შუენიერი ჟამი მარხვისაი მოიწია და ღირსი ქებისაი…
მეხუთესა ორშაბათსა, წარდგომანი. ხმაი გ გუერდი ძლ. მჯდომარე ეტ
შუენიერი ჟამი მარხვისაი მოიწია და ღირსი ქებისაი დღე გამობრწყინდა, ძმანო, სულთა და ხორცთა ჩუენთა მოსწრაფე ვიქმნნეთ განწმედად, რაითა სიწმიდით ვეჩუენნეთ დამბადებელსა და ღირს ვიქმნნეთ შუენიერებისა მისისა საწადელისა ხილვად ვედრებითა წმიდისა და უბიწოისა დედისა მისისაითა და განათლებულნი მადლობით ვაქებდეთ წყალობათა მისთა, რომელი მოსცემს სულთა ჩუენთა აურაცხელსა. დიდსა წყალობასა.
უფალო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მოწევნად დღეინდელსა ამას დღესა, რომელი-ესე წინა ბრწყინავს ბრწყინვალედ წმიდისა შვიდეულისა, რომელი-იგი ადიდე აღდგინებითა მეგობრისა შენისა ლაზარესითა ყოლადსაკვირველითა და განსაკრთომელითა, შიშსა შენსა შემსჭუალენ ხორცნი ჩუენნი და მოგუმადლე, მხსნელო, მორწმუნეთა შენთა ყოველსავე ამას ჟამსა წმიდისა მარხვისასა სათნოდ სრულ-ყოფად მარხვითა და ლოცვითა.
წმიდაი იგი მრთიქალაქი] სათნოებათაი დაუტევე შენ, სულო…
სტეფანე საბაწმიდელი უგალობდითსა. ხმაი ბ გუერდი ძლ. უკულეველადა ზღუაი
წმიდაი იგი მრთიქალაქი] სათნოებათაი დაუტევე შენ, სულო, და მიხუედ ქუეყანასა ვნებათასა და წყლულ ხარ მათგან საწყალობელად და განშიშულებულ ხარ კეთილთაგან.
შენ, მაცხოვარ, სიკუდიდ დაცემულსა ამას ნუ უგულებელს-მყოფ მე, არამედ დამასხ მეცა წამალი მადლისა შენისაი, რაითა ვპოვო მის მიერ კურნებაი, სახიერო.
მადლი იგი სათნოებათაი აღმძარცუეს ავაზაკთა, უფალო, ბოროტთა მათ ვნებათა ჩემთა, არამედ შენ, მაცხოვარ, უვნებელობისა იგი კუართი კუალად შემმოსე.
ღმრთისმშობელო, სასოო მორწმუნეთაო, ავაზაკთა მათ მიერ ბოროტთა ვნებათაგან ჩემთა მოწყლული განმკურნე შენისა მეოხებისა წამლითა, დედოფალო.
გონებანი ჩუენნი განვიწმიდნეთ, ძმანო, ერქუნითა მარხვისაითა და…
იოსებ მგალობელი
გონებანი ჩუენნი განვიწმიდნეთ, ძმანო, ერქუნითა მარხვისაითა და ნაყოფი კეთილი სათნოებათაი გამოვიღოთ, რაითა საშუებელთა ზეცისათა მივემთხვინეთ.
მარხვაი წმიდაი განანათლებს გულთა და ზრდის გულისსიტყუათა ტკბილთა და ვნებათა განახმობს ლმობიერებისა წყაროითა და წმიდა ჰყოფს სულთა მათ მგალობელთა ღმრთისათა
უკეთურნი ვნებანი ტყუე ჰყოფენ სულსა ჩემსა გლახაკსა, ქრისტე; ამისთვისცა მოვივლტი შენისა დიდისა წყალობისა, სახიერო, მიხსენ მათისა მძლავრებისაგან.
გიხაროდენ, ქალწულო ღმრთისმშობელო, მრავალსაგალობელო, მორწმუნეთა სასოო, განუცდელო საკვირველებაო, წყევისა დამხსნელო და კიბეო ზეცათაო!
შჯულიერმან მღდელმან მიხილა და თანა-წარმხადა და ეგრეთვე…
აკურთხევდითსა ძლ. სახუმილით სამ
შჯულიერმან მღდელმან მიხილა და თანა-წარმხადა და ეგრეთვე ლევიტელმან, არამედ შენ, უფალო, მპოვე რაი, მრთიაღმიღე] მხართა შენთა ზედა დაცემული ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაგან.
ახლისა შჯულისა უცხოთშემწყნარებელსა მიმითუალე, განჰკურნე რაი წყლულებაი ჩემი, რომელი დამდვეს ავაზაკთა მათ ცოდვისათა; ამისთვისცა გაკურთხევ, ქველისმოქმედო ჩემო.
შემიწყალე, სიტყუაო ღმრთისაო, მოწყლული ცოდვათა ჩემთა მიერ, და სახუეველითა მცნებათა შენთაითა წყლულებაი ჩემი შეხვიე რაითა მეცა აგამაღლებდე უკუნისამდე.
განვერენით საცთურსა უღმრთოებისასა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, და საღმრთოისა მის მადლისა ზიარ ვიქმნენით შობითა შენითა. შენ გაკურთხევთ და აგამაღლებთ უკუნისამდე.
შეცთომილი მზაკუვარებითა მტერისაითა მარადღე წყლულებასა შევსძინებ. ქრისტე, წყლულებათა ჩემთა ზედა უბადრუკი ესე, ჰოი მკურნალო განწირულთაო, შენ განმკურნე მე.
მარხვითა ცოდვათა მიერ მომკუდარნი ესე სულნი ჩუენნი აწ განვაცხოველნეთ, ძმანო, და გულისთქუმათა იგი სენი განვიშოროთ ჩუენ, რაითა ვპოვოთ სასუფეველი ქრისტეს ღმრთისაგან.
ნინეველნი აცხოვნენ, ქრისტე, კაცთმოყუარე, შეინანეს რაი ტირილითა და მარხვითა, ჩუენცა შეგვწყალენ მოწყალებითა შენითა უღონონი სათნოებათა შეწევნისაგან.
რომელი შემდგომად შობისა ეგე უხრწნელად, გვიხსნენ მონანი შენნი ხრწნილებისაგან ცოდვათაისა, რაითა სარწმუნოებით გიგალობდეთ, ღმრთისმშობელო, და აგამაღლებდეთ უკუნისამდე.
ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, მოხედენ ჩემ ზედა…
ადიდებდითსა ძლ. ღმერთი შეუძლებელ
ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, მოხედენ ჩემ ზედა, მოწყლულსა მწარედ ავაზაკთა მიერ, რომელ არიან გულისსიტყუანი ჩემნი ბოროტნი ვნებათანი და დამადგინე მე, ვითარცა მოწყალე ხარ, გზასა სინანულისასა.
სწავლად და ქმნად მცნებათა მათ დამბადებელისათა, სულო ჩემო, მოსწრაფე იქმენ შენ, რაითა ვერ მოგწყლას შენ ეშმაკმან ცოდვითა და ტყუე გყოს უბადრუკად ვნებათა სოფელსა და შთაგაგდოს შენ უფსკრულსა მას გეჰენიისასა.
დღენი მარხვისანი სიწმიდით აღასრულენ, სულო, ლოცვითა და მხურვალედ ტირილითა და მოწყალე ყავ დამბადებელი შენ ზედა და მშიერთა პური ეც, შიშველნი შემოსენ, რაითა ზეცისა საშუებელთა მკვდრად გამოსჩნდე შენ.
მადლი შენი, ჰოი ღმრთისმშობელო, მოჰფინე ჩემ ზედა, უღირსსა ამას მონასა შენსა, და ღირს მყავ სათნო-ყოფად ძისა შენისა და მიხსენ ყოვლისაგან ურჯულოებისა, რაითა თანაზიარ ვიქმნე მე მართალთა ნაწილსა.
საღმრთოი ბარძიმი აღავსო მარხვამან სანატრელმან ლმობიერებისაი და ყოველთავე მორწმუნეთა მოუწესს: „მოვედით და სუთ და სიმთრვალე ვნებათაი განიშორეთ თქუენგან, რაითა ნუგეშინისცემასა მერმესა ღირს იქმნნეთ“.
ახლოს არს საშჯელი იგი, სულო ჩემო, ეკრძალე, განიწმიდე თავი შენი და იქმოდე კეთილთა საქმეთა, რაითა არაი მწარედ დაისაჯო შენ მაშინ, რამეთუ ცოდვილნი თვნიერ მოწამეთაისა დაისაჯებიან.
ძალნო, მთავრობანო, საყდარნო და ხელმწიფებანო, უფლებანო, ქერობინ-სერაბინნო და ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, ქრისტესა ევედრენით, რაითა მოგუმადლოს ჩუენ მოტევებაი ცოდვათა ჩუენთა და დიდი წყალობაი.
წინაისწარმეტყუელთა, მოწამეთა და მართალთა თანა და ყოველთა ნებისმყოფელთა შენთა მეოხებაი მშობელისა შენისაი, ქრისტე, შეიწირე უღირსთა მონათა შენთათვს, რომელთა-ესე განგარისხეთ, და შეგვიწყალენ ჩუენ!
რომელთა-ესე თაყუანის-ვეცით ძელსა ცხორებისასა, ამიერითგან წარვემართნეთ გზასა…
თეოდორე სტუდიელი მასვე დღესა. სხუანი, ხუედრნი. ხმაი დ გუერდი ძლ. ქუეყანასა მწყუ
რომელთა-ესე თაყუანის-ვეცით ძელსა ცხორებისასა, ამიერითგან წარვემართნეთ გზასა მარხვისასა მოხარულნი სულითა, რაითა ვნებათა ქრისტესთა მივიწინეთ.
რომელნი-ესე ქრისტესა შეუდეგით, უვარ-ვყვნეთ თავნი და აღვიღოთ ჯუარი მხართა ჩუენთა ზედა და საღმრთოთა მათ ვნებათა მისთა თანახატ ვექმნნეთ ხორცთა მოკუდინებითა.
შენ, რომელი მოხუედ წოდებად სინანულად ცოდვილთა, ქრისტე ღმერთო, მეცა, მონანული ესე, ვითარცა უძღები იგი შვილი, შემიწყნარე და შემიტკბე წიაღთა შენთა.
რომელმან განჰკურნე ყრმაი ასისთავისაი მის, განმკურნე მეცა, ცოდვითა მოუძლურებული ესე, ქრისტე, სიტყუაო მხოლოდშობილო, და აღმადგინე მღვმით დახსნილობისაით.
მოსლვასა შენსა ზეცით დიდებით ძალთა თანა შჯად ყოლისავე კეთილი სიტყვსგებაი მომმადლე მე, ქრისტე ღმერთო, მრავალმოწყალე, და შენდობაი ცოდვათაი მომანიჭე.
სამხატოვანსა არსებით მიუწდომელსა და ერთღმრთეებით დიდებულსა სამებასა წმიდასა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ უგალობდეთ და ძრწოლით თაყუანის-ვსცემდეთ.
რომელი-იგი გვიშევ გამოუთქუმელად იესუ მაცხოვარი და ხრწნილებასა ზეშთა-ექმენ, მოწყალე-ყავ იგი, დედოფალო, მონათა და მადიდებელთა შენთათვს.
რომელნი ვრბით მარხვათა სარბიელსა, მორწმუნენო, ნეშტი სტადიონისაი…
აკურთხევდითსა ძლ. მთასა ზედა მ
რომელნი ვრბით მარხვათა სარბიელსა, მორწმუნენო, ნეშტი სტადიონისაი ქრისტეს მიერ უმხურვალესად გარდავლოთ, რაითა დავიდგათ ჩუენ გვირგვინი ბრწყინვალე მოღუაწებისაი.
ჰხედავ, მკსნელო, უძლურისა სულისა ჩემისა და გონებისა მრავალთა წყლულებათა, არამედ მგებდ მოწყალებით და წუთღა ნუ მომკუეთ მსგავსად ლეღვისა მის დაწყეულისა.
საზარელსა მას შენსა განკითხვასა, ქრისტე ღმერთო, მოვიხსენებ და ვძრწი მე და გიღაღადებ, რომელსა გამოუთქუმელი გაქუს მოწყალებაი, მაშინ შემიწყალე საწყალობელი!
ძლიერებაი საღმრთოი შემმოსე, ქრისტე, რაითა რაჟამს მოხვიდე რეკად კარსა, მპოვო მღვიძარედ და ვითარცა სახიერმან მონამან და განკრძალულმან, მყის განგიღო და ვცხონდე უკუნისამდე.
ერთარსებით ქებულო სამებაო, სამგუამოვნად ცნობილო ღმრთეებაო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან გვიხსნენ მგალობელნი შენნი უკუნისამდე.
გიხაროდენ, მთაო სამეუფოო! გიხაროდენ, ლამპარო ბრწყინვალეო! გიხაროდენ, ცაო, გიხაროდენ, ტაძარო, გიხაროდენ, სძალო ყოლადდიდებულო, ქრისტეს დედაო!
მყუდროი ესე ზღუაი მარხვათაი ნავითა შრომათაითა და…
ადიდებდითსა ძლ. რომელმან წინაისწარ მოასწავა
მყუდროი ესე ზღუაი მარხვათაი ნავითა შრომათაითა და ნიავითა სულისაითა განვლოთ და ნავთსადგურსა საღმრთოსა ვნებათა ქრისტესთასა შესლვაი ვილოცოთ დაუბრკოლებელად.
მსგავსად ქანანელისა მის ვხმობ: შემიწყალე, ქრისტე ღმერთო, ძეო დავითისო, და განკურნე სული ჩემი უძლური, ვითარ-იგი განჰკურნე ასული მისი, ჰოი მრავალმოწყალე!
შენ, რომელმან განამართლე მეზუერე, რომელიცა ხმობდა: „ღმერთო, მილხინე მე!“ მეცა, ცოდვილი ესე, მაცხოვნე, მსაჯულო ყოველთაო, და შემინდვენ შეცოდებანი ჩემნი.
ღმრთეებისა ბუნებასა ერთსა, განუყოფელსა და კუალად სამხატოვნებით ცნობილსა სამებასა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ უგალობდეთ ძრწოლით და ვადიდებდეთ.
შენ, რომელმან მუცლად-იღე სიტყუაი ღმრთისაი, უსძლოო, და ჰშევ უთესლოდ ხორცითა გარეშეუწერელი, ითხოვე მისგან სულთა ჩუენთათვს, ქალწულო ღმრთისმშობელო, დიდი წყალობაი.
შეცთომილი გზათა მათგან სათნოებისათა შთავვარდი ცხორებასა პირუტყუებრივსა…
იოსებ მგალობელი მეხუთესა ორშაბათსა. მწუხრი. კმა ა ძლ. ზეცისა განწესებულ
შეცთომილი გზათა მათგან სათნოებისათა შთავვარდი ცხორებასა პირუტყუებრივსა, ქრისტე, მოწყლული ბოროტად ავაზაკთა უწყალოთა ეშმაკთაგან, არამედ შენ, ჰოი ქალწულისაგან შობილო, შემიწყალე და განმკურნე მე.
დაცემული მცნებათაგან შენთა, კაცთმოყუარე, მოწყლულ ვიქმენ ბოროტად ვნებათა ჩემთა მიერ უფალო, უფალო, განმკურნე მე, მკურნალო განწირულთაო, რომელმანცა ჩუენისა ცხორებისათვს წყლულებაი თავს-იდევ, სახიერ.
გულისსიტყუათა მათ მიერ ბოროტთა, ვითარცა ავაზაკთა ფიცხელთა, მოვიწყალ უბადრუკი და უკურნებელ ვარ კაცთა მიერ; ამისთვისცა გევედრები ლმობიერითა გულითა, ქრისტე ღმერთო: შენ განმკურნე და მაცხოვნე მე!
უკუეთუ ვიქმოდით სიმართლესა და დავემწყსნეთ შიშსა ღმრთისასა…
იოანე მინჩხი სხუანი. ხმაი ბ გუერდი
უკუეთუ ვიქმოდით სიმართლესა და დავემწყსნეთ შიშსა ღმრთისასა, იყოს ჩუენ თანა ღმერთი და ჩუენ – მის თანა მარადის, რამეთუ უყუარან მას მდაბალნი და წრფელნი გულითა, რომელნი უბიწოდ ჰგიან ყოლადვე სიმართლესა ზედა; დავიცვნეთ შიშით მცნებანი მისნი და წარგვიმართნეს ყოველნი გზანი ჩუენნი მშვიდოზით ჩუენ.
