გუაკურთხენ, მეუფეო
წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, იწყების ესრეთ: დიაკონმან
გუაკურთხენ, მეუფეო.
კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და…
მღდელმან
კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიხსენიე ეპარქიის მღდელ-მთავარი) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, წმიდისა ამის მონასტრისა) , და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა, და ცხოვრებისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და…
მღდელი იტყჳს ლოცვასა პირველი აღსავალისა საიდუმლოდ:
უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და დიდება მიუწთომელ, რომლისა წყალობაჲ აურაცხელ, და კაცთ-მოყუარებაჲ მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩუენ ზედა, და წმიდასა ამას სახლსა ზედა, და ჰყუენ ჩუენ თანა, და თანა მლოცველთა ჩუენთა თანა, მდიდრად წყალობანი, და მოწყალებანი შენნი:
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა…
ესრეთ ასამაღლებელი: რამეთუ
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
და იგალობების პირველი აღსავალი მგალობელთაგან. ხოლო შემდგომად აღსავალის დასრულებისა, მივალს დიაკონი ჩვეულებისა-ებრ, და დასდგების ადგილსა თჳსსა, თაყუანის-სცემს და იტყჳს:
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და…
ლოცვა მეორე აღსავალისა:
უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყუენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ ღმრთაებრივითა ძალითა შენითა, და ნუ დამიტევებ ჩუენ მოსავთა შენდამი:
შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
და იგალობების ეგრეთვე მგალობელთაგან მეორე აღსავალი, ხოლო დიაკონი მსგავსადვე ვითარცა პირველ ლოცვისა ჰყოფს. დიაკონმან
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
ზიართა ამათ, და ერთ ხმობითა ლოცვათა ჩუენდა…
ზიართა ამათ, და ერთ ხმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ ჰყუენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩუენისა მომნიჭებელმან ჩუენდა:
სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ. მღდელი იტყჳს ლოცვასა გამოსლვისა…
ხოლო იგალობების მესამე აღსავალი მგალობელთაგან, გინა მომიჴსენენი, უკუეთუ იყოს კჳრიაკე. ხოლო რაჟამს მიიწივნენ დიდებასა ზედა, მღდელი და დიაკონი დასდგებიან წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, და ჰყოფენ თაყუანის-ცემასა გგზის, და ესრეთ მიიღებს მღდელი წმიდასა სახარებასა, მისცემს დიაკონსა და წარმოვლენ მარჯვენით კერძო უკანით ტრაპეზისა, და ესრეთ გამოვლენ ჩრდილოეთით კერძო, წინა უძღოდეს მათ ლამპარნი, ჰყოფენ მცირესა გამოსვლასა, და ჩვეულებისაებრ დასდგებიან ადგილსა თჳსსა, მოიდრეკენ ორნივე თავსა, და დიაკონი იტყჳს
უფლისა მიმართ ვილოცოთ. მღდელი იტყჳს ლოცვასა გამოსლვისა საიდუმლოდ.
მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა…
ლოცვა გამოსლვისა.
მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მჴედრობანი ანგელოსთანი და მთავარ-ანგელოზთანი, მსახურებად დიდებისა შენისა: ჰყავ შესლვასა ჩუენსა თანა წმიდათაცა ანგელოზთა შესლვა, თანა მწირველად ჩუენდა, და თანა დიდების-მეტყველებად შენისა სახიერებისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი, და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი
ხოლო შემდგომად ლოცვის აღსრულებისა, იტყჳს დიაკონი წინაშე მღდლისა მჩვენებელი აღმოსავალად, მარჯვენითა ეპყრას გინგილა სამის თითითა.
აკურთხე, მეუფეო, წმიდა შესავალი.
კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ…
და მღდელი აკურთხევს, და იტყჳს:
კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნით აღემართენით
მერმე მივალს წინაშე მღდელ-მთავრისა, გინა წინამძღუარისა დიაკონი, და შეამთხვევს სახარებასა, უკუეთუ იყოს უპირატესი. ხოლო უკუეთუ არა იყოს, შეამთხვევს მას მღდელსა, ხოლო შემდგომად გალობისა აღსრულებისა, მივალს დიაკონი საშუალ, და დასდგების წინაშე მღდლისა აღამაღლებს მცირედ ჴელსა, და უჩუენებს წმიდასა სახარებასა, და იტყჳს დიდითა ჴმითა:
სიბრძნით აღემართენით.
მოვედით თაყუანის-ვსცეთ, და შეუვრდეთ ქრისტესა, გუაცხოვნენ ჩუენ…
ესრეთ თაყუანის-სცემს თჳთ, და მღდელი შეუდგების მას, და შევლენ წმიდასა შინა საკურთხეველსა, და დიაკონი უკუე დაასვენებს წმიდასა სახარებასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა, ხოლო მგალობელნი გალობენ:
მოვედით თაყუანის-ვსცეთ, და შეუვრდეთ ქრისტესა, გუაცხოვნენ ჩუენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკჳრველო, მგალობელნი შენნი: ალილუია, ერთ გზის.
აღდგომილო მკუდრეთით, მგალობელნი შენნი: ალილუია, ერთ გზის
ხოლო უკუეთუ იყოს კჳრიაკე:
აღდგომილო მკუდრეთით, მგალობელნი შენნი: ალილუია, ერთ გზის.
ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი…
ესრეთ ჩვეულებისაებრ ოხითა. მღდელი საიდუმლოდ: ლოცვა სამწმიდაოს ქებისა
ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი სამ წმიდითა ჴმითა სერაბიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყუანის იცემები, რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ, და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულის ხმის ყოფასა, და არა შეურაცხ ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მდაბალნი, და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანა-მდებისა თაყუანის-ცემისა, და დიდების მეტყველებისა შეწირვად შენდა, შენ მეუფეო შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთასა სამწმიდაო გალობაჲ, და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მოგჳტევენ ჩუენ ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა ჰყუენ ჩუენნი სულნი და ჴორცნი, და მომეც ჩუენ ღირსებით მსახურებაჲ შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის- მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა:
აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი
და რაჟამს მიიწივნენ საშუალ ოხითასა, იტყჳს დიაკონი წინაშე მღდლისა, რომელნი მოიდრეკენ ერთად თავსა, და ეპყრას გინგილა მარჯუენითა სამისა თითითა:
აკურთხე, მეუფეო, ჟამი სამწმიდაოსი.
უფალო, აცხოვნე კეთილ მსახურნი, და ისმინე ჩუენი
ხოლო მღდელი ჯუარს გამოსახავს მას, და დიაკონი გამოვალს აღსავლის კარით, დადგების ამბიონზე, მზირალი აღმოსავალით და მაღალი ხმით იტყჳს:
უფალო, აცხოვნე კეთილ მსახურნი, და ისმინე ჩუენი.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მგალობელთა გაიმეორონ იგივე, ხოლო შემდგომად: დიაკონი
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდა ხარ ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
წმიდა ხარ ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდე
და დიაკონმან დაასრულოს: და
უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ბრძანე მეუფეო
დიაკონი საკურთხეველში შემოვიდეს აღსავლის კარით და მღდელისაგან მარჯუენით ტრაპეზს ემთხვიოს. ხოლო გალობენ წმიდაო ღმერთსა, ამას იტყჳან თჳთ მღდელი და დიაკონი, და ორნივე ერთად თაყუანის ჰსცემენ გ-გზის, წინაშე წმიდისა ტრაპეზისა. ესრეთ დიაკონი იტყჳს წინაშე მღდლისა:
ბრძანე მეუფეო.
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
და მივლენ უმაღლესსა ადგილსა, და მღდელი მგზავრ იტყჳს:
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
აკურთხე, მეუფეო, მაღალი დასაჯდომელი
დიაკონი
აკურთხე, მეუფეო, მაღალი დასაჯდომელი.
კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა და მეუფებისა…
ხოლო მღდელმან
კურთხეულ ხარ საყდართა ზედა დიდებისა და მეუფებისა შენისათა, მჯდომარე ქერუბიმთა ზედა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოხედენ
(უწყოდეთ რამეთუ მღდელსა არა შუენის უმაღლესსა ადგილსა აღსლვა, არცა დაჯდომა მას ზედა, არამედ დასჯდების უმაღლესისა საყდრისა, სამხრეთით კერძო.) და შემდგომად აღსრულებისა წმიდაო ღმერთსა, დიაკონი მოვალს წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და იტყჳს:
მოხედენ.
მშჳდობა ყოველთა
ხოლო მღდელმან ასამაღლებელი:
მშჳდობა ყოველთა.
სულისაცა შენისა თანა
და მკითხველი იტყჳს: და
სულისაცა შენისა თანა.
სიბრძნით
და დიაკონმან კუალად:
სიბრძნით.
წარდგომა, ფსალმუნი დავითისი
და მკითხველმან,
წარდგომა, ფსალმუნი დავითისი.
სიბრძნით
მერმე დიაკონმან.
სიბრძნით.
საქმე წმიდათა მოციქულა საკითხავი: ან რომაელთა, გინა…
და მკითხველმან წერილი მოციქულთა.
საქმე წმიდათა მოციქულა საკითხავი: ან რომაელთა, გინა, კორინთელთა, გინა, გალატელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.
მოხედენ
და კუალად დიაკონმან:
მოხედენ.
მშჳდობა შენდა
ხოლო გალობასა ზედა წარდგომისა, მიიღებს დიაკონი სასაკმეველსა და საკმეველსა, მივალს წინაშე მღდელისა, და მიიღებს კურთხევასა მისგან, შემოუკმევს წმიდასა ტრაპეზსა ჯუარის სახედ, და საკურთხეველსა, სრულიად და მღდელსა. ხოლო შემდგომად სამოციქულოსა აღსრულებისა, იტყჳს მღდელი:
მშჳდობა შენდა.
სულისაცა შენისა თანა. ალილუია გ-გზის
მკითხველმან: და
სულისაცა შენისა თანა. ალილუია გ-გზის.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო მეუფეო, ღმრთის-მეცნიერებისა…
ხოლო მღდელი, წმიდა ტრაპეზის წინაშე იტყჳს ლოცვასა ამას: ლოცვა პირველ სახარებისა.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო მეუფეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწდომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ჴორციელი გულის-თქმაჲ დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
აკურთხე, მეუფეო, სიტყუანი კეთილ-მაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და…
ხოლო დიაკონი მივალს წინაშე მღდლისა და მიიღებს წმიდასა ოთხთავსა, გავალს წმიდის კარით, დასდგების საშუალო ტაძრისა და მაღალის ხმით იტყჳს:
აკურთხე, მეუფეო, სიტყუანი კეთილ-მაუწყებელისა წმიდისა, დიდებულისა და ყოვლად ქებულისა მოციქულისა და მახარებელისა, (სახელი).
ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა, და ყოვლად ქებულისა…
მღდელი იტყჳს:
ღმერთმან ვედრებითა წმიდისა დიდებულისა, და ყოვლად ქებულისა მოციქულისა, და მახარებელისა (სახელი) , გცეს შენ (ჯუარსა დასახავს) სიტყუაჲ კეთილ მითხრობისა ძალითა მრავლითა, აღსრულებად სახარებისა, საყვარელისა ძისა თჩსისა, უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა:
ამინ
ხოლო დიაკონმან სთქვას
ამინ.
სიბრძნით აღემართენით, და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშჳდობა ყოველთა
მღდელმან
მშჳდობა ყოველთა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
იოანესაგან, გინა, მათესაგან, გინა, მარკოზისაგან, ანუ ლუკასაგან…
დიაკონმან
იოანესაგან, გინა, მათესაგან, გინა, მარკოზისაგან, ანუ ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
მგალობელთა
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მოხედენ
მღდელმან
მოხედენ.
მშჳდობა შენდა, კეთილ მომთხრობელო
და შემდგომად სახარების აღსრულებისა, იტყჳს მღდელი:
მშჳდობა შენდა, კეთილ მომთხრობელო.
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა
მგალობელთა
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა…
და მივალს დიაკონი ვიდრე წმიდის კარისა, და მისცემს წმიდასა სახარებასა მღდელსა, და დაჴშავს წმიდასა აღსავლის კარსა, დიაკონი დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა, და იტყჳს ესრეთ:
ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ყოვლისა მპყრობელო ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
აქა განიშლების ოდიკი არა სრულად, კერძოდ, განიშლების ყოველი მხარე, გარდა ზედა მხარისა, ის კათაკმეველთა კუერექსის დროს გადიშლება. მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე…
ლოცვა შევრდომით სავედრებელი.
უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე მონათა შენთაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩუენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერისა წყალობისასა:
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიხსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ძმათა ჩუენთა, მღდელთა, მღდელ მონოზონთა, და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლ-მადიდებელთა პატრიარქთა, და კეთილ მსახურთა მეფეთა, და კეთილ-მორწმუნეთა დედოფალთა, და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (ანუ მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთა ერთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
უკუეთუ იყოს მიცვალებულთათჳს შეწირვა, დიაკონმან, სთქვას კუერექსი:
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მერმეცა გევედრებით განსუენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელი), და ყოველთა აქა მოხსენიებულთა, და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ უკუდავისა მეუფისა, და ღმრთისა ჩუენისაგან მათთვის ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონი
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკუდილი…
მღდელმან:
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკუდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსუენე სულთა მონათა შენთასა, (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანჳლოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქუმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყჳთნი, და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყუა შენი ჭეშმარიტ:
შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსუენება…
ასამაღლებელი: რამეთუ
შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსუენება, მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, (სახელი) , და ყოველთა აქა მოხსენებულთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ
ესრეთ დიაკონმან
ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მორწმუნენო კათაკმეველთათჳს ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ასწავოს მათ სიტყუა ჭეშმარიტებისა
და
ასწავოს მათ სიტყუა ჭეშმარიტებისა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა
და
გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
უფალო, შეგჳწყალენ
და ესრეთ განმარტოს ოდიკი სრულიად. მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეართნეს იგინი წმიდასა თჳსსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი ღმერთო მადლითა შენითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
კათაკმეველნო თავნი თქუენნი უფალსა მოუდრიკენით.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ…
ლოცვა კათაკმეველთათჳს:
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ ხარ, და მდაბალთა ხედავ, რომელმან ცხოვრებისათჳს კაცთასა მოავლინე მხოლოდ შობილი ძე შენი და ღმერთი, და უფალი ჩუენი იესო ქრისტე, მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა, მომდრეკელთა შენდა ქედთა მათთასა, და ღირს ჰყუენ იგინი ჟამსა შინა კეთილსა, საბანელსა მეორედ შობისასა, მიტევებასა ცოდვათასა, და სამოსელსა უხრწნელებისასა, შეაერთენ იგინი წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა, და თანა აღრაცხენ იგინი რჩეულსა შენსა სამწყსოსა:
რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ, ყოვლად…
ესრეთ ასამაღლებელი.
რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ, ყოვლად პატიოსანსა, და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მღდელი აღიღებს ღრუბელსა და ოდიკსა ზედა ღრუბელითა დასახავს ჯუარსა. მგალობელთა
ამინ.
რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენნი…
ხოლო დიაკონი იტყჳს:
რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირს მყოფელსა…
ლოცვა მორწმუნეთა პირველი, შემდგომად ოდიკის გაშლისა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღირს მყოფელსა ჩუენსა წარდგომად აწცა წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და შევრდომად შენთა მოწყალებათა ჩუენთა ცოდვათათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მიითუალე ღმერთო ვედრებაჲ ჩუენი, მყვენ ჩუენ ღირს ყოფად შეწირვად შენდა ვედრებათა და ოხათა, და მსხუერპლთა უსისხლოთა ყოვლისათჳს ერისა შენისა, და კმა მყვენ, ჩუენ რომელნი დასხმენ მსახურებასა ამას შენსა, ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, უბრალოდ და დაუბრკოლებელად, წმიდითა მოწამებითა სჳნიდისისა ჩუენისათა, ხდად შენდა ყოველსა ჟამსა და ადგილსა, რათა მსმენელი ჩუენი მწყალობელ ჩუენდა იყო, სიმართლითა შენისა სახიერებისათა:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სიბრძნით
დიაკონი
სიბრძნით.
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა…
ასამაღლებელი. რამეთუ
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, კრძალულებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
კვალადცა, და მრავალ-გზის შენ შეგივრდებით, და შენ…
ლოცვა მორწმუნეთა ბ.
კვალადცა, და მრავალ-გზის შენ შეგივრდებით, და შენ გევედრებით სახიერო, და კაცთ-მოყუარეო, რათა მოხედვითა ვედრებასა ჩუენსა, განსწმიდნე სულნი ჩუენნი და ჴორცნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა, და მომეც ჩუენ უბრალოდ და დაუსჯელად წარდგომად წმიდასა შენსა საკურთხეველსა: მომმადლენ, ღმერთო, ჩუენთანა მლოცველთაცა, წარმართებაჲ ცხოვრებისა, და სარწმუნოებისა, და გულისჴმის-ყოფისა სულიერისა, მოეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და ზეცისა სასუფეველსა ღირს-ყოფად.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სიბრძნით
დიაკონი
სიბრძნით.
რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა…
და შევალს დიაკონი სამხრეთ კარით. ასამაღლებელი.
რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
არა ვინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა…
იღება აღსავლის კარი. ესრეთ მიიღებს დიაკონი სასაკმეველსა და საკმეველსა დაასხამს, მივალს წინაშე მღდლისა და მიიღებს კურთხევასა მისგან, შემოუკმევს წმიდასა ტრაპეზსა ჯუარის სახედ, და საკურთხეველსა სრულიად, და მღუდელსა, ხოლო იტყჳს ნ ფსალმუნსა, და ოხითასა სინანულისასა, რომელიცა ენებოს ერთად მღდლისა თანა, ხოლო მღდელმან სთქვას თჳსად ქერუბიმთა გალობასა ზედა ლოცვა ესე:
არა ვინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა გულის თქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო, რამეთუ მსახურება შენი, დიდ არს და საშინელ თჳთ მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათჳს და აურაცხელისა კაცთ-მოყუარებითა, უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ, და მღდელ-მთავრად ჩუენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა მღდელ-მოქმედებაჲ მოგუანიჭე ჩუენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩუენო, მეუფებ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი, და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შინა განსუენებულო, შენ უკუე გევედრები მხოლოსა სახიერსა და კეთილ მსმენელსა, მოიხილე ჩემ ცოდვილსა ზედა და უჴმარსა მონასა შენსა, და განსწმიდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღდელობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ჴორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა, რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა, და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხუერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს მყოფელისა…
ხოლო შემდგომად ლოცვისა და კმევისა აღსრულებისა, იტყჳან თჳთ ქერუბიმთა გალობასა გ-გზის, მღდელი და დიაკონი წმიდა ტრაპეზის წინაშე, და შემდგომად თჳთეულისა აღსრულებისა, თაყუანის-სცემენ ერთ გზის. მღდელი
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს მყოფელისა სამებისა, სამ-წმიდა-არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა.
ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოზთა-ებრ უხილავად ძღუნის…
დიაკონი: და
ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოზთა-ებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე…
ესრეთ წარვალს წინა დაგებულისად, წინა უძღოდეს დიაკონი, და უკმევს სიწმიდეთა, და ევედრებიან თჳსად
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე. გ-გზის
აღიღე მეუფეო
დიაკონი იტყჳს წინაშე მღდლისა:
აღიღე მეუფეო.
აღიღეთ ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ, და აკურთხევდით…
და მღდელი აღიღებს დაფარნასა, და დასდებს მარცხენასა მჴარსა ზედა მისსა, და იტყჳს:
აღიღეთ ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ, და აკურთხევდით უფლისა.
ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მთავრობა, და მჴედრობა…
ესრეთ წმიდასა ფეშხუმსა მიიღებს, და დაადგამს თავსა ზედა დიაკონისასა ყოვლითა შიშითა და კრძალულებითა, ხოლო თჳთ წმიდასა ბარძიმსა ხელთა მიიღებს, და გამოვლენ ჩრდილოეთით კერძო, წინა უძღოდეს მათ ლამპარნი, და მოვლიან მვედრებელნი. დიაკონი იტყჳს:
ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მთავრობა, და მჴედრობა მისი, მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და…
და შევალს დიაკონი აღსავლის კართ და დადგების ფეშხუმით ხელში, ტრაპეზთან სამხრეთით კერძო და მუხლის მომდრეკი ტრაპეზთან დაელოდება მღდელს. ხოლო მღდეოი იტყჳს:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. (აქა მოიხსენიოს მღდელ-მთავარი, ვისიცა ეპარქია იყოს.). კეთილ მორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელნი, მგალობელნი, თქუენ აქა მდგომარენი, მვედრებელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჴსნა უხრწნელი ჴორცი შენი…
და მღდელი ბარძიმით ჯურის გამომსახველი შევა საკურთხეველში, დაასვენებს წმიდასა ბარძიმსა წმიდასა ტრაპეზსა ზედა, ხოლო წმიდასა ფეშხუმსა აღიღებს თავისაგან დიაკონისა, დასდგამს მასცა წმიდასა ზედა ტრაპეზსა და იტყჳს:
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჴსნა უხრწნელი ჴორცი შენი, და არმენაკითა წმიდათა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
საფლავსა შინა ჴორცითა, ჯოჯოხეთს შინა სულითა ვითარცა ღმერთი, ხოლო სამოთხეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა იყავ ქრისტე, ყოვლისა აღმავსებელ გარე შემოუწერელო.
ვითარცა ცხოვრება-შემოსილ, ვითარცა ნანდჳლ სამოთხისა უშუენიერეს, და ყოვლისა სამეუფოჲსა სასძლოჲსა უბრწყინვალეს გამოსჩნდა, ქრისტე, საფლავი შენი, წყარო იგი ჩუენისა აღდგომისა.
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჴსნა უხრწნელი ჴორცი შენი…
ესრეთ დაფარნათა უკუე აღიღებს სამღდელოსაგან ფეშხუმისა, და წმიდისაგან ბარძიმისა, და დასდებს ერთ კერძო წმიდისა ტრაპეზისა, ხოლო დაფარნასა მჴრისაგან დიაკონისა აღიღებს, უკმევს და დააფარებს მათ სიწმიდეთა და იტყჳს:
შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჴსნა უხრწნელი ჴორცი შენი, და არმენაკითა წმიდათა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა, და…
და მიიღებს სასაკმეველსა ჴელისაგან დიაკონისა, უკმევს სიწმიდეთა გ-გზის, და იტყჳს:
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა, და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
მომიჴსენე მე, ძმაო და თანა მწირველო
და მისცემს სასაკმეველსა და შთაუტევებს ფილონსა, ხოლო მოიდრეკს თავსა, და ეტყჳს დიაკონსა:
მომიჴსენე მე, ძმაო და თანა მწირველო.
მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან მღდლობა შენი სასუფეველსა თჳსსა
დიაკონი მიუგებს:
მოიჴსენოს უფალმან ღმერთმან მღდლობა შენი სასუფეველსა თჳსსა.
ლოცვა ჰყავ ჩემთჳს, მეუფეო წმიდაო
ესრეთ, და დიაკონი მოუდრეკს თავსა თჳსსა, ერთად ეპყრას გინგილა სამითა თითითა მარჯვენისათა, და იტყჳს წინაშე მღდლისა:
ლოცვა ჰყავ ჩემთჳს, მეუფეო წმიდაო.
სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი…
მღდელმან:
სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ.
იგივე სული თანა-მოქმედ გუექმნას ჩუენ, ყოველთა დღეთა…
და დიაკონმან: ხოლო
იგივე სული თანა-მოქმედ გუექმნას ჩუენ, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.
მომიჴსენე მე, მეუფეო წმიდაო
და კუალად დიაკონმან:
მომიჴსენე მე, მეუფეო წმიდაო.
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე…
და მღდელმან:
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
დიაკონმან
ამინ,
აღუსრულოთ ვედრებაჲ ჩუენი უფალსა
და ემთხვევის მარჯვენესა მღდლისასა, და განვალს ჩრდილოეთით კარით, დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა და იტყჳს:
აღუსრულოთ ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღუენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი…
ლოცვა დაგებისა შემდგომად დადგმისა საღმრთოთა ძღუენთასა წმიდასა ზედა ტრაპეზსა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი შეიწირავ მსხუერპლსა ქებისასა მათგან, რომელნი გხადიან შენ ყოვლითა გულითა, მიითუალე ჩუენიცა ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეიწირე წმიდასა შენსა საკურთხეველსა, და კმა მყვენ ჩუენ შეწირვად შენდა ძღუენთა და მსხუერპლთა სულიერთა ჩუენთა ცოდვათათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, და ღირს მყვენ ჩუენ პოვნად მადლსა წინაშე შენსა, კეთილ მითუალულ ყოფად შენდა მსხუერპლი ჩუენი, და დამკჳდრებად სულსა მადლისა შენისასა სახიერსა ჩუენზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა, და ყოველსა ერსა შენსა:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვილხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
მოწყალებათათჳს მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა…
ასამაღლებელი:
მოწყალებათათჳს მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობა ყოველთა
მღდელმან
მშჳდობა ყოველთა
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ
დიაკონმან:
ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა…
მგალობელთა
მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა, და განუყოფელსა
შეგიყვარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო…
და მღდელი თაყუანის-სცემს გ-გზის, და იტყჳს:
შეგიყვარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო. გ-გზის.
ქრისტე არს ჩუენ შორის
და ემთხვევა სიწმიდეთა, ესრეთ ვითარცა არს დაფარებული, პირველად ზემოთ წმიდასა ფეშხუმსა, ესრეთვე ზემოთ წმიდასა ბარძიმსა, და კიდურსა წმიდისა ტრაპეზისასა წინაშე ორისავე, უკუეთუ იყვნენ მღდელნი ორნი, გინა მრავალნი, იგინიცა ემთხვევიან სიწმიდეთა ყოველნივე, და ურთიერთ არსთა მჴართა. ხოლო უპირატესი იტყჳს:
ქრისტე არს ჩუენ შორის.
არს და იყოს
და მიუგებს მთხვეველი:
არს და იყოს.
კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ
ესრეთვე და დიაკონნი უკუეთუ იყვნენ ორნი, გინა სამნი, ემთხვევიან თჳთეული გინგილასა თჳსსა სადაცა არს ჯუარი დასახული, და ურთიერთ არსთა მჴართა, და ესრეთვე იტყოდენ, ვითარცა მღდელნი. ხოლო მსგავსად დიაკონი თაყუანის-სცემს სადაცა მდგომარე არს ადგილსა, და ემთხვევა გინგილასა თჳსსა, სადაცა არს სახე ჯუარისა და ესრეთ იტყჳს:
კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.
მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა…
ხოლო მღდელი აღიღებს დაფარნასა, და იპყრობს წმიდასა ზედა ძრვენსა. ხოლო უკუეთუ იყვნეს სხუანიცა მღდელნი მსახურნი, ესრეთვე აღიღებენ სიწმიდეთაგან დაფარნასა, და იპყრობენ წმიდასა ზედა ძღუენსა, და სძრვიდენ, და იტყჳან თჳსად ვითარცა ერნი, აღსარებასა სარწმუნოებისასა:
მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე ძე ღმრთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ არსი მამისა რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთჳს კაცთათჳს, და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების, და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარ-მეტყველთა მიერ. ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით, და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა. ამინ.
ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას…
დიაკონმან
ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას შესაწირავსა მშჳდობით შეწირვადსა.
წყალობა, მშჳდობა, შესაწირავი ქებისა
მგალობელთა
წყალობა, მშჳდობა, შესაწირავი ქებისა.
მადლი უფლისა: ხოლო დიაკონი თაყუანის-სცემს, და შევალს…
და მღდელი უკუე აღიღებს დაფარნასა სიწმიდეთაგან, და ემთხვევა, და ერთსა ადგილსა დასდებს და იტყჳს
მადლი უფლისა: ხოლო დიაკონი თაყუანის-სცემს, და შევალს წმიდასა შინა საკურთხეველსა.
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და სიყუარული…
ასამაღლებელი:
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქუენ ყოველთა თანა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
გუაქუნდინ გულნი
მღდელმან: ზე
გუაქუნდინ გულნი.
გუაქუს უფლისა მიმართ
მგალობელთა
გუაქუს უფლისა მიმართ.
ვმადლობდეთ უფალსა
მღდელმან
ვმადლობდეთ უფალსა.
ღირს არს და მართალ თაყუანის-ცემა მამისა და…
მგალობელთა
ღირს არს და მართალ თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.
ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა…
ხოლო მღდელმან ლოცვა:
ღირს არს და მართალ შენდა ქებად, შენდა კურთხევად, შენდა გალობად, შენდა მადლობად, შენდა თაყუანის-ცემად, ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწთომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ შენ, და მხოლოდშობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა, რამეთუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ, და დაცემულნი კუალად აღმადგინენ, და არა განეყენე ყოვლისა ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუენ, და მოგუმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისა: ამათ ყოველთათჳს გმადლობთ შენ, და მხოლოდ შობილსა ძესა შენსა, და სულსა შენსა წმიდასა, ყოველთათჳს, რომელ უწყით, და რომელ არა უწყით, საჩინოთა და უჩინოთა ქველის-მოქმედებათა ჩუენდა მომართ ქმნილთა, გმადლობთ შენ შეწირვისაცა ამისთჳს, რომლისა ჴელთაგან ჩუენთა შეწირვა ღირს იჩინე, დაღათუ შენსა გარემოს სდგანან, ათასეულნი მთავარ-ანგელოზთანი, და ბევრეულნი ანგელოზთანი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ექუს-ექუს ფრთენი, მრავალთუალნი, აღპყრობილნი ფრთეებითა:
ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მჴმობელნი, მღაღადებელნი, და მეტყველნი
ასამაღლებელი:
ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მჴმობელნი, მღაღადებელნი, და მეტყველნი:
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან…
და აქა კუალად დიაკონი აღიღებს წმიდასა ვარსკვლავსა წმიდისაგან ფეშხუმისა და ზედა მისსა გამოსახავს მითა ჯუარსა, ემთხვევა, და დასდებს. მგალობელთა
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა.
შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო…
მღდელმან ლოცვა:
შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა ჩუენცა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ვჴმობთ, და ვიტყჳთ, წმიდა ხარ და ყოვლად-წმიდა, შენ, და მხოლოდ შობილი ძე შენი, და სული შენი წმიდა, და დიდად შუენიერ დიდება შენი, რომელმან სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ, არა წარსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენთჳს განგებულება სრულ ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თჳსსა ცხოვრებისათჳს სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ჴელთა, გმადლობდა, და აკურთხა, და წმიდა ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან:
მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი…
ასამაღლებელი:
მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი მისატევებელად ცოდვათა:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ჰსუთ ამისაგან ყოველთა: უჩვენებს თჳთ წმიდასა ბარძიმსა
ხოლო ამას რა იტყოდეს აჩვენებს მღდელსა დიაკონი წმიდასა ფეშხუმსა, ეპყრას გინგილაჲ სამითა თითითა მარჯვენისათა, მსგავსადვე და რაჟამს სთქვას მღდელმან:
ჰსუთ ამისაგან ყოველთა: უჩვენებს თჳთ წმიდასა ბარძიმსა.
მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა
მღდელმან საიდუმლოდ:
მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა:
ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი…
ასამაღლებელი:
ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთჳს და მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მომჴსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა, და ყოველთა…
მღდელმან ლოცვა:
მომჴსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა, და ყოველთა ჩუენთჳს ქმნილთა, ჯუარისა, დაფლვისა სამ დღე, და აღდგომისა, ზეცად აღსლვისა, მარჯვენით დაჯდომასა, მეორისა და დიდებულისა კუალად მოსლვისა:
შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათჳს
ასამაღლებელი:
შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათჳს.
შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო…
ხოლო ამას რა იტყოდეს, დიაკონი ჴელთა ჯუარის სახედ დაადებს, და ასწევს წმიდასა ფეშხუმსა, და წმიდასა ბარძიმსა, ჯუარის გამომსახველი აღმოსავლეთით, და თაყუანის-სცემს სულ-თქმით. მგალობელთა
შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო.
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას, და უსისხლოსა…
ხოლო მღდელმან ლოცვა:
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას, და უსისხლოსა მსხუერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი, ჟამსა მესამესა…
მღდელმან
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი, ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
გული წმიდა დაბადე ჩემ-თანა, ღმერთო, და სული…
დიაკონმან
გული წმიდა დაბადე ჩემ-თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი
კუალად მღდელმან
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი:
განმაგდებ მე პირსა შენისაგან, და სულსა წმიდასა…
დიაკონმან: ნუ
განმაგდებ მე პირსა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი
და კუალად მღდელმან
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი:
აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე
ესრეთ მოიდრეკს თავსა დიაკონი, და უჩუენებს გინგილითა წმიდასა პურსა და ეტყჳს საიდუმლოდ:
აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე.
ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ჴორც ქრისტეს…
ხოლო მღდელი დასწერს ჯუარს წმიდასა ძღუენსა და იტყჳს: და
ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ჴორც ქრისტეს შენისა.
ამინ
დიაკონმან
ამინ.
აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე
და კუალად დიაკონმან
აკურთხე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი ესე.
ბარძიმსა ამას შინა, პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა
და მღდელმან, აკურთხოს, და სთქვას: ხოლო
ბარძიმსა ამას შინა, პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა.
ამინ
დიაკონმან
ამინ.
აკურთხე, მეუფეო, ორივე
და კუალად დიაკონი უჩუენებს ორთავე სიწმიდეთა, და ეტყჳს:
აკურთხე, მეუფეო, ორივე.
შესცვალე სულითა შენითა წმიდითა
ხოლო მღდელი აკურთხევს ორთავე სიწმიდეთა, და იტყჳს:
შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.
ამინ, ამინ, ამინ
დიაკონმან
ამინ, ამინ, ამინ.
მომიჴსენე მე, წმიდაო მეუფეო ცოდვილი
და მოუდრეკს დიაკონი თავსა მღდელსა, და ეტყჳს:
მომიჴსენე მე, წმიდაო მეუფეო ცოდვილი.
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა ყოვლადვე…
ხოლო მღდელი ეტყჳს:
მოგიჴსენოს შენ უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თჳსსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
დიაკონმან
ამინ.
რათა ექმნეს მიმღებელთა, განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა…
ხოლო მღდელმან ლოცვა:
რათა ექმნეს მიმღებელთა, განსაფრთხობელად სულისა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად წმიდისა სულისა შენისა, სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებად, კადნიერებად წინაშე შენსა, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას მსხუერპლსა, სარწმუნოებით შესვენებულთათჳს პირველთა მამათა, მამათ-მთავართა, წინასწარ-მეტყველთა, მოციქულთა ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა, და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა:
უმეტესად ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა…
ხოლო მღდელი საცეცხლურით ტრაპეზის წინ ძღუენს უკმევს ცხრა გზის და იტყჳს:
უმეტესად ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთის-მშობელო…
დიაკონი ჩამოართმევს საცეცხლურს მღდელს, შემოუკმევს წმიდასა ტრაპეზს, და საკურთხეველს აკმევს სრულიად, შემდეგ უკმევს უპირატესსა სამ-გზის (ხოლო თუ მღდელ-მთავარი იყოს ცხრა-გზის) და ყოველთა სხვათა და დასდებს სასაკმეველსა. მგალობელთა იგალობონ:
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთის-მშობელსა გალობით გადიდებდეთ.
წმიდისა წინასწარ-მეტყუელისა იოანე წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმიდათა…
ხოლო მღდელმან ლოცვა:
წმიდისა წინასწარ-მეტყუელისა იოანე წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და წმიდისა (სახელი) რომლისაცა ჴსენებასა აღვასრულებთ, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელთა ვედრებითა მომხედენ ჩუენ, ღმერთო, და მოიჴსენენ ყოველნი დაძინებულნი სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა: (სახელები) და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა.
მერმეცა გევედრებით შენ, მოიჴსენე, უფალო, ყოველი მართლ-მადიდებელი პატრიარქნი და მამათმთავარნი და მღდელთმთავარნი, მართლ-მკვეთელნი სიტყჳსა შენისა ჭეშმარიტებისა, ყოველი მღვდლობა, და ქრისტეს მიერ დიაკონობა, და ყოველი სამღდელო დასი.
მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყჳერსა ამას მსხუერპლსა, სოფლისათჳს, და წმიდისა, კათოლიკე და სამოციქულოჲსა ეკლესიათათჳს, უბრალოდ და ღირსებით მოქალაქობისა მქონებელთათჳს.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს. მიეც მათ, უფალო, მშჳდობით მოქალაქეობაჲ, რათა ჩუენცა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული და მყუდრო ცხოვრება გუაქუნდეს, ყოვლითა კეთილ მსახურებითა და პატიოსნებითა:
პირველად მოიჴსენე, უფალო, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად…
და შემდგომად გალობის მუჴლისა მღდელმან, ასამაღლებელი:
პირველად მოიჴსენე, უფალო, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამიჲ ჩუენი ილია, (სახელი მმართველი ეპისკოპოსისა) რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშჳდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელებით, მართლმკვეთელობით სიტყჳსა შენისა ჭეშმარიტებისათა (ხოლო უკეთუ მღდელთმთავარი წირვიდეს ძღველსა მოიხსენებს რა პატრიარქსა სიტვებით: პირველად მოიხსენე... შემდგომ უპირატესი მღდელი წარმოსთქვამს მღვდელთმთავრისათვის არა „პირველად მოიხსენე“..., არამედ „და კვალად მოიხსენე“... და შემდგომი მისი).
ყოველთა და ყოვლისათჳს
და მგალობელთა იგალობონ:
ყოველთა და ყოვლისათჳს.
მოიჴსენე, უფალო, ქალაქი რომელსა შინა ვმსხემობთ, და…
ხოლო მღდელმან ლოცვა.
მოიჴსენე, უფალო, ქალაქი რომელსა შინა ვმსხემობთ, და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი, და სარწმუნოებით მკჳდრნი მას შინა, მოიჴსენე, უფალო, მენავენი, მოგზაურნი, სნეულნი, მშრომელნი, ტყვეთა მჴსნელნი, და ცხოვრება მათი. მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთმელნი, და კეთილის-მყოფელნი წმიდათა შენთა ეკლესიათანი, და მომჴსენებელნი გლახაკთანი, და ჩუენ ყოველთა ზედა მოწყალებანი შენნი გარდამოგჳვლინე:
მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა, და ერთითა…
ასამაღლებელი: და
მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა, და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა და დიდად-შუენიერსა, სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა…
ასამაღლებელი: და
იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესნი თქუენ ყოველთა თანა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, მერმე და მერმე მშჳდობით…
დიაკონი ისწავებს ჟამსა მღდლისაგან, განვალს და დასდგების ჩვეულებისაებრ თჳსსა ადგილსა, და იტყჳს:
ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეწირულთა ამათთჳს, და განწმედილთა პატიოსანთა ძღუენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
რათა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა, და ზესთა ცათასა, და საცნაურსა საკურთხეველსა მისსა, საყნოსელად სუნად სუნნელად შეიწირნეს, და ნაცვლად გარდამოგჳვლინოს ჩუენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა და სასოებასა…
მღდელმან ლოცვა.
შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა და სასოებასა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, და გხადით შენ, და გევედრებით, და შეგივრდებით, ღირს მყვენ ჩუენ მოღებად ზეცისა შენთა შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა, ამის სამღდელოსა და სულიერისა ტრაპეზისათა, წმიდითა სჳნიდისითა, მოსატევებელად ცოდვათა, შესანდობელად ბრალთა, სულისა წმიდისა ზიარებად, სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებად, ნუ სასჯელად, გინა დასასჯელად:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვილხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად…
ასამაღლებელი: და
ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად, და ხდად შენდა ზეცათა ღმერთსა მამისა და თქმად:
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…
ერთა სთქუან მამაო ჩუენო, ხოლო დიაკონი მდგომარე წინაშე წმიდისა კარისა შემოირტყავს გინგილასა ჯუარის სახედ:
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ, თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და…
მღდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობა ყოველთა
მღდელმან
მშჳდობა ყოველთა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ
დიაკონმან
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოჲთა ძალითა…
(და დიაკონი შევალს საკურთხეველში სამხრეთით კერძო) მღდელმან ლოცვა.
გმადლობ შენ, მეუფეო უხილავო, რომელმან უზომოჲთა ძალითა შენითა ყოველნი დაბადენ, და სიმრავლითა წყალობისა შენისათა არა არსისაგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ ყოველნი: შენ მეუფეო, ზეცით მოიხილე მათ ზედა, რომელთა მოუდრეკიან შენდა თავნი მათნი, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთა მოუდრიკნეს, არამედ შენ საშინელსა ღმერთსა, შენ უკუე, მეუფეო, ჩუენ ყოველთა წინამდებარენი კეთილად განაწრფელენ, თჳთოეულისა საჴმარისაებრ: მენავეთა თანა მენავობად, მოგზაურთა თანა მოგზაურობად, სნეულნი განკურნენ, მკურნალო სულთა და ჴორცთაო:
მადლითა, და წყალობითა, და კაცთ-მოყუარებითა, მხოლოდ შობილისა…
ასამაღლებელი:
მადლითა, და წყალობითა, და კაცთ-მოყუარებითა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მოიხილე, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, წმიდით…
მღდელმან ლოცვა.
მოიხილე, უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, წმიდით სამკჳდრებელით შენით და საყდრით დიდებისა სუფევისა შენისაჲთ, და მოვედ წმიდა-ყოფად ჩუენდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ, და აქა ჩუენ თანა უხილავად თანა-მყოფობ: და ღირს მყვენ ჩუენ, მტკიცითა ჴელითა შენითა მოცემად ჩუენდა უხრწნელი ჴორცი შენი, და პატიოსანი სისხლი შენი, და ჩუენ მიერ ყოველსა ერსა შენსა:
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე…
შემდგომად ამის ლოცვის თქმისა, ესრეთ თაყუანის-სცემს მღდელი და მსგავსადვე დიაკონიცა, სადაცა სდგანან ადგილსა, და იტყჳან საიდუმლოდ;
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე. გ-გზის.
მოხედენ
ხოლო რაჟამს იხილოს დიაკონმან მღდელი ჴელ განპყრობით, და აღმღებელი წმიდისა პურისა, რომლითა ჰყოფს ამაღლებასა, იტყჳს:
მოხედენ.
წმიდა წმიდათა
ხოლო მღდელი აღამაღლებს წმიდასა პურსა და იტყჳს
წმიდა წმიდათა.
ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესო…
მგალობელთა
ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ.
განსტეხე, მეუფეო, წმიდა პური
და იგალობებენ მგალობელნი განიცადესა დღისასა, გინა წმიდისასა, დიაკონი იტყჳს:
განსტეხე, მეუფეო, წმიდა პური.
განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღმრთისა, განიტეხების და…
ხოლო მღდელი განყოფს ოთხად ნაწილად შიშით, და კრძალულებით და იტყჳს:
განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღმრთისა, განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების და არა დაილევის, არამედ მზიარებელთა განსწმედს.
იჳ უკუე დასდევ ზემოთ კერძო წმიდისა ფეშხუმისა…
განყოფა წმიდისა ტარიგისა. ჰშუენის შენდა უწყებად ჵ მღდელო, ვითარ განყო წმიდა ტარიგი,
იჳ უკუე დასდევ ზემოთ კერძო წმიდისა ფეშხუმისა, რომელი არს აღმოსავალით: ხოლო ქე დაბლითკენ, რომელ არს დასავლეთით: და ძლ ჩრდილოეთით კერძო: ვა სამჴრეთით კერძო, ვითარცა აქა დასახულ არს.
იჳ უკუე ნაწილი აღიღე, და აღავსე წმიდა ბარძიმი: ქე ნაწილი, განუყავ მღდელთა, და დიაკონთა. ხოლო ესე ორნი ნაწილნი წმიდანი რომელ არს, ძლ და რომელ არს, ვა მაზიარებელთა განუყავ მცირედ ნაწილად, რაოდენიცა კმა ეყოფოდენ განზრახვისაებრ შენისა. ხოლო ნაწილისაგან ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, გინა ცხრათა წესთა წმიდათასა, ანუ სხუათა რაოდენიცა წმიდასა ფეშხუმსა ზედა არს, ნუვის აზიარებ თჳნიერ ორისა მის ნაწილისა დაშთომილისა წმიდისა ტარიგისა, ოდესცა აზიარებდე.
წმიდა წმიდათა, აზიარენ ყოველნი
ხოლო უწყებულ იყავნ შენდა, რამეთუ ოდეს შეაერთებ წმიდასა ტაკუკით საღმრთოსა სისხლსა მეუფისასა, მას ჟამსა შთაასხი წინა განზრახვით რაოდენიცა კმა ეყოფოდესთ მათ, რომელთაცა ენებოსთ ზიარებად. ეგრეთვე ღჳნისაგან, და წყლისა, რაჟამს განიღებდე წმიდასა ტარიგსა, მაშინ მხოლოდ შთაასხმიდე რაზომცა კმა ეყოფოდეს ყოველთა, ხოლო უკანასკნელ არღარა შთაასხა, არამედ წინადაგებულისა შეერთებისაგან მხოლოდ, რომელ არს
წმიდა წმიდათა, აზიარენ ყოველნი:
აღავსე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი
ხოლო დიაკონი უჩუენებს გინგილითა წმიდასა ბარძიმსა, და იტყჳს:
აღავსე, მეუფეო, წმიდა ბარძიმი.
იჳ, და მით ჯუარსა გამოსახავს ზედათ წმიდასა…
ხოლო მღდელი აღიღებს ზემოთ მდებარესა ნაწილსა, რომელ-არს
იჳ, და მით ჯუარსა გამოსახავს ზედათ წმიდასა ბარძიმსა და იტყჳს:
აღვსება სულისა წმიდისა.
ამინ
და ესრეთ შთაასვენებს წმიდასა შინა ბარძიმსა. დიაკონმან
ამინ.
აკურთხე, მეუფეო, მდუღარებაჲ
და მიიღებს მდუღარებასა, და იტყჳს წინაშე მღდლისა:
აკურთხე, მეუფეო, მდუღარებაჲ.
კურთხეულ არს მდუღარება წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ…
ხოლო მღდელი აკურთხევს და იტყჳს:
კურთხეულ არს მდუღარება წმიდათა შენთა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მდუღარება სარწმუნოებისა, აღვსება სულისა წმიდისა, ამინ
და დიაკონი შთაასხამს რა ზომიცა უჴმდეს, ჯუარის სახედ, წმიდასა შინა ბარძიმსა, და იტყჳს:
მდუღარება სარწმუნოებისა, აღვსება სულისა წმიდისა, ამინ.
დიაკონო, მოვედ
და დანაშთენსა მდუღარებასა დასდგამს მოშორებით ანუ მნათეს მისცემს, და თჳთ დასდგების ტრაპეზის ახლოს აღმოსავლეთით კერძო. მღდელი მოუწოდს დიაკონს და ეტყჳს:
დიაკონო, მოვედ.
მომეც მე, მეუფეო, პატიოსანი და წმიდა ჴორცი…
და მივალს დიაკონი, ჰყოფს თაყუანის-ცემასა კრძალულებით, და სთხოვს შენდობასა, ხოლო მღდელი აღიღებს წმიდასა ნაწილსა პურისასა და მისცემს დიაკონსა: და ემთხვევა დიაკონი ტრაპეზსა და მიმცემელსა მისსა ჴელსა, მიიღებს წმიდასა პურსა და იტყჳს:
მომეც მე, მეუფეო, პატიოსანი და წმიდა ჴორცი უფლისა და ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
სამღდელოსა დიაკონსა, მოგეცემის პატიოსანი, და წმიდა და…
ხოლო მღდელი იტყჳს: (სახელი),
სამღდელოსა დიაკონსა, მოგეცემის პატიოსანი, და წმიდა და უხრწნელი ჴორცი უფლისა და ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ.
პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და…
და მივალს უკანით წმიდისა ტრაპეზისა, მოიდრეკს თავსა, და ილოცავს ვითარცა მღდელი, მსგავსადვე აღიღებს მღდელი ერთსა ნაწილსა წმიდისა პურისასა, და იტყჳს:
პატიოსანი და ყოვლად წმიდა ჴორცი უფლისა და ღმერთსა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მომეცემის მე, (სახელი) , მღდელსა, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, და ცხოვრებად საუკუნოდ.
მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ…
და მოიდრეკს თავსა, და იტყჳს ლოცვასა:
მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კუალად მრწამს, რამეთუ ესე არს თჳთ უჴრწნელი ჴორცი შენი, და ესე არს თჳთ პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკუე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთ და საქმით, მეცნიერებით და უმეცრებით, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.
სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, და არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ: მომიჴსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა.
რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებელად სულისა და ჴორცისა. ამინ.
პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა ღმრთისა და…
და ესრეთ ეზიარების სიწმიდავეს ჴელითა მპყრობელი მტკიცედ ყოვლითა შიშითა. ეგრეთვე აღმართავს თავსა თჳსსა და მიიღებს ორითა ჴელითა დაფარნასა წმიდისა ბარძიმისასა, და ესრეთ ეზიარების გ-გზის მისგან, და იტყჳს.
პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა, უფლისა ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, ვეზიარები მე მონა ღმრთისა მღდელი, (სახელი) , მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ.
ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა, და მომიტევებს უშჯულოებასა…
და ესრეთ ჴელითა ეპყრას დაფარნა, მოიწმედს პირსა თჳსსა და პირსა წმიდისა ბარძიმისასა მოსწმედს და იტყჳს:
ესერა შეეხო ბაგეთა ჩემთა, და მომიტევებს უშჯულოებასა ჩემსა, და ცოდვასა ჩემსა განწმედს.
დიაკონო მოვედ
მოუწოდს დიაკონსა, და იტყჳს:
დიაკონო მოვედ.
აჰა, ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა და…
და დიაკონი მივალს თაყუანის-სცემს ერთ გზის, და იტყჳს:
აჰა, ესერა მოვალ წინაშე უკუდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩემისა.
მომეც მე, მეუფეო, პატიოსანი და წმიდა სისხლი…
და
მომეც მე, მეუფეო, პატიოსანი და წმიდა სისხლი უფლისა, და ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესი.
ეზიარები მონა ღმრთისა სამღდელო დიაკონი, (სახელი) …
და მღდელი იტყჳს:
ეზიარები მონა ღმრთისა სამღდელო დიაკონი, (სახელი) , პატიოსანსა და წმიდასა სისხლსა უფლისა და ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მოსატევებელად ცოდვათა შენთა, და ცხოვრებად საუკუნოდ.
ესერა შეეხო ბაგეთა შენთა, და მოგიტევებს უშჯულოებათა…
როდესცა ეზიარების დიაკონი, ეტყჳს მას მღდელი:
ესერა შეეხო ბაგეთა შენთა, და მოგიტევებს უშჯულოებათა შენთა, და ცოდვათა შენთა განსწმენდს.
ძლ და რომელ არს ვა მცირედ ნაწილად…
შუენის უწყება, ხოლო უკუეთუ იყვნენ და ენებოსთ ზიარება წმიდათა საიდუმლოთა, განყოფს მღდელი ორსა ნაწილსა წმიდისა ტარიგისასა დანაშთომსა, რომელ არს
ძლ და რომელ არს ვა მცირედ ნაწილად, ვითარცა კმა ეყოფოდენ ყოველთა მაზიარებელთა, და ეგრეთ შთაასვენებს მათ წმიდასა შინა ბარძიმსა, და აზიარებს წესისაებრ ჴორცისაგან და სისხლისა უფლისა ყოვლითა სიფრთხილითა. ხოლო აზიარებს მათ, შემდგომ გაღებისა წმიდა კართა და თქმისა დიაკონის-მიერ სიტყუათა:
შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით.
ეზიარება მონა ღმრთისა, (სახელი) , პატიოსანსა, და…
ესრეთ მივლენ რომელთაცა ნებავსთ ზიარებაჲ. და ესრეთ მივლენ თჳთეულნი, და თაყუანის-სცემენ ყოვლითა გონებითა, და შიშითა, ჴელნი აქუნდენ მკერდსა ზედა მოჭდობით, და ესრეთ მიიღებენ საღმრთოსა საიდუმლოსა. ხოლო მღდელი აზიარებს მათ, და იტყჳს:
ეზიარება მონა ღმრთისა, (სახელი) , პატიოსანსა, და წმიდასა ჴორცსა, და სისხლსა უფლისა, და ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მისატევებელად ცოდვათა მისთა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა…
და ესრეთ მოსწმენდს მათ პირსა წმიდითა დაფარნითა, და ემთხვევიან წმიდასა ბარძიმსა, თაყუანის-სცემენ და წარვლენ. შემდგომ ზიარებისა მაზიარებელთა მიიღებს დიაკონი წმიდასა ფეშხუმსა ზემოთ წმიდისა ბარძიმისა, შთაასვენებს ნაწილთა და იტყჳს აღდგომისა გალობასა ამას:
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით. მოვედით, ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა, და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა, და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფალსა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენდა იშვებდინ, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
პასექო დიდო და სამღდელო, ქრისტე: ჵ სიბრძნეო…
ჵ
პასექო დიდო და სამღდელო, ქრისტე: ჵ სიბრძნეო და სიტყუაო ღმრთისაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი შენთა მზიარებელთა სერობა, დღესა სუფევისა შენისასა.
მიუტევენ, უფალო, ცოდვანი აქა მოჴსენებულთანი, პატიოსნითა სისხლითა…
მოსწმედს წმიდით ღრუბლითა ფრიად კეთილად, ყოვლითა შიშითა და კრძალულებითა, და იტყჳს სიტყუასა ამას:
მიუტევენ, უფალო, ცოდვანი აქა მოჴსენებულთანი, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთათა.
გმადლობ შენ, მეუფეო, კაცთ მოყუარეო ქველისმოქმედო სულთა…
დააფარებს წმიდასა ბარძიმსა დაფარნასა, ეგრეთვე წმიდასა ზედა ფეშხუმსა დასდებს ვარსკვლავსა და დაფარნათა, და ესრეთ შესძინებს ლოცვასა მადლობისასა მღდელი.
გმადლობ შენ, მეუფეო, კაცთ მოყუარეო ქველისმოქმედო სულთა ჩუენთაო, რამეთუ მოწევნულსაცა ამას დღესა ღირს მყვენ ჩუენ, ზეცისათა შენთა უკუდავთა საიდუმლოთა, მართლ-მკვეთელ ჰყუენ გზანი ჩუენნი, დამამტკიცენ ჩუენ შიშსა შინა შენსა ყოველნივე, შეიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი, უცთომელ ჰყუენ სულანი ჩუენნი, ლოცვითა და ვედრებითა წმიდისა და დიდებულისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.
შიშითა ღმრთისათა, სარცმუნოებით და სიყვარულით მოვედით
მზგავსადვე ამისა მოქმედებენ მღდელი და დიაკონი, ოდესცა მათ არა ეყოლებიან მაზიარებელნი: განაღებენ კარსა წმიდისა საკურთხეველისასა, და დიაკონი თაყუანის-სცემს ერთ გზის, მიიღებს ბარძიმსა კრძალულებით და მივალს საშუალ კარისა, და აღამაღლებს წმიდასა ბარძიმსა, უჩუენებს ერთა და იტყჳს:
შიშითა ღმრთისათა, სარცმუნოებით და სიყვარულით მოვედით.
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი…
მგალობელთა
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი…
ხოლო მღდელი აკურთხევს ერსა, და იტყჳს ასამაღლებელსა:
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი.
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა…
და მოიქცევა დიაკონი და მღდელი წმიდად ტრაპეზად, და უკმევს მღდელი გ-გზის, და იტყჳს თჳსად:
ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდება შენი.
ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ…
ხოლო მგალობელნი გალობენ:
ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, და განუყოფელსა სამებასა თაყუანის-ვსცემთ, რამეთუ მან გუაცხოვნა ჩუენ.
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი
ესრეთ აღიღებს მღდელი წმიდასა ფეშჴუმსა და მისცემს დიაკონსა და დიაკონი მიიღებს კრძალულებით, მხედველი კარითგან გარე, და არარას მეტყველი, წარვალს წინა-დასაგებელსა, და დასდგამს. ხოლო მღდელი თაყუანის-სცემს და მიიღებს წმიდასა ბარძიმსა და გამოსახავს ტრაპეზსა ზედა ჯუარსა და და იტყჳს საიდუმლოდ:
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი.
ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე
და მოიქცევის კარისად და მხედველი ერისადმი ჴმამაღლად იტყჳს:
ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, რამეთუ ღირს მყვენ ჩუენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკუდავთა, და ცხოველს მყოფელთა საიდუმლოთა, დაგუმარხენ ჩუენ სიწმიდეთა შინა შენთა, ყოველსა დღესა გუასწავენ სიმართლენი შენნი: ალილუია, ალილუია, ალილუია.
აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკუდავთა, ზეცისა…
და განვალს დიაკონი ჩრდილოეთით კარით, და დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა, და იტყჳს:
აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკუდავთა, ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი არსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად მთხოველთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, და შენდა…
ხოლო მღდელსა ეპყრას აღმართული სახარებაჲ, სწორედ ოდიკსა ზედა და გამოსახოს მათ მას ზედა ჯუარი და სთქუას ასამაღლებელი:
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობით წარვიდეთ
მღდელმან:
მშჳდობით წარვიდეთ.
სახელითა უფლისათა
მგალობელთა
სახელითა უფლისათა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან:
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა, უფალო, და წმიდა…
მღდელმან ლოცვა ამბიონისა, ჴმამაღლად.
რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა, უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყუენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცულად ადიდენ საღმრთოჲთა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩუენ მოსავთა შენთა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას, და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა, და მადლობასა, და თაყუანის-ცემასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე…
ესრეთ:
იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე გ-გზის.
ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა
და ფსალმუნი ლგ.
ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა:
აღვსება შჯულისა და წინასწარ-მეტყველისა, შენ ხარ ქრისტე…
ხოლო ლოცვასა ამის თქმასა, დიაკონი დასდგების მუხლმოდრეკით მარჯვენით კერძო წინაშე ტრაპეზისა, თავი მოიდრიკოს, ვიდრე აღსრულებადმდე ლოცვისა, ხოლო შემდგომად აღსრულებისა ამის, მღდელი შევალს წმიდით კარით, და მივალს წინა დასაგებელისად, და იტყჳს განწესებულსა ლოცვასა შემდგომსა. ლოცვა, რომელი ითქუმის მარადის წინად მოკაზმისა სიწმიდეთა.
აღვსება შჯულისა და წინასწარ-მეტყველისა, შენ ხარ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღავსე ყოველი მამობრივი განგებულებაჲ, აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩუენნი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კურთხევა უფლისა თქუენ ზედა, მისითა მადლითა, და…
ხოლო დიაკონი შევალს ჴმევად სიწმიდეთა ყოვლითა შიშითა მტკიცითა. და შემდგომად ფსალმუნისა აღსრულებისა იტყჳს მღდელი:
კურთხევა უფლისა თქუენ ზედა, მისითა მადლითა, და კაცთ-მოყუარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება…
მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
დიდება, აწდა
მგალობელთა:
დიდება, აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა…
მღდელმან:
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, (და შემდგომი) , წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარ-ეპისკოპოსისა. (და სახელი წმიდისა, ვისსაცა სახელსა ზედა იყოს ეკლესიაჲ, და წმიდისა მის, რომლისაცა იყოს დღე.) და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
ხოლო მგალობელთა თქუან მრავალ-ჟამიერ პატრიარქისათჳს
ხოლო მგალობელთა თქუან მრავალ-ჟამიერ პატრიარქისათჳს. ხოლო მღდელი შევალს წმიდასა შინა საკურთხეველსა, და განიძრცვის სამღდელოსა შესამოსელსა და წარიკითხავს ლოცვათა წმიდისა ზიარებისათა. დიაკონი მოსწმედს სიწმიდეთა ყოვლითურთ მოშიშებითა, რათა არა დაშთეს ფრიადთაგან კეთილ დანაწილებულისაგან ნაწილი, გინა დაშთომილსა შთაასხამს წმიდასა შინა ბარძიმსა ღჳნისაგან და წყლისა, საჴმარად და მოსწმედს ღრუბლითა ყოველსა სანოტიესა, ესრეთ შეკრებს წმიდასა ჭურჭელსა ერთად, და შეკრავს მათ და დასდებს ჩვეულებისაებრ ადგილსა, და წარიკითხავს იგიცა შემდგომთა ლოცვათა წმიდისა ზიარებისათა, და დაიბანენ ჴელთა ჩვეულებისაებრ ადგილსა, და თაყუანის-სცემენ ერთად მღდლისა თანა, და ჰყოფენ განტევებასა, და მმადლობელნი ღმრთისა ყოვლითურთ გამოვლენ.