შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე…
სძლისპირი
შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.
სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და ყოვლადვნებულად, უდებად და დახსნილად, გარდავვლე ცხოვრება, ამისთვის გიღაღადებ შენ, აწ კვალად მაცხოვნე ტკბილო.
დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერესაღათუ ნუ შთამაგდებ…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერესაღათუ ნუ შთამაგდებ მე ჯოჯოხეთად, არამედ პირველ სიკვდილისა, კაცთმოყვარებით მომმადლენ შენდობა შეცოდებათა.
სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ, მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.
მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ მოცული მათგან, რომელნი განმრავლდეს ტკივილნი, მე ვარ; ქრისტე მეუფეო, გევედრები განმკურნე.
მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხადა, და ლევიტელმან ძვირთა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხადა, და ლევიტელმან ძვირთა შინა დამიტევა; არამედ შენ, ღვთისმშობელისა მარიამისაგან მოსრულო, მიღვაწე და შემიწყალე.
მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღმრთოისა განგებულებისა…
ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღმრთოისა განგებულებისა, რათა ვიხსნე ვნებათა ბნელისაგან, და გულსმოდგინედ ვგალობდე ცხოვრებასა შენსა, მარიამ და კეთილთა ღვაწლთა შენთა.
ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე…
სძლისპირი
მოიხილე ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.
დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა; განმბანე მეცა ცრემლითა მხსნელო.
არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება, ვითარცა ღმერთმან მომცენ ესენი.
წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და შვენიერება ჩემი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.
კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი უფალო, უფალო; არამედ განმიღე მონანულსა.
ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა ცრემლნი მიიხვენ, მხსნელო და შემიწყალე.
კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე და შემიტკბე შევდრომილი შენდა.
უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ რათა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლადსაგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ რათა გვაცხოვნეს.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან…
სძლისპირი
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა, და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე შენ, სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდვასა და სძრწოდე, ვითარცა მსაჯულსა და ვითარცა ღვთისაგან.
ვის მიემსგავსე შენ, ჰოი, მრავალმცოდველო სულო; გარნა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ვის მიემსგავსე შენ, ჰოი, მრავალმცოდველო სულო; გარნა თუ პირველსა კაენს და უკეთურსა ლამექს, და ქვითა სიბოროტისათა განსტვინენ ხორცნი და ბილწთა კრთომითა, სიკვდიდ განსწირე გონება.
სჯულისა პირველთა თანა-წარხედ შენ, ჰოი სულო, და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
სჯულისა პირველთა თანა-წარხედ შენ, ჰოი სულო, და სეითს არა ემსგავსე, არცა ენოსს ებაძვე, არცა ენუქის მიცვალებასა და არცა ნოეს; და დაგლახაკენ მართალთა ცხოვრებისაგან.
მხოლომან განახვენ საქანელნი საღმრთოსა მის რისხვისანი, სულო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მხოლომან განახვენ საქანელნი საღმრთოსა მის რისხვისანი, სულო ჩემო, და წარღვენ ყოველივე: ხორცნი, საქმენი და ცხოვრება, და დაადგერ გარეშე კიდობნისა მის საცხოვრებელისაგან.
ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა, და…
ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა, და პირველთა მათ ცოდვათა გზაჲ უკუნ-აქციე, და უდაბნოთა შინა უვალთა გამოიზარდე, და მით საღმრთონი მცნებანი წმიდად აღასრულენ.
დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.
უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო; კაცთმოყუარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.
დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული…
სძლისპირი
დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლოო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ.
სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე უბადრუკო სულო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე უბადრუკო სულო; და ვერცა ვრცელნი საზღვარნი, იაფეტისაებრ პოვენ ქვეყანასა წმიდასა.
გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისათ ქარანით, და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისათ ქარანით, და მივედ სოფლად გამომდინარედ უხრწნელებისად, რომელ დაიმკვირდა აბრაამ.
გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტვა აბრაამმან მამული…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტვა აბრაამმან მამული თვისი და უცხო იქმნა; ემსგავსე შენცა მისსა კეთილსა აღრჩევასა.
მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი, დაიმკვიდრა მან, შემდგომად სიბერისა, მადლი იგი აღთქმისა.
ახალი მსხვერპლი ისააკ, გულისხმა-ჰყავ უბადრუკო სულო, შეწირული…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ახალი მსხვერპლი ისააკ, გულისხმა-ჰყავ უბადრუკო სულო, შეწირული ყოვლად დასაწველად, ქრისტეს მსგავსად, და ბაძევდ მისსა სათნოებასა.
ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს სულო, ვითარცა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს სულო, ვითარცა მხევლისა ნაშობსა. ჰრიდე ნუ უკუე მისებრ გავნოს უძღებებამან.
შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ…
ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ გევედრები, დედაო: აწ მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.
მხევლებრივი ვედრებაჲ შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ…
ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მხევლებრივი ვედრებაჲ შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ ღვთისმშობლისა, ღირსო, რათა ვედრებითა შენითა, განმიღოს მე საღმრთო შესავალი.
სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
მამისაგან უჟამო ძე, ჟამიერად შევ ღვთისმშობელო, თვინიერ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამისაგან უჟამო ძე, ჟამიერად შევ ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა. ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.
ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა…
სძლისპირი
ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ჰხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.
ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად წუთხ-მცენარე არს; არამედ ვითარცა მკურნალმან ტკბილმან, ორნივე განკურნენ სინანულითა; განჰბანენ, განჰსწმიდენ, ქრისტე და უსპეტაკეს თოვლისა გამოაჩინენ.
ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი ჯვარცმად: ხორცნი, რათა კუალად დამბადო სიტყვაო, ხოლო სისხლი, რათა უფროს განმბანო, და სული მიეც რათა მიმგვარო მე, ქრისტე, მშობელსა შენსა მამასა.
მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს: და ნებსით ჯვარსა დამოკიდებითა, პირველ დახშული ედემი განაღო, და მრჩობლთა სოფელთა, თანა ყოველთა წარმართთა ცხოვნებულთა, თაყვანის-სცეს.
სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ მექმენინ მე, და წყალი - უფსკრულ შენდობისა, რათა ორკერძოვე განვსწმიდე, ცხებითა და სმითა: ვითარცა საცხებელთა და სასმელთაგან ცხოველთა წყაროთა შენთათა, მხსნელო.
ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან აღმოგვიცენდეს მრჩობლნი წყარონი შენდობისა და ცნობისანი, სახედ ორთა აღთქმათა, სჯულისა და მადლისათა, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო.
ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან და სერობისა, ლამპარი დაშრტა ვითარცა უზეთო და სასძლო დამეხშა მირულებულსა, და სერობა აღრკბა, ხოლო მე, ხელით და ფეხით შეკრული გარე განმაგდეს.
განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად; რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას რაიცა ენებოს/
ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და…
სძლისპირი
ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.
ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და ხორცნი იანედ და იამბრედ გამოვაჩინე, და დანთქმულ ვყავ გონება, არამედ მსწრაფლ მეწიე.
ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა ცრემლთა ჩემთათა; შეგივრდები, ნივთი ხორცთა ჩემთა თოვლებრ განასპეტაკე.
უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი მაცხოვარ, ყოველთა კაცთა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი მაცხოვარ, ყოველთა კაცთა უფროს აღვემატები ცოდვითა, და ვხედავ თავსა ჩემსა შებღალულად, და ესრეთ ვსცნობ გონებითა ჩემითა, შეგცოდე უმეცრებით, შემიწყალე მე.
მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე მხსნელო, რამეთუ თვით ბუნებით წმიდა მხოლო ოდენ ხარ, და არა ვინ არს სხვა ყოვლადუცხო ცოდვისაგან.
ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის, ღმერთი, ყოფდი ნიშთა, რაჟამს…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის, ღმერთი, ყოფდი ნიშთა, რაჟამს განსწმედდი კეთროვანთა და დახსნილთა შეამტკიცებდი, ხოლო წიდოვანსა ფესვისა შეხებითა კურნებდი.
დაუტევენ ღირსო ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე…
ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დაუტევენ ღირსო ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე იგი იორდანისა, და ჰპოვე შენ თვისად უჭირველი განსვენებაჲ; პოვნად მისსა ჩვენცა ღირს-მყვენ აწ ვედრებითა შენითა.
შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა, გაწებ სამ-წმიდითა ქებითა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა, გაწებ სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა მარტივსა არსებითა.
შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი, და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.
ღაღად-ვჰყავ მე, სიღრმითა გულისათა, მოწყალისა მიმართ ღვთისა…
სძლისპირი
ღაღად-ვჰყავ მე, სიღრმითა გულისათა, მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი, ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.
განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი, და გაბაონელთა მათ საცთურიანთა, გულის სიტყვათა სძლევდი.
თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და ქვეყანისა მის აღთქმულისა მკვიდრ იქმენ, ღმერთი გიბრძანებს: ერჩდი დასხნილო სულო.
ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღად-ჰყო რა, შემიწყალე მე…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღად-ჰყო რა, შემიწყალე მე, მაცხოვარ; მეცა მიხსენ, ქრისტე, მოყავ მარჯვენე შენი, და სიღრმით ძვირთათ აღმომიყვანე ტკბილო.
ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე; უფსკრულით ჩემთა მათ არაწმიდებათათ და უსასოებისა სიღრმით მიხსენ მოწყალე.
სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი.
ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე ღვთისმშობელო.
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს…
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.
ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ…
სძლისპირი
ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.
მანასესნი მოიგენ სულო აღძრვანი წინა-არჩევისანი, და ვითარცა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მანასესნი მოიგენ სულო აღძრვანი წინა-არჩევისანი, და ვითარცა საძაგელნი აღმართენ ვნებანი და განამრავლენ მოსაწყინელნი, არამედ ბაძევდ სინანულსაცა მისსა და აღსარებასა.
აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებითა, ვაიმე, ჰოი სულო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებითა, ვაიმე, ჰოი სულო, იქმენ ხორციელთა ზრახვათა და ვნებათა სავანე, არამედ სიღრმით სულისა შენისათა სულთ-ითქვენ და მიუთხრენ შეცოდებანი შენნი.
ცანი დაგეხშნეს შენ ჰოი სულო, და სიყმილი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ცანი დაგეხშნეს შენ ჰოი სულო, და სიყმილი მძაფრი გეწია შენ, ვითარცა თეზბიტელსა ილიას ურჩსა აქაბს; არამედ სარეფთელსა მას ემსგავსე და გამოზარდე შენცა სული წინასწარმეტყველისა.
მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი, და ბოროტად წარსწყმიდნა იგინი სამხილებელად აქაბისა; არამედ შენ, სულო, ამას ევლტოდე და მტკიცე იქმენ სარწმუნოებით.
მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ სულო და ერთღვთაებად ჰმონე.
გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.
რომლისა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან…
სძლისპირი
რომლისა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა, რომლითაცა სამართლად, მეგულვების მე დასჯა და განმწმიდე პირველ სიკვდილისა სინანულითა.
ავაზაკისებრ ვჰხმობ: მომიხსენე და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ავაზაკისებრ ვჰხმობ: მომიხსენე და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე, მაცხოვარ, მეზვერისაებრ ვგოდებ, მეძვისაებრ ვსცრემლოი, მიითვალე ჩემი გლოვა, ვითარ ქანანელისა.
განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულებაჲ მდაბლისა სულისა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულებაჲ მდაბლისა სულისა ჩემისა; და ცრემლთა ლმობიერთა და საქმეთა კეთილთა წამალი და წყალობისა ზეთი და ღვინო დაასხ.
ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო დავითისო, ვითარცა წიდოვანი მივეახლები ფესვსა და ვითარცა მართა და მარიამ ვსტირ ლაზარეს ზედა.
ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.
სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებ შენ.
უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა…
სძლისპირი
უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის, შენ, ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.
გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა, და ვნებულთაგან ვნებათა…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა, და ვნებულთაგან ვნებათა იოტებდა ქრისტე, და მეზვერეთა და ცოდვილთანა სჭამდა, და იაიროსის ასულისა სული განსრული, ხელისა შეხებითა მოაგო ხორცთა.
მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი ზვაობით დაისაჯა. იგი ხმობდა მაცხოვნე და ესე ღმერთო მილხინე, ხოლო მესამე სიქადული იტყოდა: ღმერთო, გმადლობ შენ და სხვათა ხმათა მზვაობართა.
მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო ფარისეველი სიმონ პურის-მტე იქმნა; და მეძავმან მიიღო მადლი ბრალთა შენდობისა, მისგან რომელსა აქვნდა ძალი ცოდვათა მიტევებისა, რომლისა პოვნად იღვწიდ სულო.
ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან იგი მოიღო ალაბასტრი მირონისა ცრემლითურთ და სცხო ფერხთა მხსნელისათა, და წარხოცნა თმითა; ხოლო მან, პირველთა ცოდვათა მისთა ხელით-წერილი უჩინო ჰყო.
ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება გასმიეს, სულო…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება გასმიეს, სულო, ვითარ იყვედრნეს მისგან, შეშინდი სახისაგან და ნუ ბაძავ მათ, რომელნი იგი ბოროტთა სოდომელთა მგავსებითა მეუფემან, ვიდრე ქვესკნელადმდე შთახედნა.
ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელის რწმუნებასა ბაძევდი…
მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.
ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელის რწმუნებასა ბაძევდი, რომლისათვის ასული მისი განიკურნა სიტყვამან, და ღაღად-ჰყავ სიღრმით გულისათ მისებრ, ვითარმედ, ჰოი, ძეო დავითისო, შემიწყალე მე.
მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ, და სულსა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ, და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.
ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის…
ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა, და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.
ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის…
ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული - წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს.
აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ…
მცოდველი სული
აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ, იგი სრულიად განშორებულია სეთის, ენოსის, ნოეს საქმეებს, იგი აღთქმის კიდობნის გარეთ დარჩენილა. ამიტომ ვერ მიიღო სემის კურთხევა და „ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეთისაებრ ჰპოვა ქუეყანასა წმიდასა“. რისთვისაც იგი უნდა განეშოროს ქარანს - აბრაამის მსგავსად და მასავით ეძებოს ქვეყანა აღთქმისა. აბრაამმა მამბრეს მუხასთან სამი ანგელოზის - ანუ, ღმერთის სტუმრობით საღმრთო მადლი მიიღო, ხოლო ისააკი ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წინასწარმეტყველად იქცა. ყოველივე ეს არის წინასახე და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი გამოხსნისა. ისევე, როგორც მხევალისაგან შობილი ისმაილის განდევნა მიგვანიშნებს საფრთხეზე (ოთხშაბათი, გალობა 3).
ოთხშაბათს, მეოთხე გალობაში უკვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ „ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა“ (ანუ: მთვლემარეთათვის სასუფევლის კარი დაიკეტა), ხოლო შეუნანებელი სული „გარე განაგდეს“ (ოთხშაბათი, გალობა 4).
მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის - ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი.
მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.