გულანი
საცდელი · 1.37.0
ბრწყინვალე შვიდეული · პარასკევი 1 / 149კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

ბრწყინვალე შვიდეული · პარასკევი

ზატიკი

ზატიკი („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 41 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

ვგალობთ მდგომარესა შედეგსა, ქმნილსა უფლისაგან ნიკიფორე კალისტე ქსანთოპულოსსა. ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ღმრთის-მშობლისა ცხოვრების შემწყნარებელისა წყაროჲსათჳს. მღუდელი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

და ჩუენ მიუგებთ.

ამინ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და…

და მან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…

გ-გზის. და ჩუენცა ვგალობთ მასვე გ-გზის. და იტყვის უპირატესი პირველ თქმულთა მუხლებთა ა.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

ქრისტე აღდგასა

და თჳთოეულთა მუხლთა ზედა ვგალობთ ჩუენ ტროპარსა.

ქრისტე აღდგასა,

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

სდ̅ თჳთო გზის. მუხლი მეორე. ვითარცა მოაკლდენ კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ეგრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

დიდება.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. აწ და.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. ესრეთ უპირატესი გალობს მაღლითა ხმითა:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ ვგალობთ:

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ დიაკონი იტყვის დიდსა კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა…

უფალო ღაღად-ვყავსა, ზედა აღვიღებთ მუხლთა ი. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა რვა ხმათასა, მუხლი ვ. ხმა ვ.

ძლევა გაქუნდა ქრისტე ქუესკნელს ჯოჯოხეთისა, და ჯუარსა ზედა ამაღლდი, რათა ბნელსა სიკუდილისასა მსხდომარენი, შენთანა აღადგინნე, მკუდართა თანა თავისუფალმან, რომელი მოგუფენ ცხოვრებასა თჳსისაგან ნათლისა, ყოვლად-ძლიერო მაცხოვარ შეგვიწყალენ ჩუენ.

დღეს ქრისტემან სიკუდილი დათრგუნა, ვითარცა თქუა აღდგა, და სიხარული სოფელსა მოანიჭა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ, და ესრეთ უგალობდეთ: წყაროო ცხოვრებისაო, ნათელო შეუხებელო, ყოვლად-ძლიერო მაცხოვარ შეგვიწყალენ ჩუენ.

შენ უფალო რომელი ეგე ხარ ყოველთა შინა დაბადებულთა, ცოდვილნი ესე ვ̅ემე ვივლტოდეთ, ცათა შინა შენ დამკჳდრებულ ხარ, ჯოჯოხეთს შინა დათრგუნე სიკუდილი, სიღრმეთა შინა ზღვისათა, მუნცა ხელი შენი მეუფებს. შენდა მომართ მოვივლტით, შენ შეგივრდებით და გევედრებით რომელი აღდეგ მკუდრეთით შეგვიწყალენ ჩუენ.

ჯუარითა შენითა ქრისტე ვიქადით, და აღდგომასა შენსა…

სხუანი დასდებელნი აღმოსავლურნი. ხმა იგივე.

ჯუარითა შენითა ქრისტე ვიქადით, და აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენსა გარეშე სხუა არა ვინ ვიცით.

დიდება ძალსა შენსა უფალო, რამეთუ დათრგუნე, რომელსა იგი აქუნდა სიმტკიცე სიკუდილისა, და განმაახლენ ჩუენ ჯუარისა შენისა მიერ, და მომანიჭენ ჩუენ ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ.

მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა, და სიკუდილითა სიკუდილი დახსნა.

ყოველი სასოება

ესრეთ დასდებელნი ცხოვრების შემწყნარებელისა წყაროჲსანი. ხმა იგივე, მსგავსი. მუხლი დ.

ყოველი სასოება.

უცხო და საკჳრუელი, ზეცისა მიერ მეუფისა შენ ზედა აღესრულა, რამეთუ პირველ საუკუნეთა ღმერთი შენ ზედა მაღლით გარდამოხდა უბიწოო, ვითარცა წვიმა მუცელსა შენსა სძალო ღმრთისაო, და წყაროდ ცხოვრებისად გამოგაჩინა შენ ჩუენ მორწმუნეთათჳს, ხოლო აღმოგვიცენებ უშურველად მადლსა კურნებათასა და მტკიცე ჰყოფ სულთა მადიდებელთა შენთასა, წყაროჲთა მით მადლისა შენისათა.

შენ ხარ ტაკუკი ზეციერისა მანანაჲსა, და სამოთხე…

ბ-გზის

შენ ხარ ტაკუკი ზეციერისა მანანაჲსა, და სამოთხე ქალწულო, და წყაროდ საღმრთოდ გიწოდთ, და დედუფლად დაბადებულთა, რამეთუ შენ აღმოუცენებ წყაროთაგან შენთა მადლსა ოთხთავე კიდეთა ქუეყანისათა, და შენ ხარ მფარველი უცხოთა, და რომელნი შენ მიერ ითხოვენ სასოებით ასმევ მათ წყალსა კურნებისასა, ამისთჳს სიხარულითა დიდითა ვიხარებთ ქრისტეანენი, და სარწმუნოებით მოვივლტით შენდა, რათა აღმოვივსოთ მარადის წყალი ტკბილი მადლისა შენისა.

წყაროთა კურნებისათა, აღმოაცენებ ქალწულო მათთჳს, რომელნი მოივლტიანშენდა სარწმუნოებით, სძალო ღმრთისაო, და მიანიჭებ სნეულთა მადლთა კურნებისათა, ბრმათა თუალთა აღხილუასა, ხოლო განრღვეულთა, და დაღრეკილთა სიმრთელესა, რომელნი მოვლენან წმიდასა ტაძარსა შენსა ეგრეთუე მკუდართა აღადგინებ, და დანთქმისაგან, და შიშისა განარინებ მათ.

ვინმე გამოსთქუნეს ძლიერება შენი წყაროო, რომელი დაუცხრომელად…

დიდება. ხმა ვ.

ვინმე გამოსთქუნეს ძლიერება შენი წყაროო, რომელი დაუცხრომელად საკჳრუელებათა აღმოაცენებ და უაღრეს ბუნებათა ჰყოფ კურნებათა, ჵ, დიდებული საკჳრუელი, რომელი ყოველთა ზედა გარდაიფინები, რამეთუ არა მხოლოდ სნეულთა სურვილით მოლტოლვილთასა განდევნი სენთა, არამედ სულიერთაცა ვნებათა და ბილწთა ცხოველთასა განბან და განწმედ, და ყოველთა მიმადლებ დიდსა წყალობასა.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო…

აწ და. ღმრთის-მშობლისა ხმა ვ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა ძე მხოლოდ-შობილი, იგივე შენგან უბიწოსა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცთ-შესხმული, ღმერთი იყო ბუნებით, და ჩუენთჳს კაც იქმნა წყალობით, არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ იქმნა, მას ევედრე პატიოსანო და ყოვლად-სანატრელო, ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა.

ნათელი მხიარული

შესლვად.

ნათელი მხიარული.

შეგიყუარო შენ უფალო ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო…

წარდგომა ხმა ზ.

შეგიყუარო შენ უფალო ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო.

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, და მე…

მუხლი

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, და მე ვესავ მას.

ქებით ვხადო უფალსა, და მტერთა ჩემთაგან განვერე

მუხლი

ქებით ვხადო უფალსა, და მტერთა ჩემთაგან განვერე.

შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისა

მუხლი

შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისა.

შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო

და კუალად.

შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო.

ვსთქუათ ყოველთა

მრჩობლი კუერექსი:

ვსთქუათ ყოველთა.

ღირს მყუენ ჩუენ უფალო მწუხრსა ამას.

აღუსრულოთ

თხოვნითი კუერექსი:

აღუსრულოთ...

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა…

სტიქარონსა ზედა, დასდებელი აღდგომისა. ხმა ვ. რვახმისა.

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუენცა ქუეყანასა ზედა, ღირს მყუენ, წმიდით გულითა დიდებად შენდა.

გიხაროდენ ცხოვრება შემოსილო წყაროო, რომელი ზღუათაებრ განფენ…

ესრეთ მდგომარენი დასდებელნი ღმრთის-მშობლისანი. ხმა ე.

გიხაროდენ ცხოვრება შემოსილო წყაროო, რომელი ზღუათაებრ განფენ სასწაულთა ყოველსა შინა სოფელსა, ოკეანეო გონიერო, ნაკადულთა ნილოსისათა ზესთა აღსრულო, განფენითა მადლთათა, მეორეო სილოამო, წყლისა აღმომაცენებელო, ლოდო პატიოსანო, საქმეთა იორდანისათა შემწყნარებელო, მანანაო საცხოვრებელო, რომელი ცხადად აღმოგვიცენებ მადლსა, და უშურველად მოგუცემ მთხოველთა, ქრისტეს ღმრთისა დედაო ყრმააო, რომელი მოჰფენ სოფელსა დიდსა წყალობასა.

გალობითა საკჳრუელითა მორწმუნენო, უგალობდეთ ღრუბელსა ზეცისასა, ცუარისა…

წმიდა ჰყო საყოფელი თჳსი მაღალმან.

გალობითა საკჳრუელითა მორწმუნენო, უგალობდეთ ღრუბელსა ზეცისასა, ცუარისა ზეციერისა ცხოვრების-მომცემელისა ქრისტეს დედასა, რომელმან ქუეყანასა ზედა, აცვრია საწმისითა თჳსითა ცუარი წყალობისა და უკუდავებისა, წყალი იგი საღმრთო რომელი არა განხრწნილ იქმნების, ხოლო წყურვილსა სულთასა განდევნის, რათა არღარა წყუროდეს, რომელნიცა სმიდენ წყალსა მას საღმრთოსა წყაროთასა, და მიანიჭებს მადლთა უშურველად.

გიხაროდენ ცხოვრების შემწყნარებელო წყაროო, აღმომაცენებელო საღმრთოჲსა მადლისაო…

სვლა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა.

გიხაროდენ ცხოვრების შემწყნარებელო წყაროო, აღმომაცენებელო საღმრთოჲსა მადლისაო, რომელი სხურებითა მიანიჭებ ყოველთა მადლსა. და განსდევნი სნეულებათა და განაშორებ, ბოროთტა უძლურებათა, ბრმათა ხედვასა მიმადლებ, და კურნებ განრღვეულთა, და რომელნიცა მოივლტიან სარწმუნოებით ტაძრად შენდა, ზოგად მისცემ მათ კურნებასა, დედაო სიტყუისა ღმრთისაო, ჭეშმარიტად უქრთამოდ განმზადებულო კურნებისა მდინარეო, რომელი აღმოუცენებ სოფელსა დიდსა წყალობასა.

დავბეროთ დღესასწაულის მოყუარენო გალობითა, და აღვიტყუელნეთ ხელნი…

დიდება. ხმა ე.

დავბეროთ დღესასწაულის მოყუარენო გალობითა, და აღვიტყუელნეთ ხელნი ჩუენნი დედუფლისა მიმართ, და განვცხრებოდეთ სიხარულით, რამეთუ აღმოგვიცენებს წყაროსა კურნებათასა, რომელისად მოიწევიან მეფენი და მთავარნი, და აღმოივსებენ წყაროსა მას მადლისასა უშურველად, რომელი აღადგენს შეხებითა თჳსითა ცხედარსა ზედა მდებარეთა, ხოლო მწყემსნი და ყოველნი ერნი მიიღებენ ცუარსა ღრუბლისაგან საცხოვრებელისა მის წყლისა, აწ ჩუენცა მივრბიოდეთ, და აღმოვივსოთ წყალი იგი ცხოვრებისა, რომელი სნეულებათაგან იხსნის, და განსაცდელთაგან თავისუფალ-ჰყოფს, და ეგრეთუე განაგრილებს მყოფთა წყურვილთა შინა, ბრმათა თუალთა აღუხილავს, ხოლო ყრუთა კეთილად ასმენს, და რომელნი ბოროტად სნეულ არიან განკურნებს, და მკუდართა განაცხოველებს, ცხოვრება შემოსილი იგი, ჩუენცა ღაღად-ვჰყოთ და ვიტყოდეთ, რომელი ცხოველსა წყალსა აღმოგვიცენებ, ნუ დასცხრები ქალწულო, მარადის ვედრებად მონათა შენთათჳს.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

აწ და. ხმა იგივე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

ქრისტე აღდგა

სიბრძნით

გ-გზის. ესრეთ დიაკონმან,

სიბრძნით.

გვაკურთხენ

ხოლო ჩუენ,

გვაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი

უპირატესმან,

რომელი კურთხეულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი,

ამინ. დაამტკიცე ღმერთო

და ჩუენ

ამინ. დაამტკიცე ღმერთო,

ნაცვლად-დიდება შენდა ქრისტე ღმერთოსა, ქრისტე აღდგა მკუდრეთით

ესრეთ უპირატესმან,

ნაცვლად-დიდება შენდა ქრისტე ღმერთოსა, ქრისტე აღდგა მკუდრეთით,

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ,

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით

და მეყუსეულად იტყვის განტევებასა ჯუარითა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით,

და შემდგომი, ვითარცა განაჩინა დასასრულსა ცისკრისასა, და…

და შემდგომი, ვითარცა განაჩინა დასასრულსა ცისკრისასა, და ამბორს უყოფთ წმიდათა ხატთა.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მღუდელი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი-უკუნისამდე.

ამინ

და ჩუენ მიუგებთ.

ამინ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და…

და მან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…

გ-გზის. და ჩუენცა ვგალობთ მასვე გ-გზის. და იტყვის უპირატესი პირველ თქმულთა მუხლებთა ა.

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

ქრისტე აღდგასა

და თჳთოეულთა მუხლთა ზედა ვგალობთ ჩუენ ტროპარსა.

ქრისტე აღდგასა,

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

სდ̅ თჳთო გზის. მუხლი მეორე. ვითარცა მოაკლდენ კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ეგრეთ წარსწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

დიდება.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. აწ და.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

სრულად. ესრეთ უპირატესი გალობს მაღლითა ხმითა:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი.

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

და ჩუენ ვგალობთ:

და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ დიაკონი იტყვის დიდსა კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

კანონი პასექისა ძლისპირით. მუხლი 8. და ღმრთის-მშობლისა. მუხლი ვ. კანონი პასექისა. გალობა ა. ძლისპირი

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყუაჲ ცხადად ვისმინოთ, ძლევისა მგალობეთა დღეს.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა…

გ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ იქმნენინ დღეს, და ქუეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.

ჩასართავი

გ-გზის. და ღმრთის-მშობლისა, რომელისა კიდურ წერილობა. ნიკიფორე კალისტე ქსანთოპულოსი არს ესე.

ჩასართავი:

აწ აღმომიცენე მე ქალწულო ღმრთის-მშობელო, წყარო მადლისა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნე ჩუენ. გალობა ა.

აწ აღმომიცენე მე ქალწულო ღმრთის-მშობელო, წყარო მადლისა შენისა მომცემელი სიტყუისა, რათა გიგალობდე შენ, წყაროო მორწმუნეთაო, მადლისა მომნიჭებელო, შენ უკუე მომეც სიტყუაჲ ქებად შენდა.

უაღრეს ბუნებისა საკურნებელ არს პატიოსანი ეკლესია შენი…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

უაღრეს ბუნებისა საკურნებელ არს პატიოსანი ეკლესია შენი, და ყოველთა მიანიჭებს ყრმააო, ბოროტისა სიკუდილისაგან ხსნასა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოიწევიან განცხადებულად აღადგინებ, და ყოველთა უშურველად აღმოუცენებ სიტკბოებასა.

აწვიმებ ზეცით უშურველად მადლსა, რამეთუ ჰყოფ შენ…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

აწვიმებ ზეცით უშურველად მადლსა, რამეთუ ჰყოფ შენ ბრმათა მხედველად, რათა იხილონ ნათელი, და განსდევნი ყოველსა სივერაგესა, რომელნი შენ გესვენ და შემწე ხარ, მაღლით გამო უმეტეს უფროს ყოველთასა.

ერთობით ვიხარებდეთ მორწმუნეთა ერნი სიხარულითა დიდითა, და…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ერთობით ვიხარებდეთ მორწმუნეთა ერნი სიხარულითა დიდითა, და ვხმობდეთ ქალწულისა მიმართ: გიხაროდენ მარიამ, გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა შემოქმედი შენთანა დაემკჳდრა და ვითარცა საწმისსა ზედა გარდამოხდა ზეცით განცხადებულად და წყაროდ უკუდავებისად გამოგაჩინა შენ სძალო ღმრთისაო.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

კატავასია

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომელითა ქრისტემან, ღმერთმან, სიკუდილისაგან მიხსნა, და ქუეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

გ-გზის. გალობა გ. ძლისპირი

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

აწ ყოველითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქუეყანა, ქუესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომელითა განვსძლიერდით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები…

გ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

გუშინ შენთანა ჯუარს-ვეცმოდი ქრისტე, და თანა აღვდგები, დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავიფლვოდი, შენ მადიდე მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.

შენ ხარ ნათელი წმიდა, და ტაძარი მეუფისა…

გ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

შენ ხარ ნათელი წმიდა, და ტაძარი მეუფისა ყრმააო, და წყარო ცხოვრებისა, რომელმან აღმოგვიცენე წყალი ცხოვრებისა ქრისტე, რომელისაგან ვსუამთ უკუდავებასა.

მადლთა შენთაგან დედუფალო, წყარო ცხოვრებისა მოგუანიჭე ყოველთა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

მადლთა შენთაგან დედუფალო, წყარო ცხოვრებისა მოგუანიჭე ყოველთა, და განრომა ბოროტისაგან, და გვიხსენ გზისაგან საცთურისა კლდეო მტკიცეო, და მოგუანიჭე წყალი ცხოვრებისა ჩუენისა.

აღმოგვიცენდების მადლი უშურველად, შენ მიერ ღმრთის-მშობელო ქალწულო…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

აღმოგვიცენდების მადლი უშურველად, შენ მიერ ღმრთის-მშობელო ქალწულო, და მიანიჭებ მკელობელთა ხდომასა, ხოლო განრღვეულთა აღადგინებ ცხედრისაგან, და ეშმაკნი იდევნებიან შენ მიერ.

ყოველთა მორწმუნეთა მიანიჭებ კურნებასა, მეფეთა და მთავართა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ყოველთა მორწმუნეთა მიანიჭებ კურნებასა, მეფეთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა დიდითა წყალობითა შენითა, და ასხურებ წყალთა ცხოველთა, და მრავალფერთა სნეულებათა ჰკურნებ.

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

კატავასია

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომელითა განვსძლიერდით.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

დაღაცათუ ნებსით თჳსით, საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ…

გ-გზის. კონდაკი პასექისა.

დაღაცათუ ნებსით თჳსით, საფლავად შთახედ უკუდავი, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე, და აღდეგ ვ̅ა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე, და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

სიბრძნე

წარდგომა, ხმა 8. მსგავსი

სიბრძნე.

მარადის აღმომაცენებელო წყლისა ცხოვრებისაო, აღმოგვიცენე ჩუენ წყაროჲ ცხოვრებისა საღმრთოჲსა მადლისა შენისა, რათა ერთბამად ვაქოთ ყოველთა მადლი შენი, რომელი შენ მიერ მოგუენიჭების, და ვითხოვთ შენგან რათა მარად-დღე მოგუმადლო კურნებაჲ, რამეთუ მდინარენი მდიდრად სდიან წყაროჲსა შენისანი, ამისთჳს ჩუენცა უხვად აღმოვივსებთ წყაროსაგან შენისა დაუსრულებელსა სიმრთელესა, რომელი მორწმუნეთა ერთა განსწმედ, ხოლო ჩუენ გიღაღადებთ სიხარულით, რამეთუ შენ ხარ მორწმუნეთა შენთა ნუგეშინის-მცემელი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

გალობა დ. ძლისპირი

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოსა ითქუა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელედვა.

ვითარცა ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ვითარცა ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგჳნი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კუალად შუენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

წე̅ აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით მამა ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებითა ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

უფროს ზღვის ქვიშისა, და ცვართა წვიმისათა, იქმნეს…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

უფროს ზღვის ქვიშისა, და ცვართა წვიმისათა, იქმნეს ღმრთის-მშობელო სიმრავლეჲ წყაროთა საქმეთა შენთაგანთა, რომელი დაუცხრომელად აღმოეცენების მდიდრად ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, და ყოველნი ბოროტნი სნეულებათანი მსწრაფლ განიდევნებიან.

შეიწრებულთა ერთა შენთა აღმოუცენე წყალი ესე საკურნებელად…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

შეიწრებულთა ერთა შენთა აღმოუცენე წყალი ესე საკურნებელად ქალწულო დედუფალო წყაროთა შენთაგან, რომელისაგან მყის განიდევნებიან ვნებანი ბოროტნი, და ვპოებთ შენ მიერ სულთა და ჴორცთა ლხინებასა.

მიუწდომელ არს კაცთა ბუნებისაგან, ნიშნი იგი საკჳრველნი…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

მიუწდომელ არს კაცთა ბუნებისაგან, ნიშნი იგი საკჳრველნი ქმნილნი შენ მიერ ცხადად უაღრეს ბუნებისა ქალწულო, ხოლო წყალნი წყაროთა შენთანი ჰყოფენ კურნებასა, და სენსა სასიკუდინესა დევნიან, რომელისა ბუნება ცხადად უცნაურ არს.

მარადის მეძიებს მე მტერი მოსიკუდიდ გემოვნებითა, ჴორცთა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

მარადის მეძიებს მე მტერი მოსიკუდიდ გემოვნებითა, ჴორცთა ჩემთათა, დედუფალო ღმრთის-მშობელო ცხოვრებისა წყაროო, ნუ უგულებელს-მყოფ მე, არამედ მსწრაფლ მეწიე, და მიხსენ მახეთა მისთაგან, რათა გიგალობდე შენ მრავალსაგალობელსა.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

კატავასია

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩუენთანა და გვიჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინუალედ მეტყველი, ესრეთ ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღდგა ქრისტე ვითარცა ყოველისა შემძლებელი.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

გ-გზის. გალობა ე. ძლისპირი

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ…

გ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით-გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.

პირველ თქმულთა ქალწულო ყრმააო, წყაროთა შენთაგან ჭეშმარიტად…

გ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

პირველ თქმულთა ქალწულო ყრმააო, წყაროთა შენთაგან ჭეშმარიტად აღმოდიან საკჳრველებანი, და განკრთებიან გონებანი კაცთანი უაღრეს ბუნებისა, არამედ შენ ქალწულო განგუწმიდენ მორწმუნენი.

გვეუწყებოდა საწმისი, მანანა, და წყარო იგი სილოამისა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

გვეუწყებოდა საწმისი, მანანა, და წყარო იგი სილოამისა, და კლდე იგი მდინარე წყლისა სოლომონისი, მადლისა მოცემაჲ იორდანისა მდინარისა, და წყაროჲსა მის სამარიაისა, უაღრეს იქმნა ყოველთა დიდებულება შენი.

ცუარი შენი ყრმააო ქალწულო, და წყარო ცხოვრებისა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ცუარი შენი ყრმააო ქალწულო, და წყარო ცხოვრებისა, რომელი მკუდართა განაცხოველებს, და უაღრეს სიტყუისა და გონებისა ჰყოფს საკჳრველებასა, რამეთუ ყოველივე სიტყუა კაცობრივი იძლევის შენ მიერ ყოვლად-წმიდაო.

სნეულებანი ჩუენნი და ვნებანი განკურნენ ყრმააო, რომელმან…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

სნეულებანი ჩუენნი და ვნებანი განკურნენ ყრმააო, რომელმან სისხლთა დინებისა წყარონი განახმენ, და აღგზებული ალი დაშრიტე, და სიმრთელე მოგუმადლე, და აღმოგვიცენე გულთა შინა ჩუენთა წყალი მადლისა შენისა.

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…

კატავასია

აღვიმსთოთ ჩუენ, ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ, გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად-აღმობრწყინვებული.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

გ-გზის. გალობა ვ. ძლისპირი

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

დაიცუენ ბეჭედნი აღუტეხელად ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხუენ ბჭენი სამოთხისანი.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან…

გ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკულელი, მსხუერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ, ყოველით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.

სიტყუისა ღმრთისა მშობელო, შენ ხარ ჭეშმარიტად წყარო…

გ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

სიტყუისა ღმრთისა მშობელო, შენ ხარ ჭეშმარიტად წყარო ცხოვრებისა, და შენ გიგალობთ ყოვლად-წმიდაო, სიღრმეო სიბრძნისაო, რომელმან უზესთაეს სიტყუისა გვიშევ სიტყუა, გარდამოგუივლინე ზეცით ცუარი მადლისა შენისა.

შენ ხარ კიბე რომელი პირველად მამათ-მთავრმან გიხილა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

შენ ხარ კიბე რომელი პირველად მამათ-მთავრმან გიხილა, რომელმან განდევნენ ჩუენგან ბოროტნი ვნებანი, ჵ ყოვლად-წმიდაო ქალწულო, ჵ ყოვლად-საქებელო წყაროო, აცხოვნე ერი შენი სრვისა და ძრვისაგან.

საშონი არა მშობელნი და უნაყოფონი, პირველად შენ…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

საშონი არა მშობელნი და უნაყოფონი, პირველად შენ განხსენ წყაროო ცხოვრებისაო, აწ მომეც მეცა წყარო ცრემლთა, რათა შევინანო ბოროტნი საქმენი ჩემნი, რომელმან გვიშევ მეუფე ყოველთა, რომელი მოგუანიჭებს ცოდუათა მოტევებასა.

ვერცა სიტყჳთა, ვერცა გონებითა, არცაღა ენითა შემძლებელ…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ვერცა სიტყჳთა, ვერცა გონებითა, არცაღა ენითა შემძლებელ ვართ ქებად შობისა შენისა, არამედ მოუძლურდების რიტორთაცა გონება, და ფილოსოფოსთა ცნობა, რამეთუ ზესთა აღხდების ბუნებათა კაცობრივთა.

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ…

კატავასია

შთახედ შენ, ქუესკნელთა ქუეშე ქუეყანისათა, და შემუსრენ მოქლონნი, საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი, და სამდღე მკუდარი, ვითარცა იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ზესთა მბრძოლისა

გ-გზის. კონდაკი. ხმა 8. მსგავსი.

ზესთა მბრძოლისა.

წყაროჲსაგან წარმოუცალიერებელისა მადლისა შენისა, მომეც მე ღმრთივ-მიმადლებულო, რომელმან აღმოაცენე წყარო მადლისა, მარადის მომდინარე უფროს სიტყუისა, და გვიშევ სიტყუა ღმრთისა უაღრეს გონებისა, და შემაცვრიე მე მადლითა შენითა, რათა გიღაღადებდე შენ, გიხაროდენ წყაროო ცხოვრებისაო.

ღმრთის-მშობელო უბიწოო, რომელმან ჰშევ სიტყუა მამისა, პირველ…

იკოსი.

ღმრთის-მშობელო უბიწოო, რომელმან ჰშევ სიტყუა მამისა, პირველ საუკუნეთა უხრწნელად შობილი, განმიხუენ მე ბაგენი ჩემნი წმიდაო, რათა ქებად შენდა ღაღად-ვყო, და რათა ვაქებდე წყაროსა შენსა მღაღადებელი ესრეთ, გიხაროდენ წყაროო დაუცხრომელო სიხარულისაო, გიხაროდენ ცვარო გამოუთქმელისა სიკეთისაო, გიხაროდენ სენთა მრავალ ფერთა დამხსნელო, გიხაროდენ ყოველთა ვნებათა დამნთქმელო, გიხაროდენ ნაკადულო ნათელ სახილველო, რომელი მიანიჭებ მორწმუნეთა სიმრთელესა, გიხაროდენ წყალო მადლისაო, რომელი განდევნი პირად-პირადთა სნეულებათა, გიხაროდენ ტაკუკო ცხოვრებისა მანანაჲსაო, გიხაროდენ საბანელო და ნექტარო ღმრთივ-მაპკურებელო, გიხაროდენ წყაროო ცხოვრებისა უმეცრებისა განმდევნელო, გიხაროდენ გულთა განმღებელო და მომცემელო საღმრთოთა საზრდელთაო, გიხაროდენ ლიმენაო შემწყნარებელო მაშვრალთაო, გიხაროდენ ალისა ვნებათასა დამშრეტელო, გიხაროდენ წყაროო ცხოვრებისაო.

პარასკევსა ბრწყინუალესა მას შვიდეულისასა, ვდღესასწაულობთ განახლებასა მას…

სვინაქსარი ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა, ცხოველს-მყოფელისა მის წყაროსათჳს.

პარასკევსა ბრწყინუალესა მას შვიდეულისასა, ვდღესასწაულობთ განახლებასა მას ტაძრისასა. ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობლისა, რომელსა ეწოდების ცხოველს-მყოფელი ცხოვრებისა წყარო და კუალად ვყოფთ ხსენებასა უმეტესთა და უზესთაესთა ბუნებისათა სასწაულთა, რომელი იქმნა ტაძარსა მას შინა ღმრთისა დედისა მიერ. ხოლო ტაძარი ესე პირველად აღეშენა დიდისა ლეონ მეფისა მიერ, რომელსა ეწოდა მაკელლიტა. ხოლო ესე ვინაჲთგან იყო კაცი სახიერი და მდაბალი სახიერებისა და მოწყალებისა განზრახვისა მისისათჳს, რომელიცა აქუნდა მას პირველვე მეფობადმდე მისა და იყოფოდა რა იგი ადგილსა მას, ჰპოვა მუნ კაცი ბრმა, რომელი ვერ მხედველ იყო სადა იგი ვიდოდა, და უპყრა მან ხელი ბრმასა მას და წარიყვანა. და მიიწივნეს რა იგინი ორნივე მახლობელ, მუნ სადა იყო წყარო ესე, და სწყუროდა ბრმასა მას და ევედრებოდა ლეონს, რათა დაუტეოს მუნ იგი და წარვიდეს შინაგან მაღნართასა მას სადაცა იყო ხენი დასხმულნი ფერად-ფერადითა სახითა აღვსილნი. და წარვიდა ძიებად წყლისა და ვერ ჰპოვა წყარო იგი. და მიიქცა მუნვე შეწუხებული. და ესმა ხმა მაღლისა, რომელი ეტყოდა, ჵ ლეონ ნუ ზრუნავ ძიებად წყლისა მაგის, რამეთუ მახლობელ შენსა არს მიიქეც და ჰპოვო იგი. და მიიქცა უკუე ლეონ, ეძიებდა გულსმოდგინედ, და ვერა ჰპოვა იგი. და კუალად ესმა მეორედ ხმა მსგავსად პირველისა, და ჰრქუა მას მეფეო ლეონ, შევედ სიტკბოსა ამა ტყისასა, და ჰპოვო წყარო და აღმოივსე მიერ ხელითა შენითა მღვრივისა მისგან წყლისა, და განკურნე წყურვილი ბრმისა მაგის, და სცხე დაბნელებულთა თუალთა მაგისთა, და სცნა მეყსეულად ვინა ვარ მე, და ვითარ ვიმყოფები ადგილსა ამას. და ჰყო ეგრეთ ლეონ ვითარცა ამცნო ხმამან მან ზეგარდამომან, და მეყსეულად აღეხილნა თუალნი ბრმასა მას. სიტყუისა მისებრ ღმრთისა დედისა, და შემდგომად მცირედისა მის ჟამისა იქმნა მეფედ ლეონ, და აღაშენა მუნ წყაროსა მას ზედა ტაძარი პირველი, სიმდიდრითა მრავლითა, ვითარცა იხილვების ვიდრე აქამომდე. და ვინაჲთგან იქმნებოდა სასწაულთა კურნებანი მრავალნი, ყოველთა დღეთა შინა შემდგომად მრავალთა წელთა, დიდი იგი მპყრობელი ბერძენთა იუსტინიანე, იყო შეპყრობილი წყლისა მანკიერებითა და სცნა მუნ წყლისა მის მიერი კურნება თჳსი, ინება მისთჳს შეწირვა ღმრთის-მშობლისა მიმართ და კუალად აღაშენა ტაძარი იგი პირველი და ჰყო იგი უდიდებულეს და უშუენიერეს პირველისა, რომელიცა იქმნა მრავალთა ძღუათაგან დარღუეულ. და მეფემან ვასილი მაკედონიისამან, და ძემან მისმან ლეონ ბრძენმან, კუალად აღაშენეს და წარმართეს იგი, და ჟამსა შინა მათსა წყარო იგი ჰყოფდა სასწაულთა მრავალთა. წყლისა მანკიერებათა, და სულისა ხუთვათა და სხუათაცა მრავალთა ურიცხუთა ვნებულებასა კურნებდა. კირჩხებისა სნეულებასა და სისხლისა დინებასა, მრავალთა ერთა, რომელნიცა იყვნიან ვნებულნი, მეფეთა ასულნი გინათუ სხუანი, დედანი, და პირად-პირადთა მხურუალებათა და სხუათა სნეულებათა, და უშვილოებასა და უკურნებელთა პყრობილობათა განხსნიდა. ვითარცა კუალად უშვილომან მან დედუფალმან ზოიმ მიიღო ნიჭი კურნებისა წყაროსა მისგან, და შუა ძე კონსტანტინე პორფიროვანი. და აღადგინა მკუდარიცა, რომელი იყო თესალონიკელი, წარვიდა რა იგი წმიდისა მისა წყაროსა მიმართ, და მოკუდა გზასა ზედა, და აუწყა მან ჟამსა სიკუდილისა მისისასა მენავეთა მათ, რათა წარიღონ მკუდარი იგი და შეიღონ ტაძარსა მას შინა წყაროსასა, და დაასხან მას სამი ლაგვინი წყალი და ეგრეთუე დაფლან მიწასა შინა. და ეგრეთ რა ყუეს მენავეთა მათ და დაასხეს მას წყალი, მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი, შემდგომად მრავალთა ჟამთა გამო. ხოლო ჩუენდა მცუელად დიდისა მის ტაძრისა შემავალთა ერთა ღმრთის-მშობელი, და უვნებელად ეპყრა მას ტაძარი იგი, ვიდრემდის გამოვიდნენ გარე სიმრავლე ერთა, და არცა ერთსა ვისმე ევნო, მაშინღა შეიმუსრა მასვე ჟამსა შინა. ხოლო რომელნი სმიდენ წმიდასა მას წყალსა მრავალნი ეშმაკეულნი განიკურნებოდეს, და საპყრობილეთაგან კრულნი განთავისუფლდიან. და განკურნა მეფეცა ლეონ ქვით სნეულებისაგან შეურვებული, და ცოლისაცა მისისა თეოფანასი დაშრტა უმეტესი მხურუალება, და ძმაცა მისი სტეფანე განიკურნა სულისა შეხუთვისაგან, და მიმადლა სმენად გულისხმის-ყოფად პატრიარქსა იერუსალიმისასა იოანეს. და განკურნა კუალად უძჳრესისა მხურუალებისაგან პატრიკი ტაძარი, და დედა მისი მაღისთრასი, და ძე სთილიანესი განიკურნა წყლისა მანკიერებისაგან. და კუალად დედაკაცი, რომელსა უწოდა სტიზინა, განთავისუფლდა მუცლისა სნეულებისაგან, და მეფე რომანოზ განიკურნა მუცლისა კრულებისაგან განუხსნელისა წყლისა მისგან, და ეგრეთუე მსგავსად ცოლიცა მისი განიკურნა სნეულებისაგან. ხოლო ყოვლად-წმიდამან დედუფალმან მსწრაფლ მუნ მიწოდებითა განკურნა მონაზონი პეპერინი, და ეგრეთუე მოწაფეცა მისი ქალედეს შინა. ეგრეთუე მსგავსად მონაზონი მათე და მელეტი იხსნა რისხვისაგან მეფისა, რომელნიცა შესმენილ იყვნენ ცილისწამებითა განათავისუფლნა იგინი. ხოლო პატრიკია და როპლო, პათარია, და სხუანიცა მრავალნი ურიცხუნი განკურნა და განათავისუფლნა, ვითარმედ ვინ შეუძლოს გამოთქმად, რომელნი იქმნეს მის მიერ კურნებანი, რომელი არა მოვიხსენეთ, არცაღა შემძლებელ არს ენა კაცობრივი მითხრობად, რაოდენთა ჰყოფდა სასწაულთა წყარო იგი ვიდრე დღეინდელად დღედმდე, და ჰყოფსცა უფროს ვიდრე ცვართა წვიმისათა, და ვარსკულავთა ცისათა და ფურცელთა ხისათა, რაოდენიცა გვიხილავს თუალითა ჩუენითა. კუალად სხუანიცა განკურნა სიკუდილშემოსილითა, წყლულებათა, მღერისა, და დედობრივისა უფროს ბუნებითისა სიმსივნისაგან, და სულთა უკუეთურთა შიშისაგან, მრავალნი განკურნა პირად-პირადთა თუალთა ტკივნეულებისაგან. და კუალად განკურნა ბარანგა და იოანე, წყლისა მანკიერებისაგან, და მეორეცა ბარანგა განკურნა ფიცხელთა წყლულებათაგან. და მღუდელმონაზონი მარკოზცა კეთროვნებისაგან, განკურნა და მონაზონი ზაქარია ქვათა მანკიერებისაგან, რომელსა ხორცთა მკურნალნი შირიმად უწოდენ, და სხუასაცა უმრავლესსა სასწაულებსა ჰყოფდა, რამეთუ შეუძლებელ არს აღრიცხუა რაოდენსაცა ჰყოფდა და ჰყოფსცა. ყოვლად-მიმადლებულისა და წყაროსა დაუწყუედელისა უთესლოდ მშობლისა დედისა შენისათა, რომელისა შუამდგომელობითა სავსება ეკლესიისა ირწყვების, მისითა მეოხებითა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ ჩუენ ამინ.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა…

ესრეთ

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა უცოდველსა, და ესრეთ ხმა-ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოველისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდვა და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

და აღდგა რა იესო საფლავით, ვითარცა ჰრქუა…

გ-გზის

და აღდგა რა იესო საფლავით, ვითარცა ჰრქუა პირველად, მოგუანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო, და დიდი წყალობაჲ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

გ-გზის. გალობა ზ. ძლისპირი

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა, სრბით მირონითა მიგდევდეს…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა, სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს აღდგომილსა და ცხოველსა, თაყუანის-გცეს და პასქა ესე საიდუმლო მოწაფეთა ახარეს.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა ღმერთსა მამათასა, და ზესთა აღმატებულსა.

ვითარცა ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ვითარცა ჭეშმარიტ წმიდა, და ყოვლად-კრება არს მაცხოვარებისა, ესე ღამე, და ყოვლად-ნათლითშემოსილ, დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან, ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.

აღმოივსეთ უძლურნო კურნებაჲ, რამეთუ ყოვლად-წმიდა ღმრთის-მშობელი აღმოადინებს…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

აღმოივსეთ უძლურნო კურნებაჲ, რამეთუ ყოვლად-წმიდა ღმრთის-მშობელი აღმოადინებს ნაკადსა ჭეშმარიტისა სიტკბოებისასა, წყაროსა ტკბილსა მორწმუნეთათჳს, ამისთჳს სარწმუნოებით უხვად აღმოვივსოთ ყოველთა.

განაკჳრუებს სასმენელთა დედუფალო, უცხო საკჳრველება შენი ყოველთა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

განაკჳრუებს სასმენელთა დედუფალო, უცხო საკჳრველება შენი ყოველთა მორწმუნეთასა, რამეთუ ყრუთა და უტყვთა, კეთილ-მეტყველ-ჰყოფს წყალი შენი, ხოლო ბოროტად გვემულთა ჰკურნებს, და სიმრთელესა მიმადლებს.

აღმოიყუან სახმილისაგან მწუხარებისა, ცურევითა წყლისათა წყაროჲსაგან უცხოჲსა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

აღმოიყუან სახმილისაგან მწუხარებისა, ცურევითა წყლისათა წყაროჲსაგან უცხოჲსა, რომელნი მოივლტიან შენდა უბიწოო, და იხსნი კაცთა მომსვრელისაგან სენისა, ეგრეთუე ჰკურნებ განრღვეულთა, და დაშრეტ მხურუალებათა.

ჭაბუკნი და ყრმანი დედუფალო, და ყოველნი კაცნი…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ჭაბუკნი და ყრმანი დედუფალო, და ყოველნი კაცნი სარწმუნოებით, გაქებთ სულითა ბრწყინუალედ, რათა ვიხსნნეთ სრვისაგან, ცეცხლისა, დანთქმისა, და ბოროტთაგან განსაცდელთა, და რათა განგვკურნე მოსავნი შენნი დედუფალო.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო…

კატავასია

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა ივნო ვითარცა მოკუდავმან, და ვნებითა მოკუდავსა, უხრწნელებისა შემოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გ-გზის. გალობა 8. ძლისპირი

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით. ტროპარნი

მოვედით ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი, დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო…

ბ-გზის. ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

მამაო ყოველისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო, და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელღებულ ვართ, და შენ გაკურთხევთ მარადის.

საღმრთოჲსაგან წყაროსა, პატიოსანსა წყალსა ასხურებ შენ ქალწულო…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

საღმრთოჲსაგან წყაროსა, პატიოსანსა წყალსა ასხურებ შენ ქალწულო, რამეთუ მდინარეთა წყალთაგან უზესთაეს არს ესე, მომწოდებელი საღმრთოჲთა მადლითა, ამისთჳს შენ წყაროსა პატივს-გცემთ და გაქებთ უკუე.

უგალობდეთ ყოველნი პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა წყალსა, რათა…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

უგალობდეთ ყოველნი პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა წყალსა, რათა ვნებანი ბოროტნი დავაცხვრნეთ შეწევნითა მისითა, და განთავისუფლებულ ვიქმნნეთ მომავალისაგან რისხვისა, ეჰა საკჳრველებათა შენთა უბიწოო ღმრთის-მშობელო.

ყოვლად-საგალობელო დედაო ღმრთისაო, გადიდებენ შენ ბაგენი კაცთანი…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ყოვლად-საგალობელო დედაო ღმრთისაო, გადიდებენ შენ ბაგენი კაცთანი, და წმიდასა შობასა შენსა შიშით თაყუანის-სცემენ, ხოლო ჩუენცა შიშით გულის-ხმის-მყოფელნი გიგალობთ, და ვაქებთ საკჳრველებათა შენთა, რომელი აღმოეცენების წყაროთა შენთაგან.

ყოველითურთ დაითრგუნა შენ მიერ სიმტკიცე სიკუდილისა, ჵ…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ყოველითურთ დაითრგუნა შენ მიერ სიმტკიცე სიკუდილისა, ჵ დედუფალო და უფალო, რამეთუ მეფე უკუდავი მაცხოვარი შენ აღმოგვიცენე ჩუენ, და გვიშევ წყალი შენდობისა, და მანანა სიტკბოებისა ქრისტე.

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

კატავასია

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე, ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ უფალსა საუკუნოდ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

გ-გზის. ადიდებს სული ჩემი, სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, ქრისტესა ცხოვრების-მომცემელსა. გალობა თ. ძლისპირი

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

ადიდებს სული ჩემი, სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა, ქრისტესა ცხოვრების-მომცემელსა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ქრისტე ახალი პასექი, მსხუერპლი ცხოვრებისა, კრავი ღმრთისა, აღმღებელი ცოდუათა სოფლისათა. ტროპარნი

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ, და კუალად გიხაროდენ. ძე შენი აღდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინნა ერნო გიხაროდენ.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა…

განაღვიძენ პირველ დაძინებულნი მკუდარნი, ვითარცა მეუფემან ძლიერმან, და ვითარცა ლომმან იუდას ძირისამან.

ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად-საყუარელი, ჵ ტკბილი ხმა, რომელითა აღმითქუა უტყუელად ჩუენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გუაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ანგელოზი ნათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გოდებისაგან, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილი წარმოტყუენა, და მკუდარნი აღადგინა. ერნო გიხაროდენ.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ…

დღეს ყოველნი დაბადებულნი, განსცხრებოდეთ, და იხარებდით, რამეთუ აღდგა ქრისტე, და ჯოჯოხეთი წარმოტყუენა.

ჵ პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჵ სიბრძნეო ღმრთისაო, და სიტყუაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება, მადლთა შენთა დაუღამებელსა მას, დღესა სუფევისა შენისასა.

ყოველთა წყალთა აღემატების ყრმააო წმიდაო, წყალი წყაროჲსა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ყოველთა წყალთა აღემატების ყრმააო წმიდაო, წყალი წყაროჲსა შენისა, რომელი ცხადად მიანიჭებ თავისუფლებასა სენთა ბოროტთასა, და ყოველთა სულთა მიმადლებს სიმრთელესა უაღრეს ბუნებისა.

მკურნალად სნეულთა, ახალსა ამას სილოამსა. წყაროსა ამას…

ბ-გზის. ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

მკურნალად სნეულთა, ახალსა ამას სილოამსა. წყაროსა ამას შენსა ვხედავთ ყოველნი ქალწულო, თუალითა ჩუენითა, და შეპყრობილთა მხურუალებითა სიმრთელესა მიმადლებს, და ცხოვრებასა მიანიჭებს.

რომელთა გნებავთ კურნებაჲ, და ეძიებთ, მოიწიენით წყაროჲსა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

რომელთა გნებავთ კურნებაჲ, და ეძიებთ, მოიწიენით წყაროჲსა მის მიმართ სძლისა და ქალწულისა დედისა ღმრთისა, რამეთუ ცხოვრებს წინაშე წყლისა ამის, გუნდნო მორწმუნეთანო სიხარულითა მრავლითა აღივსენით, ვ̅ა ჯერ არს, მიიწიენით ტაძრად და მიიღეთ თხოვისაებრ მადლი.

ამაღლდა უფროს ზეცისა წყალი წყაროსა შენისა, და…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

ამაღლდა უფროს ზეცისა წყალი წყაროსა შენისა, და აღავსო წყაროები ქუეყანისა უფსკრულთა, რომელ არს საზრდელი სულიერი, და სასმელი მორწმუნეთა. თაფლი კლდისა, და მანანა ცხოველს-მყოფელი.

დაემკჳდრა მეუფე მუცელსა შენსა ქალწულო, უაღრეს ბუნებათა…

ყოვლად-წმიდაო ღმრთის-მშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

დაემკჳდრა მეუფე მუცელსა შენსა ქალწულო, უაღრეს ბუნებათა წმიდაო, რომელი აღმოგვიცენებ ჩუენ მადლსა წყაროსა მდინარისაგან, და მოგუცემ ძლევასა მტერთა ჩუენთა ზედა, ეგრეთუე სიმრთელესა და მშჳდობასა, და თხოვათა ჩუენთა აღგვისრულებ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

კატავასია

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და…

გ-გზის. განმანათლებელი დღესასწაულისა.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან, და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

წყარო ხარ შენ ჭეშმარიტად, და წყალი ცხოველი…

დიდება, და წყაროსი მსგავსივე.

წყარო ხარ შენ ჭეშმარიტად, და წყალი ცხოველი დედუფალო, რომელი განბან უძლურებასა სულიერთა და ხორციელთასა, წყლისა მის ცხოველისა ქრისტეს ღმრთისა მიერ.

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და…

აწ და

ხორცითა მიიძინე ვითარცა მოკუდავმან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან, და სიკუდილი დახსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

კატავასია

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა, იშუებდი ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი.

ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა…

გ-გზის. ყოველი სული. აქებდითსა ზედა აღვიღებთ მუხლთა 8. და ვგალობთ დასდებელთა აღდგომისათა რუა-ხმათასა მუხლი დ. ხმა ვ.

ჯუარი შენი უფალო, ცხოვრება არს და აღდგომა ერისა შენისა, და მისა მიმართ მოსავნი, შენ მკუდრეთით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ, შეგვიწყალენ ჩუენ.

დაფლუამან შენმან მაცხოვარ სამოთხე განუღო ნათესავსა კაცთასა, და ხრწნილებისაგან ხსნილნი, შენ აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა გიგალობთ შეგვიწყალენ ჩუენ.

მამისა თანა და სულისა ქრისტესა უგალობდეთ, მკუდრეთით აღდგომილსა, და მისა მიმართ ვიტყოდეთ: შენ ხარ ცხოვრება ჩუენი და აღდგომა, შეგვიწყალენ ჩუენ.

მესამესა დღესა აღდეგ ქრისტე საფლავით, ვითარცა წერილ არს, და შენთანა აღადგინე პირველი მამაჲ ჩუენი, ამისთჳს გადიდებს შენ კაცთა ნათესავი, და უგალობს აღდგომასა შენსა.

სახლო ევფრათასო

ესრეთ დასდებელნი ღმრთის-მშობლისა. ხმა ბ. მუხლი დ.

სახლო ევფრათასო.

წყალი და წყარო ცხოვრებისა არს ყოველთა სნეულთათჳს, სარწმუნოებით მივივლტოდეთ ყოველნი, რათა საღმრთოჲ მადლი აღმოვივსოთ.

ჯურღმული ცხოვრებისა, წყარო უკუდავებისა არს, მათთჳს რომელნი სარწმუნოებით მოუხდებიან, და მიანიჭებს მათ კურნებასა დაულევნელსა.

განამტკიცებს სულთა წყურიელთასა წყალი ქალწულისა, და აწ რომელთა გუაქუს სენი დაფარული, მივისწრაფოთ ქალწულისა მიმართ და ამით განვიბანნეთ.

ხუვილო საღმრთოო, და მანანაო უშურველო, რომელი ყოვლად-წმიდისა მუცლისა შენისაგან აღმოეცენა მეუფე, მას ევედრე ხსნად სულთა ჩუენთათჳს.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა…

დასდებელი პასექისა, ჩასართავითა მათითა. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.

პასექი ბრწყინუალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხვნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა მყოფელი.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ…

ვითარცა მოაკლდენ, კუამლსა მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

ხილვით მოვედით დედანო მახარებელნო, და სიონს არქუთ: მიიღე ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განსცხრებოდე იერუსალიმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოთ, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინუალედ მივეგებოდეთ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა…

ესრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.

მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა ცხოვრების-მომცემელისათა, და ჰპოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარუედით არქუთ მოწაფეთა მისთა, აღდგომა მისი დიდებული.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული…

ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.

პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ ძმანო ურთიერთ-არს სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოთ, და დედანი მხიარულ-ჰყუნა, და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და…

დიდება, აწ და. ხმა ე.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთ-არს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა: მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინუალედ ღაღად-ვჰყოთ.

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, და სიკუდილითა, სიკუდილი დათრგუნა, და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.

ქრისტე აღდგა

გ-გზის

გ-გზის. კუერექსი. და განტევება. და ჟამი პირველი, ჟამნობა პასექისა.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ

ანტიფონი პასექისა. სამოციქულო. საქმე მოციქულთა. დასაწყისი ზ. და ღმრთის-მშობლისა. ფილიპელთა, დასაწყისი, სმ. სახარება დღისა. იოანესი დასაწყისი ზ. და ღმრთის-მშობლისა. ლუკა, დასაწყისი ნდ. განიცადე.

ხორცი ქრისტესი მოვიღოთ.

სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ

და ღმრთის-მშობლისა.

სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ.