ბრძანებული საიდუმლო მიიღო გონიერად და მეყვსეულად კარვად…
შაბათსა მეხუთესავე ვგალობთ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა მიმართ დაუჯდომელსა საგალობელითურთ. ტროპარი, ხმა 8.
ბრძანებული საიდუმლო მიიღო გონიერად და მეყვსეულად კარვად იოსებისა მოიწია უხორცო, და ეტყოდა უქორწინებელსა: რომელმან სიმდაბლით ცანი მოსდრიკნა ყოვლითურთ უცვალებლად შენ შორის დატევნილ იქმნების, რომელსა ვხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატისა, განვსცვიფრდები და გიღაღადებ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ზეთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ…
კონდაკი, ხმა 8.
ზეთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ, მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი, უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმანთავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.