გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი წმიდისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყველისა 1 / 95კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

პარაკლისი წმიდისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყველისა

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 32 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

მღუდელმან:

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

უკეთუ ერისკაცია,

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი 1.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი 2.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…

მუხლი 3.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი 4.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და…

ტროპარი.

მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი რამეთუ გაქუს შენ კადნიერება მისა მიმართ რომლისა მკერდსა მიეყრდენ რომელსაცა ევედრე ღვთის მეტყველო, რათა ნისლი ცოდუათა ჩვენთა განაქარვოს და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი წყალობა.

მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)

მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი რამეთუ გაქუს შენ კადნიერება მისა მიმართ რომლისა მკერდსა მიეყრდენ რომელსაცა ევედრე ღვთის მეტყველო, რათა ნისლი ცოდუათა ჩვენთა განაქარვოს და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი წყალობა.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

უკულეველად, ზღვა წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა…

გალობა ა. ძლისპირი:

უკულეველად, ზღვა წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანა და მდევარი ფარაო, იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

გონებითა ცისკროვან-ქმნილმან, შთახედე სიღრმესა შინა სულისასა, და…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

გონებითა ცისკროვან-ქმნილმან, შთახედე სიღრმესა შინა სულისასა, და შობა საშინელი მცხინვარედ მოგვითხრენ ჩუენ, მღაღადებელმან ღვთის-მეტყველო დასაბამსა შინა იყო სიტყვა ღვთისა.

შეიწრებულნი, მრავლითა განსაცდელითა ვნებითა და ჭირითა, და…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

შეიწრებულნი, მრავლითა განსაცდელითა ვნებითა და ჭირითა, და ბოროტთა ზედა მოსვლითა, სარწმუნოებით მოვივლტით შენდა ღვთისმეტყველო, შემწე-გუექმენ მონათა შენთა.

სულთა ჩვენთა ვნებანი ბოროტნი, ვითარცა მკურნალმან პატიოსანმან…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულთა ჩვენთა ვნებანი ბოროტნი, ვითარცა მკურნალმან პატიოსანმან განკურნენ ბრძენო, და საუკუნოისა დასჯისა და ცეცხლისაგან გვიხსნენ ჩვენ, შუა-მდგომელობითა შენითა.

რომელმან ღმერთი მუცლად-იღე ჩუენთვის განკაცებული, მას ევედრე…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან ღმერთი მუცლად-იღე ჩუენთვის განკაცებული, მას ევედრე უბიწოო, დღესა მას სასჯელისასა შეწყალებად ჩვენდა მრავალთა მცოდველთა მისდა მიმართ.

არავინ-არს წმინდა შენებრ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან…

გალობა გ. ძლისპირი:

არავინ-არს წმინდა შენებრ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აღამაღლე დღეს, რქა ქრისტიანეთა, დაგვამტკიცენ ჩვენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

გონებითა უაღრესი საიდუმლო სამებისა ღვთისმეტყველითა ენითა, განაცხადე…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

გონებითა უაღრესი საიდუმლო სამებისა ღვთისმეტყველითა ენითა, განაცხადე ბრძენო იოანე, რომლისა მიერ განაძლიერე გული ჩემი.

საკვრელთაგან მიხსენ მე, მძვინვარეთა ცოდვისათა სამ-ნეტარო, და…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

საკვრელთაგან მიხსენ მე, მძვინვარეთა ცოდვისათა სამ-ნეტარო, და სიყვარულითა მეუფისა და ღვთისათა შემკარ მე რომლისა მიერ მხურვალედ შეყვარებულ იქმენ და ღვთის-მეტყველ მისსა იწოდე.

ვითარცა მომცემელსა შემწედ ჩვენდა, და შუამდგომელად და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მომცემელსა შემწედ ჩვენდა, და შუამდგომელად და მხსნელად, და უფლისა მიმართ მეოხად, და მოქმედად საკვირველებისა, და წყაროდ კურნებათა, პატივს-გცემთ შენ ყოველნი ღვთის-მეტყველო.

