აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ…
ტროპარი
აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო…
კონდაკი
ჟამსა მას გასვლისასა იხსენებდი შენ, ჰოი სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა და მოცემული შენდა ტალანტი განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, აღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან სენისა.
ლოცუამან ანნა წინა-სწარ-მეტყუელისამან, რაჯამს იგი დამდაბლდა წინაშე…
სძლისპირი
ლოცუამან ანნა წინა-სწარ-მეტყუელისამან, რაჯამს იგი დამდაბლდა წინაშე ღუთისა, განჰჴსნნა საკრუელნი, ბერწისა მის მუცლისა, და მოჰსპო ყუე-დრება სულისა თჳსისა მუცლად-ღებითა კაცისა მის ღუთისათა.
აღსასრულისა ჟამთასა ჟამი არს ძმანო, მოჰსწრაფედ მოვიქცეთ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
აღსასრულისა ჟამთასა ჟამი არს ძმანო, მოჰსწრაფედ მოვიქცეთ რამეთუ მოვიდეს განჰსჯად სოფლისა, მეყსა შინა და წამსა თუალისასა მოვიდეს და არა ჰპოვნეს, ქრისტე გუასწავებს პირითა მით საღმრთოჲთა.
საცნაურ-ყოფად თჳსისა მის უგრძნულად მოსლჳსა მჴსნელმან მოგუაჴსენნა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
საცნაურ-ყოფად თჳსისა მის უგრძნულად მოსლჳსა მჴსნელმან მოგუაჴსენნა ნოეს ზე, მომს-რუელი იგი წყლით რღუნა მყის მოწევნული, რომელმან მწარედ განჰხრწნა ყოველი ქუეყანა და გუასწავა ჩუენ მარადის ძრწო-ლა მისგან.
განიღო სასძლო, განიმზადა ქორწილი, სიძე მოახლოებულ არს…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
განიღო სასძლო, განიმზადა ქორწილი, სიძე მოახლოებულ არს და გჳწოდს შუებად, მოვედით ერნო, ყოველნი განვემზადნეთ, ნუ უკუე შევიდეს იგი და დაჴშას კარი სასძლოსა და ურგებ იქმნას რეკა.
დაუტევნელი ცათა და ქუეყანისა დაგიტია მჴსნელო სახლმან…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
დაუტევნელი ცათა და ქუეყანისა დაგიტია მჴსნელო სახლმან სიმო-ნისმან, და დედაკაცმან ცოდჳლმან გცხო მირონი, და სული მისი აღივსო სუნნელებით, და სახლი იგი საღმრთოჲთა დიდებითა.
შენ ხარ მირონი ცხოვრებისა უფალო და შენ…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შენ ხარ მირონი ცხოვრებისა უფალო და შენ მიერ იჴსნა დედაკაცი იგი შეცოდებული, ბრალ-თა სიმყრალისაგან, რამეთუ ღირს ჰყავ შეხებად ფერჴთა შენთა და საიდუმლო სუნნელება მოჰფინე.
შენ ხარ საზრდელი მშიერთა და ცხოვრება მოკუდავთა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შენ ხარ საზრდელი მშიერთა და ცხოვრება მოკუდავთა და მოღუაწე დაბადებულთა, ქრისტე მაცხოვარ, არამედ წყალობისა ჩუენისა-თჳს ისერებ და შეხუალ სართულსა დიდება შენთა სიმდაბ-ლეთა უფსკრულსა.
უმადლომან მან მოწაფემან უფა-ლო აღჰსძრა შენ-ზედა თესლ-ტომი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
უმადლომან მან მოწაფემან უფა-ლო აღჰსძრა შენ-ზედა თესლ-ტომი უსჯულოთა და მიცემისა შენისა-თჳს ჰრბიოდა, და შეურაცხ-გყო შენ კეთილის-მყოფელი და მწყა-ლობელი ღმერთი და მჴსნელი თჳსი.
მამისა თანა ძესა და სულსა წრფელსა, ღმერთსა…
დიდება მამასა, და ძესა, წმიდასა სულსა.
მამისა თანა ძესა და სულსა წრფელსა, ღმერთსა მხოლოსა, ბუნებით თაყუანის-ვჰსცემ, ხოლო პირებით განყოფილსა უგალობ, ერთობასა მას, თანა-არსსა მარა-დის, რომელი ჰგიეს ღუთაებით განუყოფელ.
დედა ქალწული, წმიდა მშობელი შენი ქრისტე სიტყუაო…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დედა ქალწული, წმიდა მშობელი შენი ქრისტე სიტყუაო, ღუთისა მხოლოდ შობილო გევედრების შენ მორწმუნეთ შენთა-თჳს, ოხაჲ მისი მიითუალე სახიერ და წყალობა ჰყავ განწირულთა ამათ-თჳს.
აჰა ესერა ბოროტნი იგი ჭეშ-მარიტად შეითქუნეს და…
აჰა ესერა ბოროტნი იგი ჭეშ-მარიტად შეითქუნეს და შეჰკრბეს უკეთურნი კრებულნი, რათა ვითარცა დასჯილი დაჰსაჯონ მართალი იგი, რომელი მაღალთა შინა მჯდომარე არს ღმერთი მსაჯული ყოველთა, მას ზედა შეითქუნენ ყოველნი, პილატე და იროდი, ანნა და კაიაფა, რათა განჰკიცხონ სულ-გრძელი იგი.
სამ სახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს…
სძლისპირი
სამ სახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს და კრულებასა განჰხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ჰღაღადებენ დამ-ბადებელო, და მჴსნელო ყოველ-თაო, აღგამაღლებთ შენ.
არა-თუ ჟამსა მას აღსასრუ-ლისასა უმეცარ იყო, მპყრობელი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
არა-თუ ჟამსა მას აღსასრუ-ლისასა უმეცარ იყო, მპყრობელი საუკუნეთა და ამის-თჳს ჰსთქუა დღისა მის უმეცრება, არამედ საზღუარი სიმდაბლისა მოგუცა და კაცთა ბუნებისა შემოსა ცხად-ჰყო.
რაჟამს მოხჳდე მჴსნელო და დაჰსჯდე განჰსჯად და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
რაჟამს მოხჳდე მჴსნელო და დაჰსჯდე განჰსჯად და განარ-ჩინნე ცხოვარნი თიკანთაგან, მარჯუენით შენსა დადგომასა ღირს მყავ მე და ნაწილისა მისგან მარცხენეთასა მიჴსენ ყოვლად ძლიერო და მაცხოვნე მე.
შენ ხარ ზადიკი ჩუენ-თჳს დაკლული მჴსნელო, კრავი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შენ ხარ ზადიკი ჩუენ-თჳს დაკლული მჴსნელო, კრავი და მწყემსი, და ბრალთა შემნდობელი და მაცხოვარი ყოველთა ცის-კიდეთა, და შენთა საღმრთოთა ვნებათა ვაკურთხევთ და აღუა-მაღლებთ აწდა უკუნისამდე.
აგარაკისა, წისქჳლთა და სახლისა მჰსგავსი არს შენდა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
აგარაკისა, წისქჳლთა და სახლისა მჰსგავსი არს შენდა საწუთო ესე სულო. ამის-თჳს მზა ჰყავ გული შენი კეთილად, რათა ხრწნილება ჴორცთა არა გეუფლოს და უნდო-თა მათ ნივთთა-თჳს წარიტყუენვო.
არა ხოლო თუ სიმონისა-თჳს თავს-იდევ სახლსა მას…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
არა ხოლო თუ სიმონისა-თჳს თავს-იდევ სახლსა მას მისსა სერობად მისლუა მჴსნელო, არამედ რათა მეძავთა და ცოდჳლთა და მეზუერეთა მისცე წყალობა შენი, და ცხოვრებისა მიზეზ ექმენ ყოველთა.
ტრფიალებითა ვერცხისათა დაბ-ნელდა საწყალობელი იუდა განმ-ცემელი, და…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ტრფიალებითა ვერცხისათა დაბ-ნელდა საწყალობელი იუდა განმ-ცემელი, და განიზრახა განსყიდუა მეუფისა და დაეზავა უღმრთოთა, აღუთქუა ფასი უსასყიდლოსა მის-თჳს ნელსაცხებელისა.
ეჰა ბრძნისა მის მეძჳსა უბიწოსა ჴელნი ნეტარნი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ეჰა ბრძნისა მის მეძჳსა უბიწოსა ჴელნი ნეტარნი და თმანი და ბაგენი, რომელსა ჴელნი დაგა-სხამიდეს მირონსა, თმანი წარ-გჴოცდეს უხრწნელთა ფერჴთა მჴსნელო, ხოლო ბაგენი მისნი ამბორს გიყოფდეს.
და რაჯამს იგი ინაჴიდ ჰსჯედ მაცხოვარ, ფერჴთა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
და რაჯამს იგი ინაჴიდ ჰსჯედ მაცხოვარ, ფერჴთა შენთა შეუვრდა ცოდჳლი იგი დედაკაცი და ცრემლითა დაალტობდა, და დაგასხმიდა თავსა ნელსაც-ხებელსა უკუდავებისა მაგას ნელსაცხებელსა.
მამისა თანა ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა…
ვაკურთხევთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა უფალსა.
მამისა თანა ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა წმიდასა, ერთ ღუთაებით უგალობთ და ვღაღა-დებთ, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უკუნისამდე.
მეოხებითა დედისა შენისათა, და დიდებულთა მოციქულთა შენთათა…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა დედისა შენისათა, და დიდებულთა მოციქულთა შენთათა, მოწყალებანი შენნი აურაცხელნი მდიდრად გარდამოგჳვლინენ ქრის-ტე ღმერთო, და მშჳდობა მოჰ-მადლე სოფელსა შენსა.
სამ სახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს…
ვაქებთ, ვაკურტხევთ, თაყუანის-ვჰსცემთ უფალსა. სძლისპირი
სამ სახეობა სამებისა სამთა მათ ალსა შეაცურევს და კრულებასა განჰხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ, და ესრეთ ჰღაღადებენ დამბა-დებელო, და მჴსნელო ყოველთაო, აღგამაღლებთ შენ.
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით…
სძლისპირი
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციე-ლებული, კაცთა შორის იქცეოდა ამის-თჳს ჩუენ შენ ღვთის-მშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.
საქმისა ჟამი არს ჟამი ესე, ცხოვრებისა სახე…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
საქმისა ჟამი არს ჟამი ესე, ცხოვრებისა სახე არს სახე ესე, ტალანტი მიგიღებიეს, პირმშო იგი ხატი სულო ჩემო ვაჭრობდი და საუკუნო იგი ცხოვრება მოივაჭ-რე.
სახედ ლამპართა აღუანთნეთ სულნი, და სიძისა თანა…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
სახედ ლამპართა აღუანთნეთ სულნი, და სიძისა თანა რომელი შევალს უხრწნელსა მას ქორ-წილსა პირველ კარისა მის დაჴშუადმდე შევიდეთ ძმანო, და ნუცა დავჰჴშავთ მას ცოდუათა და ბრალთა მიერ.
რათა აჩუენო უსაზღურო იგი სამდაბლე და მოწყალება…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
რათა აჩუენო უსაზღურო იგი სამდაბლე და მოწყალება შენი ცოდჳლთა და უღირსთა, თანა სერობა თავს-იდევ ყოვლად ძლიერო, და გამომზრდელო მშიერ-თა და უღონოთაო.
სერობა თავს-იდევ სიმონის თანა, პურმან ცხოვრებისამან უფალო…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
სერობა თავს-იდევ სიმონის თანა, პურმან ცხოვრებისამან უფალო და ყოველთა ცოდჳლთა და გან-წირულთა სინანულად მოუწოდე და მირონისა ცხებითა მეძავი აცხოვნე.
ჰჴმობდა მეძავი მჴსნელისა მიმართ ჴელნი ჩემნი მწიკულევან…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ჰჴმობდა მეძავი მჴსნელისა მიმართ ჴელნი ჩემნი მწიკულევან არიან, და ცხოვრება საძაგელ, და ბაგენი და ასონი ჩემნი შეგი-ნებულ, ღმერთო მილხინე და შემინდუენ ცოდუანი ჩემნი.
შეუვრდა ფერჴთა შენთა საღმ-რთოთა დედაკაცი ცოდჳლი ქრისტე…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
შეუვრდა ფერჴთა შენთა საღმ-რთოთა დედაკაცი ცოდჳლი ქრისტე ღმერთო, და ცრემლითა დაალტუნა და დაგასხა ნელსაცხებელი, ხოლო მირონითა შენდობისათა სუნნელ ჰყავ იგი საუკუნოდ.
ნელსაცხებელისა ღონიერ ვარ მე, ხოლო სათნოებათაგან უღონო…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
ნელსაცხებელისა ღონიერ ვარ მე, ხოლო სათნოებათაგან უღონო და რომელი ესე მაქუს შევჰსწირავ, ხოლო შენ მომეც რომელი იგი გაქუს და მილხინე მე, ჰჴმობს მეძავი მჴსნელისა მიმართ.
მირონი ჩემი განხრწნადი არს, ხოლო მირონი შენი…
დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა.
მირონი ჩემი განხრწნადი არს, ხოლო მირონი შენი ცხოველს-მყოფელი, და რამეთუ მირონად წარმოცალიერებულად ღირსთა-თჳს გეწოდების, მომეც შენდობა ჰჴმობს მეძავი მჴსნელისა მიმართ.
დაუსაბამო არს მამა ღმერთი, აღუგებელი ძე თანა-მოსაყდრე…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
დაუსაბამო არს მამა ღმერთი, აღუგებელი ძე თანა-მოსაყდრე, სული სამება ბუნებით, მხოლო თანა-ჰსწორი და სამ პირებით, განყოფილი და ერთი ღმერთი ჭეშ-მარიტი.
ღვთის-მშობელო სასოო მარადის პატივის-მცემელთა შენთაო, ნუ დაჰსცხრები…
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღვთის-მშობელო სასოო მარადის პატივის-მცემელთა შენთაო, ნუ დაჰსცხრები ვედრებად შენგან შობილისა მიმართ ჰჴსნად ჩუენდა განსაცდელთაგან, ყოვლისაგანვე განცდისა.
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით…
სძლისპირი
შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციე-ლებული, კაცთა შორის იქცეოდა ამის-თჳს ჩუენ შენ ღვთის-მშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.