გულანი
საცდელი · 1.11.1
ვნების შვიდეული · ორშაბათი 1 / 2აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ…

ვნების შვიდეული · ორშაბათი

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · დაახლ. 1 წთ

აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ…

ტროპარი

აჰა ესე სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.

იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას…

კონდაკი

იოსებისა წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობი, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულსთქუმა თვისი მეძავისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთმეცნიერებისა ღმრთისაგან, და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა.