კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…
მღუდელმან:
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…
უკეთუ ერისკაცია,
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…
მუხლი 1.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…
მუხლი 2.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…
მუხლი 3.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…
მუხლი 4.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
აქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და…
ტროპარი ყოველთა წმიდათა საქართველოს ეკლესიისა
აქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფე-დედოფალთა, მართალთა და ყოველთა წმიდათა ღვაწლსა ნათელი ჰნათობს ყოველსა ქვეყანასა და მიგვიძღვის ათქმულისა ზეცისა სასუფევლისაკენ, მათ მიერ გევედრებით, იესო ჩვენო, მოგვმადლე მათებრი სარწმუნოება და ლოცვითა მათითა დაიცევ ეკლესია და მამული ჩვენი და მოანიჭე სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
აქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)
აქართველოს წმიდისა ეკელსიისაგან ქრისტესთვის წამებულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, მეფე-დედოფალთა, მართალთა და ყოველთა წმიდათა ღვაწლსა ნათელი ჰნათობს ყოველსა ქვეყანასა და მიგვიძღვის ათქმულისა ზეცისა სასუფევლისაკენ, მათ მიერ გევედრებით, იესო ჩვენო, მოგვმადლე მათებრი სარწმუნოება და ლოცვითა მათითა დაიცევ ეკლესია და მამული ჩვენი და მოანიჭე სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ერი შენი…
გალობა 1. სძლის-პირი
ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ერი შენი კი წყალობითა ღვთისათა. განიპო ზღვა მეწამული, განერა ერი ისრაელისა და დაინთქა ფარაო მხედრებითურთ, რათა უგალობდეთ ღმერთსა, რომელიცა დიდებულ არს.
განძლიერებულნო მადლითა ღვთისათა, წმიდანო მამანო, მოწამენო და…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
განძლიერებულნო მადლითა ღვთისათა, წმიდანო მამანო, მოწამენო და ყოველნო კრებულნო წმიდათანო, სძლიეთ კაცობრივსა ბუნებითსა სისუსტესა, განაქარვეთ მანქანება საეშმაკო და მიბაძვითა ქრისტესითა სულნი დასდეთ მოყვასთათვის, აწცა ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.
შეიტკბო ერმან ქართველთამან მოძღვრება ქრისტესი, მოციქულთაგან დანერგული…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
შეიტკბო ერმან ქართველთამან მოძღვრება ქრისტესი, მოციქულთაგან დანერგული, წმიდისა ნინოასგან აღორძინებული და მამათაგან განმტკიცებული, გამოიღო ნაყოფი ათასეული და ჰფუცა ქრისტესთვის ესრეთ მეტყველმან: „არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო და არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“.
წმიდანო შვილნო საქართველოს ეკლესიისანო, წმიდისა სამებისა მადლითა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდანო შვილნო საქართველოს ეკლესიისანო, წმიდისა სამებისა მადლითა ერთქმნილნო, გევედრებით, მოგვეც თქვენებ მდუღარება სარწმუნოებისა, რათა ჩვენცა თქვენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელმან გვიშევ მაცხოვარი სოფლისა, მოხედენ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელმან გვიშევ მაცხოვარი სოფლისა, მოხედენ წილხვდომილსა ერსა შენსა, სამკვიდრებელსა ქართველთასა და ღირს გვყავ ძისა შენისა სწავლისაებრ ძიებად სასუფეველსა ღმრთისა და სიმართლესა მისსა.
განძლიერებულნი წმიდათა მამათა ჩვენთა სარწმუნოებითა, ლოცვითა მათითა…
გალობა 3, სძლის-პირი
განძლიერებულნი წმიდათა მამათა ჩვენთა სარწმუნოებითა, ლოცვითა მათითა დაცულნი და ბაძვად მათდა შემართულნი ერი ქართველთა შენ გადიდებს, ღმერთო, და გიღაღადებს, არავინ არს წმიდა შენებრ, კაცთმოყვარე.
შესავედრებელად, სიქადულად, შემწედ და მფარველად ჩვენდა გამოგაჩინათ…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
შესავედრებელად, სიქადულად, შემწედ და მფარველად ჩვენდა გამოგაჩინათ ღმერთმან, ერისა ჩვენისაგან ამაღლებულნო წმიდანნო, და გევედრებით, გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რათა შეიწყალოს სულნი ჩვენნი.
