გულანი
საცდელი · 1.37.0
სამღვდელმთავრო წირვის წესი და განგება 1 / 85გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

სამღვდელმთავრო წირვის წესი და განგება

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 17 წთ

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელი და დიაკონი დასდგებიან აღსავლის კართან. დიაკონი

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე აწ და…

მღვდელი:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა…

დიაკონი

ამინ, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა, მეუფეო ზეცათაო... წმიდაო ღმერთო გ-გზის, დიდება-აწ და, ყოვლადწმიდაო სამებაო... უფალო შეგჳწყალენ გ-გზის. დიდება-აწ და, მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს

მღვდელი:

რამეთუ შენი არს...

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ…

დიაკონი

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგჳრისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და…

ემთხვევიან მაცხოვრის ხატს. დიაკონი;

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს…

ემთხვევიან ღვთისმშობლის ხატს. დიაკონი:

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს მყვენ, ღვთისმშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა, ყოვლად წმიდაო, და აჩუენე მარადის ძლიერება შენი, რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე უხორცოთა მთავარმან გაბრიელ გიღაღადა.

შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა…

ემთხვევიან მიძინების ხატს. დიაკონი:

შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხორებისა, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა…

ემთხვევიან იოანე ნათლისმცემლის ხატს დიაკონი:

წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

უფალო გარდამოავლინე ხელი შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით…

მღვდელი დადგება აღსავლი კართან. მღვდელი:

უფალო გარდამოავლინე ხელი შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას შენსა ზედა, დაუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელსა საკურთხეველსა შენსა, და შეწირვად შენდა უსისხლო იგი მსხვერპლი, რამეთუ შენი არს ძალი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა…

დიაკონი:

შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, სამარეზე აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.

ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალენ…

ტრაპეზის წინ მღვდელი და დიაკონი შეასრულებს 3 მცირე მეტანიას. მღვდელი და დიაკონი:

ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალენ ჩუენ.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სტიქარი ორარითურთ

მღვდელი და დიაკონი ემთხვევიან ტრაპეზს. დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სტიქარი ორარითურთ.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მღვდელი:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა…

დიაკონი სტიქარის შემოსვისას იტყვის:

იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა და კუართი სიხარულისა შემმოსა მე; ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და, ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა.

წმიდაო, წმიდაო წმიდაო უფალო საბაოთ სავსე არიან…

დიაკონი ორარის შემოსვისას იტყვის:

წმიდაო, წმიდაო წმიდაო უფალო საბაოთ სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა.

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან…

დიაკონი მარჯვენა სამკლაურის შემოსვისას იტყვის:

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან ხელმან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი

ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე…

დიაკონი მარცხენა სამკლაურის შემოსვისას იტყვის:

ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, გულის-ჴმა მიყავ, და მასწავლნე სიმართლენი შენნი.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მღვდელი მიიღებს სტიქარს დასახავს ჯვარს და იტყვის:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა და კუართი სიხარულისა შემმოსა მე; ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და, ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე…

დასახავს ჯვარს ოლარს და იტყვის:

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე…

მღვდელი დასახავს სარტყელს ჯვარს და იტყვის:

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი, და დასდვა უბიწოდ გზაჲ ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი, ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან…

მღვდელი დასახავს ჯვარს მარჯვენა სამკლაურს და იტყვის:

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან ხელმან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.

ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე…

მღვდელი დასახავს ჯვარს მარცხენა სამკლაურს და იტყვის:

ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, გულის-ჴმა მიყავ, და მასწავლნე სიმართლენი შენნი.

შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა…

მღვდელი უკუეთუ არს პატივი ენქერისა დასახავს ჯვარს და იტყვის:

შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა, და გარდააცუ, და წარემართე, და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს, და სიმშჳდისა, და სიმართლისა, და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯუენე შენი, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი…

მღვდელი დასახავს ჯვარს ფილონს და იტყვის:

მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დავიბანე უბრალოებითა ჴელნი ჩემნი, და გარე მოვადეგ…

მღვდელი დაიბანს ხელს და იტყვის:

დავიბანე უბრალოებითა ჴელნი ჩემნი, და გარე მოვადეგ საკურთხეველსა შენსა უფალო, სმენად ჩემდა ჴმა ქებისა შენისა, და მითხრობად ყოველი საკჳრველება შენი, უფალო შევიყვარე შვენიერებაჲ სახლისა შენისა, და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა, ნუ წარწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა, და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხოვრებასა ჩემსა, რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, და მარჯვენე მათი აღივსო ქრთამითა, ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე, მიჴსენ მე უფალო და მიწყალე მე, ფერჴი ჩემი დასდგა სიწრფოებით ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ უფალო.

ღმერთო გამწმინდე მე ცოდვილი, და შემიწყალენ მე…

მღვდელი და დიაკონი:

ღმერთო გამწმინდე მე ცოდვილი, და შემიწყალენ მე. გ-გზის.

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა…

მღვდელი:

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელი ემთხვევა ფეშხუმს, ბარძიმს, ვარსკვლავს, ლახვრებს, კოვზს. დიაკონი:

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და…

მღვდელი:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

დიაკონი:

ამინ.

მოსახსენებელად უფლისა, ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ…

მღვდელი სეფისკვერზე ლახვრით გამოსახავს ჯვარს სამ-გზის და იტყვის: მღვდელი:

მოსახსენებელად უფლისა, ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. (გ-გზის)

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ

დაბეჭდულისგან მარჯვნივ ჩამოჭრის ნაწილს და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ.

ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა

მღვდელი:

ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ

ჩამოჭრის მარცხენა ნაწილს და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ.

და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმობელად…

მღვდელი:

და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმობელად, ესრეთ არა აღიღებს პირსა თჳსსა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ

ჩამოჭრის ზედა ნაწილს და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ.

სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მიეღო

მღვდელი:

სიმდაბლითა თჳსითა სასჯელი მისი მიეღო.

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ

ჩამოჭრის ქვედა ნაწილს და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ.

ხოლო თესლ-ტომი მისი ვინმე მიუთხრას

მღვდელი:

ხოლო თესლ-ტომი მისი ვინმე მიუთხრას

აღიღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

ჩამოჭრის ძირს და იტყვის: დიაკონი:

აღიღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი

მღვდელი:

რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი.

დაკალ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დაკლავს ტარიგს ფეშხუმზე ჯვარის სახით და იტყვის: დიაკონი:

დაკალ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

დაიკლვის ტარიგი ღუთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, ცხოვრებისა-თჳს…

მღვდელი:

დაიკლვის ტარიგი ღუთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, ცხოვრებისა-თჳს სოფლისა და ცხოვნებად.

განაღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მარჯვენა მხარეს განგმირავს და იტყვის: დიაკონი:

განაღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

ერთმან მჴედართამან ლახვრითა განაღო გვერდი მისი, და…

მღვდელი:

ერთმან მჴედართამან ლახვრითა განაღო გვერდი მისი, და მეყუსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა სწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შეერთება

დიაკონი ჩაასხამს წმიდა ბარძიმში ღვინოს და წყალს და იტყვის: დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შეერთება.

პატივად და მოსაჴსენებელად, უმეტესად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა…

მღვდელი აკურთხებს შეერთებას, აიღებს ღვთისმშობლის სეფისკვერს და ამოკვეთავს ნაწილს და იტყვის:

პატივად და მოსაჴსენებელად, უმეტესად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, მეოხებითა მისითა შეიწირე, უფალო, მსხვერპლი ესე შენსა ზეცისა საკურთხეველსა.

დასდგა დედოფალი მარჯვენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქრო…

დააბრძანებს ტარიგის მარჯვნივ და იტყვის:

დასდგა დედოფალი მარჯვენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქრო ქსოვილითა შემკულ და შემოსილ.

პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინა-მორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა

აღიღებს მღვდელი მესამე სეფისკვერს, აღმოიღებს პირველსა ნაწილსა და დასდებს მარცხენით კერძო წმიდისა პურისა და იტყვის:

პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინა-მორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა.

წმიდათა დიდებულთა წინასწარ-მეტყუელთა: მოსე და აჰრონ, ილია…

და აღმოიღებს ნაწილსა მეორესა და დასდებს ქვემოთ პირველისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა დიდებულთა წინასწარ-მეტყუელთა: მოსე და აჰრონ, ილია და ელისე, ისაია, დავით და იესე, და წმიდათა სამთა ყრმათა, და წინასწარ-მეტყუელისა დანიელისა, და ყოველთა წმიდათა წინასწარ-მეტყუელთათა.

წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, პეტრე…

და აღმოიღებს მესამე ნაწილსა და დასდებს ქვემოთ მეორისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, პეტრე და პავლე, ათორმეტთა და ყოველთა წმიდათა მოციქულთათა.

წმიდათა შორის მამათა ჩუენთა მღუდელ-მთავართა: ბასილი დიდისა…

და აღმოიღებს მეოთხე ნაწილსა და დასდებს მახლობელად პირველისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა შორის მამათა ჩუენთა მღუდელ-მთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღუთის-მეტყუელისა და იოანე ოქროპირისათა, ათანასი და კირილე, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსისათა, და ყოველთა წმიდათა მღუდელ-მთავართათა.

წმიდისა მოციქულისა, პირველ მოწამისა და არქიდიაკონისა სტეფანესითა…

და აღმოიღებს მეხუთე ნაწილსა და დასდებს ქვემოთ მეოთხისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდისა მოციქულისა, პირველ მოწამისა და არქიდიაკონისა სტეფანესითა. წმიდათა დიდთა მოწამეთა: გიორგი, დიმიტრი, თეოდორე ტირონისა, თეოდორე სტრატილატისა, ევსტათი და ყოველთა წმიდათა მოწამეთათა, და ქალწულ მოწამეთა: თეკლა, ბარბარე, კირიაკია, ევფემია, პარასკევა, ეკატერინა და წმიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისათა, და ყოველთა წმიდათა ქალწულ მოწამეთა.

ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა: ანტონი…

და აღმოიღებს მეექვსესა ნაწილსა და დასდებს ქვემოთ მეხუთისა ნაწილისა და იტყვის:

ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა: ანტონი, ექვთიმე, საბა, ონოფრე, ათანასი ათონელისათა, და ყოველთა ღირსთა მამათა, და ღირსთა დედათა: პელაგია, თეოდოსია, ანასტასია, ევპრაქსია, ათანასია, ფებრონია, თეოდულა, ეფროსინა, მარიამ ეგვიპტელისა, და წმიდისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, და ყოველთა წმიდათა ღირსთა დედათა.

წმიდათა და საკვირველ-მოქმედთა უვერცხლოთა, კოსმა და დამიანე…

და აღმოიღებს მეშვიდესა ნაწილსა და დასდებს გვერდით მეოთხისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა და საკვირველ-მოქმედთა უვერცხლოთა, კოსმა და დამიანე, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, და ყოველთა წმიდათა უვერცხლოთათა.

წმიდათა და მართალთა მშობელთა ღუთისათა, იოაკიმ და…

და აღმოიღებს მერვე ნაწილსა და დასდებს ქვემოთ მეშვიდისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა და მართალთა მშობელთა ღუთისათა, იოაკიმ და ანასითა: ( და წმიდისა სახელი რომელიცა დღე იყოს ) და ყოველთა წმიდათა, მათითა მეოხებითა შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო.

წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ…

და აღმოიღებს მეცხრესა ნაწილსა და დასდებს ქვემოთ მერვისა ნაწილისა და იტყვის:

წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელ არქიეპისკოპოსისათა.

მოიჴსენე მეუფეო კაცთ-მოყვარეო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად…

აღიღებს მეოთხესა სებისკვერსა და აღმოიღებს ერთსა ნაწილსა დასდებს ქვემოთ ტარიგისა და იტყვის:

მოიჴსენე მეუფეო კაცთ-მოყვარეო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი შიო, და მაღალყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), ყოველნი მართლ-მადიდებელნი ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამღვდელონი წესნი, და წინამძღვარი (სახელი) ძმანი და თანა მწირველნი ჩუენნი, მღუდელნი და დიაკონნი, და ყოველნი ძმანი ჩუენნი, რომელთა მოუწოდე ზიარებად, მრავალ-მოწყალებისა და სახიერებისა შენისა მიმართ, ყოვლად-სახიერო მეუფეო.

მოიჴსენე უფალო ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება…

აღმოიღებს მეორესა ნაწილსა დასდებს მარჯვნივ მისსა და იტყვის:

მოიჴსენე უფალო ღვთივ-დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

მოსაჴსენებელად და მისატევებელად ცოდვათა, უწმიდესთა მართლ-მადიდებელთა პატრიარქთა…

მღვდელი მოიხსენიებს ცოცხალთა ვინცა ენებოს. აღიღებს მღვდელი მეხუთესა საბისკვერსა აღმოიღებს ნაწილსა დასდებს ქვემოთ ცოცხალთა და იტყვის:

მოსაჴსენებელად და მისატევებელად ცოდვათა, უწმიდესთა მართლ-მადიდებელთა პატრიარქთა, და კეთილ-მსახურთა მეფეთა, და კეთილ-მორწმუნეთა დედოფალთა და სანატრელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ეკლესიისათა.

და ყოველნი სასოებით აღდგომისა, და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა…

მღვდელი მოიხსენიებს მიცვალებულთა ვინცა ენებოს.

და ყოველნი სასოებით აღდგომისა, და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა, შენდა ზიარებულთა მიცვალებულთა მართლ-მადიდებელთა მამათა, და ძმათა ჩუენთა კაცთმოყვარეო უფალო.

მოიხსენე უფალო ჩემიცა უღირსებაი, და შემინდევ მე…

და აღმოიღებს ნაწილსა შემდგომად ამათსა იტყვის:

მოიხსენე უფალო ჩემიცა უღირსებაი, და შემინდევ მე ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი, და უნებლიეთნი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სასაკმევლე ესე

მოიღებს ღრუბელსა და შეკრებს ნაწილთა რათა არა გარდავარდეს არცა ერთი. მოიღებს დიაკონი სასაკმევლესა და იტყვის: დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სასაკმევლე ესე.

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, საყნოსელად…

მღვდელი დასახავს ჯვარს და იტყვის: მღვდელი:

საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩუენ მადლი სულისა შენისა წმიდისა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი უკმევს ვარსკვლავსა და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

და მოვიდა ვარსკვლავი, და დაადგრა ზედა, სადაცა…

მღვდელი:

და მოვიდა ვარსკვლავი, და დაადგრა ზედა, სადაცა იყო ყრმა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელი უკმევს პირველსა დაფარნას და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი…

მღვდელი:

უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა, და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათნი, აღსდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა, ჴმითა წყალთა მრავალთაითა. საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი, წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად. სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელი უკმევს მეორე დაფარნას და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დაფარნა ცანი შვენიერებამან შენმან, ქრისტე, და ქებითა…

მღვდელი:

დაფარნა ცანი შვენიერებამან შენმან, ქრისტე, და ქებითა შენითა აღივსო ქუეყანა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელი უკმევს დიდ დაფარნას და იტყვის: დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დაგვიფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნე ჩუენგან…

მღვდელი:

დაგვიფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნე ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი და დაამშვიდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთ-მოყვარე.

კურთხეულ ხარ ღმერთო ჩუენო რომელმან ესრეთ სათნო…

მღვდელი უკმევს წინადაგებულსა ძღვენსა და იტყვის: მღვდელი:

კურთხეულ ხარ ღმერთო ჩუენო რომელმან ესრეთ სათნო იყავ, დიდება შენდა. გ-გზის.

ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე…

დიაკონი:

ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გ-გზის.

წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღვენთა-თჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელმთავრის მსახურებაში აქ წყდება კვეთა და იწყება კმევა. ხოლო თუ მღვდელი მსახურობს დაასრულებს კვეთის ლოცვებს ბოლომდე ჩვეულისამებრ: დიაკონი:

წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღვენთა-თჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი…

მღვდელმან ლოცვა წინა დაგებისა

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა სოფლისა, უფალი ჩუენი და ღმერთი იესო ქრისტე, მოავლინე მაცხოვრად, და მჴსნელად და ქუელის მოქმედად, და მაკურთხეველად, და წმიდა მყოფელად ჩუენდა. შენ აკურთხე წინა დაგებული ესე, და შეიწირე ესე წმიდასა და ზესთა-ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა. მოიხსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან, შემომწირველნი, და რომელთათჳს შემოსწირნეს, და ჩუენ დაუსჯელად დამიცვენ მღუდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა შენთა საიდუმლოთასა:

რამეთუ წმიდა არს, და დიდებულ ყოვლად პატიოსანი, და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…

მღვდელი:

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდება, აწ და

დიაკონი:

დიდება, აწ და.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

მღვდელი:

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან] ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტილოპოლელ არქიეპისკოპოსისათა (წმიდისა, რომლისა არს სახელობის ტაძარი ესე, და წმიდისა, რომლისა ხსენებასა აღვასრულებთ), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ

დიაკონი:

ამინ.

საფლავად ხორცითა, და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი…

დიაკონი მიიღებს საცეცხლურს დადგება ტრაპეზის წინ და იტყვის: დიაკონი:

საფლავად ხორცითა, და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდარსა განუშორებელ იყავ, ქრისტე, მამისა თანა და სულისა, ყოველნი აღავსენ გარე შემოუწერელო.

იკმევა საკურთხეველი და ტაძარი სრულად

იკმევა საკურთხეველი და ტაძარი სრულად.