გულანი
საცდელი · 1.11.1
მადლობის ლოცვები ზიარების შემდეგ 1 / 17დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება…

მადლობის ლოცვები ზიარების შემდეგ

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 7 წთ

დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება…

ოდეს მიემთხჳო ზიარებასა ცხოველს-მყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა, აქებდე მეყუსეულად, და მადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღმრთისა მიმართ:

დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო.

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა…

ესრეთ ლოცვა სამადლობელი.

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ ყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს მყავ: გმადლობ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად წმიდათა შენთა, და ზეცისა ნიჭთა ღირს მყავ, არამედ მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ჩუენთჳს მომკვდარო და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩუენდა საშინელთა ამათ, და ცხოველს მყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის საქმედ, და განსაწმედელად სულთა და ჴორცთა ჩუენთა: მომეც ყოფად, ამისა მეცა საკურნებელად სულისაცა და ჴორცთა, განსადევნელად ყოველთა წინა-აღმდგომთა, განსანათლებელად თუალთა გულისა ჩემისათა, სიმშჳდედ სულიერთა ძალთა ჩემთა, სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყუარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა, შენისა სასუფეველისა თჳსებად რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიჴსენებდე მარადის და არავინ თავით თჳსით ცხოველ-არს, არამედ შენდამი მეუფისა ჩემისა და ქველის-მოქმედისა, და ეგრეთვე ამას ცხოვრებისაგან განსრული სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოჲსათა, მარადის მყოფსა განსუენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ჴმა დაუსრულებელ არს, და წარუვალი სიტკბოება, რომელნი ხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა:

შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული…

რამეთუ

შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული მოყუარეთა შენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე, ამინ.

მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეო, და შემოქმედო…

სხუა ლოცვა დიდისა ბასილისა.

მეუფეო ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობ შენ ყოველთათჳს, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებითა ყოვლად-წმიდათა და ცხოველს მყოფელითა საიდუმლოჲთა შენითა: გევედრები უკუე, სახიერო და კაცთ-მოყუარეო, დამიცევ მე საფარველსა ქუეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშჳნვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ:

რშენ ხარ პური ცხოვრებისა, და წყარო სიწმიდისა მომცემელი კეთილთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მომცემელო საზრდელად ჴორცსა შენსა ნებსით, ცეცხლი არს…

მზგავსად მეტაფრასის მუხლებისა. ლოცვა სჳმეონისა.

მომცემელო საზრდელად ჴორცსა შენსა ნებსით, ცეცხლი არს, და შესწვავს უღირსთა, ნუ დამწვავ მე შემოქმედო ჩემო. უფროჲსღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამნთა, თირკმელთა და გულსა, დასწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განსწმიდე, გონება განანათლე, წმიდა ჰყუენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბამად. ყოვლითურთ შემსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ და დამიმარხე მე, ყოვლისაგან საქმისა, და სიტყჳსა სულთა განმხრწნელისა. წმიდა მყავ, განმწმიდე და განმბანე. წარმიმართე, და გულის-ჴმა მიყავ, და განმანათლე მე. გამომაჩინე საყოფელად მხოლოდ სულისა შენისა. რათა სადგურ მისდა ვიქმნე, და არა ცოდვისა. და რათა ტაძარი შენი შემოსლვითა ზიარებისათა. ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძჳრის-საქმე და ვნება. სავედრებელად შენდა შევსწირავ უჴორცოთა წესთ მთავართა, წინა მორბედსა შენსა, და ყოვლად ბრძენთა მოციქულთა. მათ თანა უხრწნელსა უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ხოლო ვედრებითა შეიწირე, მოწყალეო ქრისტე ჩემო, მსახურ მქმენ და ძე ნათლისა.

შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და…

რამეთუ

შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩუენთა განმანათლებელი. და შენდა, ვითარცა შუენის ღმრთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა, ამინ.

ჴორცი შენი წმიდა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო…

სხუა ლოცვა.

ჴორცი შენი წმიდა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებელად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე, სიხარულად, სიმრთელედ, და მხიარულებად, და საშინელსა მეორედ მოსლვასა შენსა, ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, და ყოველთა წმიდათათა.

ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო…

სხუა ლოცვა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა მიმართ.

ყოვლად-წმიდაო დედუფალო ღმრთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინის-მცემელო, სიხარულო ჩემო, გმადლობ შენ, რამეთუ ღირს-მყავ მე არა ღირსი, ზიარ ყოფად უხრწნელისა ჴორცისა და პატიოსნისა სისხლისა ძისა შენისა. არამედ მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თუალნი გულისა ჩემისანი, რომელმან შევ წყარო უკუდავებისა, ცხოველ მყავ მე მომკვდარი ცოდვითა: წყალობის მოყუარისა მოწყალისა ღმრთისა დედაო, შემიწყალე მე, და მოეც ლმობიერება და შემუსრვილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, და ჴსნაჲ ტყვეობისაგან გულისსიტყუათა ჩემთა, და ღირს-მყავ ვიდრე უკანასკნელ აღმომშჳნვადმდე, დაუსჯელად მოღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ჴორცთა: და მომმადლენ მე, დედუფალო, ცრემლნი სინანულისა, და აღსარებისანი, გალობად და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ კურთხეულ ხარ და დიდებულ უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად; სამ წმიდაო; მამაო ჩუენო…

ესრეთ

ღირს არს ჭეშმარიტად; სამ წმიდაო; მამაო ჩუენო: და ოხითა ოქროპირისა,

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა და…

ჴმა ჱ.

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლედ სიმდაბლისა გჳჩუენა ჩუენ, არამედ ვითარცა იგი სიტყჳთა შენითა განმსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყუასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. დიდება:

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა…

კონდაკი.

ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყუანის-ცემა სამებისა მხოლოჲსა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად სანატრელო ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღუარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული. აწდა:

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო, და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითუალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს ჰყოფ ჴმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სეხიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ჴელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღუწი პატივის-მცემელთა შენთა, ღმრთის-მშობელო.

უფალო, შეგჳწყალენ. იბ-გზის.

უპატიოსნესა ქერუბიმთასა

დიდება, და აწდა:

უპატიოსნესა ქერუბიმთასა:

უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის

დიდება, და აწდა:

უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის.

მეუფეო გუაკურთხენ. და იქმნების მცირე განტევება.

ყოველსა ქუეყანასა გაჴდა ჴმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა…

ხოლო უკუეთუ არს ლიტურღია დიდისა ბასილისა, ითქუმის ოხითა ბასილისა, ჴმა ა.

ყოველსა ქუეყანასა გაჴდა ჴმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყუაჲ შენი, რომლითა ღმრთივ-შუენიერად ქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეფო იგი მღდელობა განაშუენე, წმიდაო მღდელთ-მთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. დიდება:

გამოსჩნდი შეურძველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ…

კონდაკი.

გამოსჩნდი შეურძველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა, და ბრწყინავ ზეცათა შინა, ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.

რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე…

და უკუეთუ არს ლიტურღია პირველ შეწირულისა, ჰსთქუ ესე ოხითა და კონდაკი წმიდისა გრიგოლი დიოლოღოსისა. ოხითა ჴმა დ.

რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე, დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი, და სახარებისაებრ სულა თავს იდევ, ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენნი.

წინასწარ მთავრად გამოსჩნდი, მწყემს მთავრად განმაწესებელ ქრისტეს…

კონდაკი, ჴმა ზ.

წინასწარ მთავრად გამოსჩნდი, მწყემს მთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა, მამაო გრიგოლი, და შეზღუდე მოძღურებითა ზეციერითა, და მსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან, და სახითა ასწავე სამწყსოსა ქრისტესსა მცნებანი მისნი, ხოლო აწ მათ თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.