გულანი
საცდელი · 1.37.0
ბრწყინვალე შვიდეული · ოთხშაბათი 1 / 125კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

ბრწყინვალე შვიდეული · ოთხშაბათი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 27 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მღუდელი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

და ჩუენ მიუგებთ.

ამინ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და…

და მან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…

გ-გზის. და ჩუენცა ვგალობთ მასვე გ-გზის. და იტყვის უპირატესი პირველ თქმულთა მუხლებთა ა.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

ქრისტე აღდგასა

და თჳთოეულთა მუხლთა ზედა ვგალობთ ჩუენ ტროპარსა.

ქრისტე აღდგასა,

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

სდ̅ თჳთო გზის. მუხლი მეორე. ვითარცა მოაკლდენ კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ეგრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

დიდება.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. აწ და.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. ესრეთ უპირატესი გალობს მაღლითა ხმითა:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ ვგალობთ:

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ დიაკონი იტყვის დიდსა კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და…

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელი მუხლი ვ. ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა დ.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა, დაუცხრომელად თაყუანის-ვსცემთ ქრისტე, და მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე, კაცთა ბუნებაჲ განხრწნილი ყოვლად-ძლიერო, და გზაჲ აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.

ძელისა მის ურჩებისა, პატიჟნი დახსენ მაცხოვარ, ძელსა ზედა რა ჯუარისასა, ნებსით თჳსით დაემსჭუალე, და ჯოჯოხეთად შთახედ ძლიერო, და სიკუდილისა საკრუელნი ვითარცა ღმერთმან განხეთქენ, ამისთჳს თაყუანის-ვსცემთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა, და სიხარულით ვღაღადებთ: ყოვლად-ძლიერო უფალო დიდება შენდა.

ბჭენი ჯოჯხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილითა შენითა სიკუდილისა მეუფებაჲ მოაკუდინე, და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრება და უხრწნელება სოფელსა მოანიჭე.

მოვედით უგალობდეთ ერნო მაცხოვრისა ჩუენისა მესამისა დღისა…

და აღმოსავლურთა გ.

მოვედით უგალობდეთ ერნო მაცხოვრისა ჩუენისა მესამისა დღისა აღდგომასა, რომელისა მიერ ვიხსნენით ჯოჯოხეთისა განუხსნელთა საკრუელთაგან, და უხრწნელება და ცხოვრება ყოველთა მოვიღეთ და ვღაღადებთ: რომელი ჯუარს-ეცუ, დაეფალ და აღდეგ, გვაცხოვნენ ჩუენ აღდგომითა შენითა, მხოლოო კაცთ-მოყუარეო.

ანგელოზნი და კაცნი მაცხოვარ, მესამისა დღისა აღდგომასა შენსა უგალობენ, რომელისა მიერ განბრწყინდეს კიდენი სოფლისანი, და მონებისაგან მტერისა ვიხსნენით ყოველნი და ვღაღადებთ: ცხოვრების-მომცემელო, ყოვლად-ძლიერო მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩუენ, აღდგომითა შენითა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ბჭენი რუალისა შემუსრენ და მოქლონნი შეფქუენ ქრისტე ღმერთო, და ნათესავი კაცთა დაცემული აღადგინე, ამისთჳს ყოველნი გიღაღადებთ: რომელი აღდეგ მკუდრეთით უფალო, დიდება შენდა.

უფალო მამისაგან შობა შენი უჟამო არს და…

დიდება ხმა დ.

უფალო მამისაგან შობა შენი უჟამო არს და დაუსაბამო, ხოლო ქალწულისაგან ხორცთ-შესხმა გამოუთქმელ არს კაცთა მიერ და გამოუთარგმანებელ, და ჯოჯოხეთად შთასვლა შენი, საშინელ ეშმაკისა და ანგელოზთა მისთა, რამეთუ სიკუდილი დათრგუნე, და მესამესა დღესა აღდეგ, და უხრწნელებაჲ მოანიჭე კაცთა და დიდი წყალობაჲ.

რომელი იგი შენ მიერ, მამად ღმრთისა იწოდა…

აწ და, ღმრთის-მშობლისა. ხმა დ.

რომელი იგი შენ მიერ, მამად ღმრთისა იწოდა წინასწარ-მეტყველი დავით, გალობით შენთჳს წინასწარ ეტყოდა მას, რომელმან იგი ჰყო შენთანა დიდებული, დადგა დედუფალი მარჯუენით შენსა, რამეთუ შენ ღმრთის-მშობელო წინამძღურად ცხოვრებისად გამოგაჩინა, რომელმან იგი სათნო-იყო შენგან უმამოდ განკაცებაჲ ღმერთმან, რათა ხატი თჳსი განაახლოს განხრწნილი ვნებათაგან, და ცთომილი იგი მხეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი პოვოს, და ბეჭთა იტვირთოს და მამასა მიჰგვაროს, და თჳსსა ნებასა და ზეცისა ძალთა შეაერთოს იგი, და აცხოვნოს სოფელი ღმრთის-მშობელო ქრისტემან რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა…

წარდგომა. ხმა 8.

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.

დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე

მუხლი

დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე.

წარეწირა ნუგეშინისცემა სულსა ჩემსა

მუხლი

წარეწირა ნუგეშინისცემა სულსა ჩემსა.

ღმერთო წმიდასა შინა არს გზაჲ შენი

მუხლი

ღმერთო წმიდასა შინა არს გზაჲ შენი.

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ

და კუალად.

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა…

სტიქარონსა ზედა. დასდებელი აღდგომისა. ხმა დ.

უფალო აღხედ ჯუარსა ზედა, და მამული წყევა ჩუენი აღხოცე, შთახედ ჯოჯოხეთად, და საუკუნითგანნი პყრობილნი განათავისუფლენ, და კაცთა ნათესავსა უხრწნელებაჲ მოანიჭე, ამისთჳს უგალობთ და ვადიდებთ, ცხოველს-მყოფელსა და მაცხოვარსა აღდგომასა შენსა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ, ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

დიდება, აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

ქრისტე აღდგა

სიბრძნით

გ-გზის. ესრეთ დიაკონმან,

სიბრძნით.

გვაკურთხენ

ხოლო ჩუენ,

გვაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი

უპირატესმან,

რომელი კურთხეულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი,

ამინ. დაამტკიცე ღმერთო

და ჩუენ

ამინ. დაამტკიცე ღმერთო,

ნაცვლად-დიდება შენდა ქრისტე ღმერთოსა, ქრისტე აღდგა მკუდრეთით

ესრეთ უპირატესმან,

ნაცვლად-დიდება შენდა ქრისტე ღმერთოსა, ქრისტე აღდგა მკუდრეთით,

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ,

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით

და მეყუსეულად იტყვის განტევებასა ჯუარითა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით,

და შემდგომი, ვითარცა განაჩინა დასასრულსა ცისკრისასა, და…

და შემდგომი, ვითარცა განაჩინა დასასრულსა ცისკრისასა, და ამბორს უყოფთ წმიდათა ხატთა.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მღუდელი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

და ჩუენ მიუგებთ.

ამინ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და…

და მან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…

გ-გზის. და ჩუენცა ვგალობთ მასვე გ-გზის. და იტყვის უპირატესი პირველ თქმულთა მუხლებთა ა.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

ქრისტე აღდგასა

და თჳთოეულთა მუხლთა ზედა ვგალობთ ჩუენ ტროპარსა.

ქრისტე აღდგასა,

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

სდ̅ თჳთო გზის. მუხლი მეორე. ვითარცა მოაკლდენ კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ეგრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

დიდება.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. აწ და.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. ესრეთ უპირატესი გალობს მაღლითა ხმითა:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ ვგალობთ:

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ დიაკონი იტყვის დიდსა კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

გალობა ა. ძლისპირი

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობეთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

სიკუდილისა განსაზღვრება უჩინო ჰყავ, ცხოვრებისა შობითა, საუკუნოსა ქრისტეს საფლავით აღმობრყინვებულისათა დღეს ქალწულო უბიწოო, რომელმან ნათელ-ჰყო სოფელი.

აღდგომილისა მხილუელი ძისა და ღმრთისა შენისა იხარებდ…

აწ და

აღდგომილისა მხილუელი ძისა და ღმრთისა შენისა იხარებდ მოციქულთა თანა ღმრთივ-მიმადლებულო და გიხაროდენი ვითარ სიხარულისა მიზეზმან შეიწყნარე, ღმრთისა დედაო უბიწოო.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

კატავასია

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გ-გზის. გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა, კუალად ვეგები, სახიერებითა, შენგან…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

ცხოვრებისა მიმართ დაუსრულებელისა, კუალად ვეგები, სახიერებითა, შენგან შობილისათა სძალო, და ნათლითა კიდეთა, ნათელ-მყოფელისათა.

ღმერთი რომელი შევ ხორცითა, მკუდრეთით ვითარცა სთქუა…

აწ და

ღმერთი რომელი შევ ხორცითა, მკუდრეთით ვითარცა სთქუა აღდგომილისა მხილუელი უბიწოო იხარებდ, და ვითარცა ღმერთსა ამას, უხრწნელო ადიდებდი.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

კატავასია

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მჯდომარე

გ-გზის. ესრეთ, იპაკო. ხმა დ.

მჯდომარე.

ცისკარს მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორებული, და ანგელოზისაგან ესმა ხმა საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა, რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი, და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოჰკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა, და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

პირველითგან იყო სიტყუა

და ვიკითხავთ წიგნსა ა.

პირველითგან იყო სიტყუა.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

თარგმანებასა იოანესგან ოქროპირისასა გალობა დ. ძლისპირი

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელედვა.

ვითარცა ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ვითარცა ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებითა ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

ადამ პირველისა მამისა შენისა შემოქმედი შენ შორის აღეგო უბიწოო, და მის ძლითი სიკუდილი, სიკუდილითა თჳსითა დღეს დახსნა, და განაბრწყინვნა ყოველნი, საღმრთოთა მით ბრწყინუალებითა აღდგომისათა.

ქრისტესა, რომელი ჰშევ საფლავით შუენიერად აღმობრწყინვებულისა მხილუელი…

აწ და

ქრისტესა, რომელი ჰშევ საფლავით შუენიერად აღმობრწყინვებულისა მხილუელი, ყოველთათჳს იხარებდ უბიწოო და უხრწნელო, უმეტეს უშუენიერესო, დედათა შორის, ადიდებდ მოციქულთა თანა დღეს.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

კატავასია

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გ-გზის. გალობა ე. ძლისპირი

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

განათლდების საღმრთოსა შარავანდედთა მიერ, ცხოვრება-შემოსილისა ძისა შენისა აღდგომისათა სძალო და მხიარულებითა მორწმუნენი აღივსებიან.

არა განახუენ ბჭენი ქალწულებისანი განხორციელებასა, და ეგრეთუე…

აწ და

არა განახუენ ბჭენი ქალწულებისანი განხორციელებასა, და ეგრეთუე საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ, ვინაცა აღდეგ რა მხილუელი იხარებდა.

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

კატავასია

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

გ-გზის. გალობა ვ. ძლისპირი

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

გზა გუექმნა პირველისა მიმართ ცხოვრებისა, და სამარადისოსა შუებისა, რომელი დაყენებულ იქმნა პირველ სიკუდილისაგან, კაც იქმნა რამეთუ შენ შორის, ქრისტე ყოვლად-უხრწნელო.

შთავიდა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რომელიცა შენ შორის…

აწ და

შთავიდა ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, რომელიცა შენ შორის შევიდა, და დაემკჳდრა ყოვლად-უხრწნელო კაც-ქმნილი ნებსით, და აღადგინა ადამ აღდგომილმან საფლავით.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

კატავასია

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

არა დააკლდი

გ-გზის. ესრეთ, კონდაკი. ხმა 8.

არა დააკლდი.

დაღაცათუ ნებსით თჳსით, საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე, და აღდეგ ვითარცა მძლე ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე, და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა…

იკოსი.

უპირატესი მზისა, მზე შთახდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს, ვითარცა დღისი მენელსაცხებლენი დედანი და ურთიერთ-არს ეტყოდეს: მოვედით ჵ, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა, გუამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოთ ვითარცა მოგუნი და თაყუანის-ვსცეთ და მიუძღუანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღუენი არა სახუევლითა, არამედ სუდარითა, წარგრაგნილსა და ტირილით ღაღად-ვჰყოთ: აღდეგ, ჵ მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

აქა წაიკითხვის სვინაქსარი.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

და აღდგა რა იესო საფლავით, ვითარცა ჰრქუა…

გ-გზის.

და აღდგა რა იესო საფლავით, ვითარცა ჰრქუა პირველად, მოგუანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო, და დიდი წყალობაჲ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

გ-გზის. გალობა ზ. ძლისპირი

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა, სრბით მირონითა მიგდევდეს…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა, სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა, თაყუანის-გცეს და პასქა ესე საიდუმლო მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა ღმერთსა მამათასა, და ზესთა აღმატებულსა.

ვითარცა ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ვითარცა ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე, და ყოვლად-ნათლითშემოსილ, დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან, ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

მოაკუდინა რა ძემან შენმან სიკუდილი დღეს ყოვლად-უბიწოო, და საუკუნო დადგრომადი ცხოვრება მიანიჭა ყოველთა მოკუდავთა ღირსო, მხოლომან კურთხეულმან ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

ყოველთა დაბადებულთა შემოქმედმან, დაიმკჳდრა შენ შორის, კაც-ქმნილმან…

აწ და

ყოველთა დაბადებულთა შემოქმედმან, დაიმკჳდრა შენ შორის, კაც-ქმნილმან ნებსით, და ჯუარი დაითმინა, და სიკუდილი, და აღდგა ღმრთივ-შუენიერად და თანა აღმადგინნა ღმერთმან მამათამან და ზესთა აღმატებულმან.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

კატავასია

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გ-გზის. გალობა 8. ძლისპირი

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი, დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

შენ მიერ ღმერთი მოვიდა დღეს ქუეყანად ღმრთის-მშობელო ქალწულო, და განხეთქა მუცელი ჯოჯოხეთისა, და აღდგომა მოგუანიჭა მოკუდავთა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ყოველითურთ დაამხუა სიმტკიცე სიკუდილისა, ძემან შენმან ქალწულო…

აწ და

ყოველითურთ დაამხუა სიმტკიცე სიკუდილისა, ძემან შენმან ქალწულო აღდგომითა თჳსითა, და ვითარცა ღმერთმან ძლიერმან თანა აღმადგინნა ჩუენ და განმამღურთნა, რომელისათჳსცა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

კატავასია

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

გ-გზის. ადიდებს სული ჩემი, სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, ქრისტესა ცხოვრების-მომცემელსა. გალობა თ. ძლისპირი

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

ადიდებს სული ჩემი, სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, ქრისტესა ცხოვრების-მომცემელსა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ქრისტე ახალი პასექი, მსხუერპლი ცხოვრებისა, კრავი ღმრთისა, აღმღებელი ცოდუათა სოფლისათა. ტროპარნი

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ, და კუალად გიხაროდენ. ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინნა ერნო გიხაროდენ.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

განაღვიძენ პირველ დაძინებულნი მკუდარნი, ვითარცა მეუფემან ძლიერმან, და ვითარცა ლომმან იუდას ძირისამან.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

მაგდალინელი მარიამ მირბიოდა რა საფლავად, იხილა ქრისტე აღდგომილი მკუდრეთით, და ჰკითხვიდა ვითარცა მემტილესა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ანგელოზი ნათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გოდებისაგან, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილი წარმოტყუენა, და მკუდარნი აღადგინა. ერნო გიხაროდენ.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

დღეს ყოველნი დაბადებულნი, განსცხრებოდეთ, და იხარებდით, რამეთუ აღდგა ქრისტე, და ჯოჯოხეთი წარმოტყუენა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

დღეს მეუფემან წარმოტყუენა ჯოჯოხეთი, და აღადგინნა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყუნეს მას შინა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ადიდებს სული ჩემი სამგუამოვანსა, და განუყოფელსა ღმრთაებისა ძლიერებასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

გიხაროდენ ქალწულო, გიხაროდენ კურთხეულო, გიხაროდენ ყოვლად-დიდებულო, რამეთუ ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

გნატრით შენ ქალწულო, ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ…

კანონი ღმრთის-მშობლისა დიდება

გნატრით შენ ქალწულო, ერთობით ჩუენ მორწმუნენი, გიხაროდენ უფლისა ბჭეო, გიხაროდენ შენ, ქალაქო სულიერო, რომელისა მიერ ჩუენცა გამოგუიჩნდა ნათელი, შენგან შობილისა აღდგომითა.

იშუებდ, და იხარებდ საღმრთოო ნათლისა ბჭეო, რამეთუ…

აწ და

იშუებდ, და იხარებდ საღმრთოო ნათლისა ბჭეო, რამეთუ რომელი იგი დახდა საფლავსა შინა, აღმოგვიბრწყინდა მზისა უბრწყინუალესი, და ყოველნი, მორწმუნენი ნათელ-ჰყუნა იესო, დედუფალო უსძლოო.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

კატავასია

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და…

გ-გზის. განმანათლებელი

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან, და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ…

ყოველი სული. აქებდითსა ზედა აღვიღებთ მუხლთა დ, და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა. ხმა დ.

რომელმან ჯუარცმა და სიკუდილი დაითმინე, და აღდეგ მკუდრეთით ყოვლად-ძლიერო უფალო, დიდება აღდგომასა შენსა.

ჯუარითა შენითა ქრისტე, პირველისა მის წყევისაგან განმათავისუფლენ ჩუენ, და სიკუდილითა შენითა, რომელმან იგი მძლავრა ბუნებასა ჩუენსა ეშმაკი, დათრგუნე, ხოლო აღდგომითა შენითა, ყოველივე სიხარულითა აღავსე, ამისთჳს ყოველნი გიღაღადებთ შენ, რომელი აღდეგ მკუდრეთით უფალო დიდება შენდა.

ჯუარითა შენითა ქრისტე მაცხოვარ, წარმიძეღუ ჩუენ ჭეშმარიტებისა შენისა მიმართ, და მიჴსენ ჩუენ მახეთაგან ეშმაკისათა, რომელი აღდეგ მკუდრეთით, აღმადგინენ ჩუენ ცოდვითა დაცემულნი ესე, მოყავ ჩუენდა ხელი შენი, კაცთ-მოყუარეო უფალო, ოხითა წმიდათა შენთათა.

წიაღნი მამულნი არა დაუტევენ, მხოლოდ-შობილო სიტყუაო მამისაო, დაღათუ მოხუედ ქუეყანად კაცთ-მოყუარებისათჳს, და კაც-იქმენ უქცეველად, და ჯუარი და სიკუდილი დაითმინე ხორცითა, უვნებელმან ღმრთაებითა, არამედ აღდეგ მკუდრეთით, და უკუდავებაჲ მომადლე კაცთა ნათესავსა, ვითარცა მხოლო ყოვლად-ძლიერ ხარ.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

დიდება, აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

ქრისტე აღდგა

გ-გზის

გ-გზის. და ჩვეულებისაებრ განტევება. და ლიტანია გარემოს მონასტრისა. ხოლო ჟამნობა ჩვეულებისაებრ პასექისა.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ

ანტიფონი პასექისა. სამოციქულო, საქმე მოციქულთა დასაწყისი ე. სახარება იოანესი, დასაწყისი დ. განიცადე.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ.