რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს…
ტროპარი
რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა.
მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან…
კონდაკი
მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე განმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად.
განსდევნე ნისლი სუ-ლისა ჩემისა, ნათლისა მომცემელო ქრისტე…
სძლისპირი
განსდევნე ნისლი სუ-ლისა ჩემისა, ნათლისა მომცემელო ქრისტე ღმერთო, და განჰჴადე პირმშოჲ იგი ბნელი უფსკრულისა, და მომეცმე ნატელი ბრძანებათა შენთა, სიტყუაო, რათა აღმსთობილი გადიდებდე შენ.
განშუენდა სერობა და განიმზადა შენდა პასექი, ვითარ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
განშუენდა სერობა და განიმზადა შენდა პასექი, ვითარ იგი ჰბრ-ძანე ქრისტე, გარნა იუდა იწუართა განცემაჲ შენი, და თანა-მყოფი შენი ეზავა ფასსა ზედა შენსა ვეცხლის-მოყუარებით.
აღჰსდგების სერობისაგან და არდაგსა მოირტყამს წელთა ნებსით…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
აღჰსდგების სერობისაგან და არდაგსა მოირტყამს წელთა ნებსით ქრისტე, და ქედსა მოიდრეკს, ხოლო მჴმობელი პეტრე, არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი, არამედ უკუე განმბანე ოდენ შემოქმედო ჩემო.
პური უკუე მიიღო ჴელითა, განცემად მოწაფემან მზაკუარმან…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
პური უკუე მიიღო ჴელითა, განცემად მოწაფემან მზაკუარმან იუდა, რომლითა ჰყო მიცემაჲ შენი, ხოლო განირთხნა ფერჴნი, რომე-ლიცა დაჰბანენ და არდაგითა წარჰჴოცენ.
ზაკულითა ამბორის-ყოფითა იუდა აღაღებდა პირსა შენ ზედა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ზაკულითა ამბორის-ყოფითა იუდა აღაღებდა პირსა შენ ზედა, რომ-ლითა ჴორცნი შენნი სიტყუაო შეა-სუელნა უღირსად. გიხაროდენ მოძღუარ მჴმობელნმან, ამბორის-მყოფელმან შენდა და განმცე-მელმან, მონამან მან მზაკუარმან.
იხილა რა პეტრე ქმნილი იგი განცჳფრებითა შეპყრობილი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
იხილა რა პეტრე ქმნილი იგი განცჳფრებითა შეპყრობილი, კით-ხჳთა უნდოჲსა მჴევლისათა მოკი-ცხულ იქმნა, რამეთუ უარ გყო შენ უფალი, ვითარ იგი ჰსთქუ და ვითარცა უწყოდი ყოვლისა მცნობელმან.
ყურიმლის-ცემულ იქმნების შემოქ-მედი, ხოლო იგუემების ქმნილი შეურაცხებითა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ყურიმლის-ცემულ იქმნების შემოქ-მედი, ხოლო იგუემების ქმნილი შეურაცხებითა შემოქმედისათა, ლერწმითა თავსა ნებსით იცემების, და ზენანი დაჰსდრკებიან, ინერწ-ყუების მსაჯული და ყოველნი სა-ფუძუელნი ქუეყანისანი შეირ-ყევიან.
ეკალთა მიერ გჳრგჳნოსან იქმ-ნების ღმერთი, რომელმან განა-შუენა…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ეკალთა მიერ გჳრგჳნოსან იქმ-ნების ღმერთი, რომელმან განა-შუენა ყოველი ქუეყანაჲ ყუავი-ლთა მიერ, და წყლულებათა მიი-ღებს, და დაითმენს ყუედრებათა სულ-გრძელებით, და პორფირითა კიცხევისათა შეიმოსების, გარნა ყოველსავე დაითმენს ღმერთი იგი ყოველთა, და ივნებს ჴორცითა თჳსითა.
ღაღადებდინ იოანე საღმრთოსა მოძღურებითა მეტყუელი განჴორ-ციელებისა, შენისა…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღაღადებდინ იოანე საღმრთოსა მოძღურებითა მეტყუელი განჴორ-ციელებისა, შენისა სიტყუა ჴორც იქმნა ქალწულისაგან უქცე-ველად, და დაადგრა ბუნებით ღმერთად ვითარცა იგი იყო, რომე-ლი წიაღთაგან მამულთა არა განეშორა.
რომელმან დაჰრთენ წყალთა ზედა ზესკნელნი მისნი, და…
სძლისპირი
რომელმან დაჰრთენ წყალთა ზედა ზესკნელნი მისნი, და შეაყენე ზღუა ქჳშასა, და გიპ-ყრიეს ქუეყანაჲ ბრჭალითა, შენ გიგალობს მზე, შენ გადიდებს მთოვარე, და შენდა შეჰსწირუენ დიდებასა ქმნილნი შენნი, და აღგა-მაღლებენ შემოქმედსა უკუნი-სამდე.
შენ შემმოსელმან ცათამან ღრუ-ბელთა მიერ, მსუფევებელმან საყდართა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შენ შემმოსელმან ცათამან ღრუ-ბელთა მიერ, მსუფევებელმან საყდართა ზედა დიდებისათა, მა-მისა თანა უხრწნელისა იესუ, მიირე და მოირტყ არდაგი, რათა დაჰბანნე ფერხნი იგი მიწიერნი, რომელი ყოვლითურთ ცეცხლ ხარ სიტყუაო, დაღათუ განჴორციელდი.
რაჟამს იგი დაჰბანნა ფერჴნი ყო-ველთანი ინაჴ-იდგმიდა იესუ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
რაჟამს იგი დაჰბანნა ფერჴნი ყო-ველთანი ინაჴ-იდგმიდა იესუ და ეტყოდა თჳსთა მოწაფეთა, უწყით ყოველთა რაჲცავჰქმენ მე აწ, სახის მომცემელმან ყოველთა და სიმდაბლისამან, რათა რომელთა ენებოს პირველ ყოფად, იყავნ ნებსით თჳსით უკანასკნელ ყოვე-ლთა.
დაღათუ ხართ წმიდანი უკუე არა-მედ არა ყოველნი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
დაღათუ ხართ წმიდანი უკუე არა-მედ არა ყოველნი ჰრქუა ქრის-ტემან სერობასა ზედა თჳსთა მეინახეთა, ხოლო ერთმან უკუე მეორისა არა უწყოდა სიტყუა ესე, რომლისა-თჳს ჰსთქუა ამისა შემ-დგომად ცხადად სახელი მიმცე-მელისა.
რაჟამს იგი ჰსთქუა ესე იესუ აღჳდა მთასა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
რაჟამს იგი ჰსთქუა ესე იესუ აღჳდა მთასა ზეთისხეთასა მოწა-ფეთა თანა, მსაჯული იგი ყოვე-ლთა, მეტყუელი მოვედით წარვი-დეთ ამიერ, რამეთუ აჰა მოიწია მიმცემელი ჩემი, ნურავინ იჯმნის ჩემგან, რამეთუ ნებსით ვივნებ.
ეჰა ამბორის ყოფასა მზაკუარსა გიხაროდენ მოძღუარ ეტყჳს…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ეჰა ამბორის ყოფასა მზაკუარსა გიხაროდენ მოძღუარ ეტყჳს იუდა ქრისტეს, და მყის სიტყჳსა თანა მიჰსცემს დაკლუად, რამეთუ ესე უკუე მიეცა მას სასწაულ უსჯუ-ლოთადა, რომელსა მე ამბორს უყო იგი არს, რომლისა მიცემად თქუე-ნდა აღმითქუამს.
შეპყრობილ იქმენ ღმერთო ჩუენო, ერთა უსჯულოთაგან, და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შეპყრობილ იქმენ ღმერთო ჩუენო, ერთა უსჯულოთაგან, და არა სადა წინა-აღმდგომ მეტყუელმან, არცაღა მჴმობელმან დაითმინენ, ყოველნი კრავმან ღუთისამან, განკითხუად დაჰსჯად და გუე-მად, შეკრუად და წარყუანებად მახჳლითა და წათებითა კაიაფას მიმართ.
