გულანი
საცდელი · 1.37.0
წმიდა იაკობ მოციქულის ლიტურგია 1 / 85დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

წმიდა იაკობ მოციქულის ლიტურგია

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 54 წთ

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

მღდელი, დგას რა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, ოდეს აღსავლის კარი ჯერეთ დახშულ არს, იტყჳს საიდუმლოდ ლოცვასა ამას:

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მხოლოსა, მარტივსა და განუყოფელსა სამებასა, რომელი შეგუაერთებს და განგუწმედს ჩუენ თავისა მიერ თჳსისა და დაამშჳდებს ცხოვრებასა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიმრავლითა ცოდვათაჲთა შეგინებულსა ნუ შეურაცხ-მყოფ მე, მეუფეო…

მერმე თჳსთჳს ღმრთისა მოწყალებასა ითხოვს და იტყჳს:

სიმრავლითა ცოდვათაჲთა შეგინებულსა ნუ შეურაცხ-მყოფ მე, მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ, აჰა ესერა, მოვედ საღმრთოსა ამას და ზეციერსა საიდუმლოსა შენსა, არა ვითარცა ღირსი, არამედ სახიერებასა შენსა მხედველი; და აღმოვსთქუამ შენდა ჴმასა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა; შევსცოდე ცად და შენ წინაშე, და არა ღირს ვარ თუალ-ხილვად წმიდისა ამის და სულიერისა ტრაპეზისა შენისა, რომელსა ზედა მხოლოდ-შობილი ძე შენი და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჩემთჳს ცოდვილისა და ყოვლითა ბიწითა შეგინებულისა საიდუმლოდ მდებარე არს მსხუერპლად. ამისთჳს ვედრებასა ამას და მადლობასა მოგიძღუანებ, რათა გარდამოივლინოს ჩემ ზედა სული შენი ნუგეშინისმცემელი, მაძლიერებელი და განმმზადებელი ჩემი მსახურებისა ამისთჳს; და ჴმასა მას, ერისა მიმართ შენ მიერ აღთქმულსა, დაუსჯელად აღმოთქმად ღირს-მყავ, ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად-წმიდით, სახიერით, ცხოველს-მყოფელით და თანაარსით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

მერმე მღდელმან აღიღის წმიდისა ტრაპეზისაგან წმიდანი წერილნი და მისცის დიაკონსა, და, წინა მიუძღოდის რაჲ სანთლის მტჳრთველი, განვიდეს საკურთხეველით და შესავალი ჰყოს სამეუფოთა კართა მიმართ. მერმე, განეღებიან რაჲ სამეუფონი კარნი, იტყჳს ჴმამაღლა:

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებითსა და ერთსა ნათელსა ღმრთეებისასა, რომელი სამებასა შინა ერთობით არს და განიყოფების განუყოფელად. რამეთუ სამებაჲ ერთი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი არს, რომლისა დიდებასა უთხრობენ ცანი, ხოლო ქუეყანაჲ — უფლებასა მისსა, და ზღუაჲ — სიმტკიცესა მისსა, და ყოველი გრძნობადი და საცნაური დაბადებაჲ ქადაგებს მარადის სიდიდესა მისსა; რამეთუ მას შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი, სიმტკიცე, სიდიდე და დიდებულებაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კეთილის-მყოფელო და მეუფეო საუკუნეთაო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, შეიწყნარე ეკლესიაჲ შენი, ქრისტეს შენისა მიერ შენდა მომავალი; თითოეულსა უმჯობესი აღუსრულე, მიიყვანენ ყოველნი სრულებად, და ღირს-მყვენ ჩუენ მადლისა სიწმიდისა შენისასა, შემკრებელმან ჩუენმან წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა, რომელი მოიგე პატიოსნითა სისხლითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ და დიდებულ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ. უფალო, შეგჳწყალენ

დიაკონი, ერისა მიმართ:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

ღმერთო, რომელმან შეიწირე აბელისი ძღუენი, ნოესი და…

მღდელი იტყჳს ჴმამაღლა ლოცვასა შესავლისა საკმევლისასა:

ღმერთო, რომელმან შეიწირე აბელისი ძღუენი, ნოესი და აბრაჰამისი მსხუერპლი, აჰრონისი და ზაქარიაჲსი საკმეველი, შეიწირე ჴელთაგანცა ჩუენთა ცოდვილთაჲსა საკმეველი ესე საყნოსელად სულნელებისა და მისატევებელად ცოდვათა ჩუენთა და ყოვლისა ერისა შენისათა; რამეთუ კურთხეულ ხარ და შენდა შუენის დიდებაჲ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აღემართენით.

მხოლოდ-შობილო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რომელი უკუდავ…

მერმე მღდელი აკმევს და შესავალსა ჰყოფს, და გალობს დიაკონისა და ერისა თანა ტროპარსა ამას:

მხოლოდ-შობილო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, რომელი უკუდავ ხარ და თავს-იდევ ცხოვრებისათჳს ჩუენისა ჴორცშესხმაჲ წმიდისაგან ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და უცვალებელად განკაცნი, ჯუარს-ეცუ, ქრისტე ღმერთო, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველო; ერთი ხარ რაჲ წმიდისა სამებისაჲ, თანა-დიდებული მამისა და სულისა წმიდისა, გუაცხოვნენ ჩუენ.

ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, დიდად-სახელოვანო უფალო, რომელმან მოგუეც…

შემავალნი, მიიწევიან რაჲ საშუალ ტაძრისა, სადაცა არს ამბიონი, დადებენ მას ზედა წმიდათა წერილთა და წარვლენ წმიდისა საკურთხევლისა მიმართ; და მღდელი, დგას რაჲ წინაშე სამეუფოთა კართა, იტყჳს ჴმამაღლა ლოცვასა ამას:

ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, დიდად-სახელოვანო უფალო, რომელმან მოგუეც ჩუენ შესავალი წმიდასა წმიდათასა მოსლვითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, გევედრებით და გლოცავთ სახიერებასა შენსა: ვინაჲთგან შიშით და ძრწოლით ვართ, მდგომარეობად მომავალნი წმიდისა საკურთხევლისა შენისა წინაშე, მოავლინე ჩუენ ზედა, ღმერთო, მადლი შენი სახიერი, და წმიდა-ყვენ სულნი, ჴორცნი და სულნი ჩუენნი, და შეცვალენ გულის-სიტყუანი ჩუენნი ღმრთის-მსახურებად, რათა წმიდითა გონებითა შემოგწიროთ შენ ძღუენნი, მიძღუანებანი და ნაყოფნი, მოსპობად შეცოდებათა ჩუენთა და სალხინებელად ყოვლისა ერისა შენისა; მადლითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მერმე დიაკონი, მიიქცევის რაჲ ერისა მიმართ, იტყჳს:

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა და ცხოვრებისათჳს…

ერი, დიაკონისა თითოეულისა ვედრებისა შემდგომად, გალობს: უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა და ერთობისათჳს ყოველთა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ცხოვრებისა და შეწევნისათჳს უწმიდესისა მამისა და მთავარ-ეპისკოპოსისა ჩუენისა (სახელი), ყოვლისა სამღდელოჲსა და ქრისტეს-მოყუარისა ერისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მიტევებისათჳს ცოდვათა და შენდობისათჳს შეცოდებათა ჩუენთა, და ჴსნისათჳს ჩუენისა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა, ღელვისა და იწროებისა და მტერთა აღდგომისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად დიდებულისა, კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდისა იოვანე დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, საღმრთოთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, დიდებულთა წინასწარმეტყუელთა და ძლევით შემოსილთა მოწამეთა და ყოველთა წმიდათა და მართალთა მოვიჴსენებდეთ, რათა ლოცვითა და მეოხებითა მათითა ყოველნივე შევიწყალნეთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

მოწყალეო და მწყალობელო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო და ჭეშმარიტო უფალო, მოიხილე წმიდით სამკჳდრებელით შენით და ისმინე ჩუენი, მვედრებელთა შენთაჲ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან განსაცდელისა, ეშმაკისაგანცა და კაცობრივისა, და ნუ განაშორებ ჩუენგან შეწევნასა შენსა, ნუცა მოაწევ ჩუენ ზედა ძალისა ჩუენისა უმძიმესთა სწავლათა; რამეთუ ჩუენ არა ძალ-გჳც ძლევად წინააღმდგომთა, ხოლო შენ ძლიერ ხარ, უფალო, ჴსნად ყოველთაგან წინააღმდგომთა. გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო, ჭირთაგან სოფლისა ამის სიტკბოებისაებრ შენისა, რათა, წმიდითა გონებითა შემოსრულთა წმიდისა საკურთხევლისა შენისა მიმართ, ნეტარი და სამწმიდაო გალობაჲ ზეცისა ძალთა თანა დაუსჯელად აღგივლინოთ შენ, და, სათნოჲ შენდა და საღმრთოჲ ესე მსახურებაჲ აღვასრულეთ რაჲ, ღირს ვიქმნეთ ცხოვრებისა საუკუნოჲსა.

რამეთუ წმიდა ხარ, უფალო ღმერთო ჩუენო, და წმიდათა შორის დამკჳდრებულ ხარ და განისუენებ, და შენდა დიდებასა და სამწმიდაოსა გალობასა აღვავლენთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ…

(გ-გზის)

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა…

მკითხველი ამბიონით იკითხავს წინასწარმეტყუელებასა: საკითხავი. მგალობელი: წარდგომაჲ, ჴმაჲ ჱ. ფსალმუნი დავითისი.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ჴელთა…

მუხლი ა.

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

დღე დღესა აღმოუთქუამს სიტყუასა, და ღამე ღამესა…

მუხლი ბ.

დღე დღესა აღმოუთქუამს სიტყუასა, და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

არა არიან სიტყუანი, არცა ზრახვანი, რომელთაჲ არა…

მუხლი გ.

არა არიან სიტყუანი, არცა ზრახვანი, რომელთაჲ არა ისმოდიან ჴმანი მათნი.

ყოველსა ქუეყანასა განვიდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

შენ, ყოვლითა სულნელებითა და სიხარულითა აღვსებულსა, უფალო…

მკითხველი იკითხავს სამოციქულოსა, დგას რაჲ ამბიონთან. საკითხავი. ხოლო მღდელი იტყჳს საიდუმლოდ ლოცვასა საკმევლისასა:

შენ, ყოვლითა სულნელებითა და სიხარულითა აღვსებულსა, უფალო ღმერთო ჩუენო, შენთა მონიჭებულთაგან შემოგწირავთ საკმეველსა ამას; აღვიდეს, გევედრებით, შენ წინაშე გლახაკთა ჴელთაგან ჩუენთა წმიდასა და ზეცათა უზესთაესსა საკურთხეველსა შენსა, საყნოსელად სულნელებისა, მისატევებელად ცოდვათა ჩუენთა და სალხინებელად ერისა შენისა; მადლითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია

სამოციქულოჲსა აღსრულებისა შემდგომად დიაკონი აკმევს. (გ-გზის)

ალილუია.

ღმერთი, რომელმან მომცა მე შურის-გებაჲ და დაუმორჩილნა…

მუხლი ა.

ღმერთი, რომელმან მომცა მე შურის-გებაჲ და დაუმორჩილნა ერნი ჩემ ქუეშე.

ალილუია

(გ-გზის)

ალილუია.

მჴსნელი ჩემი მტერთაგან ჩემთა გულისწყრომით, აღმდგომელთაგან ჩემ…

მუხლი ბ.

მჴსნელი ჩემი მტერთაგან ჩემთა გულისწყრომით, აღმდგომელთაგან ჩემ ზედა აღმამაღლებ მე, კაცისაგან ცრუსა მიჴსნი მე.

ალილუია

(გ-გზის)

ალილუია.

ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და…

მუხლი გ.

ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.

ალილუია

(გ-გზის)

ალილუია.

განმადიდებელი ცხოვრებათა მეუფისა მისისაჲ და მყოფელი წყალობისა…

მუხლი დ.

განმადიდებელი ცხოვრებათა მეუფისა მისისაჲ და მყოფელი წყალობისა ცხებულისა მისისა მიმართ, დავითისა და თესლისა მისისა უკუნისამდე.

ვსთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ. უფალო ყოვლისა მპყრობელო, ზეციერო, ღმერთო…

ერი, თითოეულისა ვედრებისა შემდგომად:

უფალო, შეგჳწყალენ.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ზეციერო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა და ერთობისათჳს ყოველთა წმიდათა შენთა ეკლესიათა, ვილოცოთ.

ცხოვრებისა და შეწევნისათჳს უწმიდესისა მამისა და მთავარ-ეპისკოპოსისა ჩუენისა (სახელი), ყოვლისა სამღდელოჲსა და ქრისტეს-მოყუარისა ერისა, ვილოცოთ.

ჴსნისათჳს ჩუენისა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა, ღელვისა და იწროებისა, ტყუეობისა, მწარისა სიკუდილისა და უსჯულოებათა ჩუენთაგან, ვილოცოთ.

და აქა მდგომარისა ერისათჳს, რომელი მოელის შენგან მდიდარსა და დიდსა წყალობასა, გევედრებით: მოწყალე იქმენ და შეგჳწყალენ.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი.

მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა.

აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთაჲ ძალითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა, კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისაჲთა, წინამორბედისაჲთა, მოციქულთა შენთაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა; გევედრებით, მრავალმოწყალეო უფალო, ისმინე ჩუენი, მვედრებელთა შენთაჲ, და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ

(გ-გზის)

უფალო, შეგჳწყალენ.

გაბრწყინდი გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო უფალო, უხრწნელი…

მღდელი იტყჳს ლოცვასა წმიდისა სახარებისა წინა:

გაბრწყინდი გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო უფალო, უხრწნელი ნათელი მეცნიერებისაჲ, და გონებისა ჩუენისა თუალნი აღახილენ საცნაურად სახარებისა ქადაგებათა შენთა; დაგჳდევ ჩუენ შიშიცა ნეტართა მცნებათა შენთაჲ, რათა, ჴორციელნი გულისთქუმანი დავთრგუნენ რაჲ, სულიერსა მოქალაქობასა შევუდგეთ, ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდით.

რამეთუ შენ ხარ სახარებაჲ და განათლებაჲ, მაცხოვარი და მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, ღმერთო, და მხოლოდ-შობილი ძე შენი და ყოვლად-წმიდაჲ სული შენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აღემართენით, ვისმინოთ წმიდაჲ სახარებაჲ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა. მოხედენ…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

მოხედენ წმიდასა საკითხავსა.

წმიდისა სახარებისაგან საკითხავი

და მეყსეულად დიაკონი იკითხავს სახარებასა. ______

წმიდისა სახარებისაგან საკითხავი.

დიდებაჲ შენდა, უფალო

სახარებაჲ

დიდებაჲ შენდა, უფალო.

ვიდგეთ მოდგინებით. მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

რომლისა შემდგომად მღდელი ქადაგებს სიტყუასა ღმრთისასა ამბიონით, რომელ არს შორის ტაძრისა; მერმე, მარადის ერისა მიმართ მიქცეული, დიაკონი:

ვიდგეთ მოდგინებით. მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ. ზეგარდამო მშჳდობისა და ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა…

თითოეულისა ვედრებისა შემდგომად:

უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა და ერთობისათჳს ყოველთა წმიდათა შენთა ეკლესიათა, ვილოცოთ.

ცხოვრებისა და შეწევნისათჳს უწმიდესისა მამისა და მთავარ-ეპისკოპოსისა ჩუენისა (სახელი), ყოვლისა სამღდელოჲსა და ქრისტეს-მოყუარისა ერისა, ვილოცოთ.

მიტევებისათჳს ცოდვათა და შენდობისათჳს შეცოდებათა ჩუენთა, და ჴსნისათჳს ჩუენისა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა, ღელვისა და იწროებისა და მტერთა აღდგომისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა. დღე ყოველი სრული, წმიდაჲ, მშჳდობითი და უცოდველი უფლისაგან ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო.

ანგელოზი მშჳდობისაჲ, სარწმუნოჲ წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ, უფლისაგან ვითხოვოთ.

შენდობაჲ და მიტევებაჲ ცოდვათა და შეცოდებათა ჩუენთაჲ უფლისაგან ვითხოვოთ.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშჳდობაჲ სოფლისაჲ უფლისაგან ვითხოვოთ.

ნეშტი ჟამი ცხოვრებისა ჩუენისაჲ მშჳდობით და სიმრთელით აღსრულებად უფლისაგან ვითხოვოთ.

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროჲსა ქრისტესისა ვითხოვოთ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდისა იოვანე დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, საღმრთოთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, დიდებულთა წინასწარმეტყუელთა, ძლევით შემოსილთა და მოწამეთა, ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო.

ღმერთო, რომელმან ასმინე ჩუენ საღმრთონი და მაცხოვარნი სიტყუანი შენნი, განანათლენ სულნი ჩუენნი, ცოდვილთანი, წარკითხულთა ამათ გულისჴმის-ყოფად, რათა არა ხოლო მსმენელად სულიერთა სიტყუათა ვიჩინნეთ, არამედ მოქმედადცა კეთილთა საქმეთა, შემდგომნი სარწმუნოებისა უზაკუველისა, ცხოვრებისა უბიწოჲსა და მოქალაქობისა უბრალოჲსანი, ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ და დიდებულ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა. თავნი…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ, უფალო.

მეუფეო ცხოველს-მყოფელო და კეთილთა მომნიჭებელო, რომელმან მიეც კაცთა ნეტარი სასოებაჲ ცხოვრებისა საუკუნოჲსაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ღირს-მყვენ ჩუენ, სახიერო, სიწმიდით აღსრულებად შენდა საღმრთოსა ამის მსახურებისა, მომავლისა ნეტარებისა სიხარულად.

რათა სიმტკიცითა შენითა მარადის დაცულნი და ნათლისა მიმართ ჭეშმარიტებისა წარმართებულნი, შენდა დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი, ნუ ვინმე უზიარებელთაგანი, ნუ…

დიაკონი:

ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი, ნუ ვინმე უზიარებელთაგანი, ნუ ვინმე, რომელთა არა ძალ-უც ჩუენ თანა ლოცვად. იცანით ურთიერთას. კარნი! აღემართენით ყოველნი.

მშჳდობით ქრისტესითა ვუგალობდეთ. დუმილ იყავნ ყოველი ჴორციელი…

დიაკონი:

მშჳდობით ქრისტესითა ვუგალობდეთ.

დუმილ იყავნ ყოველი ჴორციელი კაცისაჲ, და დადგენ შიშით და ძრწოლით, და ნურარას ქუეყანისასა თავისა თჳსისა თანა ზრახვიდენ; რამეთუ მეუფე მეფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ მოვალს დაკლვად და მიცემად საჭმელად მორწმუნეთა; ხოლო წინა უძღჳან მას გუნდნი ანგელოზთანი ყოვლითა მთავრობითა და ხელმწიფებითა, მრავალთუალნი ქერუბიმნი და ექუსფრთიანნი სერაფიმნი, პირთა დამფარველნი და მღაღადებელნი გალობისა: ალილუია, ალილუია, ალილუია.

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეციერი პური, საზრდელი…

მღდელი დიაკონისა თანა, გალობასა ამას გალობენ რაჲ, დუმილით გადაასუენებენ პატიოსანთა ძღუენთა წმიდასა ტრაპეზსა ზედა. მერმე იტყჳს ჴმამაღლა ლოცვასა წინადაგებისასა:

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეციერი პური, საზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მოავლინე მაცხოვრად, მჴსნელად და კეთილის-მყოფელად, მაკურთხეველად და განმწმედელად ჩუენდა, შენვე აკურთხე წინადაგებაჲ ესე და შეიწირე იგი ზეცათა უზესთაესსა საკურთხეველსა შენსა; მოიჴსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან, შემწირველნი და რომელთათჳს შემოსწირეს, და ჩუენცა დაუსჯელად დაგჳცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა საიდუმლოთა შენთასა. რამეთუ წმიდა-იქმნა და დიდებულ არს ყოვლად-პატიოსანი და დიდად-შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო დიდებისაო, ღმერთო, რომელმან…

მღდელი, დაასუენნის რაჲ პატიოსანნი ძღუენნი წმიდასა ტრაპეზსა ზედა, აკმევს მათ და იტყჳს საიდუმლოდ ლოცვასა:

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო დიდებისაო, ღმერთო, რომელმან უწყი ყოველი შექმნადმდე მათისა, შენ თჳთ მოგუეახლე ჩუენ, ჟამსა ამას წმიდასა შენდა მხადებელთა, და გამოგჳჴსენ ჩუენ სირცხჳლისაგან შეცოდებათაჲსა; განწმიდე გონებაჲ და გულის-სიტყუანი ჩუენნი ბილწთა გულისთქუმათაგან, სოფლიოჲსა საცთურისაგან და ყოვლისა ეშმაკეულისა მოქმედებისაგან, და შეიწირე ჴელთაგან ჩუენთა ცოდვილთაჲსა საკმეველი ესე, ვითარცა შეიწირე შესაწირავი აბელისი და ნოესი, აჰრონისი და სამუელისი და ყოველთა წმიდათა შენთაჲ, მჴსნელმან ჩუენმან ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა და მაცხოვარმან, რათა მარადის სათნო-გეყოფოდით და თაყუანის-გცემდეთ და გადიდებდეთ შენ, მამასა და მხოლოდ-შობილსა ძესა შენსა და ყოვლად-წმიდასა სულსა შენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნითა ღმრთისაჲთა მოხედენ.

მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქუეყანისა, ყოველთა ხილულთა და არა ხილულთაჲ.

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მხოლოდ-შობილი, რომელი მამისაგან იშვა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველივე შეიქმნა; რომელი ჩუენთჳს, კაცთა და ჩუენისა ცხოვრებისათჳს, გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა; და ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა; და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს; და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა; და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრული.

და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, რომელი მამისა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ. ერთი, წმიდაჲ, კათოლიკე და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ. აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა მისატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთასა და ცხოვრებასა მერმისა საუკუნოჲსასა. ამინ.

ვსდგეთ კეთილად. მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოველთა ღმერთო და მეუფეო, ღირს-მყვენ ჩუენ, უღირსნი…

(საიდუმლოდ)

ყოველთა ღმერთო და მეუფეო, ღირს-მყვენ ჩუენ, უღირსნი, ჟამისა ამის, კაცთ-მოყუარეო, რათა, განწმედილნი ყოვლისაგან ზაკუვისა და ყოვლისა ორგულებისა, შევერთდეთ ურთიერთას საკრველითა მშჳდობისა და სიყუარულისაჲთა, დამტკიცებულნი სიწმიდითა ღმრთის-მეცნიერებისა შენისაჲთა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა მიერ, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნისამდე.

რამეთუ ღმერთი წყალობისა, სიყუარულისა, მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ შენ, და მხოლოდ-შობილი ძე შენი და ყოვლად-წმიდაჲ სული შენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა. ამბორს-უყოფდეთ…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

ამბორს-უყოფდეთ ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ. შენ, უფალო

და ამბორის-ყოფისა შემდგომად:

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ, უფალო.

მხოლოო უფალო და მოწყალეო ღმერთო, ქედთა თჳსთა…

მღდელი მოიდრეკს და იტყჳს საიდუმლოდ:

მხოლოო უფალო და მოწყალეო ღმერთო, ქედთა თჳსთა წინაშე წმიდისა საკურთხევლისა შენისა მომდრეკელთა და შენგან სულიერთა ნიჭთა მეძიებელთა მოუვლინე მადლი შენი სახიერი, და აკურთხენ ყოველნი ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა და მიუღებელითა, მაღალთა შინა დამკჳდრებულმან და მდაბალთა ზედა მხედველმან. რამეთუ საქებელ და თაყუანის-საცემელ და უზესთაესად დიდებულ არს ყოვლად-წმიდაჲ სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ. ამინ.

აკურთხე, მეუფეო. უფალმან აკურთხენ ყოველნი ჩუენ, და…

დიაკონი მღდელისა მიმართ:

აკურთხე, მეუფეო.

უფალმან აკურთხენ ყოველნი ჩუენ, და თანა-გუემსახუროს ჩუენ, და ღირს-მყვნეს ჩუენ წინაშე დგომისა წმიდისა საკურთხევლისა მისისა და მოსლვისა წმიდისა სულისა მისისა, მადლითა და კაცთ-მოყუარებითა მისითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი…

და მოიდრეკს ორთავე მხართა და იტყჳს ჴმამაღლა და გალობით:

ადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი ერთბამად.

სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი…

და ერი მიუგებს გალობით:

სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ.

მოგჳჴსენენ ჩუენ უფალმან სასუფეველსა ცათასა, ყოვლადვე, აწ…

მერმე იტყჳან თანამწირველნი, ანუ დიაკონი ხოლო:

მოგჳჴსენენ ჩუენ უფალმან სასუფეველსა ცათასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ. გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ…

თითოეულისა ვედრებისა შემდგომად:

უფალო, შეგჳწყალენ.

გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

ზეგარდამო მშჳდობისა და ღმრთისა კაცთ-მოყუარებისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა და ერთობისათჳს ყოველთა წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

წმიდისა, კათოლიკე და სამოციქულოჲსა ეკლესიისათჳს, ქუეყანისა კიდეთაგან ვიდრე კიდეთამდე მისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ცხოვრებისა და შეწევნისათჳს უწმიდესისა მამისა და მთავარ-ეპისკოპოსისა ჩუენისა (სახელი), ყოვლისა სამღდელოჲსა და ქრისტეს-მოყუარისა ერისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ქალაქისა ამისთჳს, ყოვლისა ქალაქისა და სოფლისა და მართლმადიდებლითა სარწმუნოებითა და ღმრთის-მოშიშებით მკჳდრთა მათ შინა, მშჳდობისა და დაცვისათჳს მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ნაყოფის შემომწირველთა და კეთილის მოქმედთათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა შინა, და მომჴსენებელთა გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა, უცხოთა და ნაკლულევანთაჲსა, და რომელთა გუამცნეს ჩუენ მოჴსენებაჲ მათი ლოცვათა შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მოხუცებულებასა და უძლურებასა შინა მყოფთა, სნეულთა, შრომილთა, არაწმიდათა სულთაგან შეწუხებულთა და ღმრთისაგან სწრაფისა კურნებისა და ცხოვრებისათჳს მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ქალწულებასა, სიწმიდესა და მოღუაწებასა შინა და პატიოსანსა ქორწინებასა შინა მყოფთათჳს, და მთათა შინა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა მოღუაწეთა ღირსთა მამათა და ძმათათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მენავეთა, მოგზაურთა, უცხოებასა შინა მყოფთა ქრისტეანეთა, და ტყუეობასა, განდევნასა, საპყრობილეთა და მწარესა მონებასა შინა მყოფთა ძმათა ჩუენთათჳს, მშჳდობით თითოეულისა თჳსთა მიმართ სიხარულით მიქცევისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

აქა მყოფთა და ჩუენ თანა მლოცველთა ჟამსა ამას წმიდასა და ყოველსა ჟამსა მამათა და ძმათათჳს, მოსწრაფებისა, შრომისა და გულს-მოდგინებისათჳს მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

და ყოვლისა სულისა ქრისტეანისა, ჭირვეულისა და შეწუხებულისა, ღმრთისა წყალობისა და შეწევნისა მსურველისათჳს, შეცთომილთა მოქცევისა, უძლურთა სიმრთელისა, ტყუეთა ჴსნისა, უწინარეს მიძინებულთა მამათა და ძმათა განსუენებისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მიტევებისათჳს ცოდვათა და შენდობისათჳს შეცოდებათა ჩუენთა, და ჴსნისათჳს ჩუენისა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა, ღელვისა და იწროებისა და წარმართთა აღდგომისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფროსად, კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთაჲსა, წჳმათა მშჳდობიერთა, ცუართა კეთილთა, ნაყოფთა სიმრავლისა, სრულისა ბარაქისა და გჳრგჳნისათჳს წელიწადისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

სმენისა და შეწყნარებისათჳს ვედრებისა ჩუენისა წინაშე ღმრთისა, და გარდამოვლინებისათჳს ჩუენ ზედა მდიდართა წყალობათა და მოწყალებათა მისთა.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად დიდებულისა, კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა და ნეტართა იოვანე დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, სტეფანე პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამისა, მოსესი, აჰრონისი, ელიაჲსი, ელისესი, სამუელისი, დავითისი, დანიელისი, წინასწარმეტყუელთაჲ, და ყოველთა წმიდათა და მართალთა მოვიჴსენებდეთ, რათა ლოცვითა და მეოხებითა მათითა ყოველნივე შევიწყალნეთ.