რაჟამს იგი შენგან განხორციელებული სიტყვა ღვთის-მშობელო, ამაღლდა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაჟამს იგი შენგან განხორციელებული სიტყვა ღვთის-მშობელო, ამაღლდა ძელსა ზედა ხისასა, ქალწულსა მოწაფესა ვითარცა ქალწული, ყრმაა გარწმუნა.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომან ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეელისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…

მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკერდსა სიბრძნისასა მიეყრდენ, და ჭეშმარიტი იგი სიბრძნე…

ამინ! წარდგომა ხმა 8.

მკერდსა სიბრძნისასა მიეყრდენ, და ჭეშმარიტი იგი სიბრძნე მიერ აღმოივსენ, და ბრწყინვალითა ხმითა ხმა მაღლად იქუხენ და ღაღად-ჰყავ, პირველითგან იყო სიტყვა, აღსწერე შვენიერად სიტყვისა ხორცთ-შესხმა, და ჰქადაგე ღვთივ-ბრწყინვალედ დაუსაბამო იგი შობა მისი, და ესრეთ ღვთივ-ბრწყინვალითა ენითა შენითა წარმართნი მოინადირენ და უქადაგე ყოველთა კიდეთა და ჰბრწყინავ სასწაულთა მიერ ღვთის-მეტყველო მოციქულო ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს სურვილით მედღესასწაუოლეთა წმინდისა ხსენებისა შენისათა.

მრავალ-თხზულსა განსაცდელსა და ღელვასა შთავვარდი, მტერთა მიერ…

დიდება, აწდა.

მრავალ-თხზულსა განსაცდელსა და ღელვასა შთავვარდი, მტერთა მიერ ხილულთა და უხილავთა, შეპყრობილი ურიცხუთა ცოდვათა ჩემთა მიერ და ვითარცა მხურვალისა შემწისა, და მფარველისა ჩემისა წმინდაო და ნავთ-საყუდელისა შენდა მოვივლტი სახიერო, ამის-თვისცა ყოვლად წმიდაო შენგან უთესლოდ ხორც-შესხმულსა ევედრე ლმობიერად ყოველთა მონათა შენთათვის დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ღვთის-მშობელო ყოვლად წმიდაო, მარადის ევედრე მას ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად ღირსად მგალობელთა დიდებისა შენისათა.

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა…

გალობა დ. ძლისპირი:

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესია და ნებისაებრ ღვთისა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოთა მით სიხარულითა.

ცვარი სიტყვისა ასუ დიდებულო ყოველსა მზესა ქუეშე…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ცვარი სიტყვისა ასუ დიდებულო ყოველსა მზესა ქუეშე, და განახმენ უღმრთოებისა წყალნი მღვრიენი, კეთილ-მსახურებით, ამისთვის პატივს გცემთ შენ.

გარე შერტყმულ ჰყავ ძლიერებითა და სიმტკიცითა გევედრები…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

გარე შერტყმულ ჰყავ ძლიერებითა და სიმტკიცითა გევედრები, განრღვეული მტერთაგან არაწმიდათა, ყოვლითა კვეთებითა სული ჩემი, მოლტოლვილი საფარველსა შინა შენსა.

რომელი იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა, საღმრთოსა ტაძარსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა, საღმრთოსა ტაძარსა შინა შენსა სარწმუნოებით მდგომარენი გამოაჩინენ ტაძრად ღვთისა ღვთის-მეტყველო, შუა-მდგომელობითა შენითა.

საღმრთოსა ტაძარსა ღვთისასა უგალობდეთ, წმიდასა ქალწულსა მცხინვარედ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საღმრთოსა ტაძარსა ღვთისასა უგალობდეთ, წმიდასა ქალწულსა მცხინვარედ ვნატრიდეთ, რომელნი ღმერთ ვიქმნენით მის მიერ და ძვირთაგან ვიხსნენით.