ჯუარს-ეცჳნ იესუ ქრისტე, ჰღაღა-დებდეს ერნი ებრაელთანი მღუ-დელთა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ჯუარს-ეცჳნ იესუ ქრისტე, ჰღაღა-დებდეს ერნი ებრაელთანი მღუ-დელთა თანა და მწიგნობართა, ჵ ერნო ურწმუნონო, რაჲ გიყო თქუენ, ჴორცითა განცხადებულმან ამან, რომელმანცა აღადგინა საფლავით ლაზარე, და გზა უყო კაცთა ცხოვრებად.
სამჰსჯავროსა მას პილატესსა, ერნი უსჯულონი ჰჴმობდეს და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
სამჰსჯავროსა მას პილატესსა, ერნი უსჯულონი ჰჴმობდეს და იზრახდეს, ჯუარს-აცუ უკუე ეგე, ხოლო მოგჳტევე ჩუენ კრული ბარაბაჲ მკლუელი, ხოლო პირველ მგუემელი ეგე ჩუენი ქრისტე, აღიღე აღიღე და ჯუარს-აცუ ძჳრის მოქმედთა თანა.
ჵ გამოუთქმელსა წარმოცალიე-რებასა, ჵ ვერ სასიტყუელსა გან-ზრახუასა…
ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.
ჵ გამოუთქმელსა წარმოცალიე-რებასა, ჵ ვერ სასიტყუელსა გან-ზრახუასა, რამეთუ ცეცხლ-მყოფ-მან დაჰბანენ ფერჴნი მიმცემელსა მაცხოვარ, ხოლო დაჰბანენ რა არა შეჰსწჳ იგი, და მიმცემელმან პურისამან სერობასა ზედა საიდუმლოსა მიმართ აჰსწავე მსახურებად.
ეჰა ახალსა უკუე სმენასა, ღმერთი ძედ დედაკაცისა…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ეჰა ახალსა უკუე სმენასა, ღმერთი ძედ დედაკაცისა იქმნების, შობა უთესლო, და დედა თჳნიერ მამაკაცისა, შობილი ღმერთ, ეჰა სმენასა განსაცჳფრებელსა, ჵ მუცლად-ღებასა საშინელსა, და ჵ შობასა უხრწნელსა ქალწულისა-სა, ჭეშმარიტად გონებისა უმაღ-ლეს არს ესე, ხოლო უზესთაეს ცნობისა.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელ-მან აღმიდგინა…
სძლისპირი
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელ-მან აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვ-რებისა, შორის სახლისა მას დავით მონისა თჳსისასა, რომელთა შინა მოგუხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით, და წარმიმართნა ჩუენ გზასა ზედა მშჳდობისასა.
კუალად გძინავსთა თქუენ, ეტყო-და ქრისტე მოწაფეთა, იღჳძებდით…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
კუალად გძინავსთა თქუენ, ეტყო-და ქრისტე მოწაფეთა, იღჳძებდით უკუე, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი, არჰსდეგით წარვიდეთ მე-გობარნო ჩემნო, აჰა მიმცემელი მოწაფე, თანა-მქონებელი ყოვლი-სა დასისა, მოვალს მიცემად ჩემდა კაცის-მკლუელთა მიმართ.
მწარე არს მოკითხუა შენი, ხოლო მზაკუარ ამბორის-ყოფა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
მწარე არს მოკითხუა შენი, ხოლო მზაკუარ ამბორის-ყოფა შენი, ვის-მე უკუე მიმართ ჰჴმობს მაცთურო, რამეთუ იტყჳ ვითარმედ გიხაროდენ რაბბი, იტყოდა ქრისტე იუდას მიმართ, მეგობარო რაჲსა-თჳს მოსრულ ხარ, რამეთუ უკეთუ მოხუედ ამბორის-ყოფად, რად-სადა-მე მოგაქუს მახჳლი თაფლი-თა ცხებული.
სამჰსჯავროსა მას პილატესსა მი-ხუედ ნებსით მსაჯული უბრალო…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
სამჰსჯავროსა მას პილატესსა მი-ხუედ ნებსით მსაჯული უბრალო წარდგომად ქრისტე, დაჴსნად ჩუენდა თანა-მდებთაგან ჩუენთა, ამის-თჳს დაითმინე სახიერ, წყლუ-ლებაჲ ჴორცთა, რათა ჩუენ ყოველთა მოვიღოთ თავისუფლე-ბაჲ.
