გულანი
საცდელი · 1.37.0
დანართი 1 / 69დიაკონი გამოდის აღსავლის კარით, მღვდელი მოაბრძანებს სახარებას…

დანართი

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 8 წთ

დიაკონი გამოდის აღსავლის კარით, მღვდელი მოაბრძანებს სახარებას…

დიაკონი გამოდის აღსავლის კარით, მღვდელი მოაბრძანებს სახარებას, მღვდელი ხელის ჯვარს. სტიქაროსნები მოაბრძანებენ წმიდის ხატს.

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…

დიაკონი

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

მუხლი. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

მუხლი. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

მუხლი. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუხლი. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი წმინდის

გუნდი

ტროპარი წმინდის.

ტაძარს ვუვლით საათის ისრის საპირისპიროდ, შევჩერდებით სამხრეთ კარებთან.

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

მღვდელი სახავს ჯვარს და ასხურებს წყალს. ასე სრულდება ოთხივე მხარეს.

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება…

გუნდი

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება ბ გზის).

შევჩერდებით საკურთხევლის მხარეს.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დარჳცუჱნ ჩუენ, ღმერთო…

დიაკონი

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დარჳცუჱნ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

: უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

: უფალო შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა…

დიაკონი

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ უფალო

გუნდი

შენ უფალო

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი…

მღვდელი

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

სიბრძნით. წარდგომა (თავისი მუხლებით)

დიაკონი

სიბრძნით. წარდგომა (თავისი მუხლებით)

გაიმეორებს წესისაებრ

გუნდი

გაიმეორებს წესისაებრ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და…

მღდელმან

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

გუნდი

ამინ.

ყოველი სული აქებდით უფალსა

დიაკონი

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

მუხლი

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა…

დიაკონი

ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონი

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა

მღდელმთავარი

მშვიდობა ყოველთა.

ოთხივე მხარეს სახავს ხელით ჯვარს.

და სულიცა შენი თანა

გუნდი

და სულიცა შენი თანა.

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი

მღდელმთავარი

(სახელი) წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ

დიაკონი

მოხედენ.

მღვდელი კითხულობს სახარებას.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

მღვდელი სახავს ჯვარს და ასხურებს წყალს. ასე სრულდება ოთხივე მხარეს.

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება…

გუნდი

წმინდის საგალობელი ბ გზის, დიდება, აწდა. (იგალობება ბ გზის).

შევჩერდებით დასავლეთის კარებთან სახარება შევა სტოაში და დაგება პირით დასავლეთით.

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა

დიაკონი

უფლისა მიმართ ვილოცოთ ვსთქვათ ყოველთა.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

მღვდელი სახავს ჯვარს და ასხურებს წყალს. ასე სრულდება ოთხივე მხარეს.

შევდივართ ტაძარში, სახარებას მღვდელი აღსავლის კარით შეაბრძანებს, ეპისკოპოსი წყალ ასხურებს ტაძარს, კანკელს და ჩერდება ამბიონზე.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა და მხევლთა ღმრთისა, ყოველთა აქა მყოფარეთა და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი…

დიაკონი

რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე ჩუენი და წმიდა ესე მონასტერი, (ანუ ტაძარი) და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რათა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუა, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ გ გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ გზის.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

მღდელმთავარი

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ და მოწყალე ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სიბრძნით

დიაკონი

სიბრძნით.

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ

მღდელმთავარი

ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად…

გუნდი

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო…

მღვდელი

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო ჩუენო სასოებაო ჩუენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

გუნდი

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ, სახელითა უფლისათა მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო გვაკურთხენ.

ჩამოილოცავს

მღვდელი

ჩამოილოცავს.

დიდება მაღალიანის ბოლოს მღვდელი საცეცხლურით, დიაკვნები სანთლებით…

დიდება მაღალიანის ბოლოს მღვდელი საცეცხლურით, დიაკვნები სანთლებით შემოუკმევენ ტრაპეზს რომელზეც დაბრძანებულია გამშვენებული ჯვარი.

გასვლა ხდება ჩრდილო კარით დიაკვნები სანთლით პირველი დიაკონი საცეცხლურით, შემდეკ სამ სანთელა შემდეგ მღვდელი ჯვრით, გვერდით რიპიდები, უკან ორსანთელა, შემდეგ მღვდლები.

ამბიონით ჩავდივართ და ტაძარს ვუვლით შიგნით საათის ისრის საპირისპიროდ (დიდი კმევის საპირისპიროდ).

წმიდაო ღმერთო

გუნდი

წმიდაო ღმერთო.

მღვდელი ადის ამბიონზე (დიკირ-ტრიკირი და რიპიტები იცდიან ამბიონთან) აამაღლებს ჯვარს.

სიბრძნით აღემართენით

დიაკონი

სიბრძნით აღემართენით.

მღვდელი მიდის მაღალდასაჯდომელზე შუა ტაძარში.

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

მღვდელი ჯვარით ნელა სახავს აღმოსავლეთით ჯვარს, დიაკვნები დგანან წინ სანთლებით და საცეცხლურით.

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის.

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

მღვდელი ჯვარით ნელა სახავს დასავლეთით ჯვარს, დიაკვნები დგანან წინ სანთლებით და საცეცხლურით.

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-.პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენსა ი ლ ი ა ს ა თ ჳ ს, და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრისა მაღალყოვლადუსამღვდელოესისა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისა შიოსათჳს, და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა იოანესათჳს და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

მღვდელი ჯვარით ნელა სახავს ჩრდილოეთით ჯვარს, დიაკვნები დგანან წინ სანთლებით და საცეცხლურით.

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის.

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებლობით შესვენებულთათჳს.

მღვდელი ჯვარით ნელა სახავს სამხრეთით ჯვარს, დიაკვნები დგანან წინ სანთლებით და საცეცხლურით.

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის.

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღვთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (ან მონასტრისათა).

მღვდელი ჯვარით ნელა სახავს აღმოსავლეთით ჯვარს, დიაკვნები დგანან წინ სანთლებით და საცეცხლურით.

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ მ-გზის.

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილისმყოფელთა წმიდისა…

დიაკონი

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის

გუნდი

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მღვდელი დააბრძანებს ჯვარს ანალოგიაზე. დიაკვნები დადგებიან ანალოგიის უკან სანთლებით და საცეცხლურით.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. აცხოვნე უფალო ერი შენი...გ-გზის

გუნდი

ამინ. აცხოვნე უფალო ერი შენი...გ-გზის.

მღვდელი და დიაკვნები გ-გზის შემოუკმევენ ანალოგიას.

ჯვარსა შენსა გ-გზის

გუნდი

ჯვარსა შენსა გ-გზის.

მოვედით მორწმუნენო

მედავითნე

მოვედით მორწმუნენო...

აღესრულება ზეთისცხება.

აღუსრულოთი და შემდგომი

დიაკონი

აღუსრულოთი და შემდგომი.