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთვეს…

გალობა ე. ძლისპირი:

ნათლითა შენითა საღმრთოთა, დიდებულო სულნი რომელთა აღიმსთვეს შენდამი სიხარულით განანათლენ რათა გიცნან შენ ღმერთი მხოლო, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

ვითარცა ცისკარი აღმოუბრწყინდი მყოფთა ქუეყანასა ზედა, საცნაურისა…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ვითარცა ცისკარი აღმოუბრწყინდი მყოფთა ქუეყანასა ზედა, საცნაურისა აღმოსავალისა ცხადად მქადაგებელი სოფლისა მოციქულო, ხორცთა შინა შთამოსრულისა რომელმან მრავალ-ღუთაებისა ბნელი დაარღვია.

სამღუდელოთა ღვთის-მეტყველებითა შენითა ასუ შენ სულსა ყოველსა…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

სამღუდელოთა ღვთის-მეტყველებითა შენითა ასუ შენ სულსა ყოველსა, მღუდელ მქადაგებელო მოციქულო, ამისთვის გიხმობ შენ მრავლითა ცოდვითა განხმელი გული ჩემი დაათვრე ყოვლითურთ.

მოწყლული ისართა მიმართ მტერისათა, ყოვლითურთ მრთელ-მყავ მე…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყლული ისართა მიმართ მტერისათა, ყოვლითურთ მრთელ-მყავ მე ბრძენო, შუა-მდგომელობითა შენითა გევედრები, და გზად საღმრთოდ მიმართ წარმიმართე მე, მარადის შეცდომილსა უსჯულოებათა შინა.

რაჟამს წარსდეგ საყვარელითურთ მოწაფით, წინაშე ჯვარსა ძისა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რაჟამს წარსდეგ საყვარელითურთ მოწაფით, წინაშე ჯვარსა ძისა შენისასა ყოვლად უბიწოო, სულთ-ითქუემდ მტირალი, და განკვირდებოდი მრავალსა მას ვნებასა მისსა კაცთათვის.

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს…

გალობა ვ. ძლისპირი:

სოფლისა ზღუა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს მე, და მოვივლტი შენდა, ნავთ-საყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ, დანთქმისაგან მიხსნენ მე მრავალმოწყალე.

იქმნა ვითარცა საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა, ღვთის-მეტყველი ეგე…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

იქმნა ვითარცა საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა, ღვთის-მეტყველი ეგე ენა შენი, კეთილ მწერალ გულისხმის-ჰყოფისა ჭეშმარიტისა, და ჰსჯულ ყოვლად უახლეს, ფიცართა ზედა გულთა ჩვენთასა ღვთის-მეტყველო.

რომელმან დააჭნუენ ძირით მორჩნი უღმრთოებისანი, ვითარცა მუშაკმან…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

რომელმან დააჭნუენ ძირით მორჩნი უღმრთოებისანი, ვითარცა მუშაკმან ყოვლად-უპატიოსნესმან, სულსაცა ჩემსა შიში ღვთისა დანერგე დიდებულო, რათა აღყვავნეს კეთილნაყოფიერებაი კეთილთა საქმეთა.

გამოსრულმან ქალწულისაგან ძედ ქალწულისად გიწოდა შენ ცხადად…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გამოსრულმან ქალწულისაგან ძედ ქალწულისად გიწოდა შენ ცხადად, რომლისა თანა ევედრე, ზედ-წოდებით ყოველთა ძედ ღვთისა ყოფად, მარადის ხსენებულო რომელნი ყოფენ სათნოებასა მისსა.

მსგავსებასა შინა ხორცთასა, იცნობა ღმერთი კაცად შენგან…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მსგავსებასა შინა ხორცთასა, იცნობა ღმერთი კაცად შენგან ყოვლად-უბიწოო, რომელსა ევედრე მარადის ბრძნობათა წარწყმედად ხორცთა ჩემთასა მოკუდინებად ყოვლად განწმედილო.

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომან ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეელისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

დიდებულებანი შენნი ქალწულო ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოსდი…

კონდაკი ხმა 2.

დიდებულებანი შენნი ქალწულო ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოსდი საკვირველებათა, და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ-ხარ სულთა ჩვენთათვის, ვითარცა ღვთის-მეტყველი და მეგობარი ქრისტესი.

