან მაცხოვრისა:
განუკუჱთელ ზღუდე ჩუჱნდა არს, პატიოსანი ჯუარი მაცხოვრისა, და ყოველნი ვჰსცხონდებით რომელნი მას ვესავთ და თაყუანის-ვჰსცემთ:
მეოხებითა უ҃ო ყოველთა წმიდათათა, და ღი҃ს-მშობელისათა შენი…
მოწამეთა.
მეოხებითა უ҃ო ყოველთა წმიდათათა, და ღი҃ს-მშობელისათა შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუჱნ, ვითარცა მხოლო მოწყალე-ხარ:
ძუჱლი იგი გემოს-ხილუაჲ ადამისი მწარჱ, გემო რა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ყოვლად ქებულნო.
ძუჱლი იგი გემოს-ხილუაჲ ადამისი მწარჱ, გემო რა იხილე ნავღლისა და ძრმისა დაატკბე, შჳლო უტკბილესო ამაღლებულმან ძელსა ზედა, რომლისათჳს მეცა ვითარცა მსაჯულმან მართალმან, სამკურნალოჲთა მით ვნებითა შენითა დამატკბე მეუფეო, აღდგომილმან ვითარცა ყოვლად ძლიერმან, ქალწული ცრემლეოდა და იტყოდა:
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…
პარასკევსა ცისკრად, შემდგომად ა სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ა.
აცხოვნე უ҃ო ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა, ღი҃ვ-დაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და საფარუჱლსა ქუჱშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უ҃ო დიდება შენდა:
ჯუარცმითა შენითა ქე҃ განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა…
აღამაღლებდით უ҃სა, ღთ҃სა ჩუჱნსა, და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს:
ჯუარცმითა შენითა ქე҃ განიგმირა მძლავრი, და დაითრგუნა ძალი მტერისა, რამეთუ არა ანგელოსმან არცა კაცმან, არამედ თავადმან უ҃მან მაცხოვნენ ჩუჱნ:
ჯუარითა შენითა მტერნი დაამჴუჱნ მაცხოვარ, და შემუჰსრენ…
დიდება, აწდა. ჯუარ ღი҃ს-მშობლისა. მჴედარნი რომელნი.
ჯუარითა შენითა მტერნი დაამჴუჱნ მაცხოვარ, და შემუჰსრენ განზრახუანი მათნი ვითარცა მტუჱრი, და აღამაღლე რქაჲ პატიოსნისა ეკკლესიისა შენისა, და დააყუდე უ҃ო მოსლუადი ჩუჱნ ზედა ქარი ბორბალი, და დაამშჳდე სიმრავლჱ მართ-მადიდებელთა, მეოხებითა მშობელისა შენისათა:
ჯუარითა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა…
შემდგომად ბ. სტიხოლოგიისა, წარდგომანი, ჴმა ა. რაჟამს ლოდი იგი.
ჯუარითა შენისა ძელსა თაყუანის-ვჰსცემთ კაცთ-მოყუარე, რამეთუ ყოველთა ცხოვრებაჲ მას ზედა დაემსჭუალე მაცხოვარ, და მორწმუნესა ავაზაკსა სამოთხჱ განუღე, და საშუჱბელი მიანიჭე, რამეთუ აღგიარა შენ და ღაღადებდა, მომიჴსენე მე უ҃ო, ჩუჱნცა შეგჳწყალენ ვითარცა იგი, რომელნი ვღაღადებთ ვჰსცოდეთ ყოველთა, ნუ უგულებელს-გვჰყოფ ჩუჱნ წყალობითა შენითა:
საჭურუჱლი ჯუარისა ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა, ღი҃ს-მსახურსა…
ხოლო ღთ҃მან, მეუფემან ჩუჱნმან, წინა-საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქუჱყანისა: მჴედარნი რომელნი.
საჭურუჱლი ჯუარისა ოდესმე ბრძოლათა შინა გამოუჩნდა, ღი҃ს-მსახურსა მეფესა კონსტანტინეს ძლიერებად უბრძოლუჱლად მტერთა მიმართ, ძალითა სარწმუნოებისათა, ამისგან ძრწიან ძალნი ჯოჯოხეთისანი, ესე იქმნა ცხოვრებაჲ მორწმუნეთა, და სიქადულ პავლესა:
მხედუჱლი შენ მკუდრისა და განშიშულებულისა ძელსა ზედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მსგავსი.
მხედუჱლი შენ მკუდრისა და განშიშულებულისა ძელსა ზედა, ვიწყლჳ ფრიად და აღუშფოთნები შინაგნით, ყოვლად სახიერო ძეო ჩემო და ღო҃ ყოვლად-ძლიერო, უბიწო იგი ჰჴმობდა სულთქმით რომელსა უგალობთ, აწ ვითარცა დედასა ღი҃სასა, და სარწმუნოებით ვადიდებთ:
ჯუარსა ზედა დაემსჭუალე ნებსით ჴორცითა მოწყალე, განღლობად…
შემდგომად გ. სტიხოლოგიისა, წარდგომა, ჴმა ა. მჴედარნი რომელნი.
ჯუარსა ზედა დაემსჭუალე ნებსით ჴორცითა მოწყალე, განღლობად განხრწნილისა არსებისა ჩუჱნისა, და კაცის-მკულელი გუჱლი მოაკუდინე, არამედ დაამტკიცე მართლ-მადიდებლობაჲ სოფელსა შინა, და დაამჴუჱნ მწუალებელთა აღდგომაჲ, პატიოსნითა ჯუარითა შენითა:
ღუაწლთა სიქადულად, და გჳრგჳნითა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა…
დიდება შენდა, ღო҃ ჩუჱნო, დიდება შენდა. მოწამეთა.
ღუაწლთა სიქადულად, და გჳრგჳნითა პატივად, ღუაწლით-შემოსილთა მარტჳლთა შეგიმოსეს შენ უ҃ო, რამეთუ ტანჯუათა თმენითა უღთოთა ერეოდეს, და სამღთოთა ძალითა ზეცით გარდამო ძლევაჲ შეიმოსეს, მათითა მეოხებითა მომმადლე ჩუჱნ შენი დიდი წყალობაჲ:
უ҃ბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. მჴედარნი რომელნი.
უ҃ბიწო ტარიგი, ტარიგსა და მწყემსსა ძელსა ზედა მკუდრად მოკიდებულად გხედჳდა რა, ტირილით გეტყოდა და დედობრივ ღაღადებდა, ვითარ დავითმინო რა ესე შეგემთხჳა შენ ძეო ჩემო და ღო҃, ნებსით ვნებულო ყოვლად სახიერო;
სასწაულითა, იჴსნა ერი უ҃მან და ზღუა მღელუარე…
პარასკევსა კანონი ჯუარისა, ქმნილი უ҃სა იოსებისა. გალობა ა, ჴმა ა. სძლისპირი.
სასწაულითა, იჴსნა ერი უ҃მან და ზღუა მღელუარე სიტყუით განახმო პირუჱლ, და დღეს უხრწნელად, იშუა ქალწულისაგან, და წარმიძღუა ჩუჱნ ზეცად, ბუნებით სწორი მამისა თანა რომელსა უგალობთ:
ჩუჱნთჳს თავს-იდევ, სიკუდილი მეუფეო, რომელი ეგე ბუნებით…
ტროპარნი.
ჩუჱნთჳს თავს-იდევ, სიკუდილი მეუფეო, რომელი ეგე ბუნებით უვნებელ-ხარ, და რაჟამს ჯუარს-ეცუ, შორის ავაზაკთასა, მოჰკალ მტერი ბოროტი, და გუაცხოვნენ თაყუანის-მცემელნი შენნი და მგალობელნი:
მოხუჱდ გამოჴსნად, ბუნებისა ჩუჱნისა, განგდებულისა და დაბნელებულისა, აღმოსავალი აღმოსავალთა ქე҃, რომელი ჯუარსა ზედა, გიხილა რა მზემან დაიფარა ბრწყინუალებაჲ თჳსი:
საუკუნოჲსა, ცხოვრებისა მიზეზი, სიკუდილი საწუთოჲსა განსუჱნებისა, აღირჩიეთ…
მოწამეთა.
საუკუნოჲსა, ცხოვრებისა მიზეზი, სიკუდილი საწუთოჲსა განსუჱნებისა, აღირჩიეთ თქუჱნ, კეთილად მოწამენო, და სასუფეველისა მკჳდრად გამოჰსჩნდით ყოვლად ქებულნო, ამისთჳსცა გნატრით თქუჱნ:
ქე҃ს ვნებათა, კეთილად ებაძუჱნით, ღუაწლის-მძლენო წმიდანო მოწამენო, და საიდუმლოდ, კურნებითა თქუჱნითა, განსდევნით სალმობათა, და განიოტებთ სულთა ბოროტთა ქე҃ს მორწმუნეთაგან:
ვითარცა კრავი, უმანკო ჯუარსა ზედა, დამოკიდებული, გიხილა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ვითარცა კრავი, უმანკო ჯუარსა ზედა, დამოკიდებული, გიხილა ქე҃ ღო҃, მშობელმან შენმან, და მწუხარებისაგან, შემწუარი ღაღადებდა, სულგრძელო ძეო და ღო҃ ჩემო, დიდ-არს წყალობაჲ შენი:
ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა, ვიღელუჱბი…
სხუა კანონი უფროსად წმიდისა მიმართ ღი҃ს-მშობლისა. სძლისპირი. უგალობდით უ҃სა.
ვნებათა ზღუასა შინა, და გემოთა უფსკრულსა, ვიღელუჱბი მძჳნუარედ და გევედრები, უხრწნელო დედოფალო, ღირს-მყავ მიწევნად, ნავთ-საყუდელ სა, მოღუაწებისასა სასოო მორწმუნეთაო:
ნათლითა სულითა, განჰბრწყინდი დედოფლო, და ყოვლითურთ განწმედილმან სულით და ჴორცით, შეიწყნარე, ბრწყინუალებაჲ ღი҃სა მამისა, რომლისათჳსცა, დაჰჴსენ წყუდიადი ბრალთა ჩემთა, ყოვლად უხრწნელო:
შენ ბჭე ეგე ზეცისა, და წმიდა კიდობანი, და ტაძარი სულიერი სალხინებელი, სათნო გიყო დედად თჳსად ყოვლად წმიდაო, ქე҃მან ღთ҃მან, და გყო შენ ჴელის-აღმპყრობელად ქრისტიანეთა:
შენ-ხარ ქრისტიანეთა, მყუდრო ნავთსაყუდელი, და განსაცდელთაგან მჴსნელი, და ზღუდე და მფარუჱლი, ქალწულო დიდებულო, ღი҃სა დედაო, გჳჴსნენ ყოველნი შემსხმელნი შენნი საფრჴეთაგან მტერისათა:
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სილაღე…
გალობა გ. სძლისპირი.
ღო҃ მოხედენ, მონათა გალობასა, და დაამდაბლე სილაღე მაცთურისა, და ზესთა აღამაღლე, დღეს ეკკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენ, მოსავნი შენნი მართლ-მადიდებლობასა:
განიპყრენ მკლავნი ჯუარსა ზედა სახიერ, და თითთა…
ტროპარნი.
განიპყრენ მკლავნი ჯუარსა ზედა სახიერ, და თითთა შენთა სისხლითა შეღებჳთა, ადამ ქმნილი ჴელთა შენთა, ჴელთა მათგან მკულელთა იჴსენ მოწყალე და პირუჱლსავე, ნეტარებასა, უკუდავსა ღირს-ჰყუჱნ შესულად:
ევას ცთომისა, განკურნებად სახიერ, ლახურითა განღებაჲ გუჱრდისა თავს-იდევ, და ძელსა ზედა დამსჭუალჳთა ძელისა, ნაყოფითა მომწყდარნი, ავაზაკისა, თანა სამოთხედ, შეიყუანენ მოწყალე:
ეკკლესიისა, სუეტთა და სიმტკცეთა, ხოლო მტერისა დამარღუჱველთა…
მოწამეთა:
ეკკლესიისა, სუეტთა და სიმტკცეთა, ხოლო მტერისა დამარღუჱველთა მჴნეთა, ქე҃ს ღი҃სა მოწამეთა და მარტჳლთა, გონებითა წმიდითა, წადიერებით, ვნატრიდეთ ერნო, და ქებით ვადიდებდეთ:
ვითარცა ვაზთა ქე҃ს ვენაჴისათა, მოთმინებისა, ტევანნი გამოიხუნეს, და აღმოგჳცენნეს ღჳნოჲ ცხოვრებისა, მახარებელი გულთა მჴნეთა მარტჳლთა, და უძლეველთა ახოვანთა მჴედართა:
ღი҃სა დედაო, ქალწულო უბიწოო, კურთხეულ-არს ნაყოფი მუცლისა…
ღი҃ს-მშობლისა.
