გუაკურთხენ მეუფეო
წესი წმიდისა საღმრთოჲსა ლიტურგიისა (ჟამისწირვისა) დიდსა ეკლესიასა და მთაწმიდასა შინა ესრეთ აღესრულების ოდეს ეგულვებოდეს მღდელსა საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა მოქმედებისა აღსრულება, თანამდებ არს უკუე პირველად მიღებად შენდობისა ყოველთაგან, და არა რაჲსა ქონებად გულსა სიბოროტისა, და რაოდენ ძალ ედვას ბოროტთაგან გულის სიტყუათა, არა იპყრას გულსა მცირედი რაჲმე ძჳრი, და მწუხრითგან წმიდა ჰყოს თავი თჳსი, და მღვიძარე იქმნეს ვიდრე ჟამადმდე სამღდელოჲსა მოქმედებისა. ხოლო ჟამსა წირვისასა წარდსდგების ჩვეულებისაებრ წინაშე უპირატესისა, თაყუანის-სცემს და შევალს ეკლესიასა შინა, და მივალს დიაკონისა თანა, და ორნივე ჰყოფენ ერთად აღმოსავალად წინაშე წმიდისა კარისა თაყუანის-ცემასა სამსა და ესრეთ იტყჳს დიაკონი
გუაკურთხენ მეუფეო.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
მღდელმან
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეუფეო ზეცათაო: წმიდაო ღმერთო: ყოვლად წმიდაო სამებაო…
და იტყჳს დიაკონი:
მეუფეო ზეცათაო: წმიდაო ღმერთო: ყოვლად წმიდაო სამებაო: შემდგომად: მამაო ჩუენოსა:
შენი არს სუფევა
მღდელმან: რამეთუ
შენი არს სუფევა:
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე…
ესრეთ ითქუმის:
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…
დიდება:
უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით ვითარცა სეხიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.
მოწყალებისა კარი განგჳღე კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი…
აწდა:
მოწყალებისა კარი განგჳღე კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინა აღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, სახიერ, და ვითხოვოთ…
ესრეთ მივალს წინაშე ხატსა ქრისტესსა და იტყჳს:
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, სახიერ, და ვითხოვოთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსლვა ჯუარსა ზედა, რათა იჴსნნე, რომელნი შექმნენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულითა აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს…
ესრეთ ემლხვევის ხატსა ღმრთის-მშობელისა და იტყჳს ოხითასა:
სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს მყვენ, ღმრთის-მშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა, ყოვლად წმიდაო, და აჩვენე მარადის ძლიერებაჲ შენი, რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე უჴორცოთა მთავარმან გაბრიილ გიღაღადა.
უფალო, გარდამოავლინე ჴელი შენი მაღლით სამკჳდრებელით შენით…
ესრეთ მოიდრეკს თავსა მღდელი და იტყჳს ლოცვასა ამას:
უფალო, გარდამოავლინე ჴელი შენი მაღლით სამკჳდრებელით შენით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას შენსა ზედა, დაუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელსა საკურთხეველსა შენსა, და შეწირვად შენდა უსისხლო იგი მსხუერპლი, რამეთუ შენი არს ძალი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა…
ხოლო ჰყოფენ თაყუანის-ცემასა ამიერ და იმიერ გუნდთა მიმართ და ესრეთ შევლენ საკურთხეველსა შინა, და იტყჳს:
შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი, რამეთუ არა არს ღირსი მათსა ჭეშმარიტება, გული მათი ამაო, სამარა ზეღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკჳდეს, საჯენ იგინი, ღმერთო, დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან, სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო, და იშვებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ უკუნისამდე, იხარებდენ და დაიმკჳდრონ მათ შორის, და იქადოდენ შენდამი, რომელთა უყვარს სახელი შენი, რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან მყვენ ჩუენ.
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე
ხოლო საკურთხეველსა შინა რა შევლენ, ჰყოფენ თაყუანის-ცემასა გ-გზის, წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, და ემთხვევიან წმიდასა სახარებასა და წმიდასა ტრაპეზსა, და მიიღებენ ჴელთა თჳსითა თჳთოეული სტიქარსა თჳსსა, და ჰყოფენ თაყუანის-ცემასა გ-გზის აღმოსავალად და მას ჟამსა შინა თჳთეული მათგანი იტყჳს:
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე.
აკურთხე მეუფეო გინგილაჲ და სტიქარი
ესრეთ მივალს დიაკონი წინაშე მღდელისა, მპყრობელი ჴელა სტიქარისა და გინგილისა, და მოუდრეკს თავსა და ეტყჳს:
აკურთხე მეუფეო გინგილაჲ და სტიქარი.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
მღდელი ეტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა…
ესრეთ წარვალს დიაკონი ერთსა მჴარესა საკურთხეველისასა და ჩაიცვამს სტიქარსა, მვედრებელი ესრეთ:
იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა, და კვართი სიხარულისა შემმოსა მე, და ვითარცა სიძესა დამადგა გჳრგჳნი, და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა.
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან…
და ემთხვევა გინგილასა, დაიდებს მარცხენესა მჴარსა ზედა და იტყვის
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა ხოლო საბუხარსა შეიცვამს ჴელსა მარჯვენესა და იტყჳს:
მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯვენამან ჴელმან შენმან მოსრნა მტერნი, და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მჴდომნი იგი.
ჴელთა შენთა შემქმნეს მე, და დამბადეს მე…
ხოლო მარცხენესა ზედა იტყჳს:
ჴელთა შენთა შემქმნეს მე, და დამბადეს მე, გულისჴმა-მიყავ, და ვისწავლნე სიმართლენი შენი.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
ესრეთ მივალს განმზადებად სამღდელოსა წინა დასაგებელსა, წმიდასა უკუე ფეშხუმსა დასდგამს მარცხენით კერძო, ხოლო ბარძიმსა, რომელ არს სიწმიდეთა შთასასხმელი, მარჯვენით, და სხუათა მათ თანა. ხოლო მღდელი ესრეთ შეიმოსებს: მიიღებს სტიქარსა მარცხენითა ჴელითა, და თაყუანის-სცემს გ-გზის აღმოსავალად, ვითარცა თქმულ არს, დასწერს ჯუარსა და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
იხარებს სული ჩემი: ვიდრე ბოლომდის, და მიიღებს…
ხოლო შემოსვასა ზედა იტყჳს:
იხარებს სული ჩემი: ვიდრე ბოლომდის, და მიიღებს ოლარსა და გამოჰსახავს ჯუარსა, და დაიდებს მას ქედსა ზედა და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვიდოდა სამჴართა ზედა სამოსლისა მისისათა:
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე…
ესრეთ მიიღებს სარტყელსა, შემოირტყამს და იტყჳს:
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი, და დასდვა უბიწოდ გზაჲ ჩემი, განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა…
ხოლო საბუხართა ზედა, ვითარცა ზემოთ თქმულ არს. ეგრეთვე მიიღებს ენქერსა, უკუეთუ აქუნდეს ღირსება, აკურთხევს და მთხვეველი იტყჳს:
შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა, და სიკეთითა შენითა, და გარდააცუ, და წარემართე, და სუფევდი, ჭეშმარიტებისათჳს, და სიმშჳდისა, და სიმართლისა, და გიძღოდეს შენ საკჳრველად მარჯვენე შენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი…
ესრეთ მიიღებს ფილონსა, აკურთხევს, ემთხვევა და იტყჳს:
მღდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დავიბანე უბრალოებით ჴელნი ჩემნი, და გარე მოვადექ…
ხოლო მივალს რა წინა დასაგებელად, განიბანს ჴელთა, და იტყჳს:
დავიბანე უბრალოებით ჴელნი ჩემნი, და გარე მოვადექ საკურთხეველსა შენსა, უფალო, სმენად ჩემდა ჴმა ქებისა შენისა, და მითხრობად ყოველი საკჳრველება შენი. უფალო, შევიყვარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა, და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა, ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა, და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხოვრებასა ჩემსა, რომელთა ჴელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან, მარჯვენე მათი აღივსო ქრთამითა, ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე, მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე, ფერჴი ჩემი დასდგა სიწრფოებით ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.
ღმერთო განმწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე
და ესრეთ მივალს დაგებად, თაყუანის-სცემს გ-გზის წმიდასა წინა დაგებადსა სრულ-ყოფად და იტყჳან თჳთეული:
ღმერთო განმწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე.
მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, პატიოსნითა სისხლითა…
მღდელი
მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარს ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა:
გუაკურთხენ მეუფეო
ესრეთ იტყჳს დიაკონი
გუაკურთხენ მეუფეო.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
და იწყებს მღდელი
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამინ
დიაკონმან
ამინ.
მოსახსენებელად უფლისა, ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო…
ესრეთ მიიღებს მღდელი მარცხენითა ჴელითა სეფისკუერსა, ხოლო მარჯვენით წმიდასა ლახვარსა, და გამოსახავს მით ჯუარსა გ-გზის ზედათ ბეჭედსა სეფისკვრისასა, და იტყჳს:
მოსახსენებელად უფლისა, ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესა. გ-გზის.
ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა
და მეყუსეულად შთამსჭვალავს ლახვარსა მარჯვენით კერძო დაბეჭდულისა, განკვეთს და იტყჳს:
ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა.
და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმობელად…
ხოლო მარცხენით
და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.
სიმდალითა თჳსითა სასჯელი მისი მიეღო
ხოლო ზემოთ მჴარესა დაბეჭდულსა მის:
სიმდალითა თჳსითა სასჯელი მისი მიეღო.
ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას
ხოლო ქუემოთ კერძო:
ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას.
უფლისა მიმართ ვილოცოთ, ეპყრას გინგილა ჴელითა, და…
ხოლო დიაკონი ხედვიდეს შიშით საიდუმლოსა, და თჳთოეულსა განკვეთასა ზედა იტყჳს
უფლისა მიმართ ვილოცოთ, ეპყრას გინგილა ჴელითა, და შემდგომად ამათსა სთქვას: აღიღე მეუფეო. ხოლო მღდელი შეკვეთს წმიდით ლახვრით გუერდსა მარჯვენით კერძოჲსა სეფისკუერისასა, აღმოიღებს წმიდასა პურსა და ესრეთ იტყჳს:
რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი.
დაკალ მეუფეო
დასდებს დასახულსა ქვეშეთ წმიდა ფეშხუმსა ზედა და იტყჳს დიაკონი:
დაკალ მეუფეო.
დაიკლვის ტარიგი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, ცხოვრებისათჳს…
და ესრეთ დაკლავს იგი ჯუარისა სახედ და იტყჳს:
დაიკლვის ტარიგი ღმრთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, ცხოვრებისათჳს სოფლისა და ცხოვრებად.
განაღე მეუფეო
და მოაქციოს განკვეთილი იგი ქვეშეთ, და მეორე მხარე, რომელსა ზედა აქვნდეს დასახული, ჰყოს ზედათ, და განაღოს მარჯვენით კერძო ლახვრითა. და დიაკონმან სთქვას:
განაღე მეუფეო.
ერთმან მჴედართაგანმან ლახვარითა განაღო გუერდი მისი, და…
ხოლო მღდელმან:
ერთმან მჴედართაგანმან ლახვარითა განაღო გუერდი მისი, და მეყუსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა სწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი.
აკურთხე მეუფეო წმიდა შეერთება
ხოლო დიაკონი შთაასხამს წმიდასა შინა ბარძიმსა ღჳნოსა და წყალსა ერთად და იტყჳს წინაშე მღდლისა:
აკურთხე მეუფეო წმიდა შეერთება.
პატივად და მოსაჴსენებელად, უმეტესად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა…
და მიიღებს მას ზედა კურთხევასა, ხოლო მღდელი მიიღებს ჴელითა მეორესა სეფისკუერსა და იტყჳს:
პატივად და მოსაჴსენებელად, უმეტესად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, მეოხებითა მისითა შეიწირე, უფალო, მსხუერპლი ესე შენსა ზეცისა საკურთხეველსა.
დასდგა დედუფალი მარჯვენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქრო…
და აღმოიღებს ნაწილსა და მარჯვენით წმიდისა პურისა მახლობელად საშუალ მისსა დასდებს და იტყჳს:
დასდგა დედუფალი მარჯვენით შენსა, შემოსილი სამოსლითა ოქრო ქსოვილითა შემკულ და შემოსილ.
პატიოსნისა დიდებულისა წინასწარ-მეტყველისა, წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა
ესრეთ მიიღებს მესამესა სეფისკუერსა და იტყჳს:
პატიოსნისა დიდებულისა წინასწარ-მეტყველისა, წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა.
წმიდათა დიდებულთა წინასწარ-მეტყუელთა: მოსე და აარონ, ილია…
და აღმოიღებს პირველსა ნაწილსა, და დასდებს მარცხენით კერძო წმიდისა პურისა, და ჰყოფს დაწყებასა პირველისა წესისასა. ესრეთ იტყჳს:
წმიდათა დიდებულთა წინასწარ-მეტყუელთა: მოსე და აარონ, ილია და ელისე, ისაია, დავით და იესე, და წმიდათა სამთა ყრმათა, და წინასწარ-მეტყუელისა დანიილისა, და ყოველთა წმიდათა წინასწარ-მეტყუელთათა.
წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, პეტრე…
და აღმოიღებს ნაწილსა, და დასდებს ქვემოთ პირველისა განწესებისა. კუალად ესრეთ იტყჳს:
წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, პეტრე და პავლე, ათორმეტთა და ყოველთა წმიდათა მოციქულთათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა და მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა.
წმიდათა შორის მამათა ჩუენთა მღდელთ-მთავართა: ბასილი დიდისა…
და ესრეთ დასდებს მესამესა ნაწილსა ქვემოთ მეორისა და აღესრულება პირველი წესი. ეგრეთვე იტყჳს:
წმიდათა შორის მამათა ჩუენთა მღდელთ-მთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთის-მეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, ათანასი და კჳრილე, ნიკოლოზ მირონ-ლუკიისა მთავარ-ეპისკოპოსისა, და ყოველთა წმიდათა მღდელთ-მთავართათა.
წმიდისა მოციქულისა, პირველ მოწამისა და არქიდიაკონისა სტეფანესითა…
და აღმოიღებს მეოთხესა ნაწილსა და დასდებს მახლობელად პირველისა ნაწილისა, მეორედ დაწყებისასა. კუალად იტყჳს:
წმიდისა მოციქულისა, პირველ მოწამისა და არქიდიაკონისა სტეფანესითა. წმიდათა დიდთა მოწამეთა: გიორგი, დემეტრე, თევდორე ტირონისა, თევდორე სტრატილატისა, ევსტათი და წმიდათა დიდთა მოწამეთა ჩუენთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა, წმიდათა ღუაწლისმძლეთა მეფე-დედოფალთა დემეტრე თავდადებულისა, არჩილ, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და ყოველთა წმიდათა მოწამეთათა, და ქალწულ მოწამეთა, თეკლე, ბარბარე, კირიაკია, ევფემია, პარასკევა, ეკატერინე და ყოველთა წმიდათა ქალწულ მოწამეთათა.
ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა: ანტონი…
და აღმოიღებს მეხუთესა ნაწილსა და დასდებს ქვემოთ პირველისა, რომლითაცა დაიწყება მეორე წესიცა. და იტყჳს:
ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა: ანტონი, ექვთიმე, საბა, ონოფრე, ათანასე ათონელისა, იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისა, დოდო გარეჯელისა, გრიგოლ ხანძთელისა და ალექსი ბერისათა და წმიდისა მამისა ჩვენისა ილია მართლისათა და ყოველთა ღირსთა მამათა, და ღირსთა დედათა: პელაგია, თეოდოსია, ანასტასია, ევპრაქსია, ათანასია, თებრონია, თეოდულა, ევფროსინა, მარიამ მეგჳპტელისა, და ყოველთა წმიდათა ღირსთა დედათათა.
წმიდათა და საკჳრველთ მოქმედთა უვეცხლოთა, კოსმა და…
და ესრეთ აღმოიღებს მეექვსესა ნაწილსა, და დასდებს ქვემოთ მეორისა ნაწილისა, და აღსრულდება განწესება მეორე. ხოლო შემდგომად მათსა სთქვას:
წმიდათა და საკჳრველთ მოქმედთა უვეცხლოთა, კოსმა და დამიანე, კჳროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, და ყოველთა წმიდათა უვეცხლოთათა.
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა, იოაკიმ და…
და აღმოიღებს მეშჳდესა ნაწილსა, და დასდებს ზემოთ, და ჰყოფს მესამესა დაწყებასა წესისაებრ. კუალად იტყჳს:
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა, იოაკიმ და ანასითა (და წმიდისა სახელი, რომლისაცა იყოს ტაძარი, და ვისიც იყოს დღე) და ყოველთა წმიდათა, მათითა მეოხეობითა შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო.
წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ…
დასდებს მერვესა ნაწილსა ქვემოთ პირველისა მესამისა განწესებისა და დასასრულ იტყჳს:
წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარ-ეპისკოპოსისათა.
მოიჴსენე მეუფეო კაცთ-მოყუარეო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად…
უკუეთუ იყოს წირვა მისი. ხოლო უკუეთუ იყოს წირვა დიდისა ბასილისა მოიჴსენოს იგი, და ესრეთ აღმოიღებს მეცხრესა ნაწილსა, და დასდებს ქვემოთ მესამეს განწესებისა, და განასრულებს. ესრეთ მიიღებს მეოთხესა სეფისკუერსა და იტყჳს:
მოიჴსენე მეუფეო კაცთ-მოყუარეო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ-ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი (ეპარქიის მღდელ-მთავარი) , პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველი სამღდელო და სამონაზვნო წესი, და წინამძღუარი ჩუენი (სახელი) ძმანი და თანამწირველნი ჩუენი, მღდელნი და დიაკონნი, და ყოველნი ძმანი ჩუენნი, რომელთა მოუწოდე ზიარებად მრავალ მოწყალებისა და სახიერებისა შენისა მიმართ, ყოვლად-სახიერო მეუფეო.
მოიჴსენე, უფალო, ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, მთავრობა და…
და აღმოიღებს ნაწილს, და დასდებს ქვემოთ წმიდისა პურისა. ეგრეთვე მოიჴსენებს ერსა ჩუენსა და იტყჳს:
მოიჴსენე, უფალო, ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიჴსენე, უფალო, (სახელი). და ესრეთ აღმოიღებს ნაწილსა…
ესრეთ მოიჴსენებს რაოდენიცა აქუნდეს სახელები ცოცხალთა, და თჳთოეულსა სახელსა ზედა აღმოიღებს ნაწილსა, შესძინებს:
მოიჴსენე, უფალო, (სახელი). და ესრეთ აღმოიღებს ნაწილსა, და დასდებს ქვემოთ წმიდისა პურისა, და ეგრეთვე მიიღებს მეხუთესა სეფისკუერსა, და იტყჳს:
მოსაჴსენებელად და მისატევებელად ცოდვათა, უწმიდესთა მართლ-მადიდებელთა პატრიარქთა, მეფეთა და დედოფალთა, და სანატრელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ იყოს მონასტერი: წმიდისა ამის მონასტრისა ) . ესრეთ მოიჴსენებს რომელიცა ენებოს მიცვალებულთა სახელებსა, და თჳთოეულსა სახელებსა ზედა აღმოიღებს ნაწილსა, და შესძინებს: მოიჴსენე, უფალო, (სახელი).
ყოველნი სასოებითა აღდგომისა, და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა, შენდა…
და აღსრულებასა ესრეთ სთქვას: და
ყოველნი სასოებითა აღდგომისა, და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა, შენდა ზიარებულთა მიცვალებულთა მართლ-მადიდებელთა მამათა, და ძმათა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო უფალო.
მოიჴსენე უფალო, ჩემიცა უღირსებაჲ, და შემინდვენ მე…
და აღმოიღებს ნაწილსა შემდგომად ამათსა იტყჳს:
მოიჴსენე უფალო, ჩემიცა უღირსებაჲ, და შემინდვენ მე ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი, და უნებლიეთნი.
აკურთხე, მეუფეო, სასაკმეველე ესე
და აღმოიღებს ნაწილსა, ხოლო მიიღებს ღრუბელსა, შეკრებს ფეშხუმსა ზედა ნაწილსა ქვემოთ წმიდისა პურისა, რათა იყონ მოკრებით, რომელ არა გარდავარდეს, და ესრეთ დიაკონი მიიღებს სასაკმეველსა, და საკმეველსა დაასხამს მას ზედა, და იტყჳს წინაშე მღდლისა:
აკურთხე, მეუფეო, სასაკმეველე ესე.
უფლისა მიმართ ვილოცოთ. და მღდელმან ლოცვა სასაკმევლისა
და მეყუსეულად თჳთ იტყჳს:
უფლისა მიმართ ვილოცოთ. და მღდელმან ლოცვა სასაკმევლისა:
საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგჳვლინე ჩუენ მადლი სულისა შენისა წმიდისა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოვიდა ვარსკვლავი, და დაადგრა ზედა, სადაცა იყო…
მღდელმან უკმიოს ვარსკვლავსა, დაადგას ზედა წმიდასა პურსა და სთქვას: და
მოვიდა ვარსკვლავი, და დაადგრა ზედა, სადაცა იყო ყრმა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა: შეიმოსა უფალმან ძალი…
მღდელმან უკმიოს პირველსა დაფარნასა, და დააფაროს წმიდასა პურსა ფეშხუმისათა, და სთქვას:
უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა: შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა, და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათნი, აღსდგეს მდინარენი სლვასა თჳსსა, ჴმითა წყალთა მრავალთათა. საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი, საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი, წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნნეს ფრიად. სახელსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე, მეუფეო
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე, მეუფეო.
დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან, ქრისტე, და ქებითა…
ხოლო მღდელი უკმევს მეორესა დაფარნასა დააფარებს წმიდასა ბარძიმსა და იტყჳს:
დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან, ქრისტე, და ქებითა შენითა აღივსო ქუეყანა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე, მეუფეო
დიაკონმან
უფლისა მიმართ ვილოცოთ. დაფარე, მეუფეო.
დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნე ჩემგან…
ხოლო მღდელი უკმევს დაფარნასა, დააფარებს ორთავე და იტყჳს:
დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნე ჩემგან, ჩუენგან, ჩვენი ერისაგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი და დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სეხიერ ხარ და კაცთ-მოყუარე, ამინ.
კურთხეულ ხარ ღმერთო ჩუენო, რომელმან ესრეთ სათნო…
ესრეთ მიიღებს მღდელი სასაკმეველსა, უკმევს წინა დაგებულსა და იტყჳს გ-გზის
კურთხეულ ხარ ღმერთო ჩუენო, რომელმან ესრეთ სათნო იყავ, დიდება შენდა.
ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე…
ხოლო დიაკონმან თჳთოეულსა ზედა სთქუას:
ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღუენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ
და თაყუანის-სცენ კეთილ სასოებით ორთავე გ-გზის, ესრეთ მიიღებს სასაკმეველსა, და იტყჳს:
წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღუენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი…
მღდელმან ლოცვა წინა დაგებისა:
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა სოფლისა, უფალი ჩუენი და ღმერთი იესო ქრისტე, მოავლინე მაცხორად, და მჴსნელად და ქველისმოქმედად, და მაკურთხეველად, და წმიდა მყოფელად ჩუენდა. შენ აკურთხე წინა დაგებული ესე, და შეიწირე ესე წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა. მოიჴსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან, შემომწირველნი, და რომელთათჳს შემოსწირნეს, და ჩუენ დაუსჯელად დამიცვენ მღდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა შენთა საიდუმლოთასა: რამეთუ წმიდა არს, და დიდებულ ყოვლად პატიოსანი, და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…
და მერმე ჰყოფს განტევებასა და იტყჳს ესრეთ:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება, აწდა. უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის. გუაკურთხენ
დიაკონმან
დიდება, აწდა. უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის. გუაკურთხენ.
მკვდრეთით აღდგომილმან
მღდელმან სთქვას განტევებაჲ უკუეთუ იყოს კჳრიაკე:
მკვდრეთით აღდგომილმან.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…
ხოლო უკუეთუ არა:
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლელ მთავარ-ეპისკოპოსისათა
ბასილი დიდისა კესარია-კაბადოკიის მთავარ-ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათა…
ხოლო უკუეთუ აღესრულებოდეს წირვა ბასილი დიდისა ითქუმის:
ბასილი დიდისა კესარია-კაბადოკიის მთავარ-ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ მოყუარე:
ამინ
დიაკონმან
ამინ.
საფლავად ჴორცითა, და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი…
ხოლო შემდგომად განტევებისა უკმევს დიაკონი წმიდასა წინა დაგებულსა, ეგრეთვე შევალს და უკმევს წმიდასა ტრაპეზსა ჯუარის სახედ, და იტყჳს თჳთ:
საფლავად ჴორცითა, და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდარსა განუშორებელ იყავ, ქე, მამისა თანა და სულისა, ყოველნი აღავსენ გარე შემოუწერელო:
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…
და ფსალმუნი ნ, ვიდრემდის უკმიოს საკურთხეველსა და სრულიად ტაძარსა, კუალად შევალს წმიდასა ტრაპეზსა, და კუალად მღდელსა, ხოლო დასდგამს სასაკმეველსა თჳსსა ადგილსა, და თჳთ მივალს მღდლისა თანა, და დასდგებიან ერთად წინაშე წმიდასა ტრაპეზისა, თაყუანის-სცემენ გ-გზის, და ევედრებიან თჳთ, და იტყჳან:
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო: მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნე, სახიერო, სულნი ჩუენნი.
დიდება მაღალთა შინა ღთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობა, და კაცთა შორის სათნოება. ბ-გზის.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ჟამი არს მსახურებად უფლისა, მეუფეო, გუაკურთხენ
ესრეთ ემთხვევის მღდელი უკუე წმიდასა სახარებასა, ხოლო დიაკონი წმიდასა ტრაპეზსა და მერმე მოუდრეკს დიაკონი თავსა თჳსსა მღდელსა, ეპყრას გინგილა სამითა თითითა მარჯვენისა ჴელისათა, და სთქვას:
ჟამი არს მსახურებად უფლისა, მეუფეო, გუაკურთხენ.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…
მღდელმან ჯუარი დასახოს და სთქვას:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ, ლოცვა ჰყავ ჩემთჳს, მეუფეო
ესრეთ დიაკონმან
ამინ, ლოცვა ჰყავ ჩემთჳს, მეუფეო.
წარგიმართოს უფალმან სლვანი შენნი
მღდელმან
წარგიმართოს უფალმან სლვანი შენნი.
მომიჴსენე მე, მეუფეო, წმიდაო
და კუალად დიაკონმან
მომიჴსენე მე, მეუფეო, წმიდაო.
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე…
მღდელმან
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ხოლო დიაკონმან სთქვას
ამინ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი…
და თაყუანის-სცემს და განვალს სამეუფეოჲთ კარით, და დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა მას წინა წმიდისა კარისა, თაყუანის-სცემს სასოებით გ-გზის, და იტყჳს თჳთ:
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
გუაკურთხენ, მეუფეო
და მერმე იწყებს თქმად:
გუაკურთხენ, მეუფეო.
კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და…
და იწყებს მღდელი:
კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუაკურთხენ მეუფეო, და განაღე მეუფეო , და…
უწყება შუენის, უკუეთუ თჳნიერ დიაკონისა მსახურებდეს მღდელი, არა თანამდებ არს იგი თქმად კვეთასა და წირვასა ზედა დიაკონისა სიტყუათა წინათ სახარებისა, და მიგებათა მისსა
გუაკურთხენ მეუფეო, და განაღე მეუფეო , და ჟამი არს მსახურებად, გარნა კუერექსებისა და წინა დაგებულის წესის შესრულებისა.
ხოლო უკუეთუ კრებულად მსახურებდენ მრავალნი მღდელნი, ერთმან…
ხოლო უკუეთუ კრებულად მსახურებდენ მრავალნი მღდელნი, ერთმან მხოლოდ მღდელმან იმოქმედოს კვეთაჲ, და სთქვას განწესებული: და სხუანი მსახურნი კვეთასა ზედა თჳს თჳსად არა რასა მოქმედებდენ წესსა კვეთისასა.