გულანი
საცდელი · 1.11.1
მწუხრი 1 / 116კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

მწუხრი

კონდაკი

კონდაკი (orthodoxy.ge) · დაახლ. 27 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და…

განგება მწუხრისა შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა…

და მკითხველი იტყჳს:

ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა. მეუფეო ზეცათაო: წმიდაო ღმერთო: ყოვლად წმიდაო სამებაო: მამაო ჩუენო:

შენი არს სუფევა და ძალი და დიდება…

ასამაღლებელი: რამეთუ

შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ. უფალო, შეგჳწყალენ, იბ გზის. დიდება, აწდა…

მკითხველმან

ამინ. უფალო, შეგჳწყალენ, იბ გზის. დიდება, აწდა. მოვედით, თაყუანის-ვცეთ: გ გზის, და ფსალმუნება ცხრა-ჟამნობისა. შემდგომად ამისა განტევება არა ითქუმის, არამედ ჰყოფს მღდელი დაწყებასა:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი:

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ-გზის. და ფსალმუნი რგ: აკურთხევს…

და მკითხველმან:

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ-გზის. და ფსალმუნი რგ: აკურთხევს სული ჩემი უფალსა...,

უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე…

ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა: ლოცვა ა.

უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და…

ლოცვა ბ.

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა…

რამეთუ

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და…

ლოცვა გ

უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:

რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და…

ლოცვა დ.

რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი…

ლოცვა ე.

უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:

წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა…

ლოცვა ვ.

ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს…

ლოცვა ზ.

ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს ( ანუ მონასტრისა ) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა) , და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა…

ესრეთ ასამაღლებელი: რამეთუ

შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

ესრეთ ფსალმუნებაჲ ნეტარ არს კაცისაჲ. და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა…

მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ

შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:

ამინ

მგალობელთა

ამინ.

უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა. ესრეთ…

ესრეთ

უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა. ესრეთ დასდებელი, დიდება, აწდა.

მწუხრი, დილეულ და სამხრად გაქებთ, გაკურთხევთ, გმადლობთ…

ლოცვა გამოსლვისა:

მწუხრი, დილეულ და სამხრად გაქებთ, გაკურთხევთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ გჳჴსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩუენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თუალნი ჩუენნი შენ გესვენ, და ნუ გუარცხვენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო.

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სიბრძნით, აღემართენით

ესრეთ მღდელი აკურთხევს შესავალსა. და იტყჳს დიაკონი

სიბრძნით, აღემართენით.

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა…

ხოლო მგალობელთა

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი

ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა. კჳრიაკესა მწუხრად, ჴმა ჱ.

აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი.

რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა…

მუჴლი

რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

უფალსა შეესემინ ჩემი, ღაღადებაჲ ჩემი მისსა მიმართ

ორ-შაბათისა მწუხრად, ჴმა დ.

უფალსა შეესემინ ჩემი, ღაღადებაჲ ჩემი მისსა მიმართ.

ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა

მუჴლი

ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.

წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა…

სამ-შაბათსა მწუხრად, ჴმა ა.

წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.

უფალმან მმწყსოს მე, და მე არა მაკლდეს…

მუჴლი

უფალმან მმწყსოს მე, და მე არა მაკლდეს, ადგილსა მწუანვილოვანსა, მუნ დამამკჳდრა მე.

ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა…

ოთხ-შაბათსა მწუხრად, ჴმა ე.

ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯე მე.

ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ყურად იხვენ…

მუჴლი

ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ყურად იხვენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი…

ჴუთ-შაბათსა მწუხრად, ჴმა ვ.

შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.

აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნად…

მუჴლი

აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნად ჩემდა.

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან…

პარასკევსა მწუხრად, ჴმა ზ.

ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო.

მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან…

მუჴლი

მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო, და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე.

უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა

ხოლო უკუეთუ იყოს შაბათი მწუხრი, ითქუმის, ჴმა ვ:

უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა.

შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა

მუჴლი

შეიმოსა უფალმან ძალი და გარე-შეირტყა.

რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას

მუჴლი: და

რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა…

მუჴლი

სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.

ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა…

ხოლო მოიქცევის მღდელი და დიაკონი დასავალით, და მდგომარე ჰგებს აღსრულებასა წარდგომისასა. ესრეთ თაყუანის-სცემს, და მივალს თჳსსა ადგილსა, ხოლო შემდგომად წარდგომისა, დიაკონი, გამოვალს ჩრდილოჲთ კერძო და იტყჳს (ხოლო მღდელი საკურთხეველსა შინა დასდგების წინაშე წმიდისა ტრაპეზისა):

ვთქუათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

მღდელმან ასამაღლებელი:

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

ღირს მყვენ ჩუენ, უფალო, მწუხრსა ამას

ესრეთ

ღირს მყვენ ჩუენ, უფალო, მწუხრსა ამას:

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა

დიაკონმან

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგჳწყალენ

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ.

მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.

მოგუმადლე, უფალო

მგალობელთა

მოგუმადლე, უფალო.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…

და მღდელმან ასამაღლებელი:

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მშჳდობა ყოველთა

მღდელმან

მშჳდობა ყოველთა.

სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა: და

სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და…

ლოცვა თავმოდრეკით.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ…

ესრეთ ასამაღლებელი, მღდელმან:

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…

ესრეთ განვალს სტოვასა შინა, ითქუმის დასდებელი ტაძრისა გინა დღესასწაულისა, და აღესრულების ლიტი, ხოლო მღდელი და დიაკონი სასაკუმევლითა გამოვლენ აღსავლის კერძო, ხოლო წინა-უძღჳან მათ ორნი ლამპარნი. დიდება წმიდისა, აწდა ღმრთისმშობელისა, და შემდგომად ამისა იტყჳს დიაკონი. ლოცვა ესე:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტიანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, და წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლაოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთმოქმედისა გიორგისათა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, და წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ჴსენება)

და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო, შეგჳწყალენ. მ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. მ გზის.

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. ლ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. ლ გზის.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა (სახელით() და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს, და ყოვლისა სულისა ქრისტიანისა, ჭირვეულისა და დაწუნებულისა, მვედრებელისა წყალობისათჳს ღმრთისა და შეწევნისათჳს; დაცვისათჳს წმიდისა ამის ტაძრისათა (ანუ: მონასტრისა, და მკჳდრთა მას შინა), მშჳდობისა და დაცვისათჳს ყოვლისა სოფლისა; კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ცხორებისა და შეწევნისათჳს, რომელნი მას შინა შიშითა ღმრთისათა შვრებიან და მსახურებენ, მამანი და ძმანი ჩუენნი, და რომელნი ვერ მოვიჴსენეთ, ანუ რომელნი განშორებულ არიან ჩუენგან; განკურნებისათჳს სნეულთასა, განსუენებისათჳს და მიტევებისა ცოდვათასა სანატრელთა და მარადის მოჴსენებულთა ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა ჩუენთა, აქა მდებარეთა და ყოველგან, მართლმადიდებლობით აღსრულებულთა; განთავისუფლებისათჳს ტყვეთასა და მშჳდობისათჳს მსახურთა და მსახურებულთა ძმათა ჩუენთათჳს, და რომელნი აწ მსახურებენ და უმსახურებიან წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ: მონასტრისათჳს) ვსთქვათ:

უფალო, შეგჳწყალენ. ნ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. ნ გზის.

მერმეცა გევედრებით, რათა დაიცვა ქალაქი ესე, და წმიდა ტაძარი (ანუ: მონასტერი) ესე, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა ზედამოსლვისაგან მბრძოლისა, და სიკუდიდშემოსილისა ცყლულებისა, რათა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი, კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადღე ჩუენდა მომავალი, და გჳხსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგჳწყალნეს ჩუენ:

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.

მერმეცა ვევედრნეთ, რათა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ჩუენ ცოდვილთასა, და შეგჳწყალნეს ჩუენ:

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მგალობელთა

უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

ესრეთ, მოიჴსენოს რომელიცა ენებოს ცოცხალი და მიცვალებული, საიდუმლოდ.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ და მოწყალე ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

მშჳდობა ყოველთა

ესრეთ იტყჳს

მშჳდობა ყოველთა.

სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა: და

სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ, უფალო

მგალობელთა

შენ, უფალო.

მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო…

და ყოველთა მოიდრიკონ თავი და ქუეყანასა ზედა მოდრკენ მუხლით კერძო. ლოცვა მღდელმან ჴმამაღლად

მეუფეო მრავალმოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა, და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა, ბართლომე და თადეოზისათა, და წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიისა მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ მოქმედისათა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკჳრველთ მოქმედისა გიორგისითა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა მეფე-დედოფალთა არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე თავდადებულისა, შუშანიკ და ქეთევანისათა, ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა და კეთილმსახურთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარისათა, და წმიდისა მამისა ჩუენისა ილია მართლისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა: (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი, ან ვისიცა არს ხსენება.) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითუალულ ყავ ვედრება ჩუენი, მოგუანიჭე ჩუენ შენდობაჲ შეცოდებათა ჩუენთა, დაგჳფარენ ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩუენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, დაამშჳდე ცხოვრება ჩუენი, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყუარე.

განუტევე, წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო

ესრეთ დასდებელი სტიქარონისა და გალობენ, და შევალთ ეკლესიასა შინა, დიდება, აწდა: ღმრთისმშობელისა. ესრეთ. აწ

განუტევე, წმიდაო ღმერთო, მამაო ჩუენო.

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…

ასამაღლებელი მღდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდეე. ამინ.

ღმრთის-მშობელო ქალწულო გიხაროდენ: ითქუმის გ გზის

და ჩუენ ვიტყჳთ განსატევებელსა ოხითასა

ღმრთის-მშობელო ქალწულო გიხაროდენ: ითქუმის გ გზის.

შენ აკურთხე: მაშინ მარჯუენითა ჴელითა უჩვენებს წინამდებარეთა…

ხოლო მოიღებს განმზადებულსა ტაბლასა, კურთხევისათჳს ხუთისა პურისა, ჴუარბალსა, და ორსა ჭურჭელსა, და ესრეთ განაწყობს, ერთსა აღვსებულსა ნაყოფისაგან ვენახისა, ხოლო მეორესა ზეთითა, ხოლო დიაკონი უკუმევს ჯუარის-სახედ ტაბლასა, და უპირატესსა ხოლო, მღდელი აღიღებს ერთსა პურსა, გამოსახავს ჯუარსა სხუათა მათ პურთა, და იტყჳს ლოცვასა ამას დიდითა ჴმითა, ხოლო რაჟამს თქუას;

შენ აკურთხე: მაშინ მარჯუენითა ჴელითა უჩვენებს წინამდებარეთა მათ პურთა, ჴუარბალსა, ღჳნოსა და ზეთსა.

უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი, და ხუთ ათასნი განაძღენ, ეგრეთვე აკურთხენ პურნიცა ესე, ჴუარბალი, ღჳნოჲ და ზეთი, და განამრავლენ ესენი წმიდასა ამას ტაძარსა, და ქალაქსა ამას შინა, და ყოველსა ქუეყანასა და ერსა შენსა ზედა, და რომელთა მიიღონ ამათგან სარწმუნოებით, მიეც მათ განწმედა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმენდ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე…

და შემდგომად ამინისა, მეყუსეულად:

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. გ გზის.

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა: ვიდრე არა ნაკლულევან…

და ითქუმის

ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა: ვიდრე არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.

კურთხევა უფლისა თქუენ ზედა მისითა მადლითა და…

ხოლო მღდელი მივალს და დასდგების წინაშე წმიდისა კარისა მხედველი აღმოსავალით, ხოლო შემდგომად აღსრულებისა ფსალმუნისა, მღდელი ერისა მიმართ იტყჳს:

კურთხევა უფლისა თქუენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყუარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა

ამინ.

უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი. ნათელი მხიარული: და…

და მეყუსეულად მოიღების საკითხავი. ხოლო უწყებულ იყავნ, რამეთუ კურთხეული ესე პური განმდევნელ არს ყოვლისა ბოროტისა, რომელიცა სარწმუნოებით მიიღებდეს განცხადებულად. და ესე უწყებულ იყავნ შენდა, ჵ მღდელო, იპყარ, და დაიცევ, რამეთუ ნივთნი ესე კურთხეულნი — იფქლი, პური, ღჳნო, და ზეთი, მეორედ ღამისთევასა არღარა იკურთხევის, არამედ თუმცა არა ფრიადი უკუე, ანუ კნინი, ახალი არა ნაკურთხი მოიღე, და ზეთი ესე, რომელ უკუე არს კურთხეულ, კანკელსა იყოს, რათა ამბორის-მყოფილთა სცხებდე, და უკუეთუ გენებოს საჭმელთა შთაასხი, ხოლო ღჳნოჲ, რომელ კურთხეულ არს, კეთილ მადლობით იჴუმევის, და პურნი განსაყოფელად, ნაწილად დააწულილენ, და განუყავ გინა სახლთა პატიოსნად ტრაპეზსა ზედა, პირველად საჭმლისა მიღებისა იჴუმევის, და ჴუარბალი გინა დასთესე, ანუ სხუათა თანა იფქლთა დაფქუვად შერთე, და მადლობით ელოდე. ხოლო პურსა და ღჳნოსა ამათ ზედა კურთხეულთა, წირვა ყოვლად არა იკადრების, ვითარცა გუაუწყებს საეკლესიოჲ შჯულის კანონი საღმრთოთა მოქმედებათათჳს. ხოლო სხუათა დღეთა, უკუეთუ არა იყოს დღესასწაული რომელიმე, ითქუმის მწუხრი ესრეთ: შემდგომად დიდისა კუერექსისა, კანონი რიგისა. და შემდგომად კანონისა კუერექსი მცირე.

უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა, დასდებელნი. ნათელი მხიარული: და წარდგომაჲ დღისა, გინა ალილუია. ესრეთ: და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, მწუხრსა ამას: და კუერექსი: აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი: სტიქარონსა ზედა დასდებელნი, და აწ განუტევე: წმიდაო ღმერთო. და ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა. და მერმე კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო:

სიბრძნით

ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა, მღდელმან თქუას

სიბრძნით.

გუაკურთხენ

ხოლო მგალობელთა

გუაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე…

მღდელმან

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი…

მგალობელთა

დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ

მღდელმან

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა

მგალობელთა

უპატიოსნესსა ქერუბინთასა:

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…

მღდელმან

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

დიდება და აწდა

მგალობელთა

დიდება და აწდა.

ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა…

ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.