გულანი
საცდელი · 1.11.1
დიდი მარხვის 1-ლი შვიდეული · ხუთშაბათი 1 / 85შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე…

დიდი მარხვის 1-ლი შვიდეული · ხუთშაბათი

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · დაახლ. 23 წთ

შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე…

სძლისპირი

შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს.

ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომადლენ ცრემლნი სინანულისანი.

შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა, და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი ბოროტნი, და ნუცა გამოეძიებ სიტყვათა ჩემთა, არამედ წარმართენ სლვანი ჩემნი სახიერებითა შენითა, და შეურაცხ-ჰყვენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, და მაცხოვნე მე, ყოვლადძლერო.

სინანულისა ჟამსა, შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სინანულისა ჟამსა, შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და ოხერ-ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ: მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ ხორციელი გემოვნებაჲ დაუტევენ, და ყოველნი სათნოებანი კეთილთა საქმეთანი, ვითარცა მხოლომან წარმართენ.

ზესთაარსო სამებაო, ერთღვთებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთაარსო სამებაო, ერთღვთებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან…

სძლისპირი

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა და წყარონი კლდისაგან წყაროვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯუენითა ჩემითა.

კაცი მოვკალ ჩემდა წყლულებად, ხოლო ჭაბუკი …

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

კაცი მოვკალ ჩემდა წყლულებად, ხოლო ჭაბუკი - საგვემელად ჩემდა, ხმობდა გოდებით ბილწი ლამექ: ხოლო შენ არა სძრწი სულო, რომელმან ხორცნი განხრწნენ და გონება მედგრობით შეგინებულ-ჰყავ.

ქალაქისა ხელ-ჰყავ შენებად, ჰოი სულო ჩემო, და…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ქალაქისა ხელ-ჰყავ შენებად, ჰოი სულო ჩემო, და აღმართებად გოდოლსა გულის-თქმათა შენთასა, არა თუმცა ღმერთსა შეეძინნეს ზრახვანი და დაეკვეთნეს მიწად ბოროტნი ღონენი შენნი.

ჰოი, ვითარ ვებაძვე პირველსა ლამექს მკვლელობითა მით…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ჰოი, ვითარ ვებაძვე პირველსა ლამექს მკვლელობითა მით, რამეთუ სული - ვითარცა კაცი, და გონება - ვითარცა ჭაბუკი, ხოლო ვითარცა ძმისა ჩემისა ხორცნი მოვკლენ, ვითარცა კაენ მკვლელმან, გემოთმოყვარებითა და უკრძალველობითა.

აწვიმა ოდესმე, ღმერთმან უფლისა მიერ, ცეცხლი და…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

აწვიმა ოდესმე, ღმერთმან უფლისა მიერ, ცეცხლი და ბილწებათათვის რისხვით დასწვნა სოდომნი. ხოლო შენ, სულო, ცეცხლი გეენისა აღაგზენ, რომელსა შინა გეგულვების დაწვაი.

წყლულ ვარ და განგმერილ, რამეთუ განეწონნეს აწ…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

წყლულ ვარ და განგმერილ, რამეთუ განეწონნეს აწ ისარნი ბოროტისანი სულსა და ხორცთა ჩემთა; აჰა, ნაგვემნი ბრძვილთა ჩემთანი, რომელთათვის გიღაღადებ: განჰკურნენ ნებსითნი ვნებანი ჩემნი.

განიპყრენ ხელნი შენი სახიერისა მიმართ ღვთისა, მარიამ…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განიპყრენ ხელნი შენი სახიერისა მიმართ ღვთისა, მარიამ, რომელი დანთქმულ-იყავ ბოროტსა მას უფსკრულსა ღელვისასა, და იტყოდი: ვითარცა პეტრეს, კაცთმოყვარე, ხელი ეგე შენი საღმრთო მიპყარ, რათა ვიხსნნე ყოველთ჻ ვნებათაგან.

დაუსაბამო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუსაბამო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო, კაცთმოყვარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.

დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული…

სძლისპირი

დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ.

მეგვიპტელსა მას აგარა ემსგავსე სულო დამონებითა ნებისათა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეგვიპტელსა მას აგარა ემსგავსე სულო დამონებითა ნებისათა და შევ ახალი ისმაილი, რომელ არს თავხედობა მწარე.

იაკობის კიბენი გასმიან, სულო, აღმართებულნი ქვეყანით ზეცისათა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

იაკობის კიბენი გასმიან, სულო, აღმართებულნი ქვეყანით ზეცისათა მიმართ, რად არა მიგაქვს შენცა კიბედ, სათნო ცხოვრება.

მეფესა მას და მღვდელსა ღვთისასა, მარტო-ქმნილსა, სახესა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეფესა მას და მღვდელსა ღვთისასა, მარტო-ქმნილსა, სახესა ქრისტესსა, დიდსა მელქისედეკს, ემსგავსე სჯულიერად ცხოვრებითა, ჰოი სულო.

მოიქეც და შეიკდიმე, ჰოი სულო უბადრუკო, პირველ…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიქეც და შეიკდიმე, ჰოი სულო უბადრუკო, პირველ ვიდრე გეწიოს შენ აღსასრულისა ჟამი ცხოვრებისა; და არა დაგეხშას კარი სასძლოისა მის უფლისა.

ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუნ-ხედვითა მართლ-უკუნ…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუნ-ხედვითა მართლ-უკუნ; ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან, სეგორს შეესწარ დაქცევასა.

ვედრებისა ამის შენდამი მგალობელთა, ნუ გარემიგვაქცევ, მეუფეო…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ვედრებისა ამის შენდამი მგალობელთა, ნუ გარემიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ სარწმუნოებით ცოდვათა მოტევებაი.

სამებაო მარტივო, დაყბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო მარტივო, დაყბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.

ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა…

სძლისპირი

ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მცირე არს ჟამი ჩემისა ცხოვრებისა და აღასავსე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მცირე არს ჟამი ჩემისა ცხოვრებისა და აღასავსე სიბოროტითა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

მეფობისა პატივითა და გვირგვინითა და პორფირითა შემკული…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მეფობისა პატივითა და გვირგვინითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსო მრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა.

უბრალო თუ იყო იგი და მართალ უფროსს…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უბრალო თუ იყო იგი და მართალ უფროსს ყოველთა, და ვერ განერა მაცდურისა საფრხეთა და ღონეთა, შენ ცოდვის მოყვარეო, უბადრუკო სულო, და ჰყო, მოულოდებელი თუ რაიმე განსაცდელი შეგემთხვიოს.

თავხედ ვარ უგუნურებით, და ამაო და ცუდად…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

თავხედ ვარ უგუნურებით, და ამაო და ცუდად მზვაობარ გულითა, არამედ ნუ ფარისეველებრ დამსჯი: უფროსღა მეზვერისა მის სიმდალე მომეც, მოწყალეო და მართლ-მსაჯულო უფალო, და მისთანა შემრაცხე.

უწყი მოწყალე, რამეთუ ვსცოდე და შევაგინე კეცისჭური…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უწყი მოწყალე, რამეთუ ვსცოდე და შევაგინე კეცისჭური ხორცთა, არამედ სინანულად შემიწყნარე, და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცე ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსვანი შენი მაცხოვარ.

სულისა ჩემისა შორის კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სულისა ჩემისა შორის კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე უბადრუკმან; არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი მაცხოვარ.

არა ვისმინე წერილთა, ურჩ-ვექმენ ხმასა შენ სჯულის-მდებელისასა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

არა ვისმინე წერილთა, ურჩ-ვექმენ ხმასა შენ სჯულის-მდებელისასა. არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

დიდთა და გამოუთქმელთა ღელვათა შინა შეპყრობილ-იყავ; არამედ…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დიდთა და გამოუთქმელთა ღელვათა შინა შეპყრობილ-იყავ; არამედ შენ ესე ყოველივე განაგდე შენგან, რამეთუ განზრახვითა მით კეთილითა, აღიწიე უმჯობესისა მიმართ და ღვაწლი კეთილი მოიგე, და იდიდე ანგელოსთაგან ღირსო დედაო მარიამ.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთის-გმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთის-გმეტყველებ სამ-ხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამ-წმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობ და ქალწულებ უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს.

ღამითგან ვიმსთობ, შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და…

სძლისპირი

ღამითგან ვიმსთობ, შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა; და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მოვედ და შეუვრდი შენ, მაცხოვრისა ფერხთა, სულო…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოვედ და შეუვრდი შენ, მაცხოვრისა ფერხთა, სულო, ვითარცა დაღონებული იგი, რათა კვალად აღგმართოს და ხვიდოდე კეთილად ალაგთა უფლისათა.

უფსკრული ხარ უსაზღვრო წყალობისა, ამისთვის გევედრები, მომრწყე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

უფსკრული ხარ უსაზღვრო წყალობისა, ამისთვის გევედრები, მომრწყე შენთა უხრწნელთა წყაროთაგან, უფალო, რათა სამარიტელებრ ვსვა, რათა არა მწყუროდეს.

სილოამ მექმენინ მე ნაკადულნი ცრემლთანი, ღმერთო, რათა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სილოამ მექმენინ მე ნაკადულნი ცრემლთანი, ღმერთო, რათა დავიბანნე გულისა თვალნი და გიხილო შენ საცნაური ნათელი წინასაუკუნეთა.

უაღრესითა სურვილითა, ყოვლად მდიდარო, გსუროდა თაყვანის-ცემად ძელისა…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უაღრესითა სურვილითა, ყოვლად მდიდარო, გსუროდა თაყვანის-ცემად ძელისა ცხოვრებისა და მიემთხვიე სურვილსა შენსა; ვინა ღირს-მყავ მეცა მიმთხვევად მაღლისა მის დიდებისა, ღირსო დედაო.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამ-წმიდითა ქებითა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ, სამ-წმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენგან მიიღო ჩემი, შემოქმედმან, თბე უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება, ბუნებასა კაცთასა.

ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა…

სძლისპირი

ღაღად-ვჰყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მე ვარ, მაცხოვარ, რომელმანცა წარვსწყმიდე ძველად სამეუფო…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მე ვარ, მაცხოვარ, რომელმანცა წარვსწყმიდე ძველად სამეუფო იგი დრაქმა: არამედ რომელმან აღგვინთე მნათობი ნათლისა, წანამორბედი შენი, სიტყვაო მომიძიე და მპოვე ხატი შენი.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი; და გაბაონელთა მათ, საცდურიანთა, გლის სიტყვათა სძლევდი.

დაშრიტე ალი ვნებათანი, წყაროთა ცვართა ცრემლთათა მარადის…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაშრიტე ალი ვნებათანი, წყაროთა ცვართა ცრემლთათა მარადის მარიამ; აღტკინებულმან სულითა, იგივე მადლი მომეც მონასა შენსა.

უვნებლობა ზეცათა მოიგე, ქვეყანასა ზედა უმწვერვალესითა ცხოვრებითა…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უვნებლობა ზეცათა მოიგე, ქვეყანასა ზედა უმწვერვალესითა ცხოვრებითა, დედაო, რომლითა მგალობელთა შენთა ვნებათაგან ხსნად ევედრე, მეოხებითა შენითა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე, და სული ღმერთმთავარი.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩვენდა, ევედრე ღვთისმშობელო.

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს…

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების აღშფოთნება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე…

სძლისპირი

ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვჰყავთ მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცენ ჩვენ. გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

განილინნეს დღენი ესე ჩემნი, ვითარცა სიზმარი, ამისთვის…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

განილინნეს დღენი ესე ჩემნი, ვითარცა სიზმარი, ამისთვის აღსდეგ შენ, ჰოი სულო ჩემო, და ცრემლეოდა ვითარცა ეზეკია სარეცელთა თვისთა ზედა, რათა მოგენიჭნეს ჟამნი ცხოვრებისანი, რამეთუ არათუ ისაია წარმოგიდგეს შენ სულო, არამედ ღმერთი ყოველთა.

შეგივრდები და დაგასხამ შენ, ვითარცა ცრემლთა სულთქმათა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

შეგივრდები და დაგასხამ შენ, ვითარცა ცრემლთა სულთქმათა ჩემთა: ვსცოდე უფროს მეძვისა მის, და უსჯულოდ გამოვჰსჩნდი, ვითარ არავინ სხუა კაცი, არამედ მოწყალე მექმენ, მეუფეო, დაბადებულსა შენსა.

ხატი შენი დავინთქ ვნებათა შინა და სიკეთე…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ხატი შენი დავინთქ ვნებათა შინა და სიკეთე მსგავსებისა შენისა უშვერ და უხმარ-ვყავ, და დაშრტა, მხსნელო, ჩემი ლამპარი მადლთა, არამედ სიტკბოებით კვლად მაგე სიხარული, ვითარცა გალობს დავით.

მოიქეც და შეინანე აწ, და განაცხადე დაფარულნი…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოიქეც და შეინანე აწ, და განაცხადე დაფარულნი შენნი, არქუ ყოვლისა-მეცნიერსა: შემინვენ ჰოი მაცხოვარ, უცნაურნი ჩემნი, არამედ შენ შემიწყალე წყალობითა შენითა, ვითარცა გალობს დავით.

ღაღად-ყავ რა ყოვლადპატიოსნისა მიმართ დედისა ღვთისა, რომელსა…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ღაღად-ყავ რა ყოვლადპატიოსნისა მიმართ დედისა ღვთისა, რომელსა პირველად უკუნ-გაქცევდა ცოდვათაგან შესლვად, და მხურვალედ შეუვრდი ხატსა მისსა, რათა მოწყალე გექმნნეს, მაშინ არცხვინე მტერი იგი ბოროტი; აწ მეცა მიხსენ ჭირთაგან მონაი ესე შენი.

შეიყვარე, რომლისა გსუროდა და რომლისათვის ხორცთა განიბძარე…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეიყვარე, რომლისა გსუროდა და რომლისათვის ხორცთა განიბძარე ღირსო, აწცა ევედრე ქრისტესა ჩვენ მონათათვის მისთა, რათა მოწყალე გვექმნეს ყოველთა, და მშვიდობა მოგვანიჭოს პატივისმცემელთა მისთა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნეთელნი, სამ-წმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ სულო და ერთღვთაბად ჰმონე.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხევთ შენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო; რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.

რომლისა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან…

სძლისპირი

რომლისა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ალაბასტრსა ცრემლთასა, ვითარცა რა მირონისასა წარმოვსცლი თავსა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ალაბასტრსა ცრემლთასა, ვითარცა რა მირონისასა წარმოვსცლი თავსა ზედა, ვხმობ, ვითარცა მეძავი ვეძიებ ლხინებასა და ლოცვასა შევსწირავ შესანდობელად ბრალთა ჩემთა.

დაღათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე ტკბილო…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაღათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და, ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა-ჰყავ, ჰოი მრავალმოწყალეო.

მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, ქმნილსა შენსა და ვითარცა…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, ქმნილსა შენსა და ვითარცა მწყემსმან მპოვე წარწყმედული, მეწიე შეცდომილსა, გამომიხსენ მხეცთაგან და შემრაცხე ცხოვართა-თანა სამწყსოისა შენისათანა.

რაჟამს დასჯდე სჯად, ვითარცა მოწყალე, და გამოსჩნდეს…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

რაჟამს დასჯდე სჯად, ვითარცა მოწყალე, და გამოსჩნდეს მაღალი დიდება შენი, ვითარ შიში იყოს, სახმილი რა ოხრვიდეს და ყოველნი სძრწოდეს ზარისაგან საყდრისა შენისა.

ნათელმან დაუვალმან განგანათლა შენ, დედაო, და ვნებათა…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ნათელმან დაუვალმან განგანათლა შენ, დედაო, და ვნებათა ბნელისაგან გიხსნა; რომლითა აღხედ მადლისა სულიერისა, მიმღებელი ზეცად, ჩვენცა განგვანათლენ, მარიამ, მაქებელნი ესე შენნი.

საკვირველი ახალი იხილა რა ზოსიმე, დედაო, განკვირდა…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საკვირველი ახალი იხილა რა ზოსიმე, დედაო, განკვირდა: რამეთუ მადლი საღმრთო შენდა ჭეშმარიტად სრულ-იყო, და ხორციელად ანგელოსად გხედვიდა შენ, და შეშინებულ-იქმნა, და უგალობდა ქრისტესა უკუნისამდე.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო, სულო წრფელო, უშობელო მამაო, და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა, საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.

უთესლოდ მდიგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა…

სძლისპირი

უთესლოდ მდიგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შონა სცვალებს ბუნებისა წესთა; ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მოწყალებით მომხედენ ძეო ღვთისაო და მიხსენ რომელი…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მოწყალებით მომხედენ ძეო ღვთისაო და მიხსენ რომელი ეგე სიტყვით განხდიდ ეშმაკთა, და სიტყვა საწადელი მარქუ ვითარცა ავაზაკსა: ამინ გეტყვი, ჩემთანა იყო სამოთხესა შინა ჩემსა, კვალად რა მოვიდე დიდებით.

ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღვთად გხადოდა; ხოლო…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღვთად გხადოდა; ხოლო ორნივე შენთანა ჯვარცმულ იყვნეს; არამედ, მხსნელო ჩემო, მეცა მსგავსად მორწმუნისა მის, რომელმან იგი ღვთად გიცნა, განმიხვენ კარნი შენისა სასუფევლისანი, ტკბილო.

დაბადებულნი განკრთეს ჯვარცმულსა რა გხედვიდეს შენ; მთანი…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

დაბადებულნი განკრთეს ჯვარცმულსა რა გხედვიდეს შენ; მთანი და კლდენი შიშისაგან განიპნეს; ქვეყანა შეიძრა და ჯოჯოხეთი ოხერ იქმნა, და დაბნელდა ნათელი მზისა, რაჟამს ჯვრითა ვნებულად გიხილეს შემოქმედი თვისი.

სინანულისა ღირსთა ნაყოფთა ნუ მიმხდი მხსნელო, რამეთუ…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

სინანულისა ღირსთა ნაყოფთა ნუ მიმხდი მხსნელო, რამეთუ ძალი ჩემი მოაკლდა ჩემგან; არამედ მომეც გული შემუსვრილი და მარადის სიგლახაკე სულთა, რათა ესენი შევსწირნე, ვითარცა სათნო და მითვალული მსხვერპლი.

მსაჯულო ჩემო, მსაჯულო, რომელი კვალად მოსლვად ხარ…

მიწყალე მე ღმერთო, მიწყალე მე.

მსაჯულო ჩემო, მსაჯულო, რომელი კვალად მოსლვად ხარ განსჯად სოფლისა; მოწყალითა თვალითა მომხედენ მხსნელო; უფროს ყოვლისა ბუნებისა კაცთასა, უგუნურებით შეცოდებულსა შენს წინაშე.

ყოველნივე განაკვირვენ უცხოითა ცხოვრებითა შენითა: ანგელოსთა წესნი…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოველნივე განაკვირვენ უცხოითა ცხოვრებითა შენითა: ანგელოსთა წესნი და კაცთა კრებულნი; რამეთუ უნივთოითა ცხოვრებითა ბუნებათა წარხედ, რომლითა ვითარცა რა უნივთოთა ფერხითა განვლე, მარიამ, მდინარეცა იგი იორდანისა.

მოწყალე-ჰყავ შემოქმედი მაქებელთა შენთათვის, ღირსო დედაო, ხსნად…

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოწყალე-ჰყავ შემოქმედი მაქებელთა შენთათვის, ღირსო დედაო, ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან, ჭირთა და ვნებათა ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთა გარე მოდგომილთა; რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ მადიდებელსა უფლისასა.

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის…

ღირსო მამაო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ანდრეა სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მრბძოლთა გარე-მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისითა.

ხუთშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება…

ხუთშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება უძველეს ისტორიას, კაენის ბოროტ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კვლას - ლამექისაგან, ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და ბოროტების საპირისპიროდ: იაკობის მიერ ცად აღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც „სჯულიერად ცხოვრების“ მაგალითს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი, სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები და უკან ყურება: „ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუ ხედვითა მართლ-უკუნ, ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან“ (ხუთშაბათი, გალობა 3).

აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც. დავკარგე ყოველგვარი საღვთო ნიჭი, „ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა; დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება; განვჰბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვჰსძე მე შიშუელი“ . - აი, ცოდვილი სულის ძირითადი საგოდებელი.

ოთხივე დღეს, კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონდაკი „სულო ჩემო...“ სადაც კაცი საკუთარ სულს მღვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს კანონის ბოლოს კი წმ. ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება.

ამგვარად, ოთხი საღამოს განმავლობაში ცხრა კანონი ისევ და ისევ მოგვითხრობს კაცობრიობის სულიერ ისტორიას, რომელიც, ამავდროულად, ჩვენი სულის ისტორიაცაა, თითოეული ადამიანის სული - ერთადერთი და განუმეორებელი - ერთი და იმავე განსაცდელის გზას გადის, ერთი და იმავე არჩევანის წინაშე დგას, იმავე უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს რეალობას ხვდება;

„ცოდვის“ გაგება ბიბლიურ და ქრისტიანულ გარდამოცემაში ფლობს ისეთ სიღრმესა და სისავსეს, რომლის გაგებაც თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია და ამიტომ ცოდვათა აღიარება უაღრესად განსხვავებულია თანამედროვე ქრისტიანული სინამდვილისაგან.

- ესაა ადამიანის უსაზღვრო სულიერი სიმაღლიდან დაცემა…

ცოდვა

- ესაა ადამიანის უსაზღვრო სულიერი სიმაღლიდან დაცემა, მისი მხრიდან უარის თქმა საკუთარ უმაღლეს მოწოდებაზე. თუმცა ამჟამინდელი სამყარო ღმერთს აშკარად არ უარყოფს, ის უმეტესად მაინც მატერიალურია და ამიტომ ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობიდან გამომდინარე განიხილავს. მასში ცოდვა განიხილება უმთავრესად, როგორც ბუნებრივი სისუსტე, რომელიც საუკეთესო სოციალური და ეკონომიკური ორგანიზების შედეგად აღმოიფხვრება. ამიტომაც ზოგჯერ თანამედროვე ადამიანი თავის ცოდვებს რომც აღიარებდეს, სინანულს არ განიცდის. ის ან ფორმალურად ჩამოთვლის ცოდვებსა და თავის მიერ დარღვეულ წესებს, ან ღვთისმსახურს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრება და რელიგიისგან ერთგვარ თერაპიას, მკურნალობს ითხოვს. მეტად იშვიათია სინანული, რომელიც ადამიანის ცნობიერების სიღრმეებიდან მომდინარეობს.

. კანონი ჩვენში ავლენს ცოდვას, არა ჩამოთვლებითა…

დიდი კანონის მნიშვნელობა და მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს წინაშე ცოდვა წარმოაჩინოს და სინანულამდე მიგვიყვანოს

. კანონი ჩვენში ავლენს ცოდვას, არა ჩამოთვლებითა და აღრიცხვით, არამედ ბიბლიური ისტორიის ღრმა ჭვრეტით, რომელიც ჭეშმარიტად არის ისტორია ცოდვისა, სინანულისა და მიტევებისა. ამ ჭვრეტას სრულიად სხვა სულიერ კულტურასთან მივყავართ. ის გვიბიძგებს, ადამიანის, მისი ცხოვრების, მისი მიზანის, მისი სულიერი მოტივაციის სრულიად განსხვავებული გაგება მივიღოთ. კანონი ჩვენში იმ სულიერ მსოფლშეგრძნებას აღადგენს, რომლის სიღრმეშიც სინანული კვლავ შესაძლებელი ხდება. როდესაც გვესმის, მაგალითად: „ჰოი, უბადრუკო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას, რამეთუ მიხედე და იწყალ შენ მწარედ და შეეხე ხესა, და სჭამე ყოვლად-წარმდებად ჭამადი მაკვდინებელი“ .

გვესმის, რომ პირველი მსხვერპლშეწირვის ისტორია, რომელიც ასე მოკლედ არის მოხსენებული ბიბლიაში, განგვიცხადებს რაღაც უაღრესად ძირეულს პირადად ჩვენს ცხოვრებაში, თვით ადამიანში. ჩვენ გვესმის, რომ ცოდვა, პირველ ყოვლისა, ეს არის უარი ღვთისთვის ცხოვრებაზე. აქ ვხვდებით, რომ ჩვენი სიყვარული ასცდა უზენაეს არსებას და ეს მიხვედრა საშუალებას გვაძლევს, წარმოვთქვათ თანამედროვე ცხოვრების გამოცდილებისაგან ესოდენ განშორებული სიტყვები, უდიდესი სიმართლით რომ ჟღერს: „გონება მწარედ წყლულ-არს, ხორცნი დახსნილ და განკაფულ, სნეულ-არს სული, მოუძლურებულ სიტყვა, წარწერილ-არს ცხორება და სიკვდილი კაცთა ზედა...“

იმისათვის, რომ ნამდვილად მოვისმინოთ დიდი კანონი, რა თქმა უნდა, საჭიროა ცოდნა ბიბლიისა და ბიბლიური სახეების მნიშვნელობის გათავისების უნარი. ჩვენს დროში უმრავლესობა მათ მოსაწყენად მიიჩნევს და ცხოვრებასთან ვერ აკავშირებს, ჩვენ ხელახლა უნდა ვისწავლოთ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც ის ბიბლიაში განგვეცხადება, ამ ბიბლიურ სამყაროში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ამისათვის არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე - საეკლესიო ღვთისმსახურება, რომელიც არამარტო გადმოგვცემს ბიბლიურ სწავლებას, არამედ, ცხოვრების ბიბლიურ წესს განგვიცხადებს. აი რატომაა, რომ მარხვის გზა იწყება ამოსავალ წერტილთან: სამყაროს შექმნასთან, ცოდვით დაცემასთან, გამოსყიდვასთან დაბრუნებით, იმ სამყაროში დაბრუნებით, სადაც ყველაფერი ღვთის შესახებ გველაპარაკება, ყველაფერი ღვთის დიდებას ირეკლავს, სადაც ყოველივე, რაც ხდება, ყველა მოვლენა უშუალოდ ღმერთთანაა დაკავშირებული, სადაც ადამიანი თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ საზომს პოულობს და შეუდგება სინანულის გზას.

მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №8, 2006 წ.