სიბრძნით
დაირეკება სამეუფო ზარი. შემოდის ეპისკოპოსი ცენტრალური (დასავლეთის) კარით. წინამძღვარი დასავლეთის კართან ხვდება სინზე დასვენებული ჯვრით. პირველი დიაკონი (სასაკმევლით) შუაში მის მარჯვნივ მეორე დიაკონი (სანთლით) მესამე დიაკონი მარცხნივ (სანთლით). მეორე დიაკონი:
სიბრძნით
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…
პირველი დიაკონი:
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდება, აწ და. უფალო შეგჳწყალენ(გ-გზის), სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.
ღირს არსი
მგალობლები:
ღირს არსი
აღსდეგინ
მღვდელმთავარი ემთხვევა ხატს ამ დროს II და III დიაკონი წავლენ აღსავლის კარისკენ და გაჩერდებიან ამბიონთან. მღვდელმთავარი შებრძანდება საკურთხეველში, სამღვდელოება და დიაკვნები ჩრდილოეთის და სამხრეთის კარით შევლენ საკურთხეველში. პირველი დიაკონი სასაკმევლეს მისცემს წინამძღვარს (უპირატესს) და თვითონ აიღებს სანთელს. წინამძღვარი აკურთხებინებს მღვდელმთავარს სასაკმევლეს და დადგება ტრაპეზის წინ, დიაკვნები დგანან ტრაპეზის უკან. იკმევა საკურთხეველი წესისაებრ. პირველი დიაკონი გადის აღსავლის კარით ამბიონზე პირველი დიაკონი:
აღსდეგინ
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ
გუნდი:
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.
დიდება წმიდასა და თანაარსსა, და ცხოველმყოფელსა, და…
დიაკონი დაბრუნდება აღსავლის კარით თავის ადგილზე წინამძღვარი:
დიდება წმიდასა და თანაარსსა, და ცხოველმყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ. მოვედით თაყვანისვცეთ გ-გზის აკურთხევს სული... (ასმესამე…
წინამძღვარი და დიაკვნები გამოდიან აღსავლის კარით და იკმევა ტაძარი სრულად. გუნდი:
ამინ. მოვედით თაყვანისვცეთ გ-გზის აკურთხევს სული... (ასმესამე ფს.)
უფალო სახიერო, სულგრძელო და მრავალ-მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვაჲ…
კმევის დასრულების შემდეგ წინამძღვარი და მღვდლები აიღებს კურთხევას მღვდელმთავრისაგან. პირველი დიაკონი იღებს კურთხევას გადის ჩრდილოეთის კარით და მაცხოვრის ხატთან ამბობს დიდ ანუ მშვიდობიან კვერექსს. ლოცვა ა
უფალო სახიერო, სულგრძელო და მრავალ-მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვაჲ ჩუენი, და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენთანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა, შიშითა სახელისა შენისა წმინდისათა, რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლოო, და არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყვარებითა, შეწევნად და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე; ამინ
უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და…
ლოცვა ბ
უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მხსნელო სულთა ჩუენთაო, მიმიძეღუ ჩუენ ნავსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თვალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით, და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღვთის-მშობლისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, ღმერთო ჩუენო, მომიხსენენ ჩუენ ცოდვილნი და…
ლოცვა გ
უფალო, ღმერთო ჩუენო, მომიხსენენ ჩუენ ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს მყუენ სიყვარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და…
ლოცვა დ
რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენ ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი, და სამკვიდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღვთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი…
ლოცვა ე
უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულ-გრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენსა, მოგვიხსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგვიფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგვაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცდური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსულასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისათა:
წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენით, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქმელითა სახიერებითა…
ლოცვა ვ
ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა, და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქვეყანისა ყოველი კეთილი მოგვეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქმული სასუფეველი მოგვანიჭე ჩუენ, და აღთქმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, და მოგვანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისა უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა და კაცთ-მოყვარისა შენ ღვთისა ჩუენსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს…
ლოცვა ზ
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თვალთ შეუდგამსა, რომელმან ყოველნი დაბადებულნი სიბრძნით შექმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, მთოვარეჲ და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყუენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსულად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა, და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ კაცთ-მოყვარეო, წარმართე ლოცვაჲ ჩუენი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და შეიწირენ სუნად სუნნელად, და მოგვმადლე მწუხრი ესე, და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით, შეგვმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისა, გვიჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღვაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე რომელ მოგუეც განსასვენებელად უძლურებათა ჩუენთა, ჰყავ ყოვლისგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ, და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთა-თჳს და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღვთის-მშობლისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონი:
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა…
დიაკონი:
ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა…
დიაკონი:
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და…
დიაკონი:
წმიდისა ამის ტაძრისათჳს (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და…
დიაკონი:
უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოჲსა დასისა და ერისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
ღვთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის…
დიაკონი:
ღვთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
თანა-მბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა…
დიაკონი:
თანა-მბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმიდისა ამის…
დიაკონი:
სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმიდისა ამის ტაძრისა (მონასტრისა) და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისა, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა…
დიაკონი:
კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და…
დიაკონი:
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა…
დიაკონი:
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონი:
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
დიაკონი:
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ
შენ, უფალო
გუნდი:
შენ, უფალო.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…
წინამძღვარი:
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი:
ამინ.
ნეტარ არს კაცი
დიაკვნები ლოცვა-კურთხევას აიღებენ მღვდელმთავარისგან. გუნდი:
ნეტარ არს კაცი...
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
II დიაკონი იღებს კურთხევას გადის ჩრდილოეთ კარიდან და მაცხოვრის ხატთან ამბობს მცირე კვერექსს, დიაკონი:
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონი:
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
დიაკონი:
ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
გუნდი:
შენ, უფალო.
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს…
წინამძღვარი:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
უფალო ღაღადვყავი
პირველი დიაკონი აიღებს სასაკმევლეს და მივა მღვდელმთავართან, რომელიც დაასხამს საკმეველს, დიაკონი აკმევს საკურთხეველს და სრულად ტაძარს წესისაებრ. გუნდი:
უფალო ღაღადვყავი.
მწუხრი, დილეულ და სამხრად, გაქებთ, გაკურთხებთ, გმადლობთ…
ლოცვა საიდუმლოდ.
მწუხრი, დილეულ და სამხრად, გაქებთ, გაკურთხებთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო, წარმართე ლოცუაჲ ჩუენი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ, გვიჴსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩუენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თვალნი ჩუენნი შენ გესვენ, და ნუ გვარცხვენ ჩუენ უფალო ღმერთო ჩუენო:
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შესავალი
უფალო ღაღადვყავის დიდების მუხლზე დიაკონი აკურთხებინებს სასაკმევლეს მღვდელმთავარს, წინამძღვარი, დიაკონი და მნათე (სანთლით) მაღალდასაჯდომელის გავლიან ჩრდილოეთის კარით გამოდიან. პირველი დიაკონი სასაკმევლეს გადაიტანს მარცხენა ხელში მარჯვენაში დაიჭერს გინგილას შევა აღსავლის კარით, მღვდელმთავარს გინგილით მიუთითებს აღსავლის კარზე დიაკონი:
აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შესავალი.
სიბრძნით აღემართენით
მღვდელმთავარი დასახავს ჯვარს აღსავლის კარს, პირველი დიაკონი გამოდის ისევ აღსავლის კარით და აწდას მუხლის დასრულების შემდეგ სასაკმევლით გამოსახავს ჯვარს. დიაკონი:
სიბრძნით აღემართენით.
ნათელი მხიარული
დიაკონი შედის აღსავლის კარით აკმევს ტრაპეზს წინა მხრიდან სამ-გზის, მაღალდასაჯდომელს სამ-გზის, მღვდელმთავარს სამ-გზის. გუნდი:
ნათელი მხიარული...
მოხედენ
წინამძღვარი და დიაკვნები ემთხვევიან ტრაპეზს, მაღალდასაჯდომელთან თაყვანისცემა, მობრუნდებიან და მღვდელმთავარს დაუხრიან თავს. დგანან პირისახით მეუფისკენ (დასავლეთით) წინამძღვარი შუაში მისგან მარჯვნივ პირველი დიაკონი პირველი დიაკონის გვერდით III დიაკონი, წინამძღვრის მარცხნივ II დიაკონი. პირველი დიაკონი:
მოხედენ.
მშჳდობა ყოველთა
წინამძღვარი:
მშჳდობა ყოველთა.
სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისი
წინამძღვარი ჯვარს არ გამოსახავს, მოიდრეკს თავს. პირველი დიაკონი:
სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისი.
აქა აკურთხევდით უფალსა, ყოველი მონანი უფლისანი
კვირიაკესა მწუხრად, ხმა 8
აქა აკურთხევდით უფალსა, ყოველი მონანი უფლისანი.
რომელი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა…
მუხლი:
რომელი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისასა.
უფალსა შეესემინ ჩემი, ღაღადებასა ჩემსსა მისსა მიმართ
ორშაბათსა მწუხრად, ხმა 4
უფალსა შეესემინ ჩემი, ღაღადებასა ჩემსსა მისსა მიმართ.
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა
მუხლი:
ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.
წყალობა შენი უფალო, თანა-მავალ-მეყავნ მე ყოველთა დღეთა…
სამშაბათსა მწუხრად, ხმა 1
წყალობა შენი უფალო, თანა-მავალ-მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.
უფალმან მწყოსს მე და არაჲ მაკლდეს, ადგილსა…
მუხლი:
უფალმან მწყოსს მე და არაჲ მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.
ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა…
ოთხშაბათსა მწუხრად, ხმა 5
ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯო მე.
ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იხუენ სიტყვანი პირისა…
მუხლი:
ღმერთო ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იხუენ სიტყვანი პირისა ჩემისანი.
შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი…
ხუთშაბათსა მწუხრად, ხმა 6
შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანაჲ.
აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნად…
მუხლი:
აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნად ჩემდა?
ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან…
პარასკევსა მწუხრად, ხმა 7
ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო.
მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო, და მათგან…
მუხლი:
მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან ღმერთო, და მათგან რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა განმარინე მე.
უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა
შაბათსა მწუხრად, ხმა 6
უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.
შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა
მუხლი:
შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა.
და რამეთუ დაამყარა სოფელი რათა არა შეიძრას
მუხლი:
და რამეთუ დაამყარა სოფელი რათა არა შეიძრას.
სახლსა შენსა შვენის სიწმინდე, უფალო სიგრძესა შინა…
მუხლი:
სახლსა შენსა შვენის სიწმინდე, უფალო სიგრძესა შინა დღეთასა.
ალილუია, ალილუია, ალილუია
წარდგომა ჴორციელ შაბათს და მიცვალებულთა მსახურებაზე მუხლი:
ალილუია, ალილუია, ალილუია.
ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო…
მუხლი:
ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო, და საჴსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან…
მუხლი:
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქვეყანა.
ალილუია, ალილუია, ალილუია
წარდგომა სულთმოფენობის წინა შაბათს მუხლი:
ალილუია, ალილუია, ალილუია.
ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო
მუხლი:
ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
და საჴსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე
მუხლი:
და საჴსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან…
მუხლი:
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქვეყანა.
ვსთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა…
ბოლო მუხლის თქმისას მიბრუნდებიან ყველა ისევ თავს დაუხრიან მაღალდასაჯდომელს, ხოლო შემდეგ მღვდელმთავარს. II და III დიაკონი ჯვარედინად გავლენ კვერექსებზე. (საწინასწარმეტყველოს ძველი აღთქმის საკითხავებზე დაიკეტება აღსავლის კარი ლიტიამდე, ხოლო თუ მოციქულის ხსენებაა და იკითხება ახალი აღთქმის საკითხავი მაშინ არ დაიხურება აღსავლის კარი). II დიაკონი ამბობს მრჩობლ კვერექსს. დიაკონი:
ვსთქვათ ყოველთა, ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე…
დიაკონი:
უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენსა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთათჳს.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან მონასტრისათა).
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით ნაყოფის-შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით ნაყოფის-შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…
წინამძღვარი:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი:
ამინ
და ღირსმყვენ
მედავითნე:
და ღირსმყვენ...
აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა
III დიაკონი თხოვნითი კვერექსი. დიაკონი:
აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონი:
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ.
მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით და უცოდველად…
დიაკონი:
მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
ანგელოზი მშჳდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და…
დიაკონი:
ანგელოზი მშჳდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა…
დიაკონი:
შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშჳდობაჲ…
დიაკონი:
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით…
დიაკონი:
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი…
დიაკონი:
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყვის-გება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.
მოგვმადლენ, უფალო
გუნდი:
მოგვმადლენ, უფალო.
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
დიაკონი:
ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესსა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
გუნდი:
შენ, უფალო.
რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…
წინამძღვარი:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი:
ამინ.
მშჳდობა ყოველთა
წინამძღვარი:
მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა
ჯვარს არ გამოსახავს. გუნდი:
და სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ
დიაკონი:
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ უფალო
გუნდი
შენ უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოჰსდრიკენ ცანი და…
ლოცვა მოდრეკით
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოჰსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისა-თჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთ-მოყვარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინა-აღდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის სიტყვათა, და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ…
მღვდელი:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი:
ამინ