გულანი
საცდელი · 1.37.0
სამღვდელმთავრო ცისკარი 1 / 236კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და…

სამღვდელმთავრო ცისკარი

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 36 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და…

დიდ მარხვაში სადაგში ცისკარი მოებმის შუაღამიანს. აღსავლის კარი დახურულია, კრეტსაბმელი ღიაა მღვდელი:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. დასაწყისი ლოცვები. ით და კ ფსალმუნი…

მედავითნე:

ამინ. დასაწყისი ლოცვები. ით და კ ფსალმუნი, ტროპრები

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით…

მღვდელი და დიაკონი აკმევენ სრულად საკურთხეველს, კანკელს მთელს ტაძარს და მრევლს. დიაკონი:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენსა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

რამეღუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელი:

რამეღუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ

გუნდი:

ამინ. სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

დიდება წმიდასა თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და…

მღვდელი:

დიდება წმიდასა თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქუეყანასა ზედა…

გუნდი:

ამინ. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. (გ-გზის)

უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა (ბ-გზის).

ექვსფსალმუნება

მედავითნე:

ექვსფსალმუნება.

გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ…

ფსალმუნების პირველ ნაწილის შემდეგ წინამძღვარი გადის აღსავლის კარის წინ კითხულობს ლოცვებს, მეორე ნაწილს დასრულებისას, დიდებაზე II დიაკონი იღებს კურთხევას გამოდის ჩრდილოეთის კარით და ამბობს მშვიდობიან კვერექსს. ლოცვა ა

გმადლობ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყვაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებელად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მარადის მსახურებად შენდა, ქება, გალობა, და თაყვანის-ცემა, გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი ღმერთო ჩუენო…

ლოცვა ბ

ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქვეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყუენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე უფალო ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გვაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა ჰყავ სამკჳდრებელი შენი. მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღუდელთა, და ყოველსა ერსა შენსა:

რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი ღმერთო, რამეთუ…

ლოცვა გ

ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გვასწავენ ჩუენ ღმერთო სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თვალნი გონებათა ჩუენთანი, ნუ უკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკვდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგვანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისათა, წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა, მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მჴიარულებით. რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ:

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწვდომელ…

ლოცვა დ

მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწვდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგვისვენე ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგვადგინენ დიდების მეტყველებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ რომელნი ესე აწცა თაყვანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველნივე საცხოვრებელად თხოვა, და გამოგვაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიხსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა მყოფნი და თანა მლოცველნი ჩუენნი, და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი ქუეყანასა, და ზღვასა, და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყვარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგვეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ხორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რამეთუ ღმერთი წყალობისა, მოწყალებისა და კაცთ-მოყვარებისა ხარ და, შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კეთილთა საუნჯეო, წყაროსა დაუწყვედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთ…

ლოცვა ე

კეთილთა საუნჯეო, წყაროსა დაუწყვედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთ მოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყვანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ხელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგვიხსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღვაწენ სახიერებითა შენითა, მოიხსენე, უფალო, რომელნი იღვიძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, და ღვთისა ჩუენისა, და წმიდისა სულისა შენისა: ექმენ მათ შემწე და ხელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ…

ლოცვა ვ

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისა-თჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ მაცხოვრისა და მხსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგვისვენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყვანისცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისა თჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისხმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიხსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინა აღმდგომნი მტერნი.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო…

ლოცვა ზ

ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ არს, არა უწყით, არა თუ შენ ღმერთო წმიდითა სულითა შენითა მიმიძღვე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვჰსცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, ნებსით, გინა უნებლიეთ, გვილხინე, მოგვიტევე და შეგჳნდევ, რამეთუ უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოხსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობა ჩუენი მარადის:

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა…

ლოცვა 8

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ხელთა ჩუენთასა, და აღსარებად შენდა სასჯელთა-თჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგვმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოებაჲ ურცხვენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყვარული შეუორგულებული. აკურთჴენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი ქმნანი, სიტყვანი და მოგონებანი. და მომანიჭენ ჩუენ მიწევნა დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად, გამოუთქმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა:

რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ღვთის-მეცნიერებისა…

ლოცვა 9

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ღვთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქმა დავსთრგუნოთ, და სულიერი მოქალაქობა მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ:

რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევება…

ლოცვა ი

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევება ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარმეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოება ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რამელმან უჩინონი და დაფარეულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან, ვიდრე უკანასკნელთა აღმოფშვინვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხვერპლი სიმართლისა, და საკვერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყვარებითა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაბადენ…

ლოცვა ია

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითვალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქება, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგვეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა, და ქუეყანისათა, და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალ-მოწყალე:

რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, ღმერთო…

ლოცვა იბ

გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრება ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით მოწყალისა, და ყოვლად ძლიერისა ღვთისა. გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზე სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი ყოველნი დაიცუენ, რათა ვითარცა დღესა შინა შვენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწივნეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და ღირს ვიქმნეთ ჩუენ შვებად ნათელსა შენსა გამოუთქმელსა:

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრე-ბისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა…

დიაკონი:

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრე-ბისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა…

დიაკონი:

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათჳს (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და…

დიაკონი:

უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის…

დიაკონი:

ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

თანა-მბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა…

დიაკონი:

თანა-მბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმიდისა ამის…

დიაკონი:

სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმიდისა ამის ტაძრისა (მონასტრისა) და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა…

დიაკონი:

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქვეყანისათა და ჟამთა მშჳდობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და…

დიაკონი:

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა…

დიაკონი:

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

წინამძღვარი:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…

დიაკონი:

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი ა

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი ბ

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…

მუხლი გ

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი დ

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ალილუია, ალილუია, ალილუია

მიცვალებულთა მსახურებაზე: დიაკონი:

ალილუია, ალილუია, ალილუია.

ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო

მუხლი:

ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.

და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე

მუხლი:

და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე.

სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან…

მუხლი:

სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკჳდროს ქვეყანა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მშვიდობიანი კვერექსის ასამაღლებლის შემდეგ, სტიქაროსნები შემოსავენ მღვდელმთავარს სრულად. იკითხება პირველი სტიქოლოგია (ფსალმუნის კანონი) II დიაკონი იტყვის პირველ მცირე კვერექსს. დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს…

წინამძღვარი:

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

იკითხება II სტიქოლოგია. III დიაკონი იტყვის მეორე მცირე კვერექსს. დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ სახიერი, და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…

წინამძღვარი:

რამეთუ სახიერი, და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

აქებდით სახელსა... ან: ნეტარ არიან უბიწონი

II სტიქოლოგიის წარდგომა. გუნდი:

აქებდით სახელსა... ან: ნეტარ არიან უბიწონი...

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მეორე მცირე კვერექსის შემდეგ დიაკვნები სანთლებით დადგებიან აღსავლის კართან, სადიდებელის გალობის დაწყებისთანავე გააღებენ და გამოვლენ აღსავლის კარით. მღვდელმთავარი დადგება შუა ტაძარში მაღალდასაჯდომელთან, მღვდელმთავარს წინამძღვარი მიაწოდებს ანთებულ სანთლებს, რომელთაც უნაწილებს სამღვდელოებას. დიკირ-ტრიკირი (ტრიკირი-მაცხოვრის ხატის მხარეს, დიკირი ღვთისმშობლის ხატის მხარეს) და რიპიდები ელოდებიან მღვდელმთავარს შუა ხატთან. იკმევა საკურთხეველი, კანკელი და ტაძარი სრულად. II დიაკონი და III დიაკონი თავს დაუხრის მღვდელმთავარს, II დიაკონი შევა საკურთხეველში სახარების გამოსაბრძანებლად, III დიაკონი მცირე კვერექსი შუა ტაძარში. დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ…

წინამძღვარი:

რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

სიბრძნით წარდგომა ფსალმუნი დავითისი

II დიაკონი ანტიფონების დასრულების შემდეგ აღსავლის კარიდან მღვდელმთავარს დაუხრის თავს, ემთხვევა ტრაპეზს, აიღებს სახარებას და აღსავლის კარით გამოაბრძანებს ამბიონზე და აამაღლებს. პირველი დიაკონი:

სიბრძნით წარდგომა ფსალმუნი დავითისი...

აწ აღვსდგე იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და…

საცისკრო წარდგომები რვა ხმათა ხმა ა

აწ აღვსდგე იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვცხადნე მას ზედა.

სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა

მუხლი:

სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა.

განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ…

ხმა ბ

განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელ ამცენ, და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ.

უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე

მუხლი:

უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე.

თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და…

ხმა გ

თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას.

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი…

მუხლი:

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა.

აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩუენ, და მიხსენ ჩუენ…

ხმა დ

აღსდეგ უფალო შემეწიენ ჩუენ, და მიხსენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.

ღმერთო ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა…

მუხლი:

ღმერთო ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.

აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი…

ხმა ე

აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე.

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და…

მუხლი:

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი.

უფალო აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად…

ხმა ვ

უფალო აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩუენდა.

რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა…

მუხლი

რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა.

აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი…

ხმა ზ

აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და…

მუხლი:

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი.

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი…

ხმა 8

სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე.

აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა…

მუხლი:

აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…

წინამძღვარი:

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

ყოველი სული აქებდით უფალსა

დიაკონი:

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

მუხლი:

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

ყოველი სული

დიაკონი:

ყოველი სული.

აქებდით უფალსა

გუნდი:

აქებდით უფალსა.

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა…

დიაკონი:

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონი

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშჳდობა ყოველთა

მღვდელმთავარი:

მშჳდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

II დიაკონი წამოვა და სახარებას მოაბრძანებს მღვდელმთავართან, მას თან გამოყვებიან დიკირ-ტრიკირი და რიპიდები. სახარების კითხვისას ეპისკოპოსი მიტრას მოიხდის. გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა.

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი

მღვდელმთავარი:

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი:

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ

დიაკონი:

მოხედენ.

კითხულობს სახარებას

მღვდელმთავარი:

კითხულობს სახარებას...

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…

კითხვის დასრულების შემდეგ II დიაკონი სახარებას ისევ ამბიონზე ააბრძანებს და დადგება სახით მღვდელმთავრისაკენ (ვიდრე არ დასრულდება გალობა „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ“) გალობის დასრულების შემდეგ ჩამოაბრძანებს და დაასვენებს სახარებისთვის გამზადებულ ანალოღიაზე (მხოლოდ შაბათ საღამოს-კვირის ცისკარზე, დანარჩენს შემთხვევებში ყოველთვის შებრძანდება აღსავლის კარით და დაასვენებს ტრაპეზზე). პირველი დიაკონი სახარების ამბიონზე ყოფნის დროს დადგება ანალოღიის ხატთან, როდესაც II დიაკონი სახარებას დაასვენებს ანალოღიაზე ორივე მათგანი ემთხვევიან II დიაკონი სახარებას, ხოლო პირველი დიაკონი ხატს და თავს დაუხრიან მღვდელმთავარს, შემდეგ ერთმანეთს პირველი დიაკონი წავა ამბიონზე მაცხოვრის ხატთან. II დიაკონი დაგება პირველი დიაკონის ადგილზე (III დიაკონის მოპირდაპირედ). პირველი დიაკონი:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარ-მეტყუელისა, წინამორ-ბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა, მატათა, ბართლომე და თადეოზისითა, წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღვდელთ-მთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლის-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარ-მოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, და წმიდათა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა და წმიდათა იოანე, ექვთიმე, გიორგი და გაბრიელ მთაწმინდელთა, წმიდათა კეთილმსახურთა მეფეთა, ვახტანგ გორგასალისა, ბაგრატ მესამისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი), და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრება, და შეგჳწყალენ ჩუენ.

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა…

მღვდელი

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

აღესრულება ზეთისცხება. პირველი-ჲჲჲ გალობის, შემდეგ. II დიაკონი მცირე კვერექი დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა…

წინამძღვარი:

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

4-6 გალობა. III დიაკონი იტყვის მცირე კვერექს. დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი…

წინამძღვარი:

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ისპოლა ეტი დესპოტა

მღვდელმთავარი ზეთისცხების დასრულების შემდეგ აბრძანდება ამბიონზე და სამივე მხარეს სახავს ჯვარს. გუნდი

ისპოლა ეტი დესპოტა.

ღვთისმშობელსა დედასა ნათლისასა გალობით ვადიდებდეთ

კვერთხი მაცხოვრის ხატთან რჩება საკურთხეველში პირველი დიაკონი ტრაპეზთან გამოართმევს მიტრას და დააბრძანებს ტრაპეზზე. 8 გალობის დასრულების შემდეგ, II დიაკონი აკურთხებინებს მღვდელმთავარს სასაკმევლეს და იწყებს კმევას, აკმევს საკურთხეველს, აღსავლის კარს, მაცხოვრის ხატს და შეჩერდება ღვთისმშობელის ხატთან, საკითხავის დასრულების შემდეგ გამოსახავს სასაკმევლით ჯვარს. დიაკონი:

ღვთისმშობელსა დედასა ნათლისასა გალობით ვადიდებდეთ.

ადიდებს სული ჩემი სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა…

გააგრძელებს სრულ კმევას. აღდგომას

ადიდებს სული ჩემი სამისა დღისა საფლავით აღდგომილსა ქრისტესსა ცხოვრების მომცემელსა.

შენ დიდებულო ქალწულო დედაო ნათლისაო გონებითა წმიდითა…

თომას კვირას

შენ დიდებულო ქალწულო დედაო ნათლისაო გონებითა წმიდითა ვითარცა უზესთაესსა ყოველთასა ყოველნი გადიდებთ.

ადიდებს სული ჩემი ქვეყანით ზეცად ამაღლებულსა ქრისტესა…

ამაღლებას

ადიდებს სული ჩემი ქვეყანით ზეცად ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა დაუკვირდათ ვითარ…

სულთმოფენობას

მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა დაუკვირდათ ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოსჩნდა სულიწმინდა.

ადიდე სულო ჩემო უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა…

შობას

ადიდე სულო ჩემო უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელი.

ადიდე სულო ჩემო უპატიოსნესი მაღლისა მხედრობათა ქალწული…

ნათლისღებას

ადიდე სულო ჩემო უპატიოსნესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ღვთის-მშობელი ყოვლადწმიდა.

ადიდებს სული ჩემი ყოვლად დიდებულსა შობასა ღმთისა…

ღვთისმშობლის შობას

ადიდებს სული ჩემი ყოვლად დიდებულსა შობასა ღმთისა დედისასა.

ადიდებს სული ჩემი ყოვლად პატიოსანსა ჯვარსა უფლისასა

ჯვართამაღლებას

ადიდებს სული ჩემი ყოვლად პატიოსანსა ჯვარსა უფლისასა.

ანგელოზთა რა იხილეს შესვლა ყოვლადწმიდისა დაუკვირდათ ვითარ…

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას

ანგელოზთა რა იხილეს შესვლა ყოვლადწმიდისა დაუკვირდათ ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.

ღვთისმშობელო ქალწულო სასოებაო ქრისტიანეთაო დაგვიფარე, დაგვიცე და…

მირქმას

ღვთისმშობელო ქალწულო სასოებაო ქრისტიანეთაო დაგვიფარე, დაგვიცე და გვაცხოვნე რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება.

აუწყებდით ქვეყანა სიხარულსა დიდსა აქებდით ზეცისა ღმრთისა…

ხარებას

აუწყებდით ქვეყანა სიხარულსა დიდსა აქებდით ზეცისა ღმრთისა დიდებასა.

ადიდე სულო ჩემო თაბორს ზედა ფერიცვალება უფლისა

ფერიცვალება

ადიდე სულო ჩემო თაბორს ზედა ფერიცვალება უფლისა.

ანგელოზთა მიცვალება ყოვლადწმიდისა იხილეს დაუკვირდათ ვითარ ქალწული…

ღვთისმშობლის მიძინება

ანგელოზთა მიცვალება ყოვლადწმიდისა იხილეს დაუკვირდათ ვითარ ქალწული აღვალს ქვეყანით ზეცად.

ადიდე სულო ჩემო სჯულისაებრ ხორცითა წინდაცვეთა უფლისა

წინდაცვეთას

ადიდე სულო ჩემო სჯულისაებრ ხორცითა წინდაცვეთა უფლისა

ადიდებს სული ჩემი ცხოვრების მომცემელსა კვართსა უფლისასა

კვართისა საუფლოსა

ადიდებს სული ჩემი ცხოვრების მომცემელსა კვართსა უფლისასა.

მოწაფეთა რა იხილეს, შესლუა ქრისტესი იერუსალიმს შინა…

ბზობას

მოწაფეთა რა იხილეს, შესლუა ქრისტესი იერუსალიმს შინა, დაუკჳრდათ ვითარ ყრმანი და ჩჩჳლნი ერთა თანა ურწმუნოთა უგალობდენ ოსანნასა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

წაიკითხება თ გალობა. პირველი დიაკონი კვერექსი. დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და…

წინამძღვარი:

რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი

კჳრიაკეს დიაკონი:

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

რამეთუ წმინდა არს უფალი ღმერთი ჩუენი

მუჴლი ა

რამეთუ წმინდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი

მუჴლი ბ

ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი

დიაკონი შედის სამხრეთის კარით. აქებდითის დიდების მუხლზე პირველი დიაკონი მღვდელმთავარს მიაწოდებს მიტრას, ხოლო სტიქაროსნები დიკირ-ტრიკირს. მღვდელმთავარი:

დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი.

დიდება მაღალიანი

გუნდი:

დიდება მაღალიანი.

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

მღვდელმთავარი ამბიონზე მრევლს გადასახავს ჯვარს დიკირ-ტრიკირით შევა. დიაკონები დადგებიან ტრაპეზთან, პირველი და III დიაკვნები მეუფისგან მარჯვნივ II დიაკონი მარცხნივ, ვიდრე არ დასრულდება დიდება მაღლიანი. წმიდაო ღმერთოზე წინამძღვარი აიღებს კურთხევას მღვდელმთავრისგან, გავა აღსავლის კარით და შეამობრძანებს სახარებს და დაასვენებს ტრაპეზზე. დიდების მუხლზე ჲჲ-ჲჲჲ დიაკონი მივლენ მაღალდასაჯდომელთან აიღებენ კურთხევას და ჯვარედინად გავლენ კვერექსებზე. II დიაკონი იტყვის კვერექს. დიაკონი:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენსა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთათვის

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან მონასტრისათა).

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელმთავარი:

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა

III დიაკონი იტყვის კვერექს. დიაკონი:

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით და უცოდველად…

დიაკონი:

დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ანგელოზი მშჳდობისა, სარწმუნო წინა-მძღვარი, მცველი სულთა და…

დიაკონი:

ანგელოზი მშჳდობისა, სარწმუნო წინა-მძღვარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა…

დიაკონი:

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშჳდობა…

დიაკონი:

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშჳდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით…

დიაკონი:

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი…

დიაკონი:

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესსა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო.

რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და…

წინამძღვარი:

რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

კვერექსის ბოლო მუხლზე სტიქაროსნები აანთებენ დიკირ-ტრიკირს და ბოლო ასამაღლებლის შემდეგ გადიან ამბიონზე. მღვდელმთავარი:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენ უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონი:

თავნი ჩუენ უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა…

საიდუმლოდ მღუდელმან:

ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თვალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგვიდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელნი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გვაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგვანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:

რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო…

მღვდელი:

რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

სიბრძნით

დიაკონი:

სიბრძნით.

სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ

გუნდი:

სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე…

მღვდელმთავარი:

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. დაამტკიცე ღმერთო და განაძლიერე ღვთივდაცული ერი…

გუნდი:

ამინ. დაამტკიცე ღმერთო და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენ და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი უკუნითი უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩუენ

მღვდელმთავარი:

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა განუხრწნელად…

გუნდი:

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება…

მღვდელმთავარი:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა…

გუნდი:

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის. სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

მღვდელმთავარი:

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, (წმიდისა, რომლისა არს სახელობის ტაძარი ესე, და წმიდისა, რომლისა ხსენებასა აღვასრულებთ), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ. ისპოლა ეტი დესპოტა

ეპისკოპოსი გამოსახავს დიკირ-ტრიკირით ჯვარს 3 მხარეს. გუნდი:

ამინ. ისპოლა ეტი დესპოტა.

სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ

კვერთხი შევა სამხრეთ კარებით საკურთხეველში. დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი. განიმოსება მღვდელმთავარი. ა ჟამნი ჟამნობის დასასრულს: მედავითნე:

სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

ღმერთო მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე…

წინამძღვარი:

ღმერთო მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.

ამინ

მედავითნე

ამინ.

ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განათლებ და წმიდა…

წინამძღვარი:

ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განათლებ და წმიდა ჰყოფ ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, გამოაჩინე ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, რათა ვიხილოთ ჩუენ ნათელი შენი მიუწვდომელი, და წარმართენ სლვანი ჩუენნი ქმნად მცნებათა შენთა, მეოხებითა უხრწნელისა ღვთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.

ამინ. ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის

გუნდი:

ამინ. ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის...

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება…

წინამძღვარი:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა…

გუნდი:

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის. სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

წინამძღვარი:

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (წმიდისა, რომლისა არს სახელობის ტაძარი ესე, და წმიდისა, რომლისა ხსენებასა აღვასრულებთ), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

ისპოლა ეტი დესპოტა. მრავალჟამიერ

დასრულების შემდეგ გაიღება აღსავლის კარი და მღვდელმთავარი გამოდის ამბიონზე გამოსახავს სამივე მხარეს ჯვარს. გუნდი:

ისპოლა ეტი დესპოტა. მრავალჟამიერ.

ისპოლა ეტი დესპოტა

აკურთხებს ხალხს, ემთხვევა შუა ხატს, მივა სტოაში წინასწარ გამზადებულ არწივზე, გამოსახავს ჯვარს პირით აღმოსავლეთით (საკურთხევლისაკენ) მგალობლები:

ისპოლა ეტი დესპოტა.

დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი

დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი.