გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმინდისა აღმსარებელისა 1 / 66ღირსო (სახელი), ღმრთისა საჴუმილავითა გარეშეზღუდვილი დაცვულ იქმენ…

საზიარო განგება წმინდისა აღმსარებელისა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 27 წთ

ღირსო (სახელი), ღმრთისა საჴუმილავითა გარეშეზღუდვილი დაცვულ იქმენ…

მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო

ღირსო (სახელი), ღმრთისა საჴუმილავითა გარეშეზღუდვილი დაცვულ იქმენ ყოვლად შეუხებელად და გამოსჩნდი გოდლად შეუძრველად ქრისტეს ეკლესიისა, ბრძენო, და მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სიმტკიცესა სარწმუნოებისა შენისასა.

ბრძენო (სახელი), განჴუედ რაჲ ჴორცთაგან, მეყუსეულად აჰჴედ…

ბ-გზის

ბრძენო (სახელი), განჴუედ რაჲ ჴორცთაგან, მეყუსეულად აჰჴედ ზეცად და ტალავართა ზეცისათა მკჳდრ იქმენ, ექსორიობათა და ჭირთა, რომელ თავს-ისხენ ჩუენთჳს, რომლისა მიმართ აწცა ნუ დასცხრები ოხად, ღმერთი-შემოსილო, რაჲთა მოსცეს სულთა ჩუენთა წყალობაჲ.

დიდო (სახელი), აწ ღმერთსა განიცდი და იხილვები მის მიერ შეერთებითა გამოუთქუმელითა და იშუებ მის მიერ, რომლი-იგი არს მხოლოჲ ნეტარი საწადელი და განღმრთობილი ჰსუფევ ანგელოზთა თანა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათჳს.

მოღუაწებითა განშუენდი, ყოვლად ბრძენო, და მღდელთმოძღურებისა პატივითა…

დიდებაჲ, ჴმაჲ გ, გუერდი, მჯდომარე

მოღუაწებითა განშუენდი, ყოვლად ბრძენო, და მღდელთმოძღურებისა პატივითა შეიმკვე, რაჲთა საღმრთოსა მსხუერპლსა ღირსებით შესწირვიდე შენ საცხორებელად და განათლებად სოფლისა და ღმრთისა ჭეშმარიტისა თაყუანისცემისათჳს ექსორიობანი და ჭირნი თავს-ისხენ, ბრძენო, და მრავალჟამ დილეგთა შეყენებაჲ, ვინაჲცა შემდგომად ჴორცთაგან განსლვისა კურნებათა მადლსა სნეულთა მდიდრად აღმოუცენებ და განანათლებ მადიდებელთა შენთა.

მჴეცი მძჳნვარე განძჳნებული შენ ზედა ზახებითა მით…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ, გუერდი, ანგელოზთა

მჴეცი მძჳნვარე განძჳნებული შენ ზედა ზახებითა მით ლომებრივითა მბრდღუენალი შეჰმუსრე, ყოვლად ბრძენო, და გემოვანთა სიტყუათა მიერ უგემურნი და მარილიანნი დაატკბენ და შეანელენ შენ, (სახელი), სიმტკიცეო წმიდისა ეკლესიისაო.

ცხორებისა მის წარუვალისა გსუროდა და წარმავალი ესე…

მუხლი: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფალისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

ცხორებისა მის წარუვალისა გსუროდა და წარმავალი ესე ცხორებაჲ განაგდე და უხრწნელნი განხრწნადთა მათ წილ შეიტკბენ, მამაო, და ქუეყანაჲ დაუტევენ და აჰჴედ ზეცისა საშუებელთა მიმართ, (სახელი) დიდებულო, და იხარებ წინაშე სამებისა წმიდისა.

ცხორებაჲ შენი შემკობილი მოღუაწებითა, მოძღურებაჲ შენი საწადელ…

მუხლი: ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაჲ იკურთხოს.

ცხორებაჲ შენი შემკობილი მოღუაწებითა, მოძღურებაჲ შენი საწადელ მღდელთმთავრობითა და მოთმინებაჲ შენი ზეშთა კაცთა ბუნებისა და მძლავრთა მიმართ სპარაზენებაჲ უშიშ და სავსე სიქველითა და ყოველივე შენი მაღალ და სასურველ და საბაძველ, (სახელი).

ძალითა სულისაჲთა განმტკიცებულო, რაჟამს-იგი წინამბრძოლმან გმობისამან განაშიშულა…

დიდებაჲ, ჴმაჲ გ, გუერდი, მჯდომარე

ძალითა სულისაჲთა განმტკიცებულო, რაჟამს-იგი წინამბრძოლმან გმობისამან განაშიშულა სიცბილი და საანჯმნო ყო მედგრობაჲ, მაშინ, ნეტარო, მშჳდი გამოსჩნდი მკსინვარე, ვითარ-იგი გალობს მეფსალმუნე, და ექმენ ეკლესიასა შემწე და დამცველ საღმრთოთა მიმართ მოძღურებათა პირველთაგან დაცვულთა და ძლევაშემოსილ იქმენ, დიდებულო, ქრისტეს აღმსარებელო, მას ევედრე, (სახელი), სულთა ჩუენთათჳს, რაჲთა მოგუცეს წყალობაჲ.

ელვარისა ცხორებისა თანა განბრწყინვებულად გაქუნდა მოძღურებაჲ კეთილი…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითაჲ, ჴმაჲ ა

ელვარისა ცხორებისა თანა განბრწყინვებულად გაქუნდა მოძღურებაჲ კეთილი და მოიზიდე კრებული მორწმუნეთაჲ სარწმუნოებად, რომელთა თანა სიხარულით იღუაწე და ყოველივე მძჳნვარებაჲ მძლავრთაჲ დაითმინე, ამისთჳსცა ყოვლად წმიდისა ჴსენებისა შენისა აღმასრულებელნი გალობით გადიდებთ შენ.

მართალო (სახელი), ღირსო, სარწმუნოებისათჳს მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო

მართალო (სახელი), ღირსო, სარწმუნოებისათჳს მოღუაწეო, ვნებანი დაითმინენ შენ, ვა̅ მჴნემან მოღუაწემან, და გჳჩუენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ ჩუენ მორწმუნეთა და აწცა ითხოვე ეკლესიათათჳს დაცვაჲ შეუძრველად ვედრებითა შენითა.

მართალსა (სახელი) ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვა̅…

ბ-გზის

მართალსა (სახელი) ღირსად ყოველნი მორწმუნენი შევამკობდეთ, ვა̅ მჴნესა სარწმუნოსა მსახურსა ქრისტეს ღმრთისასა, გალობითა საღმრთოჲთა შევასხმიდეთ, რომლისა მიერ მართალი სარწმუნოებაჲ გუესწავა ჩუენ, ლმობიერად ვაქებდეთ წადიერად.

მოღუაწე (სახელი), ყოვლად ქადაგი საღმრთოჲ ჭეშმარიტებისაჲ, რომლისა…

ბ-გზის

მოღუაწე (სახელი), ყოვლად ქადაგი საღმრთოჲ ჭეშმარიტებისაჲ, რომლისა ასონი დაეკუეთნეს უღმრთოთა მათ მიერ, რამეთუ შურ აქუნდა ღმრთივ-განბრძნობილსა მას მართლისა მისთჳს სარწმუნოებისა და აწ იღუწის ჭეშმარიტად დაცვისათჳს ყოველთა მორწმუნეთა.

ვა̅ რაჲ ახალნერგი, აჰყუავენ შენ, (სახელი), ყუავილოანთა…

ბ-გზის სხუანი, ჴმაჲ დ, მხნეონი

ვა̅ რაჲ ახალნერგი, აჰყუავენ შენ, (სახელი), ყუავილოანთა შორის სარწმუნოებისათა და ნაყოფად შესწირე ღმრთისა მართლაღსარებაჲ შენი და მოიღე მის მიერ მადლთა იგი ბრწყინვალებაჲ, რომელსა ევედრე ჴსნად ჩუენ ყოველთა.

მეოხებათა მათ შენთა ყუავილითა, მამაო (სახელი), სულნელ მყვენ პატივისმცემელნი შენნი და მწიკულევანებაჲ ვნებათაჲ განიოტე მადლითა ქრისტეს მაცხოვრისაჲთა, რომელმან სრულ-ყო სრბაჲ შენი, რომელსა ევედრე ჴსნად ჩუენ ყოველთა.

ზეშთა ხილულთასა არიან ქრისტეს აღმსარებელთა სასოებანი ჭეშმარიტად…

დიდებაჲ, ჴმა დ, გუერდი, ჵ სასწაულნი

ზეშთა ხილულთასა არიან ქრისტეს აღმსარებელთა სასოებანი ჭეშმარიტად, რამეთუ არცა თუალმან იხილა, არცა გულსა მოუჴდა, არცა გონებასა ძალ-უც მოგონებად, არცაღა ენასა გამოთარგმანებად კეთილთა მათ, წმიდათათჳს განმზადებულთა, რომელთაცა განსუენებაჲ ჰპოვე, მამაო (სახელი).

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…

სიბრძნისაგან სოლომონისა

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.

ცისკრად აღმოგჳბრწყინდი აღმოსავალით აღმოსრულად, ღმერთი-შემოსილო მამაო, ბნელსა…

ლიტიასა ზედა, ჴმაჲ დ, მოგიცემიეს ბ-გზის

ცისკრად აღმოგჳბრწყინდი აღმოსავალით აღმოსრულად, ღმერთი-შემოსილო მამაო, ბნელსა მას წვალებისასა განმდევნელად მოძღურებითა შენითა, ხოლო ყოვლისა ქუეყანისა განმაბრწყინვებელ სწავლითა საღმრთოჲთა, რომელთა მიერ განათლებულნი ღირსად და ჯეროვნად გიგალობთ შენ, ჵ ნეტარო აღმსარებელო და სიბრძნით აღსავსეო.

სიონით გამოსრული შჯული გაქუნდა ბაგეთა შენთა, ღირსო…

ბ-გზის

სიონით გამოსრული შჯული გაქუნდა ბაგეთა შენთა, ღირსო, ვა̅ წერილ არს, რომელსა შინა დადგეს ფერჴნი ჴორცითა შობილისა ღირსნი უქორწინებელისა სძლისაგან ჩუენთჳს ქუაბსა შინა და ბაგასა მწოლარისა, რომლისა ცხოველსმყოფელი განგებულებაჲ ჰქადაგე აღმსარებელთა შუენიერებაო, (სახელი) ყოვლად ქებულო.

ნათლითა მით სულისაჲთა განათლდა გონებაჲ შენი და…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ, მხნეონი

ნათლითა მით სულისაჲთა განათლდა გონებაჲ შენი და ნათლისა მის მიმართ დაუღამებელისა წარგიმართა შენ, (სახელი), ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და სრბაჲ იგი საწადელი გულსმოდგინედ აღასრულე, რომელსა ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი სარწმუნოებით ჴსენებასა შენსა აღვასრულებთ.

რაჟამს ენამან უღმრთოთამან აღლესა გმობაჲ დიდებისა მიმართ…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ, რაჟამს გარდამო

რაჟამს ენამან უღმრთოთამან აღლესა გმობაჲ დიდებისა მიმართ ღმრთისა, მაშინ სიმშჳდე შენი აღლესე სიფიცხითა, ღმერთი-შემოსილო მამაო (სახელი), და ენანი იგი მგმობართანი დაუყვენ და აოტენ წინააღმდგომნი მადლითა სიტყუათა შენთაჲთა და ძლევაშემოსილ იქმენ, ღმრთივ-სულიერო.

რაჟამს განზრახვაჲ განცოფებულთაჲ ქრისტეს ეკლესიისათჳს მძჳნვარედ ბორგდა…

მუხლი: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფალისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

რაჟამს განზრახვაჲ განცოფებულთაჲ ქრისტეს ეკლესიისათჳს მძჳნვარედ ბორგდა და ყოველთა წესთა შუენიერთა დაარღუევდა და შჯულსა მამათასა დასტკებნიდა და სახესა წმიდათასა უშჯულოდ დასწუვიდა, მაშინ, ვა̅ კლდე შეურყეველი და ვა̅ სუეტი შეურყეველი მართლმადიდებლობისაჲ, ეგე მიუდრეკელად.

ყოვლითა მოღუაწებითა განჰშუენდი და სარწმუნოებაჲ შეუხებელად დაჰმარხე…

მუხლი: ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაჲ იკურთხოს

ყოვლითა მოღუაწებითა განჰშუენდი და სარწმუნოებაჲ შეუხებელად დაჰმარხე და საქმით და სიტყჳთ და ცხორებით განჰბრწყინდი და მრავალნი დაამტკიცენ, ბრძენო, ამისთჳს ყოვლისა წილ სამოთხისა იგი სავანენი ბრწყინვალე დაიმკჳდრენ, მამაო (სახელი).

დიდებულო (სახელი), მოღუაწეთა სამკაულო და აღმსარებელთა თუალო…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ, გოგიცემიეს

დიდებულო (სახელი), მოღუაწეთა სამკაულო და აღმსარებელთა თუალო, მჴართა შენთა იტჳრთე ჯუარი შენი და შეუდეგ ქრისტესა მოსწრაფედ და უწინარეს მოღუაწებითა და შემდგომად აღსარებითა სული შენი განსწმიდე და გამოაჩინე ტაძრად სამებისად და აწ მამათა თანა და მოწამეთა იდიდები

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

მართლმადიდებლობით დაჰმწყსი, წმიდაო, ეკლესიაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ და…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ

მართლმადიდებლობით დაჰმწყსი, წმიდაო, ეკლესიაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ და წვალებისა მწარენი ღუარძლნი აღმოფხურენ და განმრყუნელნი სამწყსოჲსანი მწვალებელნი განასხენ მისგან, ხოლო აწ მაღალთა შინა წინაშე სამებისა წმიდისა ჰსუფევ, ნეტარო (სახელი), მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

მართლმადიდებლობაჲ დაამტკიცე, ხოლო მგმობართა პირნი დაუყვენ, ექსორიობანი…

წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ გ

მართლმადიდებლობაჲ დაამტკიცე, ხოლო მგმობართა პირნი დაუყვენ, ექსორიობანი და ჭირნი თავს-ისხენ და ყოველსა შინა უცვალებელად ეგე, მამაო, და მიხუედ ქრისტესა, რომლისა გსუროდა და შრომათა შენთა მოსაგებელად საუკუნოჲ ცხორებაჲ მოგეცა, (სახელი), და უკუდავი იგი დიდებაჲ, რომელსა შინა ჰსუფევ; მეოხ გუეყავ ჩუენ.

ელვარე სიკეთითა სათნოებათაჲთა იცხე ზეთითა მღდელთმოძღურებისაჲთა და…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ გ

ელვარე სიკეთითა სათნოებათაჲთა იცხე ზეთითა მღდელთმოძღურებისაჲთა და მამათა საღმრთოჲ მოძღურებაჲ დაამტკიცე, ხოლო მწვალებელთა ჯერკუალნი სწავლანი დაარღჳენ და გონებითა შენითა ღუაწლი წამებისაჲ ახოვნად მოიღუაწე და ქრისტეს თანა იდიდე, (სახელი) დიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მოსცეს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო…

წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის. მუხლი: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა. სახარება ლუკასი 14 დას: 12, 8-12 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, არა დააკლდ

მოძღუარო და წინამძღუარო მართლმადიდებლობისაო, ეკლესიისა მნათობო ბრწყინვალეო, და მონაზონთა შუენიერებაო, ჵ ბრძენო (სახელი), ქნარო სულისაო, სწავლითა შენითა ღმრთივ-ბრწყინვალითა ჰნათობ უნათლეს მზისა, გჳთხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ.

მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა…

გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იჴსნა ერი თჳსი ეგჳპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

ახოვნებასა და სიმჴნესა მარტჳლთასა მიემსგავსე, დიდებულო (სახელი), და მათ თანა იხარებ წინაშე ღმრთისა და მათ თანა უგალობ სამებასა წმიდასა.

ზეცათა შინა გაქუნდა მოქალაქობაჲ და ქუეყანისა წარმავალი და ამაოჲ შუებაჲ დაუტევე და ღმერთსა მხოლოსა ხედევდ, სანატრელო მამაო (სახელი), ყოვლად ქებულო.

მასწავლელ იქმენ და მოძღუარ ეკლესიისა ჴმამაღალ და მართლმადიდებლობისა სწავლითა განსწავლე და ასუ წყალი ცხორებისაჲ უშურველად, მამაო (სახელი), ყოვლად ქებულო.

ზეშთა სიტყჳსა და გონებისა გჳშევ შემოქმედი ჩუენ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ზეშთა სიტყჳსა და გონებისა გჳშევ შემოქმედი ჩუენ კაცთათჳს ჴორცთშესხმული, ქალწულო უსძლოო, ღვთის-მშობელო მარიამ, და აცხოვნე სოფელი და იჴსენ წყევისაგან.

უკულეველად ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ…

სხუანი გალობანი, ჴმაჲ ბ, გუერდი ძლისპირი:

უკულეველად ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

კეთილისა მწყემსისა ცხორებასა ბრწყინვალედ შუენიერსა შესხმად განმზადებული მის მიერ გევედრები, ქრისტე მწყემსთმთავარო სახიერო, აღმავსე მადლითა.

ანგელოზთა ცხორებისა სიმაღლესა უქცეველად შეუდეგ და საღმრთოთა მცნებათა საქმით აღმსარებელ იქმენ და ჰპოვე ცხორებაჲ საუკუნოჲ, (სახელი).

მოძღურებითა სიტყჳსაჲთა ფრთოვან ქმნილი კეთილად ცხორებისა მუშაკ იქმენ ბრწყინვალე და მწყემსთმთავარ ქებულ, მამაო, მოწამეთა სიმტკიცეო, ეკლესიათა თუალო.

ბაგეთაგან შენთა წთოდა სიტკბოებაჲ თაფლისა უტკბილესი და მსგავსად გოლეულთა დაატკბობ სწავლითა საღმრთოჲთა და ცხორებად საღმრთოდ მიუძღუებოდე.

სათნოებაჲ მამისაჲ მხოლოდშობილი, სიბრძნე და ძალი ღმრთისაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

სათნოებაჲ მამისაჲ მხოლოდშობილი, სიბრძნე და ძალი ღმრთისაჲ დაემკჳდრა შენ შორის მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა და უთესლოდ განკაცდა და უხრწნელად დაგიცვა, სძალო.

განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდუაჲ ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე.

შენ ხატ სულიერ ქრისტესა გამოსჩნდი, მამაო, და ხატსა განკაცებისა მისისასა სურვილით ამბორს-უყოფდი, ყოვლად სანატრელო, და თაყუანის-სცემდ.

სურჳელ იქმენ, ნეტარო მამაო, კეთილთათჳს და საწადელისა სიკეთისა და სიწმიდით ცხორებითა ყოვლითურთ სრულქმნილი მისსა მიხუედი.

ქრისტეს მჴსნელისა ჩუენისა საუნჯედ გიცნობთ შენ, ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ქრისტეს მჴსნელისა ჩუენისა საუნჯედ გიცნობთ შენ, ქალწულო, და წმიდად და საღმრთოდ კიდობნად ღმრთისა ყოვლად ძლიერისა და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ შენ.

არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო…

სხუანი ძლისპირი:

არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტიანეთაჲ, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

მოციქულთა საფუძველსა და წინაჲსწარმეტყუელთასა რომლისა თავსაკიდურ არს ქრისტე, აღეშენე და შეურყეველად ეგე, ბრწყინვალეო მამაო (სახელი).

ძალითი-ძალად აღსლვითა შჯულთაებრ სულიერთა აღჰვლენ ყოველნი პატივნი ეკლესიისანი და ესრეთ საყდარსა ზედა უმაღლესსა აქებდ ღმერთსა, მამაო.

ცხორებისა საძოვართა და ბაკთა შეუვალთა კუერთხითა მოძღურებისაჲთა და ლოცვათა ქნარითა ჰმწყსიდი სამწყსოთა შენთა და დაიცუენ, ვა̅ გუგაჲ თუალისაჲ.

განუხრწნელითა შობითა ჰშევ სიტყუაჲ გუამოვანი, რომელიცა უწინარეს…

ღვთის-მშობლისაჲ:

განუხრწნელითა შობითა ჰშევ სიტყუაჲ გუამოვანი, რომელიცა უწინარეს ჟამთა და წელთაჲსა გამობრწყინდა მამისაგან, ამისთჳსცა დედად ღმრთისად გქადაგებთ.

ტკივილნი ტანჯვათანი და მწარენი სატანჯუელნი დაითმინენ, ბრძენო…

წარდგომაჲ, ჴმაჲ ა

ტკივილნი ტანჯვათანი და მწარენი სატანჯუელნი დაითმინენ, ბრძენო, ვა̅ ანდამატმან განუკუეთელმან, რამეთუ წყლულ იყავ სიყუარულითა მეუფისა შენისაჲთა, დიდებულო, ვინაჲცა ღირს იქმენ გჳრგჳნსა ძლევისასა და წესსა თანა უჴორცოთასა იხარებ, რომელთა თანა ჩუენცა მოგჳჴსენენ

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაჲ…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაჲ და გადიდე შენ, მხოლოჲ, კაცთმოყუარე.

მხიარულებით სრულ ჰყავ შენ სარბიელი ესე ამის სოფლისაჲ და ნეტარად აღსასრულად მიხუედი

ვა̅ მწყემსი უბიწოჲ ქრისტეს მაცხოვრისა ეკლესიისაჲ, შემწე მისსა მჴურვალედ გამოსჩნდი შენ.

მოიმუშაკე კეთილად საღმრთოჲ გული შენი, (სახელი) ნეტარო, და ნაყოფად მიუპყრენ ღმერთსა ღუაწლნი

ჵ, კურთხეულო ქალწულო, ოხითა შენითა ტკივილი ჩუენი…

ღვთის-მშობლისაჲ:

ჵ, კურთხეულო ქალწულო, ოხითა შენითა ტკივილი ჩუენი და წყლულებაჲ სულიერი განკურნე.

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა…

სხუანი ძლისპირი:

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

ლამპარ ღმრთივ-ბრწყინვალე იყავ განკითხვისა და სიფიცხე სიმშჳდითა განაზავე და მსგავსად წერილისა სასჯელსა შინა განაგენ სიტყუანი შენნი, დიდებულო.

მოიძაგე მძლავრი მგმობარი, მამაო, მსგავსად ქვათა ზღჳსათა დაფარული მზაკუვარებისა მიერ და შეიტკბე ჭეშმარიტებაჲ ცხადად მხილებითა მისითა.

თავს-ისხენ, მამაო, ჭირნი მრავალფერნი მართლისა სარწმუნოებისათჳს, დევნანი და გუემანი და საღმრთოსა ნეტარებასა ჯეროვნად და სამართლად ღირს იქმენ.

აღდგინებაჲ ჩუენი ინება ღმერთმან, ამისთჳს საშოსა ქალწულისასა…

ღვთის-მშობლისაჲ:

აღდგინებაჲ ჩუენი ინება ღმერთმან, ამისთჳს საშოსა ქალწულისასა დაემკჳდრა წყალობით და მისგან განკაცებითა სრულ-ყო განგებულებაჲ საღმრთოჲ.

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცე, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

წადიერად თავს-ისხენ ჭირნი და ღუაწლნი, დიდებულო მამაო, ქრისტეს პატიოსნისა ეკლესიისათჳს და სამკჳდრებელისა, რომელი მოიყიდა სისხლითა თჳსითა.

ვა̅ მღდელთმოძღუარმან ქრისტესმან, მადლობით და სიმხნით მიითუალენ ექსორიობანი, დევნანი, ძვირისხილვანი, ჭირნი და იწროებანი, რამეთუ იწრო იგი გზა აღირჩიე შენ.

შეწევნისა შენისა და ხელის აპყრობისა ყოვლად უბიწოო…

ღვთის-მშობლისაჲ:

შეწევნისა შენისა და ხელის აპყრობისა ყოვლად უბიწოო მოლტოლვილნი ესე ვიხსნებით ყოვლისავე ვნებათა კუეთებისაგან, და მძვინვარეთა განსაცდელთა ღმრთისა დედაო.

ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს…

სხუანი ძლისპირი:

ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიყუარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან

საღმრთოჲთა მადლითა სრულქმნილი და მღდელშუენიერად მღდელთმოძღურებისა გჳრგჳნითა შემკობილი და აღმსარებელი და მწყემსი და მოღუაწე მღდელმოწამეთა პატივსა ღირს იქმენ მიმთხუევად.

სავნებელთაგან სივლტოლისა და კეთილთა შეტკბობისა სანთლად იხუმიე სიტყუაჲ მამაო, და ბნელი სოფლისაჲ დაუბრკოლებელად განჰვლე, და დაუღამებელსა მას ნათლისა მკჳდრ იქმენ.

სჭამე შენ პური ანგელოზთაჲ და სიბრძნისა ტაკუკთაგან ჰსუ სიფრთხილე სულიერი და განჰმტკიცენ, და დასტკბი გონებითა სანატრელო მამაო, და სიხარულით დაემკჳდრე წმიდათა თანა

კაცთა მომართ შეერთებისა და ზიარებისა საღმრთოჲსა სამკჳდრებელად…

ღვთის-მშობლისაჲ:

კაცთა მომართ შეერთებისა და ზიარებისა საღმრთოჲსა სამკჳდრებელად გამოსჩნდი სძალო, ამისთჳსცა ვა̅ დედასა ღმრთისასა, ჭეშმარიტად ღვთის-მშობლად გქადაგებთ, უბიწოო.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალთა მოწყალებათა…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო გევედრები.

გულისსიტყუათა დაარღვევდ და ყოველსა სიმაღლესა, ქრისტესა ზედა ამაღლებულსა, ღირსო, და მდევართა სიცოფესა დასცემდ და შეჰმუსრევდ, (სახელი) ღმერთი-შემოსილო

ღმრთივ-განბრძნობილთა სიტყუათა მიერ დაუყვენ, მამაო, პირნი განცოფებულთანი, სდექ რაჲ-იგი წინაშე მათსა, ვა̅ ლომი, ახოვნითა გულითა.

წინაჲსწარმეტყუელთა საიდუმლოდ იხილეს, დედუფალო, წმიდანი საიდუმლონი შენნი…

ღვთის-მშობლისაჲ:

წინაჲსწარმეტყუელთა საიდუმლოდ იხილეს, დედუფალო, წმიდანი საიდუმლონი შენნი, გამოსახვით და იგავით, და წინაჲთვე ქადაგებდეს ყოველთა მიმართ

მუცლად-იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან…

სხუანი ძლისპირი:

მუცლად-იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ დღე დაფვლისა შენისა, რომელმანცა დაფვლაჲ თავს იდევ ჩუენთჳს, სახიერ, და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჵ, ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

მამათაგან მოცემულთა წესთა იქმენ მცუელ ღირსო მამაო, ხოლო ამაოთა ხმათა მოძულე, დიდებულო, და ისარ რჩეულ აღლესულ ჭეშმარიტთა წამებათა მიერ და ბრძენთა იგავთა, რომელთა ცხად-ჰყოფდა მათ შინა დაფარული ბრწყინვალებაჲ.

ძღუენ საუფლო, და ძღუნისა მიმძღუანებელ, შემწირველ და შესაწირავ, მსხუერპლ საღმრთო, და მსახურ მსხუერპლთა, და საზღვარ ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა, მღდელ მართალ და მღდელთმოძღუარ უბიწო, საღმრთოჲთა შურითა აგზებულ შვიდ წილად და ცხოვარ და მწყემს ქრისტესა იქმენ, ბრძენო.

ხილვათა და წინაჲსწარ თხრობათა სრულებაჲ იქმნა შენ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ხილვათა და წინაჲსწარ თხრობათა სრულებაჲ იქმნა შენ შორის, წინაჲსწარმეტყუელთა სძალო, რამეთუ ღმერთი კაცთა შორის გამოსჩნდა შენგან, და დაგიცვა შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ, რამეთუ ყოველი რაჲცა ინებოს, ძალ უც ქრისტესა.

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელი იმსახურა ველსა მას…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

ხატისა მისთჳს ოქროჲსა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყუეს მძლავრისა მის და შეითხინეს სახუმილსა მას, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო

ქრისტეს ხატისა თაყუანისცემაჲ ასწავე ყოველთა, მამაო, და ესრეთ ჰხმობდი: პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა ხატისა აღვალს, და მხიარულითა სულითა განათლებული ღაღადებდე და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მსჯავრთა საღმრთოთა ღვთის-მეტყუელებითა და ქადაგებითა შემკობილი და ზოსტერითა განშუენებული მღდელთმოძღუარო, შინაგან ზეცათა ტაძრისა ბრწყინვალედ მხიარული შეხუედ, და ხმატკბილად იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ქალწულო ღირსო, შუენიერებაო იაკობისაო, ბრწყინვალეო და სამკაულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ქალწულო ღირსო, შუენიერებაო იაკობისაო, ბრწყინვალეო და სამკაულო ადამიანთაო, აღდგომაო დაცემულთაო, მხსნელო ტყუეთა და განწირულთაო, დედათა დიდებაო, კურთხეულ ხარ შენ, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, და აცხოვნე ნათესავი კაცთაჲ.

არა შეშინდეს ბაბილონს ყრმანი სახუმილსა შეთხეულნი, არამედ…

სხუანი ძლისპირი:

არა შეშინდეს ბაბილონს ყრმანი სახუმილსა შეთხეულნი, არამედ ცუარითა სხურებულნი, შორის ცეცხლსა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვა̅ სიბრძნისა მიერ აღზრდილმან, და განწესებულმან, კეთილად განაგე ქცევაჲ შენი, და ცხორებაჲ და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო, და ღმერთო მამათა ჩუენთაო

ყოვლითურთ განმტკიცებული, და ყოველსა შინა გამოცდილი ყოვლითურთ სრულ იქმენ ღუაწლთა შინა სულიერთა და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო, და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვა̅ ნელსაცხებელი, და სამოთხე ყუავილოვანი ქრისტეს სულნელად იწოდე შენ, და სულნელ ჰყოფ მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ უფალო, და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

განჰკურნე შენ ძლეულებაჲ ადამისი, ღმრთისა დედაო, ჰშევ…

ღვთის-მშობლისაჲ:

განჰკურნე შენ ძლეულებაჲ ადამისი, ღმრთისა დედაო, ჰშევ რაჲ შემოქმედი, რომელმანცა სძლო სოფელსა ვა̅ თქუა: კურთხეულ არს უბიწოო ნაყოფი მუცლისა შენისა.

სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმაც ცეცხლი…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმაც ცეცხლი ცუარად შესცუალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუე.

ბრწყინვალედ განშუენებული მღდელთმოძღურებისა კუართითა, კუალად შეიმკვე გვირგვინთა მიერ აღსარებისათა, რამეთუ მსგავსად ქრისტესსა, წარსდეგ განკითხვად მსაჯულთა მიერ.

ვა̅ ქრისტეს მხედარი გვირგვინოსან იქმენ, მღდელთმთავარო (სახელი), და აწ მხედართა მისთა თანა სამართლად შეერთებული ჰსუფევ წინაშე ქრისტესა უკუე.

ცხოველითა მარჯუენითა ღმრთისაჲთა დაიფარე აღსასრულადმდე რაჲთა დაიცვნე წესნი პირველთა მამათანი, რომელნი აკურთხევდეს ქრისტესა მართლმადიდებლობით უკუე.

შთასრულნი მიწად სიკუდილისა და მომწყდარნი და განხრწნილნი…

ღვთის-მშობლისაჲ:

შთასრულნი მიწად სიკუდილისა და მომწყდარნი და განხრწნილნი ცოდუათა მიერ აღმადგინენ, სძალო, ჰშევ რაჲ წინამძღუარი ცხორებისაჲ ქრისტე მხსნელი და მეუფე ჩუენი, ყოვლად წმიდაო დედაო ღმრთისაო.

ღირსნი ყრმანი ბაბილონს შინა პირველ სჯულისათჳს მამათაჲსა…

სხუანი ძლისპირი:

ღირსნი ყრმანი ბაბილონს შინა პირველ სჯულისათჳს მამათაჲსა იწამნეს, არა შეშინდეს მეფისაგან, და არცაღა შეიწუნეს სახუმილისაგან, და შეცურეულნი ცუარითა, ზეგარდამო ღაღადებდეს, და ერთობით იტყოდეს: ყოველნი საქმენი უფალისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუენსა უკუე.

მარჯუენით რაჲ შენსა ხედევდი უფალსა მარადის ბრძენო (სახელი), წყობათაგან და სპარაზენთა მძვინვარედ მბრძოლთა შენთა არა შეიძარ, არამედ უმეტესთათჳს განსაცდელთა სურჳელ იყავ და სასოებით ჰგალობდ: ყოველნი საქმენი უფალისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუენსა უკუე.

შიში ღმრთისაჲ გაქუნდა მარადის, და აჰმაღლდებოდე სულისა სიმდაბლითა, და იცნობე ყოველთა მიერ უმანკო და სახიერ, მოწყალე და ტკბილ, და ყოველთა სათნოებათა საუნჯე, ღმერთი-შემოსილო, და ლამპარი სულისაჲ დაუშრეტელად დაიცევ, მამაო, და იხარებ სასოებითა საუკუნოჲთა

მოღუაწებით ღმრთივ-შუენიერად წარჰმართენ ნეტარო სულისა შენისა ძალნი, ყოველივე სურვილი შენი ღმრთისა მიმართ აღაგზენ, და სიყუარული სათნოებათა მიმართ აღსძარ, ხოლო გულისწყრომაჲ შენი მტერისა მიმართ და ჰხმობდი: ყოველნი საქმენი უფალისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუენსა უკუე.

განყოფითა განუყოფელსა ერთსა ბუნებასა სამებისა წმიდისასა აღვიარებთ…

ღვთის-მშობლისაჲ:

განყოფითა განუყოფელსა ერთსა ბუნებასა სამებისა წმიდისასა აღვიარებთ, და თაყუანის-ვსცემთ მამასა ძით და სულით, ყოვლად წმიდითურთ, და ეგრეთვე აღვიარებთ ქრისტეს ღმრთისა ხორცთშესხმასა წმიდისა ქალწულისაგან, უცვალებელად, და უქცეველად, და ვაკურთხევთ, და აღვამაღლებთ უკუე.

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

სიტყუასა ზეცით მოსრულსა ღმრთისა მიერ მამისა სიბრძნით განახლებად ადამისა, ხორცთშესხმულსა ღვთის-მშობელისაგან უზეშთაეს ცნობათა, ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მშობელსა მისსა თანა გალობით მას ვადიდებდეთ

უბრალოდ განხუედ საწუთროჲთ და მიხვედ ქრისტეს ღმრთისა, და სავანეთა მათ საუკუნეთა, კადნიერად და ბრწყინვალედ შეხუედ უკუდავსა ცხორებასა და ნათელსა დაუღამებელსა შინა სამარადისოდ იშუებ ნეტარო მამაო.

მამათა და მღდელთმოძღუართა მიმართ თანამკჳდრად გამოსჩნდი და თანამოდგამ აღმსარებელთა, და თანაგუნდ მარტვილთა მწყობრსა, და კუალად მოღუაწეთა სათნოებისა თანამოსაგრე, და მათ ყოველთა თანა ჰსუფევ, (სახელი) ნეტარო.

ვა̅ ღმრთისა სიტყუისა ქალწულებით მშობელო, ყოველთა დაბადებულთა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ვა̅ ღმრთისა სიტყუისა ქალწულებით მშობელო, ყოველთა დაბადებულთა ჰხელმწიფებ, რამეთუ ძე შენი დიდებასა თჳსსა თანა მადლობით მარადის, ვა̅ დედასა თჳსსა, გიზიარებს უსძლოო, მისსა ოხაჲ შესწირე ჩუენთჳს.

ღმერთი, შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოსთანი…

სხუანი ძლისპირი:

ღმერთი, შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოსთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ხორციელქმნული, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

მღდელებრ ძლევისაჲ შეითხზ გჳრგჳნი მარჯუენისაგან საუფლოჲსა და მწყობრსა მღდელმოწამეთასა შეერთე, მამაო, და დასასრული საწუთოჲსაჲ დასაბამ საუკუნოჲსა ცხორებისა გექმნა ღირსო, სადა-იგი გაქუნდა მოქალაქობაჲ, ჰმწირობდი რაჲ, ქუეყანასა ზედა.

განამრავლე შენ ტალანტი საღმრთოჲ, რწმუნებული შენდა, მამაო, და შეხუედ სიხარულსა უფალისა-შენისასა, სადა-იგი არს მხიარულთა მკჳდრობაჲ და ოხრაჲ დღესასწაულთაჲ, რომლისაჲ ჩუენცა გვითხოვე, რაჲთა ღირს მყუნეს ქრისტემან მხურვალედ მაქებელნი შენნი.

წარჰმართენ სლვანი ჩემნი ღმერთო, და მასწავენ მე მცნებანი შენნი, და ღირს მყავ აღსრულებად ნებისა შენისა წმიდისა, და განაგე ცხორებაჲ ჩემი ოხითა აღმსარებელისა შენისაჲთა, რამეთუ შენ ხარ საუნჯე კეთილთაჲ და მომცემელი ცხორებისა საუკუნოჲსაჲ.

ეკლესიათა მშვიდობისათჳს და ნათესავთა და თვითმპყრობელთა დაწყნარებისათჳს…

ღვთის-მშობლისაჲ:

ეკლესიათა მშვიდობისათჳს და ნათესავთა და თვითმპყრობელთა დაწყნარებისათჳს და ცოდუათა შენდობისა ნუ დააცადებ ვედრებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა დედაო, რამეთუ ქრისტიანეთა შენ ხარ მოღუაწე და მხსნელი და ხელის ამპყრობელი უსძლოო.

ვა̅ სუროდა სულსა შენსა, საღმრთოჲ მადლი პოვა…

გამოავლინე, ჴმაჲ გ, გუერდი, ნათელო

ვა̅ სუროდა სულსა შენსა, საღმრთოჲ მადლი პოვა და სიბრძნისა სახლად გამოჩნდა, და უფსკრულად გონიერებისად, (სახელი), ვინაჲცა განმტკიცნა სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ, სამკაულო, და ეკლესიისა სუეტო.

უფსკრული სწავლათაჲ აღმოთქუ გულით შენით ღმრთივ-განბრძნობილით (სახელი)…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე ბ-გზის

უფსკრული სწავლათაჲ აღმოთქუ გულით შენით ღმრთივ-განბრძნობილით (სახელი) დიდებულო, და დაანთქენ ყოველნი უღმრთოებისა წინამძღუარნი, და წიაღ-იყვანე ახალი ესე ისრაელი, და კრებული გონებამხედველი ღმრთისაჲ, და ექმენ მეორედ მოსედ, დაღაცათუ პატივი უმდაბლესი თავს-იდევ ქრისტეს მსგავსად სიმდაბლისა მიერ, არამედ იგივე ღუაწლნი დაითმინენ, და შჯული საღმრთოჲ მოგუართუ, ღირსო, სარწმუნოებაჲ ღმრთივ-დაწერილი, მტკიცე.

ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი…

ბ-გზის

ხმატკბილი იგი ქნარი იდიდების დღეს, მართლმადიდებლობისა პატიოსანი პირი, (სახელი) დიდებული, დიდებაჲ ეკლესიისაჲ, და მონაზონთა შესჴმაჲ და განმაშუენებელი, რამეთუ ამან სოფელსა შინა ჰბრძო უსჯულოთა სარწმუნოებისათჳს, და უღმრთონი იოტნა, და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსა ღუაწლთა მათ თჳსთათჳს ყოვლად შუენიერთა და აღსარებისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა მიერ და მოწამეთა დიდებაჲ დაიმკჳდრა.

ყოველთა თანა წმიდათა წინაშე საყდართა ქრისტესთა მდგომარე…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა, შენ სიტყუაჲ

ყოველთა თანა წმიდათა წინაშე საყდართა ქრისტესთა მდგომარე ხარ და იშუებ, დიდებულო, მათ თანა ევედრე სურჳელად მადიდებელთა შენთათჳს, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა დიდებად და ქებად უფალისა.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