გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი აღდგომისა, ბრწყინვალე შვიდეულში 1 / 33ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…

პარაკლისი აღდგომისა, ბრწყინვალე შვიდეულში

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 11 წთ

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…

(უკეთუ გენებებათ შეძინება ანუ ჩართვა რომელიმე წმიდანის პარაკლისისა, ასეთ შემთხვევაში ჯერ ითქმის ტროპარი წმიდანისა ერთგზის, შემდეგ ითქმის დიდება-აწდა და ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ… – სრულიად). გალობა პირველი

აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს (ორგზის).

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით (ითქმის მხოლოდ ეს სამი სიტყვა და არა სრულიად ტროპარი).

განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესი განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).

ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და ქვეყანა იშვებდინ, დღესასწაულობს ყოველი სოფელი ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…

(ვისაც ენებება რომელიმე წმიდანის პარაკლისის ჩართვა, აქ და ყოველი სძლისპირ-ტროპართა შემდეგ უნდა ჩაურთოს წმიდანის შესაბამისი საგალობელი ოთხ მუხლად). გალობა 3

მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).

აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაი და ქუეყანა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაი და ქუეყანა, ქვესკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).

გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

გუშინ შენთანა ჯვარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავეფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა (ორგზის).

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…

უფალო შეგვიწყალენ (15-გზის) გალობა 4

საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენთანა და გვიჩვენენ ჩვენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოისა ითქვა ქრისტე, ხოლო…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოისა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან, პასექსა ჩვენთვის, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელ ედვა (ორგზის).

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩვენი, გვირგვინი ქრისტე…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩვენი, გვირგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათვის დაიკლა პასექად წმიდა მყოფელად და კვალად შვენიერად საფლავით სიმართლისა იგი მზეი აღმოგვიბრწყინდა ჩვენ (ორგზის).

წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაი ღვთისა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაი ღვთისა, ხოლო ჩვენ – ერი ღვთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა საღმრთოდ ვიშვებთ, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).

აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა მსთვად და მირონთა წილ…

გალობა V

აღვიმსთვოთ ჩვენ ცისკარსა მსთვად და მირონთა წილ გალობა მივუძღვანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოველთად აღმობრწყინვებული (ორგზის).

უზომო იგი მოწყალება რა შენი ჯოჯოხეთისა კრულთა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

უზომო იგი მოწყალება რა შენი ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს, ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყველვიდეს პასქად საუკუნოდ (ორგზის).

ლამპარშემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა და…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ლამპარშემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა ცხოვრებისა პასექსა (ორგზის).

შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ…

გალობა VI

შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ დაფლავით (ორგზის).

დაიცვენ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

დაიცვენ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწნენ შობასა, და განმიხვენ ბჭენი სამოთხისანი (ორგზის).

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხვერპლი, ვითარცა ღმერთმან…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხვერპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თვისი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღსდეგ საფლავით (ორგზის)

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, რამეთუ ჩვენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩვენ ზედა, ყოვლად-ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩვენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ…

უფალო შეგვიწყალენ (სამგზის) კონდაკი:

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა…

იკოსი:

უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს ვითარცა დღისი, მენელსაცხებელნი დედანი და ურთიერთარს იტყოდეს: მოვედით, ჰოი, მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ხორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა. გვამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოდ ვითარცა მოგვნი და თაყვანისვსცეთ, და მივუძღვანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღვენი, არა სახვეველითა, არამედ სუდარითა წარგრაგნილსა და ტირილით ღაღადვჰყოთ: აღსდეგ, ჰოი, მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაი.

ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან…

წარდგომა:

ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკვდრეთით…

უფალო შეგვიწყალენ (სამგზის) სახარება ლუკასი:

მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკვდრეთით, და დადგა შორის მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუენთანა! ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაიმე იხილეს, და თავადმან ჰქრუა მათ: რასა შეძრწუნებულ ხართ, და რასათვის გულისსიტყვანი მრავალნი მოვლენან თქუენთანა; იხილენით ხელნი ჩემნი და ფერხნი, რამეთუ თავადი მე ვარ, ხელი შემახეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ხორც და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მხედავთ, რამეთუ მასხენ. და ესე რა თქუა, უჩვენა მათ ხელნი და ფერხნი მისნი, და ვიდრე იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკვირველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქვს რა აქა ჭამადი? ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი, და სჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდი თქუენ, ვიდრე იგი ვიყავღა თქუენთანა, ვითარმედ ჯერ არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა, და წინასწარმეტყველთასა, და ფსალმუნთასა ჩემთვის. მაშინ განუხვნა მათ გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა და ჰრქუა მათ: რამეთუ ესრეთ ჯერ იყო და ესრეთ წერილ არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევება ცოდვათა ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალიმით, რამეთუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა, და აჰა ესერა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისა, ხოლო თქვენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. და განიყვანნა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე, და აღიპყრნა ხელნი თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუსსა მათდა მიმართ, განეშორა მათგან, და აღვიდოდა ზეცად, და იგინი თაყვანისსცემდნენ მას, და მოიქცენენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა, მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ამინ.

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო…

(ამის შემდეგ, უკეთუ ლოცულობდეთ წმიდინის პარაკლისს, წაიკითხეთ წმიდანის სახარებაც). გალობა VII

რომელმან ყრმანი იხსნა სახმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკვდავმან და ვნებითა მოკვდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან (ორგზის).

დედანი ღვთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

დედანი ღვთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკვდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანისგცეს და პასქა ესე საიდუმლოისა მოწაფეთა ახარეს (ორგზის).

სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა (ერთგზის).

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს მაცხოვარებისასა ესე ღამე, და ყოვლად ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინამახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა (ერთგზის).

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…

გალობა VIII

ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ (ორგზის).

მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინვალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე (ორგზის).

აღიხილენ თვალნი გარემოს, სიონ, და იხილენ, რამეთუ…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

აღიხილენ თვალნი გარემოს, სიონ, და იხილენ, რამეთუ, აჰა, მოვიდეს შენდა ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოით და აღმოსავალით შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ (ერთგზის).

მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყვაო, და სულო…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყვაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გვამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათლვღებულვართ და შენ გაკურთხევთ მარადის (ერთგზის).

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…

გალობა IX

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა (ორგზის).

ჰოი, საღმრთო, ჰოი, ყოვლად-საყვარელი, ჰოი, ტკბილი ხმა…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ჰოი, საღმრთო, ჰოი, ყოვლად-საყვარელი, ჰოი, ტკბილი ხმა, რომლითა აღმითქვა უტყველად ჩვენთანა ყოფა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რომელი გვაქვს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშვებთ მარადის (ორგზის).

ჰოი, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჰოი…

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.

ჰოი, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა (ორგზის).

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

(უკეთუ წმიდანის პარაკლისსა ლოცულობთ, იტყვით ტროპარს წმიდანისა.)

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.