გუაკურთხენ, მეუფეო
წმიდათა შორის მამისა ჩუენისა დიდისა ბასილისა, კესარია-კაბადოკიის მთავარ-ეპისკოპოსისა უწყოდეთ ესეცა, რამეთუ საღმრთო ლიტურგია დიდისა ბასილისა, არა მარადის შეიწირვის, არამედ განწესებულთა დღეთა, რომელ არს კჳრიაკეთა დიდისა ორმეოცისათა (თჳნიერ კჳრიაკისა ბაიაჲსსა), და წმიდასა დიდსა ხუთ-შაბათსა, და დიდსა შაბათსა, წინადღესა ქრისტეს შობისასა და ღმრთისა განცხადებისასა, და დღესა დღესასაწაულსა წმიდისა ბასილისასა, ხოლო სწავლანი და ტიპიკონი ამის სამღდელოჲსა მოქმედებისა ერთი არს, ვითარცა წმიდისა იოანე ოქროპირისა. იწყების ესრეთ: დიაკონი დასდგების ამბიონსა ზედა, და იტყჳს
გუაკურთხენ, მეუფეო.
კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და…
მღდელმან
კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიხსენიე ეპარქიის მღდელ-მთავარი) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამის ჩუენისა, და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა) , და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ჴსნისა, და ცხორებისა მათისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და…
მღდელი იტყჳს ლოცვასა პირველი აღსავალისა საიდუმლოდ:
უფალო ღმერთო ჩუენო, რომლისა სიმტკიცე განუზომელ, და დიდება მიუწთომელ, რომლისა წყალობაჲ აურაცხელ, და კაცთ-მოყუარებაჲ მიუთხრობელ არს, შენ მეუფეო, მოწყალებისაებრ შენისა, მოიხილე ჩუენ ზედა, და წმიდასა ამას სახლსა ზედა, და ჰყუენ ჩუენ თანა, და თანა მლოცველთა ჩუენთა თანა, მდიდრად წყალობანი, და მოწყალებანი შენნი:
შუენის შენდა ყოველი დიდება პატივი და თაყუანის-ცემა…
ესრეთ ასამაღლებელი: რამეთუ
შუენის შენდა ყოველი დიდება პატივი და თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა
შემდგომად კუერექსისა მგალობელთა იგალობონ პირველი აღსავალი, და გამორჩეული თქვან:
აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
და შემდგომი წესისაებრ, მღდელმან თქუას ლოცვა საიდუმლოდ საკურთხეველსა შინა, მას ჟამსა დიაკონი იტყჳს გარე საკურთხეველისა კუერექსსა:
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა…
ლოცვა მეორე აღსავალისა: რამეთუ
სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და…
ლოცვა მეორე აღსავალისა.
უფალო ღმერთო ჩუენო, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყუენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცვლად ადიდენ ღმრთაებრივითა ძალითა შენითა, და ნუ დამიტევებ ჩუენ მოსავთა შენდამი:
შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
შენდგომად მეორისა კუერექსისა, იგალობონ მგალობელთა მეორე აღსავალი გამორჩეული. შენდგომად აღსავლისა დიაკონმან სთქვას:
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
ზიართა ამათ, და ერთ ხმობითა ლოცვათა ჩუენდა…
ლოცვა მესამე აღსავალისა.
ზიართა ამათ, და ერთ ხმობითა ლოცვათა ჩუენდა მომნიჭებელო, და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა, თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო: შენ აწცა მონათა შენთა თხოვანი უმჯობესისა მიმართ სრულ ჰყუენ, აწინდელსაცა ამას საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმან, ხოლო მერმისა ცხოვრებისა ჩუენისა მომნიჭებელმან ჩუენდა:
სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა…
და აქა ვითარცა ლიტურღიისა ოქროპირისასა, მგალობელთა ეგრეთვე იგალობონ ჩვეულებისაებრ. ხოლო მღდელი და დიაკონი ეგრეთვე იტყჳან და ჰყოფენ. ლოცვა გამოსლვისა წმიდისა სახარებისასა საიდუმლოდ.
მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დააწესენ ცათა შინა განწყობილნი მჴედრობანი ანგელოსთანი და მთავარანგელოზთანი, მსახურებად დიდებისა შენისა: ჰყავ შესლვასა ჩუენსა თანა წმიდათაცა ანგელოზთა შესლვა, თანა მწირველად ჩუენდა, და თანა დიდების-მეტყველებად შენისა სახიერებისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი, და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნით აღემართენით
მერმე ჰყოფენ გამოსლვასა, დიაკონი იტყჳს:
სიბრძნით აღემართენით.
ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი…
და შევლენ წმიდასა შინა საკურთხეველსა, ხოლო რაჟამს სთქვან ოხითა, მღდელმან სთქვას ლოცვა სამწმიდაოსი:
ღმერთო წმიდაო, რომელი წმიდათა შინა განისვენებ, რომელი სამ წმიდითა ჴმითა სერაბიმთა მიერ იგალობები, და ქერუბიმთა მიერ იდიდებისმეტყველები, და ყოველთაგან ზეცისა ძალთა თაყუანის-იცემები, რომელმან არა არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად და მსგავსად შენდა, ყოვლითავე მადლითა შენითა შეამკევ, და მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულის ხმის ყოფასა, და არა შეურაცხ ჰყოფ ცოდვილთა, არამედ განუწესებ სინანულსა საცხოვრებელად, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ მდაბალნი, და უღირსნი მონანი შენნი, ჟამსაცა ამას დგომად წინაშე დიდებისა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, და თანა-მდებისა თაყუანის-ცემისა, და დიდების მეტყველებისა შეწირვად შენდა, შენ მეუფეო შეიწირე პირთაგანცა ჩუენ ცოდვილთასა სამწმიდაო გალობაჲ, და მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, მოგჳტევენ ჩუენ ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წმიდა ჰყუენ ჩუენნი სულნი და ჴორცნი, და მომეც ჩუენ ღირსებით მსახურება შენი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის- მშობელისა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა:
უფალო, აცხოვნე კეთილ მსახურნი, და ისმინე ჩუენი
დიაკონმან
უფალო, აცხოვნე კეთილ მსახურნი, და ისმინე ჩუენი.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
მგალობელთა გაიმეორონ იგივე, ხოლო შემდგომად: დიაკონი
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდა ხარ ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა…
მღდელმან ასამაღლებელი: რამეთუ
წმიდა ხარ ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდე
და დიაკონმან დაასრულოს: და
უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო მეუფეო, ღმრთის-მეცნიერებისა…
და იგალობებენ მგალობელნი წმიდაო ღმერთსა. დიდება, აწდა. მღდელი და დიაკონი იტყჳან თჳსად წმიდაო ღმერთსა, და ჰყოფენ შემდგომსა, ვითარცა ლიტურღიასა ზედა ოქროპირისასა. ლოცვა წინად წმიდისა სახარებისა.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, კაცთ-მოყუარეო მეუფეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწდომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახვენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ჴორციელი გულის-თქმაჲ დავსთრგუნოთ, და ყოველი სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა…
შემდგომად აღსრულებისა წმიდისა სახარებისა დიაკონმან სთქვას კუერექსი:
ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ყოვლისა მპყრობელო ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე…
ლოცვა შევრდომით სავედრებელი.
უფალო ღმერთო ჩუენო, აღპყრობილი ესე ვედრებაჲ შეიწირე მონათა შენთაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩუენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერისა წყალობისასა:
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე ეპისკოპოსი ვისიც ეპარქია იყოს) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ძმათა ჩუენთა, მღდელთა, მღდელ მონოზონთა, და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, და კეთილ მსახურთა მეფეთა, და კეთილ-მორწმუნეთა დედოფალთა, და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (ანუ მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთა ერთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და…
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
შემდეგ კუერექსი მიცვალებულთა:
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მერმეცა გევედრებით განსუენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა ღმრთისათა, (სახელი) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ. გ-გზის
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ უკუდავისა მეუფისა, და ღმრთისა ჩუენისაგან, მათთჳს ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონი
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკუდილი…
მღდელმან:
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკუდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყჳთნი, და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყუა შენი ჭეშმარიტ:
შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსუენება…
ასამაღლებელი: რამეთუ
შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსუენება, მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, (სახელი) ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მორწმუნენო კათაკმეველთათჳს ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ასწავოს მათ სიტყუა ჭეშმარიტებისა
და
ასწავოს მათ სიტყუა ჭეშმარიტებისა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა
და
გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
უფალო, შეგჳწყალენ
ოდიკი განიშლება სრულიად. მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეართნეს იგინი წმიდასა თჳსსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი ღმერთო მადლითა შენითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
კათაკმეველნო თავნი თქუენნი უფალსა მოუდრიკენით.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
უფალო ღმერთო ჩუენო, ცათა შინა დამკჳდრებულო, და…
ლოცვა კათაკმეველთათჳს:
უფალო ღმერთო ჩუენო, ცათა შინა დამკჳდრებულო, და ზედა მხედველო ყოველთა საქმეთა შენთაო: მოიხილე მონათა შენთა ზედა კათაკმეველთა, მომდრეკელთა ქედთა მათთასა წინაშე შენსა, მიეც მათ სუბუქი უღელი, ჰყავ იგინი ასო წმიდისა ეკლესიისა შენისა, და ღირს ჰყვენ იგინი საბანელსა კუალად-შობისასა მისატევებელად ცოდვათა, და სამოსლად უხრწნელებისა, შესამეცნებელად შენდა ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა:
რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ, ყოვლად…
ასამაღლებელი.
რათა და ესენიცა ჩუენ თანავე ადიდებდენ, ყოვლად პატიოსანსა, და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მღდელი აიღებს ღრუბელს და ოდიკსა ზედა ღრუბელითა დასახავს ჯუარსა. მგალობელთა
ამინ.
რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენნი…
ხოლო დიაკონი იტყჳს:
რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შენ, უფალო, მიჩვენე ჩუენ დიდი ესე ცხოვრებისა…
ლოცვა მორწმუნეთა პირველი, შემდგომად ოდიკის გაშლისა, რომელსა იტყჳს მღდელი საიდუმლოდ:
შენ, უფალო, მიჩვენე ჩუენ დიდი ესე ცხოვრებისა საიდუმლოჲ. შენ ღირს მყვენ ჩუენ მდაბალნი და უღირსნი მონანი შენნი, მსახურ ყოფად წმიდისა საკურთხეველისა შენისა. შენვე კმა საყოფელ მყვენ ჩუენ ძალითა სულისა შენისა წმიდისათა მსახურებისა ამის, რათა დაუსჯელად მდგომარეთა წინაშე წმიდისა დიდებისა შენისა, შევსწირეთ შენდა მსხუერპლი ქებისა: რამეთუ შენ ხარ მოქმედი ყოველთა ყოველსა შინა, მოგუეც, უფალო, ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, შეწირულ ყოფა მსხუერპლისა ჩუენისა, და კეთილად მითუალულებაჲ წინაშე შენსა:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
ხოლო ვედრებასა, მღდლისას, დიაკონი იტყჳს კუერექსსა, (უკუეთუ იყოს) გარეთ საკურთხეველსა.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სიბრძნით
დიაკონი
სიბრძნით.
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა…
ასამაღლებელი. რამეთუ
შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობოსათ-ჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, კრძალულებით, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმერთო, რომელი განანათლებ წყალობითა და მოწყალებითა სიმდაბლესა…
ლოცვა მორწმუნეთა ბ, რომელსა მღუდელი იტყჳს საიდუმლოდ:
ღმერთო, რომელი განანათლებ წყალობითა და მოწყალებითა სიმდაბლესა ჩუენსა, და დამადგინებ ჩუენ მდაბალთა და ცოდვილთა, და უღირსთა მონათა შენთა წინაშე წმიდისა დიდებისა შენისა, მსახურებად წმიდისა საკურთხეველისა შენისა: შენ განმაძლიერენ ჩუენ ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, მსახურებასა ამას, და მომეც ჩუენ სიტყუა აღებასა პირისა ჩუენისასა, ხდად მადლსა სულისა შენისა წმიდისასა, წინა დაგებად ყოფადთა ზედა ძღუენთა.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
სიბრძნით
დიაკონი
სიბრძნით.
რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა…
ასამაღლებელი.
რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი, შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
ამინ
მგალობელთა
ამინ.
არა ვინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა…
ესრეთ აქა ჰყოფენ და იტყჳან, მღდელი და დიაკონი ეგრეთვე, ვითარცა ლიტურღიასა ზედა ოქროპირისასა. ლოცვა, რომელსა იტყჳს მღდელი საიდუმლოდ, ქერუბიმთა გალობისა გალობასა ზედა.
არა ვინ არს ღირს თანა შეკრული ჴორციელთა გულის თქმათა და გემოთა წარდგომად, ანუ მიახლებად, გინა მსახურებად შენდა, მეუფეო დიდებისაო, რამეთუ მსახურება შენი, დიდ არს და საშინელ თჳთ მათ ზეცისა ძალთადცა, არამედ რამეთუ გამოუთქმელისათჳს და აურაცხელისა კაცთ-მოყუარებითა, უქცეველად და უცვალებელად კაც იქმენ, და მღდელ-მთავრად ჩუენდა გამოსჩნდი, და მსახურებრივისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა მღდელ-მოქმედებაჲ მოგუანიჭე ჩუენ, ვითარცა მეუფემან ყოველთამან, რამეთუ შენ მხოლო, უფალო ღმერთო ჩუენო, მეუფებ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, საყდარსა ზედა ქერუბიმთასა მჯდომარე, სერაბიმთა უფალი, და მეუფე ისრაილისა, მხოლოო წმიდაო, და წმიდათა შინა განსუენებულო, შენ უკუე გევედრები მხოლოსა სახიერსა და კეთილ მსმენელსა, მოიხილე ჩემ ცოდვილსა ზედა და უჴმარსა მონასა შენსა, და განსწმიდე სული ჩემი და გული ცნობისაგან ბოროტისა, და ღირს მიჩინე მე ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, შემოსილი მღდელობისა მადლითა, წარდგომად წმიდისა ამის ტრაპეზისა შენისა, და მღდელ-მოქმედებად წმიდისა უხრწნელისა ჴორცისა შენისა და პატიოსნისა სისხლისა შენისა, რამეთუ შენდა მოვივლტი მომდრეკელი ქედისა ჩემისა, და გევედრები შენ, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა განმყოფ მე მონათა შენთაგან, არამედ ჯერ იჩინე შეწირვად შენდა, ჩემ ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ, მსხუერპლი ესე. რამეთუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს მყოფელისა…
ხოლო შემდგომად ლოცვის აღსრულებისა, იტყჳს იგიცა ქერუბიმთა გალობასა გ-გზის. მღდელი
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველს მყოფელისა სამებისა, სამ-წმიდა-არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა.
ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნისა…
დიაკონი: და
ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელსა, ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნისა შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად…
და ესე დიდსა ხუთ-შაბათსა მხოლოდ იგალობების:
სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, და არცა ამბორს გიყო ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ალილუია, ალილუია ალილუია.
ჰსდუმენინ ყოველი ჴორცი კაცობრივი, და სდეგინ შიშით…
ხოლო დიდსა შაბათსა, იგალობების ესე:
ჰსდუმენინ ყოველი ჴორცი კაცობრივი, და სდეგინ შიშით და კრძალულებით, და ნუ რა რასა მსოფლიოსა შფოთსა იგონებენ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფე მეუფეთა, და უფალი უფლებათა დაკლვად, და მიცემად საჭმლად მორწმუნეთა. და მას წინა უძღუიან გუნდნი ანგელოზთანი, ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი, მრავალ თუალნი ქერუბიმნი, ექუს-ექუს ფრთენი სერაბიმნი, პირთა თჳსთა დამფარველნი, და გალობით მღაღადებელნი, ალილუია, ალილუია, ალილუია.
აღუსრულოთ ვედრებაჲ ჩუენი უფალსა
და აქა მღდელი და დიაკონი ეგრეთვე ჰყოფენ და იტყჳან, ვითარცა ლიტურღიასა ოქროპირისასა, ხოლო შემდგომად ლოცვისა აღსრულებისა, და დიდისა გამოსლვისა, დიაკონი მივალს ჩვეულებისაებრ ადგილსა და იტყჳს:
აღუსრულოთ ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღუენთათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
უფალო ღმერთო ჩუენო, დამბადებელო ჩუენო, და მომყვანებელო…
ლოცვა შესაწირავისა, შემდგომად დადგმისა წმიდასა ზედა ტრაპეზსა საღმრთოჲსა ძღუენისა, რომელსა, მღდელი იტყჳს საიდუმლოდ.
უფალო ღმერთო ჩუენო, დამბადებელო ჩუენო, და მომყვანებელო ცხოვრებასა ამას, მჩუენებელო ჩუენდა გზასა ცხოვრებისასა, მომნიჭებელო ჩუენდა ზეცათა საიდუმლოთა გამოცხადებისა: შენ ხარ დამაწესებელი ჩუენი მსახურებასა ამას ძალითა სულისა შენისა წმიდისათა: სათნო იყავ აწ, უფალო, ყოფაჲ ჩუენი მსახურ ახლისა აღთქმისა შენისა, მემსხუერპლეობად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, შემიწყნარენ ჩუენ მიახლებულნი წმიდისა შენისა საკურთხეველისანი, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, რათა ვიქმნეთ ღირს შეწირვად შენდა, სიტყჳერისა ამის და უსისხლოჲსა მსხუერპლისა ჩუენთა ცოდვათათჳს და ერისა უმეცრებისათჳს, რომლისა შემწირველმან, წმიდასა ზედა და ზესთა ცათასა საცნაურსა საკურთხეველსა შენსა სუნად სუნნელებისად, ნაცულად გარდამოგჳვლინე ჩუენ მადლი სულისა შენისა წმიდისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ღმერთო, და მოხედე მსახურებასა ამას ჩუენსა ზედა, და შეიწირე ესე, ვითარცა შეიწირე აბელის ძღუენი, ნოეს მსხუერპლი, აბრაამის ყოვლად ნაყოფიერებანი, მოსეს და არონის მღდელობანი, სამოელის დასამშჳდებელნი, ვითარცა შეიწირენ წმიდათა შენთა მოციქულთაგან ჭეშმარიტი ესე მსახურება: ეგრეთვე ჴელთაგანცა ჩუენ ცოდვილთასა მიითუალენ მსხუერპლი ესე სიტკბოებითა შენითა, უფალო, რათა ღირს ქმნილთა წმიდისა საკურთხეველისა შენისა, უბრალოდ მსახურებითა ვპოვოთ სასყიდელი სარწმუნოთა და გონიერთა განმგეთა, დღესა შინა საშინელსა სიმართლით მიმგებლობისა შენისასა:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონი იტყჳს:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვილხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
მოწყალებათათჳს მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა…
ასამაღლებელი:
მოწყალებათათჳს მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობა ყოველთა
მღდელმან
მშჳდობა ყოველთა
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ
დიაკონმან:
ვიყვარებოდეთ ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ.
მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა…
მგალობელთა
მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა, და განუყოფელსა
შეგიყვარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო…
მღდელმან თაყუანის-სცემს გ-გზის, და თქუას საიდუმლოდ:
შეგიყვარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო. გ-გზის.
კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ
და დიაკონი თაყუანის-სცემს გ-გზის და ემთხვევა გინგილასა თჳსსა, და იტყჳს დიდითა ჴმითა:
კარნი, კარნი, სიბრძნით მოხედენ.
მრწამსი... შემდგომად აღსრულებისა წმიდისა სარწმუნოების სიმბოლოჲსა, იტყჳს…
მგალობელთა
მრწამსი... შემდგომად აღსრულებისა წმიდისა სარწმუნოების სიმბოლოჲსა, იტყჳს დიაკონი დიდითა ჴმითა.
ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ, წმიდასა ამას შესაწირავსა მშჳდობით შეწირვადსა.
წყალობა, მშჳდობა, შესაწირავი ქებისა
მგალობელთა
წყალობა, მშჳდობა, შესაწირავი ქებისა.
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და სიყუარული…
მღდელმან ასამაღლებელი:
მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქუენ ყოველთა თანა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
გუაქუნდინ გულნი
მღდელმან: ზე
გუაქუნდინ გულნი.
გუაქუს უფლისა მიმართ
მგალობელთა
გუაქუს უფლისა მიმართ.
ვმადლობდეთ უფალსა
მღდელმან
ვმადლობდეთ უფალსა.
ღირს არს და მართალ თაყუანის-ცემა მამისა და…
მგალობელთა
ღირს არს და მართალ თაყუანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთ არსებისა და განუყოფელისა.
რომელი ხარ, მეუფეო უფალო ღმერთო მამაო ყოვლისა…
მღდელმან თავმოდრეკით ლოცვა საიდუმლოდ:
რომელი ხარ, მეუფეო უფალო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, თაყუანის-საცემელ, ვითარცა ჭეშმარიტად ღირს არს და მართალ, რამეთუ შუენის დიდად შუენიერებასა სიწმიდისა შენისასა, შენდა ქებად, შენდა გალობად, შენდა კურთხევად, შენდა თაყუანის-ცემად, შენდა მადლობად, შენდა დიდებად მხოლოჲსა ნამდჳლვე ჭეშმარიტისა ღმრთისა, და შენდა შეწირვად გულითა შემუსრვილითა, და სულითა სიმდაბლისათა, სიტყჳერისა ამის მსახურებისა ჩუენისა: რამეთუ შენ ხარ მომნიჭებელი ჩუენდა მეცნიერებასა შენისა ჭეშმარიტებისასა, და ვინმე კმა საყოფელად იტყოდეს ძლიერებათა შენთა, და სასმენეთ ჰყვნეს ქებულებანი შენნი, ანუ მიუთხრნეს საკვირველებანი შენნი ყოველსა ჟამსა, მეუფეო ყოველთაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, და ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისაო, მჯდომარეო საყდართა ზედა დიდებისათა, და ზედა მხედველო უფსკრულთაო, დაუსაბამოო, უხილაო, მიუწთომელო, გარეშემოუწერელო, უცვალებელო, მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, დიდისა ღმრთისა და მაცხორისა, სასოჲსა ჩუენისაო, რომელი არს ხატი შენისა სახიერებისა: ბეჭედი სწორ-სახე, თავსა შორის თჳსსა მჩვენებელი შენ მამისა, სიტყუა ცხოველი, ღმერთი ჭეშმარიტი, პირველ საუკუნეთა სიბრძნე, ცხოვრებაჲ, სიწმიდე, ძალი, ნათელი ჭეშმარიტი, რომლისა მიერ სული წმიდა გამოსჩნდა: სული ჭეშმარიტებისა, სული შვილებისა, მადლი, წინდი ყოფადისა მკჳდრობისა, დასაბამი საუკუნეთა კეთილთა, ცხოველს მყოფელი ძალი, სიწმიდისა წყარო, რომლისა მიერ ყოველი აგებული სიტყჳერი და საცნაური განძლიერებული გმსახურებს შენ, და შენდა სამარადისოსა აღავლენს დიდების-მეტყუელებისა, რამეთუ თანად ყოველნი გმონებენ შენ. შენ გაქებენ ანგელოზნი, მთავარ-ანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ჴელმწიფებანი, ძალნი, და მრავალთუალნი ქერუბიმნი: შენსა გარემოს სდგანან სერაბიმნი, ექუსითა ფრთითა ერთი, და ექუსითა ფრთითა ერთი: ორითა იფარვენ პირთა მათთა, ხოლო ორითა ფერჴთა, და ორითა მფრინვალენი, ღაღადებს მოყვასი მოყვსისა მიმართ, დაუცხრომელითა პირებითა, და დაუდუმებელითა დიდების-მეტყუელებითა:
ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მჴმობელნი, მღაღადებელნი, და მეტყველნი
მღდელმან ასამაღლებელი:
ძლევისა გალობისა, მგალობელნი, მჴმობელნი, მღაღადებელნი, და მეტყველნი:
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან…
მგალობელთა
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა.
შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ჩუენცა…
და აქა დიაკონი ეგრეთვე ჰყოფს, ვითარცა ლიტურღიასა ოქროპირისასა. მღდელმან ლოცვა საიდუმლოდ:
შემდგომად ამათ სანატრელთა ძალთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ჩუენცა ცოდვილნი ვღაღადებთ, და ვიტყჳთ: წმიდა ხარ ვითარცა ჭეშმარიტ არს და ყოვლად წმიდა და არა არს რიცხჳ დიდად შუენიერებისა სიწმიდისა შენისა: და წმიდა ყოველთა შინა საქმეთა შენთა, რამეთუ სიმართლითა და მსჯავრითა ჭეშმარიტებისათა მოაწიენ ყოველნი ჩუენ ზედა: რამეთუ დაბადე კაცი, თიხისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და ხატებითა შენითა პატივცემული, ღმერთო, დაადგინე იგი სამოთხესა საშვებელისასა, უკუდავებასა ცხოვრებისასა, და ფუფუნებასა საუკუნეთა კეთილთასა, დაცვასა შინა მცნებათა შენთასა აღმთქმელმან მისდა: არამედ ურჩ ქმნილი შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა, და შემოქმედისა თჳსისა, საცთურითა გუელისათა შეპყრობილი, და მომკვდარი თჳსთა მიერ შეცოდებათა, ექსორია ჰყავ იგი მართლ-მსაჯულებითა შენითა, ღმერთო, სამოთხით სოფელსა ამას და მიაქციე ქუეყანად, რომლისაგან მოღებულ იყო, განმგებელმან მისდად კუალად შობისა მიერსა ცხოვრებასა, თჳთ მას ქრისტეს მიერ შენისა. რამეთუ არა სრულიად უკუნ აქციე დაბადებული შენი, რომელი შექმენ, სახიერ, არცა დაივიწყე საქმე ჴელთა შენთა, არამედ მიხედევდ მას მრავალ სახედ, ტკბილითა წყალობითა შენითა. წინასწარ-მეტყუელნი მოუვლინენ, და ჰყვენ ძალნი წმიდათა შენთა მიერ, თჳთოეულსა ნათესავსა, და ნათესავსა შინა, შენდა სათნო ყოფილთა მიერ. მეტყოდი ჩუენ პირითა მონათა შენთა წინასწარ-მეტყუელთათა, წინასწარ-მაუწყებელი მომავალთა ყოფადისა მის მაცხოვარებისა, შჯული მომეც შესაწევნელად, ანგელოზნი დამიდგინენ მცველად. ხოლო რაჟამს მოიწია სავსება ჟამთა, მეზრახე ჩუენ, თავადისა მიერ ძისა შენისა, რომლისა მიერ საუკუნენი შეიქმნენ, რომელ იყო ბრწყინვალება დიდებისა შენისა, და ხატი გუამოვნებისა შენისა, მტჳრთველი ყოველთა სიტყჳთა ძლიერებისა მისისათა, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად სწორებად შენ ღმრთისა და მამისა, არამედ ღმრთად პირველ საუკუნეთად ცნობილი, ქუეყანასა ზედა გამოსჩნდა, და კაცთა შორის იქცეოდა, და ქალწულისაგან წმიდისა ჴორციელ იქმნა, დააცალიერა თავი თჳსი ხატსა მონისასა მიმღებელმან, თანა ხატ ქმნილმან ჴორცთა სიმდაბლისა ჩუენისათამან, რათა თანა ხატმყვნეს ჩუენ ხატსა დიდებისა თჳსისასა. რამეთუ ვინათგან კაცისა მიერ შემოჴდა სიკუდილი სოფლად ცოდვისათჳს, სიკუდილი სათნო იყო მხოლოდ შობილმან ძემან შენმან, მყოფმან წიაღთა შინა შენ ღმრთისა და მამისათა, შობითმან დედაკაცისაგან წმიდისა ღმრთისა მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, ქმნილმან შჯულსა ქუეშე, დასაჯა ცოდვა ჴორცითა თჳსითა, რათა ადამის მიერ მომწყდარნი ცხოველთ იქმნენ თჳთ მის ქრისტეს მიერ შენისა, და მოქალაქე ქმნილმან სოფელსა ამას შინა, მომცნა ბრძანებანი ცხოვრებისანი, განმიყენნა ჩუენ საცთურისაგან კერპთასა, მომიყვანნა მეცნიერებად შენ ჭეშმარიტისა ღმრთისა და მამისა, მომგებელმან თავისა თჳსისა ერად საზეპუროდ, სამეუფოდ მღდელობად, ნათესავად წმიდად, და განბანნა ჩუენ წყლითა, და წმიდა მყუნა სულითა წმიდითა, მისცა თავი თჳსი ნაცულად სიკუდილისა, რომლისაგან შეპყრობილ ვიყვენით მისყიდულნი ცოდვისა მიერ, და შთავიდა ჯუარისა მიერ ჯოჯოხეთად, რათა თავისა მიერ თჳსისა აღავსოს ყოველი, დაჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, და აღსდგა მესამესა დღესა, და გზა უყო ყოველსა ჴორციელსა მკვდრეთით აღდგომა, ვინათგან ვერ შესაძლებელ იყო შეპყრობად ხრწნილებისაგან, წინა მძღუარ ცხოვრებისა იქმნა, დასაბამ შესვენებულთა, პირმშო მკვდართა, რათა იყოს თავადი ყოველსა შინა მთავარ, და ამაღლდა რა ცათა შინა, დასჯდა მარჯვენით დიდებულებისა შენისა მაღალთა შინა, რომელიცა მოსულად არს მიგებად თჳთოეულისა საქმეთა მათთაებრ. ხოლო დამიტევნა ჩუენ მოსაჴსენებელნი საცხოვრებელთა ვნებათა მისთანი, რომელიცა წინა დაგჳგიან მცნებათაებრ მისთა. რამეთუ მგულვებელმან მოსულად ნებსითსა, დიდებულსა, და ცხოველს მყოფელსა სიკუდილსა მისსა, ღამესა რომელსა მისცემდა თავსა თჳსსა ცხოვრებისათჳს სოფლისა, მოიღო პური, წმიდათა ზედა და უხრწნელთა ჴელთა მისთა, და მჩვენებელმან შენ ღმრთისა, და მამისამან, და მმადლობელმან, აკურთხა, წმიდა ჰყო, განსტეხა:
მისცა წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან…
და ასამაღლებელი ითქუმის ესე:
მისცა წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყველმან: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი მისატევებელად ცოდვათა:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ეგრეთვე სასმელიცა ნაყოფისაგან ვენაჴისა მოიღო, განზავა, მადლობდა…
ხოლო მღდელი და დიაკონი ეგრეთვე აქაცა ჰყოფენ, მსგავსად ლიტურღიასა ოქროპირისასა. მღდელმან საიდუმლოდ:
ეგრეთვე სასმელიცა ნაყოფისაგან ვენაჴისა მოიღო, განზავა, მადლობდა, აკურთხა, და წმიდა ჰყო.
მისცა წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყუელმან…
და კუალად ასამაღლებელი ესე:
მისცა წმიდათა თჳსთა მოწაფეთა და მოციქულთა, მეტყუელმან: ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთჳს და მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
ამას ჰყოფდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა, რამეთუ რაოდენ გზისცა…
მღდელი მოიდრეკს თავსა და ილოცავს საიდუმლოდ:
ამას ჰყოფდეთ მოსაჴსენებელად ჩემდა, რამეთუ რაოდენ გზისცა სჭამდეთ პურსა ამას, და სასმელსა ამას სმიდეთ, სიკუდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ, და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. მომჴსენებელნი უკუე ჩუენცა, მეუფეო, საცხოვრებელთა შენთა ვნებათა, ცხოველს-მყოფელისა ჯუარისა, სამ დღე დაფლვისა, მკვდრეთით აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯვენით შენ ღმრთისა და მამისა დაჯდომისა დიდებით, და საშინელად მეორედ მოსლვისა შენისა:
შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათჳს
ასამაღლებელი:
შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათჳს.
შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო…
მგალობელთა
შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო, და გევედრებით შენ, ღმერთო ჩუენო.
ამისთჳს, მეუფეო ყოვლად წმიდაო, ჩუენცა ცოდვილნი და…
მღდელმან მოიდრიკოს თავი და ილოცოს საიდუმლოდ:
ამისთჳს, მეუფეო ყოვლად წმიდაო, ჩუენცა ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი, ღირს ქმნილნი მსახურებად წმიდისა საკურთხეველისა შენისა, არა სიმართლეთა ჩუენთათჳს, რამეთუ არა რა გჳქმნიეს კეთილი ქუეყანასა ზედა, არამედ წყალობითა შენითა და მოწყალებითა, რომელი მდიდრად მოფინენ ჩუენ ზედა, მინდობილნი მივეახლებით წმიდასა საკურთხეველსა შენსა, და წინა დამგებელნი ნაცვალად სახეთა წმიდისა ჴორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისათა, შენ შეგივრდებით და გევედრებით წმიდაო წმიდათაო, სათნო ყოფითა სახიერებისა შენისათა, მოვედინ სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა დაგებულთა ამათ მსხუერპლთა ზედა, და აკურრთხენ, და წმიდა ჰყვენ ესენი, და გამოაჩინენ:
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე
მღდელი და დიაკონი თაყუანის-სცემენ ორნივე გ-გზის, წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და ევედრებიან თჳსად.
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე.
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი, ჟამსა მესამესა…
იტყჳს საიდუმლოდ გ-გზის. მღდელმან
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი, ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლენ მვედრებელსა შენსა.
გული წმიდა დაბადე ჩემ-თანა, ღმერთო, და სული…
დიაკონმან მუჴლი
გული წმიდა დაბადე ჩემ-თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი
კუალად მღდელმან
უფალო, რომელმან ყოვლად-წმიდა სული შენი:
განმაგდებ მე პირსა შენისაგან, და სულსა წმიდასა…
დიაკონმან მუჴლი: ნუ
განმაგდებ მე პირსა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
უფალო, რომელმან ყოვლად-წა
და კუალად
უფალო, რომელმან ყოვლად-წა:
აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე
ესრეთ მოიდრეკს თავსა დიაკონი, აჩუენებს გინგილითა წმიდასა პურსა და ეტყჳს საიდუმლოდ:
აკურთხე, მეუფეო, წმიდა პური ესე.
ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ჴორც უფლისა…
ხოლო მღდელი დასწერს ჯუარს წმიდასა ძღუენსა და იტყჳს საიდუმლოდ: და
ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ჴორც უფლისა ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესსა.
ამინ
დიაკონმან
ამინ.
აკურთხე, მეუფეო, წმიდა სასმისი
და კუალად დიაკონმან
აკურთხე, მეუფეო, წმიდა სასმისი.
სასმისსა ამას შინა, პატიოსან სისხლ უფლისა ღმრთისა…
და მღდელმან, აკურთხოს, და სთქვას: ხოლო
სასმისსა ამას შინა, პატიოსან სისხლ უფლისა ღმრთისა და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესსა.
ამინ
დიაკონმან
ამინ.
რომელი გარდამოჴდა ცხოვრებისათჳს სოფლისა
მღდელმან
რომელი გარდამოჴდა ცხოვრებისათჳს სოფლისა.
ამინ
დიაკონმან
ამინ.
აკურთხე, მეუფეო, ორივე
და კუალად დიაკონი უჩუენებს ორთავე სიწმიდეთა, და ეტყჳს:
აკურთხე, მეუფეო, ორივე.
შესცვალე სულითა შენითა წმიდითა
ხოლო მღდელი აკურთხევს ორთავე სიწმიდეთა, ჴელითა და იტყჳს:
შესცვალე სულითა შენითა წმიდითა.
ამინ, ამინ, ამინ
დიაკონმან:
ამინ, ამინ, ამინ.
მომიჴსენე მე, წმიდაო მეუფეო, ცოდვილი
და მოუდრეკს დიაკონი თავსა მღდელსა, და ეტყჳს:
მომიჴსენე მე, წმიდაო მეუფეო, ცოდვილი.
ხოლო ჩუენ ყოველნი, ერთისა პურისა და სასმელისაგან…
ხოლო მღდელმან ლოცვა:
ხოლო ჩუენ ყოველნი, ერთისა პურისა და სასმელისაგან მიმღებელნი, შეგუაერთენ ურთიერთ არს, ერთისა სულისა წმიდისა ზიარებად, და ნუცა ერთისა ჩუენგანისა სასჯელ ანუ დასასჯელ იქმნების ზიარება წმიდისა ჴორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისა, არამედ, რათა ვპოვოთ წყალობაჲ და მადლი ყოველთა თანა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთა პირველთა მამათა, მამათ-მთავართა, წინასწარ-მეტყუელთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მოძღუართა, და ყოვლისა სულისა მართლისა სარწმუნოებით აღსრულებულისა:
უმეტესად ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა…
ასამაღლებელი:
უმეტესად ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა.
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული…
მგალობელთა იგალობონ:
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული, და კაცთა ნათესავი, ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო სიტყჳერო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განხორციელდა, და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა, და მუცელი შენი ცათა უვრცევლეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.
წმიდისა იოანე წინასწარ-მეტყუელისა, წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმიდათა…
უკუეთუ იყოს დიდი ხუთ-შაბათი, ანუ დიდი შაბათი, მაშინ იგალობების, ძლის-პირი მეცხრე გალობისა მის დღისა, ხოლო მღდელმან თავ მოდრეკით ლოცვა:
წმიდისა იოანე წინასწარ-მეტყუელისა, წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისა, წმიდათა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდისა (სახელი) რომლისა ჴსენებასა აღვასრულებთ, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელთა ვედრებითა მოიხილე ჩუენ ზედა, ღმერთო, და მოიჴსენენ ყოველნი პირველ გარდაცვალებულნი, სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოჲსათა.
ცხოვრებისათჳს, შეწევნისათჳს და მიტევებისათჳს ცოდვათასა, მონისა ღმრთისა…
აქა მღდელმან მოიჴსენოს რომელიცა ენებოს ცოცხალნი, და მიცვალებულნი, ცოცხალთათჳს ესრეთ ჰსთქვას:
ცხოვრებისათჳს, შეწევნისათჳს და მიტევებისათჳს ცოდვათასა, მონისა ღმრთისა (სახელი).
განსუენებისათჳს, და მიტევებისათჳს სულისა მონისა შენისა, (სახელი)…
ხოლო მიცვალებულთათჳს ჰსთქვას.
განსუენებისათჳს, და მიტევებისათჳს სულისა მონისა შენისა, (სახელი) ადგილსა ნათლისა, სადა არა არს მწუხარება, და სულ-თქმა, განუსვენე, ღმერთო ჩუენო, და განუსვენე მათ, სადაცა ჰფარავს ნათელი პირისა შენისა.
მერმეცა გევედრებით, მოიჴსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე…
შემდგომად ამათსა ჰსთქვას.
მერმეცა გევედრებით, მოიჴსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, კიდითგან ვიდრე კიდედმდე სოფლისათ, დაამშჳდე იგი, რომელი შეკრიბე პატიოსნითა სისხლითა ქრისტეს შენისათა, და წმიდა ესე სახლი დაამტკიცე ვიდრე აღსასრულადმდე საუკუნისა. მოიჴსენე, უფალო, ძღუენთა ამათ შემომწირველნი შენდა, და რომელთათჳს, და რომელთა მიერ შემოიწირნეს ესე. მოიჴსენე, უფალო, ნაყოფის შემომწირველნი, და კეთილის მყოფელნი წმიდათა შენთა ეკლესიათანი, და მომჴსენებელნი გლახაკთანი, თჳსთა და მეგობართანი: მიაგენ მათ მდიდარნი და ზეცისა მადლნი შენნი, მიანიჭენ მათ ქუეყანისათა წილ ზეცისათანი, და საწუთოჲსა წილ საუკუნონი, განხრწნადთა წილ უხრწნელნი. მოიჴსენე, უფალო, მეუდაბნოებასა, მთათა, და ქვაბთა, და ჴვრელთა ქუეყანისათა მყოფნი. მოიჴსენე, უფალო, ქალწულებისა, და კრძალულებისა, და მოღვაწებისა, და პატიოსნისა ცხოვრებისა აღმრჩეველნი. მოიჴსენე, უფალო, ყოვლისა მთავრისა და ჴელმწიფისა, პალატის შენათა ძმათა ჩუენთა, და ყოველთა მჴედართა: კეთილნი სიკეთესა შინა დაიცვენ და ბოროტნი კეთილ ჰყვენ სიტკბოებითა შენითა. მოიჴსენე, უფალო, გარემოს მდგომარისა ერისა, და სამართლისა მიზეზისათჳს დაკლებულთა, და შეიწყალენ იგინი და ჩუენ, სიმრავლისაებრ წყალობისა შენისა. საუნჯენი მათნი აღავსენ ყოვლითა კეთილითა, მეუღლეობა მათი მშჳდობასა შინა და ერთობასა დაიცევ, ჩჳლნი განზარდენ, სიჭაბუკე განსწვართე, სიბერე განაძლიერე, სულ მოკლეთა ნუგეშინის-ეც, განბნეულნი შეკრიბენ, შეცთომილნი მოაქციენ, და შეაერთენ წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა: შფოთიანნი სულთაგან არა წმიდათა განათავისუფლენ, მენავეთა თანა ნავით მავალობად, მოგზაურთა თანა მოგზაურობად, ქვრივთა შეეწიე, ობოლთა ჴელი აღუპყარ, ტყვენი გამოიჴსენ, სნეულნი განკურნენ, სამსჯავროსა, და საძნაურთა შრომათა, და ექსორიაობათა, და მწარეთა მონებათა, და ყოველსა ჭირსა, და ურვასა, და განსაცდელთა შინა მყოფნი გამოიჴსენ, ღმერთო, და მოიჴსენე ყოველნი მოქენენი დიდისა მოწყალებისა შენისანი, მოყუარენიცა ჩუენნი, და მოძულენი, და შემოვედრებულნი ჩუენ უღირსთა ლოცვისანი მათთჳს, და ყოვლისა ერისა შენისათჳს, მოიჴსენენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და ყოველთა მოჰფინე მდიდარი წყალობა შენი, ყოველთა მიმადლე საცხოვრებელნი თხოვანი მათნი, და რომელი ჩუენ ვერ მოვიჴსენენით, უცნაურებისათჳს, ანუ დავიწყებისა, გინა თუ სიმრავლისათჳს სახელთასა შენ მოიჴსენენ, ღმერთო, რომელმან უწყნი თჳთოეულისა ჰასაკი და სახელის დებაჲ, რომელმან უწყნი თჳთოეული მიერ მუცლითგან დედისა თჳსისათ, რამეთუ შენ ხარ, უფალო, შემწე შეუწევნელთა, სასოება უსასოთა, ღელვა გუემულთა მაცხოვარი, მენავეთა ნავთ საყუდელი, სნეულთა მკურნალი. შენ ყოველთა ექმენ ყოველ, რომელმან უწყნი თჳთოეულნი სახელნი, და საჴმარი მისი. იჴსენ, უფალო, ქალაქი ესე, და ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი, სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, და მახჳლისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთასა, და ტომისაგან ბრძოლისა:
პირველად მოიჴსენე, უფალო, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად…
და მღდელმან, ასამაღლებელი:
პირველად მოიჴსენე, უფალო, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამიჲ ჩუენი ილია, (სახელი მმართველი ეპისკოპოსისა) რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშჳდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლმკვეთელობით სიტყჳსა შენისა ჭეშმარიტებისათა.
ყოველთა და ყოვლისათჳს
და მგალობელთა იგალობონ:
ყოველთა და ყოვლისათჳს.
მოიჴსენე, უფალო, ყოველი ეპისკოპოსი მართლ-მადიდებელთა, რომელნი განამართლენ…
ხოლო მღდელმან ლოცვა საიდუმლოდ.
მოიჴსენე, უფალო, ყოველი ეპისკოპოსი მართლ-მადიდებელთა, რომელნი განამართლენ სიტყჳთა შენისა ჭეშმარიტებისათა, მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ჩემიცა უღირსებაჲ, და შემინდვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ნუ ჩემთა ცოდვათათჳს დააყენებ მადლსა სულისა წმიდისასა, წინა მდებარეთა ძღუენთაგან. მოიჴსენე, უფალო, ხუცესნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი, და ყოველნი სამღდელოჲსა მწყობრისა, და ნუცა ერთსა ჩუენგანსა არცხვენ, გარემოს მდგომარეთა წმიდისა შენისა საკურთხეველისათა. მომხედენ ჩუენ სიტკბოებითა შენითა, უფალო, გამოგჳჩნდი ჩუენ მდიდართა მიერ წყალობათა შენთა: კეთილად შეზავებულნი და მარგებელნი ჰაერნი მოგუმადლენ ჩუენ, წჳმანი მშჳდობისანი ქუეყანასა ნაყოფიერებად მოანიჭენ, აკურთხე გჳრგჳნი წელიწდისა სიტკბოებითა შენითა: დააცხრვე განხეთქილება ეკლესიათა, დაშრიტენ აღძრვანი წარმართთანი, წვალებათა ზედა აღმდგომანი მოსწრაფებით დაარღჳენ ძალითა სულისა შენისა წმიდისათა, ჩუენ ყოველნი შემიწყნარენ სასუფეველსა შენსა, ძედ ნათლისად, და ძედ დღისად გამოგჳჩინენ, შენი მშჳდობაჲ და შენი სიყუარული მომმადლენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩუენ.
მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა, და ერთითა…
ასამაღლებელი მღდელმან: და
მომეც ჩუენ, უფალო, ერთითა პირითა, და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა და დიდად-შუენიერსა, სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა…
მღდელი მოიქცევის კარისა მიმართ და აკურთხევს, და იტყჳს: და
იყუნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა, და მაცხორისა ჩუენისა იესო ქრისტესნი თქვენ ყოველთა თანა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, მერმე და მერმე მშჳდობით…
და დიაკონი განვალს, და დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა და იტყჳს:
ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეწირულთა ამათთჳს, და განწმედილთა პატიოსანთა ძღუენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
რათა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან ჩუენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა, და ზესთა ცათასა, და საცნაურსა საკურთხეველსა მისსა, საყნოსელად სუნად სუნნელად შეიწირნეს, და ნაცვლად გარდამოგჳვლინოს ჩუენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ჰჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
ღმერთო ჩუენო, ღმერთო განმაცხოველებელო, შენ მასწავენ ჩუენ…
მღდელმან ლოცვა საიდუმლოდ.
ღმერთო ჩუენო, ღმერთო განმაცხოველებელო, შენ მასწავენ ჩუენ მადლობად შენდა, ღირსად ქველის მოქმედებათა შენთა, რომელი ჰქმენ და იქმ ჩუენ თანა, შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, შემწირველო ამათ მსხუერპლთაო, წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთასა, და მასწავე აღსრულებად სიწმიდისა შიშითა შენითა, რათა წმიდითა მოწმობითა სჳნიდისისა ჩუენისათა, შემწყნარებელნი ნაწილსა სიწმიდეთა შენთასა, შევეერთნეთ წმიდასა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს შენისასა, და ღირსებით შემწყნარებელთა ამათთა, გუაქუნდეს ქრისტე დამკჳდრებულად გულთა შინა ჩუენთა, და ვიქმნნეთ ტაძარ სულისა შენისა წმიდისა. ჰე ღმერთო ჩუენო, და ნუცა ერთსა ჩუენგანსა თანამდებ ჰყოფ, შესაძრწუნებელისა ამის და ზეცათა საიდუმლოჲსა შენისა, ნუცა უძლურ სულითა და ჴორცითა უღირსებით მიღებისა მისისათჳს: არამედ მომეც ჩუენ ვიდრე უკანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე, ღირსებით შეწყნარებად სასოებასა სიწმიდეთა შენთასა, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოჲსა, სიტყჳს გებად მითუალულად, წინაშე საშინელისა სამსჯავროჲსა ქრისტეს შენისა, რათა ჩუენცა ყოველთა თანა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთა, ვიქმნნეთ ზიარად საუკუნეთა კეთილთა, რომელნი განუმზადე მოყუარეთა შენთა, უფალო.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო…
დიაკონმან:
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვილხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგვმადლე, უფალო
მგალობელთა
მოგვმადლე, უფალო.
ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრება ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად…
ასამაღლებელი: და
ღირს მყვენ ჩუენ მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად, და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად:
მამაო ჩუენო
მგალობელთა
მამაო ჩუენო:
რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და…
მღდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობა ყოველთა
მღდელმან
მშჳდობა ყოველთა.
სულისაცა შენისა თანა
მგალობელთა: და
სულისაცა შენისა თანა.
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ
დიაკონმან
თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
მეუფეო უფალო მამაო მოწყალებისაო, და ღმერთო ყოვლისა…
მღდელმან ლოცვა.
მეუფეო უფალო მამაო მოწყალებისაო, და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაო, მომდრეკელნი შენდა თავთა მათთანი, აკურთხენ, წმიდა ჰყუენ, დაიცვენ, განამტკიცენ, განაძლიერენ, და ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განაშორენ, და ყოველსა საქმესა კეთილსა შეაყვენ: და ღირს ჰყუენ დაუსჯელად მიღებად უხრწნელთა ამათ, და ცხოველს-მყოფელთა შენთა საიდუმლოთა, მისატევებელად ცოდვათა, ზიარებად სულისა წმიდისა:
მადლითა, და წყალობითა, და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა…
ასამაღლებელი:
მადლითა, და წყალობითა, და კაცთმოყუარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით სახიერით, და ცხოველს მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მოიხილე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, წმიდით…
მღდელმან ლოცვა.
მოიხილე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, წმიდით სამკჳდრებელით შენით, და საყდრით დიდებისა სუფევისა შენისაჲთ, და მოვედ წმიდა-ყოფად ჩუენდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ, და აქა ჩუენ თანა უხილავად თანა-მყოფობ: და ღირს მყვენ ჩუენ, მტკიცითა ჴელითა შენითა მოცემად ჩუენდა უხრწნელი ჴორცი შენი, და პატიოსანი სისხლი შენი, და ჩუენ მიერ ყოველსა ერსა შენსა:
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე…
ესრეთ თაყუანის-სცემს მღდელი, მსგავსადვე და დიაკონი, სადაცა ჰსდგანან ადგილსა, და იტყჳან საიდუმლოდ:
ღმერთო განწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე. გ-გზის.
მოხედენ
ხოლო რაჟამს იხილოს დიაკონმან მღდელი ჴელ განპყრობით, და აღმღებელი წმიდისა პურისა, რომლითა ჰყოფს ამაღლებასა, იტყჳს:
მოხედენ.
წმიდა წმიდათა
მღდელი აღამაღლებს წმიდისა პურსა და იტყჳს:
წმიდა წმიდათა.
ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესო…
მგალობელთა
ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ.
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, ზიარებასა წმიდათა…
და იქმნება ზიარება წესისაებრ, ვითარცა წინათ უჩენს ლიტურღიასა ოქროპირისასა. ესრეთ შემდგომად ზიარების აღსრულებისა მღდელმან ლოცვა:
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, ზიარებასა წმიდათა უხრწნელთა, უკუდავთა, და ზეცისა შენთა საიდუმლოთა, რომელნი მომცენ ჩუენ ქველის მოქმედებად და სიწმიდედ, და საკურნებელად სულისა და ჴორცთა ჩუენთა. შენ, მეუფეო ყოველთაო, მომეც, რათა მექმნას ზიარება წმიდისა ჴორცისა, და სისხლისა ქრისტეს შენისა, სარწმუნოებად ურცხვენელად და სიყუარულად შეუორგულებელად, აღვსებად სიბრძნითა, საკურნებელად სულისა და ჴორცთა, გარე მისაქცეველად ყოველთა წინა აღმდგომთა, სრულ ყოფად მცნებათა შენთა, სიტყჳს გებად კეთილ-მითუალულად წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტეს შენისასა:
აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკუდავთა, ზეცისა…
და შემდგომი წესისაებრ, ვითარცა უჩენს ლიტურღიასა ოქროპირისასა. დიაკონმან
აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელთა, უკუდავთა, ზეცისა ცხოველთა, საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი არსრულებად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად მთხოველთა, თავნი თჳსნი და ურთიერთ არს, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა
შენ, უფალო.
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, და შენდა…
მღდელმან ასამაღლებელი:
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა
ამინ.
მშჳდობით წარვიდეთ
მღდელმან
მშჳდობით წარვიდეთ.
სახელითა უფლისათა
მგალობელთა
სახელითა უფლისათა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონმან:
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ
მგალობელთა
უფალო, შეგჳწყალენ.
რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა…
ლოცვა ამბიონისა, ჴმამაღლად.
რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა, აცხოვნე ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, სავსება ეკლესიისა შენისა დაიცევ, წმიდა ჰყუენ მოყუარენი სახლისა შენისა შუენიერებისანი, შენ იგინი ნაცულად ადიდენ საღმრთოჲთა ძალითა შენითა, ნუ დამაგდებ ჩუენ მოსავთა შენთა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსსა, დიდსა მეუფესა მამასა ჩუენსა ილიას, და ყოველსა ერსა შენსა, რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული, ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა, და შენდა დიდებასა, და მადლობასა, და თაყუანის-ცემასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ
მგალობელთა
ამინ.
აღესრულა და სრულ იქმნა ძალისაებრ ჩუენისა, ქრისტე…
ლოცვა, მარადის მოკაზმად სიწმიდეთა.
აღესრულა და სრულ იქმნა ძალისაებრ ჩუენისა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განგებულებისა შენისა საიდუმლო, რამეთუ ვჰპოვეთ სიკუდილისა შენისა მოსაჴსენებელი, ვიხილეთ აღდგომისა შენისა სახე, აღვივსენით დაუსრულებელისაგან ცხოვრებისა შენისა, განვიშუთ დაულევნელისაგან საშვებელისა, რომლისა ყოფადსაცა საუკუნესა, ჩუენ თანა ღირს-ყოფა სათნო იჩინე, მადლითა დაუსაბამოჲსა მამისა შენისა, და წმიდისა, სახიერებისა, და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
განუტევე მონა შენი: წმიდაო ღმერთო: და შემდგომად…
და შემდგომად წესისაებრ, ვითარცა უჩენს ლიტურღიასა ოქროპირისასა, შემდგომად, ლოცვა შემდგომი ზიარებისა, და აწ
განუტევე მონა შენი: წმიდაო ღმერთო: და შემდგომად მამაო ჩუენოსა, ოხითა, და კონდაკი დიდისა ბასილისა.