გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა 1 / 100კურთხეულ არს ღმერთი

პარაკლისი წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 25 წთ

კურთხეულ არს ღმერთი

მღდელმან

კურთხეულ არს ღმერთი...

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღვდელმან

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ)

გუნდი

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი…

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს…

დიაკონი

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

მენელსაცხე დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა ვყოთ აღდგა უფალი, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობა.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე) აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და…

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი წარუძეღვ…

გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი წარუძეღვ ერსა შენსა ზღვასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ფარაოს ეტლები და ძალი მისი.

გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ გამოუბრწყინდი…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ გამოუბრწყინდი შენ მენელსაცხებლე დედათა და წარავლინენ იგინი ხარებად მოციქულთა შენთა.

მოვიდეს წმიდანი იგი დედანი ნელსაცხებლითა შემურვად გუამსა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

მოვიდეს წმიდანი იგი დედანი ნელსაცხებლითა შემურვად გუამსა შენსა ქრისტე და ესენი მადლითა საღმრთოჲთა ცრემლით გეძიებდენ შენ.

მწუხარებაჲ იგი ევაჲსი დაჰხსენ რაჟამს განეცხადე შენ…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

მწუხარებაჲ იგი ევაჲსი დაჰხსენ რაჟამს განეცხადე შენ ღირსთა მათ დედათა და აუწყე მათ მკვდრეთით აღდგომაჲ შენი განმაცხოველებელი.

პირველი იგი წყევაჲ განქარდა საშოსა შინა შენსა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ

პირველი იგი წყევაჲ განქარდა საშოსა შინა შენსა ქალწულო და მოგუენიჭა კურთხევაჲ საუკუნოჲ, რამეთუ ჩჩვილი ჰშევ უბიწოჲ ქრისტე მჴსნელი რომელი დიდებულ არს.

მშვილდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა…

განძლიერდითსა

მშვილდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისათა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს უფლისა მიერ გული ჩემი.

საღმრთოჲთა მით სიყვარულითა მხიარულებით შეუდგეს ღირსნი იგი…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

საღმრთოჲთა მით სიყვარულითა მხიარულებით შეუდგეს ღირსნი იგი დედანი მცნებათა მათ მაცხოვრისათა და სარწმუნოებით მსახურებდეს.

მწუხრსა შეზავებული იგი ნელსაცხებელი, ვითარცა მკვდრისა მოიღეს…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

მწუხრსა შეზავებული იგი ნელსაცხებელი, ვითარცა მკვდრისა მოიღეს სანატრელთა დედათა შემურვად ჴორცთა შენთა ქრისტე, ხოლო ცისკარსა აღდგომილი გიხილეს შენ.

შიშით მიიწივნეს დედანი საფლავსა შენსა ქრისტე მაცხოვარ…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

შიშით მიიწივნეს დედანი საფლავსა შენსა ქრისტე მაცხოვარ ძიებად შენდა, ხოლო ანგელოზმან ახარა მათ აღდგომაჲ შენი დიდებული.

ნეტარ ხარ უბიწოო შორის დედათა მარიამ, რამეთუ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ

ნეტარ ხარ უბიწოო შორის დედათა მარიამ, რამეთუ ყუავილი საღმრთოჲ ძირისაგან დავითისა ქრისტე ჴორციელად უშევ სოფელსა.

გჳხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიჴილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს…(აქა…

დიაკონი

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს…(აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი…

დიაკონი

განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისჴჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათჳ

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათჳ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). მღდელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუჱს და საფლავსა შენსა სწრაფით…

მენელსაცხებლეთა დედათა აღიმსთუჱს და საფლავსა შენსა სწრაფით მოიწივნეს, რათამცა შემურნეს მათ ჴორცნი შენნი უხრწნელნი, ქრისტე მაცხოვარ, ხოლო ანგელოზისა მიერ უწყებულნი სიხარულისა სასწაულთა უთხრობდეს მოციქულთა, ვითარმედ აღდგა მკვდრეთით წინამძღვარი, ცხოვრებისა ჩუენისა და მოკლა სიკუდილი მძლავრი და უძღები და იჴსნა ადამი და მოსცა ცხოვრებაჲ საუკუნოჲ ადამიანთა და აცხოვნა სულნი ჩუენნი.

