კურთხეულ არს ღმერთი
მღვდელი
კურთხეულ არს ღმერთი...
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენს შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდუათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგჳნდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუჱყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ
მღვდელმან
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ...
უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურადიღე ვედრებაჲ ჩემი…
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურადიღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუჱყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუჱყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…
დიაკონმან
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცჴყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
ყოველთა აღდგომასა, პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა…
ყოველთა აღდგომასა, პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე ქრისტე ღმერთო, რომლისთჳსცა ჩუენცა ვითარცა შვილნი ებრაელთანი შევსწირავთ ძლევისა გალობასა, რომელმან დაჰსთრგუნე სიკვდილი, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოველთა აღდგომასა, პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა…
ყოველთა აღდგომასა, პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე ქრისტე ღმერთო, რომლისთჳსცა ჩუენცა ვითარცა შვილნი ებრაელთანი შევსწირავთ ძლევისა გალობასა, რომელმან დაჰსთრგუნე სიკვდილი, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და…
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდუათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდუათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდუათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღაჴუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუჱთუმცა გენება, მსჴუჱრპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუჱრთხი არა გთნდეს. მსჴუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად დასაწუჱლი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
სასწაულითა იჴსნა ერი უფლმან და ზღუა მღელვარე…
სძლისპირი
სასწაულითა იჴსნა ერი უფლმან და ზღუა მღელვარე სიტყჳთ განაჴმო პირველ და დღეს უხრწნელად იშვა ქალწულისაგან, და წარმიძღუა ჩუენ ზეცად, ბუნებით სწორი მამისა თანა რომელსა უგალობთ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მეგობარი შენი უფალო ოთხისა დღისა მომკუდარი ლაზარე განათავისუფლე ჯოჯოხეთისა ხრწნილებისაგან და მკვდრეთით აღადგინე, ყოველთა უჩვენე ძლიერებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჴმაჲ შენი რაჟამს ესმა მეგობარსა შენსა ლაზარეს, უფალო მეყსეულად საფლავით აღემართა, ხოლო ქუჱსკნელი ჯოჯოხეთი განმწარდა და სულთ ითქუმიდა ჴელმწიფებისა შენისა მიერ, ამისთჳსცა ვადიდებთ ძალსა შენსა უფალო.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ცრემლოჲნ მართა და მარიამ ლაზარესა ზედა მეუფეო ქრისტე, ხოლო შენ დააცხრვენ მწუხარებაჲ მათი რაჟამს აღადგინე მკუდრეთით მეგობარი შენი, რომელი ჴმობდა: დიდებაჲ შენდა ღმერთო ყოვლად ძლიერო.
აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ.
უქცეველად ჰშევ ქალწულო ღმერთი განკაცებული, სულისა მიერ წმიდისა, ნებითა მამისაჲთა და კუალად ქალწულადვე ჰგიე ყოვლად წმიდაო.
ღმერთო მოხედენ მონათა გალობასა, და დაამდაბლე სილაღე…
სძლისპირი
ღმერთო მოხედენ მონათა გალობასა, და დაამდაბლე სილაღე მაცთურისა, და ზეშთა აღამაღლე დღეს ეკლესია და შეუშფოთებელად დაამტკიცენ, მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დამფლველთა შენთა კარი საფლავისა ლოდითა დაფარეს, ხოლო ქრისტემან მეუფემან ბრძანა აღებაჲ ლოდისა მის და მეყსეულად ჴმაჲ ჰყო: ლაზარე გამოვედ გარე, ხოლო ჩუენ მხილველნი ესე ვითარისა სასწაულისა ვჴმობთ: წმიდაო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ცრემლით მოსრულნი დანი შენნი მართა და მარიამ სიხარულითა დიდითა აღივსნეს რაჟამს იხილეს მკვდრეთით აღდგომა შენი ლაზარე, ხოლო აწ ამით ქრისტე მოასწავებდა თჳსსა მესამისა დღისა მკვდრეთით აღდგომასა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ერთად სამებისაგანისა გიცით შენ განკაცებულო, და ერთ ძედ გადიდებთ მამისა თანა და წმიდისა სულისა და ერთ ღმრთებად ღმრთისგმეტყველებთ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოველთა მორწმუნეთა მიანიჭებ კურნებასა, დედაო ყოვლად წმიდაო ღმრთისმშებელო, შეგვეწიე მვედრებელთა შენთა.
გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონმან
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღუდელოესისა... (აქა მოიჴსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს…
დიაკონმან
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა (ანუ მჴევალი) თჳსი.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი…
დიაკონმან
განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისჴვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…
მღვდელმან
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
საფლავად მოვიდენ დანი ლაზარესნი ცრემლითა სტიროდენ და…
საფლავად მოვიდენ დანი ლაზარესნი ცრემლითა სტიროდენ და ეტყოდენ მაცხოვარსა: უფალო ლაზარე მოკუდა, ხოლო შენ ვითარცა კაცმან ცრემლოჲნ და ვითარცა ღმერთმან ოთხისა დღისა მკვდარი საფლავით აღადგინე.
პირველ აუწყა წინასწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკომ, და…
სძლისპირი
პირველ აუწყა წინასწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკომ, და იტყოდა: რისხვასა შინა მოიჴსენენინ წყალობაჲ ჩრდილოთ მაღნართათ, მორაჲხუჱდ შენ მაცხოვარ ერისა ამის სიტყვაჲ დამბადებელი.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ცრემლი დასთხიენ უფალო ლაზარეს ზედა ვითარცა კაცმან, ხოლო მკვდრეთით აღმადგინებელმან ლაზარესმან სააჯმნო ჰყავ შენ ვითარმედ ძე ხარ ღმრთისა და თანა სწორი მისი მეუფებითა.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჴმამან საღმრთომან უფსკრულისაგან აღმოგიყვანა შენ ლაზარე, ლოცვითა შენითა სულნი ჩვენნი იჴსენ ჯოჯოხეთისა კრულებისაგან.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
მამისაგან დაუსაბამოდ იშევ ვითარცა ერთი სამებისაგანი, მაცხოვარ და სულისაგან გამოხუალ, ყოვლად დიდებულო, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ღვთისმშობელო რაჟამს გესმა მართლისა ლაზარესა მკვდრეთით აღდგომაჲ განიხარე, და რაჟამს წინაშე ჯუარისა დეგ ღაღადებდი: რომელმან ოთხისა დღისა მომკვდარი ლაზარე აღადგინე მსწრაფლ მიჩვენე შენიცა მკვდრეთით აღდგომაჲ.
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუჱდ ქრისტე, აღმსთობილნი…
სძლისპირი
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუჱდ ქრისტე, აღმსთობილნი შევსწირავთ, დღეს გალობასა შენდა ვითარცა ღმერთ ხარ, რაჲთა წარმიძღუჱ გზასა მშჳდობისასა შესლვად სასაუფეველსა რომელ აღმითქუ ჩუენ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
წამისყოფასა შენსა ჰმონებს ყოველი უფალო, და რაჟამს ესმა ჴმაჲ შენი მსწრაფლ მორჩილ ექმნა ბრძანებასა შენსა, და ოთხისა დღისა მკვდარი მსწრაფლ გამოვიდა საფლავით, რომლისათჳსცა შევსწირავთ შენდა ძლევისა გალობასა და ვითხოვთ დიდსა წყალობასა.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განჴსენით და უტევეთ ეგე, ეტყოდი მაცხოვარ ლაზარეს ზედა, და ყოველნი განკჳრვებულნი მსწრაფლ აღასრულებდენ სიტყვათა შენთა, ხოლო მართალი ეგე ლაზარე ადიდებდა მეუფებასა შენსა ყოვლად ძლიერსა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
შეირყა ჯოჯოხეთისა კარნი რაჟამს ესმა ჴმაჲ ერთისა სამებისაგანისა და მოსცა სული ოთხისა დღისა მკვდრისა ლაზარესი, ამითჳსცა შვილნი ებრაელთანი რტოთა ბაიაჲსათა დაგიფენდა მაცხოვარ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმიდა ჰყო საშოჲ შენი უფალმან და ჴორცნი კაცობრივნი შენგან შეისხა ღმრთისმშობელო, რაჲთა კაცნი გჳჴსნას საუკუნოჲსა მისგან ტანჯვისა.
შთაჴდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა…
სძლისპირი
შთაჴდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით, აღმომიყუანე დანთქმისაგან უფალო, ხოლო მე ქრისტე შენდა მომართ ვღაღადებ, უგულებელს ჰყავ ბრალთა ჩმეთა სიმრავლე.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე ღაღადებდა: რაჟამს მიწოდე მჴსნელო ქუჱსკნელით ჯოჯოხეთისა მსწრაფლ აღვდეგი ოთხისა დღისა მომკუდარი, ბაგენი ჩემნი არღარა დასცხრებიან გალობად შენდა ქრისტე ღმერთო ჩემო.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჴმობდა ლაზარე: იკითხევდ ჩემთჳს, სცრემლოჲნ ჩემთჳს, ჴმაჲ ჰყავ ჩემთჳს და განჴრწნისაგან ჯოჯოხეთისა ვითარცა იონაჲ მიჴსენ უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ჯოჯოხეთისა მუცელი შემჭამელი განხეთქენ უფალო, რაჟამს აღადგინე მეგობარი შენი ლაზარე, ამისთჳსცა ძრწოლით თაყვანისვსცემთ შენსა ძალსა ქრისტე ღმერთო ყოვლად ძლიერო.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბუნებაჲ კაცთა შეიმოსე მჴსნელო და მშობელი შენი უბიწოდ დაჰმარხე, რომლისა მიერ განჰკაცენ უქცეველად და მარადის შეწევნასა მისსა მოველით.
გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან
შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა…
დიაკონმან
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ უფალო
გუნდი
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი…
მღვდელმან
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწთომელო, იკითხევდ დღეს…
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწთომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა მირახუჱდ და აღადგინე იგი მკვდრეთით ოთხ დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლად ძლიერმან, და შეიწირენ ცრემლნი იგი მართას და მარიამისნი.
სიბრძნით
დიაკონმან
სიბრძნით.
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლსათჳს რომელი მომაგო ჩუენ
მუჴლი
რაჲ მივაგო უფალსა ყოვლსათჳს რომელი მომაგო ჩუენ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…
მღვდელმან
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუჱნებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
ყოველი სული აქებდით უფალსა
დიაკონმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
მუხლი
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა…
დიაკონმან
ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
დიაკონმან
სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშჳდობა ყოველთა
მღვდელმან
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა
გუნდი
და სულისაცა შენისა თანა.
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მღვდელმან
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა
გუნდი
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მოხედენ
დიაკონმან
მოხედენ.
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა…
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა
გუნდი
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
მეოხებითა მართლისა ლაზარესითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ღმრთისმშობლისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
წყარო ცხორებისა ყოველთასა მიჴვედ საფლავად ლაზარესა და ვითარცა მეუფემან და ღმერთმან მკვდრეთით აღადგინე იგი, რომლისა მჴილველნი გალობასა შენდა შევსწირავთ: ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა ჩვენსა ყოვლად დიდებულსა.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…
დიაკონმან
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოჴედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოჴებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლის მძლეთა მოწამეთა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაჲსითა, (წმიდისა სახელი, რომლისა სახელობისა არს ტაძარი და რომელსაცა ჴსენებასა აღვასრულებთ), და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდჳლთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…
მღდელმან
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
სიყვარულითა ყოველთა მჴსნელისათა არად შეჰრაცხე ყრმათა რისხვა…
სძლისპირი
სიყვარულითა ყოველთა მჴსნელისათა არად შეჰრაცხე ყრმათა რისხვა მძლავრისა ღმრთისმოძულისა, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქუჱსკნელი ჯოჯოხეთისა გოდებდა რაჟამს ლაზარე მკვდრეთით აღადგინა მჴსნელმან, ხოლო მართა და მარიამ ქუჱდადრეკილნი გაკურთხევდენ მამათა ღმერთსა.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რაჲსაღა ჰყოვნი ლაზარე, იტყოდა განმწარებული ქუჱსკნელი, მეგობარი შენი ქრისტე გიხმობს, განვედ რაჲთა განვისვენო, ხოლო ლაზარე სიხარულით ივტოდა გარე.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
სამებასა ყოვლად დიდებულსა გიგალობთ, მამასა ძით და სულით წმიდითურთ, მამათა ღმერთსა ყოვლად ქებულსა.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ქალწულისაგან იშევ მაცხოვარ და არა იცვალე ღმრთაებისაგან, ხოლო დედაჲ შენი მოგვეც მეოხად სამარადისოდ.
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ…
სძლისპირი
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშვა ცეცხლი ღმრთაებისა და დაგიცვა შენ უვნებელად უბიწოო, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სამყაროსა დამბადებელი და ყოველთა შემოქმედი ბეთანიად მოხვედ მაცხოვარ, რაჲთა მეგობარი შენი ლაზარე მკვდრეთით აღადგინო, რაჲთა ყოველ ერი ქრისტეანეთაჲ შენ გაგიდებდეს.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღდეგ და გამოვედ გარე ლაზარე, და განაშორე თვალთა შენთაგან ბნელი, ხოლო მე შენ წილ მივეცემი ჯუარად და სიკვდილად და ვითარცა წინასწარ ვთქუ აღვდგე მესამესა დღესა და ყოველი ერი მორწმუნეთა ვიხსნა ჯოჯოხეთისაგან.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
იხარებდით ცანი და ქვეყანაჲ რამეთუ მოვიდა ჩვენდა განკაცებული ერთი სამებისაგანი და აღგვადგინა ჩვენ პირველ ცოდვისაგან და სასუფევლისა ბჭენი განგვიჴსნა.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ანგელოზი გაუწყებდა განკაცებასა ღმრთისასა, ანგელოზმანვე გახარა მკვდრეთით აღდგომაჲ ძისა და ღმრთისა შენისა ყოვლად წმიდაო, აწ ანგელოზნიცა მოგვივლივე მფარველად და მცველად გიხაროდენისა მხმობელთა შენდამი.
ჯერ არს დუმილი ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით…
სძლისპირი
ჯერ არს დუმილი ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმა, რომლითა გადიდოთ შენ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უფალო რომელსა მეგობარი შენი უწოდე და ოთხისა დღისა მკვდარი აღადგინე, სჯდა შენათანა მეინახედ და ყოველთა მჴილველთა ამისთა ჰურიათა რწმენა შენი და ვითარცა ღმერთსა გადიდებდენ შენ.
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ჩასართავი
წმიდაო მართალო ლაზარე ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შური მღდელთ მოძღუართა და მწიგნობართა აღივსო, რაჟამს ლაზარე აღადგინე და ზრახვა ჰყვეს რაჲთა მოკლან იგი, ხოლო მან ივლტოდა კჳპრედ და მრავალთა არწმუნებდა ქრისტესთჳს და აჩუენა მათ სასუფევლისა ბჭენი.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
შურითა უღმრთოჲთა აღძრულთა ჰურიათა შემსჭვალეს ქრისტე ჯვარსა, ხოლო მან წარმოტყუჱნა ჯოჯოხეთი, აღდგა მესამესა დღესა და მოგვანიჭა ჩუენ ცხორება საუკუნოჲ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომელმან სიბრძნითა შექმნა არსნი და შენგან ჴორცნი შეისხა დედაო ყოვლად წმიდაო, ქუჱსკნელისა ძალნი დაამჴუნა და ყოველთა მოგვცა სასუფევლისა კლიტენი საუკუნენი.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ კაცთა უფალო, მოხუჱდ საფლავსა…
მღდელმან აკმიოს.
აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ კაცთა უფალო, მოხუჱდ საფლავსა ლაზარესა და ორი ბუნებაჲ შენი ცხადად გვიჩვენე, რაჟამს ცრემლოჲ და რაჟამს აღადგინე მეგობარი შენი ოთხისა დღისა.
ჯურღმულისაგან იჴსენ ლაზარე უფალო, და აღდგომითა ძალი ჯოჯოხეთისა დასთრგუნე, რომლისათჳს ყოველნი ვხმობთ: ლაზარე გჳოჴე ქრისტეს მიმართ, რაჲთა გჳჴსნას ქუჱსკნელისაგან ცოდვათასა.
მართა მოუწოდდა მარიამს: აჰა მოძღვარი მოსრულ არს, ხოლო ქრისტე იტყოდა: მიჩვენეთ სადა დამარხეთ ლაზარე, რაჲთა მივიდე და მკვდრეთით აღვადგინო იგი.
მართა და მარიამ მსახურებდეს წინაშე ტაბლისა შენისა, ხოლო ლაზარე თანა მეინახედ იყო წინაშე შენსა უფალო და ჰურიანი ბორგნეულნი ბოროტსა განიზრახჳდეს.
ნაწილნი შენნი ლარნაკთაგან აღმოაცენებენ კურნებასა მეგობარო ქრისტესო, რამეთუ დაშვერ და ახარე ქრისტე, და ცხორებაჲ შენი იქმნა ძეგლ და სასწაულ ყოველთა მორწმუნეთა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდუათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ…
მღვდელმან
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისჴნები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისჴვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რაჲთა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონმან
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…
დიაკონმან
რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გუჱქმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისჴვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისჴვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
მღვდელმან
შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლჴინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ.
ჵ, ყოვლად დიდებულნო წმიდაო ლაზარე, ქრისტეს მიერ…
ჵ, ყოვლად დიდებულნო წმიდაო ლაზარე, ქრისტეს მიერ შეყვარებულო, ანგელოსთაგან პატივცემულო, კაცთაგან თაყუანისცემულო, ეკლესიათა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღუარო, მზეებრ შარავანდედითა ლოცვითა შენითა სოფლისა განმანათლებელო.
ჵ, ყოვლად-ქებულო წმიდაო მართალო ლაზარე, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინეთ ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფესა მამას ჩუენსა ილიას განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განშვენება, გევედრებით ქრისტეს მეგობარო ლაზარე, ევედრე შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მოანიჭოს სოფელსა სავსება, მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
ჵ ყოვლად წმიდისა სამებისა მქადაგებელო, და მის მიერითა მადლითა განშუჱნებულო მართალო ლაზარე, მას ევედრე რაჲთა მოგუანიჭოს მარადის სათნო ყოფა, კეთილმოქალაქობით წარმატება და ზეცისა სასუფევლისა დამკვიდრება, რომელსა შუჱნის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სიბრძნით
დიაკონმან
სიბრძნით.
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ
მღვდელმან
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად…
გუნდი
უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…
მღვდელმან
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა…
გუნდი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგჳწყალენ (3-გზის). სახელითა უფლისაჲთა, გვაკურთხენ...
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან
მღვდელმან
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...
ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
გუნდი
ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).