აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ…
ტროპარი
აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს…
კონდაკი
ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
რაჟამს ესმა მოსლუა შენი წინასწარ-მეტყუელსა ქრისტე განკჳრუებით…
სძლისპირი
რაჟამს ესმა მოსლუა შენი წინასწარ-მეტყუელსა ქრისტე განკჳრუებით ღაღად-ჰყო: მესმა მე სმენა, შენი უფალო, რამეთუ მოხუედ ქუეყანად რათა აცხოვ-ნნე დღეს ცხებულნი შენნი.
ქორმან მან დაგებულმან დღეს, მოწაფითურთ შეგიწყნარა, და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ქორმან მან დაგებულმან დღეს, მოწაფითურთ შეგიწყნარა, და მას შინა სრულ-ჰყავ მჴსნელო საიდუმლოთა ცხოვრებისა ჩუენისა
საღმრთო ზადიკი, ვითარცა უბრ-ძანე ქადაგთა შენთა.
ნეტარ არს შემწყნარებელი უფლი-სა სარწმუნოებით, ქორსა გონებ-ისასა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ნეტარ არს შემწყნარებელი უფლი-სა სარწმუნოებით, ქორსა გონებ-ისასა და სერად საღმრთოდ, ღუ-თის-მსახურებისა ტრაპეზსა განმ-ზადებად და სტუმრობად უფლისა და მოციქულთა.
ულმობელ და მზაკუარ ხარ შენ და მოუდრეკელ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ულმობელ და მზაკუარ ხარ შენ და მოუდრეკელ იუდა, და ყოვ-ლითურთ უწყალო, რამეთუ დაჰჴშენ სრულიად ყოვლად არა წმიდანი თუალნი შენნი და ვეცხლად განჰყიდე მარავალ-მოწყალე.
უღმრთოება ღუთის-მკულელთა მათ და გონება იუდასი ჰსწორ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
უღმრთოება ღუთის-მკულელთა მათ და გონება იუდასი ჰსწორ იქმნნეს სიბოროტითა, იგინი კლუ-ასა და იუდა შიშთჳსა, მიჰსცა სიბრმემან მათმან, და ორთავე ცხოვრება წარიწირეს.
მოკითხუა შენი მზაკუარს არს, გიხაროდენ მახჳლ ორ-პირ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
მოკითხუა შენი მზაკუარს არს, გიხაროდენ მახჳლ ორ-პირ, ჵ მაცთურო იუდა, და ენა შენი იტყჳს მედგრობით მშჳდობასა, და გული შენი მიჰსცემს ქუელის-მოქმედსა უსჯულოთა.
გიყუარს და ჰყიდი იუდა, მოი-კითხავ და მოჰკლავ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
გიყუარს და ჰყიდი იუდა, მოი-კითხავ და მოჰკლავ მას, ჵ სამ-გზის უბადრუკო, ეჰა რაბამნი უკეთურებანი იწუართნა გულმან შენმან, რამეთუ ექმენ სავანე ეშმაკსა.
განუყოფლად არსებითა, შეურევ-ნელად პირებითა ღუთის-გმეტყუე-ლებ, სამ-ხატოვანსა, ერთსა…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
განუყოფლად არსებითა, შეურევ-ნელად პირებითა ღუთის-გმეტყუე-ლებ, სამ-ხატოვანსა, ერთსა ღუ-თაებასა, თანა-მოსაყდრესა, და ერთ პატივსა და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით ქებულ-სა მაღალთა შინა.
მიდგომილება უსაზღურო და შობა ზესთ-ბუნებისა იქმნა შენი…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიდგომილება უსაზღურო და შობა ზესთ-ბუნებისა იქმნა შენი დედო-ფალო, რამეთუ სულმან წმიდამან შეჰმზადა საღმრთოთა ჴორცთა ტაძარი, და უაღრეს-გყო ჰსჯუ-ლთა ბუნებისათა.
ჰსჭამდი რა მეუფეო მოწაფეთა შენთა-თანა საიდუმლოდ ყოვლად…
ჰსჭამდი რა მეუფეო მოწაფეთა შენთა-თანა საიდუმლოდ ყოვლად პატიოსანი დაკლუა შენი გამოა-ჩინე, რომლისა მიერ ვიჴსნენით ხრწნილებისაგან, ამის-თჳს პატი-ვს-ვჰცემთ ყოვლად-პატიოსანთა ვნებათა შენთა.
შეუწუელმან მაყუალ-მან სინას აუწყა მოსეს ჴმითა წულილსა…
სძლისპირი
შეუწუელმან მაყუალ-მან სინას აუწყა მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴ-მილისაგან, და გალობით ჰღაღა-დებდეს ყოველნი საქმენი აკურ-თხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა უგალობდით, და ამაღ-ლებდით მას უკუნისამდე.
ჰსჯულისა ბრძანებანი სრულ-ჰყუნა უფალმან, რომელმანცა იგი სინას…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ჰსჯულისა ბრძანებანი სრულ-ჰყუნა უფალმან, რომელმანცა იგი სინას აღსწერნა ფიცარნი ჰსჯული-სანი, და ჰსჭამა პირველ პასექი იგი ძუელი და აჩრდილის სახე, ხოლო თჳთ თავადი გუექმნა ჩუენ ზადიკ საიდუმლო და მსხუერპლ ცხოველს-მყოფელ და შეჰსწირა თავი თჳსი მამასა.
საუკუნითგან დაფარულნი საქმენი და სიდუმლონი იგი ჰჴსნისა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
საუკუნითგან დაფარულნი საქმენი და სიდუმლონი იგი ჰჴსნისა ჩუენისა-თჳს სიბრძნით განგე-ბულნი, აჰსწავენ საყუარელთა შენთა სერობასა მას წმიდასა მჴსნელო, რომელმან იგი ჰსჯუ-ლად დაუსხნეს ქადაგთა შენთა ეკკლესიასა, და მარადის დამტკი-ცებული გმონებს.
ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე ჰურიათა, არქუ რა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე ჰურიათა, არქუ რა მჴსნელო მოწაფეთა, აღივსნეს მწუხა-რებითა და შეშფოთნეს, ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონება და არცა მოჰსდრკა გონება მისი, არამედ მეყუ-სეულად წარვიდა და ჰრბიოდა გზათა საეშმაკოთა.
დაჰგლახაკე და დაჰმდაბლდინ ჩუენ-თჳს მდიდარი, ქრისტე და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
დაჰგლახაკე და დაჰმდაბლდინ ჩუენ-თჳს მდიდარი, ქრისტე და სერობისაგან აღჰსდეგ და მოირტყი შენ არდაგი და თავი შენი მოიდრიკე, და დაჰბანენ ფერჴნი მიწისაგანთა მონათა შენთა და განმცემელსა, ბილწსა და ყოვ-ლად-ბოროტსა იუდას, დიდება წყალობათა შენთა უფსკრულსა.
გამოუთქმელთა მათ სიმდაბლეთა შენთა, სიმაღლე ქრისტე მაცხოვარ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
გამოუთქმელთა მათ სიმდაბლეთა შენთა, სიმაღლე ქრისტე მაცხოვარ ვის არა უკჳრდეს და განს-ცჳფრდეს, რამეთუ ფერჴნი მონა-თანი დაჰბანენ და არდაგითა წარჰჴოცენ, შემოქმედმან ყოველ-თამან, და წინაშე პილატესსა განკითხუად წარჰსდეგ და დაისა-ჯე მსაჯული დაბადებულთა.
