შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა…
მეხუთესა კვირიაკესა მარხვათასა ვგალობთ გალობასა ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ მეგვიპტელისასა. ტროპარი, ხმა 8.
შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო მარიამ.
მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად…
კონდაკი, ხმა 8.
მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულით შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვის მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.