გულანი
საცდელი · 1.11.1
ცისკარი 1 / 137წმიდაო ღმერთო, ყოვლად წმიდაო, მამაო ჩუენო: რამეთუ…

ცისკარი

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 26 წთ

წმიდაო ღმერთო, ყოვლად წმიდაო, მამაო ჩუენო: რამეთუ…

განგება ცისკრისა. უკუეთუ იყოს დიდი ორმეოცი, მღდელმან — კურთხეულ არსი, და იტყჳს მკითხველი

წმიდაო ღმერთო, ყოვლად წმიდაო, მამაო ჩუენო: რამეთუ შენი არს სუფევა: უფალო, შეგჳწყალენ, იბ. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის, და ორი ფსალმუნი, ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის, და ფსალმუნი: შეისმინენ შენი უფალმან: და: უფალო, ძალითა შენითა: დიდება, აწდა: წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო, რამეთუ შენი არს სუფევა:

აცხოვნე, უფალო, ერი შენი

ესრეთ ოხითანი:

აცხოვნე, უფალო, ერი შენი:

რომელი ამაღლდი ნებსით

დიდება:

რომელი ამაღლდი ნებსით:

შესავედრებელო საშინელო

აწდა:

შესავედრებელო საშინელო:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

ესრეთ იტყჳს მღდელი:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.

მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.

მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა…

ასამაღლებელი: რამეთუ

მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

სახელითა უჳფლისათა გუაკურთხენ მამაო

და მეყუსეულად ითქუმის:

სახელითა უჳფლისათა გუაკურთხენ მამაო.

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა…

მღდელმან ასამაღლებელი:

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ…

ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს, ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა. ლოცვა ა.

გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო…

ლოცვა ბ

ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,

რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ…

ლოცვა გ

ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,

რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ…

ლოცვა დ

მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო…

ლოცვა ე

კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:

შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა…

რამეთუ

შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ…

ლოცვა ვ

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:

შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა…

რამეთუ

შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო…

ლოცვა ლ

ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა…

ლოცვა ჱ.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,

რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა…

ლოცვა თ.

გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,

რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ…

ლოცვა ი.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ…

ლოცვა ია

ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,

რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო…

ლოცვა იბ.

გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს, ( ანუ მონასტრისა ) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, ( აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა ) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა ( უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა…

ესრეთ ასამაღლებელი: რამეთუ

შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;

ამინ

მგალობელთა

ამინ.

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს…

და იწყების გალობაჲ:

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუჴლი.

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა…

მუჴლი.

ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე…

მუჴლი.

არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა…

მუჴლი.

ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ღმერთი უფალი, დ გზის. ესრეთ ითქუმის ოხითაჲ…

ხოლო ითქუმის

ღმერთი უფალი, დ გზის. ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა, და უკუეთუ დაემთხჳოს ბ-ნი ოხითანი, მარადის ითქუმის პირველი ოხითა ბ გზის, ესრეთ მეორე, და ღმრთის-მშობელისა, ხოლო გალობასა ღმერთი უფალისასა. უკუეთუ იყოს ალილუია, ანუ დიდნი ორმეოცნი, შემდგომად კუერექსისა ითქუმის ალილუია დ გზის, რომელიცა ჴმა იყოს, რვა-ჴმათაგანისა, ხოლო მუჴლები ითქუმის ესერა:

ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ…

მუჴლი ა.

ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა.

ისწავეთ სიმართლე მკჳდრთა ქუეყანისათა

მუჴლი ბ.

ისწავეთ სიმართლე მკჳდრთა ქუეყანისათა.

შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი და ცეცხლმან შესჭამნეს…

მუჴლი გ.

შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი და ცეცხლმან შესჭამნეს წინააღმდგომნი.

შესძინე მათ ზედა ძჳრი, უფალო, შესძინე ძჳრი…

მუჴლი დ.

შესძინე მათ ზედა ძჳრი, უფალო, შესძინე ძჳრი დიდებულთა მათ ქუეყანისათა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

და წმიდა-არსი ჴმისა, და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება. ხოლო შემდგომად ფსალმუნებისა აღსრულებისა, მცირე კუერექსი:

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა…

მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მერმე და მერმე

შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:

მერმე და მერმე:

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ:

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა:

სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა…

ასამაღლებელი. რამეთუ

სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მერმე და მერმე

შემდგომად ნეტარ-არიანისა, და გუნდნი ანგელოზთასა, კუალად:

მერმე და მერმე:

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ:

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა:

კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება…

ასამაღლებელი. რამეთუ

კურთხეულ არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

იპაკო, აღსავალი ჴმისა, წარდგომა აღდგომისა (ხოლფო უკეთუ დღესასწაული რამე იყოს, დღესასწაულისა). დიაკონმან

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი…

მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ

წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

ყოველი სული აქებდით უფალსა

დიაკონმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

მუჴლი.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა…

და მერმე იტყჳს დიაკონი:

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონმან

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშჳდობა ყოველთა

და მღდელმან

მშჳდობა ყოველთა.

სულისაცა შენისა თანა

ერთა: და

სულისაცა შენისა თანა.

წმიდისა სახარებისა საკითხავი

და მეყსეულად იტყჳს: (სახელსა მახარებელისასა)

წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა

მგალობელთა

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა

მოხედენ

დიაკონმან

მოხედენ.

აღდგომა ქრისტესი. და ფსალმუნი ნ და ემთხჳონ…

და წარიკითხავს ცისკრის სახარებასა, უკუეთუ იყოს კჳრიაკე ესრეთ

აღდგომა ქრისტესი. და ფსალმუნი ნ და ემთხჳონ სახარებასა.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი

ხოლო იტყჳს დიაკონი

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი,

უფალო, შეგჳწყალენ იბ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ იბ გზის.

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა…

ესრეთ იტყჳს მღდელი ასამაღლებელსა:

წყალობითა, და მოწყალებითა, და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მერმე და მერმე

და იწყება გალობა. აღდგომისა, ჯუარ აღდგომისა, და ღმრთის-მშობელისა, და თთუენისა, შემდგომად მე-გ გალობისა, იტყჳს დიაკონი მცირესა კუერექსა.

მერმე და მერმე:

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ:

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა:

შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა…

ასამაღლებელი. რამეთუ

შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მერმე და მერმე

ესრეთ წარდგომა თთუენისა, შემდგომად მე-ვ გალობისა კუერექსი.

მერმე და მერმე:

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ:

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა:

შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა…

ასამაღლებელი. რამეთუ

შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მერმე და მერმე

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა, შემდგომად მე-თ გალობისა, უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი, ხოლო უკუეთუ იყოს კჳრიაკე, შემდგომად სძლის პირისა, კუერექსი:

მერმე და მერმე:

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ:

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა:

შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა…

ასამაღლებელი. რამეთუ

შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი

ესრეთ:

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ

გამოავლინე აღდგომისა, და წმიდისა, უკუეთუ დღესასწაულისა იყოს. აქებდით ზედა დასდებელი აღდგომისა დ, და აღმოსავლური დ. დიდება, გერი სახარებისა რიგისა. აწდა:

უმეტესად კურთხეულ ხარ შენ:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიდება მაღალიანი გრძლად. ხოლო ითქუმის ოხითა ჩვეულებისაებრ, ეგრეთვე იტყჳს დიაკონი, კუერექსსა:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გგზის

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

ასამაღლებელი, მღდელმან:

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა

ესრეთ დიაკონმან:

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა…

და მღდელმან, ასამაღლებელი: რამეთუ

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მშჳდობა ყოველთა

მღდელმან.

მშჳდობა ყოველთა.

სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა: და

სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა…

და მღდელმან სთქვას ლოცვა ესე, საიდუმლოდ.

ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:

შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო…

ასამაღლებელი. რამეთუ

შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

სიბრძნით

დიაკონმან

სიბრძნით.

გუაკურთხენ

მგალობელთა

გუაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე…

მღდელმან

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.

ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ

მღდელმან:

ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მგალობელთა

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…

მღდელმან:

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდება, და აწდა

მგალობელთა

დიდება, და აწდა.

უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.

გუაკურთხენ.

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა…

მღდელმან ყოს განტევებაჲ კჳრიაკესა ესრეთ:

მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, (წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა, რომლისა ჴსენებაჲცა აღესრულებოდის), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა, და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალნეს, და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სეხიერ არს და კაცთმოყუარე.

ღირს არსისა , ითქუმის კუერექსი მცირე

ესრეთ: მრავალ ჟამიერ. ხოლო სხუათა დღეთა თჳნიერ დღესასწაულისა, წინა დღესასწაულისა, და შემდგომის დღესასწაულისა, და შაბათისა, შემდგომად კანონისა კუერექსი არა ითქუმის, არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი. ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და

ღირს არსისა , ითქუმის კუერექსი მცირე:

დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ…

ხოლო შემდეგომად

დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი: და შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო: ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა:

სიბრძნით.

გუაკურთხენ

მგალობელთა

გუაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს

მღდელმან

რომელი კურთხეულ არს:

დაამტკიცე, ღმერთო

მგალობელთა

დაამტკიცე, ღმერთო:

მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ: და ფსალმუნი. ხოლო შემდგომად ლოცვისა

და მკითხველმან სთქვას ჟამი ა

მოვედით თაყუანის-ვჰსცეთ: და ფსალმუნი. ხოლო შემდგომად ლოცვისა:

ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდება და აწდა

მგალობელთა

დიდება და აწდა:

და განტევებასა ჰყოს მღდელი ჩვეულებისაებრ, და დღესა…

და განტევებასა ჰყოს მღდელი ჩვეულებისაებრ, და დღესა წმიდისა სახელსა მოიჴსენებს, და შემდგომად განტევებისა: მგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.