გზათა სიმართლისა შენისათა ნუ განმაშორებ, ღმერთო ჩემო, რაითა არაი მეუფლოს ყოველი უშჯულოებაი და ვნებაი მტერისაგან, ვითარცა-იგი მოგზაურსა მას იერიქოისასა, რომელი დასცა მწარედ წარმწყმედელმან, რამეთუ ყოლადვე მიმზირის ჩუენ და შურისგებით ეძიებს დაცემასა და სიკუდილსა ჩუენსა.
უწესოდ ხუმევამან ჭამადთამან დასცნის ჭორცნი აღმართებულნი, ხოლო კორცთა დასციან სული და დააბნელიან და მწარედ შეაშთვიან, ხოლო მარხვამან და ლოცვამან განანათლის სული და აღადგინნის კორცნი დაცემულნი; ქრისტე ღმერთო, გულთმეცნიერო, განწმიდენ გულნი ჩუენნი და აკოცენ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი!
რაი-მე შემოვიღოთ სახედ შენდა, ანუ რასა-მე გამსგავსოთ შენ, ხილულთა ამათგანი? არარაი არს მსგავსი შენი. ეტლო ზეცისაო, ქერობინო ქუეყანისაო, საყდარო ცეცხლისა მის უსხეულოისა უხილავისაო და დედაო დამბადებელისაო, სასოო და სიქადულო და მეოხო სულთა ჩუენთაო.
ჟამნი ჩუენნი, ვითარცა რაი სიზმარნი ღამისანი, განქარდებიან…
იოანე მინჩხისხუანი. ხმაი გ გუერდი
ჟამნი ჩუენნი, ვითარცა რაი სიზმარნი ღამისანი, განქარდებიან და დღითი-დღედ მოაკლდების რიცხუსა მას აღრიცხულთა დღეთა ჩუენთასა და ყოვლისავე დამხსნელ არს სიკუდილი, ვიღუაწოთ, ძმანო, მოსლვადმდე მისსა!
დიდ არს მადლი მარხვისა და ლოცვისაი, დიდ არს ძალი სინანულისაი; არაი ძალ-უც ნივთსა ცოდვისასა, სადა იპოვოს სინანული და ვითარცა რაი წყალი, დამშრეტელ არს ცრემლი ცეცხლსა მას ცოდვათასა.
ღამე და დღე დაუვიწყებელად ვიხსენებდეთ სიკუდილსა ჩუენსა, ვიგონებდეთ შესაძრწუნებელთა მათ სატანჯველთა საუკუნეთა და ვითხოვდეთ სახიერისაგან სულთა ჩუენთა გამოკსნასა, ძმანო!
გიხაროდენ. ქალწულო უბიწოო! გიხაროდენ, მარიამ, ღირსო! გიხაროდენ, სიქადულო ჩუენო! გიხაროდენ, სძალო უსძლოო! გიხაროდენ. უხრწნელო დედაო ქრისტეს მეუფისა ჩუენისაო!
უბრწყინვალესად მზისთუალისა დღეს მოგუეფინა ჩუენ მადლი ღმრთივდიდებული…
თეოდორე სტუდიელი სხუაი. ხმაი დ გუერდი ძლ. ედემთა
უბრწყინვალესად მზისთუალისა დღეს მოგუეფინა ჩუენ მადლი ღმრთივდიდებული წმიდისა მარხვისაი და სულთა ჩუენთა განანათლებს და, ვითარცა რაი არმურსა, სდევნის ვნებათა დამაბნელებელთა: ამისთვისცა მოვედით ყოველნი და სურვილით შევიტკბოთ იგი და მადლობით და სიხარულით განვლოთ საღმრთოი ასპარეზი მისი და სანოაგითა მისითა შუებულთა უღაღადოთ ქრისტესა ღმერთსა: წმიდა ყვენ, სახიერო, რომელნი იღუწიან სარწმუნოებით და ჟამსა მარხვისასა გმონებენ სიმხნით და წადიერად“.