საყუარელი მოწაფე წამის-ყოფითა პეტრესითა მიყრდნობილი წიაღთა ჰკითხჳდა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
საყუარელი მოწაფე წამის-ყოფითა პეტრესითა მიყრდნობილი წიაღთა ჰკითხჳდა მაცხოვარსა, ვინ არს რომელი მიგცემს უფალო, ხოლო თავადმან მიცემითა პურისათა აუწყა იგი, ეჰა სულგრძელება მეუფისა, რომელმან ჩუენ-თჳს ყოველივე თავს იდუა.
შემდგომად მიღებისა პურისა მის ცხოვრებისა მოკლუად აღიჭურა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შემდგომად მიღებისა პურისა მის ცხოვრებისა მოკლუად აღიჭურა უღმრთო იუდა, და წარვიდოდა უსჯულოთა, და განუცხადა მათ საიდუმლონი საღმრთონი განსაბას-რობელად, და ესრეთ მოკლუად აღიჭურნა იგი, და სრულად განეშორა შემოქმედსა.
ერთსა ღმერთსა არსებით მიუწ-თომელსა, სამ-გუამოვნებით ცნო-ბილსა უგალობდეთ…
ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.
ერთსა ღმერთსა არსებით მიუწ-თომელსა, სამ-გუამოვნებით ცნო-ბილსა უგალობდეთ ჩუენ, განყო-ფილსა თჳთებითა, და არა ღუთაებითა, მამასა და ძესა, და სულსა ყოვლად წმიდასა.
გჳჴსნენ ჩუენ იესუ მაცხოვარო ჩუენო საცთურისაგან ბოროტისა…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გჳჴსნენ ჩუენ იესუ მაცხოვარო ჩუენო საცთურისაგან ბოროტისა და განსაცდელთა, მიითუალე ვედ-რებაჲ ღვთის-მშობელისა დაუც-ხრომელად, რამეთუ დედა არს შენ ღუთისა ჩუენისა, და შემძლებელ არს ვედრებად შენდა.
შეუწუელმან მაყუალ-მან სინას აუწყა მოსეს ჴმითა წულილსა…
ვაქებთ, ვაკუღტხევთ უფალსა, უგალობთ და უფროსად აღუა-მაღლებთ ჩუენ უკუნისამდე. სძლისპირი
შეუწუელმან მაყუალ-მან სინას აუწყა მოსეს ჴმითა წულილსა, ენა მძიმესა და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴ-მილისაგან, და გალობით ჰღაღა-დებდეს ყოველნი საქმენი აკურთ-ხევდით დღეს ღმერთსა და უფალ-სა უგალობდით, და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
მტჳრთუელმან გამოუ-თქმელად უხრწნელებისამან სიტ-ყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…
სძლისპირი
მტჳრთუელმან გამოუ-თქმელად უხრწნელებისამან სიტ-ყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო ქალ-წულო ღვთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა გუასწავე მორწ-მუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
საიდუმლო დიდი განკაცებისა შენი-სა, ინაჴით მსხდომარეთა ქადაგთა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
საიდუმლო დიდი განკაცებისა შენი-სა, ინაჴით მსხდომარეთა ქადაგთა შენთა განუცხადე, და არქუ ქრისტე მაცხოვარ, ჰსჭამეთ პური ცხოველი ესე არს ჴორცი ჩემი და ჰსუთ წმიდა სასმელი, ესე არს სისხლი ჩემი ცხოველს-მყოფელი.
ცათა მობაძავ იქმნა ქორი იგი რომელსა შინა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ცათა მობაძავ იქმნა ქორი იგი რომელსა შინა აღასრულა მხსნელ-მან მსხუერპლი იგი ცხოველს-მყოფელი, და სერი იგი წმიდა და ტაბლა უბიწო, საკურთხეველისა წმიდისა დედა იქმნა, თავადისა ქრისტეს მღუდელ-მთავრობა.
დიდ და ყოვლად წმიდა ზადიკ ჩუენდა არს…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
დიდ და ყოვლად წმიდა ზადიკ ჩუენდა არს ქრისტე ღმერთი, რომელი დაიკლა ჩუენ-თჳს ვი-თარცა ცხოვარი, და შეიწირა მსხუერპლად და იჭამა პურებრ, ვინაცა ჴორცი იგი და სისხლი საუფლო შიშით და ძრწოლით მოვიღოთ მორწმუნენო.
მოიღე პური, აკურთხე და უჩუენე მამასა, და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
მოიღე პური, აკურთხე და უჩუენე მამასა, და ეგრეთვე სასმელი და მიეც მოწაფეთა და არქუ მიიღეთ და ჰსჭამეთ, ცხოვრებისა ჭამადი, და ჰსუთ სისხლი წმიდა, გუერდისა ჩემისა საღმრთოსა წყაროსაგან გამოსრული.
ვენახმან ჭეშმარიტმან ჰრქუა რტოთა თჳსთა მოციქულთა, ამინ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ვენახმან ჭეშმარიტმან ჰრქუა რტოთა თჳსთა მოციქულთა, ამინ გეტყჳ თქუენ ამიერითგან არღარა ვჰსუა მე ამის ვენახისა ნაყოფისაგან, ვიდრემდის ვჰსუა იგი ახალი თქუენ თანა მკჳდრთა ჩემთა, დიდებასა შინა მამისა ჩემისასა.
ოცდაათ ვეცხლად განჰყიდი უფალსა და არა იგონებ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ოცდაათ ვეცხლად განჰყიდი უფალსა და არა იგონებ სერობასა მას საიდუმლოსა, არცა პატიო-სანსა მას საბანელსა უსჯულოო იუდა, ჵ ვითარ შეჰბრკოლდი და დაეცი, და სრულიად განჰხუედ ნათესავისაგან დაბნელებული.
ოცდაათ ვეცხლად განჰყიდი უსასყიდლოსა, და ჴელთა რომე-ლითა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ოცდაათ ვეცხლად განჰყიდი უსასყიდლოსა, და ჴელთა რომე-ლითა მიიღე პური განჰმარტებ მიღებად ვეცხლისა, და ზაკჳთ ამბორს უყოფ პირსა მისსა სახიერსა, უსჯულოო იუდა, ვაჲ შენდა ნაწილო ეშმაკისაო.
პურმან ქრისტემან დაგჳგო ტაბლა უკუდავებისა, და ისტუმრებს…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
პურმან ქრისტემან დაგჳგო ტაბლა უკუდავებისა, და ისტუმრებს ყო-ველსა სოფელსა, ჵ ქრისტეს მოყუარენო, უბიწოთა გულითა, და წმიდითა სულითა მოვედით ვეზი-არნეთ ჴორცსა და სისხლსა მისსა პატიოსანსა.
მამასა თაყუანის-ვჰსცემთ, ძესა უფროსად აღუამაღლებთ, და სულ-სა…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
მამასა თაყუანის-ვჰსცემთ, ძესა უფროსად აღუამაღლებთ, და სულ-სა წრფელსა სარწმუნოებით ვა-ქებთ, სამობასა პირებით, და ერთობასა არსებით, ვითარცა ნა-თელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყო-ფელსა ყოველთასა.
ტაძარო ზეცისაო და სძალო უქორწინებელო, შენ მხოლო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტაძარო ზეცისაო და სძალო უქორწინებელო, შენ მხოლო გამო-ჰსჩნდი საყდრად ცათა მეუფისა, და ესე გჳშევ ჩუენ უქცეველად უსძლოო, ვინაცა ყოველნი ტომნი და ნათესავნი მართლმადიდე-ბლობით ქებით გადიდებთ.
მტჳრთუელმან გამო-უთქმელად უხრწნელებისამან სიტ-ყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება…
სძლისპირი
მტჳრთუელმან გამო-უთქმელად უხრწნელებისამან სიტ-ყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნება, მოვედ უბიწოო ქალ-წულო ღვთის-მშობელო, შენგან შობილსა თანა გუასწავე მორ-წმუნეთა, რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ დიდებად შენდა.