გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმინდისა ქალწულმოწამისა 1 / 76გიხაროდენ, სძალო რჩეულო, ელვარედ შემკულო ღუაწლთა ბრწყინვალებითა…

საზიარო განგება წმინდისა ქალწულმოწამისა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 34 წთ

გიხაროდენ, სძალო რჩეულო, ელვარედ შემკულო ღუაწლთა ბრწყინვალებითა…

მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ ა გუერდი, გიხაროდენნი

გიხაროდენ, სძალო რჩეულო, ელვარედ შემკულო ღუაწლთა ბრწყინვალებითა, მერცხალო ჴმატკბილო და გურიტო განშუენებულო, ტრედო ოქროჲსაო ფრთეშუენიერო, ბრძენო, რომელი განერი საფრჴეთა გუელისათა და აღჰფრინდი და აღჰჴედ ზეცისა სასძლოსა და მიემთხჳე ნეტართა სასოებათა, რომელთა-იგი ესევდი, სანატრელო (სახელი), მოგჳჴსენენ შემსხმელნი შენნი და სურვილით მგალობელნი; ღმერთსა ევედრე ჩუენთჳს, რომელი მოანიჭებს ყოველთა დიდსა წყალობასა.

გიხაროდენ, ტრედო წმიდაო, შემკულო სათნოებათა ბრწყინვალებითა, ქალწულო, ფრთითა საღმრთოჲთა ზეცად აღფრინვებულო და პირად-პირადად განშუენებულო, ბრძენო, მადლით განღმრთობილო საღმრთოჲთა ზიარებითა და წინაშე ღმრთისა ბრწყინვალედ მდგომარეო, რომელნი-ესე ვადიდებთ ჴსენებასა შენსა, გჳჴსნენ ჭირისაგან, და ყოვლისა ურვისა და სალმობათა ჩუენთა სიმძიმე, ღირსო, აღგჳსუბუქე ღმრთისა მიმართ ვედრებითა, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა.

ცთომითა ევა სამოთხით განიპარა გუელისა მიერ მზაკუარისა…

სხუანი, ჴმაჲ დ გუერდი, უფალო, დაღაცათუ

ცთომითა ევა სამოთხით განიპარა გუელისა მიერ მზაკუარისა, ხოლო შენ, ბრძენო (სახელი), მოსპე ყუედრებაჲ იგი მისი წამებისა ღუაწლითა, ვინაჲცა იშუებ შუებითა მით წარუვალითა და მგალობელთა შენთა სცავ ოხითა შენითა.

სულისა წმიდისა ძალმან წოდებაჲ შენი დაფარული გაუწყა, ბრძენო, და ფიცხელთა ტანჯვათა მიერ, ვა̅ სძალი, განგაშუენა და ქრისტეს მეუფისა დიდებასა ღირს გყო ხედვად ანგელოზთა თანა და მგალობელთა შენთა მეოხად გამოგაჩინა.

არცხჳნე ვეშაპსა მას სულთა განმხრწნელსა, მოქადულსა და…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

არცხჳნე ვეშაპსა მას სულთა განმხრწნელსა, მოქადულსა და მზუაობარსა და მოსწყალ წყლულებითა შენითა და სტანჯე ტანჯვითა შენითა და ჯუარისა ძალითა შეჰმუსრე თავი მისი, ბრძენო (სახელი), და ანგელოზთა თანა ჰსუფევ სამარადისოდ

რაჟამს ნათლითა სულისაჲთა მდიდრად განბრწყინვებულმან, სიმდიდრე მოიძულე…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ, რაჟამს გარდამო

რაჟამს ნათლითა სულისაჲთა მდიდრად განბრწყინვებულმან, სიმდიდრე მოიძულე და მხოლოჲ შეიყუარე ზეცათა მეუფე ქრისტე, მაშინ მარტჳლთა სიმჴნე შეიმოსე და გარდარეულთა ტკივილთა შებმა-უყავ, ამისთჳსცა მტერი დაამჴუ და ძლევისა გჳრგჳნი დაიდგ, მოწამეო ღუაწლით-შემოსილო, ყოვლად ქებულო

რაჟამს სულმყრალობაჲ ვნებათაჲ და ალი ცოდუათაჲ დაშრიტე…

მუხლი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაჲ.

რაჟამს სულმყრალობაჲ ვნებათაჲ და ალი ცოდუათაჲ დაშრიტე, უბიწოო, ცუარითა სულისაჲთა, რომელი შემწე გეყო, მაშინ დაუყვენ პირნი მჴეცთანი, ხოლო ჴორცნი მისცენ ახოვნებით ტანჯვასა, ამისთჳსცა დაამჴუ მოშურნე და დაიდგ გჳრგჳნი ძლევისაჲ, ჵ (სახელი), ღმრთივ-სანატრელო ქალწულო.

არცა ცეცხლმან და არცა მახჳლმან, არცა სიყმილმან…

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

არცა ცეცხლმან და არცა მახჳლმან, არცა სიყმილმან, არცა მრავალფერთა ტანჯვათა შეუძლეს დაჴსნად სურვილსა შენსა ღმრთისა მიმართ, რომელსა ეძიებდ წადიერებით და ყოველნი ხილულნი მისთჳს შეურაცხ-ჰყვენ, ვინაჲცა სასძლოსა საღმრთოსა დაემკჳდრე, სძალო ქრისტესო (სახელი), მოწამეო გჳრგჳნოსანო.

ჴმაჲ გესმა ზეცით ღმრთისა მიერ, დიდებულო მოწამეო…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა გუერდი, მოვედით აღვიდეთ

ჴმაჲ გესმა ზეცით ღმრთისა მიერ, დიდებულო მოწამეო: აღმოვედ ჩემდა, ღირსო, სასუფეველსა, რომელი განგიმზადე მოსაგებელად ღუაწლთა შენთა და იშუებდ მას შინა საუკუნოდ; მაშინ სიხარულით დაუტევე სოფელი და საქმენი მისნი და შეხუედ ზეცისა სასძლოსა.

