კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…
მღუდელმან:
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…
უკეთუ ერისკაცია,
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…
მუხლი 1.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…
მუხლი 2.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…
მუხლი 3.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…
მუხლი 4.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა…
ტროპარი, ჴმაჲ დ.
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა მათისა, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრეა, რაჲთა სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)
ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმაჲ უაღრესისა მათისა, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრე ანდრეა, რაჲთა სოფელსა მშჳდობაჲ მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან…
გალობაჲ ა.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთ-მოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახეჲ ჯუარისა, და განუღო ზღუაჲ მეწამული, და ისრაჱლი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასასა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ბადითა სახარებისაჲთა სიღრმით საცთურისათ აღმოიყვანე ანდრეა წარმართნი…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ბადითა სახარებისაჲთა სიღრმით საცთურისათ აღმოიყვანე ანდრეა წარმართნი, ვითარცა აღგითქუა სიტყუამან დაუსაბამომან, ვითარმედ მონადირედ კაცთა ნათესავისა წარგავლინა, რაჲთა ვითარცა თევზნი ესე მოინადირნე.
სივრცესა ზღვისასა ოდესმე, ვითარცა მეთევზური გამოაჩინებდ, ხოლო…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სივრცესა ზღვისასა ოდესმე, ვითარცა მეთევზური გამოაჩინებდ, ხოლო უკანაჲსკნელ ბადითა სახარებისაჲთა ტომნი ნათესავნი და ენანი მოინადირენ ღირსო, და ზეცისა სიღრმეჲ მიუწთომელი, სიბრძნით განუცხადე მათ, დიდებით დიდებულო.
შემრღუეული სული ჩემი ვნებათაგან და გულის-სიტყუათა განჰსწმიდე…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შემრღუეული სული ჩემი ვნებათაგან და გულის-სიტყუათა განჰსწმიდე, ქადაგო ქრისტესო ანდრეა, საღმრთოჲთა მით მადლითა შენითა, რაჲთა განწმედილი საკვირველებათა შენთა უგალობდე.
სარწმუნოებით ვადიდებთ ერთ-არსებასა სამებისა დაუსაბამოჲსასა, არა განვჰკუეთთ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სარწმუნოებით ვადიდებთ ერთ-არსებასა სამებისა დაუსაბამოჲსასა, არა განვჰკუეთთ ღმრთაებითა, არცა შევრევთ, არამედ ბუნებითა და არსებითა შევაერთებთ ჯეროვნად, ეგრეთუე, პირებითა განვჰყოფთ და თაყუანის-ვჰსცემთ.
გიხაროდენ წყაროო სიხარულისაო, გიხაროდენ ბჭეო ცათაო, გიხაროდენ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ წყაროო სიხარულისაო, გიხაროდენ ბჭეო ცათაო, გიხაროდენ სასანთლეო და ტაკუკო ოქროჲსა წმიდისაო, რომელმან იტვირთე ქრისტე ცხოვრების-მომცემელი.
განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისაო და ქვუეყანისაო…
გალობაჲ გ.
განმაძლიერებელ მექმენ მე დამბადებელო ცისაო და ქვუეყანისაო წყალთა ზედა, დამამტკიცე მე ქრისტე ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე.
მიისწრაფდი ვითარცა ირემი არა წოდებით, ნებსით წყაროთ…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მიისწრაფდი ვითარცა ირემი არა წოდებით, ნებსით წყაროთ ცხოველად, ხოლო ჰპოვე რაჲ, აუწყე ყოველთა, და ჰსუ რაჲ, ასუ შენ წყალი უხრწნელებისაჲ დამაშურალთა წყურილითა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა.
საკერპონი დაარღვიენ და ეკლესიანი აღმართენ ღმერთ-შემოსილო, და…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საკერპონი დაარღვიენ და ეკლესიანი აღმართენ ღმერთ-შემოსილო, და დააფუძნენ მათ შინა მორწმუნენი შვილნი ნათლის-ღებისანი, წყლისაგან და სულისა მადლითა მეორედ-შობილნი.
გულსა შენსა დაფარული მარგარიტი უსასყიდლოჲ უჩუენე კიდეთა…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გულსა შენსა დაფარული მარგარიტი უსასყიდლოჲ უჩუენე კიდეთა სოფლისათა დიდებულო ანდრეა, რომელი-იგი დაიუნჯეს რაჲ წარმართთა სარწმუნოებით, ჰპოვეს წინაშე მდებარეჲ.
სამებასა ერთ-არსებით სარწმუნოებით უგალობდეთ, დაუსაბამოჲთ აღუგებელად, ერთ-არსად…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებასა ერთ-არსებით სარწმუნოებით უგალობდეთ, დაუსაბამოჲთ აღუგებელად, ერთ-არსად, თანა-მოსაყდრედ, სამ-გვამოვნად, სამ-ბრწყინვალებად, რომლისაგან შეიქმნეს ხილულნი და უხილავნი.
ყოველივე ყრმისა ზედა ქალწულებასა წარსწყმედს, ხოლო შენ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველივე ყრმისა ზედა ქალწულებასა წარსწყმედს, ხოლო შენ შემდგომად შობისა ღმრთისა ქალწულად ეგე, აწოებდ სძესა ცხოვრებასა და უხრწნელად დაიცევ დედად ქალწულად დადგრომილი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…
მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ვითარცა პირველ-წოდებულსა ყოველთა მოწაფეთასა და თჳთ-მხილველსა და…
ამინ! წარდგომაჲ, ჴმაჲ ჱ.
ვითარცა პირველ-წოდებულსა ყოველთა მოწაფეთასა და თჳთ-მხილველსა და მსახურსა სიტყვისასა ანდრეა მოციქულო, ჯერისაებრ პატივს-გცემთ შენ, რამეთუ კრავსა აღმხმელსა ცოდვათა სოფლისათა, უეჭველითა სარწმუნოებითა მჴურვალედ შეუდეგ, ვინაჲცა ვნებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, რომელმან ჩუენთჳს ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, ამისთჳს გიგალობთ შენ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს, დღესასწაულის-მოყუარეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
კერპთა მძვინვარებაჲ დაამჴუ მაცხოვრისა ვნებისა მოსურნე-ქმნილმან შენ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
კერპთა მძვინვარებაჲ დაამჴუ მაცხოვრისა ვნებისა მოსურნე-ქმნილმან შენ ნეტარო მოციქულო, და ზეცით საკვირველებისა მდინარედ გამოუჩნდი წარმართთა ყოვლად-სანატრელო, რამეთუ მასწავლელ იყავ ყოველთა, ამისთჳს ჴსენებასა შენსა ღირსად პატივს-ვჰსცემთ, და გალობით გიგალობთ, და სარწმუნოებით გადიდებთ ანდრეა მოციქულო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად დღესასწაულის-მოყუარეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
გიხაროდენ საყდარო ცეცხლის-ფერო ღმრთისაო, გიხაროდენ ქალწულო ტახტო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ საყდარო ცეცხლის-ფერო ღმრთისაო, გიხაროდენ ქალწულო ტახტო სამეუფოო, ცხედარო ბრწყინვალედ დაგებულო, ოქრო-პორფიროვანო სასძლოო, ქლამიდო ფერითა მეწამულო, შუენიერო ტაძარო, ელვისა ეტლო, ლამპარო მრავალ-მნათობო, გიხაროდენ ღმრთის-მშობელო ათორმეტ-ზღუდეო ქალაქისაო, და კარო ოქროვანო, და სასძლოო ნათლის-სახეო, ოქრო-ბრწყინვალეო ტრაპეზო, ღმრთივ-შუენიერო კარავო, გიხაროდენ სძალო დიდებულო, მზეო მწთოლვარეო, გიხაროდენ მხოლოო სულისა ჩემისა განმანათლებელო.
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ…
გალობაჲ დ.
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შემ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲწარმეტყუელისა ამბაკოს თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთ-მოყუარე.
საღმრთოჲსა სულისა მადლმან დაიმკვიდრა შენ თანა ღმრთივ-შუენიერად…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საღმრთოჲსა სულისა მადლმან დაიმკვიდრა შენ თანა ღმრთივ-შუენიერად ენითა ცეცხლისაჲთა ანდრეა, და უდარესი განლია უაღრესმან, ბრწყინვალებითა ღმრთაებისათა, და გამოუთქმელთა ქადაგად გაჩინა.
მთად საღმრთოდ გარდამომადინებელად სიტკბოებისა უზესთაეს არსებისა ჩუენთჳს…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მთად საღმრთოდ გარდამომადინებელად სიტკბოებისა უზესთაეს არსებისა ჩუენთჳს არს-ქმნილმან ღმერთმან, გამოაჩინა ყოვლად-დიდებული ანდრეა მთათა მწარეთა საეშმაკოთასა ამპარტავანებისათა უჩინო-ყოფად.
უდაბნოსა წყურიელსა ასუ ბრძენო საღმრთონი სიტყუანი შენნი…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უდაბნოსა წყურიელსა ასუ ბრძენო საღმრთონი სიტყუანი შენნი და მრავალ-ნაყოფიერ გამოაჩინენ შვილნი ეკლესიისანი, ნაყოფისა მქონებელად თესლისაგან ქადაგებისა შენისა; დიდებაჲ მომცემელსა შენდა სულისასა.
სამებასა ერთ-არსებად უგალობდეთ ერნო, ერთითა ღმრთაებითა –…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებასა ერთ-არსებად უგალობდეთ ერნო, ერთითა ღმრთაებითა – მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ერთ-არსებით და ერთ-ბუნებად განუყოფელად, და მიუწთომელად და განუზომელად, რამეთუ ერთ-არს სამებაჲ და სამებით იქების ღმრთაებაჲ სამ-პირებით და სამ-თვითებით დიდებული.
ვადიდებთ საიდუმლოსა შენსა ღმრთის-მშობელო, რამეთუ რომელი იგი…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვადიდებთ საიდუმლოსა შენსა ღმრთის-მშობელო, რამეთუ რომელი იგი უხილავ-არს ძალთაგან ზეცისათა გარდამოჴდა შენ-ზედა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა, ჴსნისათჳს ჩუენ მაქებელთა შენთასა.
შენ რომელმან განანათლენ მოსლვითა შენითა ქრისტე, და…
გალობაჲ ე.
შენ რომელმან განანათლენ მოსლვითა შენითა ქრისტე, და განსწმიდენ კიდენი ქუეყანისანი ჯუარითა, განანათლენ გულნიცა მგალობელთა შენთანი ნათლითა მეცნიერებისა შენისაჲთა.
მიემთხვიე სასურველსა შენსა დიდებულო ანდრეა, და უხრწნელთა…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მიემთხვიე სასურველსა შენსა დიდებულო ანდრეა, და უხრწნელთა ტალავართა მისთა განისვენებ, და ღირსი მჭელეული შრომათა შენთა მოგისთულებიეს, ამის-თჳსცა გალობით გადიდებთ.
გსუროდა შენ მეუფისა შედგომად კვალსა მისსა, რომელიცა…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გსუროდა შენ მეუფისა შედგომად კვალსა მისსა, რომელიცა მიიყვანებს ცხოვრებასა უკუდავსა, დიდებულო ანდრეა, და ვნებათა მისთა მობაძავ-იქმენ ჭეშმარიტად ვიდრე სიკუდილადმდე.
მოგირთხა შენ ისრად რჩეულად ძლიერად სანატრელო, და…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოგირთხა შენ ისრად რჩეულად ძლიერად სანატრელო, და გტყორცა შენ ყოველთა კიდეთა სოფლისათა მოწყლვად ეშმაკთა ბოროტთა გუნდსა და განკურნებად ადამიანთა უღმრთოებითა მოწყლულთა, ანდრეა.
მამასა ძით და სულით წმიდითურთ ცხოველს-მყოფელსა თაყუანის-ვჰსცემდეთ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მამასა ძით და სულით წმიდითურთ ცხოველს-მყოფელსა თაყუანის-ვჰსცემდეთ, ღმერთსა სამ-გუამოვანსა, ერთსა ძალსა, ერთსა მეუფებასა, ვაქებდეთ და ვჴმობდეთ: სამებაო წმიდაო, შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი კეთილად ღმრთის-გმეტყუელებთ შენ.
ჰშევ ნათელი ბრწყინვალეჲ, ყოვლად-ნათელო სასანთლეო ნათლისაო, და…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ ნათელი ბრწყინვალეჲ, ყოვლად-ნათელო სასანთლეო ნათლისაო, და იქმენ სავანეჲ დამტევნელ ნათლისა მის უსხეულოჲსა, და წყაროჲ ღმრთის-მეტყუელებისაჲ, ნათლითა განმანათლებელ კიდეთა სოფლისათა, ქალწულო.
მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელვათამან და არავინ-არს მჴსნელ…
გალობაჲ ვ.
მომიცუნა ჩუენ სიღრმემან ღელვათამან და არავინ-არს მჴსნელ ჩუენდა, და ვიქმნენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლუადნი, არამედ იჴსენ ერი შენი უფალო, შენ ხარ სასოჲ და ნუგეშინის-მცემელი განწირულთა.
სიტყვითა შენითა ეშმაკნი ივლტიან, და სენნი იდევნებიან…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიტყვითა შენითა ეშმაკნი ივლტიან, და სენნი იდევნებიან, და სულიერთა ვნებათა სიმრავლენი შორს განიჴდებიან მორწმუნეთაგან, ღმრთისა მიერ მოცემულთა შენდა მადლითა ანდრეა.
ქრისტეს სიყუარულისა ცეცხლი გეტვირთა გულსა შენსა მოწამეო…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქრისტეს სიყუარულისა ცეცხლი გეტვირთა გულსა შენსა მოწამეო ქრისტესო, და ჴმობდი უღმრთოთა მიმართ, დაშრტა საჴმილი თქუენი, ვინაჲთგან ქრისტე – სასო წარმართთა გამოსჩნდა.
მარილითა ქრისტესითა დამმარილებელნო გონებისანო, ჭამადნი თქუენნი დაატკბენით…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მარილითა ქრისტესითა დამმარილებელნო გონებისანო, ჭამადნი თქუენნი დაატკბენით თქუენდა ზეციერითა დოღმატითა და უხრწნელებისა სიტკბოებითა.
სამებასა წმიდასა, მამასა ძესა და სულსა წმიდასა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებასა წმიდასა, მამასა ძესა და სულსა წმიდასა თაყუანის-ვსცემდეთ ერნო, სამ-გვამოვნად ქებულსა და ერთ-არსებით ცნობილსა, ერთ-ბუნებით უგალობდეთ: დიდებაჲ შენდა.
შენდა მომართ იხარებენ ღმრთის-მშობელო მამა-დედანი კაცთანი, რამეთუ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენდა მომართ იხარებენ ღმრთის-მშობელო მამა-დედანი კაცთანი, რამეთუ უკმოიღეს ედემი შენ მიერ, რომელი წარწყმდა ურჩებითა; შენ ხარ ქალწული პირველ შობადმდე და შემდგომად შობისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…
უფალო, შეგვიწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
უფალო, შეგვიწყალენ.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყუელსა და შემდგომად ეკლესიისა მწუერვალსა…
კონდაკი, ჴმაჲ ბ.
სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყუელსა და შემდგომად ეკლესიისა მწუერვალსა, პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარცა ძუელად მას, აწ ჩუენთა გვიწოდს: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.
ძუელად უკუე დავით აღადგინებს ცოდვილთა ვითარცა მე…
იკოსი.
ძუელად უკუე დავით აღადგინებს ცოდვილთა ვითარცა მე, მითხრობად ქებისა ღმრთისა მართლიად, გარნა სარწმუნოებისა მიმართ კუალად გვასწავებს და მრავლითა ცრემლითა აღმოიტყვის, რამეთუ: დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა ოდესმე განამწარეს წყალთა ზედა, ხოლო სხვასა ფსალმუნსა შინა: უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ, მოვედით გვიპოვნიეს სასურველი.
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა…
სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა…
მუხლი
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…
მღუდელმან:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ყოველი სული აქებდით უფალსა
მღუდელმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.
ყოველი სული
ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველი სული.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…
აქებდით უფალსა.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშვიდობა ყოველთა.
მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
და სულისაცა შენისა თანა.
მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მოხედენ !
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მოხედენ !
მას ჟამსა შინა იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი, სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადეჲ მათი და შეუდგეს მას. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი, და მისდევდეს მას. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა, და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
ვედრებითა წმიდისა მოციქულისა ანდრეა პირველწოდებულისაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ…
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვედრებითა წმიდისა მოციქულისა ანდრეა პირველწოდებულისაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.
ქრისტეს ქადაგსა და მსახურსა სარწმუნოსა ანდრეას დღეს გალობით შევასხმიდეთ, რამეთუ ესე კაცთა უფსკრულით და სიღრმით სიბრძნით მოინადირებს, და ნაცულად საჭისა უპყრიეს ჴელთა თჳსთა ძელი ჯუარისაჲ, და ბადის-პირთა წილ ძლიერებაჲ საღმრთოჲ, და ესრეთ აღმოიყვანებს სულთა ახოვნად სიღრმეთაგან უმეცრებისათა ნეტარი, და შესწირავს მათ ძღუნად სამეუფოდ წინაშე ღმრთისა, ამას მარადის მორწმუნენო, ქრისტეს მოწაფეთა კრებულისა თანა ჯეროვნად პატივს-ვსცემდეთ, რაჲთა მოწყალე-ჰყოს ღმერთი დღესა მას განკითხვისასა.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…
მღუდელმან:
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა…
ამინ! გალობაჲ ზ.
საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი ვითარცა რაჲ სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ჭეშმარიტად საჩინოდ აღესრულა აღთქმაჲ იგი შენი ქრისტე…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჭეშმარიტად საჩინოდ აღესრულა აღთქმაჲ იგი შენი ქრისტე, რამეთუ აღძრუაჲ ღელვათა საღმრთომან მოწაფემან შენმან მყის დააყუდა, რაჟამს იგი სიტყვით შეჰრისხნა და მას შინა დანთქმულნი ვითარცა პეტრე, აღმიეყვანნა.
საცნაურითა მით სიონით გიბრძანა აღსლვაჲ ზეცად სანატრელო…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საცნაურითა მით სიონით გიბრძანა აღსლვაჲ ზეცად სანატრელო, და სასმელი ცხოვრებისაჲ სიხარულით მიიღე, და აღჴედ, და აღიღე სიკუდილისა მიერ ცხოვრებად ქრისტეს თანა ღმრთისა ყოველთასა, დიდებულო ანდრეა.
სულისა წმიდისა ცეცხლი ზეგარდამო მოიღე წმიდაო მოციქულო…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სულისა წმიდისა ცეცხლი ზეგარდამო მოიღე წმიდაო მოციქულო, ენებითა ახლითა, რომელი არა სადა გეზრახა ღირსო, კიდეთა სოფლისათა გებრძანა ზრახვა დიდებისა მისისაჲ, მრავალ-სახეთა მათ ენათა.
გალობაჲ სამებისაჲ აღვიღოთ და ვადიდებდეთ მამასა და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გალობაჲ სამებისაჲ აღვიღოთ და ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წრფელსა, და ჴმა ვჰყოთ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს ერთ-არსებით ცნობილი სამებაჲ წმიდაჲ განუყოფელი და შეურწყმელი აწ და უკუნისამდე.
მამისა და სულისა თანა უგალობთ ძესა ჴორც-შესხმულსა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამისა და სულისა თანა უგალობთ ძესა ჴორც-შესხმულსა თჳნიერ ქცევისა შენგან ქალწულო ღმრთისა დამტევნელო, რამეთუ ვითარცა იყავ, ეგრეთვე ეგე უბიწოდ, დედაო და მშობელო განკაცებულისა ღმრთისაო.
საჴმილსა რაჲ შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა…
გალობაჲ ჱ.
საჴმილსა რაჲ შეთხეულ იყუნეს ყრმანი ისრაიტელნი, ვითარცა ბძმედისა მიერ გამოდნობილი ოქროჲ განბრწყინდეს და იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ბრწყინვალედ მხიარულ-მყოფელი ნათელი კურნებათა აღმოგვიბრწყინვა ჩუენ ჴსენებამან…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ბრწყინვალედ მხიარულ-მყოფელი ნათელი კურნებათა აღმოგვიბრწყინვა ჩუენ ჴსენებამან შენმან ანდრეა, და ვღაღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ბრწყინვალე ვითარცა რა ელვაჲ განხუედ ნათლად წარმართთა…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ბრწყინვალე ვითარცა რა ელვაჲ განხუედ ნათლად წარმართთა, განმდევნელად ბნელისა უმეცრებისასა ანდრეა, და განათლებად მეტყუელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ჵ მოწაფეო და მეგობარო ქრისტესო და თანა-აღრაცხილო…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჵ მოწაფეო და მეგობარო ქრისტესო და თანა-აღრაცხილო მოციქულთა მისთაო, დასჯდეს რაჲ მსაჯული იგი საყდარსა ზედა თქუენ ათორმეტთა თანა, ვითარცა იგი გეტყვის თქუენ აღმთქმელი, იქმნენით ჩუენდა მაშინ ზღუდე კაცთ-მოყუარებისაჲ.
სამბრწყინვალესა ერთობასა და სამებასა თანა-მოსაყდრესა დიდების-ვმეტყუელებდეთ განუყოფელად…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამბრწყინვალესა ერთობასა და სამებასა თანა-მოსაყდრესა დიდების-ვმეტყუელებდეთ განუყოფელად, ხოლო გულის-ჴმა-ვჰყოფდეთ ერთსა ბუნებით, ვითარცა მხოლოსა ჭეშმარიტსა ერთსა არსებასა სამთა შინა პირთა შეურევნელად.
გიხაროდენ ღმრთისა საყდარო, ქალწულო უბიწოო, შესავედრებელო ჩუენო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ ღმრთისა საყდარო, ქალწულო უბიწოო, შესავედრებელო ჩუენო, გამომაბრწყინვებელო ნათლისა უსხეულოჲსაო, რომელმანცა განანათლნა ბნელსა შინა მსხდომარენი, რომელსა ჩუენ მორწმუნენი ვაკურთხევთ მარადის.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყვალი…
გალობაჲ თ.
სახედ მუცლად-ღებისა შენისა უბიწოო, მოესწავა საიდუმლო მაყვალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწუებოდა, და აწ გევედრები, დაშრიტე ღმრთის-მშობელო ალი ცოდვათა, რაჲთა გადიდებდე.
ვითარცა მოწაფე საყვარელი, ძელსა ნებსით დამსჭვალულსა მეუფესა…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა მოწაფე საყვარელი, ძელსა ნებსით დამსჭვალულსა მეუფესა შენსა შეუდეგ ვიდრე სიკუდილადმდე, და აღჴედ სიხარულით სიმაღლედ ჯუარისა, და წრფელ-ჰყუენ სლვანი შენნი ზეცად მიმართ, ნეტარო მოციქულო.
რომელმან ეგე განმარტენ ბადენი საღმრთონი საიდუმლონი ხედვისანი…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან ეგე განმარტენ ბადენი საღმრთონი საიდუმლონი ხედვისანი და წარმართნი, ვითარცა თევზნი მოინადირენ ყოვლად-წმიდაო მოციქულო; ევედრე წმიდასა სამებასა, რაჲთა მოგვანიჭოს ჩუენ მშვიდობაჲ და წყალობაჲ და საუკუნო იგი ცხოვრებაჲ.
გმადლობთ შენ მორწმუნენი, რომელნი შენ მიერ განვნათლდით…
წმიდაო მოციქულო ანდრეა, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გმადლობთ შენ მორწმუნენი, რომელნი შენ მიერ განვნათლდით, რომელნი ქუეყანით ზეცად შენ მიერ აღვიყვანენით, რამეთუ მტერისა მსახურებისაგან განდგომილნი ესე ზიარ ვიქმნენით ანგელოზთა წმიდათა და დიდებასა უფლისასა.
სამ-გვამოვანსა ბუნებასა და განუყოფელსა დიდებასა, ერთსა ღმრთაებასა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამ-გვამოვანსა ბუნებასა და განუყოფელსა დიდებასა, ერთსა ღმრთაებასა საგალობელსა დაუცხრომელად ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, სამებასა განუყოფელსა ვადიდებდეთ, ძისა თანა მამასა და სულსა, კეთილ-მსახურებით თაყუანის-მცემელნი.
კეთილ-ნაწლეობითთა ქუეშე შენთა მოლტოლვილთა სარწმუნოებით, და კეთილ-მსახურებით…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კეთილ-ნაწლეობითთა ქუეშე შენთა მოლტოლვილთა სარწმუნოებით, და კეთილ-მსახურებით თაყუანის-მცემელთა ძისა შენისათა, მას ვითარცა ღმერთსა და უფლასა სოფლისასა ევედრე ჴსნად ხრწნილებისაგან და ყოველთა განსაცდელთა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
პირველ-წოდებულო მოციქულო, და მობაძავო ვნებათა მისთაო, ემსგავსე…
მღუდელმან აკმიოს.
პირველ-წოდებულო მოციქულო, და მობაძავო ვნებათა მისთაო, ემსგავსე შენ უფალსა ანდრეა მოციქულო, რომელმან სიღრმესა შინა უმეცრებისასა შეცდომილნი, სამჭედურითა ჯუარისა შენისაჲთა აღმოიყვანენ და მოიყვანენ შენ, და ამისთჳს ცხოვნებულნი მორწმუნენი გიჴმობთ შენ: ევედრე სახიერსა მას, რაჲთა დაამშვიდოს ცხოვრებაჲ ჩუენი და აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
ბუნებისა უზესთაესითა ბრწყინვალებითა განათლებულ-ხარ წმიდაო მოციქულო ანდრეა, ბუნებისა ჩუენისა მკურნალსა იესუს ევედრე, რაჲთა ბევრეულთა ბრალთაგან ჩუენთა განგვათავისუფლნეს.
უმაღლესო ზეცისა სამყაროჲსაო, უზადოჲსა მის ნათლისა ელვარებითა განათლებულო, უსაზღვროსა კაცთ-მოყუარებასა მისსა ევედრე შეწყალებად ჩუენდა უღირსთა მონათა თჳსთა.
სავედრებელი ჩუენი ესე არს წმიდაო მოციქულო ანდრეა, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ სასუფეველისა დიდებასა სულით და ხორცით, და ცხოვნებულნი შენთანა ვადიდებდეთ სახიერებასა ღმრთისა ჩუენისა უკუნისამდე.
რომელთა უეჭველი სასოებაჲ გვაქუს შენდამი, ქაწულო ყოვლად-წმიდაო, დაგვიფარენ მრავალ-ფერთა განსაცდელთა შინა მყოფნი და გარე-მოდგომილისა ძვირისა და ბოროტისაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, და ევედრე ძესა შენსა მოციქულთა თანა მისთა, რაჲთა აცხოვნნეს ყოველნი მგალობელნი შენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის)
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ჵ ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჵ ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ შეყუარებულო, ანგელოზთაგან პატივ-ცემულო, კაცთაგან თაყვანის-ცემულო, ეკლესიისა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძრვარო, მზეებრ შარავანდედითა შენითა სოფლისა განმანათლებელო, ქრისტეანეთა სულთა განმაბრწყინვებელო და ღმრთისა მიმართ შემწირველო.
ჵ ყოვლად-ქებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მახარობელო მშვიდობისაო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინე ქუეყანასა მშვიდობაჲ, კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლებაჲ, უწმიდესსა და უნეტარესსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა შიოს განბრწყინვებაჲ, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განმშვენებაჲ. გევედრებით ქრისტეს მოწაფეო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მოანიჭოს სოფელისა სავსებასა მშვიდობაჲ და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ჵ ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგო და მის მიერ ღმრთივ-შუენიერად განათლებულო წმიდაო მოციქულო ანდრეა, მას სახიერსა ევედრე, რაჲთა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგვმადლოს მარადის სათნო-ყოფაჲ, კეთილ-მოქალაქეობით წარმატებაჲ, ზეცისა მოქალაქედ გამოჩინებაჲ და შენ-თანა ზიარ-ყოფაჲ, წმიდათა თანა მოდასეობაჲ, მართალთა თანა სავანეობაჲ და ანგელოზთა თანა გალობაჲ, რამეთუ შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
სასურველი ღმერთი ჴორცითა იხილე ქუეყანასა ზედა მავალი…
და ჩამოილოცოს მღუდელმა ჴსენებითა წმიდისა მოციქულისა ანდრეასითა, და ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ამას, ჴმაჲ ჱ.
სასურველი ღმერთი ჴორცითა იხილე ქუეყანასა ზედა მავალი ღმრთის-მხილველო და პირველ-წოდებულო, და ერთ-სისხლსა მას შენსა უჴმე: გიხაროდენ ჵ სიმონ, რამეთუ ვჰპოვეთ მჴსნელი სასურველი, დავითის მიერ მოსწავებული - ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ქრისტე ღმერთო, ვინაცა სურვილი სურვილსა ზედა შეჰსძინე, ჯუარითა სიკუდილი, რომლისა გსუროდა, და ვითარცა ჭეშმარიტი მოწაფე ბრძენო, ვნებისა მისისა მობაძავ-იქმენ ჭეშმარიტად ჯუარითა, ამისთჳს დიდებისაცა მისისა ზიარ-იქმენ, ლმობიერად ევედრე სულთა ჩუენთათჳს.
დედოფალო შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა და გვიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.