გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი ცხოველს-მყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისა 1 / 93კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

პარაკლისი ცხოველს-მყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისა

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 30 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

მღუდელმან:

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

უკეთუ ერისკაცია,

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი 1.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი 2.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…

მუხლი 3.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი 4.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

ტროპარი, ხმა 4.

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე შენსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე შენსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

წინათვე გამოსახა დიდმან ღუთის-მხილველმან მოსე ჯუარი შენ…

გალობა 1. სძლის-პირი

წინათვე გამოსახა დიდმან ღუთის-მხილველმან მოსე ჯუარი შენ მაცხოვარ, რაჟამს განაპნა წყალნი და წიაღ იყვანნა ისრაელთა ერნი და ბრწყინვალითა ხმითა მათ თანა გიგალობდა შენ.

ამაღლდი რა ჯუარსა ზედა იესო ტკბილო მაცხოვარო…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ამაღლდი რა ჯუარსა ზედა იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უჩინო ჰყვენ მთავარნი ბნელისანი, აღგუადგინენ ჩუენცა დაცემულნი ესე გევედრებით.

ბუნებითა კაცობრივითა სიკუდილისა გემო იხილე, ჯუარსა ზედა…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ბუნებითა კაცობრივითა სიკუდილისა გემო იხილე, ჯუარსა ზედა მეუფეო, ბაგითა და გულითა გევედრებით, ტკბილო იესო, ბრალთაგან განგვათავისუფლენ კაცთ-მოყუარე.

გვერდისა შენისაგან გარდამოხდა ცხოვრებისა მომცემელი სისხლი და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვერდისა შენისაგან გარდამოხდა ცხოვრებისა მომცემელი სისხლი და წყალი, რომლითა განჰსმიდე ცხოველს-მყოფელი ჯუარი, გევედრებით თაყუანის-მცემელნი ჯუარისანი განგვწმიდენ.

დედობრივნი ნაწლივნი გელმოდეს დედაო ღუთისაო, ჰსდეგ რა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედობრივნი ნაწლივნი გელმოდეს დედაო ღუთისაო, ჰსდეგ რა წინაშე ჯუარისა საყუარელისა ძისა შენისასა, დავრდომით გევედრებით: მეოხ გვეყავ ამბორის-მყოფელთა ჯუარისათა.

სარწმუნოებისა კლდესა ზედა დამამტკიცე ჯუარითა შენითა ქრისტე…

გალობა 3. სძლის-პირი

სარწმუნოებისა კლდესა ზედა დამამტკიცე ჯუარითა შენითა ქრისტე ღმერთო, რათა არა შევიძრა მტერისა მიერ ბოროტისა, მხოლოო კაცთმოყუარე.

ეკლისა გვირგვინი რა დაიდგ მეუფეო, ეკლესია განაშვენე…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ეკლისა გვირგვინი რა დაიდგ მეუფეო, ეკლესია განაშვენე პატიოსნითა ჯუარითა შენითა. ერთობით ყოველნი შეგვიწყალენ შვილნი ეკლესიისანი გევედრებით.

ვადიდებთ სახიერებასა შენსა იესო ტკბილო და ვევედრებით…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ვადიდებთ სახიერებასა შენსა იესო ტკბილო და ვევედრებით კაცთმოყვარებასა შენსა, დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი წმიდისა ჯუარისა შენისანი.

ზე ჰაერთა შინა ამაღლდი ჯუარსა ზედა შემსჭუალული…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზე ჰაერთა შინა ამაღლდი ჯუარსა ზედა შემსჭუალული ზეცათა მეუფეო, ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, რათა ერთობით უგალობდეთ ჯუარსა შენსა დიდებულსა.

ჰე გევედრებით ქალწულო მარიამ სიყუარულისათვის ჯუარცმულისა ძისა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰე გევედრებით ქალწულო მარიამ სიყუარულისათვის ჯუარცმულისა ძისა შენისა, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი დედოფალო ყოვლად-წმიდაო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…

მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი…

ამინ! წარდგომა. ხმა 4.

ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგვანიჭე ჩუენ ცოდვილთა უფალო, შენდა შევსწირავთ მეოხებად. დაიცევ ერი ჩუენი და სამწყსო შენი, რომელნი გევედრებიან ღუთის-მშობელისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა.

ჯუარსა ზედა დამსჭუალული გიხილა მზემან, ყოვლად-ძლიერო, ძრწოლამან…

გალობა 4. სძლის-პირი

ჯუარსა ზედა დამსჭუალული გიხილა მზემან, ყოვლად-ძლიერო, ძრწოლამან შეიპყრა და ბნელად გარდაიქცა, და ყოველნი ქმნილნი შიშითა აქებენ წყალობათა შენთა მხსნელო, რამეთუ აღივსნეს დიდებითა შენითა.

თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლად-წმიდითა თაყუანის-მცემელნი სარწმუნოებით ჯუარისანი, შეგვიწყალენ სახიერო უფალო.

იესო ტკბილო, ინებე რა ჩუენისა ცხოვრებისათვის ჯუარცმაჲ…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

იესო ტკბილო, ინებე რა ჩუენისა ცხოვრებისათვის ჯუარცმაჲ, იხილე გემო სიკუდილისა მწარისა, და მიხსენ მორწმუნენი მწარისა ჯოჯოხეთისაგან. ისმინე ვედრება ჩუენი და შეგვიწყალენ.

კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო ჯუარცმასა შენსა უფალო, კლდენი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო ჯუარცმასა შენსა უფალო, კლდენი განჰსქდეს და საფლავნი აღეხუნეს, გევედრებით ჩუენცა განგვიხვენ კარნი წყალობისანი კაცთ-მოყუარეო იესო.

ლახურითა განგმერილი იხილე საყუარელი ძე შენი დედაო…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლახურითა განგმერილი იხილე საყუარელი ძე შენი დედაო ღუთისაო, და ლახუარმან მწუხარებისამან განვლო სულსა შენსა. აწ ჩუენცა ლმობიერად გევედრებით, ლოცვითა შენითა ლხინება ჰყავ ჩუენთვის.

აღვიმსთობთ და გიგალობთ შენ ქრისტე ღმერთო, რამეთუ…

გალობა 5. სძლის-პირი

აღვიმსთობთ და გიგალობთ შენ ქრისტე ღმერთო, რამეთუ ვჰპოებთ ჯვარითა შენითა მშვიდობასა და ცხოვრებასა, რომლითა განგვანათლენ და წარგვიძეღუ ნათელად წარუვალად.

მზე და მთოვარე დაბნელდეს ჯუარცმასა მენსა მეუფეო…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

მზე და მთოვარე დაბნელდეს ჯუარცმასა მენსა მეუფეო, და მთანი შეშფოთნეს მრავლითა შიშითა, ხოლო ჩუენ მვედრებელთა მოგვფინე მადლით შარავანდედი სიწმიდისა.

ნაღვლისა გემო იხილე იესო ტკბილო, ნებსით ჯუარი…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ნაღვლისა გემო იხილე იესო ტკბილო, ნებსით ჯუარი და სიკვდილი დაითმინე ჩუენთვის, ნათელსა შენსა წარგვიძეღუ ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, და თუალთ-შეუდგამო.

ჰინდონი ეშმაკნი იოტნა ძალმან ჯუარისამან ყოვლად-ძლიერო, ჰინდნი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰინდონი ეშმაკნი იოტნა ძალმან ჯუარისამან ყოვლად-ძლიერო, ჰინდნი და პართნი მოქცეულნი თაყუანის-ჰსცემენ ჰიაკინთ შეუნიერად მეწამულ-ქმნილსა ჯუარსა შენსა პატიოსანსა.

ოდეს იხილე ჯუარცმული ძე შენი საყუარელო ქალწულო…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოდეს იხილე ჯუარცმული ძე შენი საყუარელო ქალწულო მარიამ, ოხვრით და სულთქმით ჰსცრემლეოდი გვიოხე ჩუენცა, რათა მოგვიხსენოს ოდეს მოვიდეს სუფევითა თვისითა.

ჯუარისა სამღთოსა ნიში გამოსახა იონა განპყრობითა ხელთათა…

გალობა 6. სძლის-პირი

ჯუარისა სამღთოსა ნიში გამოსახა იონა განპყრობითა ხელთათა, მუცელსა შინა ვეშაპისასა მხსნელო, და წარმოიგდო უვნებელად დაცული შეწევნითა შენითა.

პირველითგანვე მასწავე ჯუარცმა შენი უფალო პირითა წინასწარ-მეტყუელთათა…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

პირველითგანვე მასწავე ჯუარცმა შენი უფალო პირითა წინასწარ-მეტყუელთათა. აწ პირითა და გულითა ამბორს-უყოფთ პატიოსანსა ჯუარსა შენსა, და გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

ჟამსა მეექუსესა ჯუარსა დაგმსჭუალეს ჰურიათა ქველის-მოქმედი უფალი…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ჟამსა მეექუსესა ჯუარსა დაგმსჭუალეს ჰურიათა ქველის-მოქმედი უფალი და ჟამსა მეცხრესა სული მამასა შეჰვედრე, გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენცა ჟამსა სულთ-ბრძოლისა ჩუენისასა.

რომელმან ჯუარცმა და ტანჯუა დაითმინე ჩუენისა ცხოურებისათვის…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან ჯუარცმა და ტანჯუა დაითმინე ჩუენისა ცხოურებისათვის, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოურება, ღირსმყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა. შენთა უფალო.

სალმობიერი სულთ ითქვემდი უსულოდ, რა იხილე ძე…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სალმობიერი სულთ ითქვემდი უსულოდ, რა იხილე ძე შენი საყუარელი ქალწულო, სულნიცა ჩუენნი შეიწყალენ სახიერისა ღუთისა - დედაო მარიამ გევედრებით.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა…

კონდაკი, ხმა 4.

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა, და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა უძლეველი, საძლეველი ჯუარი შენი ყოვლად-ძლიერი.

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით…

სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

თაყუანის-ვჰსცემთ ადგილსა მას, სადა დაჰსდგენ ფერხნი მისნი

მუხლი

თაყუანის-ვჰსცემთ ადგილსა მას, სადა დაჰსდგენ ფერხნი მისნი.

უფალო, შეგვიწყალენ

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…

მღუდელმან:

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ყოველი სული აქებდით უფალსა

მღუდელმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.

ყოველი სული

ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…

აქებდით უფალსა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

და სულისაცა შენისა თანა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მოხედენ !

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ !

მას ჟამსა შინა, ჰურიათა მათ წარიყუანეს იესო, და ეკიდა თვით ჯუარი თვისი. და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა. და მუნ ჯაურს აცუეს იგი. და დაჰსწერა პილატე ფიცარი და დაჰსდუა ჯუარსა მას ზედა, და იყო წერილი ესრეთ, იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა. ხოლო ჰსდგეს ჯუარსა მასთანა იესოსა, დედა მისი, და დაი დედისა მისისა მარიამ კლეოპასი, და მარიამ მაგდალინელი. ხოლო იესო ვითარცა იხილა დედა თვისი, და მოწაფე იგი, რომელი უყვარდა წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძე შენი. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედა შენი. ამისა შემდგომად იხილა იესო, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, მოიდრიკა თავი და განუტევა სული.

ძლიერებითა პატიოსნისა ჯუარისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა…

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძლიერებითა პატიოსნისა ჯუარისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.

გიხაროდენ ჯუარო მფარველო ყოვლასა სოფლისაო. გიხაროდენ ჯუარო შვენიერებაო ეკკლესიათაო. გიხაროდენ ჯუარო სიმტკიცეო მეფეთაო. გიხაროდენ ჯუარო შემწეო მორწმუნეთაო. გიხაროდენ ჯუარო დიდებაო ანგელოსთაო, და შემმუსრველო ეშმაკთაო.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…

მღუდელმან:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

რომელმან შეუწველად დაიცუენ მაყუალნი, განჰკაცენ რა უფალო…

ამინ! გალობა 7. სძლის-პირი

რომელმან შეუწველად დაიცუენ მაყუალნი, განჰკაცენ რა უფალო კაცთა ხსნისათვის, და ჯუარცმა ნებსით თავს-იდევ და ცხოურება მოგუმადლე ყოვლად ძლიერო, რომელი ხარ კურთხეულ მამათა ჩუენთა ღმერთო აწდა უკუნისამდე.

ტარიგი უმანკო ცოდვათა სოფლითა ამღებელო, ვითარცა ცხოვარი…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ტარიგი უმანკო ცოდვათა სოფლითა ამღებელო, ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარე ჯვარსა ზედა ტკბილო იესო. ნებსით ტანჯვითა შენითა, ტანჯვათაგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ კაცთ-მოყვარე.

უვნებელო ღუთაებითა და ვნებულო კაცებითა ქრისტე, უგალობთ…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

უვნებელო ღუთაებითა და ვნებულო კაცებითა ქრისტე, უგალობთ და ვადიდებთ ჯუარცმასა შენსა სახიერ, და უფროსად გევედრებით შეგვიწყალენ უფალო მამათა ჩუენთაო, ვითარცა ხარ კაცთმოყუარე.

ფიცარი დაწერილი დაჰსდვეს ჯუარსა შენსა ზედა უფალო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფიცარი დაწერილი დაჰსდვეს ჯუარსა შენსა ზედა უფალო, რამეთუ არა დაიცვეს ფიცარსა ზედა ღუთივ-წერილი ჰსჯული შენი, ხოლო ჩუენ ფრიად გევედრებით, მოგვიხსენე ვითარცა ავაზაკი სასუფეველსა შენსა მოწყალე.

ქლამიდით შემოსილი რა იხილე ქრისტე მეუფე, ქალწულო…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქლამიდით შემოსილი რა იხილე ქრისტე მეუფე, ქალწულო მარიამ, ქუეყანასა ცრემლით დაალტობდი, აწ მეოხ გვეყავ რათა გვიხსნეს ქუესკნელისაგან ჯოჯოხეთისა და შეგვიწყალნეს, ვითარცა ქანანელი იგი მვედრებელი.

ჯურღმულსა მას შინა ლომთასა, დანიილ ჯუარის სახედ…

გალობა 8. სძლის-პირი.

ჯურღმულსა მას შინა ლომთასა, დანიილ ჯუარის სახედ ხელნი რა განიპყრნა, შეუხებლად იხსნა იგი მათგან, და აღვირ-ასხნა მძვინვარებასა მათსა, და აკურთხევდა იგი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა.

ღმერთმან სახიერმან კაცთ-მოყუარებისათვის სიმდაბლე შეიმოსე, და ჯუარსა…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ღმერთმან სახიერმან კაცთ-მოყუარებისათვის სიმდაბლე შეიმოსე, და ჯუარსა ზედა შემსჭუალულმან ღრუბლითა ბრმისა და ნაღვლისა გემო იხილე, გევედრებით ღირს-მყუენ ღრუბლითა აღტაცებად ჰაერთა ზედა.

ყოვლად-ტკბილო იესო და ყოვლად-მოწყალეო უფალო, ჯუარსა ზედა…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ყოვლად-ტკბილო იესო და ყოვლად-მოწყალეო უფალო, ჯუარსა ზედა რა ამაღლდი, ყოველნი შენდა მოიზიდენ, გევედრებით ყოველნი: ყურად-იხვენ ვედრება ჩუენი, და ყოველნი თანა მართალთა შეგვიწყალენ ჩუენცა.

შუენიერება შენი უფროს ძეთა კაცთასა, შეურაცხად იხილვა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შუენიერება შენი უფროს ძეთა კაცთასა, შეურაცხად იხილვა ჯუარსა ზედა დამოკიდებული ქრისტე, ჩუენ შევრდომით თაყუანის-მცემელნი ჯუარისანი, გევედრებით შეგვინდუენ შეცოდებანი ჩუენნი მოწყალე.

ჩუენისა ცხოურებისათვის ჯუარცმული იესო, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენისა ცხოურებისათვის ჯუარცმული იესო, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე დედაო საყუარელო, გარნა შენ გოდებით ჰხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები ძეო ჩემო საყუარელო.

ჰოი დედაო და ქალწულო ღუთის-მშობელო, რომელმან ჰშევ…

გალობა 9. სძლის-პირი.

ჰოი დედაო და ქალწულო ღუთის-მშობელო, რომელმან ჰშევ უხრწნელად ქრისტე მეუფე ჩუენი და ჯუარითა ივნო ჩუენთვის, შენ ყოველნი მორწმუნენი ძისა შენისა თანა გადიდებთ.

ცრემლით და სულთქმით მდგომარე იყო, წინაშე ჯუარისა…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ცრემლით და სულთქმით მდგომარე იყო, წინაშე ჯუარისა დედა შენი ქრისტე, და ჰხმობდა ცათა და ქუეყანისა შემოქმედო ძეო ჩემო სახიერო, შეიწყალე ადამიანნი ცთომისა მიერ დამონებულნი.

ძრწოდეს ცა და ქუეყანა განუტევე რა სული…

დიდება ჯუარსა შენსა უფალო.

ძრწოდეს ცა და ქუეყანა განუტევე რა სული შენი უფალო, ხოლო დედა საყუარელი ჰსცრემლეოდა და იტყოდა, შეიწყალენ დაბადებულნი შენნი, რომელნი თაყუანის-ჰსცემენ ჯუარსა შენსა ყოვლად-ძლიერსა.

წარვედ, წარვედ, გეტყოდა დედა შენი ძეო ჩემო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წარვედ, წარვედ, გეტყოდა დედა შენი ძეო ჩემო საყუარელო, და აღმოიყუანენ წინასწარ-მეტყუელნი, და მართალნი, ხოლო მორწმუნენი ჯუარისა შენისანი წმიდასა წმიდათასა აღამაღლენ, და წიაღთა აბრაამისათა განუსვენე.

ჭეშმარიტად ღუთის-მშობელო ქალწულო მარიამ, ჭუვილი ევასი დაიხსნა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღუთის-მშობელო ქალწულო მარიამ, ჭუვილი ევასი დაიხსნა ჯუარცმითა ძისა შენისათა, ჩუენცა გევედრებით საუკუნისა ჭირისაგან განგუათავისუფლენ ვნებათა მიერ ჭირვეულნი.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ხისა მისგან ურჩებისა ადამ დაეცა, ხოლო შენ…

მღუდელმან აკმიოს.

ხისა მისგან ურჩებისა ადამ დაეცა, ხოლო შენ მეორემან ადამ ხესა ცხოურებისა ძელსა ჯუარისასა დამსჭუალვითა აღადგინე იგი, აწ ჩუენცა გევედრებით: ხსნილნი საუკუნოსა პატიჟთაგან, დაუსრულებელსა სიხარულსა ღირს-მყუენ, სახიერო უფალო.

ხელნი და ფერხნი შენნი დამჰსჭუალეს ჯუარსა ზედა იესო, ხოლო შენ ხმა-ჰყავ: მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, აწ ჩუენცა გევედრებით: ხელთა შენთა შეივედრე სულნი ჩუენნი ქრისტე და ხელთაგან ჰაერის-მცუელთასა გვიხსენ, რათა არა ხელით და ფეხით შეკრულნი მივეცნეთ ბნელსა გარესკნელსა.

ჯუარს გაცუეს ჰურიათა უფალო, საფლავსა დაგდვეს მორწმუნეთა, ხოლო ჩუენ ქრისტიანენი თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად-შუენიერსა, და გევედრებით: ჯუარითა შენითა ხსნილნი ჯოჯოხეთისაგან გვიზიარენ უოხჭნოსა დიდებასა შენსა მეუფეო.

ჰურიათა მიერ ჯუარცმულო იესო, ხელმწიფებით აღდგომილო, ანგელოსთაგან ღაღადებით ამაღლებულო, საყდართა ქერუბიმთასა განსვენებულო, და განჰსჯად სოფლისა მომავალო, გევედრებით მარჯუენით ნაწილსა ღირს მყუენ ჯუარისა შენისა თაყუანის მცემელნი.

ჰოი, ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო მარიამ, ჯუარცმასა ძისა შენისასა გელმოდა და აღდგომასა მისსა გიხაროდა, შენცა უზესთაეს სერაფიმთა აღგამაღლა ქრისტემან, და გევედრებით მეოხ გვეყავ, რათა ღირს-ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდების-მეტყუელებასა ღუთისასა დაუსრულებელად.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ჰოი ყოვლად სახიერო მეუფეო ქრისტე, რომელმან ჯუარსა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი ყოვლად სახიერო მეუფეო ქრისტე, რომელმან ჯუარსა დიდებად შენდა სახელ-ჰსდევ ჯუარითა ანგელოსნი განამხიარულენ, ჯუარითა ეშმაკნი დაჰსთრგუნენ, ჯუარითა ჯოჯოხეთი შემუსრენ, ჯუარითა სასუფეველი განგვიხვენ, ჯუარითა ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, თაყუანის-ვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად პატიოსანსა, და შენ გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.

ჰოი ყოვლად ტკბილო იესო, რომელმან ღვთივ-შუენიერითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე. ადიდე და აღამაღლე ღვთივ დაცული ერი ჩუენი. ჯუარითა შენითა ღუთივ-ბრწყინვალითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი შიო, ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსანი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონოზნო წესნი. ჯუარითა შენითა ყოვლად ძლიერითა განაძლიერებენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით მაცხოვარო, დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოვლადპატიოსნითა და ცხოველს-მყოფელითა ჯუარითა შენითა უძლეველითა.

ჰოი ყოვლად-ძლიერო და ყოვლისა-შემძლებელო უფალო, ჯუარისა შენისა ყოვლად-პატიოსნისა გამომსახველნი შუბლსა და პირსა ზედა ჩუენსა, დაგვიფარენ ყოვლისაგან ვნებისა და მწუხარებისა, სულიერისა და ხორციელისა, და მოჰმადლე ეკლესიათა შუენიერება, ქრისტიანეთა განათლება, სათნოებით წარმატება, ზიარებით განბრწყინვება, და მშვიდობით მიცვალება და ანგელოსთა წინამძღურებითა მართალთა-თანა სავანეობა. ხოლო მეორედ მოსლვასა შენსა დიდებით, რაჟამს ღუთივ-შუენიერი ჯუარი ბრწყინვიდეს, სახილველად ურწმუნოთა, მაშინ ჩუენ მორწმუნენი და მოსავნი ჯუარისა შენისანი, ღირს-მყუენ ღრუბლითა აღტაცებად, სასუფეველსა დამკვიდრებად, და ანგელოსთა თანადიდებად, გალობად, და თაყუანისცემად შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ

მღვდელმან:

სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…

მღვდელმან:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა წინამძღვრად, და ყოვლისა საქმისა…

პატიოსნისა ჯუარისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა წინამძღვრად, და ყოვლისა საქმისა ჩუენისა ბეჭედად მოგვიგიეს ჯუარი შენი პატიოსანი, ყოვლადსახიერო მეუფეო, ვინაცა სარწმუნოებით თაყუანის-ვჰსცემთ და სურვილით ამბორს უყოფთ ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა შენსა კაცთ-მოყუარე, და გევედრებით მის შორის დამკვიდრებულითა მადლითა შენითა, დაგვიფარენ ყოველთაგან საბრხეთა და განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა, სასოებით მოყუარენი ყოვლადდიდებულისა ჯუარისა შენისანი.

მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, საფარველითა დედოფლისა ჩუენისა ღუთის-მშობელისათა, დაგვიფარენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, თაყუანის-მცემელნი და გამომსახუელნი ჯუარისა შენისანი, რომელი კურთხეულ-ხარ ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.