კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
მღდელი:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, და ძალი, და…
მკითხველი: ამინ. წმიდაო ღმერთო. ყოვლადწმიდაო სამებაო. მამაო ჩუენო. მღდელი:
რამეთუ შენი არს სუფევაჲ, და ძალი, და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა…
მკითხველი: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (იბ-გზის). დიდებაჲ, აწდა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ (გ-გზის). მერმე ფსალმუნი ჟ.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა)…
დიდებაჲ, აწდა: ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო (გ-გზის). და მეყსეულად გალობენ ტროპართა ამათ. ჴმაჲ დ:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთ-მოყუარე.
განსასუენებელსა შენსა მაცხოვარი, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ არიან. განუსუენე სულთა მონისა (მხევლისა) შენისასა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყუარე.
დიდებაჲ: შენ ხარ ღმერთი, რომელი შთაჴედ ჯოჯოხეთად, და დაჰჴსენ სალმობანი შესუენებულთანი. აწცა განუსუენე ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა (მხევლისა) ამის შენისასა.
აწდა: ერთო წმიდაო და უბიწოო ქალწულო, რომელმან ღმერთი უთესლოდ შევ, ევედრე ცხოვნებად სულთა მათთა.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი:
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მერმეცა გევედრებით განსუენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა და…
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით განსუენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელი), და ყოველთა აქა მოხსენიებულთა, და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება…
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის).
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ უკუდავისა მეუფისა, და ღმრთისა ჩუენისაგან მათთვის ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
გუნდი:
მოგუმადლე, უფალო.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღდელი:
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღდელი იტყჳს ლოცვასა ამას:
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომაჲ და ცხოვრებაჲ და განსუენებაჲ მიცვალებულთა მონათა შენთაჲ (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, დაუსაბამოჲთ მამით შენითურთ, და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სასოებაო ჩუენო…
მღდელი:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
ცხოველთა და მკუდართა ზედა ჴელმწიფებისა მქონებელმან, აღდგომილმან…
გუნდი: დიდებაჲ, აწდა. უფალო, შეგჳწყალენ (გ-გზის). აკურთხე. მღდელი განტევებასა:
ცხოველთა და მკუდართა ზედა ჴელმწიფებისა მქონებელმან, აღდგომილმან მკუდრეთით, ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, ლოცვითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა, დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, ჩუენგან მიცვალებულთა მონათა თჳსთა (სახელი) სულნი საყოფელთა მართალთასა დაამკჳდრენ, წიაღთა აბრაჰამისთა განუსუენენ და მართალთა თანა შეჰრაცხნენ, და ჩუენ შეგჳწყალნეს, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან.
გუნდი: ამინ.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო…
და განტევებისა შემდგომად მღდელი აღმოიტყჳს:
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცუალებულსა მონასა (მხევალსა) ამას შენსა (სახელი) და მიეც ამას საუკუნო ხსენება.
მგალობელნი გალობენ: საუკუნოდ იყოს ხსენება ამისი (გ-გზის).