ვითარცა მთანი და ბორცვნი საქართველოსანი კვარცხლბეკად ეკლესიათა…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა მთანი და ბორცვნი საქართველოსანი კვარცხლბეკად ეკლესიათა და უდაბნონი - სამკვიდროდ წმიდათა, ეგრეცა ხორცნი თქვენნი ჰყავთ ტაძრად სულისა წმიდისა და აწ წინაშე ზეციურისა საყდრისა მდგომარენო, ითხოვეთ ჩვენთვის დიდი წყალობა.
მამა და ძე და სული წმიდა იწამეთ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მამა და ძე და სული წმიდა იწამეთ, ვითარცა ერთარსი, განუყოფელი და შეურევნელი სამება და გვიანდერძეთ ერთგულება მართლმადიდებლობისა. ჩვენცა თქვენ თანა მართლმადიდებლობით აღივარებთ სამებასა წმიდასა.
აღგვითქუ პირითა შენითა, ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მფარველობა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღგვითქუ პირითა შენითა, ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მფარველობა ერისა შენისა საზეპუროისა და ანდრია მოციქულისა მიერ ჩვენთვის ძღვანებულისა ხატისა შენისა მადლითა და წმიდითა კვართითა შენითა დაცულნი, დედად ღმრთისად და დედოფლად ჩვენდა აღგიარებთ შენ უკუნისამდე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…
მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქვენთანო, ივერიისა წმიდისა…
ამინ! წარდგომა, ხმა 4
მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქვენთანო, ივერიისა წმიდისა ეკლესიისა მნათობნო, რომელთა სახელები დაწერილ არს ცათა შინა, ხსნებასა თქვენსა ვჰყოფთ დღეს ერთობით ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რათა ვედრებითა თქვენითა მშვიდობა სოფელსა მოანიჭოს და ერსა ჩვენსა დიდი წყალობა.
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩვენი, ღმერთი მამათა…
გალობა 4. სძლის-პირი
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩვენი, ღმერთი მამათა ჩვენთა, შენ ხარ ცხოვრება და სიქადული ჩვენი, განმანათლებელი ბნელისა წყვდიადისა და გამომხსნელი აჩრდილისაგან სიკვდილისა, შენ გიგალობთ და ვიტყვით, დიდება ძალსა შენსა, კაცთმოყვარე.
ქრისტეს სარწმუნოებითა განწმენდილმან გულმან და გონებამან თქვენმან…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ქრისტეს სარწმუნოებითა განწმენდილმან გულმან და გონებამან თქვენმან კეთილსურნელოვან და შუენიერ სახილველ ჰყო ცხოვრება თქვენნი და შეწირულ იქმნა ზეცისა საკურთხეველსა, გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ღვთისაგან განწმენდა გულთა და გონებათა ჩვენთა.
ღვთისა მიერ დიდებულნო და მორწმუნეთაგან პატივცემულნო წმიდანნო…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ღვთისა მიერ დიდებულნო და მორწმუნეთაგან პატივცემულნო წმიდანნო, ვადიდებთ ღვაწლთა და შრომათა თქვენთა და გევედრებით ჩვენ - ყოველნი ნათესავნი და მოსავნი სიწმიდისა თქვენისანი, ითხოვეთ ჩვენთვისცა შერთვად მწყობრსა შინა თქვენსა.
წმიდაო, თანაარსო, ცხოველსმყოფელო და განუყოფელო სამებაო, წმიდად…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდაო, თანაარსო, ცხოველსმყოფელო და განუყოფელო სამებაო, წმიდად, ცხოველად და განუყოფელად დაგვიცევ ენა, მამული და სარწმუნოება ჩვენი.
ძისა შენისა მართლსარწმუნოებისა და წილხვდომილისა ქვეყანისა შენისათვის…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძისა შენისა მართლსარწმუნოებისა და წილხვდომილისა ქვეყანისა შენისათვის წამებულთა და დამაშვრალთა წმიდათა თანა, ჩვენცა გალობითა მრავალხმოვანითა გადიდებთ, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა.