და წინამდებარეთა პატიოსანთა და ზეცისათა, გამოუთქუმელთა, უხრწნელთა…

(ანუ მღდელი)

და წინამდებარეთა პატიოსანთა და ზეცისათა, გამოუთქუმელთა, უხრწნელთა, დიდებულთა, საშინელთა, საზარელთა, საღმრთოთა ძღუენთათჳს, და ცხოვრებისათჳს წინაშე მდგომარისა და შემწირველისა მათისა პატიოსნისა მამისა ჩუენისა და მღდელთმთავრისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრებით.

უფალო, შეგჳწყალენ

(გ-გზის)

უფალო, შეგჳწყალენ.

რომელმან მოგჳხილენ ჩუენ წყალობითა და მოწყალებითა, მეუფეო…

ოდეს დიაკონი იტყჳს ზემოთქმულსა კათოლიკე მოდგინედ ვედრებასა, მღდელი მოდრეკილი იტყჳს თავისთჳს ლოცვათა ამათ:

რომელმან მოგჳხილენ ჩუენ წყალობითა და მოწყალებითა, მეუფეო უფალო, და მოგჳმადლე კადნიერებაჲ ჩუენ, მდაბალთა და ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთა, წინაშე დგომად წმიდისა საკურთხევლისა შენისა და შემოწირვად შენდა საშინელისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა ცოდვათა ჩუენთათჳს და ერისა უმეცრებათათჳს, მოიხილე ჩემ ზედა, უჴმარისა მონისა შენისა, და აჴოცენ შეცოდებანი ჩემნი მოწყალებისა შენისათჳს, და განწმიდენ ბაგენი ჩემნი და გული ჩემი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა, და განმაშორე ჩემგან ყოველი სირცხჳლეული და უგუნური გულის-სიტყუაჲ, და შემაძლებელ-მყავ ძალითა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲთა ამის მსახურებისათჳს, და შემიწყნარე, სახიერებისა შენისათჳს, წმიდასა საკურთხეველსა მიახლებული; და სათნო-იყავ, უფალო, შეწირულ ყოფად შემოტანებულთა ამათ შენდა ძღუენთა ჴელითა ჩუენითა, შთამოჴდომილმან უძლურებათა ჩემთა; და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა, ნუცა მოიძაგებ უღირსებასა ჩემსა, არამედ შემიწყალე მე, ღმერთო, და სიმრავლისაებრ მოწყალებათა შენთასა წარჰჴადენ უსჯულოებანი ჩემნი, რათა, დაუსჯელად მოსრული წინაშე დიდებისა შენისა, ღირს ვიქმნე საფარველისა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲსა და ბრწყინვალებისა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲსა, და არა, ვითარცა მონაჲ ცოდვისაჲ, განსაგდებელ ვიქმნე, არამედ, ვითარცა მონამან შენმან, ვპოო მადლი და წყალობაჲ და მიტევებაჲ ცოდვათა აწინდელსა ამას და მერმესა საუკუნესა. ჰე, მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, ყოვლისა შემძლებელო უფალო, ისმინე ვედრებაჲ ჩემი, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა მოქმედი ყოველსა შინა, და შენგან ყოველნი ვეძიებთ ყოველსა ზედა შეწევნასა და შეწყნარებასა, და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაგან და ცხოველს-მყოფელისა სულისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღმერთო, რომელმან მრავლისა და გამოუთქუმელისა კაცთ-მოყუარებისათჳს მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი სოფლად, რათა შეცთომილი ცხოვარი მოაქციოს, ნუ გარე-მიიქცევ ჩუენგან, ცოდვილთაგან, შენდა ჴელის-მყოფელთა საშინელისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა; რამეთუ არა სიმართლეთა ჩუენთა ვესავთ, არამედ წყალობასა შენსა სახიერსა, რომლითა ნათესავსა ჩუენსა მოიგებ. და აწ გევედრებით და გლოცავთ სახიერებასა შენსა, რათა არა იქმნეს დასასჯელად ერისა შენისა ცხოვრებისათჳს ჩუენდა განგებული ესე საიდუმლოჲ, არამედ აჴოცად ცოდვათა, განახლებად სულთა და ჴორცთა, სათნოდ შენდა, ღმრთისა და მამისა.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დაგუბადენ და შემოგუიყვანენ ცხოვრებასა ამას, რომელმან გჳჩუენენ გზანი ცხოვრებისანი, რომელმან მოგუმადლე ზეციერთა საიდუმლოთა გამოცხადებაჲ, შენ ხარ, რომელმან დაგუადგინენ მსახურებასა ამას ძალითა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲთა; ინებე, მეუფეო, რათა ვიქმნეთ მსახურ ახლისა აღთქმისა შენისა, მღდელმოქმედ უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, და შეგჳწყნარენ მიახლებულნი წმიდასა საკურთხეველსა შენსა სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა, რათა ღირს ვიქმნეთ შემოწირვად შენდა ძღუენთა და მსხუერპლთა თავთა ჩუენთათჳს და ერისა უმეცრებათათჳს; და მომეც ჩუენ, უფალო, ყოვლითა შიშითა და წმიდითა გონებითა მოძღუნად შენდა სულიერისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა, რომელი შეიწირე რაჲ წმიდასა და ზეცათა უზესთაესსა და გონიერსა საკურთხეველსა შენსა საყნოსელად სულნელებისა, ნაცვლად მოგუივლინე ჩუენ მადლი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ. ჰე, ღმერთო, მოიხილე ჩუენ ზედა და იხილე სიტყჳერი ესე მსახურებაჲ ჩუენი, და შეიწირე იგი, ვითარცა შეიწირე აბელისი ძღუენი, ნოესი მსხუერპლი, აბრაჰამისი ყოვლად-დასაწუელნი, მოსესი და აჰრონისი მღდელობანი, სამუელისი მშჳდობისანი, დავითისი სინანული, ზაქარიაჲსი საკმეველი; ვითარცა შეიწირე ჴელთაგან წმიდათა მოციქულთა შენთასა ჭეშმარიტი ესე მსახურებაჲ, ეგრეთვე შეიწირენ ჴელთაგან ჩუენთა, ცოდვილთაჲსა, წინამდებარენი ესე ძღუენნი სიტკბოებითა შენითა, და მოგუმადლე, რათა იქმნეს შესაწირავი ჩუენი სათნო, განწმედილი სულითა წმიდითა, სალხინებელად შეცოდებათა ჩუენთა და ერისა უმეცრებათა და განსასუენებელად უწინარეს მიძინებულთა სულთა, რათა ჩუენცა, ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი, ღირს-ქმნილნი უზაკუველად მსახურებისა წმიდისა საკურთხევლისა შენისა, მივიღოთ სასყიდელი სარწმუნოთა და გონიერთა მნეთაჲ, და ვპოოთ მადლი და წყალობაჲ საშინელსა მას დღესა მართლისა და სახიერისა მისაგებელისა შენისასა.

გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ მოგუეც…

მღდელი:

გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ მოგუეც ჩუენ კადნიერებაჲ შესლვად წმიდათა, რომელი განგჳახლე ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმლისა მიერ ჴორცთა ქრისტეს შენისათა. ღირს-ქმნილნი უკუე შესლვად ადგილსა კარვისა დიდებისა შენისასა, და შინაგან კრეტსაბმლისა ყოფად, და წმიდათა წმიდისა ხილვად, შევრდებით სახიერებასა შენსა, მეუფეო: შეგჳწყალენ ჩუენ, ვინაჲთგან შიშით და ძრწოლით ვართ, მდგომარეობად მომავალნი წმიდისა საკურთხევლისა შენისა წინაშე; და წმიდასა ამას საიდუმლოსა მომცველნი სახისმეტყუელებით სამოსელნი იგავთანი განაშიშულე და ცხადად გამოგჳჩინე ჩუენ, და გონიერნი თუალნი ჩუენნი მიუწდომელითა ნათლითა შენითა აღავსენ, და სიგლახაკე ჩუენი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა განწმიდე და ღირს-ყავ საშინელისა ამის და საზარელისა წინაშე დგომისა; რამეთუ უმეტესად მოწყალე და მწყალობელი ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა. ვსდგეთ…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ კრძალულად, ვსდგეთ შიშითა ღმრთისაჲთა და ლმობიერებით; მოხედენ წმიდასა ანაფორასა მშჳდობით ღმრთისა შეწირვად.

წყალობაჲ, მშჳდობაჲ, შესაწირავი ქებისაჲ.

სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და მადლი უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და ზიარებაჲ და ნიჭი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ იყავნ ჩუენ ყოველთა თანა.

და სულისაცა შენისა თანა.

ზე ვაქუნდინ გონებაჲ და გულნი.

გუაქუს უფლისა მიმართ.

ვმადლობდეთ უფალსა.

ღირს არს და მართალ.

ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ, შუენიერ და…

მღდელი, მოდრეკილი:

ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ, შუენიერ და ვალ, შენი ქებაჲ, შენი გალობაჲ, შენდა თაყუანის-ცემაჲ, შენი დიდებისმეტყუელებაჲ, შენდა მადლობაჲ, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა, შემოქმედისა, საუნჯისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, წყაროჲსა ცხოვრებისა და უკუდავებისაჲსა, ყოველთა ღმრთისა და მეუფისა; რომელსა უგალობენ ცანი და ცანი ცათანი და ყოველნი ძალნი მათნი, მზე და მთოვარე და ყოველი კრებული ვარსკულავთაჲ, ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი მათ შორის; იერუსალიმი ზეციერი, დღესასწაული რჩეულთაჲ, ეკლესიაჲ პირმშოთაჲ, ცათა შინა დაწერილთაჲ; სულნი მართალთა და წინასწარმეტყუელთანი, სულნი მოწამეთა და მოციქულთანი; ანგელოზნი, მთავარ-ანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი და ძალნი საშინელნი, მრავალთუალნი ქერუბიმნი და ექუსფრთიანნი სერაფიმნი, რომელნი ორითა ფრთითა დაიფარვენ პირთა თჳსთა, ორითა ფერჴთა, და ორითა მფრინვალენი ღაღადებენ ერთი ერთისა მიმართ დაუცხრომელითა პირითა და დაუდუმებელითა დიდებისმეტყუელებითა.

ძლევისა გალობასა დიდებულისა დიდებისა შენისასა ბრწყინვალითა ჴმითა მგალობელნი, მღაღადებელნი, მადიდებელნი, მჴმობელნი და მეტყუელნი:

წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა; ოსანნა მაღალთა შინა. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა. ოსანნა მაღალთა შინა.

წმიდა ხარ, მეუფეო საუკუნეთაო, და ყოვლისა სიწმიდისა…

მღდელი, აღდგომილი, ჯუარს დასახავს ძღუენთა და იტყჳს:

წმიდა ხარ, მეუფეო საუკუნეთაო, და ყოვლისა სიწმიდისა უფალო და მომნიჭებელო; წმიდა არს მხოლოდ-შობილიცა ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველივე შექმენ; წმიდა არს ყოვლად-წმიდაჲცა სული შენი, რომელი გამოეძიებს ყოველსა და სიღრმეთა შენთა, ღმრთისა და მამისათა. წმიდა ხარ, ყოვლისა შემძლებელო, საშინელო, სახიერო, მოწყალეო, უფროსად თანა-მლმობელო დაბადებულისა შენისა მიმართ; რომელმან შექმენ ქუეყანისაგან კაცი ხატად და მსგავსად შენდა და მოანიჭე მას სიტკბოებაჲ სამოთხისაჲ; ხოლო გარდაჰჴდა რაჲ მცნებასა შენსა და დაეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არცა დაუტევე, სახიერო, არამედ განსწავლე ვითარცა მოწყალემან მამამან, მოუწოდე სჯულისა მიერ, ზრდიდი წინასწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელ თჳთ მხოლოდ-შობილი ძე შენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მოავლინე სოფლად, რათა თჳთ მოსრულმან განაახლოს და აღადგინოს ხატი შენი; რომელი გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან წმიდისა მარადის ქალწულისა და ღმრთისმშობელისა, და კაცთა თანა იქცეოდა რაჲ, ყოველივე განაგო ცხოვრებისათჳს ნათესავისა ჩუენისა. ხოლო ენება რაჲ ნებსითსა და ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მიერ სიკუდილსა თავს-დებად უცოდველსა ჩუენთჳს ცოდვილთა, ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა, ანუ უფროჲსღა თჳთ მისცემდა თავსა თჳსსა ცხოვრებისა და ცხოვრებისათჳს სოფლისა,

მოიღო პური წმიდათა და უბიწოთა და უკუდავთა…

მღდელი, აღიპყრობს რაჲ ჴელითა წმიდასა პურსა და ჯუარს დასახავს, იტყჳს:

მოიღო პური წმიდათა და უბიწოთა და უკუდავთა ჴელთა თჳსთა ზედა, ზეცად აღიხილა და გიჩუენა შენ, ღმერთსა და მამასა, ჰმადლობდა, აკურთხა, წმიდა-ყო, განტეხა და მისცა წმიდათა და ნეტართა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა და თქუა:

მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი და განყოფილი მისატევებელად ცოდვათა. ამინ.

ეგრეთვე, შემდგომად სერობისა, მოიღო სასუმელი და განზავა…

მღდელი, დადებს რაჲ წმიდასა პურსა და ბარძიმსა აღიპყრობს ჴელთა, იტყჳს:

ეგრეთვე, შემდგომად სერობისა, მოიღო სასუმელი და განზავა ღჳნისაგან და წყლისა, ზეცად აღიხილა და გიჩუენა შენ, ღმერთსა და მამასა, ჰმადლობდა, აკურთხა, წმიდა-ყო, აღავსო სულითა წმიდითა და მისცა წმიდათა და ნეტართა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა და თქუა:

სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაჲ, თქუენთჳს და მრავალთათჳს დათხეული და განყოფილი მისატევებელად ცოდვათა. ამინ.

ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა; რამეთუ რაოდენ-გზის ჭამდეთ პურსა ამას და სასუმელსა ამას სუმიდეთ, სიკუდილსა ძისა კაცისასა მიუთხრობდეთ და აღდგომასა მისსა აღიარებდეთ, ვიდრემდე მოვიდეს.

გურწამს და აღვიარებთ.

სიკუდილსა შენსა, უფალო, მიუთხრობთ და აღდგომასა შენსა აღვიარებთ.

მომჴსენებელნი უკუე ჩუენცა, ცოდვილნი, ცხოველს-მყოფელთა ვნებათა მისთანი…

მღდელი, ჯუარს დასახავს და მოდრეკილი იტყჳს:

მომჴსენებელნი უკუე ჩუენცა, ცოდვილნი, ცხოველს-მყოფელთა ვნებათა მისთანი, მაცხოვარისა ჯუარისა, და სიკუდილისა და დაფლვისა, და სამ-დღისა მკუდრეთით აღდგომისა, და ზეცად აღსლვისა, და მარჯუენით შენსა, ღმრთისა და მამისა, დაჯდომისა, და მეორისა დიდებულისა და საშინელისა მოსლვისა მისისა, ოდეს მოვიდეს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, ოდეს მიაგოს თითოეულსა საქმეთა მისთაებრ (ჰრიდე ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო), ანუ უფროჲსღა მოწყალებისა მისისაებრ, შემოგწირავთ შენ, მეუფეო, საშინელსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა, და გევედრებით, რათა არა ცოდვათა ჩუენთაებრ, ნუცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მოგჳზღო ჩუენ, არამედ სიმშჳდისა შენისა და გამოუთქუმელისა კაცთ-მოყუარებისა შენისაებრ, წარჰჴდე და აღჰჴოცო ჩუენ ზედა მდებარე ჴელით წერილი მვედრებელთა შენთაჲ, მოგჳმადლო ჩუენ ზეცისანი და საუკუნონი ნიჭნი შენნი, რომელნი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელნი განუმზადენ, ღმერთო, მოყუარეთა შენთა; და ნუ ჩემთა ცოდვათათჳს შეურაცხ-ჰყოფ ერსა შენსა, კაცთ-მოყუარეო უფალო;

რამეთუ ერი შენი და ეკლესიაჲ შენი გევედრების…

(ჴმამაღლა და გალობით)

რამეთუ ერი შენი და ეკლესიაჲ შენი გევედრების შენ.

შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო; შეგჳწყალენ ჩუენ…

მღდელი, აღდგომილი, იტყჳს:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო ყოვლისა მპყრობელო; შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო; შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდისაებრ წყალობისა შენისა, და მოავლინე ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ წმიდათა ძღუენთა ზედა ყოვლად-წმიდაჲ სული შენი,

უფალი და ცხოველს-მყოფელი, თანა-საყდარი შენი, ღმრთისა და…

და მოდრეკილი იტყჳს:

უფალი და ცხოველს-მყოფელი, თანა-საყდარი შენი, ღმრთისა და მამისაჲ, და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲ, თანა-მეუფე, თანაარსი და თანა-მარადი, რომელი იტყოდა სჯულსა შინა და წინასწარმეტყუელთა და ახალსა აღთქმასა შენსა; რომელი გარდამოჴდა სახითა ტრედისაჲთა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ზედა მდინარესა იორდანესა და დაადგრა მას ზედა; რომელი გარდამოჴდა წმიდათა შენთა მოციქულთა ზედა სახითა ცეცხლისა ენათაჲთა ქორსა მას წმიდისა და დიდებულისა სიონისასა, დღესა მას წმიდისა მეერგასისასა;

იგივე ყოვლად-წმიდაჲ სული შენი მოავლინე, მეუფეო, ჩუენ…

და აღდგომილი იტყჳს:

იგივე ყოვლად-წმიდაჲ სული შენი მოავლინე, მეუფეო, ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ წმიდათა ძღუენთა ზედა,

რათა მოსრულმან წმიდითა და სახიერითა და დიდებულითა მოსლვითა თჳსითა წმიდა-ყოს და ჰყოს პური ესე წმიდა ჴორც ქრისტესა. ამინ.

და სასუმელი ესე პატიოსან სისხლ ქრისტესა. ამინ.

რათა ექმნნენ ყოველთა მათგან მიმღებელთა მისატევებელად ცოდვათა…

მღდელი, აღდგომილი და ძღუენთა ჯუარის დამსახველი, იტყჳს:

რათა ექმნნენ ყოველთა მათგან მიმღებელთა მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად სულთა და ჴორცთა, ნაყოფის გამოღებად კეთილთა საქმეთა, დასამტკიცებელად წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოჲსა ეკლესიისა, რომელი დააფუძნე კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, რათა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; მჴსნელმან მისმან ყოვლისაგან მწვალებლობისა და საცთურისაგან უსჯულოებისა მოქმედთაჲსა, და მტერთაგან აღდგომილთა და აღმდგომელთა მის ზედა, ვიდრე აღსასრულადმდე საუკუნისა. ამინ.

შემოგწირავთ შენ, მეუფეო, წმიდათაცა შენთა ადგილთათჳს, რომელნი…

ერი მრავალ-გზის გალობს: მოიჴსენე, უფალო ღმერთო ჩუენო. მღდელი, ჯუარის დამსახველი, ილოცავს:

შემოგწირავთ შენ, მეუფეო, წმიდათაცა შენთა ადგილთათჳს, რომელნი ადიდენ ღმრთის-გამოცხადებითა ქრისტეს შენისაჲთა და მოსლვითა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲთა; უწინარეს ყოვლისა წმიდისა და დიდებულისა სიონისათჳს, დედისა ყოველთა ეკლესიათაჲსა, და ყოველსა სოფელსა შინა წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოჲსა ეკლესიისათჳს: მდიდარნი ნიჭნი ყოვლად-წმიდისა სულისა შენისანი აწცა მიჰფინენ მას, მეუფეო.

მოიჴსენე, უფალო, მის შორის წმიდანიცა მამანი ჩუენნი და ეპისკოპოსნი, ყოველსა სოფელსა შინა მართლმადიდებლობით მართლ-მკუეთელნი სიტყჳსა შენისა ჭეშმარიტებისანი. პირველად მოიჴსენე, უფალო ღმერთო ჩუენო, ღირსი მამაჲ ჩუენი, უწმიდესი მთავარ-ეპისკოპოსი ჩუენი (სახელი): მოხუცებულებაჲ პატიოსანი მიანიჭე მას, დღეგრძელ ყავ იგი, მწყემსი ერისა შენისა ყოვლითა ღმრთის-მსახურებითა და პატიოსნებითა.

მოიჴსენე, უფალო, აქა პატიოსანი ხუცესობაჲ და ყოველგან, ქრისტეს მიერ დიაკონობაჲ, სხუაჲ ყოველი მსახურებაჲ, ყოველი საეკლესიოჲ დასი, და ქრისტეს მიერ ძმობაჲ ჩუენი და ყოველი ქრისტეს-მოყუარე ერი.

მოიჴსენე, უფალო, ჩუენ თანა მდგომარენი მღდელნი, ჟამსა ამას წმიდასა წინაშე წმიდისა საკურთხევლისა შენისა მწირველნი წმიდისა და უსისხლოჲსა მსხუერპლისა შენისა შემოწირვად, და მიეც მათ და ჩუენ სიტყუაჲ აღხუმასა პირისა ჩუენისასა, დიდებად და ქებად ყოვლად-წმიდისა სახელისა შენისა.

მოიჴსენე, უფალო, სიმრავლისაებრ წყალობისა და მოწყალებისა შენისა, მეცა, მდაბალი და ცოდვილი და უღირსი მონაჲ შენი, და მომხედენ წყალობითა და მოწყალებითა; და მიჴსენ და განმათავისუფლე მდევართა ჩემთაგან, უფალო, უფალო ძალთაო, და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა; და ვინაჲთგან განმრავლდა ჩემ შორის ცოდვაჲ, უმეტესად აღემატოს მადლი შენი.

მოიჴსენე, უფალო, ქალაქი ესე და ყოველი ქალაქი და სოფელი და მართლმადიდებლითა სარწმუნოებითა და ღმრთის-მოშიშებით მკჳდრნი მათ შინა, მშჳდობაჲ და დაცვაჲ მათი.

მოიჴსენენ, უფალო, მენავენი, მოგზაურნი, უცხოებასა შინა მყოფნი ქრისტეანენი, საკრველთა და საპყრობილეთა, ტყუეობასა და განდევნასა, მადნებსა და სატანჯველებსა და მწარესა მონებასა შინა მყოფნი მამანი და ძმანი ჩუენნი, მშჳდობით თითოეულისა მათისა თჳსთა მიმართ მიქცევაჲ.

მოიჴსენენ, უფალო, მოხუცებულებასა და უძლურებასა შინა მყოფნი, სნეულნი, შრომილნი და არაწმიდათა სულთაგან შეწუხებულნი, და შენგან, ღმრთისა, სწრაფი კურნებაჲ და ცხოვრებაჲ მათი.

მოიჴსენე, უფალო, ყოველი სული ქრისტეანე, ჭირვეული და შეწუხებული, შენისა, ღმრთისა, წყალობისა და შეწევნისა მსურველი, და შეცთომილთა მოქცევაჲ.

მოიჴსენენ, უფალო, ქალწულებასა და ღმრთის-მოშიშებასა და მოღუაწებასა შინა დამკჳდრებულნი, და მთათა შინა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა მოღუაწენი ღირსნი მამანი და ძმანი ჩუენნი, სახელისა შენისა წმიდისათჳს.

მოიჴსენენ, უფალო, ყოველნი კეთილად; ყოველნი შეიწყალენ, მეუფეო; ყოველთა ჩუენ მოგჳრიგდი; დაამშჳდე სიმრავლე ერისა შენისაჲ; განაბნიენ საცთურნი, დაჰჴსენ ბრძოლანი; დააცხრვენ განყოფანი ეკლესიათანი; მწვალებლობათა აღდგომანი მსწრაფლ დაჰჴსენ; დაამჴუე ამპარტავნებაჲ წარმართთაჲ; აღამაღლე რქაჲ მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაჲ; მშჳდობაჲ შენი და სიყუარული შენი მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო.

მოიჴსენე, უფალო, კეთილ-შეზავებაჲ ჰაერთაჲ, წჳმანი მშჳდობიერნი, ცუარნი კეთილნი, ნაყოფთა სიმრავლე, სრული ბარაქაჲ და გჳრგჳნი წელიწადისა სიტკბოებისა შენისაჲ; რამეთუ თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მისცემ საზრდელსა მათსა ჟამსა თჳსსა; აღაღებ შენ ჴელსა შენსა და აღავსებ ყოველსა ცხოველსა სათნოებით.

მოიჴსენენ, უფალო, ნაყოფის შემომწირველნი და შემომწირველნი წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა შინა, და მომჴსენებელნი გლახაკთანი, და რომელთა გუამცნეს ჩუენ მოჴსენებაჲ მათი ლოცვათა შინა. კუალადცა ღირს-იქმენ მოჴსენებად, უფალო, რომელთა შემოსწირეს შესაწირავნი ესე დღეს წმიდასა შენსა საკურთხეველსა ზედა, და რომელთათჳს თითოეულმან შემოსწირა, ანუ გონებასა შინა აქუს, და რომელნი აწ წარგეკითხნეს შენ.

მოიჴსენენ, უფალო, მშობელნიცა ჩუენნი, ნათესავნი და მეგობარნი…

(სახელი და სახელი)

მოიჴსენენ, უფალო, მშობელნიცა ჩუენნი, ნათესავნი და მეგობარნი.

ესე ყოველნი მოიჴსენენ, უფალო, რომელნი მოვიჴსენენით და რომელნი არა მოვიჴსენენით, მართლმადიდებელნი; მიაგე მათ ქუეყანისათა წილ ზეცისანი, ხრწნადთა წილ უხრწნელნი, წარმავალთა წილ საუკუნონი, აღთქმისაებრ ქრისტეს შენისა, ვინაჲთგან ცხოვრებისა და სიკუდილისა ჴელმწიფებაჲ გაქუს.

კუალადცა მოჴსენებად ღირს-იქმენ, მეუფეო, საუკუნითგან სათნო-ყოფილნი შენნი ნათესავითი ნათესავადმდე: წმიდანი მამანი, მამათმთავარნი, წინასწარმეტყუელნი, მოციქულნი, მოწამენი, აღმსარებელნი, მოძღუარნი, ღირსნი და ყოველი სული მართალი, სარწმუნოებასა შინა აღსრულებული.

მოიჴსენე, უფალო, მთავარ-ანგელოზისა ჴმაჲ მეტყუელი: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, რამეთუ მაცხოვარი შევ სულთა ჩუენთაჲ.

უმეტესად ყოვლად-წმიდისა და უფროსად კურთხეულისა, უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

მოიჴსენე, უფალო ღმერთო ჩუენო.

წმიდისა იოვანე დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა…

მღდელი, საიდუმლოდ:

წმიდისა იოვანე დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წმიდათა მოციქულთა, წმიდისა, დიდებულისა და ყოვლად-ქებულისა მოციქულისა და უფლისძმისა იაკობისა, წმიდათა წინასწარმეტყუელთა და მამათმთავართა და მართალთა, წმიდათა მოწამეთა და აღმსარებელთა.

მოიჴსენენ, უფალო, ღმერთო, წმიდანი მამანი ჩუენნი და მთავარ-ეპისკოპოსნი და ყოველი ჴორციელი, რომელნი მოვიჴსენენით და რომელნი არა მოვიჴსენენით. მუნ განუსუენე მათ სოფელსა ცხოველთასა, სასუფეველსა შენსა, ფუფუნებასა სამოთხისასა, წიაღთა აბრაჰამისთა და ისაკისთა და იაკობისთა, წმიდათა მამათა ჩუენთასა, სადაცა წარვიდა სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ, სადაცა ზედა-ხედავს ნათელი პირისა შენისაჲ და განანათლებს მარადის. ხოლო ჩუენი აღსასრული ცხოვრებისაჲ ქრისტეანებრი, სათნოჲ და უცოდველი მშჳდობით წარმართე, უფალო, შემკრებელმან ჩუენმან ფერჴთა ქუეშე რჩეულთა შენთასა, ოდეს გნებავს და ვითარცა გნებავს, ხოლო ოდენ სირცხჳლისა და შეცოდებათა გარეშე, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა მიერ, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა; რამეთუ ესე არს მხოლოჲ უცოდველი, რომელი ქუეყანასა ზედა გამოჩნდა.

და მშჳდობისა და დამტკიცებისათჳს ყოვლისა სოფლისა და წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და რომელთათჳს თითოეულმან შემოსწირა, ანუ გონებასა შინა აქუს, და აქა მდგომარისა ერისათჳს, და ყოველთა და ყოვლისათჳს.

მიეც ჩუენცა და მათცა, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან მეუფემან.

შეუნდევ, მიუტევე, შეგჳნდვენ, ღმერთო, შეცოდებანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი.

მადლითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ და დიდებულ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. და სულისაცა შენისა თანა. მერმე…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა.

მერმე და მერმე და მარადის მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

შემოწირულთა და განწმედილთა პატიოსანთა, ზეცისათა, გამოუთქუმელთა, უხრწნელთა, დიდებულთა, საშინელთა, საზარელთა, საღმრთოთა ძღუენთათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიმართ ვილოცოთ.

რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან, შეიწირნეს რაჲ იგინი წმიდასა და ზეცათა უზესთაესსა, გონიერსა და სულიერსა საკურთხეველსა თჳსსა საყნოსელად სულნელებისა, ნაცვლად მოგუივლინოს ჩუენ საღმრთოჲ მადლი და ნიჭი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ, ვილოცოთ.

ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა ყოვლად-წმიდისა და თაყუანის-საცემელისა სულისა მისისასა მთხოველთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო.

ღმერთო და მამაო უფლისა და ღმრთისა და…

მღდელი, საიდუმლოდ:

ღმერთო და მამაო უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, დიდად-სახელოვანო უფალო, ბუნებაო ნეტარო, სახიერებაო შურ-უხმარო, ყოველთა ღმერთო და მეუფეო, რომელი ხარ კურთხეულ უკუნითი უკუნისამდე, მჯდომარეო ქერუბიმთა ზედა და დიდებულო სერაფიმთაგან, რომლისა წინაშე დგანან ათასეულნი ათასთანი და ბევრეულნი ბევრთანი წმიდათა ანგელოზთა და მთავარ-ანგელოზთა სპანი: შემოწირულნი შენდა ძღუენნი, მიძღუანებანი და ნაყოფნი შეიწირენ საყნოსელად სულნელებისა, და წმიდა-ყოფად და სრულ-ყოფად ინებე, სახიერო, მადლითა ქრისტეს შენისაჲთა და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲთა; წმიდა-ყვენ, მეუფეო, სულნიცა ჩუენნი და ჴორცნი და სულნი, და შეეხე გულის-სიტყუათა და გამოიძიენ გონებანი, და განაგდე ჩუენგან ყოველი ზრახვაჲ ბოროტი, ყოველი გულის-სიტყუაჲ ბილწი, ყოველი გულისთქუმაჲ და ზრახვაჲ სარცხჳნელი, ყოველი სიტყუაჲ შეუფერებელი, ყოველი შური და ზუაობაჲ და ორგულებაჲ, ყოველი ტყუილი, ყოველი ზაკუვაჲ, ყოველი განსაცდელი სოფლიოჲ, ყოველი ანგაჰრებაჲ, ყოველი ცუდად-დიდებაჲ, ყოველი უკეთურებაჲ, ყოველი გულისწყრომაჲ, ყოველი რისხვაჲ, ყოველი ძჳრის-ჴსენებაჲ, ყოველი გმობაჲ, ყოველი ვეცხლის-მოყუარებაჲ და მცონარებაჲ, ყოველი მოძრაობაჲ ჴორცთა და სულისაჲ, ნებისაგან სიწმიდისა შენისა უცხოჲ.

და ღირს-მყვენ ჩუენ, მეუფეო, კაცთ-მოყუარეო უფალო, კადნიერებით, დაუსჯელად, წმიდითა გულითა, განათლებულითა სულითა, ურცხჳნოჲთა პირითა, განწმედილითა ბაგითა, კადრებად ხდად შენდა, ცათა შინა წმიდისა ღმრთისა მამისა, და თქუმად:

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან.

და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, უფალო, უფალო ძალთაო, რომელმან უწყი უძლურებაჲ ჩუენი, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან და საქმეთაგან მისთა და ყოვლისაგან ავნებისა და მზაკუვრობისა მისისა, სახელისა შენისა წმიდისათჳს, მდაბლობასა ზედა ჩუენსა წოდებულისა.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ წინაშე მოვიდრიკეთ, მონათა შენთა, უფალო, ქედნი…

მღდელი, საიდუმლოდ:

შენ წინაშე მოვიდრიკეთ, მონათა შენთა, უფალო, ქედნი ჩუენნი წინაშე წმიდისა საკურთხევლისა, მომლოდნეთა შენგან მდიდართა წყალობათაჲ; მდიდარი მადლი შენი და კურთხევაჲ შენი აწცა მოგუივლინე ჩუენ, მეუფეო, და წმიდა-ყვენ სულნი და ჴორცნი და სულნი ჩუენნი, რათა ღირს ვიქმნეთ ზიარ და მოზიარე ყოფად წმიდათა შენთა საიდუმლოთა მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.

რამეთუ შენ ხარ თაყუანის-საცემელ და დიდებულ, ღმერთო ჩუენო, და მხოლოდ-შობილი ძე შენი და ყოვლად-წმიდაჲ სული შენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

და იყავნ მადლი და წყალობანი წმიდისა და…

ამისა შემდგომად მღდელი, ერისა მიმართ მიქცეული, აღმოიტყჳს:

და იყავნ მადლი და წყალობანი წმიდისა და თანაარსისა, დაუბადებელისა და განუყოფელისა და თაყუანის-საცემელისა სამებისანი თქუენ ყოველთა თანა.

და სულისაცა შენისა თანა.

შიშითა ღმრთისაჲთა მოხედენ.

წმიდაო, წმიდათა შორის განმსუენებელო, უფალო, წმიდა-მყვენ ჩუენ…

მღდელი, აღამაღლებს რაჲ პურსა, იტყჳს თავისთჳს:

წმიდაო, წმიდათა შორის განმსუენებელო, უფალო, წმიდა-მყვენ ჩუენ სიტყჳთა მადლისა შენისაჲთა და მოსლვითა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲთა; რამეთუ შენ სთქუ, მეუფეო: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.

მიუწდომელო ღმერთო სიტყუაო, მამისა და ყოვლად-წმიდისა სულისა…

და ლოცვასა ამას შემდგომსა:

მიუწდომელო ღმერთო სიტყუაო, მამისა და ყოვლად-წმიდისა სულისა თანაარსო, თანა-მარადო და განუშორებელო, შეიწირე უხრწნელი გალობაჲ წმიდათა შენთა უსისხლოთა მსხუერპლთა შინა ქერუბიმთა და სერაფიმთა თანა, და ჩემგანცა, ცოდვილისა, მღაღადებელისა და მეტყუელისა:

წმიდაჲ წმიდათა.

ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, სულისა წმიდისა თანა, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე.

შეერთებაჲ ყოვლად-წმიდისა ჴორცისა და პატიოსნისა სისხლისა უფლისა…

მღდელი განტეხს პურსა და უპყრავს მარჯუენითა ნახევარსა და მარცხენითა სხუასა ნახევარსა, და მარჯუენისასა შთააწებს ბარძიმსა, და იტყჳს:

შეერთებაჲ ყოვლად-წმიდისა ჴორცისა და პატიოსნისა სისხლისა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

შეერთდეს და წმიდა-იქმნეს და სრულ-იქმნეს წმიდანი ესე…

და მეყსეულად იწყებს განყოფასა, და შთაასუენებს ბარძიმსა ერთსა ნაწილსა, და იტყჳს:

შეერთდეს და წმიდა-იქმნეს და სრულ-იქმნეს წმიდანი ესე ძღუენნი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნისამდე.

მშჳდობით ქრისტესითა ვუგალობდეთ

მერმე შთაასხამს მდუღარესა წყალსა სასუმელსა.

მშჳდობით ქრისტესითა ვუგალობდეთ.

იხილეთ და იგემეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი…

ერი: საზიარებელი (მუხლთა შემდგომად):

იხილეთ და იგემეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი. ალილუია.

ვაკურთხევდე უფალსა ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.

უფლისა მიერ იქებოდის სული ჩემი; ისმინედ მშჳდთა და იხარებდედ.

ადიდეთ უფალი ჩემ თანა, და აღვამაღლოთ სახელი მისი ერთბამად.

ვეძიე უფალი და ისმინა ჩემი, და ყოველთაგან მწუხარებათა ჩემთა მიჴსნა მე.

მოვედით მისა და განათლდით, და პირნი თქუენნი არა რცხუენეულ იქმნენ.

ესე გლახაკმან ღაღად-ყო, და უფალმან ისმინა მისი, და ყოველთაგან ჭირთა მისთა აცხოვნა იგი.

დაიბანაკოს ანგელოზმან უფლისამან გარემოს მოშიშთა მისთა, და იჴსნნეს იგინი.

იხილეთ და იგემეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.

ეშინოდენ უფლისა, ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.

მდიდარნი დაგლახაკნეს და მოშივნეს, ხოლო მეძიებელნი უფლისანი არა მოაკლდენ ყოვლისაგან კეთილისა.

მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი; შიში უფლისაჲ გასწაოთ თქუენ.

ვინ არს კაცი, რომელსა უნდეს ცხოვრებაჲ, უყუარდეს ხილვაჲ დღეთა კეთილთაჲ?

დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან, და ბაგენი შენნი, რათა არა იტყოდიან ზაკუვასა.

მიიქეც ბოროტისაგან და ჰყავ კეთილი; ეძიებდ მშჳდობასა და მისდევდ მას.

თუალნი უფლისანი მართალთა ზედა, და ყურნი მისნი ვედრებასა მათსა.

ხოლო პირი უფლისაჲ ბოროტის მოქმედთა ზედა, მოსპობად ქუეყანით მოსაჴსენებელი მათი.

ღაღად-ყვეს მართალთა, და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთაგან ჭირთა მათთა იჴსნნა იგინი.

მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა მიმართ გულითა, და მდაბალთა სულითა აცხოვნებს.

მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, და ყოველთაგან მათთა იჴსნნეს იგინი უფალმან.

უფალი დაიცავს ყოველთა ძუალთა მათთა; ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.

სიკუდილი ცოდვილთაჲ ბოროტ, და მოძულენი მართლისანი შეცოდონ.

იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა თჳსთანი, და არა შესცოდონ ყოველთა მოსავთა მისთა.

მეუფეო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, პურო ზეციერო, საზრდელო…

მღდელი ილოცავს საიდუმლოდ ზიარებისა წინა:

მეუფეო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, პურო ზეციერო, საზრდელო ყოვლისა სოფლისაო, შევსცოდე ცად და შენ წინაშე, და არა ღირს ვარ ზიარებად წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა; არამედ სახიერებისა შენისა და გამოუთქუმელისა სულგრძელებისა შენისათჳს ღირს-მყავ, დაუსჯელად და ურცხჳნოდ, ზიარებად ყოვლად-წმიდისა ჴორცისა და პატიოსნისა სისხლისა მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ.

აკურთხე, მეუფეო. დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან წმიდა-გუყვნა და…

ამისა შემდგომად მღდელი ეზიარების ჴორცსა და სისხლსა და აზიარებს დიაკონსა. ხოლო ოდეს დიაკონი აღიღებს ფეშხუმსა და ბარძიმსა ერისა ზიარებად, იტყჳს:

აკურთხე, მეუფეო.

დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან წმიდა-გუყვნა და წმიდა-გუყოფს ჩუენ ყოველთა.

ამაღლდი ცათა ზედა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა დიდებაჲ შენი, და სუფევაჲ შენი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ არს სახელი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე.

შიშითა ღმრთისაჲთა მოეახლენით.

აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, და…

ერი, ზიარებისა შემდგომად, გალობს:

აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, და სიხარულითა აღავსენ ბაგენი ჩემნი, რათა ვაქებდე დიდებასა შენსა. გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ ღირს-მყვენ ჩუენ ზიარებად ჴორცისა და სისხლისა შენისა მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ; დაუსჯელად დაგჳცვენ ჩუენ, გევედრებით, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან.

გუახარენ ჩუენ, ღმერთო, შეერთებითა შენითა, და შენდა…

ყოველთა ზიარებისა შემდგომად იტყჳს თავისთჳს ლოცვასა ამას საკმევლისასა:

გუახარენ ჩუენ, ღმერთო, შეერთებითა შენითა, და შენდა შემოგწირავთ მადლობისა გალობასა, ნაყოფსა ბაგეთასა, მადლისა შენისა აღმსარებელთასა, საკმევლისა ამის თანა; აღვიდეს შენდა, ღმერთო, და ნუ მოიქცევინ ცუდად, არამედ მოგუმადლე ჩუენ მისა მიერ სულნელებაჲ ყოვლად-წმიდისა სულისა შენისაჲ, მირონი უხრწნელი და მიუღებელი; აღავსე პირი ჩუენი ქებითა, და ბაგენი მხიარულებითა, და გული სიხარულითა და განცხრომითა, ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად-წმიდით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მერმე და მერმე და მარადის მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

რათა იქმნეს ჩუენდა ზიარებაჲ სიწმიდეთა მისთაჲ მოსაქცევად ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოჲსა, ზიარებად და ნიჭად სულისა წმიდისა, ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად დიდებულისა, კურთხეულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, ყოველთა წმიდათა და მართალთა თანა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო.

ღმერთო, რომელმან მრავლისა და გამოუთქუმელისა მოწყალებისათჳს შთამოჴედ…

მღდელი, ოდეს დიაკონი იტყჳს ზემოთქმულსა, ილოცავს საიდუმლოდ:

ღმერთო, რომელმან მრავლისა და გამოუთქუმელისა მოწყალებისათჳს შთამოჴედ უძლურებასა მონათა შენთასა და ღირს-მყვენ ჩუენ ზიარებად ზეციერისა ამის ტრაპეზისა, ნუ დასჯი ჩუენ, მეუფეო, ცოდვილთა, ზიარებისათჳს უხრწნელთა შენთა საიდუმლოთაჲსა, არამედ დაგჳცვენ ჩუენ, სახიერო, სიწმიდესა შინა, რათა, ღირს-ქმნილთა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა, ვპოოთ ნაწილი და ჴუედრი ყოველთა წმიდათა თანა, საუკუნითგან სათნო-ყოფილთა შენთა, ნათელსა პირისა შენისასა, მოწყალებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

რამეთუ კურთხეულ და წმიდა-ქმნულ და დიდებულ არს ყოვლად-პატიოსანი და დიდად-შუენიერი წმიდაჲ სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობაჲ ყოველთა. თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ. შენ…

მღდელი:

მშჳდობაჲ ყოველთა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ, უფალო.

ღმერთო დიდო და საკჳრველო, მოიხილე მონათა შენთა…

მღდელი, თავისთჳს:

ღმერთო დიდო და საკჳრველო, მოიხილე მონათა შენთა ზედა, რამეთუ შენ წინაშე მოვიდრიკეთ ქედნი ჩუენნი, და განირთხე ჴელი შენი ძლიერი, კურთხევითა სავსე, და აკურთხე ერი შენი და დაიცევ სამკჳდრებელი შენი, რათა მარადის და ყოვლადვე გადიდებდეთ შენ, მხოლოსა ცხოველსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, წმიდასა და თანაარსსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რამეთუ შენ შუენის და ჯერ-არს ჩუენ ყოველთაგან ყოველი დიდებისმეტყუელებაჲ, პატივი, თაყუანის-ცემაჲ და მადლობაჲ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობით ქრისტესითა წარვიდეთ.

ძალითგან ძალად მავალთა და ყოველი საღმრთოჲ მსახურებაჲ…

მღდელი, ჴმამაღლა, დგას რაჲ ამბიონსა ზედა, რომელ არს შორის ტაძრისა:

ძალითგან ძალად მავალთა და ყოველი საღმრთოჲ მსახურებაჲ ტაძარსა შენსა შინა აღმასრულებელთა, აწცა გევედრებით შენ, უფალო ღმერთო ჩუენო: სრულისა კაცთ-მოყუარებისა ღირს-მყვენ ჩუენ; წარმართე გზაჲ ჩუენი, დაგუანერგენ შიშსა შენსა, ყოველნი შეგჳწყალენ და ზეციერისა შენისა სასუფეველისა ღირსად გამოგუაჩინენ, ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისა თანა შენ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე, ყოვლად-წმიდით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

წარვედით მშჳდობით

რომლისა შემდგომად მღდელი შევალს წმიდასა საკურთხეველსა. დიაკონი, ერისა მიმართ, ღირსებით და მყუდროდ:

წარვედით მშჳდობით.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი აკურთხებს და წმიდა-გუყოფს…

მღდელი, თავისთჳს:

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი აკურთხებს და წმიდა-გუყოფს ჩუენ ზიარებითა წმიდათა და უხრწნელთა საიდუმლოთა მისთაჲთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.