გულანი
საცდელი · 1.37.0
იოანე ოქროპირის სამღვდელმთავრო ლიტურგია 1 / 445სიბრძნით

იოანე ოქროპირის სამღვდელმთავრო ლიტურგია

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 76 წთ

სიბრძნით

დაირეკება სამეუფო ზარი. შემოდის მღვდელმთავარი დასავლეთის კარით. წინამძღვარი: დასავლეთის კართან ხვდება სინზე დასვენებული ჯვრით. მაცხოვრის ხატის მხარეს პირველი დიაკონი (სასაკმევლით) მის გვერდით II დიაკონი. (სანთლით) III დიაკონი (სანთლით) დგება პირველი დიაკონის უკან. სტოაში წინასწარ გამზადებულ არწივთან დგანან ორი სტიქაროსანი მანტიით, სტიქაროსანი კვერთხით (მღვდელმთავრისგან მარცხნივ) და ორი სტიქაროსანი რიპიდებით. II დიაკონი:

სიბრძნით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…

პირველი დიაკონი:

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ. (აღდგომიდან წარგზავნამდე: განათლდი განათლდი.)

დიდება, აწ და და. უფალო შეგჳწყალენ (3 გზის), სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მღვდელმთავარი სტოაში წინასწარ გამზადებულ არწივზე დადგება, ერთი სტიქაროსანი გამოართმევს კვერთხს (ყოველდღიური კვერთხი) და მიაწოდებს დიდ კვერთხს (მსახურების კვერთხი ორი გველით). ორი სტიქაროსანი მოაცმევს მანტიას, მღვდელი მღვდელმთავარს მიაწოდებს ჯვარს ლანგრით, ის ემთხვევა ჯვარს, ამთხვევიებს მღვდლებს და ბოლოს ისევ წინამძღვარს და ლანგარზე დაასვენებს. დიაკონი წავლენ აღსავლის კარისკენ და გაჩერდებიან ამბიონთან. პირველი დიაკონი კმევა კმევით მოდის უკან. (უკმევს ვიდრე არ ემთხვევა მეუფე ანალოღიაზე დასვენებულ ხატებს.) მღვდელმთავარს მოაცილებენ რიპიდები ამბიონამდე და დგანან ვიდრე არ დამთავრდება შემთხვევის ლოცვები. პირველი დიაკონი კითხულობს შემთხვევის ლოცვებს: დიაკონი:

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე აწ და…

მღვდელმთავარი:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა…

დიაკონი:

ამინ, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო დიდება შენდა. მეუფეო ზეცათაო... წმიდაო ღმერთო გ-გზის, დიდება-აწ და. ყოვლადწმიდაო სამებაო... უფალო შეგჳწყალენ გ-გზის. დიდება-აწ და, მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს

მღვდელმთავარი:

რამეთუ შენი არს...

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ…

დიაკონი:

ამინ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეწგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შეწგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგჳრისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა, და შეგჳწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინა-აღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და…

მღვდელმთავარი გადაცემს კვერთხ სტიქაროსანს და ემთხვევა მაცხოვრის ხატს დიაკონი:

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს…

მღვდელმთავარი ემთხვევა ღვთისმშობლის ხატს. დიაკონი:

სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს მყვენ, ღვთისმშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა, ყოვლად წმიდაო, და აჩუენე მარადის ძლიერება შენი, რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე უხორცოთა მთავარმან გაბრიელ გიღაღადა.

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა…

მღვდელმთავარი ემთხვევა მიძინების ხატს. დიაკონი:

შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღმრთის-მშობელო, მიხუედ ცხორებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იჴსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა…

მღვდელმთავარი ემთხვევა იოანე ნათლისმცემლის ხატს. დიაკონი:

წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ჴმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

უფალო გარდამოავლინე ხელი შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით…

მღვდელმთავარი დადგება აღსავლის კარში დიაკონი:

უფალო გარდამოავლინე ხელი შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას შენსა ზედა, დაუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელსა საკურთხეველსა შენსა, და შეწირვად შენდა უსისხლო იგი მსხვერპლი, რამეთუ შენი არს ძალი, უკუნითი უკუნისამდე.ამინ.

ტონ დესპოტი

მღვდელმთავარი მობრუნდება დასავლეთით დაიჭერს კვერთხს დასახავს ჯვარს და გაემართება შუა ტაძარში მაღალდასაჯდომელთან. გუნდი:

ტონ დესპოტი

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ

რიპიდები შედიან საკურთხეველში. პირველი დიაკონი დგება კანკელის მაცხოვრის ხატთან პირისახით მღვდელმთავრისაკენ (დასავლეთით). II დიაკონი ღვთისმშობლის კანკელის ხატთან (სასაკმევლით) პირისახით მღვდელმთავრისაკენ (დასავლეთით). III დიაკონი სამხრეთის კარით შედის საკურთხეველში შესამოსელი გამოაქვს აღსავლის კარით და მიდის მღვდელმთავრთან. როდესაც მღვდელმთავრი ანაფორას განიმოსავს: II დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ.

იხარებს სული შენი უფლისა მიმართ, რომელმან შთაგაცვა…

და აკმევს ვიდრე შემოსვა სრულად არ დასრულდება პირველი დიაკონი იტყვის: სტიქარი:

იხარებს სული შენი უფლისა მიმართ, რომელმან შთაგაცვა შენ სამოსელი ცხოვრებისა და კუართი სიხარულისა შეგმოსა შენ; ვითარცა სიძესა დაგადგა გვირგვინი და, ვითარცა სძალი, სამკაულითა შეგამკო შენ.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თჳსსა…

ოლარი:

კურთხეულ არს ღმერთი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თჳსსა მღვდელთმთავართა თჳსსა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა, გარდამომავალსა წუერთა ზედა, წუერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარეშეგარტყა შენ ძალი…

სარტყელი:

კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარეშეგარტყა შენ ძალი და დასდვა უბიწოდ გზაჲ შენი, განამტკიცნა ფერხნი შენნი, ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დაგადგინა შენ.

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან…

მარჯვენა სამკლავე:

მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა, მარჯვენემან ხელმან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.

ხელთა უფლისათა შეგქმნეს შენ და დაგბადეს შენ…

მარცხენა სამკლავე:

ხელთა უფლისათა შეგქმნეს შენ და დაგბადეს შენ, გულის-ჴმა გიყუეს შენ და გასწავეს მცნებანი მისნი.

შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა…

ენქერი:

შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა, და გარდააცუ და წარემართე, და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს, და სიმშჳდისა და სიმართლისა, და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღვდელთ-მთავართა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი…

ბისონი:

მღვდელთ-მთავართა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხართა ზედა, ქრისტე, შეცთომილი კაცობრივი ბუნებაჲ აღიხვენ…

ამ დროს გამოდის წინამძღვარი მიტრით და ჯვარ-პანაღიით აღსავლის კარით, ხოლო სტიქაროსნები დიკირ-ტრიკირით გვერდითა კარით. ომოფორი:

მხართა ზედა, ქრისტე, შეცთომილი კაცობრივი ბუნებაჲ აღიხვენ, ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უკუეთუ ვისმე უნებს შემოდგომად ჩემდა, უარ-ჰყოს თავი…

ჯვარი:

უკუეთუ ვისმე უნებს შემოდგომად ჩემდა, უარ-ჰყოს თავი თჳსი, სთქვა უფალმან, და აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გული წმიდაჲ დაჰბადოს შენთანა ღმერთმან და სული…

პანაღია:

გული წმიდაჲ დაჰბადოს შენთანა ღმერთმან და სული წრფელი განგიახლოს გუამსა შენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაგადგა უფალმან თავსა შენსა გვირგვინი ქვისა მისგან…

მიტრა:

დაგადგა უფალმან თავსა შენსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრებაჲ სთხოვე მას, და მოგცეს შენ განგრძობაჲ დღეთა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა…

მღვდელმთავარს დიკირ-ტრიკირს მიაწოდებენ სტიქაროსნები. დიკირ-ტრიკირის მიწოდებისას:

ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა შენსა ზეცათასა, ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტონ დესპოტინ კი ერხი აიმონ კირიე პილატე…

მღვდელმთავარი ოთხივე მხარეს დასახავს ჯვარს. ამ დროს სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მგალობლები:

ტონ დესპოტინ კი ერხი აიმონ კირიე პილატე, ისპოლა ეტი დესპოტა, ისპოლა ეტი დესპოტა, ისპოლა ეტი დესპოტა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…

სტიქაროსნები დიკირ-ტრიკირით წამოვლენ ამბიონისკენ, დიაკვნებთან ერთად თავს დაუხრიან მღვდელმთავარს და შედიან საკურთხეველში, ხოლო დიაკვნები დგებიან სამღვდელოებასთან ერთად შუა ტაძარში. მღვდელმთავარი:

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი…

პირველი დიაკონი:

უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა…

მღვდელმთავარი:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი…

II დიაკონი:

უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა…

მღვდელმთავარი:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ჟამი არს მსახურებად უფლისა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ

III დიაკონი:

ჟამი არს მსახურებად უფლისა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

კურთხეულს არს ღმერთი ჩუენ ყოვლადვე აწ და…

მღვდელმთავარი:

კურთხეულს არს ღმერთი ჩუენ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. ლოცვა ჰყავ ჩუენთვის მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

პირველი დიაკონი:

ამინ. ლოცვა ჰყავ ჩუენთვის მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

წარგიმართოს უფალმან სლვანი შენნი

მღვდელმთავარი:

წარგიმართოს უფალმან სლვანი შენნი.

მოგვიხსენე ჩუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

პირველი დიაკონი:

მოგვიხსენე ჩუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე…

მღვდელმთავარი:

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

პირველი დიაკონი:

ამინ.

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

წინამძღვარი და დიაკვვნები აიღებენ კურთხევას მღვდელმთავარისაგან, წინამძღვარი სამხრეთის კარით შედის საკურთხეველში ხოლო პირველი დიაკონი დგება მაცხოვრის ხატის წინ. წინამძღვარი და დიაკონი ერთად დაუხრიან თავს მღვდელმთავარს. პირველი დიაკონი:

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და…

მხედველი მღვდელმთავრისაკენ. წინამძღვარი:

კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

სახარებით ტრაპეზზე გამოსახავს ჯვარს. გუნდი:

ამინ

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

პირველი დიაკონი:

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა…

დიაკონი:

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა…

დიაკონი:

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათჳს, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგვიწყალენ

გუნდი:

უფალო შეგვიწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და…

დიაკონი:

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოჲსა დასისა და ერისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

დავიბანე უბრალოებით ხელნი ჩემნი, და გარე მოვადეგ…

სტიქაროსნები გამოდიან ხელბანვაზე (წყალის ჭურჭელი გადის სამკვეთლოს მხრიდან). ადგილობრივი მღვდელმთავრის მოხსენიებაზე წინამძღვარი, დიაკვნები, სტიქაროსნები შებრუნდებიან მისკენ და დაუხრიან თავს. სტიქაროსნები ასრულებენ ხელბანვას, II დიაკონი უკითხავს ხელბანვის ლოცვას. ხელბანის ლოცვა:

დავიბანე უბრალოებით ხელნი ჩემნი, და გარე მოვადეგ საკურთხეველსა შენსა უფალო, სმენად ჩემდა ჴმა ქებისა შენისა, და მითხრობად ყოველი საკვირველება შენი, უფალო შევიყვარე შვენიერებაჲ სახლისა შენისა, და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა, ნუ წარწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა, და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხოვრებასა ჩემსა, რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, და მარჯვენე მათი აღივსო ქრთამითა, ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე, მიჴსენ მე უფალო და მიწყალე მე, ფერჴი ჩემი დასდგა სიწრფოებით ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ უფალო.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის…

დიაკონი:

ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

თანამბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა…

დიაკონი:

თანამბრძოლთათჳს და დამორჩილებისა ქვეშე ფერხთა მათთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმინდისა ამის…

დიაკონი:

სამეუფოისა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმინდისა ამის ტაძრისა ( მონასტრისა ) და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილგამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა…

დიაკონი:

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილგამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა მშჳდობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და…

დიაკონი:

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა…

დიაკონი:

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და…

პირველი ანტიფონის საიდუმლო ლოცვა:

უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და დიდება მიუწვთომელ, რომლისა წყალობა აურაცხელ, და კაცმოყვარება მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩუენ ზედა, და წმიდასა ამას სახლსა ზედა, და ჰყვენ ჩუენთანა და თანა მლოცველთა ჩუენთა თანა, მდიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენნი:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

წინამძღვარი:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

პირველი აღსავალი

ასამაღლებელის ბოლოს წინამძღვარი აღსავლის კარიდან, პირველი დიაკონი ადგილიდან და სტიქაროსნები ამბიონიდან ერთად აიღებენ ლოცვა-კურთხევას მღვდელმთავრისაგან. პირველი დიაკონი და სტიქაროსნები შედიიან საკურთხეველში. გუნდი:

პირველი აღსავალი

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

II მღვდელი მივა მეუფესთან და აიღებს კურთხევას (ემთხვეა ხელზე) და წამოვა საკურთხეველში (ჩრდილოეთ და სამხრეთ კარებით) მას უკან გაჰყვებიან II და III დიაკონი (ამ შემთხევაში ხელზე სამთხვევად აღარ მიდიან.) II დიაკონი დადგება მაცხოვრის ხატთან III დიაკონი ღვთისმშობლის ხატთან. II დიაკონი იტყვის კვერექს დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და…

მეორე ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა-ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა შვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ ღუთაებრივითა ძალითა შენითა და ნუ დამიტევებ ჩუენ მოსავთა შენდამი:

რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს…

მღვდელი:

რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ

მეორე აღსავალი

გუნდი:

მეორე აღსავალი

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

III დიაკონი იტყვის კვერექს დიაკონი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

ზიართა ამათ, ერთ ჴმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო…

III ანტიფონის საიდუმლო ლოცვა

ზიართა ამათ, ერთ ჴმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ-ჰყვენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩუენსა მომნიჭებელმან ჩუენდა:

რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და…

მღვდელი:

რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ

მესამე აღსავალი

ასამაღლებელზე II და III დიაკონი თავს დაუხრის ეპისკოპოსს და შედიან საკურთხეველში. სტიქაროსანები კვერთხს და წიგნს შეიტანენ საკურთხეველში. გუნდი:

მესამე აღსავალი.

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ. (ჩუმად)

მესამე აღსავლის დიდების მუხლზე წინამძღვარი და პირველი დიაკონი ემთხვევიან ტრაპეზს და აღსავლის კარიდან თავს დაუკრავენ მეუფეს, წინამძღვარი პირველ დიაკონს მიაწვდის სახარებას. გამოსვლა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: კვერთხი, რიპიდი, ტრიკირი, II დიაკონი სასაკმევლით, უკან მიყვება პირველი დიაკონი სახარებით, დიკირი, რიპიდი და მხოლოდ შემდეგ წინამძღვარი და სამღვდელოება. მაღალდასაჯდომელის გავლით ჩრდილოეთ კარიდან ხდება გამოსვლა, ამბიონიდან მეუფეს შემოუვლიან და დადგებიან. კვერთხი მიდის ამბიონზე, ტრიკირი და პირველი რიპიდი მეუფისაგან მარჯვნივ დგება, II რიპიდი და დიკირი მარცხნივ. პირველი დიაკონი მეუფის მარჯვნივ რომ მოექცევა, სახარებას გადაიტანს მარცხენა ხელზე მარჯვენაში დაიჭერს გინგილას და მიმართავს მეუფეს (გინგილას გაიშვერს აღსავლის კარისკენ). დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ, უფალო შეგჳწყალენ. (ჩუმად)

მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა…

ლოცვა გამოსვლისა

მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მჴედრობანი ანგელოსთანი და მთავარ-ანგელოსთანი, მსახურებად დიდებისა შენისა, ჰყავ შესლვასა ჩუენსა თანა წმიდათაცა ანგელოსთა შესლვა, თანა მწირველად ჩუენდა, და თანა დიდებისმეტყველებად შენისა სახიერებისა:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შესავალი

პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა შესავალი.

კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ…

მღვდელმთავარი:

კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სიბრძნით აღემართენით

აკურთხებს შესავალს და ემთხვევა სახარებას. პირველი დიაკონი წამოვა და დადგება აღსავლის კარის წინ. II დიაკონი საცეცხლურით მიუძღვის კმევით სახარებას (აღსავლის კარში არც აამაღლებთ და არც ჯვარს გამოვსახავთ მხოლოდ კმევით შევა) პირდაპირ უკმევს ტრაპეზს გ-გზის წინა მხრიდან, მაღალდასაჯდომელს გ-გზის და შემდეგ სახარებას გ-გზის, რომელიც უპყრია პირველ დიაკონს. აწდას მუხლის დასრულების შემდეგ პირველი დიაკონი აამაღლებს სახარებას გამოსახავს ჯვარს.

სიბრძნით აღემართენით.

მოვედით თაყვანისვცეთ

დიაკონი შევა საკურთხეველში, ტრაპეზზე დაასვენებს სახარებას შემდეგ ემთხვევა სახარებას და ტრაპეზს და თავს დაუკრავს მღვდემთავარს. სტიქაროსნები მიაწოდებენ ეპისკოპოსს დიკირ ტრიკირს. გუნდი:

მოვედით თაყვანისვცეთ...

შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა…

ეპისკოპოსი მიბრძანდება ამბიონზე გამოსახავს მრევლს სამივე მხარეს დიკირ-ტრიკირით ჯვარს, შევა აღსავლით კარით საკურთხეველში. მღვდელმთავარი ემთხვევა ხატებს მარჯვნივ და მარცხნივ და იტყვის საიდუმლოდ:

შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

ისპოლა ეტი დესპოტა(გრძელი); ტროპარ-კონდაკს წმინდის

(პირველი დიაკონი მიაწოდებეს მღვდელმთავარს საცეცხლურს), ეპისკოპოსი დიკირით და საცეცხლურით დიაკონი ტრიკირით შეასრულებენ საკურთხევლის, კანკელის და ხალხის კმევას. შემოვა ეპისკოპოსი საკურთხეველში ემთხევა სახარებასა და წმიდა ტრაპეზს. გუნდი:

ისპოლა ეტი დესპოტა(გრძელი); ტროპარ-კონდაკს წმინდის.

ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი…

ლოცვა საწმიდაოს ქებისა

ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი სამწმიდითა ჴმითა სერაფიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყვანის-იცემები, რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ, და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულის ხმის ყოფასა, და არა შეურაცხ-ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მდაბალნი, და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანამდებისა თაყვანის-ცემისა, და დიდების-მეტყველებისა შეწირვად შენდა, შენ მეუფეო შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთასა სამ წმიდაჲ გალობაჲ, და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მოგვიტევენ ჩუენ ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა ჰყვნენ ჩუენნი სულნი და ჴორცნი, და მომეც ჩუენ ღირსებით მსახურებაჲ შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა: რამეთუ წმიდა ხარ, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, დაწმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო ჟამი სამწმიდაოსი

პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო ჟამი სამწმიდაოსი.

უფალო აცხოვნე კეთილმსახური და ისმინე ჩუენი

ეპისკოპოსი დასახავს ჯვარს, დიაკონი ემთხვევა მის მარჯვენას. გავა აღსავლის კარით და დადგება მაცხოვრის ხატთან. ტროპარების დასრულების შემდეგ. პირველი დიაკონი:

უფალო აცხოვნე კეთილმსახური და ისმინე ჩუენი.

უფალო აცხოვნე კეთილმსახური და ისმინე ჩუენი

გუნდი:

უფალო აცხოვნე კეთილმსახური და ისმინე ჩუენი.

ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მრავალჟამიერ

დიაკონი:

ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მრავალჟამიერ.

ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მრავალჟამიერ

გუნდი:

ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, მრავალჟამიერ.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი…

დიაკონი:

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი შიო, მრავალჟამიერ.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი…

გუნდი:

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი შიო, მრავალჟამიერ.

ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი…

დიაკონი:

ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), მრავალჟამიერ.

ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი…

გუნდი:

ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), მრავალჟამიერ.

კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა და…

დიაკონი:

კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელნი, მგალობელნი, აქა მდგომარენი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მრავალჟამიერ.

კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა და…

გუნდი:

კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელნი, მგალობელნი, აქა მდგომარენი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მრავალჟამიერ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

ბოლო მუხლზე II დიაკონი გადააფარებს სახარებას გადასაფარაბელს. პირველი დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო და…

დიაკონი აღსავლის კართან პირით აღმოსავლეთით. მღვდელმთავარი:

რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის.

და უკუნითი უკუნისამდე

სტიქაროსანი აწვდის ეპისკოპოსს დიკირს. პირველი დიაკონი:

და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. წმიდაო ღმერთო. გ-გზის

გაწვდილი გინგილით შემობრუნდება საათის ისრის მიმართულებით და შედის საკურთხეველში, ემთხვევა ტრაპეზს და მეუფის მარჯვნივ დგება. გუნდი:

ამინ. წმიდაო ღმერთო. გ-გზის.

უფალო, უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და…

ეპისკოპოსი ყოველ მუხლზე სახარებაზე სახავს ჯვარს დიკირით, ბოლო წმიდაო ღმერთოზე წინამძღვარი მიაწოდებს მარცხნიდან ჯვარს ეპისკოპოსს. მეუფე დიდების მუხლზე გადის აღსავლით ამბიონზე მარჯვენა ხელში დიკირი უჭირავს მარცხენაში ჯვარი. დიაკონი აიღებს გადასაფარებელს სახარებიდან. მღვდელმთავარი:

უფალო, უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან.

წმიდაო ღმერთო. გ-გზის

სამივე მხარეს სახავს ჯვარს. გუნდი:

წმიდაო ღმერთო. გ-გზის

ბრძანე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

ეპისკოპოსი შედის საკურთხეველში დიკირით გამოსახავს ჯვარს აღსავლის კარში. პირველი დიაკონი:

ბრძანე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

მღვდელმთავარი:

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მაღალდასაჯდომელი

პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მაღალდასაჯდომელი.

კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა მეუფებისა შენისათა…

მღვდელმთავარი:

კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა მეუფებისა შენისათა, მჯდომარე ქერუბიმთა ზედა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

პირველი დიაკონი:

ამინ

სამებისა გამოცხადებაი იორდანესა იქმნა თჳთ უკუე ყოვლად-საღმრთომან ბუნებამან, მამამან, ხმა-ჰყო: ესე ნათელღებული ძე ჩემი არს საყვარელი, ხოლო სული მოვიდა მსგავსისა მიმართ. რომელსა აკურთხევენ ერნი და აღამაღლებენ უკუნისამდე. ამინ

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სასაკმევლე ესე

ეპისკოპოსი განიმოსავს დიდ ომოფორს. სტიქაროსანი მაღალდასაჯდომელზე მიაწოდებს ტრიკირს, მეუფე გამოსახავს ჯვარს, ეპისკოპოსი სამოციქულოს და სახარებას ისმენს მაღალდასაჯდომელზე. პირველი დიაკონი აკურთხებინებს მეუფეს სასაკმევლეს (საკმეველს დაასხამს მეუფე):

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სასაკმევლე ესე.

მოხედენ

II დიაკონი აკურთხებინებს სამოციქულოს. მეუფე მაკურთხეველ ხელს სამოციქულოზე დადებს და II დიაკონი ემთხვევა ხელზე და გამოდის აღსავლის კარით და დგება ანალოღიის ხატის წინ. პირველი დიაკონი დგება აღსავლის კართან ტრაპეზის წინ. პირველი დიაკონი:

მოხედენ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმთავარი:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისათანა

II დიაკონი:

და სულისაცა შენისათანა.

სიბრძნით

პირველი დიაკონი:

სიბრძნით.

წარდგომა, ფსალმუნი დავითისი... (კითხულობს წარდგომას)

იკმევა საკურთხეველი, კანკელი, მღვდელმთავარი და სამღვდელოება და შემდეგ მრევლი. II დიაკონი:

წარდგომა, ფსალმუნი დავითისი... (კითხულობს წარდგომას)

იმეორებს წესისაებრ

გუნდი:

იმეორებს წესისაებრ

სიბრძნით

პირველი დიაკონი:

სიბრძნით

ასახელებს სამოციქულოს

II დიაკონი:

ასახელებს სამოციქულოს

მოხედენ

პირველი დიაკონი:

მოხედენ

მშვიდობა შენდა

II დიაკონი კითხულობს სამოციქულოს მღვდელმთავარი:

მშვიდობა შენდა.

და სულისაცა შენისა თანა

II დიაკონი:

და სულისაცა შენისა თანა

ალილუია ხმა (რომელ ხმაზეც არის)

II დიაკონი:

ალილუია ხმა (რომელ ხმაზეც არის)

ალილუია, ალილუია, ალილუია

გუნდი:

ალილუია, ალილუია, ალილუია.

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთის-მეცნიერებისა…

ლოცვა სახარების კითხვის წინ:

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო, ღვთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩუენისა თვალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ჴორციელი გულისთქმაჲ დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ.

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენით, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა…

სამოციქულოს რომ დაასრულებს II დიაკონი, სტიქაროსნები აანთებენ დიკირ-ტრიკირს, გაამზადებენ რიპიდებს და სახარებას დაელოდებიან ამბიონზე. წინამძღვარი და პირველი დიაკონი ემთხვევიან ტრაპეზს (წინამძღვარი სახარებას და ტრაპეზს) წინამძღვარი მიაწვდის პირველ დიაკონს სახარებას. პირველი დიაკონი მიაბრძანებს სახარებას მეუფესთან, მეუფე ემთხვევა სახარებას, დიაკონი გამოაბრძანებს სახარებას აღსავლის კარით (ტრაპეზის მარცხენა მხრიდან სამკვეთლოს მხრიდან) დადგება ანალოღიის ხატების წინ. მისგან მარჯვნივ დადგება ტრიკირი, მარცხნივ დიკირი და რიპიდები დადგებიან დიკირ-ტრიკირის წინ. სახარების წინ მიდის III დიაკონი სინზე დადებული ომოფორით, აღსავლის კარით გარს შემოუვლის II დიაკონს, რომელიც ალილუიას მუხლებს კითხულობს, დაელოდება დასრულებას და წავლენ წინ III დიაკონი უკან II დიაკონი, ისევ აღსავლის კარით დაბრუნდებიან საკურთხეველში, სამოციქულო მარცხნივ (სამკვეთლოს მხარეს), ომოფორი მარჯვნივ (სადიაკვნეს მხარეს) შედიან და დადგებიან მეუფესთან რომელიც მაღალდასაჯდომელთან დგას. II დიაკონი ელოდება პირველი დიაკონისა და მეუფეს დიალოგის დასრულებას. პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო სიტყვანი კეთილმაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი).

ღმერთმან, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა…

მღვდელმთავარი:

ღმერთმან, ვედრებითა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა (სახელი), გცეს შენ სიტყვაჲ, კეთილმითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებლად სახარებისა, საყვარელისა ძისა თვისისა, უფლისა ჩუენსა იესო ქრისტესა.

ამინ. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონი:

ამინ. სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმთავარი:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისათანა

გუნდი:

და სულისაცა შენისათანა.

(იოანესგან...) წმიდისა სახარებისა საკითხავი

დიაკონი:

(იოანესგან...) წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა უფალო დიდება შენდა

გუნდი:

დიდება შენდა უფალო დიდება შენდა.

მოხედენ

II დიაკონი:

მოხედენ.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

ამ დროს მეუფე დასახავს ჯვარს დიაკვნებს, ხელს დადებს სამოციქულოზე და ომოფორზე, ემთხვევიან მას დიაკვნები. გუნდი:

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

მშვიდობა შენდა კეთილის მთხრობელო

დიაკონი კითხულობს სახარებას, დასრულების შემდეგ მღვდელმთავარი:

მშვიდობა შენდა კეთილის მთხრობელო.

ისპოლა ეტი დესპოტა

პირველი დიაკონი სახარებას წააბრძანებს საკურთხევლისაკენ, აღსავლის კართან მეუფე შეეგებება ემთხვევა სახარებას და დიაკონი დაასვენებს მას წმიდა ტრაპეზზე მისთვის განკუთვნილ ადგილზე და ტრაპეზის მარჯვენა მხარეს დადგება. მეუფე დასახავს დიკირ-ტრიკირით ჯვარს. III დიაკონი გამოდის ჩრდილოეთ კარიდან აცდის ეპისკოპოსს დიკირ-ტრიკირით ჯვარის გადასახვას და შემდეგ გადადის მაცხოვრის ხატთან კვერექსისათვის. გუნდი:

ისპოლა ეტი დესპოტა.

ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა…

რიპიდები და დიკირ-ტრიკირები შემოვლიან საკურთხეველში. ეპისკოპოსი წაიკითხავს ლოცვას, გაშლის ოდიკს გარდა ზედა ნაწილისა, მოიხნის მიტრას, რომელსაც გამოართმევს პირველი დიაკონი და დადებს წმიდა ტრაპეზზე. მეორე დიაკონი:

ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩუენთა ვსთქვათ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე…

დიაკონი:

უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

უფალო ღმერთო ჩუენო, აპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე…

ლოცვა შევრდომით სავედრებელი

უფალო ღმერთო ჩუენო, აპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე მონათა შენთაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩუენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერისა წყალობისასა:

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენსა, მთავრობისა და…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენსა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენსა შიოსათვის, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ძმათა ჩუენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ძმათა ჩუენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთაგან მართლმადიდებლობით აღსრულებულთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ნაყოფისშემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

მიცვალებულთა კვერექსი არ ვამბობთ კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე დიაკონი:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი…

დიაკონი:

რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…

დიაკონი:

წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ

მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.

ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…

მღვდელი:

ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულთა მონათა შენთასა, (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდსვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ:

რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ

ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ

დიაკონი:

ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს

დიაკონი:

მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

და ასწავლოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა

დიაკონი:

და ასწავლოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა

დიაკონი:

და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.

უფალო შეგჳწყალენ

გაიშლება ოდიკი სრულად. გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

შეაერთნეს იგინი წმიდასა თჳსსა, კათოლიკე და სამოციქულოსა…

დიაკონი:

შეაერთნეს იგინი წმიდასა თჳსსა, კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცუენ იგინი, ღმერთო…

დიაკონი:

აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცუენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

კათაკმეველნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით

დიაკონი:

კათაკმეველნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ…

ლოცვა კათაკმეველთათვის

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ, და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათჳს კაცთასა მოავლინე, მხოლოდშობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩუენ იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს-ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა, და თანა-აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა:

რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ ყოვლად-პატიოსანსა…

მღვდელმთავარი

რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ ყოვლად-პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

ეპისკოპოსი ღრუბლით გამოსახავს ჯვარს ოდიკზე. გუნდი:

ამინ.

რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით, რაოდენნი…

დიაკონი:

რაოდენნი კათაკმეველნი ხართ, განვედით, კათაკმეველნო, განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით. ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

გმადლობთ შენ უფალო ღმერთო ძალთაო, ღირს მყოფელსა…

ლოცვა მორწმუნეთათვის პირველი

გმადლობთ შენ უფალო ღმერთო ძალთაო, ღირს მყოფელსა ჩუენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩუენთა ცოდვათა-თჳს და ერისა უმეცრებისა-თჳს, მიითვალე ღმერთო ვედრებაჲ ჩუენ, მყუენ ჩუენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხვერპლთა უსისხლოთა ყოვლისა-თჳს ერისა შენისა, და კმა მყუენ, ჩუენ რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩუენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რათა მსმენელი ჩუენი, მწყალობელ ჩუენდა იყო, სიმართლითა შენისა სახიერებისათა:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

სიბრძნით

დიაკონი:

სიბრძნით.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

მღვდელი:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა…

დიაკონი:

ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისათა…

დიაკონი:

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისათა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…

დიაკონი:

ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

კვალადცა, და მრავლ-გზის შენ შეგივრდებით, და შენ…

ლოცვა მორწმუნეთათვის მეორე

კვალადცა, და მრავლ-გზის შენ შეგივრდებით, და შენ გევედრებით სახიერო, და კაცთმოყვარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩუენსა, განსწმიდნე სულნი ჩუენ და ჴორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა, და მომეც ჩუენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა. მომმადლენ, ღმერთო, ჩუენ თანა მლოცველთაცა წარმართებაჲ ცხოვრებისა, სარწმუნოებისა, და გულისჴმის-ყოფისა სულიერისა, მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს ყოფად:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

სიბრძნით

დიაკონი:

სიბრძნით.

რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა…

მღვდელი:

რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

არავინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა გულის…

ამ დროს გადიან სტიქაროსნები ხელბანაზე (წყალის ჭურჭელი გადის სადიაკვნის მხრიდან). პირველი დიაკონი აკმევს საკურთხეველს

არავინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა გულის თქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო, რამეთუ მსახურება შენი, დიდ არს და საშინელ თჳთ მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისა-თჳს და აურაცხელისა კაცთ-მოყვარებითა, უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ, და მღვდელ-მთავრად ჩუენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოჲსა მსხვერპლისა მღვდელ-მოქმედებაჲ მოგვანიჭე ჩუენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩუენო, მეუფებ ცათა შინა და ქუეეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაფიმთა უფალი, და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შორის განსვენებულო, შენ უკუე გევედრები, მხოლოსა სახიერსა და კეთილ მსმენელსა, მოიხილე ჩემ ცოდვილსა ზედა და უჴმარსა მონასა შენსა, და განსწმინდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღუდელობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღუდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ჴორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა. რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა, და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდეილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხვერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოს ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა…

მეუფე აღსავლის კარში აღასრულებს ხელბანვას (აქ ლოცვას არ ვუკითხავთ) შეიმოსება მცირე ომოფორით და ითქმება რომელი ქერუბიმთა. მეუფე დგას ტრაპეზის წინ, მისგან მარჯვნივ დგას პირველი დიაკონი, შემდეგ III დიაკონი, მეუფეს მარცხნივ დგას II დიაკონი. მღვდელმთავარი:

რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოს ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა, სამ-წმიდა-არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვაჲ.

და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად…

დიაკონი:

და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

აღიღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

ეპისკოპოსი მოიხსენიებს (დეკანოზობა თქვენი... მღვდელმონაზვნობა თქვენი... სამღვდელო დიაკვნობა თქვენი... მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.) ვპასუხობთ მოხსენებას მღვდელმთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. პირველი დიაკონი მიაწვდის მიტრას, რომელსაც მეუფე დააბრძანებს სინზე, რომელიც უკავია III დიაკონს, II დიაკონი სასაკმევლით ელოდება სამკვეთლოსთან. ეპისკოპოსი აღსავლის კარში თავს მოიდრეკს ერს და გადაბრძანდება სამკვეთლოში. პირველი დიაკონი სამკვეთლოში აიღებს დიდ დაფარნას და გაშლილს დაახვედრებს მეუფეს და მიაწვდის. II დიაკონი:

აღიღე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

აღიღეთ ხელნი თქვენნი წმიდათ მიმართ, და აკურთხევდით…

მღვდელმთავარი:

აღიღეთ ხელნი თქვენნი წმიდათ მიმართ, და აკურთხევდით უფალსა.

დიაკვნობა შენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა…

მეუფე დიდ დაფარნას გაუკეთებს II დიაკონს, რომელიც აკურთხებინებს სასაკმევლეს და აკმევს კანკელს და მრევლს. დიდი შესვლა III დიაკონი სინზე ომოფორით და მიტრით (პირდაპირ შედის აღსავლის კარით და ჩერდება ტრაპეზის მარჯვნივ), II დიაკონი სასაკმევლით, (აკმევს, კმევით შედის აღსავლის კარით, აკმევს ტრაპეზს წინიდან გ-გზის, მაღალდასაჯდომელს გ-გზის, გადმოდის ტრაპეზის მარცხენა მხარეს (ღვთისმშობლის კანკელის ხატის უკან) და დგება აღსავლის კართან და ელოდება ეპისკოპოსს). პირველი დიაკონი ფეშხუმით (აღსავლის კარში ელოდება მეუფეს). წინამძღვარი ბარძიმით (აღსავლის კართან, ღვთისმშობლის ხატთან ელოდება მეუფეს). დიკირ-ტრიკირი და რიპიდი (ჩერდებიან ამბიონზე ბარძიმ-ფეშხუმის მარჯვნივ და მარცხნივ) ეპისკოპოსი სამკვეთლოში განიმოსავს მცირე ომოფორს, გავა საკურთხეველში III დიაკონის სინიდან აიღებს მიტრას და დააბრძანებს ტრაპეზზე. II დიაკონი ხელში მიაწვდის სასაკმევლეს (ემთხვევა ხელზე) ეპისკოპოსი უკმევს ფეშხუმს. მღვდელმთავარი:

დიაკვნობა შენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღვდელთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თვისსა…

პირველი დიაკონი:

მღვდელთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღვთივ დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი…

ეპისკოპოსი დაუბრუნებს II დიაკონს სასაკმევლეს, გამოართმევს პირველ დიაკონს ფეშხუმს და გამოდის ამბიონზე. მღვდელმთავარი:

ღვთივ დაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღვდლობა შენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თჳსსა…

ეპისკოპოსი დააბრძანებს ფეშხუმს ტრაპეზზე. პირველი დიაკონი სამხრეთის კარით შედის საკურთხეველში. ეპისკოპოსი უკმევს ბარძიმს რომელიც უპყრია წინამძღვარს და დგას აღსავლის კართან. მღვდელმთავარი:

მღვდლობა შენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თჳსსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღვდელთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თვისსა…

წინამძღვარი:

მღვდელთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და…

დაუბრუნებს II დიაკონს სასაკმევლეს, გამოართმევს წინამძღვარს ბარძიმს. მღვდელმთავარი:

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი შიო, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), მოიხსენოს უფალმან…

(აქ მოიხსენებს ვინც უნდა) ეპისკოპოსი გადასცემს წინამძღვარს ბარძიმს. წინამძღვარი:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს), მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კეთილ მორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელნი, მგალობელნი, თქუენ აქა მდგომარენი, მვედრებელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა, ანგელოზთაებრ უხილავად…

წინამძღვარი დაასვენებს ბარძიმს წმიდა ტრაპეზზე. სამღვდელოება აღსავლის კარით შედიან საკურთხეველში. რიპიდებიც შედიან საკურთხეველში. II დიაკონი პირველ დიაკონს მისცემს სასაკმევლეს და დიდ დაფარნას, III დიაკონი ტრაპეზიდან აიღებს მიტრას. მგალობლები:

და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი…

პირველი დიაკონი სასაკმევლეს ასუნელებიებს მეუფეს დიდ დაფარნას და მიაწვდის სასაკმევლეს. მღვდელმთავარი:

შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

საფლავსა შინა ჴორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა, ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსებელ გარე შემოუწერელო.

ვითარცა ცხოვრება შემოსილ, ვითარცა ნამდვილ სამოთხისა უშვენიერეს და ყოვლისა სამეფოჲსა სასძლოისა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩუენისა აღდგომისა.

შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი…

კმევისას

შვენიერმან იოსებ, ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი ხორცი შენი, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო

მღვდელმთავარი:

მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.

სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი…

დიაკონი:

სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.

ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩუენ, ყოეელთა დღეთა…

მღვდელმთავარი:

ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩუენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენსათა.

ამინ. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დიაკონი:

ამინ. ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

წარგიმართოს შენ სვლანი შენნი

მღვდელმთავარი:

წარგიმართოს შენ სვლანი შენნი.

მომიხსენე მე, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

დიაკონი:

მომიხსენე მე, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე…

მღვდელმთავარი:

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

დიაკონი:

ამინ.

მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო

მღვდელთან მსახურებისას მღვდელი:

მომიხსენე მე, ძმაო და თანამწირველო.

მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თჳსსა

დიაკონი:

მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან მღვდლობა შენი სასუფეველსა თჳსსა

ლოცვა ჰყავთ ჩემთჳს მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი…

მღვდელი:

სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.

ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩუენ, ყოეელთა დღეთა…

დიაკონი:

ხოლო იგივე სული თანა-მოქმედ-გვექმნას ჩუენ, ყოეელთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენსათა.

მომიხსენე მე, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე…

მღვდელი

მოგიხსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

დიაკონი:

ამინ.

ისპოლა ეტი დესპოტა

პირველი დიაკონი გამოართმევს მეუფეს სასაკმევლეს და შემოუკმევს ტრაპეზს გარშემო და მეუფეს თ-გზის. III დიაკონი მეუფეს მიაწვდის მიტრას. ეპისკოპოსი ამბიონზე სახავს დიკირ-ტრიკირით ჯვარს. გუნდი:

ისპოლა ეტი დესპოტა.

აღუსრულოთ ვედრება ჩუენი უფალსა

(სამღვდელმთავრო მსახურებაზე აღსავლის კარები და კრეტსამბელი არ იკეტება) მეორე დიაკონი:

აღუსრულოთ ვედრება ჩუენი უფალსა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათვის (მონასტრისათჳს), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…

დიაკონი:

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი…

ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღვენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი შეიწირავ მსხვერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითვალე ჩუენცა ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა მყუენ ჩუენ შეწირვად შენდა ძღვენთა და მსხვერპლთა სულიერთა, ჩუენთა ცოდვათათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, და ღირს მყუენ ჩუენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილ მითვალულ ყოფად შენდა მსხვერპლი ჩუენი, და დამკჳდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა:

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად…

დიაკონი:

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და…

დიაკონი:

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა…

დიაკონი:

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობა…

დიაკონი:

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით…

დიაკონი:

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენსანი, უჭირველნი, ურცხვენელნი მშჳდობითნი…

დიაკონი:

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენსანი, უჭირველნი, ურცხვენელნი მშჳდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

მოგვმადლენ, უფალო

გუნდი:

მოგვმადლენ, უფალო.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

დიაკონი:

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესსა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო

მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ…

მღვდელი:

მოწყალებათათვის მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმთავარი:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისათანა

გუნდი:

და სულისაცა შენისათანა.

ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ

პირველი დიაკონი გამოართმევს მიტრას და დადებს ტრაპეზზე. II დიაკონი (მაცხოვრის ხატთან):

ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ.

მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა…

გუნდი:

მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.

შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო…

ეპისკოპოსი ემთხვევა ტრაპეზს მღვდელმთავარი და მღვდლები (ჩუმად):

შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო (გ-გზის).

ქრისტე არს ჩუენ შორის. არს და იყოს

დადგება ტრაპეზისგან მარჯვნივ და მღვდლები მოდიან ტრაპეზის მარცხნიდან ემთხვევიან ფეშხუმს, ბარძიმს ტრაპეზს და შემდეგ მეუფეს. ერთმანეთს ემთხვევიან და იტყვიან:

ქრისტე არს ჩუენ შორის. არს და იყოს.

კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ

II დიაკონი (მაცხოვრის ხატთან):

კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი…

მეუფე დგება ტრაპეზთან თავდახრილი მის გარშემო სამღვდელოება რომელნიც აიღებენ დიდ დაფარნას და ამოძრავებენ ძღვნის ზემოდან. (იერარქიულად უმცირესი მღვდელი ამბობს მრწამსს) გუნდი:

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ვსდგეთ კეთილად ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას…

მეუფე ემთხვევა დიდ დაფარნას. პირველი დიაკონი მრწამსში სულიწმინდის მუხლზე აიღებს მიტრას და მისცემს მეუფეს. სტიქაროსნები აანთებენ დიკირ-ტრიკირს. II დიაკონი (მაცხოვრის ხატთან):

ვსდგეთ კეთილად ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმიდასა ამას შესაწირავსა მშვიდობით შეწირვადსა

წყალობა, მშვიდობა შესაწირავი ქებისა

გუნდი:

წყალობა, მშვიდობა შესაწირავი ქებისა.

მადლი უფლისა ჩუენსა იესო ქრისტესი, და სიყვარული…

და შემოდის სამხრეთ კარით და დგება ტრაპეზის მარცხნიდან. სტიქაროსნები აწვდიან მეუფეს დიკირ-ტრიკირს. მღვდელმთავარი:

მადლი უფლისა ჩუენსა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა.

და სულისაცა შენისა თანა

ეპისკოპოსი გადის ამბიონზე დიკირ-ტრიკირით და გამოსახავს ჯვარს. გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა.

ზე გვაქუნდინ გულნი

მღვდელმთავარი:

ზე გვაქუნდინ გულნი.

გვაქვს უფლისა მიმართ

ჯვარს გამოსახავს მეორეჯერ დიკირ-ტრიკირით. გუნდი:

გვაქვს უფლისა მიმართ.

ვმადლობდეთ უფალსა

მღვდელმთავარი:

ვმადლობდეთ უფალსა.

ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და…

ეპისკოპოსი გამოსახავს ჯვარს მესამეჯერ. სტიქაროსნები გამოართმევენ დიკირ-ტრიკირს საკურთხეველში. გუნდი:

ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.

ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა…

ლოცვა საიდუმლოდ

ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყვანის-ცემად, ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწდომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ შენ, და მხოლოდ შობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა, რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ, და დაცემულნი კვალად აღმადგინენ, და არა განეყენე, ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუენ, და მოგვმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისა: ამათ ყოველთა-თჳს გმადლობთ შენ, და მხოლოდ შობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთა-თჳს, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველის-მოქმედებათა ჩუენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამისთჳს, რომლისა ჴელთაგან ჩუენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს სდგანან, ათასეულნი მთავარ-ანგელოზთანი, და ბევრეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ექუს ფრთენი, მრავალ-თვალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა:

ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი

მღვდელმთავარი:

ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი.

წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ სავსე არიან…

გუნდი:

წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა

შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ-მოყვარეო…

II დიაკონი ვარსკვლავს დაიჭერს გინგილიანი ხელით დასახავს ძღვენს ჯვარს (მცირედ დააკაკუნებს რომ ნაწილი არ წამოყვეს ვარსკვლავს) გაწმინდავს ღრუბლით დაკეცავს და დადებს ტრაპეზზე დიდ დაფარნაზე. ლოცვა საიდუმლოდ

შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ-მოყვარეო, ვჴმობთ, და ვიტყვით, წმიდა ხარ და ყოვლადწმიდა შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა, და დიდად შეუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოერებაჲ საუკუნო, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თჳს განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თჳსსა ცხოვრებისა-თჳს სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ჴელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:

მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი…

ეპისკოპოსს შემოსავენ მცირე ომოფორით. მოიხსნის მიტრას. პირველი დიაკონი დააბრძანებს მას ტრაპეზზე. მღვდელმთავარი:

მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთჳს განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა.

ამინ

სამივე დიაკონი გინგილას გაიშვერენ წმიდა ძღვენისკენ. გუნდი:

ამინ.

ეგრეთვე სასმელისაცა შემდგომად სერობისა, სთქუა

მღვდელმთავარი საიდუმლოდ:

ეგრეთვე სასმელისაცა შემდგომად სერობისა, სთქუა:

სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი…

მღვდელმთავარი:

სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენთჳს და მრავალთათჳს დათხეული, მისატევებელად ცოდვათა.

ამინ

სამივე დიაკონი გინგილას გაიშვერენ წმიდა ძღვენისკენ. გუნდი:

ამინ.

მომჴსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა, და ყოველთა…

ლოცვა საიდუმლოდ

მომჴსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა, და ყოველთა ჩუენთჳს ქმნილთა, ჯვრისა, დაფლვისა სამ დღე, და აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით დაჯდომასა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა:

შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოველის-თჳს

მღვდელმთავარი:

შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოველის-თჳს.

შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო…

პირველი დიაკონი აამაღლებს წმიდა ძღვენს ღვთის წინაშე და გამოსახავს ჯვარს. გუნდი:

შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო.

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას, და უსისხლოსა…

ლოცვა საიდუმლოდ

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას, და უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ძღვენთა ზედა.

უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა…

მღვდელმთავარი:

უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული…

პირველი დიაკონი:

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა…

მღვდელმთავარი:

უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა…

II დიაკონი:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა…

მღვდელმთავარი:

უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა პური ესე

პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა პური ესე.

და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც…

მღვდელმთავარი:

და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.

ამინ. აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ბარძიმი ესე

ჯვარს დასწერს ძღვენს. პირველი დიაკონი:

ამინ. აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ბარძიმი ესე.

ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს…

მღვდელმთავარი:

ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა

ამინ. აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო ორივე

ჯვარს დასწერს ბარძიმს. პირველი დიაკონი:

ამინ. აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო ორივე.

შესცვალე სულითა შენითა წმიდითა

მღვდელმთავარი:

შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.

ამინ, ამინ, ამინ, მოგვიხსენე ჩუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

ჯვარს დასწერს ორივეს. პირველი დიაკონი:

ამინ, ამინ, ამინ, მოგვიხსენე ჩუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

დეკანოზობა თქვენი, მღვდელმონაზვნობა თქვენი, სამღვდელო დიაკვნობა თქვენი…

მღვდელმთავარი:

დეკანოზობა თქვენი, მღვდელმონაზვნობა თქვენი, სამღვდელო დიაკვნობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმა სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

მღვდელმთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმა სასუფეველსა…

პირველი დიაკონი:

მღვდელმთავრობა თქვენი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმა სასუფეველსა თჳსსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

რათა ექმნეს მიმღებეთა, განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა…

ლოცვა საიდუმლოდ

რათა ექმნეს მიმღებეთა, განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად: მერმეცა შევწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა, სარწმუნოებით შესვენებულთა-თჳს პირველთა მამათა, მამათ-მთავართა, წინასწარ-მეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა, და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა:

უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა…

პირველი დიაკონი სასაკმევლეს მიაწვდის მეუფეს. მღვდელმთავარი:

უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი…

გუნდი:

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩუენსა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

წმიდისა წინასწარ-მეტყუელისა იოანე წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმადათა…

პირველი დიაკონი აკმევს საკურთხეველს. ლოცვა საიდუმლოდ

წმიდისა წინასწარ-მეტყუელისა იოანე წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმადათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და წმიდისა (სახელი) რომლისაცა ჴსენებასა აღვასრულებთ, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩუენ, ღმერთო, და მოიჴსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა: და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისასა:

მერმეცა გევედრებით შენ, მოიჴსენე, უფალო, ყოველი ეპისკოპოსობისა მართლმადიდებელთა, და მართლმკვეთელთა სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა, ყოველი მღუდელობისა, და ქრისტეს მიერ დიაკონობისა, და ყოველი სამღუდელოჲსა დასისა.

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა, სოფლისათჳს, და წმიდისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკკლესიათათჳს, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობისა მქონებელთათჳს.

ღვთივ დაცულისა ერისა ჩუენისათჳს და მეუფებისა მისისათჳს, და ყოვლისა მჴედრობათა მათთათჳს. მიეც მათ, უფალო, მშვიდობით მეფობაჲ, რათა ჩუენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული და მყუდრო ცხოვრებაჲ გვაქუნდეს, ყოვლითა კეთილ მსახურებითა და პატიოსნებითა:

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო

პირველი დიაკონი:

გვაკურთხენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო.

ყოველთა და ყოვლისათვის

ეპისკოპოსი დასახავს ჯვარს, ემთხვევა დიაკონი ხელზე და გამოდის აღსავლის კარით მაცხოვრის ხატის წინ. პირველი დიაკონი:

ყოველთა და ყოვლისათვის.

ყოველთა და ყოვლისათვის

გუნდი:

ყოველთა და ყოვლისათვის.

პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად…

მღვდელმთავარი:

პირველად მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენ შიო, რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.

და კუალად მოიხსენე უფალო მაღალყოვლადუსამღვდელოესი(მოიხსენიოს რომლისა სამწყსო…

წინამძღვარი:

და კუალად მოიხსენე უფალო მაღალყოვლადუსამღვდელოესი(მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით, სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) შემწირველი წმიდათა…

პირველი დიაკონი შედის აღსავლის კარით. დიაკონი:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) შემწირველი წმიდათა ამათ ძღვენთა უფლისა და ღმრთისა ჩუენსადმი (გამოდის ამბიონზე) საცხოვნებელად ღვთივდაცულისა ერისა ჩუენსა და მეუფებისა მისისათვის, კეთილმორწმუნეთა, ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა, აქა მდგომარეთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ერთათვის.

ყოველთა და ყოვლისათვის

ბრუნდება საკურთხეველში და მეუფეს ემთხვევა მარჯვენაზე. დგება მისგან მარჯვნივ. გუნდი:

ყოველთა და ყოვლისათვის.

მოიხსენე უფალო, ქალაქი რომელსა შინა ვმსახურობთ, და…

ლოცვა საიდუმლოდ

მოიხსენე უფალო, ქალაქი რომელსა შინა ვმსახურობთ, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, და სარწმუნოებით მკვიდრნი მას შინა, მოიხსენე, უფალო მენავენი, მოგზაურნი, სნეულნი, მშრომელნი, ტყვეთა მხსნელნი, და ცხოვრება მათი. მოიხსენე უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი, და კეთილის მყოფელნი წმიდათა შენთა ეკლესიათანი, და მომხსენებელნი გლახაკთანი, და ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალებანი შენნი გარდამოგვივლინე.

და მომეც ჩუენ, უფალო ერთითა პირითა და…

წინამძღვარი:

და მომეც ჩუენ, უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა…

მღვდელმთავარი:

და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენსა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა.

და სულისაცა შენისა თანა

ეპისკოპოსი გამოსახავს ორივე ხელით ჯვარს აღსავლის კარში. გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა

ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით…

პირველი დიაკონი აიღებს მცირე დაფარნას ფრთებს მოუკეცავს და მარჯვენა ხელით ბარძიმის თავზე სახავს ჯვარს ვიდრე არ დამთავრდება კვერექსი. მესამე დიაკონი:

ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა…

დიაკონი:

შეწირულთა ამათთვის და განმწმედილთა პატიოსანთა ძღვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩუენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა…

დიაკონი:

რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან ჩუენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურად საკურთხეველსა მისსა საყნოსელად სუნად სუნნელად შეიწირნეს და ნაცვლად გარადმოგვივლინოს ჩუენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…

დიაკონი:

ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა და სასოებასა…

ლოცვა საიდუმლოდ

შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა და სასოებასა, მეუფეო კაცთ-მოყვარეო, და გხადით შენ, და გევედრებით, და შეგივრდებით, ღირს მყვენ ჩუენ მოღებად ზეცისა შენთა შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა, ამის სამღუდელოსა და სულიერისა ტრაპეზისათა, წმიდითა სვინდისითა, მოსატევებელად ცოდვათა, შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებად, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად…

დიაკონი:

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმათ ვითხოვოთ

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და…

დიაკონი:

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა…

დიაკონი:

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობა…

დიაკონი:

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

შემდგომნი ჟამნნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით…

დიაკონი:

შემდგომნი ჟამნნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენსანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი…

დიაკონი:

ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენსანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგება, წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ

მოგვამდლენ უფალო

გუნდი:

მოგვამდლენ უფალო

ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა…

დიაკონი:

ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოვნელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენ, ქრისტესა ღმერთასა ჩუენსა შევვედროთ

შენ, უფალო

გუნდი:

შენ, უფალო

და ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად…

მღვდელმთავარი:

და ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

გუნდი:

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენ არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება…

მღვდელი

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმთავარი:

მშვიდობა ყოველთა

და სულისაცა შენისა თანა

და გადასახავს ჯვარს გუნდი:

და სულისაცა შენისა თანა

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონი:

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო

გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოჲთა ძალითა…

ლოცვა საიდუმლოდ

გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოჲთა ძალითა შენითა ყოველნი დაბადენ, და სიმრავლითა წყალობისა შენისათა არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ ყოველნი: შენ მეუფეო, ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან შენდა თავნი მათნი, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ შენ საშინელსა ღმერთსა, შენ უკუე, მეუფეო, ჩუენ ყოველთა წინა მდებარენი კეთილად განაწრფელენ, თვითოეულისა საჴმარისაებრ: მენავეთა თანა მენავობად, მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ხორცთაო:

მადლითა, და წყალობითა, და კაცთმოყვარებითა, მხოლოდ შობილისა…

მღვდელი:

მადლითა, და წყალობითა, და კაცთმოყვარებითა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ

მოიჴილე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო წმიდით…

ლოცვა საიდუმლოდ

მოიჴილე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო წმიდით სამკვიდრებელით შენით, და საყდრით დიდებისა სუფევისა შენისათა, და მოვედ წმიდა ყოფად ჩუენდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ, და აქა ჩუენ თანა უხილავად თანა მყოფობ: და ღირს მყვენ ჩუენ, მტკიცითა ჴელითა შენითა მოცემად ჩუენდა უხრწნელი ჴორცი შენი, და პატიოსანი სისხლი შენი, და ჩუენ მიერ ყოველსა ერსა შენსა.

ღმერთო გამწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე

კვერექსის ბოლოს დიაკვნები გინგილას გადაიჯვარედინებენ. ეპისკოპოსი რომ დაამთავრებს საიდუმლო ლოცვის წაკითხვას II დიაკონი დახურავს აღსავლის კარს და ჩამოაფარებს კრეტსაბმელს. სასულიერონი ჩუმად:

ღმერთო გამწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე

მოხედენ

პირველი დიაკონი:

მოხედენ

წმიდაა წმიდათა

მღვდელმთავარი:

წმიდაა წმიდათა.

ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო…

გუნდი:

ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა, მამისა, ამინ. (დღის და წმიდის განიცადენი)

განსტეხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ტარიგი ესე

პირველი დიაკონი:

განსტეხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ტარიგი ესე.

განიტეხების და განიყოფების ტარიგი ღვთისა, განიტეხების და…

მღვდელმთავარი:

განიტეხების და განიყოფების ტარიგი ღვთისა, განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების და არა დაილევის, არამედ მზიარებელთა განსწმედს.

აღავსენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ბარძიმი

ეპისკოპოსი დაანაწილებს ძღვენს ოთხად პირველი დიაკონი

აღავსენ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო წმიდა ბარძიმი.

აღვსება სულისა წმიდისა

მღვდელმთავარი

აღვსება სულისა წმიდისა

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მდუღარება ესე

ეპისკოპოსი ნაწილს იესო ჩაასვენებს წმიდა ბარძიმში. პირველი დიაკონი:

აკურთხე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მდუღარება ესე.

კურთხეულ არს მდუღარება წმიდათა შენთა ყოვლადვე, აწ…

მღვდელმთავარი:

კურთხეულ არს მდუღარება წმიდათა შენთა ყოვლადვე, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მდუღარება სარწმუნოებისა აღვსება სულისა წმიდისა. ამინ

ეპისკოპოსი მდუღარებას გადასახავს ჯვარს პირველი დიაკონი:

მდუღარება სარწმუნოებისა აღვსება სულისა წმიდისა. ამინ.

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ…

დიაკონი ფრთხილად ჩაასხამს წმიდა ბარძიმში მდუღარებას. ეპისკოპოსი დაანაწილებს ძღვენს მზიარებელი სასულიერო პირებისათვის. სამღვდელოება ერთმანეთს სთხოვს შენდობას.

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კუალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ჴორცი შენი, და ესე არს თჳთ პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკუე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიჴსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა.

რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო არამედ საკურნებელად სულისა და ჴორცისა. ამინ.

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და…

მღვდელმთავარი:

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მომეცემის მე მღვდელმთავარსა (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა…

ეპისკოპოსი ეზიარება წმინდა ნაწილით. მღვდელმთავარი:

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, ვეზიარები მე მღვდელმთავარი (სახელი) მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ…

ეპისკოპოსი გ-გზის მოსვამს ბარძიმს. მღვდელმთავარი ჩუმად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ ჩუენ.

ამინ. ამინ. ამინ. ისპოლა ეტი დესპოტა

დიაკვნები:

ამინ. ამინ. ამინ. ისპოლა ეტი დესპოტა.

ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა და მომიტევებს უსჯულოებასა…

მღვდელმთავარი:

ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა და მომიტევებს უსჯულოებასა ჩემსა, და ცოდვასა ჩემსა განწმენდს.

მღუდელნო მოვედით

მღვდელმთავარი:

მღუდელნო მოვედით.

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა…

მღვდელი:

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა ჴორცი უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და…

მღვდელმთავარი:

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მოგეცემის შენ მღუდელსა (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

აჰა ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა

მღუდელი ემთხვევა ტრაპეზს, ეპისკოპოსი ჩაუდებს ხელში ძვენს, ემთხვევა ეპისსკოპოს ხელზე და ბეჭზე, გავა ტრაპეზის ბოლო კუთხესთან და მიიღებს ნაწილს. მღვდელი:

აჰა ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა.

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა სისხლი უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა…

მღვდელმთავარი:

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსი მოგეცემის შენ მღვდელსა (სახელი) მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ…

ეპისკოპოსი მოასმევინებს მღვდელს ბარძიმიდან გ-გზის მღვდელმთავარი ჩუმად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ ჩუენ.

ესერა შეეხო ბაგეთა შენთა და მოგიტევებს უსჯულოებათა…

მღვდელმთავარი:

ესერა შეეხო ბაგეთა შენთა და მოგიტევებს უსჯულოებათა შენთა, და ცოდვათა შენთა განწმენდს.

დიაკონნო მოვედით

მღვდელმთავარი:

დიაკონნო მოვედით.

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა…

დიაკონი:

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა ჴორცი უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და…

მღვდელმთავარი:

პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და ღუთისა, და მაცხოვრისა ჩუენსა იესუ ქრისტესი, მოგეცემის შენ სამღუდელო დიაკონსა (სახელი), მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

აჰა ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა

დიაკონი ემთხვევა ტრაპეზს, ეპისკოპოსი ჩაუდებს ხელში ძვენს, ემთხვევა ეპისსკოპოს ხელზე და ბეჭზე, გავა ტრაპეზის ბოლო კუთხესთან და მიიღებს ნაწილს. დიაკონი:

აჰა ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა.

მომეც მე მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო პატიოსანი და წმიდა სისხლი უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა…

მღვდელმთავარი:

პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა და ღუთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსი მოგეცემის შენ სამღვდელო დიაკონსა (სახელი)მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ…

ეპისკოპოსი მოასმევინებს დიაკონს ბარძიმიდან 3-გზის. მღვდელმთავარი ჩუმად:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო შეგვიწყალენ ჩუენ.

ესერა შეეხო ბაგეთა შენთა და მოგიტევებს უსჯულოებათა…

მღვდელმთავარი:

ესერა შეეხო ბაგეთა შენთა და მოგიტევებს უსჯულოებათა შენთა, და ცოდვათა შენთა განწმენდს.

გმადლობ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ქუელის-მოქმედო სულთა ჩუენთაო…

სასულიერო პირების ზიარების შემდეგ ეპისკოპოსი გაამზადებს ძღვენს მრევლისთვის (პირველი დიაკონი დაეხმარება რომ პატარა დაფარნები დააფაროს ბარძიმს და ფეშხუმს, დაფას გაწმენდს ღრუბლით ფეშხუმზე, რომელზედაც ეპისკოპოსმა ძღვენი დაანაწილა). აღესრულება ხელბანა საკურთხეველში. ლოცვა სამადლობელი.

გმადლობ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ქუელის-მოქმედო სულთა ჩუენთაო, რამეთუ მოწევნულსაცა ამას დღესა ღირს მყვენ ჩუენ, ზეცისათა შენთა უკვდავთა საიდუმლოთა, მართლ-მკუეთელ-ჰყუენ გზანი ჩუენნი, დამამტკიცენ ჩუენ შიშსა შინა შენსა ყოველნივე, შეიცევ ცხოვრებაჲ ჩუენნი, უცთომელ ჰყუენ სულნი ჩუენნი ლოცვითა და ვედრებითა წმიდისა და დიდებულისა ღვთის-მშობელისათა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.

შიშითა ღვთისა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით

გასვლისას გაიხსნება კრეტსამბელი და აღსავლის კარი. გადის დიაკონი ბარძიმით. II დიაკონი:

შიშითა ღვთისა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით.

კურთხეულ არს მომავალი უფლისათა, ღმერთი უფალი და…

გუნდი:

კურთხეულ არს მომავალი უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ.

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ…

დიაკონი ან მღვდელი:

მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კუალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ჴორცი შენი, და ესე არს თჳთ პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკუე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიჴსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა.

რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო არამედ საკურნებელად სულისა და ჴორცისა. ამინ.

ჴორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკუდავებისა წყაროსა გემო…

იწყება მრევლის ზიარება. გუნდი:

ჴორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკუდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ.

ალილუია, ალილუია, ალილუია

ზიარების დასრულების შემდეგ დიაკონი მღვდელს გადასცემს ბარძიმს, მღვდელი შეაბრძანებს ბარძიმს საკურთხეველში. გუნდი:

ალილუია, ალილუია, ალილუია.

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა…

თუ რამოდენიმე ბარძიმებით არის ზიარება, რომ დასრულდება აღსავლის კარით შევლენ მამები და პირდაპირ სამკვეთლოზე დაასვენებენ წმიდა ბარძიმს, ხოლო მთავარი ბარძიმი აღსავლის კარით შემოსვლის შემდეგ დაასვენებს წინამძღვარი ტრაპეზზე. მხოლოდ მთავარ ბარძიმში წინამძღვარი ფეშხუმზე არსებულ ნაწილებს ჩააბრძანებს. პირველი დიაკონი:

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთჳს და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა

ჵ პასექო, დიდო და სამღუდელოო, ქრისტე: ჵ სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა

მიუტევენ უფალო ცოდვანი, აქა მოჴსენიებულთანი პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა.

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…

სტიქაროსნები აანთებენ დიკირ-ტრიკირს და გავლიან ამბიონზე. როდესაც ბარძიმშია უკვე ნაწილები და ფეშხუმზე დევს დაფარნა კოვზი ლახვარი ვარსკვლავი, ეპისკოპოსს პირველი დიაკონი მიაწვდის მიტრას. მღვდელმთავარი:

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.

ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა…

ეპისკოპოსი გადის ამბიონზე და გადასახავს დიკირ-ტრიკირით ჯვარს. III დიაკონი აიღებს კურთხევას კვერექსისათვის, ხოლო პირველი დიაკონი მეუფეს მიაწვდის სასაკმევლეს, უკმევს ბარძიმ-ფეშხუმს, სასაკმევლესა და ფეშხუმს ორივეს მიაწვდის პირველ დიაკონს, რომელიც აღსავლის კარისა და ტრაპეზს შუა გაივლის, დაასვენებს ფეშხუმს სამკვეთლოზე და უკმევს მისკენ მომავალ ბარძიმს. მღვდელმთავარი (ჩუმად):

ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდება შენი.

ნათელი ჭეშამარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ…

გუნდი:

ნათელი ჭეშამარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანისვცემთ, რათა გვაცხოვნეს ჩუენ.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი

მღვდელმთავარი (ჩუმად):

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.

ყოვლადვე აწ და და მარადის და უკუნითი…

მღვდელი:

ყოვლადვე აწ და და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა…

ბარძიმს მიაწვდის წინამძღვარს რომელიც გადააბრძანებს მას სამკვეთლოზე. პირველი დიაკონი მიაწოდებს საცეცხლურს წინამძღვარს, რომელიც 3-გზის უკმევს ძღვენს. გუნდი:

აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა უფალო, რათა ვუგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუ ღირს მყვენ ჩუენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, დაგვმარხენ ჩუენ სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გვასწავენ სიმართლენი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია.

აღემართენით, მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკვდავთა ზეცისა…

III დიაკონი გადის კვერქსზე. დიაკონი:

აღემართენით, მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკვდავთა ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გავცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გავცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგვიცუენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად…

დიაკონი:

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად მთხოვნელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი:

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩუენ და შენდა…

ოდიკის დაკეცვის შემდეგ II დიაკონი სახარებას მიაწოდებს ეპისკოპოსს, რომელიც ჯვარს გამოსახავს სახარებით ოდიკზე. მღვდელმთავარი:

რამეთუ შენ ხარ განმწმენდელი ჩუენ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ

მშვიდობით წარვიდეთ

მღვდელმთავარი:

მშვიდობით წარვიდეთ.

სახელითა უფლისათა

გუნდი:

სახელითა უფლისათა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი:

უფალო შეგჳწყალენ.

რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა…

მღვდელი გამოდის აღსავლის კარიდან და დგება ამბიონის წინ. ლოცვა ამბიონისა

რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყვენ მოყვარენი სახლისა შენისა მშვენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ საღმრთოჲთა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩუენ მოსავთა შენთა, მშვიდობა სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღუდელთა, ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და მეუფებასა მისსა, მხედართა და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ, მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა და მადლობასა და თაყვანისცემასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და…

გუნდი:

ამინ. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე გ-გზის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

მედავითნე:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა...(ბოლომდე)

(ფსალმუნი ლგ)

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა...(ბოლომდე)

აღვსება შჯულისა და წინასწარ-მეტყველთა შენ ხარ ქრისტე…

დიაკვნები ტრაპეზისგან მარჯვნივ იმუხლებიან მარჯვენა მუხლზე, ეპისკოპოსი უკითხავს ლოცვას. ლოცვა მარადის სიწმინდეთა მოკაზმისა.

აღვსება შჯულისა და წინასწარ-მეტყველთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აღავსენ ყოველნი მამობრივი განგებულება, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა…

მღვდელმთავარი:

კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი:

ამინ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო…

მღვდელმთავარი:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

გუნდი:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის). სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან,] ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

მღვდელმთავარი:

მრთიმკვდრეთით აღდგომილმან,] ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესითა, და ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისა, წმიდათა შორის მამისა ჩუენსა იოანე ოქროპირისა, კონსტანინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღუთისათა იოაკიმ და ანასითა და წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი) და (სახელი ვისი ხსენებაც არის), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ ჩუენ დღეს და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი:

ამინ. უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

ისპოლა ეტი დესპოტა. მრავალჟამიერ

ეპისკოპოსი მრავალჟამიერის, ქადაგებისა და ჯვარზე მთხვევის შემდეგ შევა საკურთხეველში, განიმოსება. მღვდელმთავარი გამოდის ამბიონზე გამოსახავს სამივე მხარეს ჯვარს. გუნდი:

ისპოლა ეტი დესპოტა. მრავალჟამიერ.

ისპოლა ეტი დესპოტა

აკურთხებს ხალხს, ემთხვევა შუა ხატს, მივა სტოაში წინასწარ გამზადებულ არწივზე, გამოსახავს ჯვარს პირით აღმოსავლეთით (საკურთხევლისაკენ) მგალობლები:

ისპოლა ეტი დესპოტა.

დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი

დაიხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი.