კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და…
დიაკონი:
კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილი წარმატება და მტერთა ზედა ძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა და მეუფებასა მისსა და დაიცევ იგი უფალო მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
მრავალჟამიერ
გუნდი:
მრავალჟამიერ.
კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და…
დიაკონი:
კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილი წარმატება და მტერთა ზედა ძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო უწმიდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ( სახელი ) და დაიცევ იგი უფალო მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
მრავალჟამიერ
გუნდი:
მრავალჟამიერ.
კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და…
დიაკონი:
კეთილ დღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილი წარმატება და მტერთა ზედა ძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო მაღალყოვლადუსამღვდელოესსა (მოიხსენიოს რომლისა სამწყსო იყოს) და დაიცევ იგი უფალო მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
მრავალჟამიერ
გუნდი:
მრავალჟამიერ.
კეთილ მსახურნი და კეთილ მორწმუნენი და ნაყოფის…
დიაკონი:
კეთილ მსახურნი და კეთილ მორწმუნენი და ნაყოფის შემომწირველნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელნი, მგალობელნი და ყოველნი აქა მდგომარენი მვედრებელნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიცევ უფალო მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.
მრავალჟამიერ
გუნდი:
მრავალჟამიერ.