გულანი
საცდელი · 1.11.1
ვნების შვიდეული · პარასკევი 1 / 185მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა…

ვნების შვიდეული · პარასკევი

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · დაახლ. 80 წთ

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა…

ტროპარი

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.

რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას…

კონდაკი

რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.

ჰრეკონ ცისკრისაჲ. დასასრულსა ღამისა მესამისა ჟამისასა. და…

(ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მონოზონმა ნინო სამხარაძემ)

ჰრეკონ ცისკრისაჲ. დასასრულსა ღამისა მესამისა ჟამისასა. და შემდგომად დაწესებულთასა შეიმოსნენ მღდელნი და დიაკონნი და თქუას ლოცვაჲ ცისკრისაჲ პირველი და კუერექსი. და თქუან ალელუიაჲ დ გუერდი და ზედა დასდებელი ესე გ გუერდი „მჯდომარე“: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა განათლდებოდეს“. ჰპოვო დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად. ალელუიასა ზედა ესე სამჯერ თქუან და ამისა შემდგომად დიაკონმან თქუას დიდი კუერექსი, მღდელმან – ლოცვაჲ სახარებისაჲ და შემდგომად ასამაღლებელისა და ამენისა დიაკონმან თქუას: „ღირს ყოფად და სმენად ჩუენდა.“ მღდელმან წარიკითხოს სახარებაჲ იოვანესი (I), ანდერძი: {იოანე 13.31-18.2.}

„ჰრქუას უფალმან თვისთა მოწაფეთა აწ იდიდა ძე კაცისაჲ,“ ვიდრე „მრავალგზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თვისით.“ და მეყსეულად იწყონ შუაღამისათა და ყოველსა დასდებელსა ორჯერ იტყოდიან. ესე უძლისპიროდ გვეთარგმნეს და უგემურად მოჰვიდოდა. ბერძულად თვითავაჯნია და მათ იციან და ჩვენ თუმცა ავაჯი დაგუედვა, ვინ დაისწავლიდა. აწ შეწევნითა ღმრთისაჲთა ძლისპირსა ზედა ვთარგმნეთ. რაჲცა ძლისპირი მოუვიდოდის, რომელი ძუელთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქმოდის და სხუაჲ ძლისპირსა ზედა, რომელიცა იყოს ბერძულად დ გუერდი არს ესე. წაედ, ეძიებდით, რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა. თუ არა ამას ა გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს.

„მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.“…

გალობაჲ ა, ხმაჲ ა გუერდი: {ფს. 2.2.}

„მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.“ მეორე მხარი მასვე იტყოდის მუხლსა ზედა.

„იგი, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა.“ მოვედით…

{ფს. 2.1.} „რად აღიძრნეს წარმართნი“ მუხლი: {ფს. 2.2.} „შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი“; „სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ დამდვეს ჩემ ზედა,“ {ფს. 40.9.} „უფალო, უფალო, ნუ დამაგდებ შემეწიე მე“. მუხლი: {ფს. 2.3.} „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი.“ მუხლი: {ფს. 2.4.}

„იგი, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა.“ მოვედით აღვიდეთ. „საცნობელნი ჩუენნი მორწმუნენო ქრისტესა წარუდგინნეთ. და სულნი ჩუენნი მისთვის. დავსხნეთ ვითარცა. მეგობართა მისთა. და. ნუ ზრუნვათაგან შევიშთვებით. ვითარცა იუდა არამედ. საუნჯეთა შინა ჩუენთა ღაღად-ვყოთ. მამაო ჩუენო ზეცათაო. ბოროტისაგან გვიხსნენ ჩუენ.“

„ქალწულებით ჰშევ უქორწინებელო. და ქალწულადვე ეგე დედაო…

მუხლი: (ფს. 40.2.} „ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს.“ {ფს. 40.3.} „უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს.“ „მშობელო, უხრწნელად ნათლისა წმიდისაო.“ დიდებაჲ და აწდა. ესმა მოსვლა შენი დიდებული.

„ქალწულებით ჰშევ უქორწინებელო. და ქალწულადვე ეგე დედაო. უსძლოო ღმრთისმშობელო მარიამ. ქრისტესა მეუფესა ჩუენსა. ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.“ კვირიელეისონი გ. დიდებაჲ და აწდა.

რომელმან განავლო. „მირბოდა იუდა და ეტყოდა. უშჯულოთა…

გალობაჲ ბ, ხმაჲ ბ გუერდი:

რომელმან განავლო. „მირბოდა იუდა და ეტყოდა. უშჯულოთა მათ მწიგნობართა. რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა რათა. მე მიგცე თქუენ რომელსა ეძიებთ. ხოლო შორის ზავებისა. მის თავადი სდეგ უხილავად. და ზავი იგი გესმოდა გულთმეცნიერო. აცხოვნენ სულნი ჩუენნი ქრისტე მაცხოვარ.“

„რამეთუ ზაკუვიდა იგი“ ვიდრე „ბოროტი მას არა…

მუხლი: {ფს. 35.2.} „თქვის უშჯულომან.“ მუხლი: {ფს. 35.3-5.}

„რამეთუ ზაკუვიდა იგი“ ვიდრე „ბოროტი მას არა მოეწყინა.“ ნათლითა შენითა. „მოწყალებითა გლახაკთათა. ღმერთსა ვჰმსახუროთ ვითარცა მარიამ სერობასა მას და ნუ მოვიგებთ. ვეცხლისმოყუარებასა ვითარცა იუდა. რათა მარადის ღმრთისა თანა ვიყოფოდით.“

„რომელი იგი ჰშევ ქალწულო. გამოუთქუმელად ნუ დასცხრები…

მუხლი: {ფს. 35.6.} „უფალო, ზეცას არს წყალობაჲ შენი.“ დიდებაჲ და აწდა. ნათლითა შენითა.

„რომელი იგი ჰშევ ქალწულო. გამოუთქუმელად ნუ დასცხრები ვედრებად კაცთმოყუარისა მის. რათა მიხსნნეს განსაცდელთაგან მტერისათა. რომელნი შენდა მოვივლტით ყოვლად უბიწოო.“ კვირიელეისონი გ. დიდებაჲ და აწდა.

„ლაზარეს აღდგომისათვის ქრისტე. ოსანასა გიღაღადებდეს შენ. ყრმანი…

გალობაჲ გ, ხმაჲ ბ: განაპო სიღრმე ზღვისა.

„ლაზარეს აღდგომისათვის ქრისტე. ოსანასა გიღაღადებდეს შენ. ყრმანი ებრაელნი კაცთმოყუარეო. ხოლო უშჯულომან იუდა. არა ინება შეგონებად.“

„საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრ.“…

მუხლი: {ფს. 34.1.}

„საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრ.“ იგივე.

„სერობასა შენსა ქრისტე ღმერთო. მოწაფეთა შენთა წინასწარ…

მუხლი: {ფს. 34.2.} „აღიღე ჭური და ფ.“ (მასვე ზედა)

„სერობასა შენსა ქრისტე ღმერთო. მოწაფეთა შენთა წინასწარ ეტყოდე. ვითარმედ ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. ხოლო უშჯულომან იუდა. არა ინება შეგონებად“.

„იოვანე გკითხვიდა რაჲ უფალო. ვითარმედ მიცემელი შენი…

მუხლი: {ფს. 34.2.} „აღიღე ჭური და ფარი.“ იგივე. მუხლი: {ფს. 34.3.} „აიღე მახვილი შენი.“

„იოვანე გკითხვიდა რაჲ უფალო. ვითარმედ მიცემელი შენი ვინ არს. მიცემითა პურისათა უჩუენე იგი. ხოლო უშჯოლომან იუდა. არა ინება შეგონებად.“

„საბანელსა მას შენსა ქრისტე ღმერთო. ეტყოდე შენთა…

მუხლი: {ფს. 34.4.} „ჰრცხუენოდენ და კდე.“ იგივე. მუხლი: {ფს. 34.4.} „მართლუკუნ იქცენ.“

„საბანელსა მას შენსა ქრისტე ღმერთო. ეტყოდე შენთა მათ მოწაფეთა. ესრეთ ჰყოფდით ვითარცა ესე იხილეთ. ხოლო უშჯულომან იუდა. არა ინება შეგონებად.“

„იღვიძებდით და ილოცევდით. მოწაფეთა შენთა ეტყოდე. ქრისტე…

მუხლი: {ფს. 34.5.} „იქმნენ იგინი ვითარცა მტუერნი“. იგივე. მუხლი: {ფს. 34.6.} „იყვნენ გზანი მათნი ბნელ.“

„იღვიძებდით და ილოცევდით. მოწაფეთა შენთა ეტყოდე. ქრისტე ღმერთო რათა არა განიცადნეთ. ხოლო უშჯულომან იუდა. არა ინება შეგონებად.“

„ოცდაათ ვეცხლად ყოვლადძლიერო. და ამბორისყოფითა ზაკუვისათა. გეძიებდეს…

მუხლი: „ეწიენ მათ საბრხე.“ იგივე. მუხლი: {ფს. 34.9.) „ხოლო სული ჩემი იხარებდეს ღმრთისა მიმართ.“

„ოცდაათ ვეცხლად ყოვლადძლიერო. და ამბორისყოფითა ზაკუვისათა. გეძიებდეს შენ მოკლვად ჰურიანი. ხოლო უშჯულომან იუდა. არა ინება შეგონებად.“

„ღმრთისმშობელო იხსენ სამწყსოჲ შენი. განსაცდელთაგან რამეთუ ღმრთისა…

მუხლი: {ფს. 34.10.} „ყოველთა ძუალთა ჩ.“ იგივე. დიდებაჲ და აწდა:

„ღმრთისმშობელო იხსენ სამწყსოჲ შენი. განსაცდელთაგან რამეთუ ღმრთისა. შემდგომად ყოველნი შენდა მივივლტით. რამეთუ შენ ხარ შეურყეველი. ზღუდე და სასო მორწმუნეთაჲ“. და ყონ კუერექსი: „მერმეცა და მარადის მშვიდობით.“ „შეგუეწიენ, შეგვიწყალენ

„ყოვლად წმიდა“. მღდელმან ბ ლოცვაჲ ცისკრისაჲ და შემდგომად ასამაღლებელისა და ამენისა თქუან:

„სერობასა მას მოწაფეთა შენთა თანა. ინახიდგი უფალო…

წარდგომაჲ ა, ხმაჲ გ გუერდი: (ამაღლდა ზეცად)

„სერობასა მას მოწაფეთა შენთა თანა. ინახიდგი უფალო და უწყოდე ზაკუაჲ იგი. განმცემელისაჲ და იუდას ამხილე მიცემითა. პურისათა იცოდე მოუქცეველი. სიბოროტე მისი არამედ გენება. ყოველთა უწყებად. ვითარმედ ნეფსით მიეცემი. რათა სოფელი იხსნე მტერისაგან. სულგრძელო უფალო დიდებაჲ შენდა.“

„ღირს ყოფად და სმენად.“ სახარებაჲ იოვანესი (II)…

დიდებაჲ და იგივე მეორედ თქუან. და მეყსეულად დიაკონმან თქუას:

„ღირს ყოფად და სმენად.“ სახარებაჲ იოვანესი (II): {იოანე 18.1-28.} „მას ჟამსა შინა გამოვიდა იესუ მოწაფეთა თვისთა“, ვიდრე „რათა ჭამონ პასექი იგი.“ ესრეთ უკუე იქმნას სამსა მწყობრსა ზედა ვიდრე დასასრულამდე ათხუთმეტთავე საგალობელთა.

„დღეს იუდა დაუტევებს მოძღუარსა. სახიერსა და მიუთუალავს…

გალობაჲ დ, ხმაჲ გ გუერდი: (მჯდომარე)

„დღეს იუდა დაუტევებს მოძღუარსა. სახიერსა და მიუთუალავს ეშმაკსა. დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლისმოყუარებისათა. განვარდების ნათლისაგან დაბნელებული და ვითარმცა. ეძლო ხილვად რომელმან მნათობი. უსასყიდლო განყიდა. ზაკუვით ოცდაათ ვეცხლის. არამედ ჩუენ გამოგვიბრწყინდა იგი. რომელმან ყოვლისა. სოფლისათვის ივნო. მისსა მიმართ ხმავყოთ. რომელი ჯუარს ეცუ მოწყალეო. და კაცთმოყვარეო. დიდებაჲ შენდა.“

„დღეს იუდა იჯმნის ღმრთისმსახურებისაგან. და უცხო იქნების…

მუხლი: {ფს. 14.1} „უფალო, ვინ დაეშენოს.“ იგივე. მუხლი: {ფს. 14.2.} „რომელი ვიდოდის უბიწოდ.“ (მასვე ზედა)

„დღეს იუდა იჯმნის ღმრთისმსახურებისაგან. და უცხო იქნების მხსნელისაგან. მოწაფე იყო ბილწი. და იქმნა შინა-განმცემელ. და სახითა მით. ამბორისყოფისათა ზაკუვაჲ. გამოაჩინა. მედგრობით და აღირჩია. უგუნურმან მონებაჲ. ვეცხლისმოყუარებისაჲ. უფროჲს ვიდრეღა. სიყუარული ქრისტესი. და წინამძღუარ ექმნა. შესაკრებელსა. უღმრთოებისასა. ხოლო ჩუენ ვხმობთ რომელი ჯუარს ეცუ. კაცთმოყუარეო. უფალო დიდებაჲ შენდა.“

„ძმათმოყუარებაჲ მოვიგოთ ქრისტეს მიერ. და ნუ უწყალო…

მუხლი: {ფს. 14.3.} „რომელი არა ზაკუვიდეს.“ იგივე. მუხლი: {ფს. 14.4.} „შეურაცხ იქმნენ წინაშე.“ (ამაღლდა ზეცად)

„ძმათმოყუარებაჲ მოვიგოთ ქრისტეს მიერ. და ნუ უწყალო ვართ ძმანო მოყუასთა მიმართ ჩუენთა. რათა არა დავისაჯნეთ ვითარცა მონაჲ. იგი უწყალოჲ ასისა მისთვის დრაჰკნისა. და იუდას მსგავსად უსარგებლოჲთა. სინანულითა. საუკუნოდ ვინანდეთ. რომლისაგან გვიხსნენ სახიერ. და ღირს გვყვნენ აღსრულებად მცნებათა შენთა.“

„დიდებული ითქუა შენთვის თესლითი თესლამდე. ღმრთისმშობელო მარიამ…

მუხლი: {ფს. 14.4.} „რომელი ეფუცოს მოყუას.“ იგივე დიდებაჲ და აწდა: (უფსკრულთა ზღვისათა)

„დიდებული ითქუა შენთვის თესლითი თესლამდე. ღმრთისმშობელო მარიამ. რამეთუ გვიშევ შემოქმედი. ყოველთა ხორცითა უქორწინებელო.“ კვირიელეისონი გ. დიდებაჲ და აწდა.

„მოწაფე მოძღურისაჲ აღითქუამს ფასსა. ოცდაათისა ვეცხლისათვის განყიდა…

გალობაჲ ე, ხმაჲ ა გუერდი

„მოწაფე მოძღურისაჲ აღითქუამს ფასსა. ოცდაათისა ვეცხლისათვის განყიდა უფალი. ამბორისყოფითა სიცრუვისათა მისცა იგი სიკუდილად. უშჯულოთა მათ.“

„დღეს ეტყოდა შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ თვისთა…

მუხლი: {ფს. 16.1.} „ისმინე, უფალო, სიმართლისაჲ.“ იგივე. მუხლი: {ფს. 16.3.} „გამოსცადე გული ჩემი.“

„დღეს ეტყოდა შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ თვისთა მოწაფეთა. მოახლებულ არს ჟამი. მოვალს იუდა. მიმცემელი ჩემი. ნუვინ უვარ-მყოფთ მე რაჟამს მიხილოთ ჯუარსა ზედა შორის ორთა ავაზაკთა. ვივნო ვითარცა კაცმან. და ვაცხოვნნე ვითარცა კაცთმოყუარე ვარ. ჩემნი მორწმუნენი.“

„რომელმან აღსასრულსა ჟამთასა უთესლოდ. და გამოუთქმელად მუცლად…

მუხლი: {ფს. 16.9.} „მტერთა ჩემთა გამოსცადე გული“. იგივე. დიდებაჲ და აწდა: (რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლის)

„რომელმან აღსასრულსა ჟამთასა უთესლოდ. და გამოუთქმელად მუცლად იღე. და გვიშევ დამბადებელი. ქალწულო მარიამ მას ევედრე. ცხორებად სულთა ჩუენთათვის.“ კვირიელეისონი გ. დიდებაჲ და აწდა.

„დღეს იღვიძებდა იუდა მიცემად უფლისა. პირველ საუკუნეთა…

გალობაჲ ვ, ხმაჲ გ გუერდი: (ამაღლდა ზეცად)

„დღეს იღვიძებდა იუდა მიცემად უფლისა. პირველ საუკუნეთა მაცხოვარსა სოფლისასა. რომელმან ხუთითა მით პურითა განაძღო სიმრავლე უდაბნოსა ზედა. დღეს უშჯულოჲ უვარ ჰყოფს მოძღუარსა თვისსა. მოწაფე იყო. და განყიდა მეუფე. ოცდაათისა ვეცხლისათვის. რომელმან მანანაჲ უწვიმა ისრაელსა.“

„დღეს ჯუარსა შემსჭუალეს ჰურიათა მხსნელი. რომელმან განაპო…

მუხლი: {ფს. 51.3.} „რად-მე იქადინ უკეთუ“ იგივე. მუხლი: {ფს. 51.4.} „ვითარცა მახვილი, აღლეს.“ (მასვე ზედა)

„დღეს ჯუარსა შემსჭუალეს ჰურიათა მხსნელი. რომელმან განაპო მათ ზღუაჲ მეწამული კუერთხითა. და განიყვანნა იგინი დაულტოლველად. დღეს ლახურითა გუერდსა უგუმირეს რომელმან. წყლულებითა ტანჯა მათთვის ეგვიპტე. და ნაღველი ასუეს. ძმრითა განზავებული. რომელმან იგი მანანაჲ. მოსცა მათ საზრდელად უდაბნოსა ზედა.“

„უფალო მოხვიდოდე რაჲ ნეფსით ვნებად. ჩუენთვის ეტყოდე…

მუხლი: {ფს. 51.5.} „შეიყუარა მან უშჯ.“ იგივე მუხლი: {ფს. 51.6.} „შეიყუარა მან ყოველი სიტყუაჲ დაქცე.“ (მჯდომარე)

„უფალო მოხვიდოდე რაჲ ნეფსით ვნებად. ჩუენთვის ეტყოდე მოწაფეთა შენთა ესრეთ. უკუეთუ ვერ უძლეთ თქვენ. ერთ ჟამცა მღვიძარებად აწ ჩემ თანა ვითარ. უკუე იტყოდეთ სიკუდილსა. ჩემთვის პირველ აწ მიხედენით თქვენ იუდას. ვითარ არა სძინავს არამედ მოსწრაფე არს. მიცემასა. ჩემსა უსჯულოთა და უკუე განიფრთხვეთ. და ილოცევდით თქუენ. და ნუ უვარ მყოფთ მე. მიხილოთ რაჲ ნეფსით ჯვარცმული. ყოვლად სულგრძელო. უფალო დიდებაჲ შენდა.“

„გიხაროდენ ღმრთისმშობელო. რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა…

მუხლი: „ამისთვის დაამხუას იგი ღმერეთმან სრულიად.“ იგივე. დიდებაჲ და აწდა.

„გიხაროდენ ღმრთისმშობელო. რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა. გიხაროდენ ქალწულო წინასწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულო. რომლისაგან გამოგვიბრწყინდა ჩუენ ემმანუელ. გიხაროდენ დედაო ქრისტეს ღმრთისაო.“ და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ

მჯდომარე „რომელმან-მე საქმემან გყო შენ იუდა. განმცემელად…

და თქუან წარდგომა, ხმაჲ გ გუერდი:

მჯდომარე „რომელმან-მე საქმემან გყო შენ იუდა. განმცემელად მაცხოვრისა ყოველთასა. ნუუკუე კრებულისა. მისგან მოწაფეთაჲსა განგყო. ანუ ნუუკუე. სერობასა ტაბლისა მისგან. განგაყენა. ანუთუ სხუათა ფერხნი დაჰბანნა. და შენ უგულვებელს გყო. ჰოი რავდენთა კეთილთა. დამვიწყებელ. იქმენ ამისთვის შენი. უმადლოჲ გონებაჲ. განიქიქა ხოლო. მისი იგი საღმრთო აურაცხელი სულგრძელებაჲ. და მოწყალებაჲ. განითქუა ცისკიდეთა.“

„ღირს ყოფად.“ სახარება მათესი (III): „მას ჟამსა…

დიდებაჲ და მეორედ იგივე. დიაკონმან:

„ღირს ყოფად.“ სახარება მათესი (III): „მას ჟამსა შინა მხედართა მათ შეიპყრეს“ ვიდრე „ტიროდა მწარედ.“

„უშჯულოთა. შენთა შემპყრობელთა. მიშუებითა. ესრეთ ეტყოდე უფალო…

გალობაჲ ზ, ხმაჲ დ გუერდი:

„უშჯულოთა. შენთა შემპყრობელთა. მიშუებითა. ესრეთ ეტყოდე უფალო. დაღათუ მწყემსი ესე დაეცით. და განიბნინენ ჩემნი ათორმეტნი მოწაფენი. შემძლებელ ვიყავ. უფროჲს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთასა მოყვანებად. არამედ ვსულგრძელებ. რათა აღესრულოს. რომელი გამოგიცხადე თქუენ. პირითა წინასწარმეტყუელთა ჩემთათა. უჩინონი და დაფარულნი. უფალო, დიდებაჲ შენდა.“

„სამგზის უვარ-გყო პეტრე. მეყსეულად სიტყუაჲ შენი. გულისხმა-ყო…

მუხლი: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ.“ იგივე. მუხლი: „აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა.“ (განმაძლიერებელ მექმენ)

„სამგზის უვარ-გყო პეტრე. მეყსეულად სიტყუაჲ შენი. გულისხმა-ყო უფალო არამედ. შეწირნა შენდა ცრემლნი. სინანულისანი და გოდებით. ესრეთ იტყოდა ღმერთო. მილხინე და შემიწყალე მე.“

„განიღეძე, უფალო ღმერთო ჩემო.“ იგივე. დიდება აწდა…

მუხლი:

„განიღეძე, უფალო ღმერთო ჩემო.“ იგივე. დიდება აწდა: (მასვე ზედა) „ვითარცა ბჭესა ცხორებისასა. და სამოთხესა შუენიერსა. და მიუაჩრდილებელისა მის. ნათლისა სასანთლესა. ყოვლად წმიდასა დედოფალსა. ყოველნი უგალობდეთ და გიხაროდენსა უღაღადებდეთ.“ კვირიელეისონი გ, დიდებაჲ აწდა.

„თქუთღა ჰურიანო. რაჲ იხილეთ მაცხოვრისაგან. შჯული გარდააქცია…

გალობაჲ 8, ხმაჲ ა გუერდი:

„თქუთღა ჰურიანო. რაჲ იხილეთ მაცხოვრისაგან. შჯული გარდააქცია ანუ მოძღურებაი. წინასწარმეტყუელთაჲ. ვითარ არაჲ შეიშინეთ მიცემად პილატესა. ღმერთი სიტყუაჲ ღმრთისაჲ. და მხსნელი სულთა ჩუენთაჲ.“

„ჯუარცუმად შენდა ღაღადებდეს შუებულნი იგი კეთილთა შენთაგან…

მუხლი: „მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე.“ იგივე. მუხლი: „ხმა-ვყავ ღმრთისა მიმართ მაღ.“ (მოვედით აღვიდეთ)

„ჯუარცუმად შენდა ღაღადებდეს შუებულნი იგი კეთილთა შენთაგან. და ძვირისმოქმედსა მას. გამოითხოვდეს. ქველისმოქმედისა წილ. მკლველნი იგი მართალთანი ხოლო შენ. ქრისტე სდუმენ და მათსა მას. წარმდებებასა თავს-იდებდ რამეთუ. გენება ვნება რათა აცხოვნო. სოფელი ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.“

„რამეთუ არა გუაქუს მრავალთა. ცოდვათა ჩუენთათვის კადნიერებაი…

მუხლი: „გამოავლინა მაღლით.“ იგივე. დიდებაჲ და აწდა –

„რამეთუ არა გუაქუს მრავალთა. ცოდვათა ჩუენთათვის კადნიერებაი უღირსთა. არამედ. შენგან შობილსა ევედრე ღმრთისმშობელო ქალწულო რამეთუ. ოხაჲ დედისაჲ. ფრიად. შემძლებელ არს ძისა მიმართ მვედრებელთა მისთა. შეწყნარებად. ვინაცა ცოდვილთა ოხასა. ნუ შეურაცხ-ჰყოფ. ყოვლად წმიდაო რამეთუ. მოწყალე არს და ცხოვრებაჲ. ჩუენი ძალ-უც რომელმან. ვნებანი დაითმინა. ჩვენთვის. კვირიელეისონი გ. დიდება აწდა.

„აღწონეს ოცდაათი იგი ვეცხლი. სასყიდელი განსყიდულისაჲ მის…

გალობაჲ თ, ხმაჲ გ:

„აღწონეს ოცდაათი იგი ვეცხლი. სასყიდელი განსყიდულისაჲ მის. რომელი მოიყიდეს. ძეთაგან ისრაელისათა. იღვიძებდით და ილოცევდით. რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. სული ვიდრემე გულსმოდგინე არს. ხოლო ხორცნი უძლურ. ამისთვისცა ილოცევდით.“

„მცეს საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა…

მუხლი: „მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შე.“ იგივე. მუხლი: „ყუედრებაჲ დაითმინა.“ ვიდრე „არა ვპოვე.“

„მცეს საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ხოლო შენ, უფალო, აღმადგინე მე და მე მივაგო მათ.“

„ჯუარსა ზედა ამაღლებული. მნათობთა გიხილეს და ბნელად…

მუხლი: „ და მცეს მე საჭმელად ჩემდა.“ იგივე. მუხლი: „იქმენინ ტაბლაჲ“ ვიდრე “შედრიკე“. (ქერუბიმთა)

„ჯუარსა ზედა ამაღლებული. მნათობთა გიხილეს და ბნელად გარდაიქცეს. და მთავრობისა იგი ფლობაჲ. მწუხარებით აქუნდა. და შეძრწუნებულნი ადიდებდეს სულგრძელებასა შენსა. რომელმან ივნე ჩუენთვის უფალო დიდებაჲ შენდა.“

„წარმართაგანნი. მორწმუნენი გიგალობთ. შენ ღმრთისმშობელო ქალწულო. რომეთუ…

მუხლი: „მიჰფინე მათ ზედა რისხ.“ ვიდრე „მკვიდრი“. იგივე. დიდებაჲ და აწდა: (რომელმან სიტყვით არარასაგან)

„წარმართაგანნი. მორწმუნენი გიგალობთ. შენ ღმრთისმშობელო ქალწულო. რომეთუ შევ ქრისტე ღმერთი. რომელმან წყევისაგან იხსნა შენ მიერ. ნათესავნი კაცთანი.“ და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და თქუან

„ჰოი ვითარ ოდეს მოწამეფემან. შენმან ქრისტე იუდა…

წარდგომაჲ ხმაჲ დ გუერდი: (ვითარმე გხადოდით)

„ჰოი ვითარ ოდეს მოწამეფემან. შენმან ქრისტე იუდა. შინაგანცემაჲ შენი იზრახა. შენ თანა ისერებდა. მზაკუვარი იგი და უშჯულოჲ. წარვიდა. და ეტყოდა მღდელთმოძღუართა მათ. რაჲ მომცეთ. და მე მიგცე თქუენ დამხსნელი იგი. შჯულისა და შაბათობისა თქუენისაჲ. ეჰა უკეთური. სულგრძელო უფალო

„ღირს ყოფად.“ სახარებაჲ იოვანესი (IV) (18.28-19.16): „მას…

დიდებაჲ შენდა“. დიდებაჲ და აწდა. იგივე. დიაკონმან:

„ღირს ყოფად.“ სახარებაჲ იოვანესი (IV) (18.28-19.16): „მას ჟამსა წარიყვანეს იესუ კაიაფაის.“ ვიდრე „რაითა ჯუარს-ეცუას.“

„რომელმან შეიმოსა ნათელი სამოსლის სახედ. შიშუელი საშჯელად…

გალობაჲ ი, ხმაჲ ბ გუერდი: (დასაბამად)

„რომელმან შეიმოსა ნათელი სამოსლის სახედ. შიშუელი საშჯელად წარდგა. და ყურიმლისცემაჲ თავს-იდვა. ხელითა თვისითა. დაბადებულთაჲთა. და ერმან უშჯულომან. ჯუარსა ზედა დამოკიდნეს დღეს. ღმერთი დიდებისა. ხოლო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის. განიპო და კლდენი განსქდეს. ქუეყანაჲ ძრწოდა. და მზე დაბნელდა. რამეთუ ვერ უძლო ხილვად შეურაცხებაჲ უფალო. რომლისაგან ძრწიან ყოველნი. ამას თაყუანის-ვსცემდეთ.“

„მოწაფემან. უვარ-ყო ხოლო ავაზაკმან აღიარა. და ხმა-ყო…

მუხლი: „თქუან უგუნურმან გულსა.“ იგივე. მუხლი: „განირყუნნეს.“ (გიხაროდენ ქალწულო უბიწოო)

„მოწაფემან. უვარ-ყო ხოლო ავაზაკმან აღიარა. და ხმა-ყო მომიხსენე უფალო. ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.“

„არავინ არს, რომელმანცა“ ვიდრე „გამომეძიებელ ღმრთისა.“

მუხლი:

„არავინ არს, რომელმანცა“ ვიდრე „გამომეძიებელ ღმრთისა.“

„რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა.“ თუნდა ესე

იგივე. მუხლი: „ყოველთავე მიაქციეს“. დიდებაჲ და აწდა: (

„რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა.“ თუნდა ესე:

„უბიწოო ღვთისმშობელო“) „მშვიდობა ყავ სოფლისათვის. მეუფეო რომელმან. ქალწულისაგან ხორცთა. შესხმაჲ თავს-იდევ მონათა. შენთათვის მოწყალებით. რათა ერთობით გადიდებდეთ შენ კაცთმოყვარე.“ კვირიელეისონი გ. „დიდება, აწდა.

„ნაცვალად კეთილთა რომელ უყვენ ქრისტე. ერსა ებრაელთასა…

გალობაჲ ია, ხმაჲ ბ გუერდი:

„ნაცვალად კეთილთა რომელ უყვენ ქრისტე. ერსა ებრაელთასა. ჯუარსა დამსჭუალვითა შენ დაგსჯეს. ძმარი და ნავღელი. შენ მოგიპყრეს. არამედ მიეც უფალო. საქმეთა მათთაებრ. რამეთუ ვერ გულის ხმა-ყვეს. შენი სიმდაბლე.“

„შინაგანცემაჲ არა კმა-ეყო ქრისტე. ერსა ებრაელთასა. არამედ…

მუხლი: „უფალო ღმერთო, ცხორებისა ჩე.“ იგივე. მუხლი: „შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი“.

„შინაგანცემაჲ არა კმა-ეყო ქრისტე. ერსა ებრაელთასა. არამედ ყრიდეს თავთა მათთა. ბასრობით. და გაყუედრებდეს. არამედ მიეც უფალო. საქმეთა მათთაებრ.“

„ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი“. დასდებელი: „არცა…

მუხლი: „რამეთუ აღივსო ძვირითა“ ვიდრე „დამდვეს მე მღვიმესა.“ იგივე. მუხლი:

„ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი“. დასდებელი: „არცა შეძრვამან ქუეყანისამან ქრისტე. ებრაელთა არწმუნა. არცა კრეტსაბმელმან ტაძრისამან. არცა აღდგომამან მკუდართამან. არამედ მიეც უფალო საქმეთა მათთაებრ.“

„სასოო სოფლისაო ღმრთისმშობელო. ქალწულო შენსა მას დიდებულსა…

მუხლი: „დამდვეს მე მღვიმესა ქ.“ იგივე. დიდებაჲ და აწდა: (რომელმან განავლო ზღვა)

„სასოო სოფლისაო ღმრთისმშობელო. ქალწულო შენსა მას დიდებულსა. მეოხებასა ვითხოვთ მორწმუნენი. შეიწყალე ერი განწირული. ევედრე მოწყალესა ღმერთსა. ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან რისხვისა. მხოლოო კურთხეულო ყოვლად წმიდაო. რათა გადიდებდეთ უკუნისამდე.“ კვირიელეისონი გ. დიდება, აწდა

„ესრეთ ეტყოდე უფალო ჰურიათა. ერო ჩემო რაჲთა…

გალობაჲ იბ, ხმაჲ დ გუერდი:

„ესრეთ ეტყოდე უფალო ჰურიათა. ერო ჩემო რაჲთა შეგაწუხენ თქუენ. ანუ რაჲთა განგარისხენ თქუენ. ბრმანი თქუენნი განვანათლენ. კეთროვანნი გავწმიდენ. და განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე აღვადგინე. მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნავღელსა. და წყლისა მის წილ ძმარსა. სიყუარულისა ჩემისა წილ. ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალეთ. აწ მოუწოდო წარმართთა და მათ მადიდონ მე. და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ.“

„დღეს ტაძრისა იგი. კრეტსაბმელი. სამხილებელად განიპო. უსჯულოთა…

მუხლი: „მიხსენ მე მტერთა ჩემ.“ იგივე. მუხლი: „მიხსენ მე მოქმედთა.“ დასდებელი:

„დღეს ტაძრისა იგი. კრეტსაბმელი. სამხილებელად განიპო. უსჯულოთა მათ. და მზემან ბრწყინვალებაჲ თვისი დაიფარა. რამეთუ უფალსა გხედვიდეს ჯუარცუმულსა.“

„შჯულისმდებელნო ისრაელისანო. ჰურიანო და ფარისეველნო. კრებული მოციქულთაჲ…

მუხლი: „რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი და.“ იგივე. მუხლი: „მიიქცენ მწუხრი.“

„შჯულისმდებელნო ისრაელისანო. ჰურიანო და ფარისეველნო. კრებული მოციქულთაჲ ღაღადებს და იტყვის. აჰა ტაძარი რომელ თქუენ დაჰხსენით. აჰა კრავი რომელ თქუენ ჯუარს აცვით. და დაფლვად მიეცით იგი. არამედ თვისითა ხელმწიფებითა აღდგა. ნუ სცთებით ჰურიანო. რამეთუ ესე არს რომელმან ზღუასა განგარინნა. და უდაბნოს გამოგზარდნა. ესე არს ნათელი და ცხორება. და მშვიდობაჲ სოფლისა.“

„რომელი ჩუენთვის იშევ ქალწულისაგან. ჯუარცუმაჲ დაითმინე ქრისტე…

მუხლი: „მწეო ჩემო, შენ გიგა.“ იგივე. დიდება და აწდა: (ხმა გ გვერდი მჯდომარე)

„რომელი ჩუენთვის იშევ ქალწულისაგან. ჯუარცუმაჲ დაითმინე ქრისტე სახიერ. რომელმან სიკუდილითა. სიკუდილი მოაკუდინე. და აღდგომა. აჩუენე ვითარცა ღმერთ ხარ. ხელთა შენთა. ქმნულსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. არამედ აჩუენე აწ. კაცთმოყუარებაჲ შენი. და მიიღე მოწყალე რომელმან გშვა. ღმრთისმშობელისაგან. მოტევებაჲ ჩვენთვის მაცხოვარო ჩვენო. და აცხოვნე ერი განწირული. ყოვლად ძლიერო. უფალო დიდება შენდა.“ კვირიელეისონი გ. და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და თქუან

„ქრისტე ღმერთო ოდეს-იგი წარსდეგ კაიაფასა. და მიეცი…

წარდგომა, ხმაჲ გ გუერდი: (ამაღლდა ზეცად)

„ქრისტე ღმერთო ოდეს-იგი წარსდეგ კაიაფასა. და მიეცი პილატეს მსაჯული ეგე ყოველთა. ზეცისა ძალნი შიშისაგან შეძრწუნდეს. ხოლო აჰმაღლდი რაჲ ძელსა ზედა შორის. ორთა ავაზაკთა და უშჯულოთა. თანა შეირაცხე. უცოდველი მეუფე. მაშინ აცხოვნე ნათესავი კაცთა. სულგრძელო უფალო დიდებაჲ შენდა.“ დიდება, იგივე. დიაკონმან „ღირს ყოფად და სმენად.“ სახარებაჲ მათესი (IV): „მას ჟამსა შინა იხილა იუდა, რამეთუ დაისა.“ ვიდრე „ჯუარი მისი.“

„კრებულმან ჰურიათამან. პილატესგან ითხოვა ჯუარცუმაჲ შენი უფალო…

გალობაჲ იგ, ხმაჲ ბ გუერდი: (კაცთათვის)

„კრებულმან ჰურიათამან. პილატესგან ითხოვა ჯუარცუმაჲ შენი უფალო. რამეთუ ბრალი შენ ზედა ვერაჲ პოვეს. და ბრალეული იგი. ბარაბა გამოითხოვეს და შენ მართალი ბრალეულ გყვეს და მკლველობისა. იგი ცოდვაჲ დაიმკვიდრეს მათ. არამედ მიეც მათ. მეუფეო მისაგებელი. უღმრთოებათა მათთაჲ. რამეთუ ცუდი იზრახეს შენთვის. და ჩვენ შეგვიწყალენ მადიდებლენი შენნი.“

„რომლისაგან ყოველნი დაბადებულნი. მოწიწებით ძრწიან ზარგანხდილნი. და…

მუხლი: „უფალო, შეგესემინ ლოცვისა.“ იგივე. მუხლი: „რამეთუ დევნა მტერმან სული.“ (რომელმან განავლო)

„რომლისაგან ყოველნი დაბადებულნი. მოწიწებით ძრწიან ზარგანხდილნი. და ყოველი ენაჲ უგალობს. ქრისტე ღმრთისა ძალი და სიბრძნე. ჰურიათა ჯუარს-აცუეს და ასუეს. ნავღელი ხოლო თავადმან თავს-იდვა. რამეთუ ენება ხსნაჲ ჩუენი ცოდვათაგან. თვისითა სისხლითა. კაცთმოყუარებით.“

„მიხსენ მე მტერთა.“ დასდებელი: „ჯუარითა შენითა ქრისტე…

მუხლი: „ნუ გარემიიქცევ.“ იგივე. მუხლი:

„მიხსენ მე მტერთა.“ დასდებელი: „ჯუარითა შენითა ქრისტე ვიქადით. და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ. რამეთუ ჯუარცუმაჲ თავს-იდევ. და სიკუდილი ღმრთეებრ დასთრგუნე.“

„რომელმან სიტყუაჲ უზეშთაეს. სიტყვისა მუცლად-იღე ხარებითა ანგელოზმთავრისათა…

მუხლი: „მასწავე მე, რაითა.“ იგივე. დიდებაჲ და აწდა: (ნათლითა შენითა)

„რომელმან სიტყუაჲ უზეშთაეს. სიტყვისა მუცლად-იღე ხარებითა ანგელოზმთავრისათა. ღმრთისმშობელო და. გვიშევ გამოუთქმელად. განსაცდელთაგან გვიხსნენ რომელნი გადიდებთ შენ.“

„უფალო ღმერთო. რომელმან ავაზაკი იგი. რომლისა ხელნი…

გალობაჲ იდ, ხმაჲ დ გუერდი: (რომელმან დაჰრთენ წყარონი)

„უფალო ღმერთო. რომელმან ავაზაკი იგი. რომლისა ხელნი სისხლითა შებღალულ იყვნეს. შენ თანა მოგზაურ ჰყავ. ჩუენცა ცოდვათა. შენდობაჲ მოგვანიჭე. და მის თანა შეგურაცხენ ვითარცა. სახიერ ხარ. და მრავალმოწყალე ქრისტე მხსნელო დიდება შენდა.“

„უფალი სუფევს, განრისხნედ“ ვიდრე „ყოველთა ზედა ერთა.“…

მუხლი:

„უფალი სუფევს, განრისხნედ“ ვიდრე „ყოველთა ზედა ერთა.“ და იგივე. მუხლი: „შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ“.

„სიტყუაჲ მცირე აღმოთქუა ავაზაკმან მან. ჯუარსა ზედა…

(ვედრებასა ჩემსა)

„სიტყუაჲ მცირე აღმოთქუა ავაზაკმან მან. ჯუარსა ზედა და დიდი სარწმუნოებაჲ პოვა. და ერთსა შინა წამსა ცხოვნდა და სამოთხისა. ბჭენი პირველ ყოველთასა განეხუნეს. და შევიდა. რომელმან მისი იგი სინანული შეიწირე უფალო

„აღმამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, თაყუანის-ეცით კუარცხ.“ და…

დიდებაჲ შენდა.“ მუხლი:

„აღმამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, თაყუანის-ეცით კუარცხ.“ და იგივე. დიდებაჲ და აწდა: „გიხაროდენ რომელმან მთავარანგელოზისა მიერ. სიხარული ყოვლისა სოფლისაჲ შეიწყნარე. გიხაროდენ რომელმან ჰშევ დამბადებელი და უფალი. გიხაროდენ რომელი ღირს იქმენ ყოფად დედად ღმრთისა.“ კვირიელეისონი გ, დიდებაჲ და აწ და.

„დღეს დამოეკიდების ძელსა. რომელმან დაჰკიდა ქუეყანაჲ წყალთა…

გალობაჲ იე, ხმა ბ გუერდი:

„დღეს დამოეკიდების ძელსა. რომელმან დაჰკიდა ქუეყანაჲ წყალთა ზედა. გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს. ანგელოზთა მეუფე. ტყუილისა ძოწეულსა შეიმოსს. რომელმან შემოსნა ცანი ღრუბლითა. ყურიმლისცემასა ნეფსით თავს-იდებს. რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ. სამსჭულითა განიმსჭუალვის. სიძე ეკლესიისა. ლახურითა განიგუმირა. ძე იგი ქალწულისაჲ. თაყუანის-ვსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე. მიჩუენე ჩუენ. შენიცა დიდებული აღდგომა.“

„ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხე.“ ვიდრე „იღუაწე ჩემთვის.“

მუხლი:

„ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხე.“ ვიდრე „იღუაწე ჩემთვის.“

„ყოველთა, რომელთა მიხილეს მე.“ ვიდრე „ესვიდა უფალსა…

იგივე. მუხლი:

„ყოველთა, რომელთა მიხილეს მე.“ ვიდრე „ესვიდა უფალსა, იხსნა იგი.“

„ნუ ებრაელებრ. ვდღესასწაულობთ მორწმუნენო. რამეთუ პასქად. ჩუენდა…

(ანგელოზთა დღეს)

„ნუ ებრაელებრ. ვდღესასწაულობთ მორწმუნენო. რამეთუ პასქად. ჩუენდა დაიკლა ქრისტე ღმერთი. არამედ განვიწმიდნეთ. თავნი ჩუენნი ყოვლისაგან. ბილწებისა და უმანკოებით. ვევედრებოდით და ვიტყოდით. აღდეგ ღმერთო ჩვენო. და გუაცხოვნენ ჩუენ ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.“

„ცხორება არს და სიქადულ. ჯუარი შენი უფალო…

მუხლი: გარემომადგეს მე ზუარაკ“ ვიდრე „მყვირალმან.“ იგივე. მუხლი: „განხურიტნეს ხელნი“. (უბიწოო ღვთისმშობელო)

„ცხორება არს და სიქადულ. ჯუარი შენი უფალო. ერისათვის შენისა. მას ვესავთ და შენ ხორცითა. ჯუარცუმულსა ღმერთსა ჩუენსა. გადიდებთ და თაყვანის-გცემთ შეგვიწყალენ ჩუენ.“

„რომელმან კურთხეულ უწოდე. დედასა შენსა მოხუედ ვნებად…

მუხლი: „მათ მიხილეს მე, გან.“ იგივე. დიდება: (დაიძინა მღვიმესა ვითარცა კაცმან)

„რომელმან კურთხეულ უწოდე. დედასა შენსა მოხუედ ვნებად ნეფსით ჩუენთვის. გამოჰბრწყინდი ჯუარსა ზედა. მოძიებად ადამისა და ეტყოდე. ანგელოზთა ჩემ თანა. გიხაროდენ რამეთუ იპოვა წარწყმედული იგი დრაქმაჲ. რომელმან ყოველი. სიბრძნით განაგე ქრისტე. ღმერთო ჩვენო დიდებაჲ შენდა.“

„მიწყალენ ჩუენ უფალო შემიწყალენ ჩუენ. რამეთუ ყოვლისავე…

და აწდა: (რომელმან განავლო)

„მიწყალენ ჩუენ უფალო შემიწყალენ ჩუენ. რამეთუ ყოვლისავე სიტყვისა. მიცემისაგან უღონო ვართ. გარნა ამას ვედრებასა. შენ მეუფისა ტკბილისა. და ყოვლად სახიერისა. ცოდვილნი ესე შევსწირავთ ვედრებით. მიწყალენ ჩუენ უფალო. შემიწყალენ ჩუენ.“ და ესეცა დ გუერდი: „მომიხსენენ ჩუენ ქრისტე სოფლის მაცხოვარ. ვითარცა ავაზაკი წინაშე ჯუარსა. და ღირს-მყვენ ჩუენ ყოველნი. შენსა ზეცისა სასუფეველსა.“ ორგზის თქუან. და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და

„მოგვიყიდენ ჩუენ. წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა. მით სისხლითა…

თქუან წარდგომაჲ, ხმაჲ დ: (ყოველნი ტომნი)

„მოგვიყიდენ ჩუენ. წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა. მით სისხლითა შენითა. ჯუარსა ზედა დაემსჭუალე სახიერ. და ლახურითა განიგუმირე. და კაცთა უკუდავებაჲ. აღმოგვიცენე. მაცხოვარო და მხსნელო. სულგრძელო. დიდებაჲ შენდა.“ დიდებაჲ და იგივე. დიაკონმან: „ღირს ყოფად და სმენად.“ სახარებაჲ ვ მარკოზისი (VI): „მას ჟამსა შინა მხედართა“ ვიდრე „გურწმენეს.“

„რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის. მივედით ერნო. უგალობდეთ მას…

და მეყსეულად იბაკოჲ ხმაჲ ა გუერდი

„რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის. მივედით ერნო. უგალობდეთ მას. იხილა იგი მარიამ. ჯუარსა ზედა და თქუა. დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე. შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი. ყოვლად ძლიერი. კაცთმოყუარე და მაცხოვარი“. და იკითხონ წიგნი თარგმანებისაგან სახარებისა ანუ გიორგი ნიკომიდიელისა. და მისსა შემდგომად აღიღონ მომიხსენე ხმაი დ „ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის“; „ხისა მიერ ადამ შეცთომილი“ სრულიად,

„შჯულისა მომცემელი. უშჯულოთა მოწაფისაგან მიიყიდეს. და ვითარცა…

„ნეტარ იყვნენ მოწყალენი“,

„შჯულისა მომცემელი. უშჯულოთა მოწაფისაგან მიიყიდეს. და ვითარცა უსჯულოჲ. პილატეს საყდართა წარადგინეს. ხმობდეს გულისწყრომით ჯუარცუმასა. რომელმან უდაბნოს მანანაჲ მოსცა მათ. ხოლო ჩუენ მორწმუნისა. ავაზაკისა მსგავსად. ესრეთ ვღაღადებდეთ. მომიხსენენ მხსნელო სასუფეველსა.“

„ღმრთისმკლველთა კრებული. ჰურიათა ერი უგულისხმო. პილატეს მიმართ…

„ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი.“

„ღმრთისმკლველთა კრებული. ჰურიათა ერი უგულისხმო. პილატეს მიმართ ხმობდეს. სიბორგილით. ჯუარცუმისათვის შენისა. ქრისტე ცხოვრების მომცემელო. და შენ წილ ბარაბას გამოითხოვდეს. ხოლო ჩუენ შენდა მომართ. მსგავსად მორწმუნისა მის. ავაზაკისა. ვიტყვით. მომიხსენენ სასუფეველს შენსა.“

„ჯუარცუმაჲ თავს-იდევ ჩუენთვის. რაჲთა ჩუენ მოტევებაჲ მოგუმადლო…

„ნეტარ იყვნენ მშვიდობის.“

„ჯუარცუმაჲ თავს-იდევ ჩუენთვის. რაჲთა ჩუენ მოტევებაჲ მოგუმადლო. ლახურითა განიგუმირე. და წყაროჲ ცხორებისაჲ მომეც ჩუენ. სამშჭულითა დამსჭუალულ იქმენ შენ. რაჲთა ვნებითა უვნებელობაჲ მომცე. ამისთვის სახიერო. გადიდებთ და გიგალობთ. ქრისტე მაცხოვარ. დიდებაჲ ჯუარცუმასა და ვნებასა შენსა.“

„ჯუარცუმასა შენსა ქრისტე. დაბადებულნი ზარგანგანხდილ იქმნეს. ქუეყანაჲ…

„ნეტარ იყვნენ დევნულნი“:

„ჯუარცუმასა შენსა ქრისტე. დაბადებულნი ზარგანგანხდილ იქმნეს. ქუეყანაჲ შეირყია. საფუძველითურთ და კლდენი განსთქდეს. მნათობნი დაბნელებულ იქმნეს. და ტაძრისა კრეტსაბმელი განიპო. მთათა ძრწოლაჲ შეედვა. და დღე ღამედ გარდაიქცა. ხოლო ჩუენ ვიტყვით. ავაზაკისა თანა მომიხსენე.“

„აჰხედ რაჲ ჯუარსა ზედა. სიკუდილისა სიმტკიცე შეჰმუსრე…

„ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს.“

„აჰხედ რაჲ ჯუარსა ზედა. სიკუდილისა სიმტკიცე შეჰმუსრე. და რა იდევ საფლავსა. მართალნი ყოველნი აღადგინენ. პირმშო მკუდართა იქმენ ქრისტე. და მიჰმადლე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ. ამისთვის აღდგომითა. შენითა გამოხსნილნი გიღაღადებთ შენ მომიხსენე.“

„ხელითწერილი იგი. პირველისა ცოდვისა ჩუენისა. ჯუარსა ზედა…

„გიხაროდენ და მხიარულ იყვენ.“

„ხელითწერილი იგი. პირველისა ცოდვისა ჩუენისა. ჯუარსა ზედა ლახურითა. განჰხეთქე ქრისტე საკრველებით. და მკუდრად შეირაცხე შენ. ამისთვისცა დასთრგუნე მძლავრი ძლიერი. და იხსნენ მორწმუნენი. აღდგომითა შენითა. და გიღაღადებთ მომიხსენენ.“

„ყოველნი. მოწრმუნენი ერთობით. დიდებისმეტყუელებით ვადიდებდეთ. ერთარსებასა სამებით…

დიდებაჲ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

„ყოველნი. მოწრმუნენი ერთობით. დიდებისმეტყუელებით ვადიდებდეთ. ერთარსებასა სამებით. და სამებასა სამგუამოვნებით. შეურწყუმელად განუყოფელად. მარტივად განუწვალებელად. მიუწდომელად. რომლისაგან ვიხსნებით ცეცხლისაგან სატანჯველთასა“.

„დედასა შენსა ქრისტე. რომელმან უთესლოდ ხორცითა გშვა…

და აწდა მარადის. –

„დედასა შენსა ქრისტე. რომელმან უთესლოდ ხორცითა გშვა. და შემდგომად შობისა. ჭეშმარიტად დაადგრა ქალწულად. ამას შენდა მიმართ აღვსძრავთ. მეოხებად უფალო მრავალმოწყალე. შეცოდებათა ჩუენთა. შენდობაჲ მოგუანიჭე. რომელნი ვიტყვით მომიხსენე.“

„განიყვეს სამოსელი ჩემი მათ.“ დასდებელი: „ღმერთო, ღმერთო…

წარდგომა, ხმაჲ დ:

„განიყვეს სამოსელი ჩემი მათ.“ დასდებელი: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ.“ სახარებაჲ მათეს თავისაჲ(VII): „მას ჟამსა შინა მოვიდეს მხედარნი“ ვიდრე „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.“

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განნათლდებოდეს…

წმიდასა და დიდსა ხუთშაბათსა ვჰრეკთ ბ ჟამსა ღამისასა, და შევჰკრბებით ჩვენ ეკკლესიად. მღუდელმან: კურთხეულ არსი. და ვყოფთ დაწყებასა ჩვეულებისაებრ ვითარ იგი წერილ არს ხუთშაბათსა ე კვირიაკისასა. ესრეთ. ექუს ფსალმუნი, და შემდგომად მისსა კვერექსი დიდი. ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა, ვჰგალობთ, ალილუიასა ხმასა ზედა ჱ, და რაჟამს დიდებულნი მოწაფენი გ გზის, ნელიად ტკბილის ჴმით. წერილს არს დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად. ტროპარი, ხმა ჱ

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განნათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა მიგცემდა! იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა, და ივლტოდეთ უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა! არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა!

დიდება ვნებათა შენთა, უფალო! [დიდება შენდა!] (სახარების…

ესრეთ კვერექსი მცირე. და მიეცემის სანთელი ძმათა ეკკლესიარხისაგან და იტყვის მღუდელი ღირს-ყოფად ჩვენდა. წარიკითხვის უპირატესისაგან პირველი სახარება იოანესი, ანდერძისა წმიდათა ვნებათასა

დიდება ვნებათა შენთა, უფალო! [დიდება შენდა!] (სახარების წინ) დიდება სულგრძელებასა შენსა, უფალო! [დიდება შენდა!] (სახარების შემდეგ)

მთავარნი ერთანი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა…

ფსალმუნის მუხლები

მთავარნი ერთანი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის! (ორგზის) სიტყვაჲ უსჯულოებისაჲ დამსდვეს ჩემ-ზედა! უფალო! უფალო, ნუ განმაგდებ მე!

1. საცნობელნი ჩვენნი, ჰოი, მორწმუნენო, ქრისტესა წარვუდგინნეთ…

(ორგზის) და მეყვსეულად ვჰგალობთ აღსავალთა, განმაორ-ორებელნი ყოველთა მუხლთანი (ყოველი აღსავლის ბოლო საგალობლის წინ იგალობება „დიდება მამასა“, შემდეგ ბოლო საგალობელი, „აწდა“ და კვლავ იგივე ჰიმნი). აღსავალი ა, ხმა ე

1. საცნობელნი ჩვენნი, ჰოი, მორწმუნენო, ქრისტესა წარვუდგინნეთ და სულნი ჩვენნი მისთვის დავჰსხნნეთ, ვითარცა მეგობართა მისთა! და ნუ სოფლისა ზრუნვათაგან ვიშთვებით, ვითარცა იუდა, არამედ, საუნჯეთა შინა ჩვენთა ღაღად-ვჰყოთ: „მამაო ჩვენო ზეცათაო, ბოროტისაგან გვიხსნენ ჩვენ!“

2. ქალწულებით ჰშევ, უქორწინებელო, და ქალწულადვე ეგე, დედაო, უსძლოო, ღვთისმშობელო მარიამ; ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა, ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის!

1. მირბიოდა იუდა და ეტყოდა უსჯულოთა მათ…

აღსავალი ბ, ხმა ვ

1. მირბიოდა იუდა და ეტყოდა უსჯულოთა მათ, ბილწთა მწიგნობართა: „რაჲ გნებავს მოცემად, რაჲთა მე მიგცე თქვენ, რომელსა ეძიებთ?“ ხოლო შორის ზავებისა მის, თავადი ჰსდეგ უხილავად და ზავი იგი გესმოდა, გულთ-მეცნიერო! აცხოვნენ სულნი ჩვენნი, ვითარცა ღმერთ ხარ!

2. მოწყალებითა გლახაკთაჲთა ღმერთსა ვმსახუროთ, ვითარცა მარიამ სერობასა მას; და ნუ მოვიგებთ ვეცხლის-მოყვარებასა, ვითარცა იუდა, რათა მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ!

3. რომელი იგი ჰშევ, ქალწულო, გამოუთქმელად, ნუ დაჰსცხრები ვედრებად კაცთმოყვარისა მის, რაჲთა მიხსნნეს ჩვენ განსაცდელთაგან მტერისათა, რომელნი შენდა მოვივლტით, ყოვლად უბიწოო!

1. ლაზარეს აღდგომისათვის, ქრისტე, ოსანნასა გიღაღადებდეს შენ…

აღსავალი გ, ხმა ბ

1. ლაზარეს აღდგომისათვის, ქრისტე, ოსანნასა გიღაღადებდეს შენ ყრმანი ებრაელთანი, კაცთმოყვარეო, ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

2. სერობასა შენსა, ქრისტე ღმერთო, მოწაფეთა შენთა წინასწარ ეტყოდი, ვითარმედ: „ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე!“. ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

3. იოანე გკითხა რა, უფალო, ვითარმედ: „მიმცემელი შენი ვინ არს?“, მიცემითა პურისაჲთა უჩვენე იგი! ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

4. ოცდაათ ვეცხლად, ყოვლად ძლიერო, და ამბორის-ყოფითა სიცრუვისაჲთა გეძიებდეს შენ მოკლვად ჰურიანი! ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

5. საბანელსა მას შენსა, ქრისტე ღმერთო, ეტყოდი შენთა მათ მოწაფეთა: „ესრეთ ჰყოფდეთ, ვითარცა იხილეთ!“. ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

6. „იღვიძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა!“ – მოწაფეთა შენთა, ქრისტე ღმერთო, ეტყოდი! ხოლო უსჯულომან იუდა არა ინება შეგონებად!

7. ღვთისმშობელო, იხსენ სამწყსო შენი განსაცდელთაგან, რამეთუ ღმრთისა შემდგომად შენდა ყოველნი მოვივლტით, რამეთუ შენ ხარ შეურყეველი ზღუდე და სასო მორწმუნეთა!

სერობასა მას მოწაფეთა შენთა თანა ინახ-იდგი, უფალო…

წარდგომა, ხმა ვ

სერობასა მას მოწაფეთა შენთა თანა ინახ-იდგი, უფალო, და უწყოდი ზაკვაჲ იგი განცემისაჲ და იუდას ამხილე მიცემითა პურისაჲთა! იცოდი მოუქცეველი სიბოროტეჲ მისი, არამედ გენება ყოველთად უწყებად, ვითარმედ, ნებსით მიეცემი, რაჲთა სოფელი იხსნე მტერისაგან! სულგრძელო უფალო, დიდება შენდა!

1. დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა და…

ხოლო არა დავჰსხდებით წარდგომასა ამას ზედა, ვინათგან მღუდელი აკმევს წმიდასა შინა საკურთხეველსა, არამედ მდგომარენი ვჰგალობთ ამას [წარდგომასა]. დიდება, დასასრული [წარდგომისა „სერობასა მას მოწაფეთა“], აწ და, სრულიად [„სერობასა მას მოწაფეთა“]. [ყველა წარდგომა ამნაირად იგალობება]. წარიკითხავს მღვდელი მეორესა სახარებასა. აღსავალი დ, ხმა ზ

1. დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა და მიითვალავს ეშმაკსა; დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლისმოყვარებისაჲთა და განვარდების ნათლისაგან, დაბნელებული! და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლოჲ განჰყიდა, ზაკვით, ოცდა-ათ ვეცხლად? არამედ, ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო! მისა მიმართ ხმა-ვჰყოთ: „რომელი ჯვარს ეცვ, მოწყალეო, კაცთმოყვარეო, უფალო, დიდება შენდა!“

2. დღეს იუდა იჯმნის ღვთისმსახურებისაგან და უცხო იქმნების ქრისტეს მხსნელისაგან! მოწაფე იყო, ბილწი, და იქმნა შინა განმცემელ; და სახითა მით ამბორის-ყოფისათა ზაკვა გამოაჩინა, მედგრობით; და აღირჩია უგუნურმან მონებაჲ ვეცხლისმოყვარებისაჲ, უფროჲს ვიდრეღა სიყვარული ქრისტესი; და წინამძღვარ ექმნა შესაკრებელსა მას უღმრთოებისასა! ხოლო ჩვენ ვჰხმობთ: „რომელი ჯვარს ეცვ, კაცთმოყვარეო, უფალო, დიდება შენდა!“

3. ძმათ-მოყვარებაჲ მოვიგოთ ქრისტეს მიერ, და ნუ უწყალო ვართ, ძმანო, მოყვასთა მიმართ ჩვენთა, რათა არა დავისაჯნეთ, ვითარცა მონაჲ იგი უწყალოჲ – ასისა მისთვის დრაჰკნისა, და იუდას მსგავსად უსარგებლოჲთა სინანულითა საუკუნოდ ვინანდეთ! რომლისაგან გვიხსნენ, სახიერ, და ღირს-გვყვენ აღსრულებად მცნებათა შენთა!

4. დიდებული ითქვა შენთვის თესლითი თესლადმდე, ღმრთისმშობელო მარიამ, რომელმან გვიშევ შემოქმედი ყოველთაჲ ხორცითა, უქორწინებელო!

1. მოწაფე მოძღვრისა აღითქვამს ქრთამსა! ოცდაათისა ვეცხლისათვის…

აღსავალი ე, ხმა ე

1. მოწაფე მოძღვრისა აღითქვამს ქრთამსა! ოცდაათისა ვეცხლისათვის განჰყიდა უფალი! ამბორის-ყოფითა სიცრუვისათა მისცა იგი სიკვდიდ უსჯულოთა მათ!

2. დღეს ეტყოდა შემოქმედი ცათა და ქვეყანისა თვისთა მათ მოწაფეთა: „მოახლებულს არს ჟამი! მოვალს იუდა, მიმცემელი ჩემი! ნუ ვინ უარ-მყოფთ მე, რაჟამს

მიხილოთ ჯვარსა ზედა, შორის ორთა ავაზაკთა! ვივნო, ვითარცა კაცმან, და ვაცხოვნნე, ვითარცა კაცთმოყვარე ვარ, ჩემნი მორწმუნენი!“

3. რომელმან, აღსასრულსა ჟამთასა, უთესლოდ და გამოუთქმელად მუცლად-იღე და გვიშევ დამბადებელი, ქალწულო მარიამ, მას ევედრე, ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის!

1. დღეს იღვიძებდა იუდა მიცემად უფლისა! პირველ…

აღსავალი ვ, ხმა ზ

1. დღეს იღვიძებდა იუდა მიცემად უფლისა! პირველ საუკუნეთა მაცხოვარსა სოფლისასა, რომელმან იგი ხუთითა მით პურითა განაძღო სიმრავლე უდაბნოს ზედა, დღეს უსჯულო უარ-ჰყოფს – მოძღვარსა თვისსა! მოწაფე იყო და განჰყიდა მეუფე ოცდაათისა ვეცხლისათვის, რომელმან მანანა უწვიმა ისრაილსა!

2. დღეს ჯვარსა შეჰმსჭვალეს ჰურიათა მხსნელი, რომელმან განუპო მათ მეწამული კვერთხითა და განიყვანნა იგინი დაულტოლველად! დღეს ლახვრითა გვერდსა უგმირეს, რომელმან წყლულებითა ჰსტანჯა მათ მიერ ეგვიპტე! და ნავღელი ასვეს, ძმრითა განზავებული, რომელმან იგი მანანა მისცა მათ საზრდელად უდაბნოსა ზედა!

3. უფალო, მოხვიდოდი რა ნებსით ვნებად ჩვენთვის, ეტყოდი მოწაფეთა შენთა ესრეთ: „უკეთუ ვერ უძლეთ თქვენ ერთ ჟამცა მღვიძარებად აწ ჩემ თანა, ვითარ უკვე იტყოდით სიკვდილსა ჩემთვის პირველ?! აწ მიხედენით თქვენ იუდას, ვითარ არა ჰსძინავს მას, არამედ მოსწრაფე არს მიცემასა ჩემსა უსჯულოთადა! აწ უკვე, განიფრთხვეთ და ილოცევდით თქვენ, და ნუ ვინ უარ-მყოფთ მე, მიხილოთ რა ნებსით ჯვარცმული!“ ყოვლად სულგრძელო, უფალო, დიდება შენდა!

4. გიხაროდენ, ღმრთისმშობელო, რომელმან ცათა დაუტევნელი დაიტიე საშოსა! გიხაროდენ, ქალწულო, წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებულო, რომლისაგან აღმოგვიცენდა ჩვენ ემმანუილ! გიხაროდენ, ქრისტეს დედაო!

რომელმან-მე საქმემან გყო შენ, იუდა, განმცემელ მაცხოვრისა…

წარდგომა, ხმა ზ

რომელმან-მე საქმემან გყო შენ, იუდა, განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა? ნუ უკვე, კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო? ანუ, ნუ უკვე, სერობასა, ტაბლისა მისგან განგაყენა? ანუ სხვათა ფერხნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო? ჰოი, რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ! ამისთვის, შენი უმადლო გონება განიქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო, აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცის-კიდეთა!

1. უსჯულოთა, შენთა შემპყრობელთა მიშვებითა, ესრეთ ეტყოდი…

სახარება გ. აღსავალი ზ, ხმა ჱ

1. უსჯულოთა, შენთა შემპყრობელთა მიშვებითა, ესრეთ ეტყოდი, უფალო: „დაღაცათუ მწყემსი ესე დაეცით და განაბნიეთ ჩემნი ათორმეტნი მოწაფენი;

შემძლებელ ვიყავ უფროჲს ათორმეტთა გუნდთა ანგელოსთასა მოყვანებად, არამედ სულ-ვგრძელობ, რაჲთა აღესრულოს, რომელი გამოგიცხადე თქვენ პირითა წინასწარმეტყველთა ჩემთაჲთა, უჩინონი და დაფარულნი!“ უფალო, დიდება შენდა!

2. სამ-გზის უარ-გყო შენ პეტრე! მეყვსეულად სიტყვა შენი გულისხმა-ჰყო, უფალო! არამედ, შეჰსწირნა შენდა ცრემლნი სინანულისანი, და გოდებით ესრეთ იტყოდა: „ღმერთო, მილხინე და შემიწყალე მე!“

3. ვითარცა ბჭესა ცხორებისასა და სამოთხესა შვენიერსა და მიუაჩრდილებელისა მის ნათლისა სასანთლესა, ყოვლად წმიდასა დედოფალსა ყოველნი უგალობდეთ და „გიხაროდენსა“ უღაღადებდეთ!

1. ჰსთქუთ-ღა, ჰურიანო, რა იხილეთ მაცხოვრისაგან? –…

აღსავალი ჱ, ხმა ე

1. ჰსთქუთ-ღა, ჰურიანო, რა იხილეთ მაცხოვრისაგან? – ჰსჯული გარდააქცია, ანუ მოძღურებაჲ წინასწარმეტყველთაჲ? ვითარ არა შეიშინეთ მიცემად პილატესა ღმერთი, – სიტყვაჲ ღმრთისაჲ და მხსნელი სულთა ჩვენთაჲ?!

2. ჯვარცმად შენდა ჰღაღადებდეს შვებულნი კეთილთა შენთაგან, და ძვირის-მოქმედსა მას გამოითხოვდეს, – ქველის-მოქმედისა მის წილ, მკლველნი იგი მართალთანი! ხოლო შენ, ქრისტე, ჰსდუმენ და მათსა მას წარმდებებასა თავს-იდებდ, რამეთუ გენება ვნებაჲ, რაჲთა აცხოვნო სოფელი, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ!

3. რამეთუ არა მაქვს ჩვენ კადნიერებაჲ მრავალთაგან შეცოდებათა ჩვენთა, არამედ, შენგან შობილსა ევედრე, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ, შეწყალებად მვედრებელთა მისთა! ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩვენ ცოდვილთათვის, ყოვლად წმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩვენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თავს-იდვა ჩვენთვის!

1. აღჰსწონეს ოცდაათი იგი ვეცხლი, – სასყიდელი…

აღსავალი თ, ხმა გ

1. აღჰსწონეს ოცდაათი იგი ვეცხლი, – სასყიდელი განსყიდულისა მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაილისათა! „იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა! სული ვიდრე-მე გულსმოდგინე არს, ხოლო ხორცნი – უძლურ, ამისთვის, იღვიძებდით!“

2. ჯვარსა ზედა ამაღლებული მნათობთა გიხილეს და ბნელად გარდაიქცეს, და მთავრობისა იგი ფლობაჲ მწუხარებით აქვნდა, და შეძრწუნებულნი, ადიდებდეს სულგრძელებასა შენსა! რომელმან ივნე ჩვენთვის, უფალო, დიდება შენდა!

3. წარმართთაგანნი მორწმუნენი გიგალობთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ქრისტე ღმერთი, რომელმან წყევისაგან იხსნნა, შენ მიერ, ნათესავნი კაცთანი!

ჰოი, ვითარ, ოდესმე მოწაფემან შენმან, ქრისტე, იუდა…

წარდგომა, ხმა ჱ

ჰოი, ვითარ, ოდესმე მოწაფემან შენმან, ქრისტე, იუდა, შინა-გაცემა შენი იზრახა! შენ თანა ისერებდა, მზაკვარი იგი, უსჯულო! წარვიდა და ეტყოდა მღვდელთმთავართა მათ: „რა მომცეთ და მე მიგცე თქვენ დამხსნელი იგი სჯულისა და შაბათობისა თქვენისა?“ ეჰა, უკეთური! სულგრძელო, უფალო, დიდება შენდა!

1. რომელმან შეიმოსა ნათელი სამოსლის სახედ, შიშველი…

სახარება დ. აღსავალი ი, ხმა ვ

1. რომელმან შეიმოსა ნათელი სამოსლის სახედ, შიშველი სასჯელად წარჰსდგა და ყვრიმლის-ცემა თავს-იდვა,– ხელითა თვისთა დაბადებულთათა! და ერმან უღმრთომან ჯვარსა ზედა დამოჰკიდეს დღეს ღმერთი დიდებისაჲ! ხოლო კრეტ-საბმელი ტაძრისა მის განიპო და კლდენი განჰსქდეს, ქვეყანა ჰსძრწოდა და დღე დაბნელდა და ვერ უძლო ხილვად შეურაცხებაჲ ღმრთისაჲ, რომლისაგან ჰსძრწიან ყოველნი! ამას თაყვანის-ვჰსცემდეთ!

2. მოწაფემან უარ-ჰყო, ხოლო ავაზაკმან აღიარა და ხმა-ჰყო: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა!“

3. მშვიდობა ჰყავ სოფლისათვის, მეუფეო, რომელმან ქალწულისაგან ხორცთა შესხმა თავს-იდევ მონათა შენთათვის, მოწყალებით, რაჲთა ერთობით გადიდებდეთ შენ, კაცთმოყვარე!

1. ნაცვლად კეთილთა, რომელ უყვენ, ქრისტე, ერთა…

აღსავალი ია, ხმა ვ

1. ნაცვლად კეთილთა, რომელ უყვენ, ქრისტე, ერთა ებრაელთასა, ჯვარსა დამსჭვალვითა შენ დაგსაჯეს, ჯვარი და ნაღველი შენ მიგიპყრეს! არამედ, მიეც, უფალო, საქმეთა მათთაებრ, რამეთუ ვერ გულისხმა-ჰყვეს შენი სიმდაბლე!

2. შინა-განცემა არა კმა-ეყო, ქრისტე, ერსა ებრაელთასა, არამედ ჰყრიდეს თავთა მათთა ბილწნი, ბასრობით, და გაყვედრებდეს! არამედ, მიეც, უფალო, საქმეთა მათთაებრ, რამეთუ ვერ გულისხმა-ჰყვეს შენი სიმდაბლე! 3. არცა შეძრვამან ქვეყანისამან, ქრისტე, ებრაელთა არწმუნა, არცა კრეტსაბმელმან ტაძრისამან, არცა აღდგომამან მკვდართამან! არამედ, მიეც, უფალო, საქმეთა მათთაებრ, რამეთუ ვერ გულისხმა-ჰყვეს შენი სიმდაბლე!

4. სასოო სოფლისაო, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენსა მას დიდებულსა მეოხებასა ვითხოვთ მორწმუნენი, შეიწყალე ერი განწირული, ევედრე მოწყალესა ღმერთსა ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან რისხვისა, მხოლოო კურთხეულო!

1. ესრეთ ეტყოდი, უფალო, ჰურიათა: „ერო ჩემო…

აღსავალი იბ, ხმა ჱ

1. ესრეთ ეტყოდი, უფალო, ჰურიათა: „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქვენ, ანუ რა განგარისხენ თქვენ? ბრმანი თქვენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვჰსწმიდენ, და განრღვეული, ცხედარსა ზედა მდებარე, აღვადგინე! მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნავღელსა და წყლისა მის წილ – ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯვარსა ზედა მე დამმსჭვალავთ! აწ, მოვუწოდო წარმართთა და მათ მადიდონ მე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, და მე მივჰსცე მათ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ!

2. დღეს ტაძრისა იგი კრეტსაბმელი სამხილებელად, განიპო, უსჯულოთა მათ! და მზემან შარავანდედი თვისი დაიფარა, რამეთუ უფალსა გხედვიდეს ჯვარცმულად!

3. სჯულისმდებელნო ისრაილისანო, ჰურიანო და ფარისეველნო, კრებული მოციქულთაჲ ჰღაღადებს და იტყვის: „აჰა, ტაძარი, რომელი თქვენ დაჰხსენით! აჰა, კრავი, რომელი თქვენ ჯვარს-აცვით და დაფლვად მიეცით იგი! არამედ, თვისითა ხელმწიფებითა, აღდგა! ნუ ჰსცთებით, ჰოი, ჰურიანო, რამეთუ ესე არს, რომელმან ზღვასა განგარინნა და უდაბნოს გამოგზარდნა! ესე არს ნათელი და ცხოვრებაჲ და მშვიდობაჲ სოფლისაჲ!“

4. გიხაროდენ, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შენ მხოლოსა ყოველნი დაბადებულნი გალობით გადიდებთ!

ქრისტე ღმერთო, ოდეს წარჰსდეგ კაიაფასა და მიეცი…

წარდგომა, ხმა ჱ

ქრისტე ღმერთო, ოდეს წარჰსდეგ კაიაფასა და მიეცი პილატეს,– მსაჯული ეგე ყოველთა, ზეცისა ძალნი შიშისაგან შეჰსძრწუნდეს, ხოლო ამაღლდი რა ძელსა ზედა, შორის ორთა ავაზაკთა, და უსჯულოთა თანა შეირაცხე,– უცოდველი მეუფე, მაშინ აცხოვნე ნათესავი კაცთა! სულგრძელო უფალო, დიდება შენდა!

1. კრებულმან ურიათამან პილატესგან ითხოვა ჯვარცმა შენი…

სახარება ე. აღსავალი იგ, ხმა ვ

1. კრებულმან ურიათამან პილატესგან ითხოვა ჯვარცმა შენი, უფალო, რამეთუ ბრალი შენ ზედა ვერა ჰპოვეს; ხოლო ბრალეული იგი ბარაბა გამოითხოვეს და შენ,– მართალი, ბრალეულ-გყვეს და მკლველობისა იგი ცოდვა დაიმკვიდრეს მათ! არამედ, მიეც მათ, უფალო, მისაგებელი უღმრთოებათა მათთა, რამეთუ ცუდი იზრახეს შენთვის, და ჩვენ შეგვიწყალენ,– მადიდებელნი შენნი!

2. რომლისაგან ყოველნი დაბადებულნი მოწიწებით ჰსძრწიან, ზარ-განხდილნი, და ყოველი ენა ჰგალობს,– ქრისტე ღმერთი, ძალი და ღმრთისა სიბრძნე, ჰურიათა ჯვარს-აცვეს და ასვეს ნავღელი! ხოლო თავადმან თავს-იდვა, რამეთუ ენება ხსნა ცოდვათაგან, თვისითა სისხლითა, კაცთმოყვარებით!

3. რომელმან სიტყვა, უზესთაეს სიტყვისა, მუცლად-იღე, ხარებითა გაბრიილ მთავარ-ანგელოსისათა, ღმრთისმშობელო, და გვიშევ გამოუთქმელად, განსაცდელთაგან გვიხსნენ, რათა გადიდებდეთ!

1. უფალო ღმერთო, რომელმან ავაზაკი იგი, რომელსა…

აღსავალი იდ, ხმა ჱ

1. უფალო ღმერთო, რომელმან ავაზაკი იგი, რომელსა ხელნი სისხლითა შეეღებნეს, შენ თანა მოგზაურ ჰყავ, ჩვენცა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭე, და მის თანა შეგვრაცხენ, ვითარცა სახიერ ხარ და მრავალ-მოწყალე! ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

2. სიტყვა მცირე აღმოსთქვა ავაზაკმან ჯვარსა ზედა და სარწმუნოება ჰპოვა, და ესრეთ, წამსა შინა, ჰსცხონდა და სამოთხისა ბჭენი პირველ ყოველთასა განეხვნეს და შევიდა! რომელმან მისი სინანული შეიწირე, უფალო, დიდება შენდა!

3. გიხაროდენ, რომელმან, მთავარ-ანგელოსისა მიერ, სიხარული ყოვლისა სოფლისა შეიწყნარე! გიხაროდენ, რომელმან ჰშევ დამბადებელი და უფალი! გიხაროდენ, რომელი ღირს-იქმენ ყოფად დედისა ღმრთისა!

1. დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანა…

აღსავალი იე, ხმა ვ

1. დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანა წყალთა ზედა! გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს ანგელოსთა მეუფე! ტყუილისა ძოწეულსა შეიმოსს, რომელმან შეჰმოსნა ცანი ღრუბლითა! ყვრიმლის-ცემასა ნებსით თავს-იდებს, რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ! სამსჭვლითა განიმსჭვალვის სიძე ეკკლესიისა! ლახვრითა განიგმირვის ძე იგი ქალწულისა! თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე! თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე! თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა, ქრისტე! მიჩვენენ ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომაჲ!

2. ნუ ებრაელებრ ვდღესასწაულობთ, მორწმუნენო, რამეთუ პასქად ჩვენდა დაიკლა ქრისტე ღმერთი! არამედ, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი ყოვლისაგან ბილწებისა და უმანკოებით ვევედრებოდეთ და ვიტყოდეთ: „აღდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გვაცხოვნენ, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ!“

3. ცხოვრება არს და სიქადულ ჯვარი შენი, უფალო, ერისათვის შენისა! მას ვესავთ და შენ, ხორცითა ჯვარ-ცმულსა ღმერთსა ჩვენსა, გადიდებთ და თაყვანის-გცემთ! შეგვიწყალენ ჩვენ!

4. რომელმან „კურთხეულ“ უწოდე დედასა შენსა, მოხვედ ნებსით ვნებად ჩვენთვის! გამობრწყინდი ჯვარსა ზედა, მოძიებად ადამისსა, და ეტყოდი ანგელოსთა: „ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაჰქმაჲ!“ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

მომიყიდენ ჩვენ წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა მით სისხლითა…

წარდგომა, ხმა დ

მომიყიდენ ჩვენ წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა მით სისხლითა შენითა, ჯვარსა დაემსჭვალე, სახიერ, და ლახვრითა განიგმირე, და კაცთა უკვდავება აღმოუცენე! მაცხოვარო და მხსნელო, სულგრძელო უფალო, დიდება შენდა!

I) სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს…

სახარება ვ. მომიხსენენი

I) სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა! II) ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა! III) ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ! IV) ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა! V) ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და ჰსწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განჰსძღენ!

1) ხისა მიერ ადამ შეცთომილი განჰვარდა სამოთხით!…

დასდებელნი ხმა დ

1) ხისა მიერ ადამ შეცთომილი განჰვარდა სამოთხით! ხისა მიერ ჯვარისა – ავაზაკი შევიდა სამოთხედ! რამეთუ, მან – შეურაცხ-ჰყო ბრძანება დამბადებლისა თვისისა, ხოლო ესე – მის თანა ჯვარცმული, ჰღაღადებდა აღსარებით: „მომიხსენე, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ VI) ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ! 2) სჯულისა მომცემელი უსჯულოთა მოწაფისაგან მიიყიდეს და, ვითარცა უსჯულო, პილატეს საყდართა წარადგინეს, ჰხმობდეს გულისწყრომით ჯვარცმასა,– რომელმან უდაბნოს მანანა მოჰსცა მათ! ხოლო ჩვენ, მორწმუნისა ავაზაკისა მსგავსად, ესრეთ ვჰღაღადებთ: „მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ VII) ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ! 3) ღმრთის მკლველთა კრებული, ურიათა ერი უგულისხმო, პილატეს მიმართ ჰხმობდეს სიბორგილით – ჯვარცმისათვის შენისა, ქრისტე, ცხოვრების მომცემელო, და შენ წილ ბარაბას გამოითხოვდეს! ხოლო ჩვენ, შენდა მომართ, მსგავსად მორწმუნისა მის ავაზაკისა, ვიტყვით: „მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ VIII) ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ! 4) ჯვარცმა თავს-იდევ ჩვენთვის, რაჲთა ჩვენ მოტევება მოგვმადლო! ლახვრითა განიგმირე და წყარო ცხოვრებისა მომეც ჩვენ! სამსჭვლითა დამსჭვალულ იქმენ, რათა ვნებათა უვნებელობა მომცე! ამისთვის, სახიერო, გადიდებთ და გიგალობთ, ქრისტე მაცხოვარ: „დიდება ჯვარცმასა და ვნებასა შენსა!“

IX) ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა! 5) ჯვარცმასა შენსა, ქრისტე, დაბადებულნი ზარ-განხდილ იქმნნეს! ქვეყანა შეირყია საფუძვლითურთ და კლდენი განჰსქდეს! მნათობნი დაბნელებულ იქმნნეს და ტაძრისა კრეტსაბმელი განიპო! მთათა ძრწოლა შეედვა და დღე ღამედ გარდაიქცა! ხოლო, ჩვენ ვიტყვით, ავაზაკისა თანა: „მომიხსენე მე, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ X) ნეტარ იყვნნეთ თქვენ, რაჟამს გყვედრიდენ და გდევნიდენ და ჰსთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუვით, ჩემთვის! 6) აღჰხედ რა ჯვარსა ზედა, სიკვდილისა სიმტკიცე შეჰმუსრე! და-რა-იდევ საფლავსა, მართალნი ყოველნი აღადგინენ! პირმშო მკვდართა იქმენ, ქრისტე, და მიჰმადლე მათ ცხოვრება საუკუნო! ამისთვის, აღდგომითა შენითა გამოხსნილნი, გიღაღადებთ შენ: „მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ XI) გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი მრავალ არს ცათა შინა! 7) ხელით-წერილი იგი, – პირველისა ცოდვისა ჩვენისა, ჯვარსა ზედა ლახვრითა განჰხეთქე, ქრისტე, საკვირველებით და მკვდრად შეირაცხე შენ, ამისთვისცა დაჰსთრგუნე მძლავრი ძლიერი და იხსნენ მორწმუნენი აღდგომითა შენითა! და გიღაღადებთ: „მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“ XII) დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა! 8) მამასა და ძესა და სულსა წმიდასა ჩვენ, ყოველნი მორწმუნენი, ერთობით დიდების-მეტყველებით ვადიდებთ,– ერთ-არსებასა სამებით და სამებასა – სამ-გვამოვნებით, შეურწყმელად, განუყოფელად, მარტივად, განუწვალებელად, მიუწთომელად, რომლისაგან ვიხსნებით ცეცხლისაგან ტანჯვათასა! XIII) აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე; ამინ! 9) დედასა შენსა, ქრისტე, რომელმან უხრწნელებითა ხორცითა გშვა და შემდგომად შობისა ჭეშმარიტად დაადგრა ქალწულად, ამას შენდა მომართ აღვსძრავთ მეოხებად! უფალო, მრავალ-მოწყალე, შეცოდებათა ჩვენთა შენდობა მოგვანიჭე, რომელნი ვიტყვით: „მომიხსენენ, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა…

წარდგომა, ხმა დ

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი! მუხლი: ღმერთო! ღმერთო ჩემო, მომხედენ მე! რასათვის დამიტევებ მე?!

სახარება ზ. ფსალმუნი ნ. სახარება ჱ. და…

სახარება ზ. ფსალმუნი ნ. სახარება ჱ. და მეყუსეულად ვჰგალობთ სამ-საგალობელსა, ქმნილსა უფლისა კოსმასი. სძლის-პირი ორ-ორ-გზის, ხოლო ტროპარნი იბ და უკანასკნელ სძლის-პირი ორთავე გუნდთა ერთად. ხოლო კიდურ-წერილობა სამ-საგალობელისა არს „პრო სავვატონ ტე“ რომელ არს „ხოლო პირველ შაბათს“.

ძლისპირი შენდა აღვიმსთობ,– მოწყალებისათვის დაცემულისა მის, დაცალიერებულისა…

გალობა ე

ძლისპირი შენდა აღვიმსთობ,– მოწყალებისათვის დაცემულისა მის, დაცალიერებულისა და ვნებათადმდე უვნებელად შთამოსრულისა! სიტყვაო ღმრთისაო, მომეც მე მშვიდობაჲ, კაცთ-მოყვარე!

1. ფერხ-განბანილნი, წინათ განწმედილნი, ღმრთისა გონებისა დაფარულთა ზიარ-ქმნითა, მსახურნი შენნი, ქრისტე, სიონით ზეთისხილთათ მთად თანა აღმოგყვეს, შენნი მგალობელნი, კაცთ-მოყვარე!

2. „ჰრიდეთ!“– ეტყოდი,– „შვილნო და ნუ ჰშფოთებთ! მოახლებულ არს ჟამი, ოდეს შემიპყრან სიკვდილად, ბილწთა ხელითა და ყოველნი განიბნივნეთ და მე დამიტევოთ, რომელმან შეგკრიბენ მაქებელად ჩემდა!“

რომელი ჩვენთვის ჯვარს-ეცვა, მოვედით, ერნო, უგალობდეთ მას!…

კონდაკი, ხმა ჱ

რომელი ჩვენთვის ჯვარს-ეცვა, მოვედით, ერნო, უგალობდეთ მას! იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და ჰსთქვა: „დაღაცათუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთ-მოყვარე და მაცხოვარი!“

თვისსა კრავსა რა მიჰხედვიდა ტარიგი, – დაკლვად…

იკოსი, ხმა ჱ

თვისსა კრავსა რა მიჰხედვიდა ტარიგი, – დაკლვად მიყვანებულსა, შეუდგა, მარიამ, მგლოვარე სხვათა მათ თანა დედათა, ამათ მხმობი: „სადა წარხვალ, შვილო? რასათვის სრულ-ჰყოფ მალიადსა სერობასა? ანუ, სხვა ქორწილი იქმნების კანას და მუნ მსწრაფლობ აწ, რაჲთა წყლისაგან ღვინო წდეულ-ჰყო მათთვის? თანა მოგყვე, შვილო, და თანა დავადგრე! მეც სიტყვა, სიტყვაო! ნუ დუმილით თანა-წარმხდები, რომელი უბიწოდ მცევდ, ძეო და ღმერთო ჩემო!“

ძლისპირი სიბოროტისა ძეგლი ღმრთის-მბრძოლი ყრმათა ღირსთა განაქიქეს!…

აქა წარიკითხვის სვინაქსარი. გალობა ჱ

ძლისპირი სიბოროტისა ძეგლი ღმრთის-მბრძოლი ყრმათა ღირსთა განაქიქეს! ხოლო, ქრისტესთვის შეთქმული, დღეს, უსჯულო შესაკრებელი განიზრახავს ცუდსა, იწვრთის სიკვდილსა – ცხოვრებისა მპყრობელისა ხელითა, რომელსა ქებით ყოველი აღგებული ჰსძნობს, დიდების-მეტყველი!

1. „წამთაგან ძილი აწ განიშორეთ თქვენ!“ – არქუ, ქრისტე,– „ჰოი, მოწაფენო! ხოლო მლოცველნი იღვიძებდით,– ნუ სადა მლოცველთა გევნოსთ! და უფროსღა,– სვიმონ, რამეთუ უფროს განცდილმან მიცნა მხსნელი, პეტრე, რომელსა ქებით ყოველი აღგებული მძნობს, დიდების-მეტყველი!“

2. „განვჰსხნე აროდეს მე ბაგენი სიტყვით შეგინებად, მეუფეო! შენ თანა მოვჰკვდე, ვითარ ერთგული, უარ-გყონ-ღა თუ სხვათა!“– ჰღაღადებდა პეტრე,– „არა ხორცთა და სისხლთა, მამამან განმიცხადა შენთვის, რომელსა ქებით ყოველი აღგებული გძნობს, დიდების-მეტყველი!“

3. „სიღრმე სიბრძნისა და ღმრთისა ცნობისა არღარა გამოგიძევიეს! უფსკრულთა ჩემთა სჯათასა ვერ მიმწვთარ ხარ, კაცო!“– უფალმან ჰრქვა,– „და ნუ იქადი შენ, ხორცი ეგე, რამეთუ უარ-მყო მე სამ-გზის, რომელსა ქებით ყოველი აღგებული მძნობს, დიდების-მეტყველი!“

4. „აღჰსთქვამ არა ქმნად, სიმონ-პეტრე, მისსა, რომელ მსწრაფლ ჰყო, ვითარ ითქვა! და შენ, მხევალმან, მო-რა-ვიდეს, მყის მძრწოლარე გყოს შიშით!“– უფალი ეტყოდა,– „ხოლო, მტირალსა, გაქვნდე მე კეთილ მლხინებელად, რომელსა ქებით ყოველი აღგებული მძნობს, დიდების-მეტყველი!“

ძლისპირი უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა…

გალობა თ

ძლისპირი უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ!

1. მოსასრველი დასი ღმრთის-მოძულეთა, მბოროტებელთა და ღმრთის-მკლველთა შესაკრებელი მტერ გექმნა, ქრისტე, და, ვითარ ცრუ, მი-მო-ჰყვანდი,– აღმგებელი ყოველთა, რომელსა გადიდებთ!

2. სჯულისა უმეცარნი უსჯულონი, ხმასა წინასწარმეტყველთასა მწურთნელნი ამაოდ, ცხოვრებრ მიგზიდვიდეს ყოველთა უფალსა უსამართლოდ სიკვდიდ, რომელსა გადიდებთ!

3. ნათესავთა, ცხოვრების მომცემელი, მწიგნობართა თანა, მოსიკვდიდ, არა-მღვდელთა მათ, განჰსცეს, მოწყლულთა შურისა სიბოროტითა, ბუნებით მაცხოვარი, რომელსა ვადიდებთ!

4. მოგიცვეს, ვითარცა ძაღლთა მრავალთა, სტყველვიდეს, მეუფეო, ყვრიმლის-მცემელობითა გკითხვიდეს, ცილსა შეგწამებდეს შენ! არამედ, შენ ყოველთა დათმენითა ყოველნი აცხოვნენ!

რომელმან ავაზაკი, შენ თანა ჯვარცმული, დღეს ღირს-ჰყავ…

განმანათლებელი, ხმა ზ

რომელმან ავაზაკი, შენ თანა ჯვარცმული, დღეს ღირს-ჰყავ სამოთხეს, მეუფეო ქრისტე, მომიხსენე შენსა სასუფეველსა! რომელმან ჩვენთვის ჯვარ-ცმა თავს იდევ, უფალო, დიდება შენდა! სამგზის

„პირმშომან ძემან ჩემმან,– ისრაილმან, ორი ბოროტი მედგრობა…

სახარება თ. და მეყუსეულად „ყოველი სული“ ხმასა ზედა გ დასდებელნი „ყოველი სულისა“ დასდებელი, თვით-ხმოვანი, ხმა ზ

„პირმშომან ძემან ჩემმან,– ისრაილმან, ორი ბოროტი მედგრობა აღასრულა, რამეთუ: წყარო ესე ცხოვრებისა დამიტევა, დაითხარა თავისა თვისისა ჯურღმული განხვრეტილი, რომელმან ვერ დაიპყრას წყალი! მე ძელსა დამომკიდა, ბარაბა განუტევა! ამას ზედა განჰკვირდა ცაჲ და ქვეყანაჲ და მზემან ნათელი თვისი დაჰფარა! ხოლო შენ, ისრაილ, სიკვდიდ მიმეც და არა შეიკდიმე! მამაო ჩემო, შეუნდევ უგუნურთა!“

წმიდისა გვამისა შენისა თვითოეულმან მან ასომან ჩვენთვის…

დასდებელი, თვით-ხმოვანი, ხმა ე

წმიდისა გვამისა შენისა თვითოეულმან მან ასომან ჩვენთვის შეურაცხება დაითმინა: თავმან – ეკლისა გვირგვინი, და პირმან – ნერწყვა, და ღაწვთა – ყვრიმლის-ცემა, და ბაგეთა – ძმარი და ნავღელი, და ყურთა – უღმრთოთა მათ გმობა ბოროტი და ყვედრება, ხოლო ბეჭთა – გვემა შოლტითა, ხელმან – ლელწამი, და ყოველმან ხორცმან – განკვართა ჯვარსა ზედა; და კვალად, ნასხამნთა – სამსჭვალნი, და გვერდმან – ლახვრისა წყლულება! რომელმან ივნე ჩვენთვის, მხსნელო, და ვნებათაგან მიხსნენ ჩვენ, კაცთ-მოყვარებისათვის რა გვეზიარე ვნებითა, და დამდაბლდი, ვიდრე სიკვდიდმდე, და აღმამაღლენ შენ თანა, ქრისტე, ყოვლად ძლიერო, გვაცხოვნენ და შეგვიწყალენ ჩვენ!

ჯვარცმა შენი რა იხილეს, ქრისტე, ზარ-განხდილ იქმნნეს…

დასდებელი, თვით-ხმოვანი, ხმა ე

ჯვარცმა შენი რა იხილეს, ქრისტე, ზარ-განხდილ იქმნნეს ცის-კიდენი, და საფუძველნი შეიძრნნეს ქვეყანისანი ძლიერებისაგან შენისა! რამეთუ, კადნიერად რა ჯვარს-გაცვეს ჰურიათა, განჰვარდეს ცხოვრებისაგან! და კრეტსაბმელი ტაძრისაჲ ორად განიპო, და მკვდარნი სამარეთაგან აღჰსდგეს! და ასისთავმან, რა იხილა საკვირველება, შეჰსძრწუნდა! ხოლო, წინაშე მდგომარე, დედა შენი ჰხმობდა გოდებით: „განვილევი მე ტკივილითა, ჰოი, ძეო და ღმერთო ჩემო, რამეთუ გხედავ შიშველსა და

ჯვარითა დასჯილსა!“ რომელი ჯვარს-ეცვ, და დაეფალ, და მკვდრეთით აღდეგ, ქრისტე, ყოვლისა მპყრობელო, უფალო, დიდება შენდა!

„განმძარცვეს სამოსელი ჩემი უღმრთოთა! და შემმოსეს ქლამინდი…

დასდებელი, თვით-ხმოვანი, ხმა ა

„განმძარცვეს სამოსელი ჩემი უღმრთოთა! და შემმოსეს ქლამინდი საბასრობელი! და დამადგეს გვირგვინი ეკლისა თავსა! და მომცეს ლელწამი ხელსა მარჯვენესა! და მცემდეს და მბასრობდეს მე! ხოლო, მე, სულ-გრძელებით თავს-ვიდევ ესე ყოველი! არამედ, ვჰქმენ ცხოვრება სოფლისა, და ეშმაკისა შემუსრვა საუკუნო, გუნდითურთ მისით!“ დასდებელი, თვით-ხმოვანი, ხმა ა

„მივჰსცენ, ცხოვრებისათვის წარწყმედულთასა, ბეჭნი ჩემნი გვემასა! და პირი ჩემი არა მივაქციე მე ნერწყვისაგან! და პილატეს საყდართა წარვსდეგ! და დავითმინე ჯვარსა ზედა დამსჭვალვა უმსჯავროდ,– კაცთა ნათესავისა განწირულისა ხსნისათვის, და ჯოჯოხეთს დასჯილთა სულთა გამოხსნად!“ სულგრძელო მეუფეო, დიდება შენდა!

ყოველნი ბუნებანი იცვალებოდეს ძრწოლით, რაჟამს გხედვიდეს შენ,–…

სახარება ი; ესრეთ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მღუდელმან კვერექსი აღვუსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა. და სხვანი, ჩვეულებისაებრ. და შემდგომად ასამაღლებელისა რამეთუ ღმერთი წყალობისა. და მეყვსეულად: სახარება ია. დასდებელნი „აღვივსენითსა ზედა“ დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ა

ყოველნი ბუნებანი იცვალებოდეს ძრწოლით, რაჟამს გხედვიდეს შენ,– ჯვარსა ზედა დამსჭვალულსა უფალსა, ყოვლად ძლიერო! მზე დაბნელდებოდა და ქვეყანა იძრვოდა საფუძველითურთ თვისით! ყოველთა ევნებოდა ყოველთა შემოქმედისა თანა დღეს! რომელმან ნებსით თვისით თავს-იდევ ჩვენთვის, სულგრძელო მეუფეო, დიდება შენდა!

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა…

ფსალმუნის მუხლი

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი!

რასა იზრახა ცუდი ერმან უღმრთომან?! რასათვის-მე ცხოვრება…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ა

რასა იზრახა ცუდი ერმან უღმრთომან?! რასათვის-მე ცხოვრება დაბადებულთა სიკვდილითა დაჰსაჯა ჯვარისა მიერ?! დიდი საკვირველი!– რამეთუ, შემოქმედი ცათა

და ქვეყანისა უღმრთოთა ხელსა მიეცა ჩვენთვის და ჯვარსა ზედა ამაღლდა, რათა ჯოჯოხეთისა დასჯილნი იხსნნეს! სულგრძელო მეუფეო, დიდება შენდა!

და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი, და…

ფსალმუნის მუხლი

და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი, და წყურვილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი!

დღეს, გხედვიდა რა უბიწო დედოფალი ჯვარსა ზედა…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ზ

დღეს, გხედვიდა რა უბიწო დედოფალი ჯვარსა ზედა, სიტყვაო მხოლოდ-შობილო, დედობრივნი ნაწლევნი მისნი მწარედ მოეწყლვოდეს! და გულითა ლმობილითა სულთ-ითქმიდა! და სიღრმითა სულისათა ჰხმობდა გოდებით, დაბძარული ცხელთა ცრემლთა მხურვალეთათა: „ჰოი მე, შვილო! თვალთა ჩემთა ნათელო! რასათვის აღივსე ტკივილითა ესრეთ, ვითარცა რა კაცი?! ხოლო მე მწარედ მელმის შენთვის, მიუწთომელო! უფალო, დიდება შენდა!“

ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა…

ფსალმუნის მუხლი

ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩვენმან წინა საუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა!

გხედვიდა ძელსა ზედა დამბადებელსა დამსჭვალულსა, და ჰხმობდა…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ა

გხედვიდა ძელსა ზედა დამბადებელსა დამსჭვალულსა, და ჰხმობდა მშობელი შენი: „სადა არს, ძეო ჩემო, შვენიერება შენი განუცდელი?! ვერ თავს-ვიდებ უმსჯავროდ მოკლვასა შენსა, ტკბილო! არამედ, სრულ-ჰყავ მოწყალებათა შენთა უფსკრული, და აღდეგ, რათა ვიხილო შენი სამისა დღისა აღდგომა დიდებული და თაყვანის-ვჰსცე!“

უფალო ღმერთო, აღსლვასა შენსა ჯვარად, ძრწოლა შეედვა…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ზ

უფალო ღმერთო, აღსლვასა შენსა ჯვარად, ძრწოლა შეედვა ყოველთა დაბადებულთა, არამედ სულგრძელება შენი არა უტევებდა ჯვარის-მცმელთა მათ შთანთქმად უწყალოდ ქვეყანასა! ხოლო ქვესკნელსა წამ-უყვენ, რათა განუტევნეს ჯოჯოხეთისა მყოფნი და მრავალ-ჟამ დასჯილნი, და ძრწოლით გერჩდა, ყოვლისა შემძლებელო, რამეთუ ცხოვრებად და არა წარწყმედად ქმნილისა შენისა კაცთა ნათესავისა მოხვედ, ქრისტე! კაცთმოყვარეო, უფალო, დიდება შენდა!

მსაჯულთა მიერ უღმრთოთა განჩინებისა კალამი აღმოიწების და…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ჱ

მსაჯულთა მიერ უღმრთოთა განჩინებისა კალამი აღმოიწების და იესო დაისაჯების მსჯავრითა უმსჯავროჲთა, ჯვარისა მიერ, და ყოველთა არსთა მის თანა ევნების! არამედ, რომელმან ივნე ჩვენთვის ბუნებითა ხორცთაჲთა, სახიერო უფალო, დიდება შენდა!

იხილა რა გლოვა ქალწულისა და მდუღარენი ცრემლნი…

დასდებელი, ხმა ჱ

იხილა რა გლოვა ქალწულისა და მდუღარენი ცრემლნი მისნი, ქრისტემან, ჯვარსა ზედა ვნებულმან, ესრეთ ეტყოდა სიტკბოებით: „რასა სცრემლოჲ, დედაო? რად ემსგავსები დახსნილთა დედათა? გულის-ხმა-ჰყავ, რამეთუ სიკვდილითა და ვნებითა ჩემითა ჯოჯოხეთით ვიხსნი ადამს და მის თანა დასჯილთა მათ სულთა, და ღმრთეება ჩემი შეუხებელ არს ვნებათა ამათგან კაცობრივთა! ამისთვის, განიშორე გლოვაჲ, დედაო, და იტყოდე, ვითარმედ: „ნებსით ივნო ძემან და მეუფემან ჩემმან!“

კვალად ეტყოდა მაცხოვარი წმიდასა ღვთისმშობელსა ესრეთ, ვითარმედ…

დასდებელი, ხმა ჱ

კვალად ეტყოდა მაცხოვარი წმიდასა ღვთისმშობელსა ესრეთ, ვითარმედ: „განაგდე შენგან გლოვა, დედაო, რამეთუ უცხო არს შენგან გლოვა და გოდება, ვითარცა იგი ცხადჰყოფს სახელი შენი, და რამეთუ, ჭეშმარიტად, სახარულევან გეწოდების! ამისთვისცა, ნუ დაჰფარავ სიხარულსა ჯვარცმისა ჩემისასა, გოდებათა მიერ, ჰოი, ყოვლადბრძენო, დედაო და ქალწულებით მშობელო ჩემო, და ესრეთ ღაღადებდი სიხარულით და მადლობით, ვითარმედ: „ნებსით ივნებს ღმერთი, ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა!“

ნუ აჩვენებ მწარედ ვნებისა ამის ჩემისა ბრწყინვალესა…

დასდებელი, ხმა ჱ

ნუ აჩვენებ მწარედ ვნებისა ამის ჩემისა ბრწყინვალესა და ტკბილსა დღესა, კურთხეულო დედაო, რომელი ესე ცხოვრებისა მიზეზ ექმნების სოფელსა და დასწვავს ცეცხლებრ მტერსა გუნდითურთ მისით, და რამეთუ სიტკბოება საღმრთო გარდამოვხედ შენ ზედა და, სიტყვამან ღმრთისამან უხორცომან, ხორცი შევისხენ შენგან, ვითარცა ვინებე, რომლითა იგი ვივნებ და რომლითა ვაცხოვნებ კაცთა! ამისთვის, გიხაროდენ სასოებითა აღდგომისათა, რამეთუ ღმერთი ბრწყინვალედ აღვდგე საფლავით და გადიდო შენ!“

მომიყიდენ ჩვენ წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა მით სისხლითა…

ესრეთ სახარება იბ. ესრეთ კეთილ არს აღსარება უფლისა. წმიდაო ღმერთო ტროპარი, ხმა დ

მომიყიდენ ჩვენ წყევისაგან სჯულისა პატიოსნითა მით სისხლითა შენითა, ჯვარსა დაემსჭვალე, სახიერ, და ლახვრითა განიგმირე, და კაცთა უკვდავება აღმოუცენე! მაცხოვარო და მხსნელო, სულგრძელო უფალო, დიდება შენდა!

ესრეთ კვერექსი [მრჩობლი] ჩვეულებისაებრ და განტევება. ხოლო…

ესრეთ კვერექსი [მრჩობლი] ჩვეულებისაებრ და განტევება. ხოლო პირველსა ჟამსა აწ არა შევჰსძინებთ, არამედ, მეორესა ჟამსა დღისასა.

ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა…

ტროპარი, ხმა ა

ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა ძალი მტერისა, რამეთუ, არა ანგელოსმან, არცა კაცმან, არამედ თავადმან უფალმან მაცხოვნენ ჩვენ, დიდება შენდა!

რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

ფსალმუნის მუხლი

რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარე, ქრისტე მეუფეო, და…

ტროპარი, ხმა ჱ

ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგვარე, ქრისტე მეუფეო, და ვითარცა კრავი უმანკო, დაემსჭვალე ჯვარსა ზედა უსჯულოთაგან, ცოდვათა ჩვენთათვის, კაცთმოყვარე!

შეითქვნეს მეფენი ქვეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად…

ფსალმუნის მუხლი

შეითქვნეს მეფენი ქვეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!

გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოება თავისა თვისისა! მუხლი…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა დ

გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოება თავისა თვისისა! მუხლი: ნეტარ არს, რომელმან გულის-ხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისა!

უფალო, სიკვდიდ დაგსაჯეს შენი ჰურიათა, ცხოვრება ეგე…

ტროპარი, ხმა ვ

უფალო, სიკვდიდ დაგსაჯეს შენი ჰურიათა, ცხოვრება ეგე ყოველთა! რომელთა მეწამული ზღვაჲ კვერთხითა წიაღ-ვლეს, მათ ჯვარსა შეგმსჭვალეს შენ! და რომელნი

კლდისაგან ჰსმიდეს თაფლსა, მათ ნავღელი მიგიპყრეს შენ! არამედ, ნებსით დაითმინე, რათა ჩვენ განმათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

შიშისათვის ჰურიათასა, საყვარელმან მეგობარმან შენმან პეტრე უარ-გყო…

ტროპარი/დასდებელი, ხმა ჱ

შიშისათვის ჰურიათასა, საყვარელმან მეგობარმან შენმან პეტრე უარ-გყო შენ, უფალო, და გოდებით ესრეთ იტყოდა: „ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ ვსთქუ დამარხვად მცნებაჲ შენი, სახიერ და მე არა დავიმარხე!“ ჩვენიცა სინანული ეგრეთ მიითვალე, ღმერთო, და შეგვიწყალენ ჩვენ!

სიტყვანი ჩემნი ყურად-იხვენ, უფალო!

ფსალმუნის მუხლი

სიტყვანი ჩემნი ყურად-იხვენ, უფალო!

უპირატეს პატიოსნისა ჯვარისა, მხედართა მათ კიცხევისათა, უფალო…

ტროპარი, ხმა ჱ

უპირატეს პატიოსნისა ჯვარისა, მხედართა მათ კიცხევისათა, უფალო, ზეცისა ძალნი განკვირდეს, რამეთუ დაიდგ გვირგვინი კიცხევისა, რომელმან ქვეყანა შეამკევ ყვავილითა, და ქლამინდი ბასრობისა შეიმოსე, რომელმან შემოსენ ცანი ღრუბლითა, და ესე ვითარითა განგებულებითა გვეუწყა შენი სახიერება, ღმერთო, და დიდი წყალობა! დიდება შენდა!

მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა!

ფსალმუნის მუხლი

მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა!

მოსლვასა შენსა ჯვარად, ესრეთ ეტყოდი, უფალო, ჰურიათა…

ტროპარი, ხმა ე

მოსლვასა შენსა ჯვარად, ესრეთ ეტყოდი, უფალო, ჰურიათა: „რომლისა საქმისათვის გნებავსთ მოკლვაჲ ჩემი, ჰოი ჰურიანო? განრღვეულნი თქვენნი განვჰკურნენ და მკვდარნი, ვითარცა ძილისაგან, აღგვადგინენ! წიდოვანი განვჰსწმიდენ, ქანანელი შევიწყალენ! რომლისა საქმისათვის გნებავსთ მოკლვაჲ ჩემი, ჰოი, ჰურიანო? არამედ, იხილეთ, რომელსა უგმირეთ, ჰოი, უსჯულონო!“

რამეთუ მე გვემად განმზადებულ ვარ და სალმობა…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა დ

რამეთუ მე გვემად განმზადებულ ვარ და სალმობა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის! მუხლი: უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მახმილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მჰსწავლი მე!

ჰქმენ ცხოვრება შორის ქვეყანისა, ქრისტე ღმერთო, ჯვარსა…

ტროპარი. ხმა ბ

ჰქმენ ცხოვრება შორის ქვეყანისა, ქრისტე ღმერთო, ჯვარსა ზედა რა უხრწნელი ხორცნი შენნი განიპყრენ და შემოჰკრიბენ ყოველნი წარმართნი, რათა ჰღაღადებდენ: „უფალო, დიდება შენდა!“

მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა…

ფსალმუნის მუხლი

მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი!

მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი ვიდრე…

ფსალმუნის მუხლი

მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი ვიდრე სულად ჩემდამდე!

მოვედით, ქრისტე-შემოსილნო ერნო, და ვიხილოთ, რაჲ იზრახა…

ტროპარი, ხმა ე

მოვედით, ქრისტე-შემოსილნო ერნო, და ვიხილოთ, რაჲ იზრახა იუდა მიმცემელმან უსჯულოთა მათ თანა, მხსნელისათვის ჩვენისა! დღეს თანა-მდებ სიკვდილისა უკვდავი სიტყვა ჰყვეს და პილატეს შესმენითა, თხემისა ადგილსა ჯვარსა შემსჭვალეს! ხოლო ვნებული მხსნელი ჩვენი ესრეთ ჰღაღადებდა და იტყოდა: „მიუტევე, მამაო, ცოდვაჲ ესე, რათა ჰსცნან წარმართთა ჩემი მკვდრეთით აღდგომა!“

უფალო! უფალო ჩვენო, ვითარ საკვირველ არს სახელი…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა დ

უფალო! უფალო ჩვენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა! მუხლი: რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერება შენი ზესკნელს ცათა!

ჰხედვიდა რა ავაზაკი წინამძღვარსა ცხოვრებისასა, ჯვარსა ზედა…

ტროპარი. ხმა ჱ

ჰხედვიდა რა ავაზაკი წინამძღვარსა ცხოვრებისასა, ჯვარსა ზედა დამოკიდებულად, იტყოდა: „არა თუმცა ღმერთი იყო განხორციელებული ჩვენ თანა ჯვარ-ცმული ესე, არამცა დაეფარნეს მზესა შარავანდედნი თვისნი! არამცა ქვეყანა შერყევით შეიმუსრვოდა! არამედ, რომელმან ყოველივე ნებსით თავს-იდევ, მომიხსენე, მხსნელო, სასუფეველსა შენსა!“

საშინელ იყო ხილვად ცათა და ქვეყანისა შემოქმედი…

დასდებელი/ტროპარი ხმა ზ

საშინელ იყო ხილვად ცათა და ქვეყანისა შემოქმედი, ძელსა დამოკიდებული! მზე დაბნელდა და დღე ღამედ გარდაიქცა და ქვეყანა დაფარულთა გვამთა განუტეობდა და მკვდართა, რომელთა თანა, თაყვანის-გცემთ, ქრისტე! გვაცხოვნენ ჩვენ!

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა…

ფსალმუნის მუხლი

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი!

ოდეს ჯვარსა შემსჭვალეს უსჯულოთა მეუფე დიდებისა, ღაღად-ჰყო…

დასდებელი/ტროპარი ხმა ბ

ოდეს ჯვარსა შემსჭვალეს უსჯულოთა მეუფე დიდებისა, ღაღად-ჰყო მათდა მიმართ: „რა შეგაწუხენ თქვენ, ანუ რა განგარისხენ თქვენ? პირველ ჩემსა ვინ გიხსნა თქვენ ჭირისაგან? აწ, რასა მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? სვეტისა მის წილ ცეცხლისა, ჯვარსა ზედა მე დამმსჭვალეთ! ღრუბლისა მის წილ ნათლისა, მე საფლავი მითხარეთ! ნაცვლად მანანასა, ნავღელი მასვთ მე და წყლისა მის წილ – ძმარი! აწ, მოუწოდო წარმართთა და მათ მადიდონ მე, თანა მამით და სულით წმიდითურთ!“

და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და…

ფსალმუნის მუხლი

და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასვეს მე ძმარი!

ჰსთქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: „არა არს…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა ვ

ჰსთქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: „არა არს ღმერთი!“ მუხლი: არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაჲ!

დღეს მეუფე დაბადებულთა წინაშე პილატესსა წარჰსდგების! და…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ე

დღეს მეუფე დაბადებულთა წინაშე პილატესსა წარჰსდგების! და ჯვარს-ეცმის შემოქმედი ყოველთა, ნებსით, ვითარცა ცხოვარი, მიგვრილი! და სამსჭვლითა დაიმსჭვალვის! და გვერდსა ლახვრითა განიგმირვის! და ძმრისა და ნავღლისა, ღრუბლითა, გემოსა იხილავს, რომელმან უწვიმა მანანაჲ! და ყვრიმლის-ცემასა მიითვალავს მხსნელი ყოვლისა სოფლისაჲ! და ბასრობასა თავს-იდებს თვისთა მონათა მიერ! ჰოი, მეუფისა მოწყალება! რამეთუ, ჯვარის-მცმელთათვის ევედრებოდა მამასა: „მამაო, მიუტევე ამათ შეცოდება ესე, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან სიცრუვით, სჯულისა გარდამავალნი!“

ჰოი, ვითარ უსჯულომან შესაკრებელმან მეუფე დაბადებულთა დასაჯეს…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ბ

ჰოი, ვითარ უსჯულომან შესაკრებელმან მეუფე დაბადებულთა დასაჯეს სიკვდიდ და არა შეიკდიმეს ქველის-მოქმედებათა მისთაგან, რომელთა წინათვე მოახსენებდა და ეტყოდა მათ, სიტკბოებით და წყალობით: „ერო ჩემო, რაჲ შეგაწუხენ თქვენ? არა ნიშთა საქმითა აღვავსე ჰურიასტანი და არა სამარეთაგან, ხელმწიფედ ბრძანებითა, მკვდარნი აღვადგინენ? არა ყოველნი სენნი და უძლურებანი განვჰკურნენ? რაჲსა მომაგებთ მე ბოროტსა კეთილისა წილ? – ნაცვლად კურნებათა – მომწყლავთ მე?! ნაცვლად ცხოვრებისა – მომკლავთ მე და ჯვარსა ზედა მომკიდებთ მე, ვითარცა ძვირის-მოქმედსა,– ქველის-მოქმედსა თქვენსა და მაცხოვარსა, და მსგავსად უსჯულოსა – სჯულისა-მომცემელსა და მწყალობელსა მეუფესა, ვითარცა დასასჯელსა?! ვაი თქვენდა, უღმრთონო და ყოვლითურთ უსჯულონო!“ – რომელთა სიბრმისაგან გვიხსნენ, ქრისტე, სულგრძელო უფალო, დიდება შენდა!

საშინელი და საზარელი საიდუმლო იხილვების დღეს, რამეთუ…

დასდებელი თვითხმოვანი, ხმა ე

საშინელი და საზარელი საიდუმლო იხილვების დღეს, რამეთუ: შეუხებელი შეიპყრობვის! და შეიკრვის ადამის წყევისა დამხსნელი! და გულთა და გონებათა განმკითხველი და მსაჯული უმსჯავროდ განიკითხვის! და საპყრობილე შეიცავს, რომელმან პყრობილ-ჰყო უფსკრული! და პილატეს წინაშე წარჰსდგების, რომელსა ძრწოლით ჰმსახურებენ წესნი ზეცისა ძალთანი! ყვრიმლის-ცემასა თავს იდებს – ხელითა თვისითა დაბადებულთათა ქვესკნელისა დამხსნელი! და ძელსა ზედა დაისჯების მსაჯული ცხოველთა და მკვდართა! და საფლავსა დაიდების მონისა დამბადებელი! რომელმან ყოველივე თავს-იდევ და ყოველნი გვაცხოვნენ, ჰოი, ძვირ-უხსენებელო, უფალო, დიდება შენდა!

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა დ

განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი! მუხლი: ღმერთო! ღმერთო ჩემო, მომხედენ მე! რაჲსათვის დამიტევებ მე?!

საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა…

წარდგომა საწინასწარმეტყველოსი, ხმა დ

საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა! მუხლი: აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა!

დამდვეს მე მღვიმესა, ქვესკნელსა, ბნელთა შინა და…

წარდგომა სამოციქულოსი, ხმა ვ

დამდვეს მე მღვიმესა, ქვესკნელსა, ბნელთა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა! მუხლი: უფალო! ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო! დღისა ხმა ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა!

ალლელუია! ალლელუია! ალლელუია!

ალილუია. ხმა ა

ალლელუია! ალლელუია! ალლელუია!

მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი ვიდრე…

მუხლები:

მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი ვიდრე სულად ჩემდადმდე! ყვედრება დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობა! დაუბნელდენ თვალნი მათნი, რათა არა ჰხედვიდენ!

რაჟამს გარდამოჰხსნა ძელისაგან არიმათიელმან მაცხოვარი, ყოვლითა, მსგავსად…

დასდებელნი სტიქარონთა ზედა, „მსგავსნი“ დასდებელი, ხმა ბ

რაჟამს გარდამოჰხსნა ძელისაგან არიმათიელმან მაცხოვარი, ყოვლითა, მსგავსად მკვდრისა, შეჰმურა და წარჰგრაგნა ტილოსა! მაშინ აღესრულა სჯული განწესებული მკვდართა განხრწნადთა! და შეძრწუნებული, შიშით ამბორს უყოფდა მას და სიხარულით ჰღაღადებდა: „დიდება სიმდაბლესა შენსა, კაცთმოყვარე!“

უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა!

ფსალმუნის მუხლი

უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა!

რაჟამს დაიდევ საფლავსა შინა, მაცხოვარი ყოველთა, ჯოჯოხეთი…

დასდებელი, ხმა ბ

რაჟამს დაიდევ საფლავსა შინა, მაცხოვარი ყოველთა, ჯოჯოხეთი შეძრწუნდა და მოქლონნი ბჭეთა მისთანი შიშით შეიმუსრნეს და სამარენი აღეხვნეს და მკვდარნი აღდგეს საფლავთაგან! მაშინ, ადამ ღაღადებდა: „დიდება სულგრძელებასა შენსა, ქრისტე, მიუწთომელო ღვთაებითა, რომელმან მოწყალებით მიხსნენ, კაცთმოყვარე!“

და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას!

ფსალმუნის მუხლი

და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას!

რაჟამს დაიდევ საფლავსა ხორცითა, რომელსა გენება შეკრულთა…

დასდებელი, ხმა ბ

რაჟამს დაიდევ საფლავსა ხორცითა, რომელსა გენება შეკრულთა ხსნაჲ, რომელი ხარ ღმერთი ბუნებით, გარე-შეუწერელი და მიუწთომელი, რომელმან სიკვდილი დაჰხშენ და ჯოჯოხეთისა მოქლონნი შეფქვენ, საუნჯეო ყოველთაო, ქრისტე მეუფეო, მაშინ საღმრთო ესე შაბათი კურთხეულ-ჰყავ და დიდებულ, რომლითა ვიხილეთ ნათელი შენისა მის დიდებისა!

სახლსა შენსა ჰშვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა…

ფსალმუნის მუხლი

სახლსა შენსა ჰშვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა!

რაჟამს ესმა ზეცისა ძალთა ყვედრებაჲ შენი უღმრთოთა…

დასდებელი, ხმა ბ

რაჟამს ესმა ზეცისა ძალთა ყვედრებაჲ შენი უღმრთოთა მიერ, მაცხოვარ, და ძელსა ამაღლებაჲ და ლახვრითა განგმერაჲ და სამარესა, ვითარცა მკვდრისა, დადებაჲ და დაბეჭდვაჲ საფლავსა შინა, მაშინ განკვირვებით ხმა-ჰყვეს: „დიდება შენდა, ქრისტე, რომელმან თავს-იდევ სიმდაბლით ვნებად კაცთათვის, კაცთმოყვარე!“

შენ, ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა…

დასდებელი, ხმა ბ

შენ, ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი, გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან, ნიკოდიმოსის-თანა! და გიხილა რა შენ მკვდრად, უსულოდ, განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: „ჰოი! იესო! ტკბილო! ყოველთა მეუფეო! რომელი ეგე, მზის-თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, წყვდიადი შეიმოსა! ხოლო ქვეყანა ჰქოთებდა! და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა ორად! არამედ, აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა! და ვითარ შეგმურო, ჰოი, ღმერთო ჩემო?! ანუ ვითარ დაგმარხო შენ?! ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა და წარვგრაგნო იგი ტილოჲთა?! ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა? ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა! უგალობ ჯვარცმასა და დაფლვასა შენსა! ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო და გიღაღადებ: უფალო, დიდება შენდა!“

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰხსნა უხრწნელნი ხორცნი შენნი…

ტროპარი, ხმა ბ

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰხსნა უხრწნელნი ხორცნი შენნი, ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა; სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა!

მენელსაცხებლეთა დედათა, საფლავსა ზედა, ანგელოსი უღაღადებდა: „ნელსაცხებელი…

ტროპარი, ხმა ბ

მენელსაცხებლეთა დედათა, საფლავსა ზედა, ანგელოსი უღაღადებდა: „ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს! ხოლო ქრისტე – ხრწნილებისაგან უცხო იქმნა!“

ძლისპირი მოკვეთილი ჰკვეთს მეწამულსა და ღელვათა მზრდელი…

გალობა ა

ძლისპირი მოკვეთილი ჰკვეთს მეწამულსა და ღელვათა მზრდელი, ზღვისა განხმების, სიღრმე იგი – უჭურველისათვის სავალ და ჭურვილისა – საფლავ ქმნილი! ხოლო გალობა საღმრთო იღაღადებოდენ: [იღაღადებოდინ:] „დიდებულ არს დიდებით, ქრისტე, ღმერთი ჩვენი ცხოველი!“

1. დაბადებულთა შენთა ცხოვრება ინებე, მაცხოვარო ჩვენო, ამისთვისცა დამოეკიდე ჯვარსა და სამსჭვალითა დაემსჭვალე! ხოლო უხრწნელი დედა შენი, მგლოვარე, გულითა შემწვარი, მეუფეო, ჰხედვიდა ნაკადულსა სისხლთა შენთასა!

2. თავი რა საღმრთო მიიდრიკე შენ და ძილი,– ცხოველს-მყოფელი ბუნებისა ჩვენისა, მიიძინე ძელსა ზედა, მაცხოვარო ჩემო, ყოველნი არსნი შერყეულ იქმნნეს! ჰსძრწოდეს ანგელოსნი, გიხილეს რა, ხორცითა ვნებად, ზეცისა ძალთა!

3. მყის მიისწრაფა მშობელმან შენმან, ფარულად მოწაფისა შენისა იოსებისა და საიდუმლოდ, გოდებით ევედრებოდა, რათა უხრწნელი გვამი შენი მოწლედ გამოითხოვოს მსაჯულისა მისგან სიცრუვისა,– პილატე განვრდომილისა:

4. „მიეც მადლი ესე უცხოებასა და უღონოებასა შინა შთავრდომილსა, და დევნილსა უსამართლოთა მიერ, და მეცნიერთა და მეგობართა ყოვლად დატევებულსა, და ერთისა თანა მოწაფისა, ჰოი, იოსებ, გლოვით მოწყლულსა!“

5. „მისლვად შეჰკადრე პილატეს მიმართ და ნუ ორგულებ გამოთხოვად უხრწნელსა გვამსა ქრისტეს მაცხოვრისასა! და გარდამოჰხსენ ძელისაგან და დაჰსდევ საფლავსა შინა, რათა არა კვალად უგმირონ მას უწყალოთა გვერდსა ლახვრითა!“

ძლისპირი შენ, დამკიდებელი წყალთა ზედა ქვეყანისა, გიხილეს…

გალობა გ

ძლისპირი შენ, დამკიდებელი წყალთა ზედა ქვეყანისა, გიხილეს რა შექმნილთა დამოკიდებული თხემისა ადგილსა, მრავლისა მიერ განცვიფრებისა შეირყეოდეს და გიგალობდეს: „არა-ვინ არს წმიდა, შენსა გარეშე, არცა მართალ, უფალო, თვინიერ შენსა!“

1. „ვერ-ვინ მკადრე არს გამოთხოვად ხორცთა უხრწნელთა მოძღვრისათა! აჰა, ძელსა დამოკიდებულ არს, – მკვდარი, შიშველი, დატევებული და ყვედრებათა ზედა დასხმული! არა ვისგან შეწყალებულ არს! უფროსღა განიგმირა ლახვრითა!“

2. „უარ-ჰყო პირველად პეტრე და დაუტევეს მოძღვარი ყოველთავე! გელმოდენ ჩემთვის, კეთილ სახეო, და გამოთხოვით გარდამოჰხსენ შენ ხორცი მეუფისა ჩვენისა, რათა მარტოებით ვჰსტიროდე შვილსა საყვარელსა დედა შეყვარებული!“

3. ჰხედვიდა რა გლოვად მშობელსა შენსა იოსებ, მეუფეო, და ესმოდა სიტყვანი მისნი, სალმობიერად, თანა-ლმობითა, გლოვად აღიძრა და მიისწრაფა, რათა ღირსებით გამოითხოვნეს ხორცნი შენნი ყოვლად უხრწნელნი!

4. წამის ყოფასა შენსა ერჩდა და მიანიჭნა ხორცნი შენნი საღმრთონი პილატე! და გარდამოხსნა ძელით იოსებ, ნიკოდიმოსის თანა, და მიაწვინა მიწასა ზედა. ქვეყანა ჰსძრწოდა და საფლავთაგან მკვდართა მოსცემდა მოსწრაფებით!

ძლისპირი ჯვარსა ზედა რა საღმრთოსა წარმოცალიერება შენი…

გალობა დ

ძლისპირი ჯვარსა ზედა რა საღმრთოსა წარმოცალიერება შენი წინათ იხილა ამბაკომ, ღაღად-ჰყო შიშით: „განჰსჭერ, სახიერ, შენ ძლიერთა სიმტკიცე, მზიარებელმან ჯოჯოხეთისა შინათამან, ვითარცა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან!“

1. შეგიტკბო შენ უბიწომან და ამბორს უყოფდა წყლულებასა უხრწნელთა ხორცთა შენთასა და გეტყოდა შენ: „შენ თანა მოვკვდები! რამეთუ, ვერ ვიტვირთავ ხილვად, შვილო, ნაკადულსა მაგას ყოვლად უბიწოთა სისხლთა შენთასა!“

2. მოეხვია მუხლთა შენთა მშობელი შენი, ქრისტე მეუფეო, გოდებით ამბორს-უყოფდა ხელთა და გვერდსა, და შეიტკბობდა შენგან დამომწთოლვარესა სისხლსა და საცხებელ თვისსა ჰყოფდა, მიმოდათესვითა გონიერითა!

3. უხმოთა ბაგეთა შენთა ზედა დაგხჰსნა ბაგენი თვისნი ტირილით, ქრისტე მაცხოვარ, მშობელმან შენმან: „ოდესმე ქვეყანასა ზედა მავალსა, მეტყველსა, ცხოველსა, ღმერთო ჩემო, ვითარცა კაცსა და ღმერთსა ჩემსა!“

4. „ძღვენი მოიღეს შენდამი, მეუფეო, და ძრწოლით თაყვანის-გცეს ჩჩვილსა, ვითარცა რა ღმერთსა, სპარსთა მეფეთა! ხოლო აწ, – საფლავისა სუნნელი მოუხვამნნ ნიკოდიმოსს, ვითარცა მკვდრისა! ვითარ შეგმურო შენ, ღმერთო ჩემო?“

ძლისპირი შენდა აღვიმსთობ,– მოწყალებისათვის დაცემულისა მის, დაცალიერებულისა…

გალობა ე

ძლისპირი შენდა აღვიმსთობ,– მოწყალებისათვის დაცემულისა მის, დაცალიერებულისა და ვნებათადმდე უვნებელად შთამოსრულისა! სიტყვაო ღვთისაო, მომეც მე მშვიდობა, კაცთ-მოყვარე!

1. „ვერ თავს-ვიდებ მე უხმობასა შენსა, რომელსა გაწოებდ, ჩჩვილებრ წიაღთა ტვირთულსა! უკეთუ შთახვალ ჯოჯოხეთს, ადამის მიმართ, შთამოგყვე მეცა და ევას მიუთხრნე საიდუმლონი!“

2. „ვითარ ვიტვირთო ტკივილი ნაწლევთა, შვილო, ვხედვიდე რა თვალთა შენთა, ძელსა ზედა, მირულებულთა, რომელთა პირველ ვხედევდი შვენიერთა სიკეთითა, თვალიერ-მყოფელთა ბრმათასა?!“

3. „თანა-შთამოგყვე ჯოჯოხეთსაცა შინა, ხილვად დიდებისა შენისა, ჰოი, ძეო ჩემო, რამეთუ აქა ვერ თავს-ვიდებ უსულოთა ასოთა შენთა უძრავთა და წყლულთა ამბორის-ყოფად!“

1. დაცულ იქმნა, გარნა არა დაშთა მხეცისა…

გალობა ვ ძლისპირი

1. დაცულ იქმნა, გარნა არა დაშთა მხეცისა მკერდსა იონა, რამეთუ, სახედ შენისა ვნებისა და დაფლვისა, ვითარცა სასძლოთ, აღმოჰხდა ვეშპით და უღაღადებდა იგი მხედართა მათ: „მცველნო, ამაონო, ცრუნო, წყალობა თქვენი დაუტევეთ თქვენ დღეს!“

1. „მაცხოვარი ვითარ უარ-ჰყავ შენ, ჰოი, პეტრე, აღსარებული შენ მიერ ქრისტედ, ძედ ღმრთისა ცხოველისა?! და ესრეთ დაუტევე ჯვარცმული, ძელსა ზედა უსულო და უსახური?! არცა-ღათუ დაფლვა მისი ისწრაფე შენ?!“ – უბიწო დედა გოდებით ჰღაღადებდა!

2. მოუწოდდა მენელსაცხებლეთა სიტყვაჲ უხრწნელი დედა: „მოვედით, ჰოი, მეგობარნო ჩემნო! და ჰსტიროდეთ მოძღვრისა ხორცთა მრავალ-გვემულთა! მოვედით! ჰხედევდით პირსა უხმოსა, ბაგეთა და თვალთა უძრავთა, რომელთა ხელითა უპყრიეს ყოველი სული!“

3. „მეც მე სიტყვა ტკბილთა ბაგეთაგან, სიტყვაო!“ – ტირილით ჰხმობდა უბიწო: – „ვერ ვიტვირთავ მე უსულოდ დადებასა შენსა საფლავსა შინა, ძეო ჩემო, მკვდართა აღმადგინებელო! მოიხილე, ტკბილო, ვითარ ესე განვლო მახვილმან შენმან მგზებარე გული ჩემი!“

4. „მოისწრაფეთ ძალთა ზეცისათა! იხილეთ ხორცნი ქრისტესნი, – მეგობართა და მეცნიერთა და თავთა მოწაფეთა მიერ დატევებული! აჰა, მხოლო ვგოდებ შვილსა მოკლულსა! – ჩემ თანა მოწაფით მკერდსა მიყრდნობილით და საყვარელით, განგმერილი გულითა!“

რომელი ჩვენთვის ჯვარს-ეცვა, მოვედით, ერნო, უგალობდეთ მას!…

კონდაკი, ხმა ჱ

რომელი ჩვენთვის ჯვარს-ეცვა, მოვედით, ერნო, უგალობდეთ მას! იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და ჰსთქვა: „დაღაცათუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთ-მოყვარე და მაცხოვარი!“

თვისსა კრავსა რა მიჰხედვიდა ტარიგი,– დაკლვად მიყვანებულსა…

იკოსი, ხმა ჱ

თვისსა კრავსა რა მიჰხედვიდა ტარიგი,– დაკლვად მიყვანებულსა, შეუდგა, მარიამ, მგლოვარე სხვათა მათ თანა დედათა, ამათ მხმობი: „სადა წარხვალ, შვილო? რასათვის სრულ-ჰყოფ მალიადსა სერობასა? ანუ სხვა ქორწილი იქმნების კანას და მუნ მსწრაფლობ აწ, რათა წყლისაგან ღვინო წდეულ-ჰყო მათთვის? თანა მოგყვე, შვილო და თანა დავადგრე! მეც სიტყვა, სიტყვაო! ნუ დუმილით თანა-წარმხდები, რომელი უბიწოდ მცევდ, ძეო და ღმერთო ჩემო!“

ძლისპირი ჰოი სასწაული! – სახმილსა შინა გამომხსნელი…

გალობა ზ

ძლისპირი ჰოი სასწაული! – სახმილსა შინა გამომხსნელი ღირსთა ყრმათა ალისაგან, სამარესა მკვდრად უსულოდ დაიდების, მაცხოვრად ჩვენდა! რომელსა უღაღადებთ: „ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ!“

1. ზეცით გარდამო ანგელოსნი განკვირვებულნი ჭვირობით ჰხედვიდეს შვილსა მკვდარსა, წიაღთა შინა მშობელისათა, ძრწოლით ხილულსა მათგან წიაღთა შინა მამისათა, მკვდართა ცხოველს-მყოფელსა!

2. მოსწრაფით მორბიოდეს ყოველნი ანგელოსთა წესნი ხილვად დედისა მკლავითა შეცულსა ძესა, უსულოდ მდებარესა! და კვალად იქცეს მიერ, – შეძრწუნებულნი სალმობიერისა მისთვის სახილავისა!

3. საიდუმლოსა შობისასა მომრთმელსა მისდა, ქალწულმან ჰრქვა: „მეუფეო! ჰოი მე! გაბრიელ! სადა არს „გიხაროდენ“?! სადა ხარება?! სადა „კურთხეულ არსი“?! ნათელი საშოსა დამიშრტა ჯვარსა ზედა!“

4. „რასა ვსჰტიროდე? – ყვრიმლის-ცემასა შოლტითურთ და ნერწყვასა ბასრობითურთ? ანუ ჯვარცმასა შენსა, ქრისტე, ნავღლითურთ? ანუ ლახვარსა? აწ ვითარ მიგაწვინო საფლავსა, ვითარცა მკვდარი, ჰოი, ძეო ჩემო?“

ძლისპირი განჰკრთი, განცვიფრებით, ცაო და შეირყიენით მიწისა…

გალობა ჱ

ძლისპირი განჰკრთი, განცვიფრებით, ცაო და შეირყიენით მიწისა საფუძველნი! რამეთუ, შეირაცხების მკვდართა – მყოფი მაღალთა შინა და კნინსა საფლავსა ესტუმრების! ყრმანი აკურთხევდით მას! მღვდელნი უგალობდით მას! ერნი უფროსად ამაღლებდით მას, უკუნისამდე!

1. „ვითარ ერმან უსჯულომან, შვილო ჩემო, ტკბილო, შიშველი ძელსა ზედა, უწყალოდ გიხილეს და მხეცებრივ მიგცემდეს მძვინვარებით და განჰგმირეს საღმრთო გვერდი შენი?! ვითარ არა დაიხსნნეს არსნი და შეირყივნეს?! არამედ, ხელმან შენმან დაიცვნა ყოველნი, სიტყვაო!“

2. „განჰსცვიფრდინ ცა და ქვეყანა და შარავანდედნი დაიფარენ, მზის-თვალო! რამეთუ, ძელსა ზედა დაჰხდა დღეს, რომელმან საშოთ ჩემით აღმოსლვა სათნო-იყო, ვითარცა უწყის! არამედ, აღდგინება ჰნებავს პირველ მომწყდრისა! ვერ თავს ვიდებ მე ტკივილთა სალმობისათა!“

3. „ჰოი, ძეო და ღმერთო ჩემო! ვითარ-მე დავჰფარნე ბნელსა საფლავსა შინა, საფლავთა ცარიელ-მქმნელნი ხორცნი? ანუ, ვითარ მივიქცე ცალიერი ხელითა? ვერ თავს-ვიდებ შენგან განყენებასა, ძეო ჩემო! არამედ, შენ თანა მოვკვდე, თანა შთამოსლვად ჯოჯოხეთს!“

4. „ჰე, თუმცა მესმა ხმა შენი, ჰოი, ტკბილო იესო!“ – ჰხმობდა უბიწო დედა, – „და შეძრნე ბაგენი შვენიერნი და თვალნი ბრწყინვალენი, ყოვლითურთ შემკულნი სიკეთითა! ჰე, თუმცა აღდგომილი გიხილე, ძემო ჩემო, და აღვივსო მე ცრემლთა წილ სიხარულითა!“

1. „ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა…

გალობა თ ძლისპირი

1. „ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ თესლისა! რამეთუ, აღვდგე და ვიდიდო მე ღმრთაებრ! და მაღალ-ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით, დაუცხრომელად შენნი მგალობელნი!“

2. „სახვეველთა წილ სიდონნი გმოსიან, ჰოი, ძეო ჩემო! ბაგისა წილ – საფლავსა ბნელსა მიგაწვინეს შენ, ჰოი, ნათელო ჩემო! სძისა წილ – ვასხურებ ცრემლთა უხრწნელთა მაგათ ბაგეთა! და ცხოველთა მათ სიტყვათა შენთა წილ, მკვდარსა გეზრახები!“

3. „ნუ მტირ მე, დედაო ჩემო, მკვდარებრ საფლავსა შინა, რომელსა ღვთაებრ მხედევდ სახვეველთავე შინა, მოგვთა მიერ სპარსთა თაყვანის-საცემელად! ანგელოსთა გესმა „მაღალთა ზე დიდება“! რამეთუ, აღდგომილი, პირველვე გეჩვენო შენ!“

4. „წარჰხვედ, შვილო, ჯოჯოხეთად და ღვთაებრ აღადგინენ ადამიანთაგანნი იგი-თვით მის ადამის-თანა, განხრწნად მიცემულნი! ხოლო მე, დედობრივ ვჰსჯდე აწ, სხურებად ცრემლთა კარსა საფლავისასა, გოდებით! და ვსტიროდე, ვიდრემდის აღჰსდგე შენ!“

5. „ჰოი, სანატრელო დედაო! ნურღარა საფლავისა ბჭეთა ასხურებ ცრემლთა სიმწარით და გოდებით! რამეთუ აწ აღვდგე და ვიდიდო! და გრქვა ძნობით: „გიხაროდენ!“ და გამოუთქმელად რა მხიარულ-გყო, ავმაღლდე ზეცადვე მამისა!“