კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…
მღუდელმან:
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…
უკეთუ ერისკაცია,
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…
მუხლი 1.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…
მუხლი 2.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…
მუხლი 3.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…
მუხლი 4.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის…
ტროპარი ჴმაჲ დ.
საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზეშთა აღჴდების გონებასა სიტყჳ მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დაჴსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)
საკჳრველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზეშთა აღჴდების გონებასა სიტყჳ მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დაჴსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკჳრველთა, ხოლო შემდგომად დაჴსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკჳრველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით…
უგალობდითსა ძლისპირი:
ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: უფალო, დიდებულო, დიდებულ ხარ.
გავალაკი ქმნილი სიბრძნისა მიერ თჳსად დასდევ პალატსა…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გავალაკი ქმნილი სიბრძნისა მიერ თჳსად დასდევ პალატსა შინა ყოვლადგანწმედილსა, მეფეო, გულსა შენსა წმიდასა და შეცულ-ყავ ძლიერთაგან მრავალთა მიდმოებათა, მოძრავობათა წმიდათა გონებისაჲთა.
უხარის სიბრძნისმოყუარეთა, დავით, სიბრძნისა მომართ შენისა, რამეთუ…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უხარის სიბრძნისმოყუარეთა, დავით, სიბრძნისა მომართ შენისა, რამეთუ შეიწყნარე შენ ცხედარი სიბრძნისაა სარწმუნოებით შენ შორის უქცეველად, რომლითა, ნეტარო, გაქუნდა მართებულად სიბრძნჱ ყოველსა შინა.
ლიბანით მოსრულისა სძლისა თჳსებაჲ, სანატრელოჲ რწყული წყლითა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლიბანით მოსრულისა სძლისა თჳსებაჲ, სანატრელოჲ რწყული წყლითა კეთილმსახურებისაჲთა უფროჲსად აღზარდე ნაძუთა ლიბანისათა, საჩინოდ ყოველთა და კეთილთა საქმეთა ბაბილოთა მიერ შეხუეულ ჰყავ, დავით.
აჰა, სძალმან სულისა წმიდისამან მოისთლო მური და…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აჰა, სძალმან სულისა წმიდისამან მოისთლო მური და ნელსაცხებელი და დამოსწუეთს თითთაგან მური მოკუდავთა ზედა, ცხოველყოფად, ხოლო ნელსაცხებელი განჴდად - სუნმყრალობასა ცოდვათასა.
აღყუავილნა შროშნის სახედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ…
განძლიერდასა ძლისპირი:
აღყუავილნა შროშნის სახედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ არს ბერწი, - წარმართთა ეკლესიაჲ და იქმნა იგი შვილმრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი.
ველნი და მთანი საქართველოჲსანი და კიდენი მდინარეთანი…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ველნი და მთანი საქართველოჲსანი და კიდენი მდინარეთანი უცხოთაგან ნათესავთა განსწმიდენ, დავით, და ერსა რჩეულსა შესლვად გზა-ეც სხუამან ისუ, მომღუარმან მხედართამან.
საისრეთა და კაპარჭთა კეთილმსახურებისათა შთასხენ კეთილთა საქმეთა…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საისრეთა და კაპარჭთა კეთილმსახურებისათა შთასხენ კეთილთა საქმეთა ისარნი რჩეულნი და გარდამცმელმან მშჳლდსა სიბრძნისასა განგმირე თავნი მზაკუართანი.
ვალაამისგან წინათქმულმან განგანათლა ვარსკულავმან იაკიობისმან, დავით, ხოლო…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვალაამისგან წინათქმულმან განგანათლა ვარსკულავმან იაკიობისმან, დავით, ხოლო მომღებელმან ნათლისა მის ჩუენ, ბნელსა მსხდომარენი, განმანათლენ სხჳთა ხატითა მოციქულებრივითა.
იერობოამ, დამბანაკებელმან წყაროისა არადისსა, უბრძანა აღწბა წყლისა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იერობოამ, დამბანაკებელმან წყაროისა არადისსა, უბრძანა აღწბა წყლისა მისგან, ნიშნად სიმჴნისა, გარნა უმჴნესმან დავით, წყაროჲსაგან შეწევნისა შენისა, ღმრთისმშობელო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…
მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ანგელოზთა მწყობრთა თანა განწესებულებ ანგელოზებრისა მსახურებისა ჴორცთა…
ამინ! წარდგომაჲ. ჴმაჲ ა
ანგელოზთა მწყობრთა თანა განწესებულებ ანგელოზებრისა მსახურებისა ჴორცთა შინა მოგებითა, დავით, რამეთუ გონებაჲ წმიდაჲ და გულისსიტყუაჲ ყოვლადუბიწოჲ მიართუ ღმერთსა, ხოლო მიივლინეცა არაწმიდათა ზედა აღსპობად ანგელოზთაებრ, რომელთა თანა იხარებ და განსცხრები მოუკლებელად.
მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე ქალწულისაგან დედისა…
მესმასა ძლისპირი:
მთისაგან უჴელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან გიხილა, ღაღატ-ყო: ჴსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
ქალაქსა არიილსა ებრძოლე სიბრძნით, დავით, სადა-იგი მკჳდრობდეს…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქალაქსა არიილსა ებრძოლე სიბრძნით, დავით, სადა-იგი მკჳდრობდეს იებოსელნი უნივთონი, ხოლო ჴორცითა მგრძნობითა სძლე ძალისა მიერ დასასრულადმდე, დიდებულო.
მოაბს თანა ოდესმე მჭამელთა ხუარბლისათა ქართველთა მოიღეს…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოაბს თანა ოდესმე მჭამელთა ხუარბლისათა ქართველთა მოიღეს რაჲ ნაცუალ და იატაკება, რომლისა, გარნა შენ მიერ, დავით, აზნაურებაჲ ორთავე ვნებათაგან, ღირსად საკჳრველო.
დიდ არს და ყოვლად უცხო, დავით, მადლნი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დიდ არს და ყოვლად უცხო, დავით, მადლნი შენშორისნი, რომელნი დადვნა სულმან ყოვლისა მპყრობელმან მეფობაჲ სიბრმნისმოყუარჱ და მჴედრობაჲ სიტყჳსმოქმედი არსთა მიმართ უგამოცდილესი.
ახალშენ იქმნა შენ შორის რომელ მთიებისა შვა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახალშენ იქმნა შენ შორის რომელ მთიებისა შვა, ღმრთისმშობელო, უწინარეს მამამან ყოვლადდაუსაბამომან და მის მიერ დაამტკიცნა ცანი და თჳნიერ მისა არცა ერთი რათ იქმნა მამისა მიერ.
დამჴსნელი ბნელისაჲ მის წესთა მათ წერილისა პირველისა…
ღამითგანსა ძლისპირი:
დამჴსნელი ბნელისაჲ მის წესთა მათ წერილისა პირველისა შჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშვა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად ღმრთეებისა თჳსისა.
არსთა აგებულება შეარებულმან, დავით, მათ შორის განმსჯელმან…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
არსთა აგებულება შეარებულმან, დავით, მათ შორის განმსჯელმან მათმან საზღუარსა და წარწერასა შორის შემოყვანილ-ყავ თჳნიერ წმასნისა შედგომითა მეთევზურთა ჭუშმარიტებისათა.
იტყოდა ბრძენი ვინმე ჩემდა ოდესმე ბრძენთა მიერ…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იტყოდა ბრძენი ვინმე ჩემდა ოდესმე ბრძენთა მიერ ქმნილსა იგავსა: ნეტარ-არსო ერი სიბრძნის-მოყუარისა მეფისაჲ, რომლითა, დავით, ინეტარებს ერი შენი.
თქმულთა შენთა, მეფეო, განსწავლნენ დოგმატთა წმიდათა გონებანი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თქმულთა შენთა, მეფეო, განსწავლნენ დოგმატთა წმიდათა გონებანი უმტკიცონი, ხოლო მგლოვარებისაცა მოძღუარ ექმნეს მრავალთა კანონნი გალობათა შენთანი.
ვისწავე საიდუმლოა შობისა შენისაა, ქალწულო, დატევნისაებრ თქმულისაგან…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვისწავე საიდუმლოა შობისა შენისაა, ქალწულო, დატევნისაებრ თქმულისაგან დავითისა, რომელი მაღალთა მიერ თქმათა წარმოთქვა, ვითარ იგი ათქუმია სულმან სიბრძნისამან.
ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა…
ღაღადყავსა ძლისპირი:
ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა წინაისწარმეტყუელი: აღმომიყვანენ ჩუენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.
იმკობის დღეს კრებული მეფეთა და მართალთა და…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
იმკობის დღეს კრებული მეფეთა და მართალთა და მწყემსთა, დავით, რამეთუ სამთავროსა თჳთმფლობელისა გონებისასა მორჩილ-ყვენ გრძნობანი და სკიპტრათ მეფობისათ განამტკიცე კეთილმსახურებისა მიერ მტკიცისა.
რაჟამს შენდა ვლამოდი, დავით, ძნობად გალობათა მიერ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რაჟამს შენდა ვლამოდი, დავით, ძნობად გალობათა მიერ, ხოლო განცდისმოქმედიცა არა უპატივობით, არამედ უსარწმუნოეს ყოფად დიდისა მიერ ნიშისა იდიდე ჩემდა.
მუცლად-ღება უმამაკაცოჲსა დედისა და შობაჲ, სძალო, უხრწნელად…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მუცლად-ღება უმამაკაცოჲსა დედისა და შობაჲ, სძალო, უხრწნელად, ხოლო მაწოვნებლობაჲ ქალწულებით ვის ესმა, რომელი მოგემადლა ღმრთისა მიერ.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…
უფალო, შეგვიწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
უფალო, შეგვიწყალენ.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო…
კონდაკი. ჴმაჲ ვ
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვლთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვს, ღმრთისმშობელო.
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა
სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი…
მუხლი
ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაჲ.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…
მღუდელმან:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ყოველი სული აქებდით უფალსა
მღუდელმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.
ყოველი სული
ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველი სული.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…
აქებდით უფალსა.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშვიდობა ყოველთა.
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
და სულისაცა შენისა თანა.
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მოხედენ !
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მოხედენ !
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.
მეოხებითა წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისაჲთა, მოწყალეო…
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა ჩუენისა დავითისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.
რომელმან ცისა სამყაროებრ შეამკევ სიმგრგულე სულისა შენისა ვარსკულავთა მიერ დაუვალთა კეთილთა საქმეთა, დავით მნათობო სოფლისაო, სიმტკიცეო ეკლესიისაო, მეოხ-მეყავ შემსხმელთა შენთა.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…
მღუდელმან:
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მაყუალი მოტყინარჱ და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული…
ამინ! კურთხეულარსა ძლისპირი:
მაყუალი მოტყინარჱ და საჴუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ელისე ოდესმე ბრანგულთა მიუყარნა რისხვით განბძარვად ყრმანი…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ელისე ოდესმე ბრანგულთა მიუყარნა რისხვით განბძარვად ყრმანი ბეთელისანი ღირსად, ვითარ მგალობელნი წინაჲსწარმეტყუელისა უფლისანი, ხოლო აქა დავით მისცნა მახჳლსა ღირსად ყრმანი და ჩჳლნი და დედაწულნი უცხოთესლთანი, ვითარცა მბოროტებელთა და მტყუევნელთა ერისა უფლისა თანა.
დიდმან პირველ სამოელ მეტყუელმან მეფისა საულისამან აგაგისთჳს…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დიდმან პირველ სამოელ მეტყუელმან მეფისა საულისამან აგაგისთჳს მეფისა ამალეკისა ყრმებითურთ აღსპოლვა, რომლისა არაქმნითა განიპო მეფობა მისი, ვინა დავით უცხოთა ნათესავნი არა შეიწყალნა ჩჳლნი საღმრთოჲთა მოშურნეობითა.
ორხატსახილველობა და უგანცხადებულეს მრავალგუარობა მადლთა შენ შორისებულთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ორხატსახილველობა და უგანცხადებულეს მრავალგუარობა მადლთა შენ შორისებულთა განაკჳრვებს გონებასა, დავით, რამეთუ ვითარცა მძლჱ მტერთა ქრისტჱს შენისათა და ვითარ სიტყუათა შინა მაღალ და მგლოვარებასა შინა საღმრთოსა უგამოცდილეს სიბრძნისმოყუარჱ გამოსჩნდი მრავალმსაჯული ერისა რჩეულისა.
ველსა პირველ დეირისსა აღგზებულმან საჴუმილმან მძაფრმან, საღმრთოჲთა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ველსა პირველ დეირისსა აღგზებულმან საჴუმილმან მძაფრმან, საღმრთოჲთა განგებითა მიუახლებელმან შეწუვად ჴორცთა ყრმათა უბიწოთამან, გამოსახა ხატი უბიწოისა ქალწულებისა შენისაჲ, რამეთუ ცეცხლმან ღმრთეებისამან დაიცვა იგი შეუწველად მოსლვითა ცუარისა სულისა წმიდისაითა, ღმრთისა სძალო.
საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა…
აკურთხევდითსა ძლისპირი:
საჴუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუხეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
ლამობდეს დავით, ცრუშჯულისმდებელობით ძისწუღრი ბილწნი აგარისანი, რაჲთა…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ლამობდეს დავით, ცრუშჯულისმდებელობით ძისწუღრი ბილწნი აგარისანი, რაჲთა სამეფოჲ შენი, ერი წმიდაჲ სამღდელოჲ ერად ბნელისა გამოაჩინნეს, გარნა მაღალმან შენ მიერ ცუდ-ყო განზრახვაჲ მათი.
დასდეგ საჴუმილსა და განისუენებ სიბრძნით ხილვად და…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დასდეგ საჴუმილსა და განისუენებ სიბრძნით ხილვად და სმენად შენდა ბრძანებულისა, ხოლო ტალანტთა, ბრძენო, არა დაფლვიდი ქუეყანასა, არამედ განამრავლებდ, რომლისათჳსცა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
სკიპტრაჲ ყოვლადწმიდაჲ თჳთმპყრობელობისაჲ წახნაგებულად ქუათაგან წმიდათა კეთილმსახურებისა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სკიპტრაჲ ყოვლადწმიდაჲ თჳთმპყრობელობისაჲ წახნაგებულად ქუათაგან წმიდათა კეთილმსახურებისა და კეთილთა საქმეთასა შეამკევ და ესრეთ ერსა შენსა სჯიდი, დავით, მარად მართალი უფლისა მიმართ.
რომელმან სიტყუათ სიტყჳთა, ქალწულო, მთავარანგელოზისათა შეიწყნარე და…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან სიტყუათ სიტყჳთა, ქალწულო, მთავარანგელოზისათა შეიწყნარე და კაცი უსიტყუებისა ვნებათა მძჳნვარეთაგან იჴსენ, ჩემიცა უსიტყურნი ჩუეულებანი დაჴსენ და ბუნებითითა მსგავსებითა ძისა შენისაჲთა განამდიდრე.
რომელმან ჰშევ მთიები მზისა უწინარჱსი, ღმერთი ჴორციელ-ქმნული…
ადიდებდითსა ძლისპირი:
რომელმან ჰშევ მთიები მზისა უწინარჱსი, ღმერთი ჴორციელ-ქმნული მოსრული ჩუენდა საშოისა შენისაგან, ჴორციელად გამოგჳჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳსცა, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.
უცხოთა მიერ და სხუათა წყობილებითა სიტყუათაჲთა საკრველებაი…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უცხოთა მიერ და სხუათა წყობილებითა სიტყუათაჲთა საკრველებაი შენი შესხმულ არს მრავლით ჟამით, დავით, მჴნეო, დაღათუ ჰშვენოდა, რაჲთა სიტყუათაგან შენთა შესხმულ იქმნენ, უპირატეს სიტყუათა შენთა.
ლაღთა და კადნიერთა არასადა უმს ადგილი შენ…
წმიდაო კეთილმსახურო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ლაღთა და კადნიერთა არასადა უმს ადგილი შენ თანა, რომლისათჳსცა ნუ იქმნების ჩემდა კადნიერებად თქმანი ესე, მიითუალე, ვითარცა მშობელმან და პირველ მამამან, ძისაგან ბრგჳლმომზრახისა სიტყუანი, სანატრელო.
აღმასრულებელნი ყოვლადბრწყინვალისა ჴსენებისა შენისანი, დავით, ოხათა შენთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმასრულებელნი ყოვლადბრწყინვალისა ჴსენებისა შენისანი, დავით, ოხათა შენთა მადლთა მცხინვარებითა ცისკროვან-მყვენ ცნობითა და გონებითა, წმიდაო, და შეიწირენ ჩემნი შესხმითნი სიტყუანი, ყოვლადდიდებულო.
რომელმან ჰშევ შარავანდედი მზისა ღმერთმთავრისა, რომელი მზემან…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან ჰშევ შარავანდედი მზისა ღმერთმთავრისა, რომელი მზემან - ღმერთმან უწინარეს მნათობთა შესაქმისა გამოაბრწყინვა, სძალო, განუკერძოებელად, მისდა ოხად ნუ დასცხრები საკუთრად ღმრთისმშობელად აღმსაარებელთა შენთა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახლი მეფობისა ქართველთასა განბრწყინდების შენ მიერ, დავით…
მღუდელმან აკმიოს.
სახლი მეფობისა ქართველთასა განბრწყინდების შენ მიერ, დავით, რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ღმრთისა მიმართ და მცველად ყოვლისაგან ჭირისა.
სახლისა ღმრთისა შუენიერებაჲ შეიყუარე, დავით, რომლითა დადგრომადი მეფობაჲ პოვე ქალაქსა შინა ზეცისათა და სახლსა წულთა თანა ზესთა ღმრთისა აბრაამისათა განსცხრები საუკუნოდ.
სახლმან საწინაჲწარმეტყუელომან გაწარმოვა შენ, რომლითა თჳსებაჲ უფლისა წინაჲწარმეტყუელთაჲსა მოიგე, დავით, რომლისა მიმართ მეოხ-მეყავ შემსხმელთა შენთა.
თჳთმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკევ უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა სათნოებათა და გჳრგჳნი უსასყიდლოჲ ჰყავ ქუათაგან წმიდათა და ჴრმალი მკუეთი სიმჴნისაა შეირტყ აღლესილი ქრისტჱს მიერ სარწმუნოებითა და გამოსჩნდი, დავით, მეორედ არასადა მიმდრეკი შჯულისაგან უფლისა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ჰოჲ ყოვლადდიდებულო მეფეო დავით, სუეტო კეთილ-მსახურებისა საიდუმლოჲსაო…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვაჲ მუჴლმოდრეკით სათქუმელი
ჰოჲ ყოვლადდიდებულო მეფეო დავით, სუეტო კეთილ-მსახურებისა საიდუმლოჲსაო, რომელი გამოსჩნდი მხედარ ქრისტჱსა ყოვლად-უძლეველ, განმარგლე ყანობირი ეკალთაგან და კუროს-თავთა, რომელი მოიყიდა სისჴლითა თჳსითა მეუფემან უკუდავმან, აღაშენენ დათხრილნი ზღუდენი სიონისანი და განაახლენ დაცუაჲ საღმრთოთა ბრძანაბათა, სჯიდი, ვითარცა მეფე ქრისტჱს-მოყუარეჲ, ჰსძლევ მტერთა, ვითარცა რჩეული მხედარი ქრისტჱსი, ხოლო მგლოვარებდ საღმრთოდ, არათუ ვითარცა მეფეჲ ჭაბუკი, არამედ, ვითარცა უდაბნოს-მოყუარე, ქრისტჱსა ევედრე გარდამოვლინებად ჩუენდა მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
ჰოი, ყოვლად დიდებულო და კეთილმსახურო მეფეო დავით, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვთა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერენ ქრისტჱსმოყუარენი და სამჴედრო განწესებაჲ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე; ევედრე წმიდაო და და ყოვლადდიდებულო მეფეო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი;
ჰოი, ყოვლადქებულო და ყოვლადდიდებულო მეფეო, მრავლისშემძლებელითა ლოცჳთა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენი ქრისტჱსა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ჴორცითა, რაჲთა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირსვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვრგვნოსანნი ვაკურხევდეთ შენსა გჳრგჳნოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
სიბრძნით
მღუდელმან:
სიბრძნით.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ.
მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის)
ამინ!
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).