სმენა მესმა მე მოსვლისა შენისა უფალო, რამეთუ…

სმენა მესმა მე მოსვლისა შენისა უფალო, რამეთუ შემოქმედი ცათა ქვეყანად სიმდაბლით მოხვედ.

რაჟამს გიხილეს ძელსა დამსჭვალული დედათა განკჳრვებულნი აქებდეს…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

რაჟამს გიხილეს ძელსა დამსჭვალული დედათა განკჳრვებულნი აქებდეს ქრისტე სულგრძელებასა შენსა.

ცისკრად მოსრულნი შენ საფასესა ცხოვრებისასა გეძიებდეს საფლავსა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ცისკრად მოსრულნი შენ საფასესა ცხოვრებისასა გეძიებდეს საფლავსა დადებულსა შემურვად ღირსნი დედანი.

ღმერთ შემოსილთა დედათა ეჩუენა ანგელოზი იგი რომელი…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

ღმერთ შემოსილთა დედათა ეჩუენა ანგელოზი იგი რომელი ახარებდა სიხარულსა მას აღდგომისასა.

მენელსაცხებლეთა მათ დედათა მოაქუნდა, რაჲ-იგი ნელსაცხებელი საფლავად…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მენელსაცხებლეთა მათ დედათა მოაქუნდა, რაჲ-იგი ნელსაცხებელი საფლავად, ხოლო თუალნი მათნი სავსე იყვნეს ცრემლითა და მი-რაჲ-იწინეს, ახარა ანგელოზმან აღდგომაჲ და ღაღადებდეს: " დიდებაჲ ძალსა შენსა".

ღამითგან შევწიროთ გალობა შენ ღმერთისა, რამეთუ მცნებანი…

ღამითგანსა

ღამითგან შევწიროთ გალობა შენ ღმერთისა, რამეთუ მცნებანი შენნი სიმართლით არიან.

ცისკარსა რა მოიწინეს, რათა გიხილონ შენ მჴსნელო…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ცისკარსა რა მოიწინეს, რათა გიხილონ შენ მჴსნელო და შეჰმურონ ჴორცი შენი დედათა, ნათელო დაუღამებელო, გიხილეს აღდგომილი მკვდრეთით.

რაჟამს განეცხადე ღირსთა მათ დედათა, ქებით ადიდებდეს…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

რაჟამს განეცხადე ღირსთა მათ დედათა, ქებით ადიდებდეს აღდგომასა შენსა მჴსნელო დაბადებულთაო.

შენ სიტყუაჲ მამისა აღდგომილი მკუდრეთით ეჩუენე მხსნელო…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

შენ სიტყუაჲ მამისა აღდგომილი მკუდრეთით ეჩუენე მხსნელო დედათა ნელსაცხებლის მიმღებელთა.

საშოჲსა შენსა ქალწულო, სამარადისოჲ ცეცხლი უკვდავი პური…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

საშოჲსა შენსა ქალწულო, სამარადისოჲ ცეცხლი უკვდავი პური საღმრთოჲ შეიყო, თბითა ჩუენითა შეურწყმელად და შეურევნელად და უქცეველად კაც იქმნა, ერთი ძჱ ორითა ბუნებითა რომელსა ვაკურთხევთ.

ღაღადებდა წინასწარმეტყველი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა…

ღაღადყავსა

ღაღადებდა წინასწარმეტყველი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისა და იტყოდა, მიჴსენ დანთქმისაგან იესუ შენ მეუფეო ძალთაო.

ღაღადებდა ანგელოზი ნათლისაჲ დედათა მიმართ და ეტყოდა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ღაღადებდა ანგელოზი ნათლისაჲ დედათა მიმართ და ეტყოდა ცხოველსა მას მკუდართა თანა ნუ ეძიებთ, არამედ წარვედით უთხართ მოწაფეთა აღდგომაჲ მისი დიდებული.

გამორაჲხუედ ქრისტე საფლავით ვითარცა სიძჱ ეზოჲთ თჳსით…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

გამორაჲხუედ ქრისტე საფლავით ვითარცა სიძჱ ეზოჲთ თჳსით და ეჩუენე მგლოვარეთა მათ დედათა და ჰყვენ მახარობელ აღდგომასა შენსა გამოუთქმელსა.

ჴმაყო ანგელოზმან დედათა მიმართ დღეს: რაჲსა სცრემლოჲთ…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

ჴმაყო ანგელოზმან დედათა მიმართ დღეს: რაჲსა სცრემლოჲთ ნელსაცხებელის მიმღებელნო გიხაროდენ აწ აღდგა სიკუდილისა დამჴსნელი ქრისტე ღმერთი, ვითარცა თქუა პირველ და განაბნია კრებული ღმრთისმოძულეთაჲ და გუახარა ყოველთა აღდგომაჲ.

ევაჲს მიერ პირველ ქმნილისა მწუხარებაჲ სოფლად შემოვიდა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ევაჲს მიერ პირველ ქმნილისა მწუხარებაჲ სოფლად შემოვიდა ხოლო აწ სიხარული დედისაგან ყოვლად უბიწოჲსა მოეცა დედათა ნათესავსა დღეს.

გჳხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიჴილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგვიწყალენ

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა…

დიაკონი

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი

შენ, უფალო.

: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაჲ, და…

მღდელი

: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ნელსაცხებელის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა…

ნელსაცხებელის მიმღებელთა, გიხაროდენი მიაგებე, და გოდება პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცუალე, აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ჰხმობდეს, მჴსნელი ჩუენი აღდგა საფლავისაგან.

განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელი…

განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელი ამცენ, და კრებული ერთ გარე მოგადგეს შენ.

უფალო ღმერთო ჩემო შენ გესავ, მაცხოვნე მე

მუხლი

უფალო ღმერთო ჩემო შენ გესავ, მაცხოვნე მე.

ლუკა (24თ. 1-12)

1. ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. 2. და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. 3. და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. 4. და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. 5. და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? 6. არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, 7. და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. 8. და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. 9. და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. 10. ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. 11. და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. 12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.

აბრაამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და…

კურთხეულარსი

აბრაამიანთა ყრმათა, ბაბილოვნისა ცეცხლი, სარწმუნოებით მოაუძლურეს, და ესრეთ ღაღადებდეს, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.

მოვედით მორწმუნენო საღმრთოჲთა გალობითა შევბამკობდეთ საჴსენებელსა მენელსაცხებლეთა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

მოვედით მორწმუნენო საღმრთოჲთა გალობითა შევბამკობდეთ საჴსენებელსა მენელსაცხებლეთა და ესრეთ ვჰღაღადებდეთ ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.

ქრისტეს საკუმეველთა სულნელებაჲ სულნელ ჰყოფს ეკლესიასა მორწმუნეთასა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ქრისტეს საკუმეველთა სულნელებაჲ სულნელ ჰყოფს ეკლესიასა მორწმუნეთასა მეოჴებითა მენელსაცხებლეთა დედათათა.

დღესასწაულს ამას წმიდათა მათ დედათა ნელსაცხებლის მიმღებელთასა…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

დღესასწაულს ამას წმიდათა მათ დედათა ნელსაცხებლის მიმღებელთასა ნათელი აღდგომისაჲ სოფელსა ეხარების და ძლევაჲ მორწმუნეთა.

აჰა ესერა ბეჭედნი იგი ჰგიან აღუტეხელად მკუდარი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აჰა ესერა ბეჭედნი იგი ჰგიან აღუტეხელად მკუდარი იგი ვითარ წარიპარეს გრცხუენოდენ აწ უღმრთონო, რამეთუ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, ვითარცა ღმერთ არს და აღადგინნა მან გუამნი წმიდათანი მის თანა, რათა ქადაგონ ღმრთაებაჲ და კაცებაჲ მისი ორითა მით ნებითა.

ქრისტე ღმერთი რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა…

ქრისტე ღმერთი რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა სახმილსა შინა, ყრმანი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ქრისტე ღმერთი რომელი ცისკარსა ეჩუენა მენელსაცხებლეთა და…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ქრისტე ღმერთი რომელი ცისკარსა ეჩუენა მენელსაცხებლეთა და მახარებელ ჰყვნა აღდგომისა, ყრმანი აქებდენ და უფროსად აღამაღლებდენ მას უკუნისამდე.

ახარებდეს მოციქულთა დედანი გიხაროდენ ერნო, რამეთუ აღდგა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

ახარებდეს მოციქულთა დედანი გიხაროდენ ერნო, რამეთუ აღდგა ქრისტე უფალი, რომელსა ქებით მღდელნი აკურთხევდენ და უფროსად ამაღლებდენ უკუნისამდე.

ერთსა მხოლოჲსა ძესა ჭეშმარიტსა საღმრთოჲთა ქებითა ნელსაცხებლის…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

ერთსა მხოლოჲსა ძესა ჭეშმარიტსა საღმრთოჲთა ქებითა ნელსაცხებლის მიმღებელნი შენ მამისა თანა და სულისა წმიდისა ქებით და გალობით გაკურთხევენ უკუნისამდე.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე საფლავით და წარმოტყუჱნა ჯოჯოხეთი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე საფლავით და წარმოტყუჱნა ჯოჯოხეთი ჴელმწიფებითა, გუელი ბოროტი მოკლა და მიჴსნა ქუესკნელით და ზიარ მყვნა ქუეყანისა ტომნი ზეცისა ერთა, მათ თანა რომელსა ვაკურთხევთ უკუნისამდე.

შენ რომელმან მუცელსა შენსა იტჳრთე სიტყვაჲ ღმრთისა…

შენ რომელმან მუცელსა შენსა იტჳრთე სიტყვაჲ ღმრთისა, ღვთისმშობელო უბიწოო, რომელი ცათა უვრცელეს ხარ და ქერუბიმთა უზეშთაეს ხარ, ამისთჳს მორწმუნენი გალობითა გადიდებთ შენ.

დღეს ხარებაჲ სახარებისაჲ შეიწყნარეს დედათა ნელსაცხებლის მიმღებელთა…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

დღეს ხარებაჲ სახარებისაჲ შეიწყნარეს დედათა ნელსაცხებლის მიმღებელთა, რომელნი მხურვალედ შეუდგეს და ჰმსახურებდეს მხოლოდ შობილსა, რომელი განამდიდრებს ყოველთა ღმრთეებითა.

პირველ მოწაფეთა შენთაჲსა მიიწივნეს დედანი ნელსაცხებლის მიმღებელნი…

წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.

პირველ მოწაფეთა შენთაჲსა მიიწივნეს დედანი ნელსაცხებლის მიმღებელნი საფლავსა შენსა ქრისტე ღმერთო, და გიხილეს რაჲ შენ აღდგომილი შეგივრდეს ფერხთა შენთა და შიშით თაყუანისგცეს.

წყევისა მის წილ პირველისა, რომელი აღჴოცე შენ…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

წყევისა მის წილ პირველისა, რომელი აღჴოცე შენ ქრისტე ღმერთო შეიწყნარეს დედათა მათგან მსახურებაჲ და მახარობელ ჰყვენ მოციქულთა ცხოვრების მომცემელო გალობით გიგალობთ შენ.

შენ, რომელი აღსდეგ საფლავით მესამესა დღესა და…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შენ, რომელი აღსდეგ საფლავით მესამესა დღესა და ადამ შენ თანა აღადგინე და დედათა მათ აღდგომაჲ შენი არწმუნეს და მსწრაფლ წარავლინენ ხარებად მოციქულთა, მჴსნელო სულთა ჩუენთაო, ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა.

ლმობიერად ცრემლითა ნელსაცხებელი მოაქუნდა ღირსთა დედათა და…

ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო , რომელი მარადის სანარელ იქმენ , ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა , უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა , მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

ლმობიერად ცრემლითა ნელსაცხებელი მოაქუნდა ღირსთა დედათა და აღდგომისა შენისა ხილვითა აღვსებულნი მადლითა მოციქულთა ექმნნეს დღეს მახარებელ.

ცისკარსა მას სწრაფით მოვიდეს დედანი საფლავად ნელსაცხებლითა შემურვად ჴორცთა შენთა, ხოლო შენ აღდგომილი ეჩუენე მათ და აღავსენ სიხარულითა.

ნელსაცხებელი შემურვისაჲ, დედათა მსთუად მოაქუნდა საფლავად, მგლოვარეთა, შიშით

ძიებად დაფლულისა მის და ჴმაჲ რაჲ ესმა ანგელოზისაჲ, განძლიერებულნი ახარებდეს აღდგომასა.

ქებულმან მამათა ღმერთმან შენ ქრისტე ცხოველი, დღეს განეცხადე ნელსაცხებლის მიმღებელთა დედათა, რომელნი მოკუდავად გეძიებდეს, სახიერ, ეტყოდე მათ: "გიხოდენ!

უთხართ მოციქულთა და პეტრეს", რომელთაცა თაყუანის-გცეს შენ აღდგომილსა ღმერთსა.

ელვარე ანგელოზი გამოჩნდა მჯდომარე ლოდსა ზედა საფლავისასა და ეტყოდა წმიდათა მათ დედათა: "რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? აღდგომილ არს საფლავით,

ნუღარა ხართ მწუხარე!"

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღვდელმან

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისჴნები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისჴვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორება ნათესავისა ქრისტეანეთასა.

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონმან

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

დიაკონმან

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…

დიაკონმან

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გუჱქმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისჴვა, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისჴვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

მღვდელმან

შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლჴინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონმან

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

ჵ, ყოვლადდიდებულნო წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ქრისტეს მიერ…

ჵ, ყოვლადდიდებულნო წმიდანო მენელსაცხებლენო დედანო, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, ანგელოზთა თანა დიდებულნო, ყოველთა ქრისტიანეთა შემწენო და შესავედრებელნო.

ჵ, ყოვლად ქებულნო დედანო, მახარებელნო სიხარულისანო, გევედრებით მოჰფინეთ ქუეყანასა ჩუენსა მშჳდობა, ეკლესიათა გაბრწყინება, ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა ძლევაჲ, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას და ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განშვენება და ყოველთა ქრისტიანეთა მშჳდობა და დიდი წყალობა.

გევედრებით წმიდანო დედანო მკუდრეთით აღდგომილსა ქრისტესსა ევედრენით რათა დაგვიფაროს გარე მოდგომილისა ჭირისა და საცთურისაგან, და მოგუმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილმოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩენად და სასუფეველსა ცათასა ზიარ ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა, და ანგელოსთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნით

დიაკონმან

სიბრძნით.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ

მღვდელმან

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად…

გუნდი

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…

მღვდელმან

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა…

გუნდი

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის). სახელითა უფლისათა, გვაკურთხენ...

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან

მღვდელმან

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)

გუნდი

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

გამოყენებული ლიტერატურა:

პარაკლიტონი.1822წ. გვ.280-283.

ქართული გალობა ანთოლოგია 6 ტომი, თბილისი 2018წ. გვ. 170. 288. 224. 324. 237

k-38 გულანი გვ. 1021r-1021v

sin 5 ტრიოდიონი 316v-323v

sin 25 სვინაქსარი, გვ. 385r.

ძველი ქართული მწერლობის ძეგლები. იონე მინჩხი. 286-290

ზატიკი, გვ.89-100