ტარიგი შენი, იესუ, ჴმობდა ჴმითა დიდითა: შენდა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითაჲ, ჴმაჲ დ

ტარიგი შენი, იესუ, ჴმობდა ჴმითა დიდითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა და თანა ჯუარს-ვეცუმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთჳს, რაჲთა ვსუფევდე შენ თანა და მოვკუდები სახელისა შენისათჳს, რაჲთა ვიდიდოცა შენ თანა; მისითა მეოხებითა, მაცხოვარ, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

პირველ განიწმიდენ ჴორცნი მოღუაწებითა და, ვა̅ მსხუერპლი…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ ა, ზეცისა

პირველ განიწმიდენ ჴორცნი მოღუაწებითა და, ვა̅ მსხუერპლი სათნოჲ და უბიწოჲ საკუერთხი, წამებისა მიერ შეიწირე ცეცხლითა სატანჯუელთაჲთა ქრისტეს ღმრთისა, ქალწულო (სახელი), ამისთჳს ნიშთა მიერ შეგამკო ღმერთმან

დაეწინდე შენ უკუდავსა სიძესა, ნეტარო, და მუცლად-იღე შიში მისი, ღუაწლისა მძლეო, და ჰშევ ცხორებისა სული საღმრთოჲ, (სახელი), სოფელსა შინა და შვილ-ისხენ სარწმუნოებით მგალობელნი საჴსენებელისა შენისანი.

ზეცისა განწყობილთა შორის მკჳდრ იქმენ, ნეტარო, და წამებისა ღუაწლთა მიერ განპოხებულ ჰყავ, (სახელი), ლამპარი შენისა მის წმიდისა ქალწულებისაჲ და ნათელსა საღმრთოსა ღირს იქმენ, სადა-იგი არს დიდებაჲ მიუწდომელი.

ეკალნი იგი ვნებათანი ძირითურთ აღმოჰფხურენ და უვნებელობისა ჯეჯილი აღაორძინე, ამისთჳს გიყნოსა, მსგავსად ვარდთა, ქრისტემან და მოგისთულა შენ, რომლისა ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთჳს შემსხმელთა შენთა, (სახელი).

ქალწულებაჲ ყოვლად წმიდაჲ, მოთმინებაჲ საკჳრველი, ვა̅ ძღუენნი…

სხუანი, ჴმაჲ დ, მჴნეოთა ზედა

ქალწულებაჲ ყოვლად წმიდაჲ, მოთმინებაჲ საკჳრველი, ვა̅ ძღუენნი, შესწირენ სიძისა შენისა და მოგეცა მისგან ქუეყანაჲ წმიდაჲ, რომელსა შინა მშჳდნი განისუენებენ და მარტჳლნი იხარებენ და უბიწოჲ მწყობრი ქალწულთაჲ იდიდების საუკუნოდ, ქალწულო, სძალო ქრისტესო და მოწამეო ყოვლად ქებულო.

შეუდეგ კუალსა საღმრთოსა მეუფისა შენისასა, (სახელი), და ეტრფიალე სიკუდილსა მისსა და ვნებასა ცხოველსმყოფელსა, ამისთჳსცა ღირს იქმენ სასძლოსა ზეცათასა და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა და დიდებასა ცნობათა უაღრესსა საუკუნოდ, ქალწულო, სძალო ქრისტესო და მოწამეო ყოვლად ქებულო.

უფსკრულნი სატანჯუელთანი წარჰვლენ დაულტოლველად საჭითა ჯუარისაჲთა და მოღუაწებითა სულისა ყოვლად წმიდისაჲთა და შეხუედ ნავთსადგურსა მყუდროსა ზეცისასა და იხარებ საუკუნოდ ანგელოზთა თანა და ძლევისა ქებასა მეუფისა შესწირავ, ღირსო (სახელი), ქალწულთა თუალო, მოწამეო

რომელნი საჴსენებელსა შენსა მჴურვალედ ვადიდებთ, ღუაწლით-შემოსილო, ქალწულო მოწამეო, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ ქრისტეს მჴსნელისა მიმართ, ჭირთა და ურვათაგან და ვნებათა განგუარინენ ვედრებითა შენითა ღმრთისა სათნოჲთა და ლოცვითა შეწირულითა.

ზეცისა ძალთა თანა აღირაცხე შენ, დიდებულო (სახელი)…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა, ნათელი ნათლისაგან

ზეცისა ძალთა თანა აღირაცხე შენ, დიდებულო (სახელი), ქრისტეს მჴევალო, რამეთუ დაუტევე შუებაჲ სოფლისაჲ ქრისტეს სურვილითა და მიეც თავი შენი სატანჯუელთა მწარეთა და გუემაჲ უაღრეს საშუებელთა მიითუალე შენ, ამისთჳს ჰპოვე კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა და ითხოვ წყალობასა სულთა ჩუენთათჳს.

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი წინაჲსწარმეტყუელებისაგან ისაიასი

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, იტყჳს უფალი ღმერთი, და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინაჲსწარ ჩემსა არა იყო სხუა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაელისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…

სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ, შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.

ღმრთის-მეცნიერებისა ნათლითა განანათლა წმიდაჲ გონებაჲ შენი ქრისტემან…

ლიტიასა ზედა, ჴმაჲ დ, მოგიცემიეს

ღმრთის-მეცნიერებისა ნათლითა განანათლა წმიდაჲ გონებაჲ შენი ქრისტემან და გიჴსნა უმეცრებისაგან ბნელისა წყუდიადისა, (სახელი), ვა̅ არს მზე სიმართლისაჲ და მიზეზი ყოველთა კეთილთა, ვინაჲცა სამსახურებელნი საცთურისანი შეჰმუსრენ, დიდებულო, და საუფლოთა ვნებათა ახოვნებით სახე ექმენ.

ტკივილნი რაჲ ჴორციელნი მწარენი სიმჴნით დაითმინენ, ქრისტეს მჴევალო (სახელი), ღირს იქმენ შუებათა მათ და ფუფუნებათა სასუფეველისათა, ვა̅ რაჲ სძალი რჩეული ქრისტეს მეუფისაჲ, ნეტარო; რომელნი ჴსენებასა შენსა წადიერად აღვასრულებთ, მოგჳჴსენენ, რაჲთა ვიჴსნნეთ ჭირთაგან და ვპოოთ დიდი წყალობაჲ.

დაბძარვანი ჴორცთანი, ვა̅ შუენიერებანი სასძლონი გმოსიან, ღირსო, და სისხლთა შენთა ღებული პორფირი ღმრთივ-ბრწყინვალე შეგიმოსიეს და ქრისტეს მეუფისა წინაშე განათლებული მდგომარე ხარ და იშუებ სამარადისოდ განღმრთობისა საშუებელითა უსაზღვროჲთა ქალწულთა და მოწამეთა და ზეცისა ძალთა თანა.

სურვილითა საღმრთოჲთა ქრისტეს მჴსნელისა შენისაჲთა ებაძვე ვნებათა მისთა და ყოველნივე ღელვანი ტკივილთა და სატანჯუელთანი დაითმინენ და აწ მკჳდრ ხარ ცათა შინა გჳრგჳნშემოსილი, დიდებულო, და ხედავ, რომელსა-იგი ხედვენ მჴედრობანი ანგელოზთანი და კრებულნი ნათლისანი, (სახელი) სანატრელო.

ზეცისა სიძისა სძალო, წმიდაო (სახელი), რომელმან შეურაცხჰყვენ…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა, შენ სიტყუაჲ და

ზეცისა სიძისა სძალო, წმიდაო (სახელი), რომელმან შეურაცხჰყვენ ქუეყანისა დიდებაჲ და მოიგე ზეცას განსუენებაჲ ქრისტეს მიერ მაცხოვრისა, მას ევედრე ჩუენთჳს, ღირსო, რომელნი დღეს ჴსენებასა შენსა ვადიდებთ.

ყოვლად ქებულო მოწამეო, სანატრელო (სახელი), რომელმან ქრისტე…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი

ყოვლად ქებულო მოწამეო, სანატრელო (სახელი), რომელმან ქრისტე მეუფე შეიყუარე და სატანჯუელთა მტკიცედ დაუთმე და წყლულებანი ჴორცთანი თავს-ისხენ სიძისა შენისათჳს უკუდავისა და მტერი დასთრგუნე და წინაშე მისსა იხარებ საუკუნოდ; მეოხ გუეყავ მისსა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.

ცხორებისმომცემელმან ღმერთმან შენ, ქალწული უბიწოჲ და დიდებული…

მუხლი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაჲ.

ცხორებისმომცემელმან ღმერთმან შენ, ქალწული უბიწოჲ და დიდებული მოწამე, მრჩობლითა გჳრგჳნითა ღირსად გჳრგჳნოსან გყო და საუკუნოჲ სასძლოჲ მოგანიჭა და ნათლითა ბრწყინვალითა შეგამკო და წმიდათა და რჩეულთა თანა აღგრაცხა და წინაშე დიდებისა თჳსისა დაგამკჳდრა, ღირსო (სახელი).

ნეტარო მოწამეო (სახელი), ვერცა ტანჯვათა ცეცხლმან, ვერცა…

მუხლი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაჲ.

ნეტარო მოწამეო (სახელი), ვერცა ტანჯვათა ცეცხლმან, ვერცა შუებათა საჴუმილმან, ვერცა საფასეთა და დიდებისა აღთქუმამან, ვერცა ყუავილმან სიჭაბუკისამან შეუძლო განშორებაჲ შენი ქრისტეს ღმრთისაგან, რამეთუ ყოველსავე სძლევდა სიყუარული მისი საღმრთოჲ და უსაზღვროჲ ნეტარებაჲ დიდებისა მისისაჲ.

დიდებულო მოწამეო (სახელი), ზეცისა სავანეთა ბრწყინვალედ დამკჳდრებულ…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

დიდებულო მოწამეო (სახელი), ზეცისა სავანეთა ბრწყინვალედ დამკჳდრებულ ხარ ქალწულთა მწყობრსა თანა და მარტჳლთა მჴედრობასა, ჴსენებისა შენისა მგალობელნი და შემსხმელნი ახოვნებათა შენთანი აცხოვნენ ოხითა შენითა და ბრალთა შენდობაჲ მიანიჭე და წმიდაჲ ეკლესიაჲ დაიცევ შეურყეველად

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

სისხლი შენი, დიდებულო, ვა̅ ალაბასტრი ნელსაცხებლისაჲ, შესწირე…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ ა

სისხლი შენი, დიდებულო, ვა̅ ალაბასტრი ნელსაცხებლისაჲ, შესწირე წადიერად ქრისტესა, სიძისა შენისა, და მისა წილ მოიღე მის მიერ, ყოვლად ქებულო, გჳრგჳნი საღმრთოჲ დაუჭნობელი და მადლი ნიშთა და სასწაულთა ძალითა სულისა წმიდისაჲთა, (სახელი), და ითხოვ ჩუენთჳს მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

ყოვლად შუენიერი იგი სიძე შეიყუარე, დიდებულო, და…

წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ გ

ყოვლად შუენიერი იგი სიძე შეიყუარე, დიდებულო, და ახოვნითა გონებითა კუალსა მისსა გულსმოდგინედ შეუდეგ, (სახელი), და ვნებაჲ სანატრელი და სიკუდილი საწადელი სიხარულითა დაითმინე, რამეთუ სურჳელ იქმენ მარტჳლთა დიდებისა და მართალთა განსუენებისა; ევედრე ღმერთსა, რაჲთა მიჴსნნეს ჭირთაგან და განსაცდელთა და მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

გადიდებთ შენ, მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო ქრისტესო (სახელი)…

სადიდებელი

გადიდებთ შენ, მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო ქრისტესო (სახელი), და ვადიდებთ პატიოსანსა წამებასა შენსა, რომელ ქრისტეს ღმრთისათჳს თავს იდევ.

საღმრთოჲთა ნათლითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი და მარტჳლთა გჳრგჳნითა…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ დ გუერდი

საღმრთოჲთა ნათლითა სათნოებათაჲთა განჰბრწყინდი და მარტჳლთა გჳრგჳნითა ღმრთივ-შუენიერად შეიმკვე, პატიოსანო, და განშუენდი სიკეთითა სარწმუნოებისაჲთა და სძალ იქმენ ყოველთა მეუფისა შეუგინებელად და უხრწნელად, ამისთჳსცა ღირს იქმენ ზეცისა ტალავართა კეთილად მოღუაწებითა და სიმჴნით წამებითა, რომელთა მიერ მოაკუდინე მტერი იგი მზაკუვარი, (სახელი) ღმრთივ-განბრძნობილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.

ზეგარდამოჲთა ძალითა სძლე მტერთა წყობასა, სანატრელო (სახელი)…

წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მუხლი: ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა სახარება მათესი 12 დას: 15, 21-28 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ა, შენ სიტყუაჲ

ზეგარდამოჲთა ძალითა სძლე მტერთა წყობასა, სანატრელო (სახელი), და დასთრგუნე საცთური კერპთა ამაოთაჲ და მსახურნი მათნი მისცენ წარწყმედასა; ქრისტესა ევედრე ჩუენთჳს, რომელნი დღეს ჴსენებასა შენსა ვადიდებთ.

მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა…

გალობანი ქალწულმოწამისანი ჴმაჲ ბ გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იჴსნა ერი თჳსი ეგჳპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

ბრწყინვალებითა მოწამეთაჲთა განშუენებული სდგა წინაშე ქრისტეს მჴსნელისა; სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან გჳთხოვე ჩუენ გამოხსნაჲ მგალობელთა შენთა, ჵ მოწამეო.

სიმდიდრე ესე განხრწნადი სრულიად უგულებელს ჰყავ, რამეთუ ეძიებდი შენ სიმდიდრესა მას უხრწნელსა საუკუნესა და სიხარულით შეხუედ ღუაწლსა წამებისასა.

მრავალსახეთა ტანჯვათა, გუემათა და წყლულებათა უშიშად განეწყვე, მჴნეო მოწამეო (სახელი), რამეთუ შემწედ გაქუნდა მადლი მაცხოვრისა და ახოვნად იღუაწე.

განშუენებული სიკეთითა ჴორცთა და სულისაჲთა წარსდეგ, ყოვლად დიდებულო, წინაშე საყდართა მძლავრისათა და მდინარითა სისხლთა შენთაჲთა წარჰრღუნენ ღუარნი საცთურისანი.

მოწყლული ესე ვნებათაგან განმკურნე, ღვთის-მშობელო, რომელმან უვნებელობისა…

ღვთის-მშობლისაჲ:

მოწყლული ესე ვნებათაგან განმკურნე, ღვთის-მშობელო, რომელმან უვნებელობისა წყაროჲ ქრისტე ღმერთი გჳშევ და ცეცხლისაგან საუკუნოჲსა მიჴსენ, ჵ ღმრთივ-მიმადლებულო.

გალობაჲ შევსწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველთ-მოქმედისა, რომელმანცა იჴსნა…

სხვანი გალობანი ჴმაჲ დ გუერდი ძლისპირი:

გალობაჲ შევსწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველთ-მოქმედისა, რომელმანცა იჴსნა ისრაელი ეგჳპტით, ძლევისა გალობითა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა

ქრისტეს ღმრთისა წინაშე იხარებ ცათა შინა ჭეშმარიტებით, სძალო უბიწოო, და ქუეყანასა ზედა მადიდებელნი შენნი იზიარენ დიდებასა შენსა თანა ლოცვითა შენითა.

სულისა შენისა სიწმიდითა დაიმკჳდრე მადლი სულისაჲ, ბრძენო (სახელი), და ჴორცთა წყლულებითა განჰშუენდი საკჳრველად და დაეწინდე ქრისტესა, სიძესა მას სულთასა სახიერსა.

ზამთარსა რაჲ უღმრთოებისასა დაეპყრა ყოველი ქუეყანაჲ, ვა̅ მარტჳლი უფალისაჲ უძლეველი, მიიწიე არესა ქრისტესთჳს წამებისასა, (სახელი), და ძლევაჲ მოიღე.

გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღვთის-მშობელო…

ღვთის-მშობლისაჲ:

გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღვთის-მშობელო, დედათა დიდებაო, სასოვო სოფლისაო, ყოველთა უმეტესო, შენ ხარ საფარველი მორწმუნეთაჲ

უგალობდეთ უფალსა რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა…

სხუანი გალობანი, მასვე ჴმასა ზედა ძლისპირი:

უგალობდეთ უფალსა რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.

ყუავილითა მადლთაჲთა დღეს განმასულნელებს ჩუენ (სახელი) და ჴსენებასა თჳსსა გჳბრძანებს, რაჲთა ბრწყინვალედ ვიხარებდეთ.

ქრისტეს სიყუარულისა ისრითა მოიწყალ, მჴნეო მარტჳლო, და სიწმიდისა მიერ და სარწმუნოებისა ჰმონე მჴურვალედ.

მადლითა სულისაჲთა აღვსებული იშუებ სამარადისოდ და საცთურთა ტყუილსა ამხილე ახოვნად მოღუაწებითა.

შენ, უქორწინებელო ღვთის-მშობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ, უქორწინებელო ღვთის-მშობელო, რომელმან გჳშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ ჴორცითა უზეშთაეს ბუნებათა, გიგალობთ

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ჴმა-ვყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩუენისა.

ვერ შეძრა გოდოლი სულისა შენისაჲ, დიდებულო, ტანჯვათა სამნაკეცმან ღელვამან, (სახელი), რამეთუ კლდესა მას ზედა ქრისტეს სიყუარულისასა დაგეფუძნა და მას მხოლოსა უღაღადებ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.

რომელმან შეიმოსნა კაცთა უძლურებანი, განაძლიერა უძლურებაჲ შენი, ვინაჲცა დააკუეთე გუელი გულარძნილი ქუეყანასა ზედა და ჰღაღადებდი, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე.

ღუარნი უღმრთოებისანი განაჴმენ, სანატრელო, სისხლთა შენთა მდინარითა და აწ განისუენებ ღუარითა საშუებელთაჲთა და ნათელსა შინა დაუღამებელსა დამკჳდრებულ ხარ და ჰღაღადებ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.

ზეშთა სიტყჳსა არს მუცლად-ღებაჲ და შობაჲ შენი…

ღვთის-მშობლისაჲ:

ზეშთა სიტყჳსა არს მუცლად-ღებაჲ და შობაჲ შენი, რამეთუ საუკუნეთა შემოქმედი სიტყჳთა გჳშევ, უქორწინებელო, რომელმან იჴსნნა კიდენი სოფლისანი პირუტყუთ-სახეთა ვნებათაგან; მას ევედრე ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.

არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი, და არავინ…

სხვანი ძლისპირი:

არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი, და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.

იქსოვე მადლისა კუართი ბრწყინვალე და სისხლითა შენითა ესე შეჰღებე, (სახელი) დიდებულო, და შეხუედ სასძლოსა ქრისტეს ღმრთისასა.

იწყალ სურვილითა ქრისტეს ღმრთისაჲთა, ნეტარო (სახელი), ამისთჳს წყლულებანი და ტკივილნი მწარენი სიმჴნით დაითმინენ, ყოვლად ქებულო

ყოვლითურთ წმიდა გყო დამბადებელმან, ნეტარო (სახელი), რამეთუ ყოვლითა სულითა შეიყუარე იგი მხოლოჲ, ტკბილი და სახიერი

ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად…

ღვთის-მშობლისაჲ:

ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათჳს.

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ…

სხვანი ძლისპირი:

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი

ძღუნად პატიოსნად შესწირე ქრისტეს მეუფისა სიწმიდე და მოღუაწებაჲ და სისხლთა შენთა მდინარენი პატიოსანნი.

ცეცხლი ვნებათაჲ დაშრიტე ცრემლთა შენთა მიერ, სძალო ღმრთივ-გონიერო, და სისხლთა მდინარითა საჴუმილი უღმრთოებისაჲ.

მდუღარესა რაჲ სულითა გხედვიდეს ტანჯვათა შინა მტერნი უხილავნი შიშით ზარგანჴდილნი შეძრწუნდეს, (სახელი).

ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ ქრისტიანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო.

მოიწია, დღესასწაულის მოყუარენო, დღესასწაული ბრწყინვალე, ჴსენებაჲ დიდებული…

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ

მოიწია, დღესასწაულის მოყუარენო, დღესასწაული ბრწყინვალე, ჴსენებაჲ დიდებული ქრისტეს ღუაწლით-შემოსილისა (სახელი)-სი და ყოველთა განამხიარულებს და ბრწყინავს ნათლითა სასწაულთაჲთა სოფელსა შინა და მიჰფენს კაცთა ზედა მადლთა დაუწყუედელთა; მისითა მეოხებითა გუაცხოვნენ ჩუენ, უფალო, და მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

მოხუედ ჩუენდა ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

შემკულ იყავ სიკეთითა სულისაჲთა წესიერად და შუენიერებითა ჴორცთაჲთა, ღირსო (სახელი), და კუალად წამებითა განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა ღმერთსა

შჯულიერად ქრისტეს ქადაგებითა სძლე უშჯულოთა, ხოლო მსხუერპლად უბიწოდ და სათნოდ შეიწირე მისსა და ესრეთ ღაღადებდი: სიყუარულითა შენითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა.

ნათლითა მით ღუაწლთა შენთაჲთა განათლდეს მძლავრნი, წყუდიადითა დანთქმულნი, უნათლეს ნათელსა მზისასა და ღუაწლი წამებისაჲ შენ თანა მოიღუაწეს, ყოვლად ქებულო.

ნავთსადგურად მყუდროდ წარმიძეღუ მე, ღმრთისა დედაო, რამეთუ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ნავთსადგურად მყუდროდ წარმიძეღუ მე, ღმრთისა დედაო, რამეთუ ღელვაჲ ბრალთაჲ და მოქცევი ცოდუათაჲ დამნთქამს მე და სულთა უკეთურთა არმური მაჭირვებს და მომიტაცებს.

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…

სხვანი ძლისპირი:

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

ამპარტავანი ვეშაპი უძლურებითა ჴორცთაჲთა დააკუეთე და იღუაწე ღუაწლი ბრწყინვალე და მძლავრთა ზახებაჲ უჩინო ჰქმენ.

მარტჳლობისა ნათლითა და ქალწულებისა საღმრთჲთა სიკეთითა იქმენ სძალ ქრისტეს მეუფისა, ღირსო (სახელი), ყოვლად ქებულო

მრავალფერთა ტანჯვათაგან მომკუდართა ასოთა შენთა, (სახელი), ცხორებაჲ უოხჭნოჲ მოგატყუეს და ქრისტეს საყდართა წინაშე მკჳდრ გყუეს.

სისხლთა შენთა ნაკადულმან მრავალ ღმერთეებისა საჴუმილი დაშრიტა და საკჳრველებათა სიღრმითა წარჰრღუნის მორწმუნეთა სნეულებასა

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…

სხვანი ძლისპირი:

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

საცთური იგი გუელისაჲ უქმ იქმნა შენ შორის, ღირსო (სახელი), და ღონენი და სიმედგრენი მტერთანი დაიჴსნნეს და მოუძლურდეს.

საღმრთოჲთა ტრფიალებითა სიძისა შენისაჲთა აღტყინებულმან ცეცხლი ხილული შეურაცხ-ჰყავ, რამეთუ ჰხედევდ მას შემაცურეველად.

ძალი საღმრთოჲ უძლეველი ზეგარდამო მოიღო და ბრძოლა უყო უღმრთოებისა სპარაზენთა (სახელი) მჴნემან და მძლე ექმნა მათ.

ღმერთი, რომელი გჳშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად…

ღვთის-მშობლისაჲ:

ღმერთი, რომელი გჳშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისა ნუ დასცხრები ჩუენთჳს, ქალწულო, რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

მობაძავი ვნებათა შენთა საღმრთოთაჲ და უვნებელობითა შენდა შეყოფილი, დაიჭრებოდა რაჲ, შენდა მიმართ იტყოდა, ქრისტე: შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არა ვიცი.

შიში ღმრთისაჲ საშოსა გონებისასა მუცლად-იღე და ჰშევ სული ცხორებისა აღსარებისა და წამებისაჲ საკჳრველად, ახოვანო, და განაქიქენ მთავრობანი ბნელისანი

ჰბრწყინავ ელვარებითა და ბრწყინვალებითა სულისა წმიდისაჲთა და განანათლებ მორწმუნეთა გულსა და ცოდვისა ბნელსა იოტებ, დიდებულო ქრისტეს მოწამეო, ღუაწლისა მძლეო

მზისა მის სიმართლისა ღრუბელო ნათლისაო, მომფინე მე…

ღვთის-მშობლისაჲ:

მზისა მის სიმართლისა ღრუბელო ნათლისაო, მომფინე მე ნათელი და დაჰჴსენ ბნელი ცოდუათა ჩემთაჲ და აღმომიყვანე უყით ვნებათაჲთ, დაცემულისა ადამის აღმადგინებელო

რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ…

სხვანი ძლისპირი:

რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ, განგუანათლენ ჩუენ აწცა, უფალო.

საცთურისა ღელვითა მძჳნვარედ აღტეხილი ზღუაჲ უღმრთოებისაჲ განჰვლე დაულტოლველად ქრისტეს მჴსნელისა წინამძღურებითა.

ნიჭთა მათ საწადელთა განცდითა, მოწამეო, სიმჴნით თავს-ისხენ ასოთა დაბძარვანი და ყოვლად საცნაური სიკუდილი.

სიკეთითა საღმრთოჲთა და სულისა შენისა ახოვნებითა, (სახელი) ნეტარო, ზარ-სცემდი მბრძოლთა მათ უშჯულოთა.

ღვთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ღვთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და შემდგომად შობისა ქალწულად ეგე სამარადისოდ.

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა…

სხვანი ძლისპირი:

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე.

საღმრთოჲ სიწმიდე და ქალწულებაჲ ღმრთივ-სანატრელი სამკაულად მიიხუენ, (სახელი) მჴნედ მოღუაწეო, და სძალ ექმენ ქრისტესა ღმერთსა

ლამპრად ბრწყინვალედ გაქუნდა ქრისტეს სარწმუნოებაჲ და ესე წარგიძღუა მისსა მიმართ, ბრძენო, რომელი-იგი ბრწყინვალებაჲ არს წარუვალი.

სულად სულნელად და მიჰრონად მრავალსასყიდლისად შესწირენ სისხლნი შენნი, (სახელი), ქრისტეს მჴსნელისა და მან აღგავსო სულნელებითა.

მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა…

ღვთის-მშობლისაჲ:

მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს ჩუენ სიმრავლე მოწყალებათაჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ.

ღელვათა ცოდვისათა მომიცვეს მე ძლიერად, არამედ იონაჲსებრ…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

ღელვათა ცოდვისათა მომიცვეს მე ძლიერად, არამედ იონაჲსებრ ვღაღადებ: უფალო, უფალო, აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი.

განიცადა რაჲ ძელსა ზედა ამაღლებაჲ შენი მოწამემან, მიითუალა დამოკიდებაჲ და ხუეტაჲ ჴორცთაჲ თავს-იდუა სურვილითა მით შენითა, ყოვლად ძლიერო.

წიაღ-ჰვლე ზღუაჲ ჭირთაჲ ნავითა სულისა წმიდისაჲთა და ნავთსადგურთა მყუდროთა მიიწიე, (სახელი), და სისხლთა შენთა ზღუასა დაანთქენ სულნი უკეთურნი.

ყოველთა ნათესავთაგან გამოგარჩია შენ, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელი…

ღვთის-მშობლისაჲ:

ყოველთა ნათესავთაგან გამოგარჩია შენ, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელი შეგიყუარა შემოქმედმან და შენგან გამოჩნდა უფალი.

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ…

სხვანი ძლისპირი:

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო

ვნებათა მჴსნელისათა კუალსა შეუდეგ, ღმერთი-შემოსილო ქალწულო, და ახოვნად მოითმინენ ტანჯვანი და დაბძარვაჲ ასოთაჲ და ჴორცთა შენთა წმიდათა განრყუნაჲ უწყალოდ.

მრავალფერნი ტანჯვანი სიმჴნით მოითმინენ, (სახელი), და ცეცხლი შეურაცხ-ჰყავ, ამისთჳს სალმობათა ჩუენთა ტკივილსა დაჰჴსნი და სენთა ჩუენთა სიმძიმესა აღასუბუქებ

ანგელოზნი განკჳრდეს ზეგარდამო თმენათა შენთათჳს, ქალწულო სანატრელო, ვითარ უჴორცოჲ მტერი დაეც უძლურებითა დედობრივითა და აქეს სიმჴნე შენი მაღალი

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო…

ღვთის-მშობლისაჲ:

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

შჯულიერად იღუაწე, ქრისტეს მოწამეო დიდებულო, ღუაწლი უკუდავებისაჲ…

სხვანი მასვე ძლისპირსა ზედა.

შჯულიერად იღუაწე, ქრისტეს მოწამეო დიდებულო, ღუაწლი უკუდავებისაჲ და მიიხუენ მის მიერ ნიჭნი და სასყიდელნი მიუწდომელნი და სასძლოჲ საღმრთოჲ ბრწყინვალე

ხისა მის ურჩებისა ნაყოფნი მწარენი მოიძულენ და მაცთურთა ზრახვათა ყოვლად არა მიუპყარ უბიწოჲ ყური შენი, ხოლო საღმრთოჲსა შჯულისა მსმენელ ჰყავ იგი.

ცრემლთა შენთა წყაროჲთა და სისხლთა საღმრთოჲთა მდინარითა წარჰრღუნენ უღმრთოებისა წჳრენი, (სახელი), და მორწმუნეთა სულნი მოჰრწყენ მადლითა და ასწავე ქებაჲ ღმრთისაჲ

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო…

ღვთის-მშობლისაჲ:

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელ იმსახურა ველსა მას…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელ იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყუეს მძლავრისაჲ მის და შეითხინეს საჴუმილსა მას და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო

ცეცხლითა სიყუარულისა ღმრთისაჲთა შენგან ეტყინებოდა ქალწული წმიდაჲ, ამისთჳსცა ცეცხლი ნივთიერი მჴნედ დათრგუნა და ყოვლადვე არა შეშინდა, არამედ ბრწყინვალედ მიემსგავსა სამთა ყრმათა ახოვნებასა და სიჴხნესა და მათ თანა აქებდა ღმერთსა

ლომთა შუანი არა შეგეხნეს შენ და მჴეცთა მძჳნვარებაჲ დაგემორჩილა, და უვნებელად განერი მათგან, (სახელი), რამეთუ ღმერთმან გადიდა შენ, მადიდებელი თჳსი, და აღმასრულებელი დაკლებულთა მათ ვნებათა მისთაჲ ჴორცთა შენთა ვნებისა მიერ

რომელმან გჳშევ ცხორებაჲ, არსებით მომკლველი სიკუდილისაჲ, ღმრთისა…

ღვთის-მშობლისაჲ:

რომელმან გჳშევ ცხორებაჲ, არსებით მომკლველი სიკუდილისაჲ, ღმრთისა დედაო, მოაკუდინენ ვნებანი ესე ჴორცთა ჩუენთანი, რომელნიცა სარწმუნოებით პატივს-გცემთ შენ, უბიწოო ღვთის-მშობელო, და ვღაღადებთ: კურთხეულ ხარ, დედოფალო, სასოო განწირულთაო.

ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…

სხვანი ძლისპირი:

ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო უკუე.

ტანჯვისათჳს ჴორცთაჲსა არა ჰზრუნევდ, რამეთუ განიცდიდ მოსაგებელთა მათ მერმეთა და ნათელსა და დიდებასა და საღმრთოსა მას შუენიერებასა, ნეტარო (სახელი).

ჴორცნი წმიდანი გაქუნდეს და გონებაჲ უფალისა-შეყოფილი და სამშჯავროთა საყდართა წარსდეგ, უბიწოო, და უგუნურსა მძლავრსა გონიერებით ამხილე უგუნურებაჲ მისი

საწუთროჲსა წილ მოიგე საუკუნოჲ ცხორებაჲ განუხრწნელი და შუებისა წილ წარმავალისა წარუვალი და სიძისა წილ მოკუდავისა სიძე იგი უკუდავი, ქალწულო (სახელი).

არათუ ბუნებით სამებაჲ არს ერთი ღმრთეებაჲ, არამედ გუამოვნებით იცნობების მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და უკუე.

ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი…

სხვანი ძლისპირი:

ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი საჴუმილისაჲ მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის

ყურნი უშჯულოთანი სიტყუათა შენთა მიერ დაუყვენ, მოწამეო, და ქრისტეს მორწმუნეთა სასმენელნი განახუენ სმენად სწავლათა საღმრთოთა და ასწავე დიდებაჲ ქრისტესი, (სახელი).

საღმრთოჲ ძალი ძლიერი შეგემოსა შენ, მოწამეო (სახელი), და მტერთა კუეთებანი და სივერაგენი დაამჴუენ ახოვნად და იტყოდე: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის

წყლულებანი ჴორცთანი დაუმორჩილენ ღმრთის-მსახურსა გულისსიტყუასა, მოწამეო ქრისტესო, და მძლავრთა სიცბილნი დასთრგუნენ ახოვნად და მრჩობლნი გჳრგჳნნი მოიხუენ შენ ქრისტესაგან, მოწამეო

თაყუანის-ვსცემთ მამასა, აღვიარებთ ძესა და ვადიდებთ სულსა წმიდასა, სამებასა წმიდასა ერთღმრთეებად აღვიარებთ და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუე.

განშუენდი სათნოებითა და შეიმკვე სიკეთითა წამებისაჲთა და მიეთხოვე სიძესა უკუდავსა ქრისტესა და უკუდავებისა ნათლითა ჰბრწყინავ, (სახელი) ღმრთივ-გონიერო

შემუსრვამან ძუალთა შენთამან დააწულილნა საბრჴენი მტერისანი და სისხლთა შენთა მდინარემან, პატიოსანო, განაჴმნა ღუარნი საცთურისანი და სასწაულთა ნიშნი მოგუმადლნა ჩუენ.

გუაცხოვნენ და შეგჳწყალენ, რომელმან მოწყალე ღმერთი ზეშთა…

ღვთის-მშობლისაჲ:

გუაცხოვნენ და შეგჳწყალენ, რომელმან მოწყალე ღმერთი ზეშთა სიტყჳსა გჳშევ, უბიწოო ქალწულო ღვთის-მშობელო, და დაშრიტე ცეცხლი გულისთქუმათაჲ და საჴუმილი ცოდუათაჲ განაბნიე.

მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა…

სხვანი ძლისპირი:

მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუე.

სიწმიდისა ნათლითა შემკობილი და სისხლთა მათ შენთა ძოწეულითა აღყუავებული მდგომარე ხარ წინაშე ქრისტეს მეუფისა, ბრძენო (სახელი), ქალწულთა თუალო.

მსხუერპლად წმიდად და საკუერთხად უბიწოდ ღმრთივ-ბრწყინვალედ და მიჰრონად სულნელად და საკუმეველად მრავალსასყიდლისად შეიწირე, ღირსო ბრძენო (სახელი), ქრისტეს მჴსნელისა.

მრავალფერთა სენთა კაცთასა ჰკურნებს და ეშმაკთა სიბოროტესა განჰჴდის წმიდაჲ გუამი შენი, (სახელი) ბრძენო, ყოვლად დიდებულო, მდებარე საფლავსა შინა საღმრთოსა.

რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწირე და ღმერთი მხოლოჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწირე და ღმერთი მხოლოჲ გჳშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, ყოველნი გაკურთხევთ და აღგამაღლებთ შენ უკუე.

მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ…

სხვანი ძლისპირი:

მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ და ამაღლებენ მას უკუე.

ქრისტეს ღმრთისა სურვილითა, ღირსო (სახელი), ყოველივე განხრწნადი მოიძულე და მას მხოლოსა უგალობდ წადიერად.

ბრწყინვალებითა სიწმიდისაჲთა დააბნელენ თუალნი მტერისანი და მოწამეთა ელვარებითა ჰნათობ ცისკიდეთა.

იქმენ დამცველ შჯულისა უფალისასა, მოწამეო ქრისტესო (სახელი), სიტყჳთ და საქმით და სიყუარულად მისდა წარუძეღუ ერთა.

მიუწდომელი ღმრთეებითა დამბადებელი და მჴსნელი ჩუენი სიტყუაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

მიუწდომელი ღმრთეებითა დამბადებელი და მჴსნელი ჩუენი სიტყუაჲ საღმრთოჲ ჰშევ, ზეცისა სძალო, ამისთჳს ყოველნი გაკურთხევთ.

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით განახლებად ადამისა, ჴორცშესხმულსა ღვთის-მშობელისაგან უზეშთაეს ცნობათა, ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მშობელსა მისსა თანა გალობით მას ვადიდებდეთ.

შემდგომად მრავალთა ტანჯუათა მძჳნვარედ მახჳლისა საშჯელსა მიგცა ბილწმან მსაჯულმან, ხოლო სული შენი ანგელოზთა აღიყვანეს ქრისტესა და მარჯუენითა მით საუფლოჲთა გჳრგჳნი დიდებისაჲ დაგადგა, ყოვლად ქებულო.

მწყობრსა თანა მარტჳლთასა ბრწყინვალედ განწყობილ ხარ და წინაშე ღმრთისა მდგომარე ხარ და განიცდი პირსა მისსა ტკბილსა, ზეცისა ძალთა თანა, ტალავართა და სასძლოთა შინა უხრწნელთა ნათლისათა; მეოხ გუეყავ შემსხმელთა შენთა

წყაროდ საღმრთოდ დაბეჭდულად და მტილად დაჴშულად და შესაწირავად და მსხუერპლად წმიდად, სძლად ქრისტესა უხრწნელად, საკუერთხად ყოველთა მეუფისა, ტრედად უმანკოდ და ტარიგად გქადაგებთ, (სახელი), მოწამეო ახოვანო.

ლმობიერ ექმენ ვედრებასა მვედრებელთა შენთასა, მხოლოო მფარველო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ლმობიერ ექმენ ვედრებასა მვედრებელთა შენთასა, მხოლოო მფარველო მორწმუნეთაო, შეგჳწყალენ და გჳჴსნენ, ქალწულო, და დაგჳცუენ ვნებათაგან და მტერთა მზაკუვარებისაგან სურვილით წადიერად შემსხმელნი შენნი მარადის.

ღვთის-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო…

სხუანი ძლისპირი:

ღვთის-მშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

ჯუარსა ზედა ვნებასა შენსა სახე ექმნა, უფალო, და შენ თანა ჯუარს-ეცუა გონებითა ქალწული წმიდაჲ და შემუსრა თავი მტერისაჲ.

განბრწყინდა სიკეთითა შუენიერებაჲ შენი წმიდაჲ და აზნაურებაჲ სულისა შენისაჲ, ღმრთივ-ბრწყინვალეო (სახელი), საკჳრველო.

მწყობრსა თანა წმიდათა ანგელოზთასა მკჳდრ ხარ ზეცას და მარტჳლთა გუნდსა თანა, ყოვლად ქებულო, მეოხ გუეყავ ჩუენ წინაშე ყოველთა ღმრთისა

ჴსენებაჲ შენი წმიდაჲ ყოველთავე მოუწესს, ბრძენო (სახელი), გალობად და ქებად სიხარულით ღუაწლთა შენთა და განსუენებათა დიდებულთა.

გჳრგჳნითა მადლთაჲთა, მოწამეო (სახელი), განგაშუენა შენ ქრისტემან…

სხვანი მასვე ძლისპირსა ზედა.

გჳრგჳნითა მადლთაჲთა, მოწამეო (სახელი), განგაშუენა შენ ქრისტემან მეუფემან და ზეცისა სასძლოსა შინა დაგამკჳდრა.

კეთილად დაიმარხე ხატებაჲ ღმრთისაჲ სულიერად და მძლე ექმენ ვნებათა და მძლავრთა წყობასა და ჰსუფევ ცათა შინა, ნეტარო (სახელი).

საღმრთოსა დიდებასა გამოუთქმელსა შინა იხარებ ზეცისა სავანეთა, ბრძენო (სახელი), ჩუენთჳს ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტეს მიმართ

განკჳრდეს ბუნებანი კაცთა მეტყუელთანი მიუწდომელისა შობისა შენისათჳს…

ღვთის-მშობლისაჲ:

განკჳრდეს ბუნებანი კაცთა მეტყუელთანი მიუწდომელისა შობისა შენისათჳს, უქორწინებელო სძალო, და შემწედ გხადიან.

ვა̅ ოქროჲ წმიდაჲ, ცეცხლსა შინა გამოცდილ იქმენ…

გამოავლინე, ჴმაჲ ა, გუერდი, მოწაფეთა რაჲ

ვა̅ ოქროჲ წმიდაჲ, ცეცხლსა შინა გამოცდილ იქმენ, მოწამეო, და ძირმტკიცედ გოდლად გამოსჩნდი შენ, ვინაჲცა ძეგლ ღმრთივ-შუენიერ იქმენ შენ და სიძისა შენისა მსხუერპლად შეიწირე შენ, (სახელი).

უფალო, მოწამემან შენმან (სახელი) შედგომაჲ შენი შეიყუარა…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, უფალო, დაღაცათუ ბ-გზის

უფალო, მოწამემან შენმან (სახელი) შედგომაჲ შენი შეიყუარა და სიმდიდრე ამის სოფლისაჲ შენთჳს მოსწრაფედ დაუტევა და სამართლად ღირს იქმნა სიმდიდრესა მას ზეცისასა და ანგელოზთა თანა იხარებს და მეოხ არს სულთა ჩუენთათჳს და მსაჯულთა აღძრვასა შენ მიერ მძლე ექმნა ღირსი და გჳრგჳნითა სამართლად შეიმკო შენ მიერ.

უფალო, დაღაცათუ ცხორებისაგან განხრწნადისა გარდაიცვალა წამებითა წმიდაჲ (სახელი), არამედ შემდგომად სიკუდილისა ცხოველ არს ცათა შინა და ჴელთა შინა შენთა, ქრისტე, შეგვედრა სული თჳსი უბიწოჲ და მეოხ არს სულთა ჩუენთათჳს.

ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა შემსხმელთა შენთასა, მოწამეო (სახელი)…

ჴმაჲ ა გუერდი, მოვედით აღვიდეთ

ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა შემსხმელთა შენთასა, მოწამეო (სახელი), და მიიღე ჩუენგან, უძლურთა გონებითა, უნდოჲ ესე და კნინი გალობაჲ და მოგუეც ოხითა შენითა მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ და ყოველთა მტერისა საბრჴეთა უზეშთაეს გამოგუაჩინენ.

ჴორცთა შენთა ტანჯვანი ძღუნად მიუპყრენ სიძესა შენსა…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ, მოგიცემიეს

ჴორცთა შენთა ტანჯვანი ძღუნად მიუპყრენ სიძესა შენსა, ქალწულო ყოვლად ქებულო, ვინაჲცა სასძლოთა ნათლისათა ღირს გყო შესლვად სახიერმან ღმერთმან და საუფლოჲსა დიდებისა ელვარებითა განგაბრწყინვა და აწ წინაშე მისა მდგომარე ხარ განათლებული (სახელი), ჩუენთჳს ოხად ნუ დასცხრები, ქებით მგალობელთა შენთა.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