გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი წმიდათა მოციქულთა 1 / 93კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

პარაკლისი წმიდათა მოციქულთა

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 27 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

მღუდელმან:

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

უკეთუ ერისკაცია,

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი 1.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი 2.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…

მუხლი 3.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი 4.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა…

ტროპარი, ხმა 4.

მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)

მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

რომელმან გამომიხსნა ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა უგალობდეთ ქრისტესა…

გალობა 1. სძლის-პირი

რომელმან გამომიხსნა ჩუენ ბჭეთაგან სიკუდილისათა უგალობდეთ ქრისტესა, რამეთუ დიდებულ-არს.

აღმკულნო პირად-პირადითა მადლითა, წმიდანო ქრისტეს მოციქულნო, აღახვენით…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

აღმკულნო პირად-პირადითა მადლითა, წმიდანო ქრისტეს მოციქულნო, აღახვენით უტყვი ენაი ჩუენი ღირსად გალობად თქუენდა.

ქრისტეს სურვილით აღტრფობილნო, ქადაგნო მდიდარნო, მოგვფინეთ მადლი…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს სურვილით აღტრფობილნო, ქადაგნო მდიდარნო, მოგვფინეთ მადლი თქუენი, რათა ჯეროვნად ვადიდებდეთ ღმერთსა.

ელვარებითა სიწმიდისა თქუენისათა კიდეთა სოფლისათა განმანათლებელნო, განგვანათლენ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ელვარებითა სიწმიდისა თქუენისათა კიდეთა სოფლისათა განმანათლებელნო, განგვანათლენ ჩუენცა დაბნელებულნი ესე გევედრებით.

ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, წმიდათა მოციქულთა ოხითა განგვაბრწყინვე…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, წმიდათა მოციქულთა ოხითა განგვაბრწყინვე სულითა, თაყუანის-მცემელნი ძისა შენისანი.

უფალო რომელმან მიჩუენე ჩუენ კარავი იგი წმიდა…

გალობა 3. სძლის-პირი

უფალო რომელმან მიჩუენე ჩუენ კარავი იგი წმიდა, რომელ არს მშობელი შენი, ოხითა მისითა განაძლიერენ მოსავნი შენნი.

სულითა განბრწყინვებულნო წმიდანო მოციქულნო, სულისა მიერ ღმერთ-მთავრისა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

სულითა განბრწყინვებულნო წმიდანო მოციქულნო, სულისა მიერ ღმერთ-მთავრისა გვითხოვეთ ნაყოფიერება სულთა ჩუენთა.

სული სახიერი გიძღოდათ თქუენ ქუეყანასა წრფელსა, მას…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

სული სახიერი გიძღოდათ თქუენ ქუეყანასა წრფელსა, მას ევედრენით, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენ გლახაკთანი.

უბრწყინვალეს მზისა და უშვენიერეს მთოვარისა გამოსჩნდით თქუენ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უბრწყინვალეს მზისა და უშვენიერეს მთოვარისა გამოსჩნდით თქუენ წმიდანო მოციქულნო, განგვანათლენ ჩუენცა უღირსნი ესე.

ლამპარო ყოვლად-ბრწყინვალეო, ღუთივ-მშვენიერო მარიამ, ლოცვითა მოციქულთათა ლამპარი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლამპარო ყოვლად-ბრწყინვალეო, ღუთივ-მშვენიერო მარიამ, ლოცვითა მოციქულთათა ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვე, გევედრებით.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…

მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მეოხება თქუენი დიდ-შემძლებელ-არს მოციქულნო, რამეთუ ჰსთქუა თქუენდა…

ამინ! წარდგომა. ხმა 4.

მეოხება თქუენი დიდ-შემძლებელ-არს მოციქულნო, რამეთუ ჰსთქუა თქუენდა მომართ სიტყვამან ჭეშმარიტებისამან, რაიცა ითხოვო სახელითა ჩემითა გეყოს თქუენ, აჰა გევედრებით წმიდანო გვითხოვეთ, რათა მოგუცეს ქრისტემან მვედრებელთა თქუენთა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

სმენა მესმა მოსლვისა შენისა უფალო, რამეთუ შემოქმედი…

გალობა 4. სძლის-პირი

სმენა მესმა მოსლვისა შენისა უფალო, რამეთუ შემოქმედი ცათა ქუეყანად სიდაბლით მოხვედ.

იესო ტკბილსა ევედრენით წმიდანო მოციქულნო, რათა სიტკბოებასა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

იესო ტკბილსა ევედრენით წმიდანო მოციქულნო, რათა სიტკბოებასა თვისსა გვიზიაროს კაცთ-მოყუარემან მეუფემან.

ჩინებულნო და ყოვლად-ქებულნო მოციქულნო, ჩუენთვის ჯუაცმულისა ქრისტეს…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ჩინებულნო და ყოვლად-ქებულნო მოციქულნო, ჩუენთვის ჯუაცმულისა ქრისტეს მიერ გვითხოვეთ შეწყალება ჩუენ მდაბალთა ამათ.

ეჰა დიდებულნო მოციქულნო ემმანუილისა ერთგულნო მსახურნო, ევედრენით…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ეჰა დიდებულნო მოციქულნო ემმანუილისა ერთგულნო მსახურნო, ევედრენით მას მხოლოსა შეწყალებად ჩუენდა.

მარიამ ქალწულო, მთავარ-ანგლოსთა მიერ სახარულევანო, მოციქულთაგან პატივცემულო…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ ქალწულო, მთავარ-ანგლოსთა მიერ სახარულევანო, მოციქულთაგან პატივცემულო მოგუფინე მადლი შენი, გევედრებით.

განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათა, განგვინათლენ და ვიტყოდეთ…

გალობა 5. სძლის-პირი

განმანათლებელო ჩუენ მყოფთა ბნელისათა, განგვინათლენ და ვიტყოდეთ დიდებად: დიდება შენდა იესო ძეო ღუთისაო.

იესო მაცხოვარო, მოციქულთა ბრწყინვალეო გვირგვინო, ისმინე ვედრება…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

იესო მაცხოვარო, მოციქულთა ბრწყინვალეო გვირგვინო, ისმინე ვედრება ჩუენი და განგვაბრწყინვე დიდებასა შენსა გვირგვინოსანნი.

წმიდისა წმიდათასა მკვიდრნო მოციქულნო წმიდანო, წმიდამყოფელსა თქუენსა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდისა წმიდათასა მკვიდრნო მოციქულნო წმიდანო, წმიდამყოფელსა თქუენსა ევედრენით განწმედად ჩუენდა ბრალთა ჩუენთაგან.

მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულნო და ნიჭთა მისთაგან…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულნო და ნიჭთა მისთაგან განბრწყინვებულნო, მას ევედრენით მოფენად ჩუენდა მადლი თვისი.

იხარებს სული შენი ძისა შენისათანა ქალწულო, ითხოვე…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებს სული შენი ძისა შენისათანა ქალწულო, ითხოვე ჩუენთვისცა სიხარული დაუსრულებელი, რათა გადიდებდეთ დედოფალო.

ღუთის-მეტყუელნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბელმან ცისკიდით სიონს…

გალობა 6. სძლის-პირი

ღუთის-მეტყუელნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბელმან ცისკიდით სიონს შინა მსახურებად, გუამსა მას ღუთის-შემწყნარებელსა ამას დღესა.

დიდსა დიდებასა და ყოვლად-შვენიერებასა ღუთისასა დაემკვიდრენით მოციქულნო…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

დიდსა დიდებასა და ყოვლად-შვენიერებასა ღუთისასა დაემკვიდრენით მოციქულნო, დავრდომით გევედრებით დიდებასა მას ჩუენცა გვიზიარეთ მოსავნი თქუენნი.

ამაღლდით თქუენ უზესთაესსა ხარისხსა, და ადიდებთ მადიდებელსა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ამაღლდით თქუენ უზესთაესსა ხარისხსა, და ადიდებთ მადიდებელსა თქუენსა ქრისტესა, აღგვადგინეთ ჩუენცა ცოდვისა მიერ დაცემულნი ესე გევედრებით.

თუალთ-შეუდგამისა ნათლითა ჰბრწყინავთ თქუენ წმიდანო მოციქულნო, თავადსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თუალთ-შეუდგამისა ნათლითა ჰბრწყინავთ თქუენ წმიდანო მოციქულნო, თავადსა იესოს ევედრენით აღმართებად ჩუენდა თავდადრეკილთა ამათ.

ანგელოსთა შუენიერებაო, მოციქულთა დიდებაო მარიამ, აღიპყრენ უწმიდესნი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ანგელოსთა შუენიერებაო, მოციქულთა დიდებაო მარიამ, აღიპყრენ უწმიდესნი ხელნი შენნი, და აღგუამაღლენ დავრდომილნი ესე გევედრებით.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

მტკიცენი და ღუთის-მეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა…

კონდაკი, ხმა 2.

მტკიცენი და ღუთის-მეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა…

სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა

ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღუთისასა და ქმნულსა ხელთა…

მუხლი

ცანი უთხრობენ დიდებასა ღუთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

უფალო, შეგვიწყალენ

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…

მღუდელმან:

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ყოველი სული აქებდით უფალსა

მღუდელმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.

ყოველი სული

ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…

აქებდით უფალსა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა.

მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

და სულისაცა შენისა თანა.

მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მოხედენ !

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ !

ჰსთქუა უფალმან: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევნეთ და შეგიდეგით შენ, რაიმე იყოს ჩუენდა? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ თქუენ რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შვებასა რაჟამს დაჰსჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განჰსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა. და ყოველმან რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამა ანუ დედა, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს.

მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.

ნუ თანა წარგუხდებინ მადლი შენთა მოციქულთა უფალო, რომელთა მიმადლე მთათა ცუალებაი ლოცვითა, არამედ მიგუცვალენ მთასა მას ზეცისასა, რათა მათ თანა გიგალობდეთ ბრწყინვალითა ხმითა ალლილუია.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…

მღუდელმან:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

რომელი მოსეს მთასა ზედა ჰზრახევდი და სახე…

ამინ! გალობა 7. სძლის-პირი

რომელი მოსეს მთასა ზედა ჰზრახევდი და სახე ქალწულისა მოეც მაყლოვანით გამო, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მოციქულნო წმიდანო ღვთივ-გვირგვინოსანნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით მონიჭებად…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

მოციქულნო წმიდანო ღვთივ-გვირგვინოსანნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით მონიჭებად ჩუენდა მადლთა საღმრთოთა და გვირგვინოსან-ყოფად.

ოსანნასა უგალობთ ანგელოსთა თანა იესოს მეუფებასა, წინაშე…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ოსანნასა უგალობთ ანგელოსთა თანა იესოს მეუფებასა, წინაშე მისა ოხად ნუ დაჰსცხრებით, რათა ორკერძოვე შეგვიწყალნეს სულით და ხორცით.

ცის კიდენი განანათლეთ ღუთივ-შუენიერითა ქადაგებითა, მახარობელნო მშვიდობისანო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცის კიდენი განანათლეთ ღუთივ-შუენიერითა ქადაგებითა, მახარობელნო მშვიდობისანო, მოგუფინეთ ჩუენცა მშვიდობა ქუეყანასა ზედა, და სიხარული ცათა შინა.

იხარებენ შენ მიერ ზეცისა და ქუეყანისა კრებულნი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებენ შენ მიერ ზეცისა და ქუეყანისა კრებულნი, ღუთისმშობელო მარიამ, გუნდსა თანა მოციქულთასა გევედრებით, სიხარულსა უოხჭნოსა ღირს-მყვენ უბიწოო.

ქრისტე ღმერთი რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოსისა…

გალობა 8. სძლის-პირი

ქრისტე ღმერთი რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოსისა სახმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ქრისტეს სუნნელებანო, ქუხილისა მსგავსისა ქადაგებითა ქუეყანა განაშვენეთ…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს სუნნელებანო, ქუხილისა მსგავსისა ქადაგებითა ქუეყანა განაშვენეთ, აჰა ქრისტეანენი გევედრებით, შუენიერებათა მათ ზეცისათა ღირსად გამოგვაჩინეთ გალობად უკუნისამდე.

უსხეულოთა ანგელოსთა თანა შეერთებულნი, უგალობთ უფალსა ღმერთსა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

უსხეულოთა ანგელოსთა თანა შეერთებულნი, უგალობთ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. მას ევედრენით, რათა ღირს-ვიქმნეთ ჩუენცა დიდებად და გალობად მისა უკუნისამდე.

ლარნაკი ნაწილთა თქუენთა მკუდართა აღადგინებენ მოციქულნო, ჩუენ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლარნაკი ნაწილთა თქუენთა მკუდართა აღადგინებენ მოციქულნო, ჩუენ ცოდვისა მიერ მომკუდარნი ლმობიერად გევედრებით, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვეთ მიგებებად სიძისა და გალობად უკუნისამდე.

თაყუანის-გცემთ და გევედრებით თუალო ქალწულებისაო მარიამ, თავთა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თაყუანის-გცემთ და გევედრებით თუალო ქალწულებისაო მარიამ, თავთა მოციქულთა თანა, გვიოხე წინაშე ძისა შენისა, ხსნად ჩუენდა თანამდებობისაგან ბრალთა ჩუენთასა დაგალობად მისა უკუნისამდე.

გიხაროდენ შენ ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო ქალწულო, სიქადულო დედათაო…

გალობა 9. სძლის-პირი

გიხაროდენ შენ ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო ქალწულო, სიქადულო დედათაო, შემწეო მამათაო, სძალო, მხევალო და დედაო მხსნელისაო.

ანგელოსებრივ მოქალაქობდით ქუეყანასა ზედა მოციქულნო, ამისთვისცა ანგელოსთა…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოსებრივ მოქალაქობდით ქუეყანასა ზედა მოციქულნო, ამისთვისცა ანგელოსთა შორის ჰბრწყინავთ ცათა შინა, ჩუენცა მოგვიხსენეთ წინაშე ქრისტესა გევედრებით.

კრებულსა თანა უხორცოთასა ღუთივ-ბრწყინვალითა გვირგვინითა კამკამებთ წმიდანო…

წმიდანო მოციქულნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

კრებულსა თანა უხორცოთასა ღუთივ-ბრწყინვალითა გვირგვინითა კამკამებთ წმიდანო, კრძალულებით გევედრებით კრებულსა მართალსა ღირს-მყვენით ჩუენცა.

რაჟამს დაჰსჯდეს ძე ღვთისა საყდართა დიდებისათა, და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაჟამს დაჰსჯდეს ძე ღვთისა საყდართა დიდებისათა, და თქუენცა მისთანა, მაშინ მეოხ-გვეყვენით მოციქულნო, რათა ჩუენცა აღვიტაცნეთ ღრუბლითა.

ეკლესიისა ბრწყინვალებაო, მოციქულთა დიდებაო, მარიამ ღუთისმშობელო, ეკლესიისა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეკლესიისა ბრწყინვალებაო, მოციქულთა დიდებაო, მარიამ ღუთისმშობელო, ეკლესიისა შვილნი შეგვიწყალენ ეკლესიაობად ზეცისა იერუსალიმსა.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ბუნებისა უზესთაესითა ბრწყინვალებითა განათლებულ-ხართ წმიდანო მოციქულნო, ბუნებისა…

მღუდელმან აკმიოს.

ბუნებისა უზესთაესითა ბრწყინვალებითა განათლებულ-ხართ წმიდანო მოციქულნო, ბუნებისა ჩუენისა მკურნალსა იესოს ევედრენით, რათა ბევრეულთა ბრალთაგან ჩუენთა განგვათავისუფლნეს.

უმაღლესნო ზეცისა სამყაროსა, უზადოისა მის ნათლისა ელვარებითა განათლებულნო, უსაზღვროსა კაცთ-მოყუარებასა მისსა ევედრენით შეწყალებად ჩუენდა უღირსთა მონათა თვისთა.

ლოცვითა თქუენითა ყოვლად-უბიწოითა ლხინება ჰყავთ ჩუენთვის მოციქულნო, რათა კადნიერება გუაქვნდეს წინაშე ღუთისა, და ლოცუა ჩუენი შეწირულ-იქმნეს უფლისა მიმართ და ვედრება აღგვისრულდეს.

სავედრებელი ჩუენი ესე არს წმიდანო მოციქულნო, რათა ღირს ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, სულით და ხორცით, ცხოვნებულნი თქუენთანა ვადიდებდეთ სახიერებასა ღუთისასა დაუსრულებელად.

აღგვისრულე ვედრება ჩუენი ღუთივ-ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, და მოციქულთა თანა ღირს-მყვენ გალობად, კურთხევად და თაყუანის-ცემად, ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა უკუნისამდე.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ჰოი, ყოვლად-დიდებულნო მოციქულნო წმიდანო, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლად-დიდებულნო მოციქულნო წმიდანო, ქრისტეს მიერ შეყვარებულნო, ანგელოსთაგან პატივცემულნო, კაცთაგან თაყუანის-ცემულნო, ეკლესიათა მტკიცენო საფუძველნო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღუარნო, მზეებრ შარავანდედითა თქუენთა სოფლისა განმანათლებელნო, ქრისტეანთა სულების განამბრწყინვებელნო, და ღუთისა მიმართ შემწირველნო.

ჰოი, ყოვლად-ქებულნო წმიდანო მოციქულნო, მახარებელნო მშვიდობისანო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა თქუენითა მოჰფინეთ ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფესა მამას ჩუენსა შიოს განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განშვენება, გევედრებით ქრისტეს მოწაფენო, ევედრენით თქუენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, რათა მოანიჭოს სოფლისა სავსებასა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

ჰოი, ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგნო, და მის მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულნო წმიდანო მოციქულნო, მას სახიერსა ევედრენით, რათა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგუმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილმოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩენად და თქუენთანა ზიარ-ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა, და ანგელოსთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა დჲ ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ

მღვდელმან:

სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…

მღვდელმან:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმა თქუენი ძენო ქუხილისანო…

ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოველსა ქუეყანასა განჰხდა ხმა თქუენი ძენო ქუხილისანო, და ყოველთა მვედრებელთა თქუენთა განანათლებთ ელვარებითა თქუენითა, და შარავანდედითა მზისა მის სიმართლისათა, ვინაცა კადნიერება გაქუსთ ქრისტეს მიმართ, და რაიცა ითხოვოთ ისმენს თქუენსა. აჰა გევედრებით მოწაფენო სახიერისა მოძღურისანო, მისგან გვითხოვეთ, რათა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა, და თქუენთანა ვიხარებდეთ საუკუნოდ.

ღუთის-მშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მომადლებულო მოციქულთა თანა, მეოხ გვეყავ ცხოურებისათვის სულთა ჩუენთასა.