ღი҃სა დედაო, ქალწულო უბიწოო, კურთხეულ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რომელმან ნაყოფისა მიერ განხრწნილნი, ძელითა ჯუარისათა უხრწნელებითა, და განღთობითა დიდებულგჰყუნა შენ მიერ:
ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი…
სხუა, სძლისპირი. დამამტკიცე მე
ნათლითა დედოფალო, ძისა შენისათა ცოდუათა ჩემთა წყუდიადი, და ბრალთა ჩემთა, ალმური ბნელი განაბნიე, შუა-მდგომელობითა შენითა:
ვითარცა გაქუს უსძლოო, საკჳრუჱლებათა უფსკრული მიუწდომელი, და წყაროჲ კურნებათა დაუწყვედელი, ცოდუათა მწიკულისაგან, იჴსენ სული ჩემი:
შენგან შობილსა ღთ҃სა, თაყუანის-ვჰსცემთ ჵ კურთხეულო ღსა დედაო, ყოველთა ჭირთაგან გჳჴსნენ მადიდებელნი შენნი, ოხითა შენითა უბიწოო:
სასოებათა ჩუჱნთა, სრულმყოფელად და საღმრთოდ საფარუჱლად და წინა-მძღურად, და ზღუდედ ცხოვრებისად მოგიგებთ შენ ღი҃სა დედაო, მოგუფინე ნათელი სინანულისა:
პირუჱლ აუწყა, წინასწარ-მეტყუჱლებით, ცხოვრებაჲ კაცთა, ამბაკომ, და…
გალობა დ. სძლისპირი.
პირუჱლ აუწყა, წინასწარ-მეტყუჱლებით, ცხოვრებაჲ კაცთა, ამბაკომ, და იტყოდა რიხუასა შინა, მოიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოთ მაღნართათ მორახუჱდ შენ მაცხოვარ, ერისა ამის სიტყუა დამბადებელი:
სჯულის-მდებელო, სიმართლისაო ქე҃, ძელსა ზედა რა ნებსით…
ტროპარნი.
სჯულის-მდებელო, სიმართლისაო ქე҃, ძელსა ზედა რა ნებსით დამოეკიდე, უსჯულოთა თანა შერაცხუაჲ თავს-იევ, და უსჯულონი, წარმართნი სჯულიერჰყუჱნ ქუჱლის-მოქმედო და მრავალ-მწყალეო:
განკჳრდეს ძალნი, ანგელოსთანი რაჟამს, ამაღლებული ჯუარსა ზედა გიხილეს, ოდეს იგი შენ მზეო სიმართლისაო, დასხენ მთავარნი ბნკ҃ელისანი ბოროტნი, და ღაღადებდეს დიდება ძალსა შენსა:
წყალნი მადლთანი, ნიჭთაგან სულისათა, ღირსთა მარტჳლთა აღმოივსეს…
მოწამეთა:
წყალნი მადლთანი, ნიჭთაგან სულისათა, ღირსთა მარტჳლთა აღმოივსეს უხუჱბით, რომელთა მიერ, განჰბანენ ახოვანნი, სულთა განმხრწნელთა, ვნებათა სალმობასა მორწმუნეთაგან, მადიდებელთა მათთა:
მცონარებისა, ჰრული განაგდეს მხნეთა, ქე҃ს მჴედართა წმიდათა მოწამეთა, და მღჳძარებითა სარწმუნოებისათა, მჴეცთა ზახებაჲ დაადუმეს და დასცეს, და უძლიერეს შუათა მათთა იქმნნეს:
ჵ ძეო ჩემო ვითარმე მიგხედნე შენ, ძჳრის-მქმედებრ…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ჵ ძეო ჩემო ვითარმე მიგხედნე შენ, ძჳრის-მქმედებრ ძელსა ზედა ვნებულსა და უმჯავრო, და უბრალოდ განგმერილსა, ჰურიათაგან ცხოვრების-მომცემელსა, ქალწული ჰჴმობდა გოდებითა მწარითა:
სხუა, სძლისპირი. მესმა უ҃ო.
სამკურნალოდ ურცხუჱნელად გუაქუს ჩუჱნ, ოხაჲ შნი უსძლოო, და შესხმით და გალობით გადიდებთ შენ:
სიტყუაჲ ღი҃სა მუცლად-იღე სძალო, ბუნებათა უაღრეს, და ჰშევ ღი҃, მჴსნელი დაბადებულთა:
ზღუდედ უბრძოლუჱლად გუაქუს ჩუჱნ შენი, ფარუაჲ ღი҃სა დედაო, და ვიჴსნებით მტერთა უხილავთაგან:
ცოდჳთა დაცემულნი აღგუმართენ, მხოლოო კურთხეულო, რამეთუ შენ ხარ სასო მორწმუნეთა:
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად, მოხუჱდინ ქე҃, აღმსთობილნი…
გალობა ე. სძლისპირი.
საცთურთა ბნელთა, ღამისათა შენდობად, მოხუჱდინ ქე҃, აღმსთობილნი შევჰსწირათ დღეს გალობასა, შენდა ვითარცა ღთ҃-ხარ, რათა წარმიძღუჱ გზასა მშჳდობისასა შესლუად, სასუფეველსა რომელ აღმითქუ ჩუჱნ:
ჯუარსა ზედა რა ჴორცითა აღიმაღლე, მეცნიერებად ღუთაებისა…
ტროპარნი.
ჯუარსა ზედა რა ჴორცითა აღიმაღლე, მეცნიერებად ღუთაებისა შენისა, მოუწოდენ შენ წარმართთა უმეცართა, მხოლოო ტკბილო მსაჯულო ყოველთაო, ღო҃, და ჰყუჱნ იგინი ერ-საზეპურო:
სამსჯავროსა რა უმსჯავროდ წარიდგინე, პირუჱლ დასჯილი ადამი განთავისუფლდა, ქე҃ მაცხოვარ შენითა მით დასჯითა, და ღაღადბდა სულგრძლო მეუფეო, ძალსა, შენსა დიდება მრავალ-მოწყალე:
სამოთხე სამღთო ღი҃ვ-დანერგულ იქმნენით, მჴნენო მარტჳლნო და…
მოწამეთა.
სამოთხე სამღთო ღი҃ვ-დანერგულ იქმნენით, მჴნენო მარტჳლნო და ტანჯუათა სიმრავლჱ, მსგავსად ყუავილთა სუნნელთა აღაყუავეთ, რომელთა მიერ განასუნნელებთ ღირსნო, სულთა სარწმუნოებით შემსხმელთა თქუჱნთასა:
ღი҃ვ-შუჱნიერთა ხეთა ნაყოფიერთა უკუდავებისა ნაყოფითა სავსეთა, წადიერებით უალობდეთ მარტჳლთა, რომელთა განფხურნეს ძირნი საცთურისანი, მჴნეთა, გჳრგჳნთა და სიქადულთა ჩუჱნთა:
კუჱრთხმან რჩეულმან, რომელმან გამოიღო, მორჩი საუფლოჲ ყოვლად…
ღი҃ს-მშობლისა.
კუჱრთხმან რჩეულმან, რომელმან გამოიღო, მორჩი საუფლოჲ ყოვლად დაუჭნობელი, რაჟამს იხილა ძელსა ამაღლებულად, შეურუჱბული გოდებით ღაღადებდა, მჴსნელო, ნუ დამიტევებ დედასა შენსა:
შემწე-ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა ღი҃სა…
სხუა, სძლისპირი. ღამითგან აღჳმსთობთ.
შემწე-ხარ უძლეველი, განსაცდელთა შინა, და ჭირთა ღი҃სა დედაო, შემწე-გუჱქმენ ჟამსა ჭირისასა, და გჳჴსნენ მძლავრებისაგან, ცოდუათა ბოროტთასა:
გადიდებენ მარადის, ანგელოსთა წესნი, ვითარცა შემოქმედისა, მათისა მშობელსა უბიწოო, ზესთა ბუნებისა და ქალწულად დადგრომილსა:
კურნებათა მათ შენთა, და საკჳრუჱლებათა, წყაროთა და მდინარითა, ბილწებანი ჴორცთა ჩუჱნთანი, განჰკურნენ და განჰსწმიდე, სული ჩემი ქალწულო:
მლხინებელი ჩუჱნი და აღმხოცელ ბრალთა, აღჳაროთ მჴუუალითა სარწმუნოებითა და ვითხოვოთ, ჩუჱნ მის მიერ, მოტევებაჲ ცოდუათა ჩუჱნთა:
შთაჴდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა…
გალობა ვ. სძლისპირი.
შთაჴდა იონა, სიღრმესა მას ზღჳსასა, და ღაღადებდა, ღი҃სა მიმართ ვედრებით, აღმომიყუანე დანთქმისაგან უ҃ო, ხოლო მე ქე҃, შენდა მომართ ვღაღადებ, უულებეს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე:
რომელი ეგე ყოვლისა დიდებისა, აღმატებულხარ და ზესთა…
ტროპარნი.
რომელი ეგე ყოვლისა დიდებისა, აღმატებულხარ და ზესთა პატივისა, შეურაცხებაჲ საყუჱდრელი თავს-იდევ, და ჯუარსა ზედა დამსჭუალუაჲ მიითუალე, და უნდოებაჲ კაცთა ღუთაებრ ადიდე:
დამიწერე მე შენდობაჲ სახიერო, მიითუალე რა ლელწმისა მიერ გუჱმაჲ, და მონებისა იგი ჴელით-წერილი, ჩემი განხეთქე ლახურითა მით შენითა ქე҃ მაცხოვარ და მიჴსენ მტერისაგან:
ტკივილთა მიერ წამებისათა მჴნენო, ფუფუნებასა უოხჭნოსა შეხუჱდით…
მოწამეთა.
ტკივილთა მიერ წამებისათა მჴნენო, ფუფუნებასა უოხჭნოსა შეხუჱდით, და სიხარულსა შინა გამოუთქმელსა, იხარებთ ღირსნო წინაშე სამებისა, მეოხ-გუჱყუჱნით ჩუჱნ მგალობელთა თქუჱნთა:
აღეტყინენით დიდებულნო მარტჳლნო, ცეცხლისა მიერ ღი҃სა სიყუარულისა, და ცეცხლისაგან შემწუჱლისა ყოვლადუჱ არა შეიწუნეს ასონი სულიერნი, სულთა თქუჱნთანი არცა ჴორცნი ხილულნი:
ყოვლად წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ქალწულად ეგე შემდგომად…
ღი҃ს-მშობლისა.
ყოვლად წმიდაო ქალწულო ღი҃ს-მშობელო, ქალწულად ეგე შემდგომად შობისაცა, ვითარცა იგი უწინარეს შობისა, რამეთუ ჰშევ ღი҃ კაცთა მაცხოვარი, ძელისა მიერ და ჯუარცმისა თჳსისა:
შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა…
სხუა. სძლისპირი. რომელმან თავს-იდუა.
შემუსრჳლებანი, წყლულებათა ჩემთანი, ვნებათა მიერ მოწევნულნი, წამლითა ვედრებათა, შენთათა სძალო, ღირსო განჰკურნენ, და უვნებელობისა, სიცოცხლჱ მომანიჭე ოხითა შენითა:
ყოვლითურთ განუჰკფდი მე, ბრალთა შინა ურიცხუთა, და წარჳტყუჱნე, გონებითა, ცოდუათა ტყუჱობითა, ფრიად მწარითა, და ბოროტითა, და საფარუჱლსა შენსა, მოვივლტი ღი҃ს-მშობელო განმათავისუფლე მე:
სარწმუნოებითა, მტკიცითა გევედრებით შენდობისათჳს ცოდუათასა, ქე҃ს ღი҃სა მშობელო, მონანი შენნი, და მაქებელნი შობისა შენისანი, ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩუჱნსა:
ვითარცა რა ეტლმან, მზისა სიმართლისამან, განგუანათლენ დაბნელებულნი, ბნელითა ცოდჳსათა, ყოვლად წმიდაო, ღი҃სა დედაო, და ცოდუათა ჰრულითა, დანთქმულნი აღმადგინენ ვითარცა მკუდრეთით:
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუა…
გალობა ზ. სძლისპირი.
სიყუარულითა, ყოველთა მჴსნელისათა, არად შერაცხეს ყრმათა, რისხუა მძლავრისა, ღი҃ს-მოძულისა და ცეცხლისა შეთხეულნი, არა შეიწუნეს, და ესრეთ ღაღადებდეს, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ჯუარცმასა შენსა, საშინელსა მაცხოვარ, დაბადებულნი განკრთეს, და…
ტროპანი.
ჯუარცმასა შენსა, საშინელსა მაცხოვარ, დაბადებულნი განკრთეს, და ქუჱყანაჲ ძრწოლით შეირყია, ხოლო სიკუდილმან შენმან სიკუდილი მოკლა, ამისთჳს გიღაღადებთ, მამათა ჩუჱნთა ღო҃ კურთხეულ-ხარ შენ:
ნავღლისა გემო-იხილა მჴსნელმან ჩუჱმან, რომლითა სიტკბოებაჲ ცხოვრებისა აღმომიცენა მე, მწარისა მის საჭმლისა გემოს-ხილჳთა, სამოთხით, საშუჱბელისათ განჴდილსა, ამისთჳს ვაკურთხევთ მარადის:
ქე҃ს მჴედართა, ფრჩხილებითა ხუჱტილთა, სიზრქე მოკუდავებისა, განაგდეს…
მოწამეთა.
ქე҃ს მჴედართა, ფრჩხილებითა ხუჱტილთა, სიზრქე მოკუდავებისა, განაგდეს და განიშორეს მჴნეთა ხოლო კუართი ბრწყინუალე, უხრწნელებისა ღი҃საგან შეიმოსეს და ჴმა-ჰყუჱს, უ҃ო ღო҃ კურთხეულ-ხარ:
ვნებათა მიერ, უხრწნლთა მათ ვნებათა, ქე҃სთა ებაძუჱნით, ჵ კეთილად მძლენო მოწამენო, და ტანჯუანი მწარენი, უსჯულოთანი ახოვნად, თავს-ისხენით და ჴმა-ჰყავთ, უ҃ო ღო҃ კურთხეულ-ხარ:
ძელსა ზედა რა, ჰხედჳდა ძესა თჳსსა, ყოვლად…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა.
ძელსა ზედა რა, ჰხედჳდა ძესა თჳსსა, ყოვლად წმიდა ქალწული, ღი҃ს-მშობელი ესრეთ ღაღადებდა, ჵ მე ვითარ მოჰკუდები ძჳრის-მოქმედებრ, ყოველთა სასოო, ძეო ჩემო, და ცხოვრებაო მორწმუნეთაო:
ჭირთა შინა მაცხოვრად, და განსაცდელთა შინა შემწედ…
სხუა. სძლისპირი. აბრამიანთა.
ჭირთა შინა მაცხოვრად, და განსაცდელთა შინა შემწედ გიცნობ შენ სძალო, ღი҃საო, ქალწულო, და სარწმუნოებით ვიტყჳ, კურთხეულ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა ქე҃, მაცხოვარი სულთა ჩუჱნთა:
ვითარცა რა მშობელმან, ცხოვრების-მომცემელისა მეუფისამან, მომწყდარი ცოდჳთა აღმადგინე ქალწულო, რათა ესრეთ ვიტყოდე, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო.
შენგან გამოსჩნდა ღი҃, და იჴსნა წყევისაგან ბუნებაჲ კაცთა, დედაო ღი҃საო, და განჰკურნა ყოველთა, სალმობანი და ჰჴმობენ, კურთხეულ-ხარ შენ უ҃ო ღო҃ მამათა ჩუჱნთაო:
გიხაროდენ ქალწულო, სიხარულო მორწმუნეთაო და დამჴსნელო მწუხარებისაო, გიხაროდენ ყოველთა ცოდჳლთა მაცხოვარო და დიდო სალხინებელო, მადიდებელთა შენთაო:
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად, სახე გექმნნეს შენ…
გალობა ჱ. სძლისპირი.
ყრმანი ბაბილონს, შეუწუჱლნი პირუჱლად, სახე გექმნნეს შენ ქალწულო დიდებულო, რამეთუ შენგან იშუა ცეცხლი ღუთაებისა, და დაგიცუა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ:
რაჟამს ამაღლდი მაცხოვარ ძელსა ზედა, დაბადებულნი ყოველნივე…
ტროპარნი.
რაჟამს ამაღლდი მაცხოვარ ძელსა ზედა, დაბადებულნი ყოველნივე შეძრწუნდეს, მზემან დაიფარნა შარავანდედნი თჳსნი კლდენი განსქდეს და ჯოჯოხეთი განშიშულდა ვნებათა შენთა, ზარისაგან უ҃ო:
დასჯაჲ თავს-იდევ, ჩუჱნ დასჯილთა ამათთჳს, და განშიშულებულთა და განშორებულთა, შიშუჱლი ძელსა ზედა დამოეკიდე, დიდ-არს ძალი და ძლიერებაჲ შენი, ყოვლად ძლიერო, და მრავალ-მოწყალეო:
ქე҃ს მჴედართა, ახოვანთა მარტჳლთა, ჯუარი ნაცულად ჯაჭჳსა…
მოწამეთა.
ქე҃ს მჴედართა, ახოვანთა მარტჳლთა, ჯუარი ნაცულად ჯაჭჳსა შეიმოსეს, და წინა-აღმდგომსა ბრძოლად განეწყვნეს, და ფერჴთა ქუჱშე მათთა დააკუჱთეს, და უჴორცოთა ძალთა თანა მკჳდრ-იქმნნეს:
ასპარეზსა მას, შორის მდგომარე-იყუნეს ქე҃ს მჴედარნი ახოვანნი მარტჳლნი, და მოქლონითა უწყალოდ შემუსრჳლთა, საცთურისა შინებანი დაარღჳვნეს, და ეშმაკისა ბომონნი დააკუჱთნეს:
ღი҃სა დედაო, უმაღლესო ცათაო, დაცემად მტერთა ზვავისა…
ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა,
ღი҃სა დედაო, უმაღლესო ცათაო, დაცემად მტერთა ზვავისა სიმაღლისა, ძელსა ზედა რა ამაღლებული იხილე, მხოლოჲ მაღალი ძჱ და ღი҃ შენი, ჴმითა მაღლითა გალობით ადიდებდ:
მოწყალე-ჰყავ ქალწულო, ძჱ და ღი҃ შენი სახიერი…
სხუა. სძლისპირი. გალობით ვაკურთხევდეთ.
მოწყალე-ჰყავ ქალწულო, ძჱ და ღი҃ შენი სახიერი, სარწმუნოებით მღაღადებელთათჳს, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
დანთქმულთა ბრალთა შინა, გუაქუს მოწყალებაჲ შენი განმწმედელად, ქე҃ს დედაო და მადლობით გიღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უ҃ისანი უ҃სა:
შენ-ხარ ურუათა შინა, შემწე და მაცხოვარი და მჴსნელი, სარწმუნოებით მგალობელთა ქალწულო, აკურთხევდით საქმეჲ უ҃ისანი უ҃სა:
ღელუაჲ გულის-სიტყუათა, და არმური ქართა ცოდჳსათა, აღძრავს მძჳნუარედ გონებასა ჩემსა, ამისთჳს ნავთ-საყუდელსა შენსა, შევევედრები სძალო:
ჯერ-არს დუმილი, ვინადგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად…
გალობა თ. სძლისპირი.
ჯერ-არს დუმილი, ვინადგან ვერ შეუძლებთ, ღირსებით ქებად შენდა დღეს ღი҃ს-მშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუჱნისა, შევჰსწიროთ შესხმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ:
ჵ ვითარ ერმან ურჩმან იკადრა ჯუარცმაჲ, მხოლოსა…
ტროპარნი:
ჵ ვითარ ერმან ურჩმან იკადრა ჯუარცმაჲ, მხოლოსა მაგის სულგრძელისა რომელი, ნებსით დამდაბლდი, და ვნებანი თავს-ისხენ, მიზეზნი იგი უვნებელობისანი, და ედემისა, კვალად მომატყუჱბელი:
ჯუარცმაჲ ჴორცითა, თავს-იდევ მეუფეო, ცხოვრებისათჳს კაცთა ნათესავისა, რომელნი იგი, დაემონნეს ვნებათა, და პირუჱლი იგი პატივი წარსწყმიდეს, დიდება შენთა წყალობათა უფსკრულსა:
იმსთო შენდამი, მარტჳლთა გუნდმან ქე҃, და ბნელსა…
მოწამეთა.
იმსთო შენდამი, მარტჳლთა გუნდმან ქე҃, და ბნელსა სატანჯუჱლთასა ზესთა ექმნნეს, რომელთა ღირსად დიდებისა შენისა, ბრწყინუალედ გამოუთქმელად წარუძღუ, მათ მიერ ჩუჱნცა, განგუანათლენ მოწყალე:
მარტჳლთა მწყობრმან, სამღთომან შუჱნიერმან, ბევრეულნი უჴილავნი მტერნი დასცნა, და ბევრეულთა ანგელოსთა შეერთნეს, და ბევრეულსა სენსა სულთა ჩუჱნთასა წამის-ჰყოფითა სამღთოთა განკურნებენ:
ბრწყინუალებითა, შენგან შობილისათა, გონებაჲ ჩემი განაბრწყინუჱ ქალწულო…
ღი҃ს-მშობლისა.
ბრწყინუალებითა, შენგან შობილისათა, გონებაჲ ჩემი განაბრწყინუჱ ქალწულო, და განანათლე სული და გული ჩემი, და წყვდიადი ცოდჳსა განსდევნე ჩემგან, და ყოველივე მცონარებისა ბნელი:
ვითარცა გუაქუს დიდი, და აურაცხელი წყალობაჲ, დედოფალო…
სხუა. სძლისპირი. შენ რომელმან ღი҃.
ვითარცა გუაქუს დიდი, და აურაცხელი წყალობაჲ, დედოფალო ყოვლად წმიდაო, ჴორცთა და სულისა ვნებანი და წყლულებანი, განჰკურნენ მეოხებითა შენითა, მუჱდრებელთა შენთანი რათა გადიდებდენ:
შენ რომელმან სიტყუაჲ, ღი҃სა მუცლად-იღე საშოსა შენსა, და ზესთა ყოველთა გონებათა, და ბუნებათა გჳშევ ესე გამოუთქმელად, დიდების-გმეტყუჱლებთ და მადლობით გიღაღადებთ, გიხაროდენ ცოდჳლთა შემწეო და სასოო:
შენ-ხარ მორწმუნეთა, წინა-მძღუარი უცთომელი, და ალაგთა ცხოვრებისათა, წრფელთა წარუმართებ და შეიყუანებ ცხოვრებად, და დაამკჳდრებ ზეცათა სასუფეველსა, უხრწნელო ღი҃ს-მშობელო სულთა ჩუჱნთა სასოო:
შენ აღმოგჳცენე ჩუჱნ, პური იგი ზეცათა, და გუზრდი და მეოხ-ხარ მარადის, და გჳჴსნი ურუათა, და ჭირთაგან მრავალ-ფერთა, და მოგუანიჭებ ცოდუათა შენდობასა, ღი҃ს-მშობელო, მარიამ გალობით გადიდებთ:
ჯუარო სკიპტრაო ქე҃ს ჩემისაო, ძლევაო მეფეთაო, დიდებაო…
განმანათლებელი. რომელმან ცისა.
ჯუარო სკიპტრაო ქე҃ს ჩემისაო, ძლევაო მეფეთაო, დიდებაო მართლ-მადიდებელთაო, დაიცუჱნ შენდა თაყუანის-მცემელნი, და დაჰჴსენ კრებული მტერთა ბოროტ-მოქადულთანი:
შენ მაცხოვარ ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა…
პარასკევსა, აღვივსენითსა ზედა, დასდებელნი ჯუარისანი. ჴმა ა.
შენ მაცხოვარ ძელსა ზედა დამსჭუალულსა, და ცხოვრებისა ჩუჱნდა მომცემელსა, ვითარცა მეუფესა და მაცხოვარსა ჩუჱნსა, გიგალობთ დაუცხრომელად:
ჯუარისა შენისა მიერ ქე҃, ერთსამწყსო იქმნნეს ანგელოსნი და კაცნი, და ერთ-ეკკლესიაჲ, და ცანი და ქუჱყანაჲ იხარებენ, უ҃ო დიდება შენდა:
ღუაწლით-შემოსილთა ქე҃სთა, მოვედით ერნო ყოველნი, პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა…
მოწამეთა.
ღუაწლით-შემოსილთა ქე҃სთა, მოვედით ერნო ყოველნი, პატივს-ვჰსცემდეთ, გალობითა და შესხმითა სულიერითა, ნათელთა სოფლისათა და ქადაგთა სარწმუნოებისათა, წყაროთა დაუწყუჱდელთა, რომელთაგან აღმოდის მორწმუნეთათჳს კურნებაჲ, მათითა მეოხებითა ქე҃ ღო҃ ჩუჱნო, მშჳდობაჲ მოანიჭე სოფელსა შენსა, და სულთა ჩუჱნთა დიდი-წყალობაჲ:
ამაღლდი სახიერ ჯუარსა ზედა, ვითარცა ტარიგი უმანკო…
დიდება, აწდა. ჯუარ-ღი҃ს-მშობლისა. ყოვლად ქებულნო მოწამენო.
ამაღლდი სახიერ ჯუარსა ზედა, ვითარცა ტარიგი უმანკო დაკლული ნებსით, შჳლო უტკბილესო, ჰჴმობდა გოდებით ტარიგი უბიწო, მხედუჱლი ძელსა ზედა უ҃ისა, მე უკუჱ შევიწუჱბი გულითა და მოვიწყლჳ, გარნა უგალობ შენსა უზომოსა სახიერებასა:
საჭმლისა მიერ გამოჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო…
პარასკევსა, მომიხსენენი, ჴმა ა.
საჭმლისა მიერ გამოჴადა მტერმან ადამი სამოთხით, ხოლო ჯუარისა მიერ ავაზაკი შეიყუანა ქე҃მან მას შინა, რომელი ჰჴმობდა მომიხსენე მე უ҃ო ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა:
ჯუარს-ეცუ ქე҃ უცოდუჱლო, და ცოდუანნი ჩუჱნნი, აღიხუჱნ მოწყალებით, ხოლო რაჟამს მოიწყალ, გუჱრდით შენით მჴსნელო, ცხოვრებისა, წყარონი აღმოგჳცენენ, წყლისა და სისხლისანი, განახლებისათჳს ჩუჱნისა და უხრწნელებისა:
ძელსა ზედა დამსჭუალჳთა, ნებსით ქე҃ ღო҃, ყოველნი წყლულებანი, ადამისნი აღჰჴოცენ მრავალ-მოწყალეო, და შენთა მათ, წმიდათა წყლულებათაგან, სულთა ბოროტთა სიმრავლენი მოიწყლნეს, და ცანი და ქუჱყანაჲ განათლდეს:
ემსგავსენით თქუჱნ ვნებათა, ნებსით ვნებულისა ქე҃ს მეუფისათა…
მოწამეთა.
ემსგავსენით თქუჱნ ვნებათა, ნებსით ვნებულისა ქე҃ს მეუფისათა, დიდებულნო მარტჳნო, და აწ გევედრებით, დააცხრუჱნით, ვნებანი უკურნებელნი, და სნეულებანი ჩუჱნნი განჰკურნენით, ძალითა სულისა წმიდისათა:
სწორსა ძლიერებითა, ერთ-პატივსა სამებასა გადიდებთ შენ, მამასა…
დიდება.
სწორსა ძლიერებითა, ერთ-პატივსა სამებასა გადიდებთ შენ, მამასა დაუსაბამოსა ღთ҃სა, და ძესა, და სულსა წმიდასა, ერთსა სამ-გუამოვნებითსა ღთ҃ მთავრობასა სარწმუნოებით შევასხამთ:
ჯუარსა ზედა დამჰსჭუალულსა, გხედჳდა რა ქე҃ რომელმან…
აწდა. ჯუარ ღი҃ს-მშობლისა, მსავსივე.
ჯუარსა ზედა დამჰსჭუალულსა, გხედჳდა რა ქე҃ რომელმან გშუა ჴორცითა, გოდებითა მწარითა, ტირილით გეტყოდა, რასათჳსმე, მოგაგეს ესე ვითარი, უჯერო უწყალოებაჲ უმადლომან, ბოროტმან ერმან ებრაელთამან:
კაცობრივსა ენისაგან გალობაჲ შენი ჯეროვანი შეუძლებელ-არს, რამეთუ…
სერობისად. გალობანი, წმიდისა ღი҃ს-მშობლისანი. გალობა ა. ჴმა ა. სძლისპირი. სასწაულითა.
კაცობრივსა ენისაგან გალობაჲ შენი ჯეროვანი შეუძლებელ-არს, რამეთუ მხოლო კაცთა შორის ნათლითა, უაღრეს ბუნებისა, სიწმიდისათა, განშუჱნებული, დედად ღი҃სად გამოსჩნდი:
შენგან შობილსა, ორითა ბუნებითა, მართლ-მადიდებლობით აღჳარებთ, სძალო კაცად სრულად და ღთ҃დ გამოუკულეველად, და თჳთეულისა ბუნებათა და ნებათა ვიცნობთ, და ძღწოლით უგალობთ:
ბუნება ჩემი, ყოვლითურთ შეიმოსა, ბუნებით სწორმან ღი҃სა მამისამან, საშოსა შენსა, და ყოვლითურთ განამღთო, ღი҃ვ-შუჱნიერად სძალო, ამისთჳს დედად ღი҃სად გქადაგებთ, და ჯეროვნად გნატრით:
აღგიარებთ შენ, ბჭედ ნათლისად ქალწულო, რომლისა მიერ უაღრეს ბუნებათა, აგებულებაჲ, ჩუჱნი მიიღო ღთ҃მან, და გამოჩნდა ჴორცითა, ყოვლად წმიდაო და ჭეშმარიტად, ღი҃ს-მშობლად გქადაგებთ:
აღდგომა მკუდართა მოგუჱნიჭა, ქალწულო, ყოვლად უბიწოთა შობითა…
გალობა გ. სძლისპირი. ღო҃ მოხედენ.
აღდგომა მკუდართა მოგუჱნიჭა, ქალწულო, ყოვლად უბიწოთა შობითა შენითა, რამეთუ გჳშევ ცხოვრებაჲ, ბუნებითი, რომელმან მგალობელთა შენთა ცხოვრებაჲ, უკუდავი მოსცა და ზეცად აღამაღლა:
შენგან აღყუავნა, ჵ ყოვლად დიდებულო, ყვავილი იგი სამღთოჲ დაუჭნობელი, სუნნელ-მყოფელი კაცთა ბუნებისა, სამღთოთა მირონითა ღუთაებისათა, მამისა თანა-სწორი დაუსაბამო:
ღი҃ უ҃ი ჰშევ შენ ღი҃სა დედაო, კაცობრივითა გუამითა და სულითა, ჴორცთა შინა შეკრებულითა თჳნიერ, ქცევისა და შერწყმისა და შერევნისა, რამეთუ ეგო ღუთაება უქცეველად:
პირუჱლ სიკუდილისა დამონებული ადამ, აწ განთავისუფლდა შობითა შენითა, ჵ ღი҃სა დედაო რამეთუ ცხოვრებაჲ, არსებითი უკუდავი, ზესთა სიტყჳსა, გჳშევ ჴორცითა, და აცხოვნე სოფელი:
ჴმასა წმიდასა გიღაღადებ ქალწულო, რომელი იგი გაბრიელ…
გალობა დ. სძლისპირი. პირუჱლ აუწყა.
ჴმასა წმიდასა გიღაღადებ ქალწულო, რომელი იგი გაბრიელ გიღაღადა, წეინაშე ღი҃სა საყდართა მდგომარემან, გიხაროდენ შენ ჵ ყოვლად უბიწოო, გიხაროდენ შენ ღრუბელო ნათლისაო:
ზეცისა ძალთა, მთავარი გარდამოჴდა, და გახარებდა და გეტყოდა ქალწულო, ღი҃ ჴორც-შესხმული გამოვიდეს შენგან, ყოვლად წმიდაო, და აცხოვნნეს ყოველნი, სარწმუნოებით მადიდებელნი შენნი:
მახჳლი იგი, და მცუჱლი ედემისა, აწ მორწმუნეთა გზა-ჰსცემს და შეიყვანებს, რამეთუ ხედავს აღნიშნულთა სისხლითა, ყოვლად წმიდითა შენგან შობილისათა, და აღუსებულთა მადლითა ღი҃ს-მშობელო:
ეჰა წმიდაო, წმიდათაო ქალწულო, მოლოდებაჲ და სასოება წარმართთა, და მაცხოვარი და მჴსნელი მორწმუნეთა, გამოგჳბრწყინდა საშოსა შენისაგან, და მგალობელთა შენთა მოგუცა ცხოვრებაჲ:
სასძლოდ საღმრთოჲსა განკაცებისა გიცნობთ, და ტაძრად წმიდად…
გალობა ე. სძლისპირი. საცთურთა ბნელთა.
სასძლოდ საღმრთოჲსა განკაცებისა გიცნობთ, და ტაძრად წმიდად ორთა მათ ბუნებათა, შეერთებისა გჰქადაგებთ უბიწოო, რამეთუ პირუჱლ განყოფილნი შენ მიერ, სძალო, შეიერთნეს ზესთა ბუნებისა:
ვითარ ცისკარმან აღმოაბრწყინუჱ, სძალო მზის-თუალი იგი სიმართლისა დაუვალი, შეერთებული ჴორცთა გუამოვნებითა, და წიაღთა შენთა წმიდათა იტჳრთე ღი҃, ამისთჳს ყოველნი გევედრებით შენ:
შენ ხარ ცხოვრება ჩუჱნი ღი҃სა დედაო, და სასოება ურცხუჱნელი უსძლოო, და საფარუჱლი და შესავედრებელი, და ჴელის-აღპყრობაჲ შენი მაქუს სიმდიდრედ, ჩემდა ნუ უგულებელს-მყოფ მხოლოო კურთხეულო:
შემწე ხარ დიდი კაცთა ნათესავისა, რამეთუ იქმენ სამკჳდრებელ მაღლისა, ჵ დედოფალო ვითარცა ყოვლად წმიდა, და აწ მსწრაფლ მეწიე მუჱდრებელთა შენთა, და გუჱქმენ, ძალ-მწე და მფარუჱლ სასოო ჩუჱნო:
მზე სიმართლისა იშუა შენგან ქალწულო, რომელმან ღუთაებისა…
გალობა ვ. სძლისპირი. შთაჴდა იონა.
მზე სიმართლისა იშუა შენგან ქალწულო, რომელმან ღუთაებისა ბრწყინუალებითა, სოფელი ესე განანათლა ბრწყინუალედ, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები, რათა გუაცხოვნნეს, მადიდებელნი შენნი:
გჳჴსნენ მონანი შენნი ყოვლად წმიდაო, განსაცდელთაგან და ვნებათა ღელჳსა, და ნავთ-სადგურად მყუდროდ მიმიძეღუ სძალო, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული, და აღდგომაჲ და მჴსნელი და მაცხოვარი:
მართლ-მორწმუნენი და კეთილად მსახურნი, ჭეშმარიტად ღი҃ს-მშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ სიტყუა ღი҃სა დაუსაბამოჲ, მამისაგან პირუჱლ საუკუნეთა შობილი, გამოუთქმელთად ჰშევ ხორცითა ქალწულო:
ვითარცა ტკბილსა წყალობათა უფსკრულსა და მრავალ მოწყალესა და კაცთ-მოყუარესა, ევედრე ჩუჱნთჳს ძესა შენსა ქალწულო, რომელსა იგი ზრდიდი ვითარცა ჩჩჳლსა, რათა გუაცხოვნნეს შენნი აღმსარებელნი:
ჩუჱნ კაცთა შორის დაემკჳდა უ҃ი, შენ მიერ…
გალობა ზ.სძლისპირი. სიყუარულითა.
ჩუჱნ კაცთა შორის დაემკჳდა უ҃ი, შენ მიერ ღი҃ს-შობელო, რამეთუ გპოვა ტაძარი ვრცელი, საყოფელი საუფლოჲ, ცაჲ სულიერი, საუნჯე წმიდა ქალწულებისა, ამისთჳს გნატრით მორწმუნენი:
შენდამი დამიცს ყოველი სასოება, ჩემი ღი҃სა დედაო, მაცხოვნე მეოხებითა შენითა, და მიჴსენ უბიწოო, სიბნელისაგან, ბოროტთა ვნებათა და ბრალთასა, და ცოდუათა დაცემისაგან:
დამბადებელი ყოველთა და მეუფე საყდართა ხერუვიმთა, ზედა მჯდომარე ჰშევ ქალწულებით, მხოლოო სანატრელო, საგალობელო, ქალწულო და დედაო უსძლოო, და ქალწულად წმიდად დაადგერ:
მოგუჱც ქალწულო, ცოდუათა მოტევებაჲ, მადიდებელთა შენთა, და განგუარინენ განსაცდელთაგან და ყოველთა ურუათა, რომელნი ესე, მოგიგბთ სასოდ და სიქადულად, და ზღუდედ და შესავედრებელად:
ყოვლად წმიდაო დედაო მჴსნელისაო, ჭეშმარიტებით გნატრით სასოსა…
გალობა ჱ. სძლისპირი. ყრმანი ბაბილონს.
ყოვლად წმიდაო დედაო მჴსნელისაო, ჭეშმარიტებით გნატრით სასოსა ჩუჱნსა, რომელი აღმოუცენებ მორწმუნეთა ნეტარებისა სამღთოსა მდინარესა, და სურჳელად გაკურთხევთ, შენ მარადის:
მამისა თანა მოსაყდრე სიტყჳსაჲ მხოლოჲ, ზესთა ცნობისა უცხოდ მუცლად-იღე შენ, და ქალწულმან ჰშევ და ქალწულადუჱ ეგე, ამისთჳს გიხაროდენსა მიგიძღუანებთ, ყოველი ერი, მარადის გაკურთხევს შენ:
იქმენ ქუჱყანა წმიდა ყოვლად წმიდაო, და თავ-წარსხმული უკუდავებისა ქე҃, და მომცემელი სამღთოსა ცხოვრებისა, გამოიღე ნაყოფად ღი҃სა დედაო, რომელსა ძრწოლით მარადის ვაკურთხევთ მას:
ღი҃სა ჩუჱნისა დედასა უბიწოსა, გნატრით ყოველნი და მთავარ ანგელოსისა თანა, გიხაროდენსა ყოვლად წმიდაო ქალწულო, სასოო ჩუჱნო და შესავედრებელო:
ეჰა სიმართლე საიდულოთა შენთა, ღი҃სა დედაო რამეთუ…
გალობა თ. სძლისპირი. ჯერ არს დუმილი.
ეჰა სიმართლე საიდულოთა შენთა, ღი҃სა დედაო რამეთუ შენ შორის დღეს, საცნაურ-იქნნეს ღი҃სა განკაცებისაჲ, და განახლებისა ჩუჱნისა დიდებულნი, ძალნი და ნიშნი, რომლითა მაცხოვნენ ჩუჱნ:
ეჰა სიმაღლე შენთა საიდუმლოთა, რამეთუ ძე ღი҃სა ჴორც-შესხმულ გჳშევ, ზესთა ცნობისა დედაო და ქალწულო რომელი ძალითა ღუთაებისათა ჰმართებს ყოველთა და უპყრიეს და განაგებს:
ჵ სასწაულიც ცნობათა უაღრესი, რამეთუ შენ მხოლომან გჳშევ სიტყუაჲ ღი҃სა, რომელ იგი არს ბრწყინუალებაჲ მამისა, და ქუჱლის-მოქმედი და მაცხოვარი ჩუჱნი, რომლისა მიმართ მეოხ-გუჱყავ ქალწულო:
ჵ სასწაულთა შენთა დიდებულება, ქალწულო წმიდაო რამეთუ საიდუმლო, საუკუნითგან დაფარული საუფლო, გამოუთქმელად გჳშევ და განგჳცხადე, მისა ვედრებად ჩუჱნთჳს ნუ დააცადებ: