გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატისა „ცხოვრების წყარო“ 1 / 123კურთხეულ არს ღმერთი

პარაკლისი ღმრთისმშობლის ხატისა „ცხოვრების წყარო“

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 30 წთ

კურთხეულ არს ღმერთი

მღვდელი

კურთხეულ არს ღმერთი...

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენს შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (გ-გზის).

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდუათა ჩუენთაგან, მეუფეო, შეგჳნდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუჱყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ

მღვდელმან

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ...

უფალო შეგვიწყალენ (იბ-გზის).

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანისვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანისვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურადიღე ვედრებაჲ ჩემი…

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურადიღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუჱყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუჱყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…

დიაკონმან

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი ა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი ბ.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე…

მუხლი გ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცჴყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი დ.

ლოდი, რომელ შეურაცჴყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ხორცთაჲსა ლოცჳთა…

აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ხორცთაჲსა ლოცჳთა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგჳცენებს ჩუენ წყაროსა საკჳრველსა, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა…

აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგჳცენებს ჩუენ წყაროსა საკჳრველსა, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და…

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდუათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდუათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდუათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღაჴუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუჱთუმცა გენება, მსჴუჱრპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუჱრთხი არა გთნდეს. მსჴუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად დასაწუჱლი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან…

სძლისპირი

ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაჱლთა, ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

აწ აღმომიცენე მე ქალწულო ღმრთისმშობელო, წყარო მადლისა შენისა რომელი მისცემ ყოველთა კეთილთა, რათა შენდა მომართ ვღაღადყო წყაროო მორწმუნეთაო მადლისა მიმნიჭებელო, შენ უკუჱ მომეც სიტყუაჲ ქებად შენდა.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

უაღრეს ბუნებისა საკურნებელ არს პატიოსანი ეკლესია შენი, და ყოველთა მიანიჭებს ქალწულო ღმრთისმშობელო ბოროტისა სიკუდილისაგან ჴსნასა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოიწევიან განცხადებულად აღადგინებ, და ყოველთა უშურუჱლად აღმოუცენებ სიტკბოებასა.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

აწვიმებ ზეცით უშურუჱლად მადლსა, რამეთუ ჰყოფ შენ ბრმათა მხედუჱლად, რათა იხილონ ნათელი, და განსდევნი ყოველსა სივერაგესა, რომელნი შენ გესუჱნ და შემწე ხარ მაღლით გამო უმეტეს უფროს ყოველთასა.

აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ.

ერთობით ვიხარებდეთ მორწმუნეთა ერნი სიხარულითა დიდითა, და ვჰჴმობდეთ ქალწულისა მიმართ გიხაროდენ მარიამ გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა შემოქმედი შენ თანა დაემკჳდრა, და ვითარცა საწუმისსა ზედა გარდამოჰჴდა ზეცით გამოცხადებითა, შენ ხარ წყაროდ უკუდავებისა სძალო ღმრთისაო.

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათა, ჵ უფალო, და…

სძლისპირი

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათა, ჵ უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, უფალო დიდებაჲ შენდა.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

შენ ხარ ნათელი წმიდა, და ტაძარი მეუფისა ქალწულო, უწყი დაულევნელი წყარო ცხოვრებისა შენისა, რომელი ასხურებ წყალსა ცხოვრებისასა ქრისტეს დედაო.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

მადლთა შენთაგან დედოფალო, წყაროჲ ცხოვრებისა მოგუანიჭე ყოველთა, და განრომა ბოროტისა, და გჳჴსენ გზისაგან საცთურისა კლდეო მტკიცეო, მოგუანიჭე წყალი ცხოვრებისა შენისა.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

აღმოგვიცენდების მადლი უშურუჱლად, შენ მიერ ღმრთისმშობელო ქალწულო, და მიანიჭებ მკელობელთა ჴლდომასა, ხოლო განრღუჱულთა აღადგინებ ცხედრისაგან, ღმრთისმშობელო და სულნი ბოროტნი განიდევნებიან შენ მიერ.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოველთა მორწმუნეთა მიანიჭებ კურნებასა, მეფეთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა დიდითა შენითა წყალობითა, და ასხურებ წყალთა ცხოველთა და მრავალ ფერთა სნეულებათა ჰკურნებ.

გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონმან

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა…

დიაკონმან

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონმან

მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლად-უსამღუდელოესისა... (აქა მოიჴსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს…

დიაკონმან

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა (ანუ მჴევალი) თჳსი.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი…

დიაკონმან

განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისჴვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს

დიაკონმან

მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელმან

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მარადის აღმომაცენებელო წყლისა ცხოვრებისაო, აღმოგჳცენენ ჩუენ წყარო…

მარადის აღმომაცენებელო წყლისა ცხოვრებისაო, აღმოგჳცენენ ჩუენ წყარო ცხოვრებისა, საღმრთოსა მადლისა შენისა, რათა ერთბამად ვაქოთ მადლი შენი, რომელი შენ მიერ მოგვენიჭების, და ვითხოვთ შენგან რათა მარადღე მოგვმადლო კურნება, რამეთუ მდინარენი მდიდრად დიან წყაროსა შენისანი. ამისთჳსცა ჩუენცა უხვად აღმოვივსებთ წყაროჲსაგან შენისა დაუსრულებელთა სიმრთელესა, რომელი მორწმუნეთა ერთა განსწმედ, ხოლო ჩუენ გიღაღადებთ, რამეთუ შენ ხარ მორწმუნეთა შენთა ნუგეშინის მცემელი.

მესმა უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ…

სძლისპირი

მესმა უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განჳცადენ საქმენი შენნი და აღჳარე მე ღმრთაება შენი.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

უფროს ქჳშისა ზღჳსათა, და უმრავლეს ცუართა ცისათა, იქმნეს სასწაულნი შენნი ღმრთისმშობელო წყაროთა საქმეთა შენთაგანთა, რომელნი დაუცხრომელად აღმოეცენების მდიდრად ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათა, რამეთუ შენ მიერ სნეულებანი მსწრაფლ განიდევნებიან.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

შეიწრებულთა ერთა შენთა აღმოუცენე წყალი ესე სასხურებელად ქალწულო დედოფალო წყაროთა შენთაგან, მყის განიდევნებიან ბოროტნი ვნებანი, შენ მიერ განკურნებულთა სენთაგან სულთა და ჴორცთა ლხინება ვიხილეთ.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

მიუწდომელ არს ბუნება კაცთა რომელი შენ მიერ იქმნებიან ნიშნი საკჳრუჱლნი უზეშთაეს ბუნებასა კაცთასა ცხადად ღმრთისმშობელო, ხოლო წყალნი წყაროთა შენთანი ჰყოფენ კურნებასა და სენსა სასიკუდინეს განდევნის დიდარს ბუნება წყალთა რომელი ჰკურნებს ყოველთა.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მარადის მეძიებს მე მტერი რათა მომაკუდინოს მე გემოვნებითა ჴორცთა ჩემთასა, დედოფალო ღმრთისმშობელო წყაროო ცხოვრებისაო, ნუ განმაშორებ მადლსა შენსა, არამედ მსწრაფლ მეწიე რათა ვიჴსნე მე მახეთაგან მტერთასა, და ვაქებდე ყოვლად პატიოსანსა სახელსა შენსა.

განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა უფალო, და მკლავითა…

სძლისპირი

განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მოგუჱც ჩუენ კაცთმოყუარეო.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

პირველ თქმულთა ქალწულო და სძალო ღმრთისაო, წყაროთა შენთაგან ჭეშმარიტად საკჳრუჱლებანი აღმოდიან, და განჰკრთებიან გონებანი კაცთანი უაღრეს ბუნებათა, არამედ შენ ქალწულო განგუწმიდენ მორწმუნენი.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

გუჱუწყებოდა საწმისი, მანანა, და წყარო იგი სილოამისი, და კლდე იგი მდინარე კლდისა სოლომონისი, მადლისა მოცემაჲ იორდანისა მდინარისა, და წყაროჲსა მის სამარიისა, უაღრეს იქმნა ყოველთა დიდებულება შენი.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

ცუარი შენი ქალწულო წმიდაო, და წყარო ცხოვრებისა, რომელი უმეტეს სიტყჳსა განაცხოველებს მკუდართა, და ჰყოფს საკჳრუჱლებათა უაღრეს ბუნებათა კაცთასა და ყოველივე მტერისა ძლიერება წარიტყუჱნების და ვედრება შენი შემწე ექმნებიან კაცთა.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სნეულებანი ჩემნი და ვნებანი განჰკურნენ სძალო, რომელმან სისხლთა დინებისა წყარონი განაჴმენ, და აგზებული ცეცხლი დაჰშრიტე, და ერსა შენსა სიმრთელე მოჰმადლე, ეგრეთვე ჩუენ ზედაცა ჰყავ რათა გულთა ჩუენთაგან აღმოეცენოს წყალი მადლისა შენისა.

მოგჳტევენ სახიერ აურაცხელნი ცოდუანი ჩუენნი, რომელთათჳს გიჴმობ…

სძლისპირი

მოგჳტევენ სახიერ აურაცხელნი ცოდუანი ჩუენნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, გჳჴსენ ჩუენ ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებთ, ისმინე ჩემი ღმერთო მაცხოვარო ჩემო.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

სიტყჳსა ღმრთისა მშობელო შენ ხარ ჭეშმარიტად წყარო ცხოვრებისა, და შენ გიგალობთ ყოვლად წმიდაო, სიბრძნეო სიღრმისაო, რომელმან უზეშთაეს სიტყჳსა სიტყუა გვიშევ, გარდამოგვივლინე ჩუენ ზეცით ცუარი მადლისა შენისა.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

შენ ხარ კიბე რომელი პირველად მამათ მთავარმან გიხილა, შენ ხარ რომელმან განჰსდევნენ ჩუენგან ბოროტნი ვნებანი, ჵ ყოვლად საგალობელო ქალწულო, ჵ ყოვლად საქებელო წყაროო, აცხოვნე ერი შენი სრვისა და ძრვისაგან.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

საშონი განუჴრწნელნი და უნაყოფონი, პირველად შენ განჰჴსენ წყაროო ცხოვრებისაო, მომეც მე წყარო ცრემლთა, რათა შევინანო ბოროტნი საქმენი, რომელმან გვიშევ მეუფე ყოველთა, რომელი მოტევებასა ცოდუათასა მოგუანიჭებს.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ვერცა სიტყჳთა, ვერცა გონებითა, არცაღა ენითა შემძლებელ ვართ აღწერად დიდებულებათა შენთა, ანუ შობისა შენისა ქებად, არამედ ჩუენ უძლურნი შეწევნასა შენსა ვესავთ, რათა შენითა შეწევნითა შევიმოსოთ ძალი მაღლით.

გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონმან

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონმან

შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა…

დიაკონმან

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი…

მღვდელმან

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ჵ დაუცხრომელი წყარო მადლისა შენისა, რომელ მომცემ…

ჵ დაუცხრომელი წყარო მადლისა შენისა, რომელ მომცემ ჩუენ, აღმოცენებულსა წყალსა მადლისა შენისათა, უაღრეს ბუნებისა კაცთასა გევედრებით, რათა მადლითა შენითა განმიგრილო გული ჩემი, და გიღაღადებ შენ, გიხაროდენ წყაროო ცხოვრებისაო.

სიბრძნით

დიაკონმან

სიბრძნით.

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და…

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

ისმინე ასულო იხილე და მოჰყავ ყური შენი

მუჴლი

ისმინე ასულო იხილე და მოჰყავ ყური შენი.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონმან

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…

მღვდელმან

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუჱნებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ყოველი სული აქებდით უფალსა

დიაკონმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

მუხლი

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.

ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა…

დიაკონმან

ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონმან

სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშჳდობა ყოველთა

მღვდელმან

მშჳდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

გუნდი

და სულისაცა შენისა თანა.

ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მღვდელმან

ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა

გუნდი

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მოხედენ

დიაკონმან

მოხედენ.

მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა…

მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა ჰყო ჴმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ჴმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუჱ და წარვიდა სახიდ თჳსად.

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა

გუნდი

დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (იგივე).

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

წყარო ხარ შენ ჭეშმარიტად, და წყალი ცხოველი დედოფალო, რომელი განბან უძლურებასა სულიერთა და ჴორციელთასა, წყლისა მის ცხოველისა, ქრისტეს ღმრთისა მიერ.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…

დიაკონმან

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოჴედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოჴებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლის მძლეთა მოწამეთა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, წმიდათა და მართალთა მშობე-ლთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაჲსითა, (წმიდისა სახელი, რომლისა სახელობისა არს ტაძარი და რომელსაცა ჴსენებასა აღვასრულებთ), და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდჳლთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის).

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…

მღდელმან

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა…

სძლისპირი

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა და მით საჴმილსა შეითჴივნეს, და ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

აღმოივსნეთ უძლურნო კურნებაჲ, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რამეთუ აღმოაცენებს საღმრთოსა წყაროსა სიტკბოებისასა უხუად, და დიან მდინარენი უკუდავებისანი, ჭეშმარიტთა მორწმუნეთა ერთათჳს, ამისთჳს სარწმუნოებით უხუად აღმოჳმსთოთ.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

განაკჳრუჱბ სასმენელთა დედოფალო, უცხოთა საკჳრუჱლებათა შენთა მორწმუნეთა ერთა, რამეთუ უტყუთა, და ყრუთა, და დაღრეკილთა კეთილად მეტყუჱლ ჰყოფს წყალი შენი, და რომელნი ბოროტად იგუჱმებიან კურნებასა მიანიჭებ მათ.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

აღმოიყუან სიღრმისაგან ბოროტთასა განჴრწნისა ალთაგან და ცეცხლისა, და განაგრილებ წყლითა წმიდათა წყაროთა შენთაგან, რომელნი შენდა მოიწევიან სარწმუნოებით ყოვლად წმიდაო, და იჴსნი კაცთა მომსრუჱლისაგან სენისა, ეგრეთვე განრღუჱულთა ჰკურნებ და მჴურვალებათა დაშრეტ.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წმიდაო სძალო და დედაო ღმრთისაო, ყოველნი მორწმუნენი ერნი სულითა მჴურვალითა გიგალობთ, რათა ვიჴსნათ სრჳსაგან, ცეცხლისა, დანთქმისა და ბოროტისაგან სენთა განგვკურნენ მოსავნი შენნი დედოფალო.

მთასა ზედა მოსეს თანამზრაჴველმან მაყულოვანით, სახე გამოაჩინა…

სძლისპირი

მთასა ზედა მოსეს თანამზრაჴველმან მაყულოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღუამაღლებთ უკუნისამდე.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

საღმრთოჲსა წყაროსაგან, პატიოსანსა წყალსა ასხურებ შენ ქალწულო, რომელი მდინარეთა წყალთაგან უზესთაეს არს ესე, რომელნი გიწოდენ შენ ითხოენ შენ მიერსა მადლსა, ამისთჳსცა პატივს გცემთ შენ წყაროო საუკუნეთაო.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

ყოველნი პატიოსანსა, და ცხოველს მყოფელსა წყალსა სიბრძნისასა უგალობდეთ, და ვნებანი ბოროტნი შეწევნითა მისითა დავაცჴვრნეთ, და წყაროთა მადლისა მისისათა განთავისუფლებულ ვიქმნნეთ მომავალთა რისხჳსაგან, მადიდებელნი საკჳრუჱლებათა შენთანი ღმრთისმშობელო წმიდაო.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

ყოვლად საგალობელო დედაო ღმრთისაო, გადიდებენ შენ ბაგენი კაცთანი, და წმიდასა შობასა შენსა შიშით თაყუანისცემენ, არამედ ჩუენცა შიშით გულისჴმის მყოფელნი გიღაღადებთ, და ვაქებთ საკჳრუჱლებათა შენთა, რომელი აღმოეცენების წყაროთა შენთაგან.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოველივე შენ მიერ მყის სიკუდილი დაითრგუნა ჵ დედოფალო, რამეთუ მეუფჱ უკუდავი გჳშევ რომელმან ცხოვრება მოგუანიჭა, აღმოგვიცენე წყალი შენდობისა, რომელმან მანანა ქრისტე გჳშევ ჩუენ.

შენ რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ…

სძლისპირი

შენ რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა ვადიდებთ.

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

წყაროსაგან შენისა უზეშთაეს ყოველთა წყალთასა აღემატების სძალო ყოვლად წმიდაო. რომელი გამოცხადებითა მიანიჭებს გამოჴსნასა ბოროტთა სენთაგან. და ყოველთა სულთა აპკურებს, სიმრთელესა მიმადლებს რომელი მიიღებს წყალსა მას წყაროთასა

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

ჩასართავი

ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

მაკურნებელ იქმნა სნეულთა ახალი ესე სილოამ წყარო შენი ქალწულო, ესრეთ ყოველნი ვხედავთ თუალითა ჩუენითა, და მჴურუალებითა შეპყრობილთა სიმრთელესა მიმადლებს, და ცხოვრებასა მიანიჭებს.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა

ჩასართავი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

რომელთაცა გნებავს კურნება და ეძიებთ, მოიწიენით წყაროჲსა მის სძლისა და ქალწულისა დედისა ღმრთისა მიერ, რამეთუ ცხოვრებს წინაშე წყლისა ამის, გუნდნო მორწმუნეთანო სიხარულითა მრავლითა აღმოივსენით ვითარცა ჯერარს, მოიწიენით ტაძრად და მიიღეთ თხოვისაებრ მადლი.

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ

ჩასართავი

აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დაემკჳდრა მეუფჱ მუცელსა შენსა ქალწულო, უაღრეს ბუნებათა წმიდაო, რამეთუ აღმოგჳცენებ ჩუენ მადლსა წყაროსა მდინარისაგან, რომელი მოგუცემ ძლევასა მტერთა ჩუენთა ზედა, ეგრეთვე სიმართლესა, მშჳდობასა, და ვედრებასა ჩუენსა აღგჳსრულებ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

წყალი და წყარო ცხოვრებისა არს ყოველთა სნეულთათჳს…

მღდელმან აკმიოს.

წყალი და წყარო ცხოვრებისა არს ყოველთა სნეულთათჳს, მოვედით და წარვდგეთ ყოველნი სარწმუნოებით, რათა საღმრთო მადლი აღმოვივსოთ.

ჯურღმული ცხოვრებისა არს, და წყარო მომტევებელი უკუდავებისა, მათთჳს რომელნი სარწმუნოებით და სიყუარულით მოუჴდებიან, მიანიჭებს მათ კურნებასა დაულევნელსა.

განამტკიცებს სულსა წყურიელთასა წყალი ესე, და აწ რომელთა გვაქუნდეს დაფარული სენი, მივისწრაფდეთ ქალწულისა მიმართ, რამეთუ იგი ჰკურნებს სენსა და განდევნის ჩუენგან ბოროტსა.

ჴუვილო საღმრთოჲსა ჴვავისაო, რომელი ზრდი ყოველთა, და ტაკუკო მანანაჲსა უშურუჱლისაო, რომელი ყოვლად წმიდისა მუცლისა შენისაგან აღმოეცენა მეუფჱ, მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ. (გ-გზის).

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდუათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ…

მღვდელმან

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისჴნები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისჴვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რაჲთა რომელნი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რაჲთა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონმან

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

დიაკონმან

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…

დიაკონმან

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გუჱქმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისჴვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისჴვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის)

გუნდი

უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის).

შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

მღვდელმან

შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლჴინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონმან

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

ჵ ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედოფალო ღმრთისმშობელო, ცხოველსმყოფელი წყაროჲ…

ჵ ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედოფალო ღმრთისმშობელო, ცხოველსმყოფელი წყაროჲ შენი, სულთა და ჴორცთა ჩუენთა კურნებასა და ცხოვრებასა საუკუნესა აღმოგვიცენებს. ამისთჳსცა მმადლობელნი, გულმხუარვალედ გევედრებით შენ, ყოვლად მოწყალეო, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა მოგუანიჭოს განქარვება ცოდუათა და ყოველთა სულთა მწუხარებანი და განბოროტებანი დააცხროს, მოგუანიჭოს მწუხარეთა ნუგეშინისცემაჲ და სნეულთა კურნებაჲ. მოეც დედოფალო ერსა შენსა საფარველი, ქალაქსა შენსა დაცვაჲ, ქუჱყანასა ჩუენსა ჴსნაჲ უცხო ტომთა ზედა მოსლვათაგან, განაძლიერენ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი (მოიჴსენოს ადგილობრივი მღვდელმთავარი), ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე დედოფალო შენგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა რაჲთა მშჳდობით ცხოვრებაჲ გუაქუნდეს, და მომავალსაცა მას საუკუნესა ღირს ვიქმნედ ჴილუად შენსა, დიდებასა შინა მეუფებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუჱნის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნით

დიაკონმან

სიბრძნით.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ

მღვდელმან

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად…

გუნდი

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…

მღვდელმან

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა…

გუნდი

დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის). სახელითა უფლისაჲთა, გვაკურთხენ...

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან

მღვდელმან

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (გ-გზის)

გუნდი

ამინ. უფალო შეგვიწყალენ (გ-გზის).