გულანი
საცდელი · 1.11.1
განტევებანი 1 / 46ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად წმიდისა…

განტევებანი

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 17 წთ

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად წმიდისა…

ბრძანება, თუ ვითარ შუენის თქმა განტევებისა, საუფლოთა, და ღმრთისა დედისა დღესასწაულთა შინა და სრულიად წელიწადსა. ხოლო უწყებულ იყავ შენ ამას მღდელო, ოდეს განტევებასა იტყოდე დღისასა, გინა ღმრთის-მშობლის დღესასწაულისასა, მათ შინა ნუ იტყჳ ამას:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედისა თჳსისათა, პატიოსნისა და დიდებულისა შობისა მისისა, გინა დაძინებისა, გინა ტაძრად მიყვანებისა, და სხუანი დღესასწაულნი მისნი, გინა წმიდისა იოანე წინა მორბედის შობისა, გინა თავის კვეთასა, და სხუათა წმიდათა ჴსენებათა, გინა მიცვალებათა მათთა, გინა პოვნათა, და მოხუმათა ნაწილთა.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

არამედ ესრეთ იტყოდე, უკუეთუ დღესასწაული ღმრთის-მშობლის შობისა იყოს, გინა მიცვალებისა, და სხუანი:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, და ყოველთა წმიდათათა შეგჳწყალენ, და გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

ხოლო უკუეთუ იყოს წმიდისა:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდისა მოციქულისა, გინა მღდელ მთავრისა, ანუ მოწამისა სახელი, და ყოველთა წმიდათა, და შემდგომი ვიდრე ბოლოდმდე.

რომელი ქვაბსა შინა იშვა, და ბაგასა მიიწვინა…

ვინაჲთგან არცა შობასა ღმრთის-მშობელისასა, არცა ტაძრად მიყვანებასა, გინა დაძინებასა მისსა მოუწოდთ ღვთისა მიმართ ვედრებასა ზედა, არამედ თჳთ ყოვლად წმიდასა ღმრთის-მშობელსა, ესრეთვე არცა ჰჴსენებასა, არცა მიცვალებასა წმიდათასა მოუწოდთ ვედრებასა ზედა ღმრთისა მიმართ, არამედ თჳთ მათ. განტევება საუფლოთა დღესასწაულთა, რომელიცა ითქუმის მწუხრად, ცისკრად და ლიტურღიასა ზედა წესისამებრ. თთვესა დეკემბერსა კე, დღესა შობასა ქრისტესსა.

რომელი ქვაბსა შინა იშვა, და ბაგასა მიიწვინა ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან მერვესა დღესა ჴორცითა წინა დაცვეთა ინება…

და შემდგომი ვიდრე ბოლომდის. განტევება წინადაცვეთისა.

რომელმან მერვესა დღესა ჴორცითა წინა დაცვეთა ინება ჩუენისა ცხოვრებისათჳს. ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან იორდანესა შინა ნათლის-ღება ინება იოანესაგან ჩუენისა…

განცხადებასა ღმრთისასა.

რომელმან იორდანესა შინა ნათლის-ღება ინება იოანესაგან ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან მართლისა სჳმეონის მკლავთა ზედა ტჳრთვა ინება…

მიგებებასა:

რომელმან მართლისა სჳმეონის მკლავთა ზედა ტჳრთვა ინება ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან მთასა ზედა თაბორსა ფერი იცვალა დიდებით…

ფერის ცვალებასა:

რომელმან მთასა ზედა თაბორსა ფერი იცვალა დიდებით წინაშე წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან კიცუსა კარაულისასა დაჯდომა ინება, ჩუენისა ცხოვრებისათჳს…

კჳრიაკესა ბაიასსა.

რომელმან კიცუსა კარაულისასა დაჯდომა ინება, ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

მომავალმან უფალმან ნებსით ვნებად ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან…

მასვე კჳრას მწუხრად.

მომავალმან უფალმან ნებსით ვნებად ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან სახიერებით კეთილი გზა სიმდაბლით გჳჩვენა, ოდეს…

დიდსა ხუთ-შაბათსა.

რომელმან სახიერებით კეთილი გზა სიმდაბლით გჳჩვენა, ოდეს დაბანნა ფერჴნი მოწაფეთანი, და ჯუარცმა, და დაფლვა ინება ჩუენთჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან ნერწყვა, და გუემა, და ყვრიმლის-ცემა, და…

განტევება წმიდისა ვნებისა.

რომელმან ნერწყვა, და გუემა, და ყვრიმლის-ცემა, და ჯუარი, და სიკუდილი დაითმინა სოფლისა ცხოვრებისათჳს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან ჩუენ კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს, საშინელი…

წმიდასა და დიდსა პარასკევსა.

რომელმან ჩუენ კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს, საშინელი ვნება, და ცხოველს მყოფელი ჯუარი, და ნებსით დაფლვაჲ ჴორცითა ინება, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

ქრისტე აღჰსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და…

კჳრიაკესა პასექისასა და სრულიად ბრწყინვალესა შჳდეულსა შინა.

ქრისტე აღჰსდგა მკვდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელი დიდებით ჩუენგან ამაღლდა ზეცად, და დასჯდა…

ამაღლებასა.

რომელი დიდებით ჩუენგან ამაღლდა ზეცად, და დასჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან სახითა ცეცხლისა ენათათა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად…

კჳრიაკესა მეერგასესა.

რომელმან სახითა ცეცხლისა ენათათა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად წმიდა სული წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან.

რომელმან მამობრივისა ღმრთაებისა წიაღთაგან წარმოაცალიერა თავი თჳსი…

მასვე კჳრიაკესა მწუხრად.

რომელმან მამობრივისა ღმრთაებისა წიაღთაგან წარმოაცალიერა თავი თჳსი, და ზეცით ქუეყანად გარდამოჰჴდა, და ჩუენ ყოველნი ბუნებისა ჩუენისა მიღებათა განგუაღმრთვნა და ამისა შემდგომად თჳთ ზეცას ამაღლდა, მარჯვენით ღმრთისა და მამისა დაჰსჯდა, და საღმრთო, და წა, და თანა არსი ერთ ძალი, და ერთ დიდება, და თანა განგებელი სული გარდამოავლინა, წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თჳსთა ზედა, და მის მიერვე განანათლნა იგინი, და მათ მიერ ყოველი ქუეყანა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა, და უბიწოჲსა წმიდისა დედისა თჳსისათა, და წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა, ღმრთის-მქადაგებელთა, და სულითა შეზღუდვილთა მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა თჳსთათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს, და კაცთ-მოყუარე.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

განტევება სრულიად შჳდეულისა დღეთა, ჩვეულებისაებრ წმიდისა აღმოსავლეთისა ეკლესიისა, შაბათსა მწუხრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

კჳრიაკესა ცისკრად.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და შემდგომი ვითარცა ზემო წერილ არს).

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

წმიდასა ლიტურღიასა ზედა განტევება იგივე, ვითარცა ცისკარსა ზედა, ხოლო ითქუმის წმიდისაცა, რომლისაცა იყოს ლიტურღია, ოქროპირისა, გინა დიდისა ბასილისა. კჳრიაკესა მწუხრად, და ორ-შაბათსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, პატიოსანთა ზეცისა უჴორცოთა ძალთათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და ეკლესიისა წმიდათა და დღისა ) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

ორ-შაბათსა მწუხრად, და სამ-შაბათსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარ-მეტყველისა, წინა მორბედისა და ნათლის მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და შემდგომი)

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

სამ-შაბათსა მწუხრად, და ოთხ-შაბათსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, ძლიერებითა პატიოსნისა, და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და შემდგომი)

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

ოთხ-შაბათსა მწუხრად, და ხუთ-შაბათსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარ-ეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა და ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისათა (და შემდგომი)

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

ხუთ-შაბათსა მწუხრად, და პარასკევსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, ძლიერებითა პატიოსნისა, და ცხოველს მყოფელსა ჯუარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა. (და შემდგომი)

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

პარასკევსა მწუხრად, და შაბათსა ცისკრად.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა, და კეთილად მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩუენთა. (და ეკლესიის წმიდა, და დღისა.) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლელ…

და სრულიად შჳდეულსა შინა წმიდასა ზედა ლიტურღიასა, იქმნების განტევება, ვითარცა ზემოწერილ არს მწუხრად და ცისკრად, დღეთაებრ, გარნა ითქუმის წმიდისაცა სახელი, რომლისაცა იყოს ლიტურღია, ესრეთ.

წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლელ მთავარ-ეპისკოპოსისა.

ბასილი დიდისა კესარია-კაბადოკიის მთავარ-ეპისკოპოსისა, ანუ გრიგოლი დიოლოღოსისა…

(გინა

ბასილი დიდისა კესარია-კაბადოკიის მთავარ-ეპისკოპოსისა, ანუ გრიგოლი დიოლოღოსისა, რომის პაპისა. )

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…

და სერობასა ზედა, და შუაღამისა ლოცვასა ზედა, და ჟამნობათა ზედა, მცირე განტევება იქმნების, სრულიად შჳდეულსა შინა ესრეთ:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყუარე.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან

მხოლოდ კჳრიაკესა, შუაღამის ლოცვასა და ჟამნსა ზედა, ითქუმის დასაწყისად.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან:

ძლიერებითა პატიოსნისა, და ცხოველს მყოფელსა ჯუარისათა, ამისთჳს…

პარასკევსა მწუხრად, და შაბათსა ცისკრად, და ლიტურღიასა ზედა, არა შუენის თქმად განტევებასა ზედა

ძლიერებითა პატიოსნისა, და ცხოველს მყოფელსა ჯუარისათა, ამისთჳს ამათ დღეთა შინა ჯუარისა განგება არა რა არს, რამეთუ რომელსა დღესა მოჴსენება, და განგება პატიოსნისა ჯუარისა იქმნების, მაშინ მარხვა არს, ვითარცა ოთხ-შაბათსა და პარასკევსა, და აღპყრობასა ჯუარისასა, და მსგავსადვე კჳრიაკესა შინა განტევებაჲ ჯუარისა არა მოიჴსენების, ამისთჳს, რამეთუ მარხვისა დღე არა არს. ესრეთ უპყრიეს წესი და ჩვეულება წმიდასა აღმოსავლეთისა ეკლესიასა და ყოველსა საპატრიარქოსა, და წმიდათა მონასტერთა, და ყოველსა ადგილსა.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, და შემდგომი დღისაებრ

უწყებულ იყავ ამას, რამეთუ სადაცა არს ეკლესია მაცხორისა ქრისტეს შობისა, გინა ღმრთის-განცხადებისა, გინა ამაღლებისა, და სხუათა: შჳდეულისა განტევებისა თანა არა ითქუმის არა ოდეს დღესასწაულისა განტევებაჲ. გარნა ითქუმის დღესასწაულისა განტევებაჲ დღესა დღესასწაულსა მხოლოდ, ვიდრე წარგზავნადმდე: სრულიად წელიწადსა შინა, მხოლოდ

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, და შემდგომი დღისაებრ.

აღვსდგე, იტყჳს უფალი, დავსდვა ცხოვრებაჲ და განვცხადნე…

წარდგომანი აღდგომისანი (კჳრიაკისანი) და ალილუიანი საცისკრონი და ლიტურგიისანი რვა ჴმათანი. ჴმა ა. წარდგომა საცისკრო: აწ

აღვსდგე, იტყჳს უფალი, დავსდვა ცხოვრებაჲ და განვცხადნე მას ზედა. მუჴლი: სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. მუჴლი: იხარებდეთ, მართალნი, უფლისა მიმართ და წრფელთა შუენის ქება. ალილუია: ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე. მუჴლი: განადიდე ცხოვრებაჲ მეუფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.

განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელ…

ჴმა ბ. წარდგომა საცისკრო

განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელ ამცენ, და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ. მუჴლი: უფალო ღმერთო ჩემო,შენ გესავ, მაცხოვნე მე. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ. მუჴლი: სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილს არა მიმცნა მე. ალილუია: შეისმინენ შენნი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა შემწე გეყავნ შენ სახელი ღვთისა იაკობისი. მუჴლი: უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და…

ჴმა გ. წარდგომა საცისკრო

თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას. მუჴლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა

უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩუენსა…

წარდგომა ლიტურგიასა ზედა

უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, უგალობდეთ, უგალობდეთ მეუფესა ჩუენსა, უგალობდეთ. მუჴლი: ყოველთა წარმართა აღიტყველენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა. ალილუია: შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე. მუჴლი: მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისა.

აღსდეგ უფალო, შემეწიენ ჩუენ, და მიჴსენ ჩუენ,სახელისა…

ჴმა დ. წარდგომა საცისკრო

აღსდეგ უფალო, შემეწიენ ჩუენ, და მიჴსენ ჩუენ,სახელისა შენისათჳს. მუჴლი: ღმერთო ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ წარდგომა ლიტურგიასა ზედა: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ. მუჴლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად. ალილუია: გარდააცუ და წარემართე და სუფევდი, ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა. მუჴლი: შეიყვარე სიმართლე და მოიძეღუ უშჯულოება.

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი…

ჴმა ე. წარდგომა საცისკრო

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე. მუჴლი: აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველება შენი. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხენ ჩუენ, ამიერ თესლითგან და უკუნისამდე. მუჴლი: მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა. ალილუია: წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. მუჴლი: რამეთუ ვსთქუ: წყალობაჲ აღეშენოს და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.

უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად…

ჴმა ვ. წარდგომა საცისკრო

უფალო, აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩუენდა. მუჴლი: რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღჳ ვითარცა ცხოვარსა იოსებსა. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. მუჴლი: შენდამი, უფალო, ჴმა ვყავ, ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან. ალილუია: რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღვთისა ზეცათასა განისუენოს. მუჴლი: რქუას უფალსა: ჴელის-აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი…

ჴმა ზ. წარდგომა საცისკრო

აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. მუჴლი: აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით. მუჴლი: შესწირევდით უფლისა შვილნი ღვთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა. ალილუია: კეთილ არს აღსარება უფლისა და გალობად სახელსა შენსა, მაღალო. მუჴლი: მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედ-ღამედ.

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი…

ჴმა ჱ. წარდგომა საცისკრო

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე. მუჴლი: აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა. წარდგომა ლიტურგიასა ზედა: ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა. მუჴლი: განცხადებულ არს ურიასტანს ღმერთი, და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. ალილუია: მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხორისა ჩუენისა. მუჴლი: აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი…

წარდგომანი და ალილუიანნი შჳდეულის დღისანი: ორ-შაბათი, წარდგომა ჴმა დ

რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. მუჴლი: აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად. ალილუია, ჴმა ე: აქებდით უფალსა, ყოველნი ანგელოსნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. მუჴლი: რამეთუ მან სთქუა, და იქმნეს; თავადმა ბრძანა, და დაებადნეს. განიცადენი: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად, და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას…

სამ-შაბათი, წარდგომა ჴმა ზ

იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას. მუჴლი: შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისა, გევედრებოდე რა მე შენდამი. ალილუია, ჴმა დ: მართალი ვითარცა ფინიკი აღყვავდეს, და ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს. მუჴლი: დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა ღვთისა ჩუენისათა ყვაოდიან. განიცადენი: საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდეს.

ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან…

ოთხ-შაბათი, წარდგომა ჴმა გ, გალობა ღმრთის-მშობელისა

ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხორისა ჩემისა. მუჴლი: რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი. ალილუია, ჴმა ჱ: ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი. მუჴლი: პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანნი. განიცადენი: სასუმელი ცხოვრებისა მოვიღოთ და სახელსა უფლისასა ვჴადოთ.

ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი, და კიდეთა…

ხუთ-შაბათი, წარდგომა ჴმა ჱ

ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მუჴლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. ალილუია, ჴმა ა: აღიარებენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. მუჴლი: ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა. განიცადენი: ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა…

პარასკევი, წარდგომა ჴმა ზ

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, და თაყუანის-სცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. მუჴლი: უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი. ალილუია, ჴმა ა: მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან. მუჴლი: ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩუენმან წინა საუკუნეთამან, შექმნა ცხოვრება შორის ქუეყანისა. განიცადენი: ცხოვრება ჰქმნა შორის ქუეყანისა ღმერთმან.

იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნი. მუჴლი…

შაბათი, წარდგომა ჴმა ჱ

იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნი. მუჴლი: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანნი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანნი. მიცვალებულთა, ჴმა ვ: სულმან მათმან კეთილთა შინა განისუენოს. ალილუია, ჴმა დ: ჴმობდეს მართალნი, და უფალმან ისმინა მათი, და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი. მუჴლი: მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნას იგინი უფალმან. მუჴლი: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და საჴსენებელი მათი თესლითი თესლამდე. განიცადენი: იხარებდით მართალნი უფალსა მიმართ და წრფელთა შუენის ქება. სხუა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და საჴსენებელი მათი თესლითი თესლამდე.