უფსკრული სახიერებისა, ვითარმე უკუე მდგომარე არს თჳთ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
უფსკრული სახიერებისა, ვითარმე უკუე მდგომარე არს თჳთ ცეცხლი წინაშე პილატესსა, თივისა ლელ-წმისა და მიწად მყოფისა, რომელი არა დაჰსწუა ცეცხლმან მან საღმრთომან ქრისტესმან, არამედ დააცადებდა სულ-გრძელებით, ბუნებით თავისუფალი იგი ვითარ-ცა კაცთ-მოყუარე არს.
აღიღე და ჯუარს-აცუ რომელსა ეწოდების ქრისტე, ჰჴმობდეს…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
აღიღე და ჯუარს-აცუ რომელსა ეწოდების ქრისტე, ჰჴმობდეს იუდეანნი ოდესმე პილატეს მიმართ, ხოლო პილატე ჴელთა დაიბანდა, და კალმითა წარჰსწერდა მათდა მიმართ ბრალსა მის ზედა რომელი ყოველთა უკუდავებასა მიანი-ჭებს ვითარცა ღმერთი.
ძლიერად მღაღადებელნი უსჯუ-ლონი პილატეს მიმართ, აღიღე აღიღე…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ძლიერად მღაღადებელნი უსჯუ-ლონი პილატეს მიმართ, აღიღე აღიღე და ჯუარს აცუ ქრისტე., ჰსთხოვდეს მოკლუად ვითარცა დაჰსჯილსა, არა ამან აღადგინნა მკუდარნი, და განჰსწმიდნა კეთ-როვანნი, და განჰკურნა სისხლ-მდინარე, და განღუეულნი განამ-ტკიცნა.
რაჲმე ჰქმნა ბოროტი, რამეთუ ჰჴმობთ დიდად, აღიღე…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
რაჲმე ჰქმნა ბოროტი, რამეთუ ჰჴმობთ დიდად, აღიღე აღიღე და ჯუარს-აცუ, ეტყოდა პილატე ერთა უგუნურთა, მე უკუე ბრალსა არა რასა ვჰპოვებ მის-თანა, გარნა იგინი ჰღაღადებდესვე მწარედ, აღიღე აღირე და ჯუარს-აცუ, მაცხოვარი ყოველთა.
ჵ იუდეანნო უსჯულონო, ჵ ერნო ყოვლად უგუნურნო…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ჵ იუდეანნო უსჯულონო, ჵ ერნო ყოვლად უგუნურნო, არა გაჴსო-ვსთაა სასწაულნი ქრისტესნი, სიმრავლენი კურნებათანი, და არა გულის-ჴმა-ჰყავთაა ყოველი იგი საღმრთოჲ ძალი მისი, ვიტარცა პირუელთა მამათა თქუენთა, რო-მელნიცა აწ თქუენცა არა გულის-ჴმა-ჰყავთ.
გუემული ჯუარ-ცმად უკუე მიეცი ჩემ-თვს შემოქმედო ჩემო…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
გუემული ჯუარ-ცმად უკუე მიეცი ჩემ-თვს შემოქმედო ჩემო, რათა ცხოვრებაჲ ჩემი ჰქმნა შორის ქუეყანისა, რომელი აღმოუცენებ სოფელსა ცხოვრებასა, და უკუ-დავ-ჰყოფ ყოველთა პატიოსნითა სისხლითა შენითა, თაყუანის-მცე-მელთა შენთა.
წინაშე ჯუარსა მდგომარე, ტაძიგი შენი მეუფეო, და…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წინაშე ჯუარსა მდგომარე, ტაძიგი შენი მეუფეო, და მგოდებელი შენ ყოველთა შემოქმედისა, ჰხედჳდა სულ-გრძელებასა შენსა, რამეთუ იშევ ნებსით ჴორცითა, და ვნებანი ყოველნი ჴორცტა მათ შინა დაი-თმინენ, რათა აცხოვნო სოფელი.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელ-მან აღმიდგინა…
სძლისპირი
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელ-მან აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვ-რებისა, შორის სახლისა მას დავით მონისა თჳსისასა, რომელთა შინა მოგუხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით, და წარმიმართნა ჩუენ გზასა ზედა მშჳდობისასა.