ქრისტე ღმერთო, ნათელო წარუვალო და განმანათლებელო მორწმუნეთა…
გალობა 5. სძლის-პირი
ქრისტე ღმერთო, ნათელო წარუვალო და განმანათლებელო მორწმუნეთა შენთაო, მოგვხედენ მოწყალებითა შენითა და ნათელსა შინა მცნებათა შენთასა წარგვიმართენ სვლანი ჩვენნი, გევედრებით.
ღვაწლთა თქვენთა ცისარტყელებრივი ელვარება, ნიშნად მშვიდობისა ჩანს…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ღვაწლთა თქვენთა ცისარტყელებრივი ელვარება, ნიშნად მშვიდობისა ჩანს შორის ჩვენსა და შორის ღმრთისა, მისგან გვითხოვეთ, სანატრელნო, მშვიდობა და განათლება სულთა ჩვენთათვის.
ანგელოზთა თანა უფლისა მადიდებელნო, წმიდანო ღმრთისანო, ჩვენთვისცა…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ანგელოზთა თანა უფლისა მადიდებელნო, წმიდანო ღმრთისანო, ჩვენთვისცა ითხოვეთ სიბრძნე, რათა ზეთითა სათნოებისათა აღვანთნეთ სარწმუნოებისა ჩვენისა ლამპარნი.
გვყვნე ჩვენცა ერთ, ვითარცა თქვენ ერთ ხართ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გვყვნე ჩვენცა ერთ, ვითარცა თქვენ ერთ ხართ, მამაო უშობელო, ძეო მამისაგან შობილო და სულო მამისაგან გამომავალო, სამებაო წმიდაო და განუყოფელო.
დედობრივსა მზრუნველობასა შენსა ვსასოებთ და თაყვანის გცემთ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედობრივსა მზრუნველობასა შენსა ვსასოებთ და თაყვანის გცემთ ღვთისმშობელო, რომელმან ბრძანე, ვითარმედ შუამდგომელ ხარ ცოდვათა ჩვენთა აღხოცვისათვის და მეოხი ხარ ჩვენი.
ვითარცა ოდესმე იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეცა ჩვენცა…
გალობა 6. სძლის-პირი
ვითარცა ოდესმე იონა მუცელსა ვეშაპისასა, ეგრეცა ჩვენცა ცოდვათა და განსაცდელთა შინა დანთქმულნი, გიხმობთ შენ, გვიხსენ ბოროტისაგან, შენდა მომართ ვღაღადებთ, ისმინე ჩვენი ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო.
ლოცვანი და შრომანი თქვენნი შეიწირნენ წინაშე ღმრთისა…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ლოცვანი და შრომანი თქვენნი შეიწირნენ წინაშე ღმრთისა, ვითარცა მარიამისა იესოს ფერხთა თანა ჯდომა და მართას მიმოდაზრუნვა, ითხოვეთ ძმათა თქვენთა, ცოდვისა საფლავსა შინა მდებარეთა, ხრწნილებისაგან აღდგინება.
ბრწყინავთ ქართველთა შორის, სათნოებითა სანატრელნო, ჩვენისა ცხოვრებისათვის…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ბრწყინავთ ქართველთა შორის, სათნოებითა სანატრელნო, ჩვენისა ცხოვრებისათვის სისხლთა და ოფლთა სიხარულითა უხვად დამთხეველნო, ზეციურთა ურიცხვთა სიმდიდრეთა ჩვენთვის მთხოვნელნო და მწყალობელნო.
კეთილად აღასრულეთ სრბა თქვენი, წმიდანნო, და მიიღეთ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კეთილად აღასრულეთ სრბა თქვენი, წმიდანნო, და მიიღეთ აღთქმული იგი გვირგვინი ქრისტესმიერი დიდებისა. ჩვენცა, ოხითა თქვენითა, ქრისტესგან ვითხოვთ წყალობასა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე.
წინასწარმეტყველთაგან საიდუმლოდ განცდილო, მოციქულთაგან კი ჭეშმარიტად ღვთისმშობლად…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინასწარმეტყველთაგან საიდუმლოდ განცდილო, მოციქულთაგან კი ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ყოვლადწმისას, უბიწოდ და უხრწნელად ნაქადაგებო, მამათა ჩვენთაგან დიდებულო და მოწამეთაგან შეყვარებულო დედოფალო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…
უფალო, შეგვიწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
უფალო, შეგვიწყალენ.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ქრისტეს სარწმუნოებითა განათლებულნო, და მამულისა სიყვარულითა ანთებულნო…
კონდაკი
ქრისტეს სარწმუნოებითა განათლებულნო, და მამულისა სიყვარულითა ანთებულნო, რომელთა დაუცხრომელად გვიქადაგეთ წმიდა სამება და აღაშენეთ ეკლესიანი, შემქმნელნო უკვდავთა საგალობელთანო, ჰქმნენით ციხე-სიმაგრენიცა და სისხლი დათხიეთ სარწმუნოებისა, ენისა და მამულისათვის, შეუერთდით ზეცათა მხედრობათა და აწ თქუენითა მეოხებითა დაცულნი და ძღვანებულნი ვითხოვთ: მშვიდობა მომადლეთ ეკლესიასა, ერსა, ქალაქსა და სოფელსა თქვენსა და გვიხსენით ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღვთისმშობელისათა.
საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთა ისრაელისა
სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა
საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთა ისრაელისა.
იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა…
მუხლი
იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…
მღუდელმან:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ყოველი სული აქებდით უფალსა
მღუდელმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.
ყოველი სული
ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველი სული.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…
აქებდით უფალსა.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშვიდობა ყოველთა.
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
და სულისაცა შენისა თანა.
იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მოხედენ !
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მოხედენ !
რქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
მეოხებითა ყოველთა წმიდათა საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა, მოწყალეო…
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოველთა წმიდათა საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…
მღუდელმან:
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
სათნოდ შენდა იღვაწეს და სისხლი დათხიეს შენისა…
ამინ! გალობა 7. სძლის-პირი
სათნოდ შენდა იღვაწეს და სისხლი დათხიეს შენისა სარწმუნოებისათვის, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და აწ წმიდათა თანა განსვენებულნი შვილნი მამულისა ჩვენისანი გიგალობენ და ჩვენცა მათ თანა ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო, უკუნისამდე.
ჯვარცმა შენი ჩვენცა განვიცადეთ საშინელითა კრჩხიალებითა, ქრისტე…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ჯვარცმა შენი ჩვენცა განვიცადეთ საშინელითა კრჩხიალებითა, ქრისტე ღმერთო, და თანაზიარ გვყვნენ დიდებულსა აღდგომასა შენსა, ჩვენცა კურთხეულითა ენითა ქართულითა და გალობითა მრავალხმოვანითა ვიტყოდეთ კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩვენთაო.
წმიდათა მოციქულთა მიერ განათლებული ერი ქართველთა განგვინმტკიცენით…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
წმიდათა მოციქულთა მიერ განათლებული ერი ქართველთა განგვინმტკიცენით ცხოვრებითა და უფროის სანატრელითა აღსასრულითა თქვენითა, და აწ გევედრებით სანატრელნო, ითხოვეთ ჩვენთვის ღვთისაგან დიდი წყალობა.
ღირსად ვადიდებთ და პატივს ვსცემთ ხსენებასა ყოველთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღირსად ვადიდებთ და პატივს ვსცემთ ხსენებასა ყოველთა წმიდათა კრებულთა საქართველოისათა, და ერთობით ვადიდებთ მათსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, მათსა განმაძლიერებელსა ძესა და მათ შორის მეტყველსა წმიდასა სულსა.
გადიდებთ, ღვთისმშობელო, ყოვლადუბიწოო ქალწულო მარიამ, რომელმან ხატითა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გადიდებთ, ღვთისმშობელო, ყოვლადუბიწოო ქალწულო მარიამ, რომელმან ხატითა შენითა მოავლინე წილხდომილსა ქვეყანასა შენსა მოციქული ანდრია და ჯვარითა ვაზისათა, მოციქულთასწორი წმიდა ქალწული ნინო, და მათ მიერ საღმრთოდ განგვანათლენ, უფროსად კურთხეულო.
ვითარცა ყრმათა წინასწარმეტყველთა გალობითა განვლეს ქალდეველთა სახმილი…
გალობა 8. სძლის-პირი
ვითარცა ყრმათა წინასწარმეტყველთა გალობითა განვლეს ქალდეველთა სახმილი, ეგრეცა თქვენცა, სანატრელნო, შეუწველად განვლეთ ჭირთა და განსაცდელთა სიმრავლენი, დანთქმად ეკლესიისა და მამულისა ჩვენისათვის მკსინვარენი და გვასწავლეთ საღმრთო იგი გალობა - აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
განწმიდეთ ენა ქართული სიტყვითა ღმრთისათა, განაპოხეთ მამული…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
განწმიდეთ ენა ქართული სიტყვითა ღმრთისათა, განაპოხეთ მამული სისხლითა და ოფლითა, დაგვიმარხეთ სარწმუნოება უბიწოდ და გაბრწყინვებულნი სიწმიდითა, სიმართლითა, გონიერებითა, სიბრძნითა და ახოვანებითა უფროსად აღამაღლებთ ღმერთსა უკუნისამდე.
რაი მოუთხრათ თქვენთა ღვაწლთაგან, ჰოი, ღვთივდიდებულნო …
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
რაი მოუთხრათ თქვენთა ღვაწლთაგან, ჰოი, ღვთივდიდებულნო - ლოცვანი, მარხვანი, მოთმინებანი, სიმდაბლენი, ახოვანებანი ანუ სიბრძნენი, ვითარ განვიცადოთ, სანატრელნო, სისხლნი ქრისტესთვის დათხეულნი და სულნი, ჩვენთვის დადებულნი, არამედ შეიწირეთ კნინი ეს ჭრტინვანი და ითხოვეთ ღვთისაგან შეწყალებად ჩვენდა.
გვწამს, ვითარცა სწამეს მამათა ჩვენთა ყოვლადწმიდა სამება…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გვწამს, ვითარცა სწამეს მამათა ჩვენთა ყოვლადწმიდა სამება, განუყოფელი, შეურევნელი და გამოუთქმელი, ვსასოებთ მამასა, ვევედრებით ძესა და სულისა წმიდის მიერ განმტკიცებულნი ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.
ინებე ხატისა შენისა სისხლმდინარისა, უსჯულოთაგან ლახვრითა განგმირულისა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ინებე ხატისა შენისა სისხლმდინარისა, უსჯულოთაგან ლახვრითა განგმირულისა მიბრძანება სავანესა ივერონელთასა და მიღ აღგვითქუ მფარველობა სამარადჟამო, ვსასოებთ, დედაო ღვთისაო, შენსა ძლიერებასა.
რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, განკვირდეს…
გალობა 9. სძლის-პირი
რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, განკვირდეს ცანი და ქვეყანა, ძემან გიანდერძა ჩვენი შვილება, აღგიარებთ დედად და ვიტყვით მამათა ჩვენთა მიერ თქმულსა შესხმასა - ღმრთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით გადიდებდეთ.
ვითარცა ბრძანა უგვირგვინომან მეფემან ჩვენმან ილია, ქრისტე…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა ბრძანა უგვირგვინომან მეფემან ჩვენმან ილია, ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის, საქართველო კი ქრისტესთვის, აღსდეგ, მაცხოვარ, განაბნიენ მტერნი და აღადგინე ერი შენი გალობად შენდა.
ნიშებ-სასწაულებითა და ცეცხლითა საღმრთოითა განიდიდების წმიდა საფლავი…
ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.
ნიშებ-სასწაულებითა და ცეცხლითა საღმრთოითა განიდიდების წმიდა საფლავი შენი ქრისტე ღმერთო ჩვენო, ხოლო საღმრთოისა კვართისა შენისა სამყოფელი ღვთივბრწყინვალითა სვეტითა ცხოველითა, გევედრებით, უფალო, განამტკიცე სარწმუნოება ჩვენი.
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ივერიის ეკლესიისა დღეს…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ივერიის ეკლესიისა დღეს, მოუდრეკელად, შეურყეველისა თავსაკიდურსა ლოდსა ზედა აღშენებულისა და ლოცვითა წმიდათა განგვაძლიერენ.
შეგვკრიბე უფალო, განბნეული ერი ქართველთა და ხელითა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეგვკრიბე უფალო, განბნეული ერი ქართველთა და ხელითა ყოვლადუბიწოსა დედისა შენისა ღვთისმშობლისათა გამოგვაცხვე წმიდა პურად და ტარიგად შენდა.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდანო დიდებულნო წინასწარმეტყველნო, განმამზადებელნო ქვეყანისა მიღებად სიტყვისა…
მღუდელმან აკმიოს.
წმიდანო დიდებულნო წინასწარმეტყველნო, განმამზადებელნო ქვეყანისა მიღებად სიტყვისა ღმრთისა განხორციელებულისა და წმიდანო ყოვლადქებულნო მოციქულნო, მთესველნო სიტყვისა ღმრთისანო და მომკალთა თანა გახარებულნო, თქვენგან განცდილსა და შეყვარებულსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა.
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ქადაგებისა მათისა წარმართებაო, ტყვეთა მხსნელო, სანატრელო ქალწულო ნინო, ქართველთა განმანათლებელო, რომელმან ასწავე მეფესა მირიანსა და დედოფალსა ნანას და ყოველსა ერსა ჩვენსა თაყვანისცემა წმიდისა სამებისა და მათ მიერ ჩვენცა განგვანათლენ, გევედრებით, ნუ დასცხრებით ვედრებად ჩვენდა.
ცოდვათა ჩვენთა თავსმდებელნო წმიდანო მამანო, შეგვინდევ, რაოდენიცა ვცოდეთ სოფელსა ამას შინა ნებსითნი და უნებლიეთნი, ილოცეთ ჩვენთვის, გვაკურთხეთ და გვიხსენით ყოველთა განსაცდელთაგან.
წმიდანო მოწამენო, გევედრებით, მოგვანიჭეთ ნათელი წმიდისა შარავანდედისა თქვენისანი და სიხარულსა თქვენსა იესოს ევედრეთ შეწყალებად ჩვენდა ჟამსა სულისა ჩვენისა განყოფისასა და საშინელსა მეორედ მოსვლასა მისსა, მეოხებითა ღვთისმშობელისათა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შესავედრებელო ყოველთა ქრისტიანეთაო…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შესავედრებელო ყოველთა ქრისტიანეთაო და მეოხო ურცხვენელო, გევედრებით ჩვენ უღირსნი ესე შვილნი შენნი, კადნიერნი სიტყვითა შენითა, რამეთუ მტრად შენდა შერაცხე მტერი ქართველთა, გვიხსენ გარემოდგომილებისაგან ბოროტისა, უცხო თესლთაგან ძალად თავსმოხვეული უწესოებისა მძლავრობისაგან, წილხვდომილისა მიწისა შენისა მიტაცების სურვილით განბოროტებულთა მომხვდურთა, ცხვრის ქურქში გახვეულ მგელთა - მწვალებელთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა.
ჰოი, წმიდანო მოციქულნო, მიწასა ჩვენსა მიბარებულნო და ცეცხლის ენებრ თქვენ ზედა გარდამოსულისა სულიწმიდის ნიჭთა ქართულითა ენითა ღმრთივშვენიერად მეტყველნო, წმიდაო მოციქულთასწორო ქალწულო ნინო ქართველთა განმანათლებელო, წმიდანო საჭეთმპყრობელნო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამამო, მოწამენო, აღმსარებელნო, ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო, მოწამენო, აღმსარებელნო, მართალნო, უვერცხლონო, სალოსნო და ყოველნო წმიდანო საქართველოს სამოციქულოისა ეკლესიისაო, რომელთა გელმოდათ ერისა ტკივილისაგან და ჩვენდა წყლულებათა მალამონო უცვალებელნო, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაგან კადნიერებით კურთხევის გამომთხოველნო და ენისა ქართულისა მშვენიერად მეტყველებისა ნიჭთა ზეგარდამო მიმდალებულნო, უცხოობაში მოღვაწენო და პატივთა მიწიერთა დამტევებელნო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა კეთილად დამამტკიცებელნო და ღმრთისმეტყველებრივითა სიბრძნითა ყოველთა განმაკვირვებელნო, უდაბნოთა ქალაქთმყოფელნო და ნაპრალთა კლდისათა ჯურღმულთა ქვეყანისათა და ადგილთა ნაძრახთა წმიდად გარდამქცეველნო.
ჰოი, გუთანთა თანა წმიდათა ოდიკთა და საჭურველთა მტვირთველნო, წიგნთა თარგმანებითა და ლოცვითა დაუდუმებელითა სანთლადქცეულნო, შრომა-მოღვაწებითა განლეულნო და ჩვენისა ცხოვრებისათვის საღმრთოდ ანთებულნო ლამპარნო დაუშრეტელნო, გევედრებით, ადიდეთ სიწმიდით მშობელი და აღმზრდელი თქვენი საქართველოს სამოციქულო ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო და ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი (აქა მოიხსენე ეპარქიის მღველმთავარი), და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, განანათლენ ღმრთივდაცული ერი ჩვენი, ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა მისი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა, ნუ დაგვიტევებთ უღირსთა შვილთა თქვენთა, ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი და ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა შვილთა ჩვენდა კლვანი და სხვანიცა სათქმელადცა სამარცხვინო საქმენი მრავალნი და ნებსითა და უნებლიეთთა შეცოდებათა ჩვენთა სიმრავლენი.
ევედრენით ღმერთსა, რათა შეგვინდოს წმიდათა და მართალთა დევნა-მკვლელობანი და შემდგომში ძეგლთა მათთა ამპარტავნებით აღმართვანი, მოჩვენებითი ღვთისმოსაობანი და ლხინებანი უჯერონი, უსჯულოებრივი გათრიაქებანი, მრუშობანი, პარვანი, ძარცვა-ავაზაკობანი და წინაპართა ჩვენთა უცხოობაში სიწმიდით ცხოვრებისა წესისა წილ ერისა სახელის გატეხვანი.
მოგვეცით თქვენებრ მხურვალებაჲ სარწმუნოებისა და სიყვარული მამულისა, მორჩილება წინამძღვართა და ჯვართა ჩვენთა უდრტვინველი ტარება.
აღგვიდგინე ღვთისმოსაობა, მრავალშვილიანობა, ბერ-მონაზვნობა და ქვრივ-ობოლთა განკითხვანი.
აცხოვნე გარდაცვლილ წინაპართა და მშოველთა ჩვენთა სულნი და ნუ მოიხსენებ ცოდვათა ძმათა და დათა ჩვენთა, სიჭაბუკესა და უმეცრებასა შინა აღსრულებულთა.
მოეც დედაკაცთა სჯულისაებრ ცხოვრება, კეთილად აღგვაზრდევინე შვილნი ჩვენნი ღვთივბოძებულნი და დაამშვიდენ გულნი ჩვენნი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული.
მოგვეც სიწმიდით ცხოვრებისა სიყვარული, საქმეთა უჯეროთა სიძულვილი და სინანული ცადამყვანებელი, წმიდათა თანა გვირგვინოსნება და ცათა სასუფევლისა დამკვიდრება, რათა ჩვენცა წმიდათა თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლისა მორწმუნისა ლოცვათა მსმენელნო და უფროის ერისა…
მთხვევა ხატისა
ყოვლისა მორწმუნისა ლოცვათა მსმენელნო და უფროის ერისა თქვენისა თხოვათა აღმასრულებელნო, მამანო, მოწამენო და ყოველნო წმიდანო, ყოვლადმოწყალისა ღვთისაგან ითხოვეთ, რათა ღვითვსულიერნი და სისხლხორციელნი შვილნი თქვენნი დაგვიფაროს ბოროტისაგან და ხსენებითა თქვენითა სიხარულევანნი და ხატთა თქვენთა მთხვევითა განძლიერებულნი, მივემთხვიოთ საქმეთა თქვენთა სარწმუნოებრივთა და თქვენთა კეთილთა საქმეთა მხილველნი ვადიდებდეთ მამასა ჩვენსა ზეცათასა ყოვლადვე და აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სიბრძნით
მღუდელმან:
სიბრძნით.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ.
მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის)
ამინ!
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).