საჭურველითა მტკიცითა შეიჭურნეს მოწამენი ჯუარითა შენითა, ქრისტე…
მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ დ მჴნეონი
საჭურველითა მტკიცითა შეიჭურნეს მოწამენი ჯუარითა შენითა, ქრისტე მეუფეო, და უჩინოჲსა მის მტერისა სიბოროტე დათრგუნეს და ზეცისა სუფევა მოიგეს შენ მიერ, მჴსნელო, მათითა ოხითა მომეც შენი მშჳდობაჲ მორწმუნეთა, რომელნი საჴსენებელსა მათსა გალობით ვადიდებთ
კეთილად მსახურებით, დიდებულნო მოწამენო, და სისხლთა თქუენთა…
ბ-გზის
კეთილად მსახურებით, დიდებულნო მოწამენო, და სისხლთა თქუენთა დათხევითა მოიგეთ სუფევაჲ იგი წარუვალი და თუალით უხილავი და მოუგონებელნი კეთილნი, რომელთა შინა იშუებთ მარადის, ახოვანნო მარტჳლნო (სახელები), წინაშე ღმრთისა უკუდავისა.
არა თუ ღირს რაჲმე ვართ ჩუენ ჴსენებასა თქუენსა, ღირსნო მოწამენო, ნეტარნო ღუაწლისა მძლენო, არამედ, ვა̅ მონათა უჴმართა თანამდები სურვილით აღვასრულეთ და შიშით გადიდებთ თქუენ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მადლთა თქუენთა მოღებად და მეუფესა ჩუენსა ძლევაჲ მოანიჭოს და აღორძნდეს წმიდაჲ ეკლესიაჲ.
მრავალსახეთა მათ ტანჯვათა მიერ, ღირსნო, განიძარცუეთ თქუენ…
დიდებაჲ, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე
მრავალსახეთა მათ ტანჯვათა მიერ, ღირსნო, განიძარცუეთ თქუენ ტყავისა სამოსელი, დიდებულნო მარტჳლნო, და უხრწნელებისა იგი კუართი უბიწოჲ შეიმოსეთ და ცათა შინა მდგომარე ხართ მარადის წინაშე საყდართა ღმერთეებისათა, ბრძენნო, ბრწყინვალენი სულითა ღმრთივ-სანატრელნო, ამისთჳს ჴსენებასა თქუენსა ელვარესა ვდღესასწაულობთ ჩუენ და ნაწილთა თქუენთა სამარხოსა წადიერებით შევეხებით და შევიტკბობთ მჴურვალებით.
მადლთა ზეცისათა საღმრთოჲ ბრწყინვალებაჲ ქრისტეს მიერ მოიღეთ…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმა დ, მჴნეონი
მადლთა ზეცისათა საღმრთოჲ ბრწყინვალებაჲ ქრისტეს მიერ მოიღეთ, მოწამენო, და ყოვლისა სოფლისა მნათობად გამოსჩნდით ნათლითა ზეცისაჲთა შემკულნი და ესე განაბრწყინვეთ ნიშთა და მადლთა ელვითა, ყოვლად ქებულნო; მოწამენო ნეტარნო, მაცხოვარსა ევედრენით, რაჲთა მოსცეს მშჳდობაჲ მგალობელთა თქუენთა.
რომელმან სისხლი მარტჳლთაჲ, ვა̅ რაჲ საკუმეველი და…
მუხლი: იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა
რომელმან სისხლი მარტჳლთაჲ, ვა̅ რაჲ საკუმეველი და მიჰრონი სულნელი შეიწირე, ქრისტე, ჩუენნიცა ესე ვედრებანი შეიწირენ, სახიერ, და ზეცათა შუებისა მიმთხუევად ღირს გუყვენ ყოველნი, რომელნი ვაქებთ საჴსენებელსა მათსა და უგალობთ ღუაწლთა და სიმჴნეთა მათთა უძლეველთა, მრავალმოწყალე.
რომელნი ქრისტეს ვნებისა წმიდისა მობაძავ იქმნნეს და…
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა
რომელნი ქრისტეს ვნებისა წმიდისა მობაძავ იქმნნეს და საღმრთოჲთა მადლითა განსდევნიან ვნებათა ბოროტთა სულთა და ჴორცთასა, სუეტნი შეურყეველნი, მორწმუნეთა მნათობნი, მომკლველნი ბეთიარისნი, ღელვათა შინა ნავთსადგურნი მყუდრონი და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრნი იდიდებოდენ მოწამენი.
უძლურებისაგან ჴორცთაჲსა ძალი საღმრთოჲ გამოვალს მვედრებელთათჳს, მტუერი…
დიდებაჲ, ჴმა გ გუერდი, მჯდომარე
უძლურებისაგან ჴორცთაჲსა ძალი საღმრთოჲ გამოვალს მვედრებელთათჳს, მტუერი უნდოჲ ნაწილთაჲ ღუაწლით-შემოსილთა მჴნეთაჲ აღმოაცენებს წყაროსა სასწაულთასა, მადლთა მიერ საღმრთოთა შევეხნეთ, მორწმუნენო, და აღმოვივსოთ კურნებაჲ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და ვიტყოდით ჴმითა მადლობისაჲთა: მჴსნელო სოფლისაო, რომლისათჳს ივნეს მჴნეთა მოწამეთა, მათითა მეოხებითა გჳჴსნენ ყოველთა ჭირთა და ურვათაგან
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ძლიერად იღუაწეთ თქუენ, წმიდანო, და ახოვნად დაუთმეთ…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ვითარმე გხად
ძლიერად იღუაწეთ თქუენ, წმიდანო, და ახოვნად დაუთმეთ ბარბაროზთა სიმედგრესა და სულნი შეჰვედრენით ღმერთსა მახჳლისა მიერ; მარტჳლთა გჳრგჳნითა განშუენდით, ღირსნო, და ძალთა და ანგელოზთა თანა იხარებთ; დიდ არიან მოთმინებანი თქუენნი და უფროჲს ვნებანი; მეოხ გუეყვენით ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.
კეთილად ჰმოქალაქობდით, რირსნო, და მოწამეთა ღუაწლსა მიემსგავსენით…
ბ-გზის
კეთილად ჰმოქალაქობდით, რირსნო, და მოწამეთა ღუაწლსა მიემსგავსენით ახოვნად და ზეცით მოიხუენით გჳრგჳნნი საუკუნენი; მახჳლი, ეგრეთვე, შეურაცხ-ჰყავთ თქუენ და კუალად ტანჯვანი მათებრ დასტკებნენით და გჳრგჳნნი უოხჭნონი მათ თანა დაიდგენით ღმრთისაგან; მეოხ გუეყვენით ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.
ნაწილ რჩეულ უფალისა-იქმნენით და წიგნსა ცხოველთასა აღიწერენით…
ბ-გზის
ნაწილ რჩეულ უფალისა-იქმნენით და წიგნსა ცხოველთასა აღიწერენით, წმიდანო, და თანამოქალაქე და თანამკჳდრ ზეცისა ძალთა; ახოვნად დაითმინეთ თქუენ სიკუდილი და, ვა̅ ცხოვართა, მდუმრიად მიითუალეთ მახჳლითა მოკლვაჲ და მოწამეთაებრ სისხლითა განჰბრწყინდით და მათ თანავე გჳრგჳნოსან იქმნენით.
გჳრგჳნი უოხჭნოჲ შეგეთხზნა თქუენ და ანგელოზთა თანა…
ბ-გზის დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
გჳრგჳნი უოხჭნოჲ შეგეთხზნა თქუენ და ანგელოზთა თანა წინაშე ღმრთისა იხარებთ და მათ თანავე ხედავთ თავსა მას საწადელთასა, რამეთუ ცხორებაჲ სიკუდილითა მოისთულეთ, მარტჳლთა ღუაწლნი ძლიერად თავს-ისხენით, რაჲთა ჩუენთჳს მეოხ იყვნეთ მარადის, ვა̅ მარტჳლნი და მოწამეთა თანა გჳრგჳნოსანნი.
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…
სიბრძნისაგან სოლომონისა
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…
სიბრძნისაგან სოლომონისა
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.
ღირსნო მამანო, ჴორცნი სიბრძნით დაამონენით სულსა და…
ლიტიასა ზედა, ჴმა დ გუერდი, ზეცით ქუეყანად
ღირსნო მამანო, ჴორცნი სიბრძნით დაამონენით სულსა და არა დაიტკბეთ გემოჲ საწუთროჲსაჲ, არცა განსუენებამან სოფლისამან, წუთ ერთ წარმავალმან, განგაშორნა თქუენ სიყუარულსა მას ქრისტეს მაცხოვრისასა
ღირსნო მამანო, განაბრწყინვენით გონებანი თქუენნი ღუაწლთა შრომათაჲთა, სანატრელნი, და მათ მიერ შეხუედით სასუფეველსა ზეცათასა, წმიდათა სამკჳდრებელსა; მეოხ გუეყვენით ჩუენ წინაშე მაცხოვრისა.
ღირსნო მამანო, ვა̅ რაჲ ნელსაცხებელი, სულნელ ჰყოფს გონებასა მორწმუნეთასა დღესასწაული თქუენი უბიწოჲ, ბრძენნო, და აწ, ვა̅ გაქუსთ თქუენ კადნიერებაჲ, ითხოვეთ ჩუენთჳს მოტევებაჲ ცოდუათაჲ.
ქრისტესა ცხოველ იყვენით და იგი თავადი გაქუნდა…
დიდებაჲ, არა დააკლდი
ქრისტესა ცხოველ იყვენით და იგი თავადი გაქუნდა მოძღურად და მასწავლელად თქუენდა, მამანო, და მისსა მიმართ მტკიცედ სიყუარულითა ღუაწლი მოწამეთაჲ დაითმინეთ, მჴნენო, გულსმოდგინებით მოღუაწებითა და იხარებთ წინაშე ღმრთისა, სამებით დიდებულისა.
ჭეშმარიტად პატიოსან არს წინაშე ღმრთისა მისთჳს მოკლულთა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონნი, ჴმაჲ ა გუერდი, გიხაროდენთა ზედა
ჭეშმარიტად პატიოსან არს წინაშე ღმრთისა მისთჳს მოკლულთა სიკუდილი და კუალად ვნებათაგან განწმედილთაჲ მოღუაწებითა უპატიოსნეს არს, ამისთჳსცა დღეს ღირსთა მამათა უგალობდეთ, რომელნი განშუენდეს ღუაწლთა მიერ და განბრწყინდეს სისხლთა დათხევითა და ანგელოზთა თანა ზეცათა შინა იხარებენ, რომელთა მოქალაქობაჲ მოიგეს ჴორცთა შინა და ყოველნი ბანაკნი უხილავთა მტერთანი აოტნეს და აწ ევედრებიან ქრისტესა მონიჭებად ჩუენდა დღეს დიდი წყალობაჲ
გიხაროდენ, ღირსნო მამანო, ყოვლად ქებულნო, ღმერთი-შემოსილნო, რამეთუ…
მუხლი: იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა
გიხაროდენ, ღირსნო მამანო, ყოვლად ქებულნო, ღმერთი-შემოსილნო, რამეთუ სიჩჩოჲთგან სიბერემდის წარჰმართენით სათნოებანი და სახე გუექმნენით მოღუაწებისა, მჴნენო, მკუდარ იქმნებით ჴორცითა და ცხოველ სულითა სიმტკიცითა ღმრთისმსახურებისაჲთა უძლეველ, ამისთჳს მოსრვაჲ ბარბაროზთაჲ ახოვნებით დაითმინეთ, დიდებულნო და შჯულიერად იღუაწეთ; ქრისტესა ევედრენით მარტჳლთა თანა, მოწამენო, რაჲთა მეოხებითა თქუენითა მოგუცეს შენდობაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ.
ანგელოზთა ცხორებაჲ მოიგეთ, მამანო, და მოღუაწებითა ჴორცნი…
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისის ეკლესიასა შინა წმიდათასა.
ანგელოზთა ცხორებაჲ მოიგეთ, მამანო, და მოღუაწებითა ჴორცნი დაიმონენით და მცნებათა ღმრთისათა მჴნედ მუშაკად გამოსჩნდით თქუენ და პირმშოჲსა მის ხატისა შუენიერებაჲ დაიცევით და მონაზონებისა ოფლითა ღუაწლნი მოწამეთანი სიმჴნით მოიღუაწენით და გჳრგჳნნი მრჩობლნი მოგცნა უფალმან, რომლითა შემკულნი სდგათ წინაშე მისსა; გჳთხოვეთ, ნეტარნო, პატივისმცემელთა თქუენთა დღეს დიდი წყალობაჲ და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ.
ნეტარ ხართ, წმიდანო მარტჳლნო და მამანო, ნებისმყოფელნო…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
ნეტარ ხართ, წმიდანო მარტჳლნო და მამანო, ნებისმყოფელნო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისანო, რამეთუ დიდნი მადლნი მოგცნა სიმჴნემან თქუენმან; წმიდად გიწოდთ თქუენ მონაზონებისათჳს და, რამეთუ მარტჳლმან სიყუარულსა ღმრთისასა ვერ მოგწყჳდნა, ამისთჳს გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, ყოვლად დიდებულნო, ნეტარნო მამანო, რამეთუ სასყიდელი თქუენი მიუწდომელ არს და ფრიად ცათა შინა.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ნეტარი აღსასრული მიითუალეთ, ბრძენნო, და დაანთქით ბელიარ…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმა ა
ნეტარი აღსასრული მიითუალეთ, ბრძენნო, და დაანთქით ბელიარ მადლითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, მოწამენო, ვინაჲცა გჳრგჳნი, ვა̅ ღუაწლისა მძლეთა, დაიდგთ, და იხარებთ ანგელოზთა კრებულსა თანა, რომელთა თანა ჩუენცა მოგჳჴსენენით.
ქუეყანისაჲ ყოველი დაუტევეთ, დაღაცათუ ჴორცითა სოფელსა შინა…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ გუერდი
ქუეყანისაჲ ყოველი დაუტევეთ, დაღაცათუ ჴორცითა სოფელსა შინა იქცეოდეთ, არამედ სულითა ანგელოზთა მოსაგრე იქმნენით, რამეთუ ჴორცთა ვნებანი სრულიად მოაკუდინენით და მსახურ სამებისა იქმნენით, ნეტარნო, ვინაჲცა სენსა სნეულთასა განჰკურნებთ და სიტყჳთ სულთა უკეთურთა იოტებთ, ღმერთი-შემოსილნო მამანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი დღესასწაულობენ სურვილით საჴსენებლსა თქუენსა.
პირმეტყუელებითა შეზღუდვილთა და უშჯულოთა მიმართ განწყობილთა, ვა̅…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმა დ
პირმეტყუელებითა შეზღუდვილთა და უშჯულოთა მიმართ განწყობილთა, ვა̅ საჭურველი ქრისტეს ღმრთისაჲ, აღიღეთ, რამეთუ სარწმუნოებაჲ, ვა̅ მახჳლი ჴელად მიიღეთ და სახარებაჲ, ვა̅ ლახუარი, ხოლო სიყუარული, ვა̅ ჯაჭჳ, შთაიცუთ და ესრეთ ახოვნებით ყოველნი წინააღმდგომნი დასხენით და ითხოვთ სულთა ჩუენთათჳს დიდსა წყალობასა, ღმერთი-შემოსილნო, უძლეველნო.
ხჳდოდეთ სათნოდ უფალისად, ღირსნო, და სიმჴნით ემსგავსენით…
წარდგომა საცისკრო სახარებისა ჴმა დ: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა ღმერთი ისრაელისა. მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოველისავეთჳს, რომელი მომაგო მე. სახარება ლუკასი 77 დას: 14, 25-35 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ დ გუერდი, უფალო, ლაზარ
ხჳდოდეთ სათნოდ უფალისად, ღირსნო, და სიმჴნით ემსგავსენით თქუენ ღუაწლსა მას მოწამეთასა და განიწმიდენით სულნი და ჴორცნი და არად შეჰრაცხეთ მახჳლი და სურვილეად დასთხიენით სისხლნი ქრისტეს მეუფისათჳს და დაიდგთ გჳრგჳნი წამებისაჲ, ჩუენთჳსცა ნუ დასცხრებით ვედრებად ღმრთისა მიმართ ცხორებად სულთა ჩუენთა.
გალობაჲ შევსწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველთმოქმედისა, რომელმანცა იჴსნა…
გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
გალობაჲ შევსწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველთმოქმედისა, რომელმანცა იჴსნა ისრაელი ეგჳპტით ძლევისა გალობითა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა.
ღუაწლითა მით მოღუაწებისაჲთა პირველ აწდვენით თავნი თქუენნი, ქრისტეს მეუფისა მსახურნო უბიწონო, და მერმე წამებისა სისხლთა აღლესულთა დაამჴუთ მტერი, ნეტარნო მამანო.
მოღუაწებისა შრომათა მიერ იშუებდით, წმიდანო მამანო, და ქრისტეს მჴსნელისა თანა ჯუარს-ეცუენით თქუენ, მისსა ცხოველ იყვენით, მისთჳს მოაკუდინენით ქუეყანისა ასონი, ნეტარნო.
ცათა შინა მოიგეთ, ნეტარნო, მოქალაქობაჲ და ცხორებაჲ, და განზრახვაჲ ჴორცთაჲ ქუეყანისაჲ მოაკუდინენით და ხორცითა უჴორცოდ გამოსჩნდით ქუეყანასა ზედა, ღირსნო მამანო წმიდანო.
გამოუთქუმელად განკაცებულსა ღმერთსა შენგან, ღმრთისა დედაო, ევედრე…
ღვთის-მშობლისაჲ:
გამოუთქუმელად განკაცებულსა ღმერთსა შენგან, ღმრთისა დედაო, ევედრე მარადის, რაჲთა მონანი შენნი გჳჴსნნეს მეოხებითა შენითა განსაცდელთაგან, უბიწოო და ყოვლად წმიდაო.
უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო…
სხუანი გალობანი, მასვე ჴმასა ზედა ძლისპირი:
უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
მოღუაწებაჲ წმიდათაჲ შეიწყნარე, ქრისტე, რაჟამს დაჰბეჭდეს ღუაწლსა სისხლთა დათხევითა და ნათელ-იღეს მჴნეთა და იშვნეს მეორედ სულითა.
აქუნდა ჯუარი შენი ღმრთივ-შუენიერად სიხარულით მჴართა ზედა სარწმუნოთა მსახურთა შენთა და სისხლნი მათნი სიმჴნით, ქრისტე მეუფეო, შენდა შეწირნეს.
გიხაროდენ, უხრწნელო ღვთის-მშობელო, რომელმან დაუტევნელი ღმერთი საშოსა…
ღვთის-მშობლისაჲ:
გიხაროდენ, უხრწნელო ღვთის-მშობელო, რომელმან დაუტევნელი ღმერთი საშოსა დაიტიე; მგალობელთა შენთათჳს ევედრე მას ლმობიერად, წმიდაო.
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა, დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.
საღმრთოჲსა მოქალაქობისა სუეტად სულიერად გამოსჩნდით და მოღუაწებითა წურთილ იქმნენით და ნეფსითთა მათ ოფლთა თქუენთა მიერ ყოველი წყობაჲ ბოროტისა მტერისაჲ, ვა̅ მტუერი, განაბნიეთ
დაიმონენით თქუენ ვნებანი მოღუაწებითა ჴორცთაჲთა და მტერისა განჴურვებულნი ისარნი დაშრიტენით, მსახურნო ქრისტეს მჴსნელისანო, და ითხოვთ სოფლისათჳს მშჳდობასა და წყალობასა.
უაღრეს სოფლისა გამოსჩნდით და ზეშთა სოფლისა ცხორებაჲ მონაზონებისა ღუაწლთა მიერ მოიგეთ, დიდებულნო, რომლისა მოქალაქედ აღგწერნა ქრისტემან მეუფემან და ერთგულად მონად გიჩინნა.
რომელმან სიტყუაჲ მამისაჲ უწინარეს საუკუნეთა გამოუთქმელად მისგან…
ღვთის-მშობლისაჲ:
რომელმან სიტყუაჲ მამისაჲ უწინარეს საუკუნეთა გამოუთქმელად მისგან შობილი, ჴორციელად გჳშევ ჩუენ ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, დედაო ღმრთისაო.
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე. შენ…
სხუანი ძლისპირი:
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე. შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.
ცრემლითა და სისხლითა ნებისმყოფელთა მათ ღმრთისათა განიბანეს ცოდუაჲ კაცობრივი და ღირს იქმნეს სასუფეველსა.
შენ შეგიდგეს სიჩჩოჲთგანვე სანატრელნი მამანი, ქრისტე, მეუფეო, და ნიჭნი უხრწნელნი მიიხუნეს ტანჯვათა მიერ.
ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ ქრისტიანეთა მორწმუნეთა, სძალო ღმრთისაო.
ქრისტეს მჴედარ იქმნენით წამებითა და მტერი დაამჴუთ…
წარდგომაჲ, ჴმა დ
ქრისტეს მჴედარ იქმნენით წამებითა და მტერი დაამჴუთ მოღუაწებითა და წინაჲსწარმეტყელის სიტყუანი საქმით აღასრულენით, რამეთუ ახოვნად განჰვლეთ ცეცხლი და წყალი და განსუენებად ჰპოვეთ ცხორებაჲ საუკუნოჲ, გჳრგჳნნი ზეცით მოიხუენით და კრებულსა თანა უჴორცოთასა იხარებთ, სანატრელნო ღუაწლისა მძლენო, ყოვლად ქებულნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით...
მესმა მე, ქრისტე, სმენაჲ და შემეშინა, რამეთუ…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
მესმა მე, ქრისტე, სმენაჲ და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოსჩნდი ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, მრავალმოწყალე.
ცხოველად და მეტყუელად გაქუნდა უფალი, მისსა მიმართ საღმრთოჲთა სიყუარულითა და მარტჳლთა გჳრგჳნითა შეგამკვნა ღუაწლმან, წადიერებით თქუენგან სრულქმნილმან.
მცნებათა უფალისათა მუშაკ იქმნენით, საღმრთოჲ იგი უღელი მოღუაწებისაჲ აღიღეთ მჴართა თქუენთა და სუფევასა სამოთხისასა მიიწიენით.
საღმრთოჲსა ცხორებისა მთასა მაღალსა მოღუაწებისა ოფლთა მიერ აღჰჴედით და იშუებთ დიდებითა წარუვალითა; მეოხ გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
გიხაროდენ მარადის, ღმრთისა დედაო, გიხაროდენ, მშობელო ცხორებისაო…
ღვთის-მშობლისაჲ:
გიხაროდენ მარადის, ღმრთისა დედაო, გიხაროდენ, მშობელო ცხორებისაო, გიხაროდენ, მხოლოო კაცთა სასოო, კურთხეულო ღმრთისა საყდარო.
მესმა პირველად სმენაჲ მოსლვისა შენისაჲ, ძლიერო ღმერთო…
სხუანი ძლისპირი:
მესმა პირველად სმენაჲ მოსლვისა შენისაჲ, ძლიერო ღმერთო, განვიცადენ საქმენი შენნი, რამეთუ ორთა მათ ცხოველთა შორის გამოსნდი შენ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთა
ღმერთი-შემოსილნო, განიძარცუეთ ძუელი კაცი საქმითურთ მისით და ქრისტე ღმერთი შეიმოსეთ და მიემსგავსენით მას სისხლთა დათხევითა და ბარბაროზთა მიერ მოისრენით, ღირსნო მამანო.
მოვითმინნეთ ჩუენ, ურთიერთარს ეტყოდეს ღუაწლისა მძლენი, სატანჯუელნი უშჯულოთანი, რაჲთა გჳრგჳნნიცა უხრწნელნი დავიდგნეთ, მოვიკლნეთ რაჲ ბარბაროზთაგან ქრისტეს ღმრთისათჳს.
ყოველთა მზრდელსა აწოებდ შენ, უბიწოო, ვა̅ ჩჩჳლსა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ყოველთა მზრდელსა აწოებდ შენ, უბიწოო, ვა̅ ჩჩჳლსა; რომელი ზის ზედა ქერაბინთა, იტჳრთე მკლავთა შენთა ზედა, რამეთუ შენ მხოლოჲ ამის ღირს იქმენ, ყოვლად წმიდაო.
რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ, განგუანათლენ ჩუენ აწცა, უფალო.
ვნებათა ნისლისაგან წმიდა ჰყვენით თავნი მოღუაწებითა და გამოსჩნდით მნათობად სათნოებათა ბრწყინვალებითა.
შრომითა მარხვისაჲთა დანერგულნი სახლსა შინა უფალისასა ნაყოფიერ იქმნენით და აჰყუავდით ღუაწლითა მარტჳლთაჲთა.
ვა̅ ქუეყანამან კეთილმან, გულმან თქუენმან შეიწყნარა თესლი საღმრთოჲ მოღუაწებისაჲ და მრავალწილად აღაორძინა.
ღვთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ღვთის-მშობელო ქალწულო, უთესლოდ მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და შემდგომად შობისა ქალწულად ეგე გამოუთქუმელად
განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა…
სხუანი ძლისპირი:
განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა, მორწმუნეთა, მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე
მსხუერპლად ქრისტესა შეწირულ იქმნენით, ნეტარნო, რამეთუ პირველ დაკლვისა თქუენისა შემკულ იყვენით სათნოებითა კეთილითა.
ესრეთ იტყოდეს მსახურნი შენნი, მეუფეო, ღირს გუყვენ ზიარებად ვნებათა შენთა, ყოვლად ძლიერო, მახჳლისა მიერ დაკლულნი.
მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს ჩუენ სიმრავლე მოწყალებათაჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ.
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაჲთა.
სანთელნი მოღუაწებისანი თქუენ აღუნთენით უფალსა და მის თანა შესლვად ღირს იქმნენით სასძლოსა მას საუკუნესა.
ზეცისა სუფევისა სიმდიდრე მოიგეთ საიდუმლოდ და გლახაკ სულითა იქმნენით და დაშრიტეთ ალი ვნებათაჲ.
ქრისტეს თანა ყოფად გსუროდა თქუენ, მამანო სანატრელნო, და მოღუაწებისა ასპარეზი კეთილად აღასრულეთ თქუენ.
შეგშურდა თქუენ მსხუერპლი აბელისი, მამანო სანატრელნო, და…
სხუანი, მასვე ძლისპირსა ზედა
შეგშურდა თქუენ მსხუერპლი აბელისი, მამანო სანატრელნო, და წარუდგინენით სულნი და ჴორცნი თქუენნი მსხუერპლად ქრისტესა.
აღასრულეს კეთილად სრბაჲ თჳსი სარწმუნოთა მსახურთა შენთა, ქრისტე ღმერთო, და თავნი თჳსნი მიგიპყრნეს შესაწირავად.
სამკჳდრებელი ღმრთისაჲ ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და…
ღვთის-მშობლისაჲ:
სამკჳდრებელი ღმრთისაჲ ხარი შენ, ქალწულო უბიწოო, და ჩუენ, მორწმუნენი, ღვთის-მშობელად გქადაგებთ და მეოხ გიყოფთ.
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს. კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვნებათა ცეცხლითა არა შეიწუენით, არამედ ცუარითა მოღუაწებისაჲთა სულნი თქუენნი განაპოხენით და შეიმკვენით ანგელოზთა მოქალაქობითა, მამანო სანატრელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო
წიაღ-ჰვლენით ყოველნივე ღელვანი სოფლისა შფოთთანი უღელვოჲთა მით ნავითა მოღუაწებათა სულიერთაჲთა და ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა მიიწიენით, ღირსნო, უოხჭნოჲსა ცხორებისასა.
შენგან ჴორცშესხმულსა ზეშთა სიტყჳსა ვედრებად ნუ დააცადებ…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენგან ჴორცშესხმულსა ზეშთა სიტყჳსა ვედრებად ნუ დააცადებ, ქალწულო, რაჲთა იჴსნნეს საბრჴეთაგან ეშმაკისათა სულნი ჩუენნი და ვღაღადებდეთ: კურხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა…
სხუანი ძლისპირი:
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს. კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
სარწმუნოთა მსახურთა შენთა, ქრისტე, აღიღეს შური ნათლისღებისაჲ დღეს და სისხლთა მათთა დათხევითა კუალად ღირს იქმნნეს მეორედ შობასა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოველივე სოფლისაჲ შეურაცხ-ყუეს ღმრთივ-გონიერთა, ქრისტე, სურვილითა საუკუნოჲსა დიდებისაჲთა და მოკლულნი მადლობით გიგალობდეს და ჴმობდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოვლითურთ მიემსგავსნეს ცხორებასა ნათლისმცემელისა შენისასა ღირსნი და მოღუაწებასა თანა დასთხინეს სისხლნი მათნი, ქრისტე, და ჴმატკბილად გიგალობდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
მოვედით ყოველნი სარწმუნოებით, სამებასა დაუსაბამოსა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ განუყოფელად თაყუანის-ვსცემდეთ და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო
მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუე.
ნაყოფიერ ზეთისხილ იქმნენით თქუენ მარხვისა და მოღუაწებისა მიერ, ნეტარნო მამანო, და გამოიხუენით ნაყოფნი საღმრთონი ცხორებისა მის საუკუნოჲსანი.
მოღუაწებით აღასრულეთ სრბაჲ თქუენი, წამებისა გჳრგჳნითა განშუენდით და გუექმნენით ჩუენ მნათობ განმანათლებელ ბრწყინვალებითა მით სინანულისაჲთა სულიერითა.
განსწმიდენით თავნი თქუენნი მარხვითა და იქმნენით სულისა ცხოველისა ტაძარ სულიერ და ანგელოზთა თანა იხარებთ მარადის, ყოვლად დიდებულნო, ღირსნო მამანო.
ვა̅ რაჲ წმიდასა და შემკულსა და მაღალსა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ვა̅ რაჲ წმიდასა და შემკულსა და მაღალსა საყდარსა უფალისასა უგალობდეთ, ერნო, მხოლოსა ღვთის-მშობელსა, რომელი შემდგომად შობისა ქალწულად და დედად დაადგრა.
ღვთის-მსახურთა მამათა სანატრელთა საშუებელი სოფლისაჲ მოიძულეს, აღიღეს…
სხუანი, მასვე ძლისპირსა ზედა
ღვთის-მსახურთა მამათა სანატრელთა საშუებელი სოფლისაჲ მოიძულეს, აღიღეს ჯუარი და შეუდგეს ქრისტესა, რომელსა ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუე.
შჯულიერი ღუაწლი სრულ ყუეს ნეტართა, ანგელოზთა თანა შუებად ღირს იქმნნეს ღმერთი-შემოსილნი მამანი და ღმერთსა დიდებისასა უფროჲსად ამაღლებენ უკუე.
რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარე და ღმერთი მხოლოჲ…
ღვთის-მშობლისაჲ:
რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარე და ღმერთი მხოლოჲ გჳშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, ყოველნი გაკურთხევთ და აგამაღლებთ შენ უკუე
რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა შჯულისასა…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა შჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლითა მაყულოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ.
სიტყჳერად მსახურებად თავნი თქუენნი მჴსნელისა შესწირენით, სანატრელნო, ყოვლად ბრძენნო მამანო, და იშუებთ მის წინაშე მარადის, შემკულნი ღუაწლითა მოწამეთაჲთა.
ვა̅ რაჲ დიდებისა საუკუნოჲსა მკჳდრთა, მოუკლებელი მშჳდობაჲ სოფლისათჳს ითხოვეთ, ნეტარნო მამანო და მარტჳლნო და ქრისტეს ღმრთისა ნებისმყოფელნო.
საწუთროჲსაჲ ყოველივე ნაგევად შეჰრაცხეთ თქუენ, ვა̅ რაჲ არაარსი, მამანო ყოვლად ბრძენნო, და კეთილნი წარუვალნი მოგეცნეს და წინაშე ღმრთისა სუფევთ მარადის.
გიხაროდენ შენ, ტაძარო საღმრთოო უბიწოო, მის მხოლოჲსათჳს…
ღვთის-მშობლისაჲ:
გიხაროდენ შენ, ტაძარო საღმრთოო უბიწოო, მის მხოლოჲსათჳს სიწმიდით განღებულო და კუალად მის მიერ დაკრძალულო, რომელსა გაგრილობდა სული წმიდაჲ.
შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ…
სხუანი ძლისპირი:
შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებათა ჰშევ დაუსაბამოჲ, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
წყლისაგან და სულისა ნათელ-იღეთ, ღირსნო, პირველად და დღეს შესძინეთ განბანაჲ სისხლითა თქუენითა უბიწოჲთა, და ღირს იქმნენით თქუენ წამებისა გჳრგჳნსა; გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
შენ, უქორწინებელო და ყოვლად წმიდაო ქალწულო, ითხოვე…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენ, უქორწინებელო და ყოვლად წმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი ჰშევ, რაჲთა მოსცეს მეფესა ძლევაჲ და ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ უღლისაგან მტერთაჲსა, რომელნი დაუცხრომელად გადიდებენ.
მონაზონთა ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ თქუენ, ჴორცთა აღძრვანი…
გამოავლინე, ჴმა დ გუერდი, მოიხილა
მონაზონთა ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ თქუენ, ჴორცთა აღძრვანი მოაკუდინენით და საქმით ხედვად აჰმაღლდით, ხოლო უკუანაჲსკნელ მოწამეთა თანა შეირაცხენით და იქმნენით გჳრგჳნ და დიდება მარტჳლთა.
ღირსთა მამათა დღეს ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, ქრისტეს სიყუარულისათჳს…
სხუაჲ, ჴმაჲ ა, რომელმან ცისა
ღირსთა მამათა დღეს ყოველნი პატივს-ვსცემდეთ, ქრისტეს სიყუარულისათჳს მომწყდართა და მსხუერპლად სულნელად შეწირულთა, რომელთა მეოხებითა ვითხოვთ ღმრთისა მიერ ცოდუათა შენდობასა.
საწუთროჲ ესე დიდებაჲ და შუებაჲ წარმავალი მოიძაგენით…
აქებდითსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ცხორების მომც
საწუთროჲ ესე დიდებაჲ და შუებაჲ წარმავალი მოიძაგენით, ღირსნო, ღმერთი-შემოსილნო, და აწ იხარებთ ცათა შინა სამარადისოდ, ამისთჳსცა გნატრით თქუენ.
განჰკაფენით ჴორცნი შრომითა ძლიერითა, მამანო სანატრელნო, და განიცდიდით მარადის ღმერთსა თუალითა სულისაჲთა და ესრეთ მოსწრაფედ ჰრბიოდით გზათა წრფელთა
ღირს იქმნენით თქუენ აღსრულებად ურიცხუთა სასწაულთა, დიდებულნო, ძალითა ქრისტესითა და აწ მას ევედრენით, ნეტარნო, რაჲთა მოსცეს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ
ღირსნო მამანო, წმიდასა საჴსენებელსა თქუენსა ქებით და მადლობით აღვასრულებთ, რამეთუ თქუენ ქრისტეს მონანი ხართ ჭეშმარიტნი, კადნიერებაჲ გაქუსთ, მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს
ღირსნო მამანო, არა ეცით ძილი თუალთა თქუენთა…
დიდებაჲ, მასვე ჴმასა ზედა
ღირსნო მამანო, არა ეცით ძილი თუალთა თქუენთა, არცა ჰრული წამთა თქუენთა, ვიდრემდის სულნი და ჴორცნი თქუენნი ვნებათაგან განათავისუფლენით, ეშმაკთა განასხამთ, სნეულთა განჰკურნებთ; ეჰა სოფლისა ზღუდენო და ჩუენ ყოველთა მორწმუნეთა მფარველნო.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