სიმაღლე ცათა სწავლად, და ზღუათა სიღრმე განცდად…

იკოსი.

სიმაღლე ცათა სწავლად, და ზღუათა სიღრმე განცდად კადნიერ-არს და გამოუთქმელ, რამეთუ ვითარცა ვარსკვლავთა აღრიცხუა, და ზღვის-კიდეთა ქვიშათა ყოვლად არა არს, ესრეთვე და ღვთის-მეტყველისათვის სიტყვად შეუძლებელ-არს, რამეთუ ესოდენთა მიერ გვირგვინთა ქრისტემან რომელი იგი შეიყვარა გვირგვინოსან-ჰყო, რომლისა მკერდსა მიეყრდნა, და სერობასა მას საიდუმლოსა თანა პურის-მტე იქმნა, ვითარცა ღვთის-მეტყველი და მეგობარი ქრისტესი.

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა…

სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა ხმაჲ 1.

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.

ცანნი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა, და ქმნულსა ხელთა…

მუხლი

ცანნი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა, და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყრო.

უფალო, შეგვიწყალენ

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…

მღუდელმან:

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ყოველი სული აქებდით უფალსა

მღუდელმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.

ყოველი სული

ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…

აქებდით უფალსა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

და სულისაცა შენისა თანა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მოხედენ !

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ !

მას ჟამსა შინა გამოეცხადა იესო მოწაფეთა თვისთა აღრასდგა მკუდრეთით და ჰრქუა სიმონ-პეტრეს: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ? ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ? ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ. და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ? ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

მეოხებითა წმიდისა მოციქულისა იოანე ღვთისმეტყველისათა მოწყალეო აღხოცენ…

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მოციქულისა იოანე ღვთისმეტყველისათა მოწყალეო აღხოცენ ცოვათა ჩვენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღვთისმშობელისათა მოწყალეო აღხოცენ ცოვათა ჩვენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღვთისმშობელისათა მოწყალეო აღხოცენ ცოვათა ჩვენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.

ღვთისმეტყველო ქალწულო, მოწაფეო საყვარელო მაცხოვრისაო, მეოხებითა შენითა გვაცხოვნენ ჩვენ გევედრებით ყოვლისაგან ვნებისა, რამეთუ ჩვენ ვართ სამწყსო შენი.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…

მღუდელმან:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ყრმათა მათ წმიდათა, სახმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან…

ამინ! გალობა ზ. ძლისპირი:

ყრმათა მათ წმიდათა, სახმილი შეაცურია ანგელოსმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შესწუნა ბრძანებამან ღვთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობა და თქუეს კურთხეულ-ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.

საღმრთოთა ელვარებითა ნათელ-ქმნილმან, სული წმიდა უფროსად განცხადებულად…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

საღმრთოთა ელვარებითა ნათელ-ქმნილმან, სული წმიდა უფროსად განცხადებულად ღვთის-მეტყველე, დაუსაბამოსა მამისაგან გამოსრული, და ძისა თანა განსუენებული, განუყოფელად ვითარცა ერთ-არს.

კეთილ-შუენიერება ხედვითი სახლისა შენისა, ყოველსა განანათლებს გონებასა…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კეთილ-შუენიერება ხედვითი სახლისა შენისა, ყოველსა განანათლებს გონებასა, რომელსა შინა მარადის შეკრებულნი, უგალობთ ღუთივ-შუენიერად ყოველთა შემოქმედსა და კეთილად გაქებთ შენ სარწმუნოებით შუამდგომელსა ჩვენსა.

ვითარცა ვარსკულავად ნათელ-მცხინვარედ მცნობელნი შენნი, ნათელ შემოსილითა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ვარსკულავად ნათელ-მცხინვარედ მცნობელნი შენნი, ნათელ შემოსილითა მცხინვარებითა შენითა, განათლებად გევედრებით მოწაფეო ქრისტესო და ხსნად სიბნელისაგან ვნებათასა და განსაცდელთა პირად პირადთა, შუამდგომელობითა შენითა.

გაკურთხევთ შენ ყოვლად-უბიწოო, მშობელსა კურთხეულისა უფლისასა, რომელმან…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაკურთხევთ შენ ყოვლად-უბიწოო, მშობელსა კურთხეულისა უფლისასა, რომელმან საღმრთოთა კურთხევითა დაარღვია წყევაი ბუნებისა კაცთასა, და განმაახლნა ჩუენ ხრწნილებით დაძუელებულნი.

სახმილით სამთა ყრმათა, ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან…

გალობა ე ძლისპირი:

სახმილით სამთა ყრმათა, ცუარსა ასხურებდინ და წყალთაგან დასწუენ ილიას საკუერთხნი, რამეთუ ნება შენი ქრისტე მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

ენითა რიტორითა უხუ იქმენ ნეტარო და მომკუდარნი…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ენითა რიტორითა უხუ იქმენ ნეტარო და მომკუდარნი სიბოროტითა ყოველნი ცხოვლად მოინადირენ, რომელთა შეიწყნარეს სამღუდელო ქადაგება შენი, ამისთვის პატივსგცემთ შენ ვითარცა მესაიდუმლოესა გამოუთქმელთასა.

ვითარცა სხუა რაიმე სამოთხე, გამოსჩნდა სახლი შენი…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ვითარცა სხუა რაიმე სამოთხე, გამოსჩნდა სახლი შენი რომელი საკვირველებითა ვითარცა ყვავილითა, განამხიარულებს ყოველთა მოციქულო და ბოროტ სუნობასა ვნებათასა განსდევნის.

უფალო ღმერთო ჩემო მომხედენ მე და მიხსენ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო ღმერთო ჩემო მომხედენ მე და მიხსენ მე მტერთაგან ჩემთა მოსრულთა, დღეთა ყოველთა და შემმუსრველთაგან მდაბლისა გულისა ჩემისათა, რომელსა მაქუს მეოხად შენდა საღმრთო მოწაფე შენი.

იესო მაცხოვარი რომელი ხორც-შესხმულ-ჰყავ, განწმედილთაგან სისხლთა შენთა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იესო მაცხოვარი რომელი ხორც-შესხმულ-ჰყავ, განწმედილთაგან სისხლთა შენთა ღვთივ-სახარულევანო, გვითხოვე შეწყალება ჩუენ მონათა შენთა და ხსნა საუკუნეთაგან სატანჯუელთაგან.

ღვთისა ხილუაი შეუძლებელ არს კაცთაგან რომელსა გუნდნი…

გალობა თ. ძლისპირი:

ღვთისა ხილუაი შეუძლებელ არს კაცთაგან რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყვა ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

ვითარცა ქრისტესსა წინაშე მდგომარემან, საყვარელმან მოწაფემან ღვთის-მეტყველმან…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ვითარცა ქრისტესსა წინაშე მდგომარემან, საყვარელმან მოწაფემან ღვთის-მეტყველმან, ვითარცა ქალწულმან ქალწული წმიდა ღვთის-მშობელი, მიითუალა ქრისტეს მიერ და იქმნა მცუელ სიწმიდისა მისისა, ვითარცა ძმა უფლისა და შვილი ქალწულისა და აწ მის თანა ღირსად იდიდების.

სამართლად შეგიყვარა შენ ქრისტემან უბიწოდ ცხოვრებისა შენისათვის…

წმინდაო მოციქულო იოანე ღვთის მეტყველო ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

სამართლად შეგიყვარა შენ ქრისტემან უბიწოდ ცხოვრებისა შენისათვის და ანგელოსებრ მოქალაქობისა მაღლისა და ძმად თვისად გიწოდა ღირსო და ძედ ქალწულისა ღვთის-მშობელისა ბრძანებითა თვისითა, ნეტარო იოანე, ამისთვისცა ჯეროვნად გნატრით შენ.

სარწმუნოებით მთხოველნი შენნი გვაცხოვნენ ჩუენ ყოველთაგან განსაცდელთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სარწმუნოებით მთხოველნი შენნი გვაცხოვნენ ჩუენ ყოველთაგან განსაცდელთა ღვთის-მეტყველო ნეტარო და სლუა ჩვენი ღვთისა მიმართ სულითა წარმართე, და გზად მშვიდობისად წარგვიძეღუ ჩუენ, მცნებათა მიმართ ყოვლისა მპყრობელისათა.

ხმასა შევსწირავთ შენდა სამადლობელსა ღვთისა დედაო ბრწყინვალედ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხმასა შევსწირავთ შენდა სამადლობელსა ღვთისა დედაო ბრწყინვალედ და გიღაღადებთ, გიხაროდენ საყდარო ყოვლად უმაღლესო, გიხაროდენ ღრუბელო ნათლისაო, გიხაროდენ სამოთხეო, რომელსა მიერ სიტკბოებასა სამოთხისასა ღირს ვიქმნენით.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელიქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასადა აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ!

ჰოი სანატრელო იოანე, მოიგე შენ მხურვალე, ქრისტეს…

მღუდელი: აღესრულება კმევა.

ჰოი სანატრელო იოანე, მოიგე შენ მხურვალე, ქრისტეს მიმართ სიყვარული, უფროის ყოველთა მოწაფეთა შეყვარებულ იქმენ სიტყვითა ყოველთა მხედუელისათა, რომელი განიკითხავს გონებათა, რამეთუ სწორად უხორცოთა სიწმიდითა გამობრწყინდი, ხორცითა და გონებითა ყოვლად ქებულო.

შენ ქალწულებისა ყვავილო, სათნოებისა ჭურო და სადგურო სიბრძნისაო, ნეტარო სულისაო, ტაძარო ნათლით შემოსილო, მადლისა პირო, ეკლესიისა თუალო ყოვლად ქებულო ღირსო იოანე, ჩვენ ყოველნი გალობითა სულიერითა, გადიდებთ შენ ქრისტეს ქადაგო მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათვის.

ღვთის მეტყველებისა წყაროო, მკერდსა მაცხოვრისასა მიეყრდენ და აღმოივსენ მისგან სიბრძნე და მორწყე სოფელი იოანე და სამებისა მეცნიერებითა განახმე ზღუა იგი უღმრთოებისა და გამოსჩნდი სუეტად ნათლისა და ღრუბლად სულიერად და მიმიძეღუ ჩუენ ზეცისა სამკვიდრებლად.

ღვთის მეტყველო იოანე, სერაფიმთა მობაძავო, მოციქულო წმიდაო ღვთის სწავლულო, მართლმადიდებელთა უქადაგე საღმრთო სისხლი და წყალი აღმოცენებული გვერდისაგან საუფლოისა, რომლითა საუკუნო ცხოვრება მოგვენიჭების სულთა ჩვენთა.

დედუფალო შეიწირე ვედრება მონათა შენთა და გვიხსნენ ჩვენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო, გვიხსნენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…

მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ჰოი წმიდაო მოციქულო ქრისტესო ღვთისმეტყველო და მახარებელო…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი წმიდაო მოციქულო ქრისტესო ღვთისმეტყველო და მახარებელო, მაღალთა მათ საიდუმლოთა გამომთქმელ იქმენ და სიბრძნისა დაფარულნი სიტყვანი იქუხენ, პირველითგან იყო, განუცხადე მორწმუნეთა, იქმენ მეგობარ და საყვარელ და მკერდსა მიეყრდენ ქრისტეს ღმრთისასა. მისგან აღმოივსე ღვთისმეტყველებისა მდინარე და დაბადებულთა ყოველთა ასუ.

ჰოი წმიდაო მოციქულო იოანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა რაითა აცხოვნოს და შეიწყალოს ღვთივდაცული ერი ჩვენი და ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა მისი,

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო და ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელონი და სამონაზვნონი წესნი, მხედართმთავარნი, ქალაქმთავარნი და კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ლოცვითა შენითა დაიფარენ, ევედრე შენგან შეყვარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შემჭურნეს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა.

სიბრძნით

მღუდელმან:

სიბრძნით.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ.

მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის)

ამინ!

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).