პარასკევსა ბრწყინუალესა მას შჳდეულისასა, ვდღესასწაულობთ განახლებასა მას…
პარასკევსა ბრწყინუალესა მას შჳდეულისასა, ვდღესასწაულობთ განახლებასა მას ტაძრისასა, ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, რომელსა ეწოდების ცხოველსმყოფელი ცხოვრებისა წყარო. და კუალად ვჰყოფთ ჴსენებასა უმეტესთა და უზესთაესთა ბუნებათასა სასწაულთა, რომელი იქმნა ტაძარსა მას შინა ღმრთისა დედისა მიერ. ხოლო ტაძარი ესე პირველად აღეშენა დიდისა ლეონ მეფისა მიერ, რომელსა ეწოდა მაკელლიტა. ხოლო ესე ვინადგან იყო კაცი სახიერი და მდაბალი. სახიერებისა და მოწყალებისა განზრახჳსა მისისათჳს, რომელიცა აქუნდა მას პირველივე მეფობადმდე მისსა და იყოფოდა რა იგი ადგილსა მას, ჰპოვა მუნ კაცი ბრმა, რომელი ვერ მხედველ იყო სადა იგი ვიდოდა, და უპყრა მან ჴელი ბრმასა მას და წარიყუანა. და მიიწივნეს რა იგინი ორნივე მახლობელ, მუნ სადა იყო წყალი ესე, და ჰსწყუროდა ბრმასა მას და ევედრებოდა ლეონს, რათა დაუტეოს მუნ იგი, და წარვიდეს შინაგან მაღნაროანსა მას სადაცა იყო ხენი დასხმულნი ფერად-ფერადითა სახითა აღვსილნი. და წარვიდა ძიებად წყლისა, და ვერ ჰპოვა წყარო იგი, და მიიქცა მუნვე შეწუხებული. და ესმა ჴმა მაღლით, რომელი ეტყოდა: ჵ ლეონ ნუ ზრუნავ ძიებად წყლისა მაგის, რამეთუ მახლობელ შენსა არს, მიიქეც და ჰპოვო იგი. და მიიქცა უკუჱ ლეონ, ეძიებდა გულსმოდგინედ, და ვერა ჰპოვა იგი. და კუალად ესმა მეორედ ჴმა მჰსგავსად პირველისა, და ჰრქუა მას: მეფეო ლეონ შევედ სიხშოსა ამა ტყისასა, და ჰპოვო წყარო, და აღმოივსო მიერ ჴელითა შენითა მღვრივისა მისგან წყლისა, და განჰკურნე წყურვილი ბრმისა მაგას, და ჰსცხე დაბნელებულთა თუალთა მაგისთა, და ჰსცნა მეყუსეულად ვინა ვარ მე და ვითარ ვიმყოფები ადგილსა ამას. და ჰყო ეგრეთ ლეონ ვითარცა ამცნო ჴმამან მან ზეგარდამომან, და მეყუსეულად აღეხილნა თუალნი ბრმასა მას. სიტყჳსა მისებრ ღმრთისა დედისა, და შემდგომად მცირედისა მის ჟამისა იქმნა მეფედ ლეონ, და აღაშენა მუნ წყაროსა მას ზედა ტაძარი პირველი, სიმდიდრითა მრავლითა, ვითარცა იხილვების ვიდრე აქამომდე. და ვინაჲთგან იქმნებოდა სასწაულთა კურნებანი მრავალნი, ყოველთა დღეთა შინა შემდგომად მრავალთა წელთა, დიდი იგი მპყრობელი ბერძენთა იუსტინიანე, იყო შეპყრობილი წყლისა მანკიერებითა და ჰსცნა მუნ წყლისა მის მიერი კურნება თჳსი, ინება მისთჳს შეწირვა ღმრთისმშობელისა მიმართ. და კუალად აღაშენა ტაძარი იგი პირველი, და ჰყო იგი უდიდებულეს და უშუჱნიერეს პირველისა, რომელიცა იქმნა მრავალთა ძრვათაგან დარღვეულ. და მეფემან ვასილი მაკედონიოსმან, და ძემან მისმან ლეონ ბრძენმან, კუალად აღაშენეს და წარმართეს იგი, და ჟამსა შინა მათსა წყარო იგი ჰყოფდა სასწაულთა მრავალთა. წყლისა მანკიერებათა, და სულისა ხუთვათა და სხუათაცა მრავალთა ურიცხუთა ვნებულებასა ჰკურნებდა. კირჩხებისა სნეულებასა, და სისხლისა დინებას, მრავალთა ერთა რომელნიცა იყუნიან ვნებულნი, მეფეთა ასულნი გინათუ სხუანი დედანი, და პირად-პირადთა მჴურუალებათა და სხუათა სნეულებათა, და უშვილოებასა და უკურნებელთა პყრობილებათა განჰჴსნიდა. ვითარცა კუალად უშვილომან მან დედოფალმან ზოიმ მიიღო ნიჭი კურნებისა წყაროსა მისგან, და ჰშუა ძე კონსტანტინე პორფიროვანი. და აღადგინა მკუდარიცა, რომელი იყო თესალონიკელი, წარვიდა რა იგი წმიდისა მისა წყაროსა მიმართ, და მოკუდა გზასა ზედა, და აუწყა მან ჟამსა სიკუდილისა მისისასა მენავეთა მათ, რათა წარიღონ მკუდარი იგი და შეიღონ ტაძარსა მას შინა წყაროსასა, და დაასხან მას სამი ლაგვინი წყალი, და ეგრეთ დაფლან მიწასა შინა, და ეგრეთ რა ჰყუჱს მენავეთა მათ და დაასხეს მას წყალი, მეყუსეულად აღჰსდგა მკუდარი იგი. ხოლო შემდგომად მრავალთა ჟამთა გამოჩნდა მცუჱლად დიდისა მის ტაძრისა შემავალთა ერთა ღმრთისმშობელი, და უვნებელად ეპყრა მას ტაძარი იგი, ვიდრემდის გამოვიდნენ გარე სიმრავლე ერთა, და არცა ერთისა ვისმე ევნო, მაშინღა შეიმუსრა მასვე ჟამსა შინა. ხოლო რომელნი სმიდენ წმიდასა მას წყალსა მრავალნი ეშმაკეულნი განიკურნებოდეს, და საპყრობილეთაგან კრულნი განთავისუფლდიან. და განკურნა მეფეცა ლეონ თჳთ სნეულებისაგან შეურვებული, და ცოლიცა მისისა თეოფანასი დაშრტა უმეტესი მჴურვალება, და ძმაცა მისი სტეფანე განიკურნა სულისა შეხუთჳსაგან, და მიმადლა სმენად გული-ჴმის-ყოფად პატრიარხსა იერუსალიმისასა იოანეს. და განკურნა კუალად უძჳრესისა მჴურუა-ლებისაგან პატრიკი ტარასი, და დედა მისი მაღისთრასი, და ძე სთილიანესი განიკურნა წყლისა მანკიერებისაგან. და კუალად დედაკაცი რომელსა ეწოდა სტიზინა, განთავისუფლდა მუცლისა სნეულებისაგან, და მეფე რომანოზ განიკურნა მუცლისა კრულებისაგან განუჴსნელისა წყლისა მისგან, და ეგრეთვე ცოლიცა მისი განიკურნა სნეულებისაგან. ხოლო ყოვლად წმიდამან დედოფალმან მჰსწრაფლ მუნ მიწოდებითა განჰკურნა მონაზონი პეპერინი, და ეგრეთვე მოწაფეცა მისი ქალედეს შინა. ეგრეთვე მჰსგავსად მონაზონი მათე და მელეტი იჴსნა რისხჳსაგან მეფისა, რომელნიცა შესმენილ იყუნეს ცილისწამებითა განათავისუფლნა იგინი. ხოლო პატრიკია და როფთო, პათარია, და სხუანიცა მრავალნი ურიცხვნი განჰკურნნა და განათავისუფლნა, ვითარმედ ვინ შეუძლოს გამოთქმად, რომელნი იქმნეს მის მიერ კურნებანი, რომელი არა მოვიჴსენეთ, არცაღა შემძლებელ არს ენა კაცობრივი მითხრობად, რაოდენთა ჰყოფდა სასწაულთა წყარო იგი ვიდრე დღეინდელად დღედმდე, და ჰყოფსცა უფროს ვიდრე ცუართა წჳმისათა, და ვარსკულავთა ცისათა, და ფურცელთა ხისათა, რაოდენიცა გვიხილავს თუალითა ჩუენითა. კუალად სხუანიცა განჰკურნა სიკუდილ-შემოსილითა წყლულებათა, მღერისა, და დედობრივისა უფროს ბუნებითისა სიმსივნისაგან, და სულთა უკეთურთა შიშისაგან, მრავალნი განჰკურნა პირად-პირადთა თუალთა ტკივილისაგან. და კუალად განჰკურნა ბარანგა და იოანე, წყლისა მანკიერებისაგან, და მეორეცა ბარანგა განჰკურნა ფიცხელთა წყლულებათაგან. და მღუდელ-მონაზონი მარკოზცა კეთროვანებისაგან განჰკურნა, და მონაზონი ზაქარია ქვათა მანკიერებისაგან, რომელსა ჴორცთა მკურნალნი შირიმად უწოდენ, და სხუათაცა უმრავლესსა სასწაულებსა ჰყოფდა, რამეთუ შეუძლებელ არს აღრიცხვა რაოდენსაცა ჰყოფდა და ჰყოფსცა. ყოვლად მიმადლებულისა და წყაროსა დაუწყუჱდელისა უთესლოდ მშობელისა დედისა შენისა, რომლისა შუამდგომელობითა სავსება ეკლესიისა ირწყუჱბის, მისითა მეოხებითა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.
კურთხეულ არს ღმერთი
(ბრწყინვალე შვიდეულში საკითხავი) მღვდელი
კურთხეულ არს ღმერთი...
ამინ
გუნდი
ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…
მღვდელი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი…
მღვდელი
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი რა დადნის წინაშე ცეცხლისა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი…
მღვდელი
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი იხარებდენ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ…
მღვდელი
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ ამას შინა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
მღვდელი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
მღვდელი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
გუნდი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა…
აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგჳცენებს ჩუენ წყაროსა საკჳრველსა, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა…
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლჳსა მისისა სახუჱველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმან ჩუენმან, და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…
სძლისპირი
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიჴსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. (ითქმის მხოლოდ ეს სამი…
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. (ითქმის მხოლოდ ეს სამი სიტყვა და არა სრულიად ტროპარი).
განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესი განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და ქვეყანა იშვებდინ, დღესასწაულობს ყოველი სოფელი ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
აწ აღმომიცენე მე ქალწულო ღმრთისმშობელო, წყარო მადლისა შენისა რომელი მისცემ ყოველთა კეთილთა, რათა შენდა მომართ ვღაღადყო წყაროო მორწმუნეთაო მადლისა მიმნიჭებელო, შენ უკუჱ მომეც სიტყუაჲ ქებად შენდა.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
უაღრეს ბუნებისა საკურნებელ არს პატიოსანი ეკლესია შენი, და ყოველთა მიანიჭებს ქალწულო ღმრთისმშობელო ბოროტისა სიკუდილისაგან ჴსნასა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოიწევიან განცხადებულად აღადგინებ, და ყოველთა უშურუჱლად აღმოუცენებ სიტკბოებასა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
აწვიმებ ზეცით უშურუჱლად მადლსა, რამეთუ ჰყოფ შენ ბრმათა მხედუჱლად, რათა იხილონ ნათელი, და განსდევნი ყოველსა სივერაგესა, რომელნი შენ გესუჱნ და შემწე ხარ მაღლით გამო უმეტეს უფროს ყოველთასა.
აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე. ამინ.
ერთობით ვიხარებდეთ მორწმუნეთა ერნი სიხარულითა დიდითა, და ვჰჴმობდეთ ქალწულისა მიმართ გიხაროდენ მარიამ გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა შემოქმედი შენ თანა დაემკჳდრა, და ვითარცა საწუმისსა ზედა გარდამოჰჴდა ზეცით გამოცხადებითა, შენ ხარ წყაროდ უკუდავებისა სძალო ღმრთისაო.
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…
სძლისპირი
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაჲ და ქუჱყანა, ქუჱსკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
გუშინ შენთანა ჯუარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავეფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
შენ ხარ ნათელი წმიდა, და ტაძარი მეუფისა ქალწულო, უწყი დაულევნელი წყარო ცხოვრებისა შენისა, რომელი ასხურებ წყალსა ცხოვრებისასა ქრისტეს დედაო.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
მადლთა შენთაგან დედოფალო, წყაროჲ ცხოვრებისა მოგუანიჭე ყოველთა, და განრომა ბოროტისა, და გჳჴსენ გზისაგან საცთურისა კლდეო მტკიცეო, მოგუანიჭე წყალი ცხოვრებისა შენისა.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
აღმოგვიცენდების მადლი უშურუჱლად, შენ მიერ ღმრთისმშობელო ქალწულო, და მიანიჭებ მკელობელთა ჴლდომასა, ხოლო განრღუჱულთა აღადგინებ ცხედრისაგან, ღმრთისმშობელო და სულნი ბოროტნი განიდევნებიან შენ მიერ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოველთა მორწმუნეთა მიანიჭებ კურნებასა, მეფეთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა დიდითა შენითა წყალობითა, და ასხურებ წყალთა ცხოველთა და მრავალ ფერთა სნეულებათა ჰკურნებ.
გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონმან
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით, უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლად-უსამღუდელოესისა... (აქა მოიჴსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს…
დიაკონმან
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეიწყალოს მონა (ანუ მჴევალი) თჳსი.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი…
დიაკონმან
განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისჴვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…
მღვდელმან
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…
სძლისპირი
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენთანა და გჳჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოჲსა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან, პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელ ედვა (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა პასექად წმიდა მყოფელად და კუალად შუჱნიერად საფლავით სიმართლისა იგი მზეჲ აღმოგვიბრწყინდა ჩუენ (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაჲ ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა საღმრთოდ ვიშვებთ, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
უფროს ქჳშისა ზღჳსათა, და უმრავლეს ცუართა ცისათა, იქმნეს სასწაულნი შენნი ღმრთისმშობელო წყაროთა საქმეთა შენთაგანთა, რომელნი დაუცხრომელად აღმოეცენების მდიდრად ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათა, რამეთუ შენ მიერ სნეულებანი მსწრაფლ განიდევნებიან.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
შეიწრებულთა ერთა შენთა აღმოუცენე წყალი ესე სასხურებელად ქალწულო დედოფალო წყაროთა შენთაგან, მყის განიდევნებიან ბოროტნი ვნებანი, შენ მიერ განკურნებულთა სენთაგან სულთა და ჴორცთა ლხინება ვიხილეთ.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
მიუწდომელ არს ბუნება კაცთა რომელი შენ მიერ იქმნებიან ნიშნი საკჳრუჱლნი უზეშთაეს ბუნებასა კაცთასა ცხადად ღმრთისმშობელო, ხოლო წყალნი წყაროთა შენთანი ჰყოფენ კურნებასა და სენსა სასიკუდინეს განდევნის დიდარს ბუნება წყალთა რომელი ჰკურნებს ყოველთა.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მარადის მეძიებს მე მტერი რათა მომაკუდინოს მე გემოვნებითა ჴორცთა ჩემთასა, დედოფალო ღმრთისმშობელო წყაროო ცხოვრებისაო, ნუ განმაშორებ მადლსა შენსა, არამედ მსწრაფლ მეწიე რათა ვიჴსნე მე მახეთაგან მტერთასა, და ვაქებდე ყოვლად პატიოსანსა სახელსა შენსა.
აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…
სძლისპირი
აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოვლად აღმობრწყინვებული (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს, ქრისტე, ფერჴითა მოხარულითა, ტყუჱლვიდეს პასქად საუკუნოდ (ორგზის).
: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ლამპარ შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველ თქმულთა ქალწულო და სძალო ღმრთისაო, წყაროთა შენთაგან ჭეშმარიტად საკჳრუჱლებანი აღმოდიან, და განჰკრთებიან გონებანი კაცთანი უაღრეს ბუნებათა, არამედ შენ ქალწულო განგუწმიდენ მორწმუნენი.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
გუჱუწყებოდა საწმისი, მანანა, და წყარო იგი სილოამისი, და კლდე იგი მდინარე კლდისა სოლომონისი, მადლისა მოცემაჲ იორდანისა მდინარისა, და წყაროჲსა მის სამარიისა, უაღრეს იქმნა ყოველთა დიდებულება შენი.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ცუარი შენი ქალწულო წმიდაო, და წყარო ცხოვრებისა, რომელი უმეტეს სიტყჳსა განაცხოველებს მკუდართა, და ჰყოფს საკჳრუჱლებათა უაღრეს ბუნებათა კაცთასა და ყოველივე მტერისა ძლიერება წარიტყუჱნების და ვედრება შენი შემწე ექმნებიან კაცთა.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სნეულებანი ჩემნი და ვნებანი განჰკურნენ სძალო, რომელმან სისხლთა დინებისა წყარონი განაჴმენ, და აგზებული ცეცხლი დაჰშრიტე, და ერსა შენსა სიმრთელე მოჰმადლე, ეგრეთვე ჩუენ ზედაცა ჰყავ რათა გულთა ჩუენთაგან აღმოეცენოს წყალი მადლისა შენისა.
შთაჰხედ შენ ქუჱსკნელთა ქუჱშე ქუჱყანისათა, და შეჰმუსრენ…
სძლისპირი
შთაჰხედ შენ ქუჱსკნელთა ქუჱშე ქუჱყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ საფლავით (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
დაიცუჱნ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განჰხრწენ შობასა, და განმიჴუჱნ ბჭენი სამოთხისანი (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხუჱრპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღსდეგ საფლავით (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
სიტყჳსა ღმრთისა მშობელო შენ ხარ ჭეშმარიტად წყარო ცხოვრებისა, და შენ გიგალობთ ყოვლად წმიდაო, სიბრძნეო სიღრმისაო, რომელმან უზეშთაეს სიტყჳსა სიტყუა გვიშევ, გარდამოგვივლინე ჩუენ ზეცით ცუარი მადლისა შენისა.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
შენ ხარ კიბე რომელი პირველად მამათ მთავარმან გიხილა, შენ ხარ რომელმან განჰსდევნენ ჩუენგან ბოროტნი ვნებანი, ჵ ყოვლად საგალობელო ქალწულო, ჵ ყოვლად საქებელო წყაროო, აცხოვნე ერი შენი სრვისა და ძრვისაგან.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
საშონი განუჴრწნელნი და უნაყოფონი, პირველად შენ განჰჴსენ წყაროო ცხოვრებისაო, მომეც მე წყარო ცრემლთა, რათა შევინანო ბოროტნი საქმენი, რომელმან გვიშევ მეუფე ყოველთა, რომელი მოტევებასა ცოდუათასა მოგუანიჭებს.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ვერცა სიტყჳთა, ვერცა გონებითა, არცაღა ენითა შემძლებელ ვართ აღწერად დიდებულებათა შენთა, ანუ შობისა შენისა ქებად, არამედ ჩუენ უძლურნი შეწევნასა შენსა ვესავთ, რათა შენითა შეწევნითა შევიმოსოთ ძალი მაღლით.
გჳჴხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან
შეგვეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა…
დიაკონმან
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ უფალო
გუნდი
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი…
მღვდელმან
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ…
დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.
უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა…
უპირატესი მზისა, მზე შთაჰხდა ოდესმე საფლავსა შინა, რომელსა ცისკარს მსთუად ეძიებდეს ვითარცა დღისი, მენელსაცხებელნი დედანი და ურთიერთარს იტყოდეს: მოვედით, ჵ მეგობარნო და ვსცხოთ ნელსაცხებელი ჴორცთა დაფლულთა, მდებარესა საფლავსა შინა. გუამისა ადამ დაცემულისა აღმადგინებელთა, წარვიდეთ და მივისწრაფოდ ვითარცა მოგვნი და თაყვანისვსცეთ, და მიუძღუანოთ სუნნელი, შესამურავი ვითარცა ძღუჱნი, არა სახუჱველითა, არამედ სუდარითა წარგრაგნილსა და ტირილით ღაღადვჰყოთ: აღსდეგ, ჵ მეუფეო, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.
სიბრძნით
დიაკონმან
სიბრძნით.
ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან…
ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ ამას შინა.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…
მუხლი
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და…
მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…
მღვდელმან
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუჱნებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
ყოველი სული აქებდით უფალსა
დიაკონმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
მუხლი
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა.
ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა…
დიაკონმან
ღირს ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
დიაკონმან
სიბრძნით, აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშჳდობა ყოველთა
მღვდელმან
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა
გუნდი
და სულისაცა შენისა თანა.
ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მღვდელმან
ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა
გუნდი
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მოხედენ
დიაკონმან
მოხედენ.
მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკუდრეთით…
მას ჟამსა შინა, აღსდგა რა იესუ მკუდრეთით, და დადგა შორის მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მშჳდობა თქუჱნთანა ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს, და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეძრწუნებულ ხართ, და რასათჳს გულის სიტყვანი მრავალნი მოვლენან თქუჱნთანა; იხილენით ხელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ, ხელი შემახეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მხედავთ, რამეთუ მასხენ. და ესე რა თქუა, უჩვენა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი, და ვიდრე იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქვს რა აქა ჭამადი? ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწუარისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი, და სჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდი თქუჱნ, ვიდრე იგი ვიყავღა თქუჱნთანა, ვითარმედ ჯერ არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა, და წინასწარმეტყველთასა, და ფსალმუნთასა ჩემთჳს. მაშინ განუჴვნა მათ გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა და ჰრქუა მათ: რამეთუ ესრეთ ჯერ იყო და ესრეთ წერილ არს ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა, და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევება ცოდვათა ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალიმით, რამეთუ თქვენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა, და აჰა ესერა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისაჲ, ხოლო თქუჱნ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალიმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. და განიყვანნა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე, და აღიპყრნა ხელნი თჳსნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუსსა მათდა მიმართ, განეშორა მათგან, და აღვიდოდა ზეცად, და იგინი თაყვანისსცემდნენ მას, და მოიქცნენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, და იყოფოდეს ტაძარსა მას შინა, მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა, ამინ.
მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა…
მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა ჰყო ჴმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ჴმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუჱ და წარვიდა სახიდ თჳსად.
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა
გუნდი
დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
რომელმან ყრმანი იჴსნა საჴმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო…
სძლისპირი
რომელმან ყრმანი იჴსნა საჴმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკუდავმან და ვნებითა მოკუდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
დედანი ღმრთივ განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანისგცეს და პასქა ესე საიდუმლოჲსა მოწაფეთა ახარეს (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა (ერთგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს მაცხოვარებისასა ესე ღამე, და ყოვლად ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინამახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ჴორცითა აღმოგჳბრწყინდა (ერთგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
აღმოივსნეთ უძლურნო კურნებაჲ, ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რამეთუ აღმოაცენებს საღმრთოსა წყაროსა სიტკბოებისასა უხუად, და დიან მდინარენი უკუდავებისანი, ჭეშმარიტთა მორწმუნეთა ერთათჳს, ამისთჳს სარწმუნოებით უხუად აღმოჳმსთოთ.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
განაკჳრუჱბ სასმენელთა დედოფალო, უცხოთა საკჳრუჱლებათა შენთა მორწმუნეთა ერთა, რამეთუ უტყუთა, და ყრუთა, და დაღრეკილთა კეთილად მეტყუჱლ ჰყოფს წყალი შენი, და რომელნი ბოროტად იგუჱმებიან კურნებასა მიანიჭებ მათ.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
აღმოიყუან სიღრმისაგან ბოროტთასა განჴრწნისა ალთაგან და ცეცხლისა, და განაგრილებ წყლითა წმიდათა წყაროთა შენთაგან, რომელნი შენდა მოიწევიან სარწმუნოებით ყოვლად წმიდაო, და იჴსნი კაცთა მომსრუჱლისაგან სენისა, ეგრეთვე განრღუჱულთა ჰკურნებ და მჴურვალებათა დაშრეტ.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმიდაო სძალო და დედაო ღმრთისაო, ყოველნი მორწმუნენი ერნი სულითა მჴურვალითა გიგალობთ, რათა ვიჴსნათ სრჳსაგან, ცეცხლისა, დანთქმისა და ბოროტისაგან სენთა განგვკურნენ მოსავნი შენნი დედოფალო.
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…
სძლისპირი
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედოფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენაჴისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა, და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ, აჰა, მოვიდეს შენდა ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით შჳლნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ (ერთგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათლღებულვართ და შენ გაკურთხევთ მარადის (ერთგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
საღმრთოჲსა წყაროსაგან, პატიოსანსა წყალსა ასხურებ შენ ქალწულო, რომელი მდინარეთა წყალთაგან უზესთაეს არს ესე, რომელნი გიწოდენ შენ ითხოენ შენ მიერსა მადლსა, ამისთჳსცა პატივს გცემთ შენ წყაროო საუკუნეთაო.
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
ყოველნი პატიოსანსა, და ცხოველს მყოფელსა წყალსა სიბრძნისასა უგალობდეთ, და ვნებანი ბოროტნი შეწევნითა მისითა დავაცჴვრნეთ, და წყაროთა მადლისა მისისათა განთავისუფლებულ ვიქმნნეთ მომავალთა რისხჳსაგან, მადიდებელნი საკჳრუჱლებათა შენთანი ღმრთისმშობელო წმიდაო.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ყოვლად საგალობელო დედაო ღმრთისაო, გადიდებენ შენ ბაგენი კაცთანი, და წმიდასა შობასა შენსა შიშით თაყუანისცემენ, არამედ ჩუენცა შიშით გულისჴმის მყოფელნი გიღაღადებთ, და ვაქებთ საკჳრუჱლებათა შენთა, რომელი აღმოეცენების წყაროთა შენთაგან.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოველივე შენ მიერ მყის სიკუდილი დაითრგუნა ჵ დედოფალო, რამეთუ მეუფჱ უკუდავი გჳშევ რომელმან ცხოვრება მოგუანიჭა, აღმოგვიცენე წყალი შენდობისა, რომელმან მანანა ქრისტე გჳშევ ჩუენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…
სძლისპირი
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუჱბდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად საყვარელი, ჵ ტკბილი ჴმა, რომლითა აღმითქუა უტყუჱლად ჩუენ თანა ყოფა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რომელი გვაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუჱბთ მარადის (ორგზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
ჩასართავი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით.
ჵ პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჵ სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა (ორგზის).
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
წყაროსაგან შენისა უზეშთაეს ყოველთა წყალთასა აღემატების სძალო ყოვლად წმიდაო. რომელი გამოცხადებითა მიანიჭებს გამოჴსნასა ბოროტთა სენთაგან. და ყოველთა სულთა აპკურებს, სიმრთელესა მიმადლებს რომელი მიიღებს წყალსა მას წყაროთასა
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ
ჩასართავი
ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
მაკურნებელ იქმნა სნეულთა ახალი ესე სილოამ წყარო შენი ქალწულო, ესრეთ ყოველნი ვხედავთ თუალითა ჩუენითა, და მჴურუალებითა შეპყრობილთა სიმრთელესა მიმადლებს, და ცხოვრებასა მიანიჭებს.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
ჩასართავი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
რომელთაცა გნებავს კურნება და ეძიებთ, მოიწიენით წყაროჲსა მის სძლისა და ქალწულისა დედისა ღმრთისა მიერ, რამეთუ ცხოვრებს წინაშე წყლისა ამის, გუნდნო მორწმუნეთანო სიხარულითა მრავლითა აღმოივსენით ვითარცა ჯერარს, მოიწიენით ტაძრად და მიიღეთ თხოვისაებრ მადლი.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
ჩასართავი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დაემკჳდრა მეუფჱ მუცელსა შენსა ქალწულო, უაღრეს ბუნებათა წმიდაო, რამეთუ აღმოგჳცენებ ჩუენ მადლსა წყაროსა მდინარისაგან, რომელი მოგუცემ ძლევასა მტერთა ჩუენთა ზედა, ეგრეთვე სიმართლესა, მშჳდობასა, და ვედრებასა ჩუენსა აღგჳსრულებ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელმან აკმიოს. გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა…
იპაკო ჴმა დ
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა საჴუჱველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მჴსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა…
აღჳვსენით კაცნი კურნებითა სულისა და ჴორცთაჲსა ლოცჳთა, რომელი მსგავსად მდინარისა აღმოგჳცენებს ჩუენ წყაროსა საკჳრველსა, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, ბილწებანი გულთანი განჰბანე, ცოდუათა ბრკეჲ განსწმიდე და განანათლე სულნი მართალნი მადლითა საღმრთოჲთა.
დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონმან
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
დიაკონმან
მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…
დიაკონმან
რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გუჱქმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისჴვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისჴვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის)
გუნდი
უფალო, შეგჳწყალენ (მ-გზის).
შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
მღვდელმან
შეისმინე, ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუჱყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს, და მლჴინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
სიბძნით
დიაკონი
სიბძნით.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
გუნდი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...
ამინ
გუნდი
ამინ.
ქრისტე აღსდგა. (გ-გზის)
მღვდელი
ქრისტე აღსდგა. (გ-გზის).
ჭეშმარიტად აღსდგა. (გ-გზის)
მრევლი
ჭეშმარიტად აღსდგა. (გ-გზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის). უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).