ღირსო მამაო, გამობრწყინდეს საქმენი შენნი წმიდანი.არა ხოლო…
მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ედემთა ზედა
ღირსო მამაო, გამობრწყინდეს საქმენი შენნი წმიდანი.არა ხოლო თუ კაცთა შორის, არამედ ანგელოზთაცა, ქრისტეს მხსნელისა მსახურო, რამეთუ საღმრთოჲ მონაზონებაჲ შენი განაბრწყინვა ქრისტემან ღმერთმან, მზემან სიმართლისამან, და ზეცისა ძალნი სიხარულითა აღავსენ ნეტარო,და ძენი კაცთანი მხიარულებითა. ჵ მონაზონთა სიქადულო და მარტვილთა გვირგვინო, ევედრე ჩუენთჳს ყოვლად წმიდასა მხოლოსა სამებასა, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
ღირსო მამაო, მძლედ გამოგაჩინა შენ. ღმერთმან მღდელთა და ქალდეველთა ერსა და ბაბილოვნისა საცთური ყოველივე დაარღვიე ქრისტეს ჯუარისა საღმრთოჲთა ძალითა; ვერცა გემომან გულის-თქუმათამან შეუძლო ძლევად შენდა, არცაღა ცეცხლმან განსაცდელთამან შეაძრწუნა სიმხნე შენი, ვინაჲცა ქრისტემან გვირგვინოსან გყო შენ გჳრგჳნითა ძლევისათა და ანგელოზთა თანა შეგაერთა; ჩუენთჳს ნუ დასცხრები ოხად, ღმერთი-შემოსილო, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
რაჟამს მოიწყლა ტრფიალებითა საღმრთოჲთა სული შენი, სამგზის…
ჴმა ბ, რაჟამს გარდამოჰ
რაჟამს მოიწყლა ტრფიალებითა საღმრთოჲთა სული შენი, სამგზის სანატრელო, მაშინ აღიღე ჯუარი შენი და შეუდეგ ქრისტესა, და ზრახვაჲ ხორცთაჲ მოაკუდინე მარხვითა და სულისა წმიდისა მადლი შეჲწყნარე და არითა ოხათა შენთაჲთა დაჰხსნი ზამთარსა ვნებათასა. ამისთჳს ყოველნი გნატრით (სახელი).
მშვიდ იყავ და ძვირუხსენებელ სიწრფოებითა სულისაჲთა ღირსო (სახელი), ვინაჲცა ქუეყანაჲ იგი მშჳდთაჲ დაიმკჳდრე. და მადლით განღმრთობილი ზიარ იქმენ შუებისა და სიხარულისა უოხჭნოჲსა, რომელსა შინა მომიხსენენ სურვილით მაქებელნი შენნი და წამებისა შენისა მადიდებელნი.
ქრისტე ღმერთი, რომელი ადიდე სათნოებათა შენთა მიერ…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
ქრისტე ღმერთი, რომელი ადიდე სათნოებათა შენთა მიერ, საკჳრველო ნიჭითა მადლთაჲთა საკჳრველად გადიდა და შეგამკო ნიშთა სიმრავლითა და, ვა̅ მთიებმან აღმოსავლისამან, დასავალისა ბნელი განსდევნე და მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი ყოვლისა ქუეყანისა, მამაო (სახელი).
ჰმსახურე ქრისტესა ღმერთსა უბრალოდ, წმიდაო, და ცეცხლისა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ა, ზეცით
ჰმსახურე ქრისტესა ღმერთსა უბრალოდ, წმიდაო, და ცეცხლისა ალითა სულნელად საკუმეველად შეიწირე მისსა და ზეცისა.ძალნი განამხიარულენ; მას ევედრე ჩუენთჳს დაუცხრომელად მგალობელთა შენთა, (სახელი).
შეწირულ იქმენ უფალისა, ვა̅ სიმდიდრე, და ერჩდი…
მუხლი: გარე მომიცვეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე.
შეწირულ იქმენ უფალისა, ვა̅ სიმდიდრე, და ერჩდი ბრძანებათა მისთა, ღმრთივ-სანატრელო და იღუწიდ უხუებით, მოწამეო, გლახაკთა და უღონოთა; პატივად მოიგე ღუაწლი წამებისაჲ გონიერად და საკჳრველად
მოწამეთა სამკაული ყოვლად შუენიერი და ჭურვილი განთქუმული…
მუხლი: გარდააცვეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.
მოწამეთა სამკაული ყოვლად შუენიერი და ჭურვილი განთქუმული სასწაულთა მდინარე და დაწუნებულთა შემწე დიდი, და ვარსკულავი დაუვალი ყოვლად ქებული ახოვანი (სახელი), გალობით იდიდებოდენ დღეს.
ამხილე გარდასლვაჲ იგი უღმრთოჲსა მტერისაჲ სიტყჳთა ბრწყინვალითა…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
ამხილე გარდასლვაჲ იგი უღმრთოჲსა მტერისაჲ სიტყჳთა ბრწყინვალითა და ღუაწლითა და თმენითა, ამისთჳს ორკერძო შეგამკო შენ გჳრგჳნთა მიერ ქრისტემან და დიდებულ ყო ყოველსა შინა სოფელსა სახსენებელი შენი, (სახელი).
წდა, ღვთის-მშობლისაჲ
წდა, ღვთის-მშობლისაჲ
საღმრთო მსახურ იქმენ უფალისა და მაღალ მოღვაწე…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ჵ სასწაულნი
საღმრთო მსახურ იქმენ უფალისა და მაღალ მოღვაწე და შემკულ მონაზონებითა და აღსასრულსა მოღვაწებათა შენთასა, ბრძენო, მოწამეთა გჳრგჳნითა შეიმკვე და ანგელოზთა პატივსა მიემთხვიე ამისთჳსცა გადიდებთ შენ, ღირსო (სახელი); მეოხ გუეყავ ქრისტეს მიმართ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.
გიხაროდენ, ქრისტეს მოწამეო, სანატრელო(სახელი), რომელიცა შეიჭურე ისრითა მით ღმრთისა სიყუარულისაჲთა, ღირსო, და ჯაჭჳ სიმტკიცისაჲ შეიმოსე უძლეველი იგი ჯუარი ქრისტესი, რომელიცა წარგიძღუა შენ სასუფეველად და იხარებ უხორცოთა თანა უოხჭნოსა ცხორებასა
ძალითა შენითა მაცხოვარ განძლიერდა მოწამე შენი ნეტარი (სახელი) და სიმხნით შეურაცხყუნა ფიცხელნი სატანჯუელნი და, ვა̅ საკუმეველი სულნელი, სული თჳსი შეწირა მსხუერპლად შენდა; ჵ ნიჭთა შენთა სიმრავლესა, ქრისტე ღმერთო, რომლითაცა აცხოვნენ სულნნი ჩუენნი.
სარწმუნოებითა მტკიცითა მოსრულნი მორწმუნენი ბრწყინვალითა გალობითა სახსენებელსა შენსა ვადიდებთ, ღირსო (სახელი), რამეთუ გამოსჩნდი მძლედ მტერთა მიმართ და სირცხჳლეულნი მართლუკუნ აქციენ და მიიღე გჳრგჳნი წამებისაჲ, ნეტარო, ქრისტეს მიმართ მეოხ გუეყავ მარადის მადიდებელთა შენთა.
რაჲ-მე სახელ-გდუათ, შენ დიდებულო? მეუფისა და ღმრთისა…
სხუანი, მასვე ჴმასა ზედა, ვითარ-მე გხად
რაჲ-მე სახელ-გდუათ, შენ დიდებულო? მეუფისა და ღმრთისა მხედრად ყოვლად უძლეველად, უხორცოთა მათ მბრძოლთა ახოვნებით დამცემელად, მნათობად, საცნაურად განბრწყინვებულად და კერპთა სიცბილისა დამამხობელად, სასწაულთა და ნიშთა დიდთა მოქმედად და მეოხად მხურვალედ; მეოხ გუეყავ ხსნად სულთა ჩუენთათჳს.
რაჲ-მე გრქუა შენ აწ, ბრძენო (სახელი)? წყლად წყლისა ცხოველისა ჩუენდა მომართ მომდინარედ სივრცედ ღმრთივ-სულიერად ჭირთაგან შეიწრებულთა, უფსკრულად კურნებათა დაულევნელად, ტაკუკად მწდეველად სასუმელსა წმიდასა, სასწაულთა და ნიშთა დიდთა მოქმედად, უხორცოთა სწორად; მეოხ გუეყავ ხსნად სულთა ჩუენთათჳს.
რაჲ-მე გიწოდო შენ აწ წმიდაო? წინამძღურად შეცთომილთა, მეოხად შეცოდებულთა, მკურნალად, ძჳრთა შორის განკაფულთა, ჭეშმარიტად სულნელად და კეთილად შროშნად სამოთხისა, მარტჳლთა თავად და განმამტკიცებელად, სასწაულთა მდინარედ დაუწყუედელად და მოღუაწედ ახოვნად; მეოხ გუეყავ ხსნად სულთა ჩუენთათჳს.
მაცთურთა ძეგლები მოიძაგე და საცთური და ამაოჲ ტყუჳლისაჲ განაქიქე და კერპთა საზორველნი უშჯულონი შეურაცხ-ჰყვენ და მხოლოჲ ქრისტე ღმერთი გამოიძიე და ესე ადიდე წამებითა შენითა, ამისთჳსცა მადლთა მიერ შეგამკო შენ, (სახელი) ნეტარო, მეოხ გუეყავ ხსნად სულთა ჩუენთათჳს.
უაღრეს გონებათა განბრწყინდა მადლითა სულისაჲთა, დიდებულო (სახელი)…
დიდებაჲ, ჴმა ბ, რაჟამს გარდამოჰ
უაღრეს გონებათა განბრწყინდა მადლითა სულისაჲთა, დიდებულო (სახელი), გონებაჲ შენი ღმრთივ-მონიჭებულთა ნიშთა მიერ და სიმდიდრითა სასწაულთა შენთაჲთა მრავალსახენი სალმობანი იოტებიან და სენნი განიკურნებიან და ეშმაკნი იდევნებიან და ღმერთი იდიდების, რომელმან გადიდა შენ.
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…
სიბრძნისაგან სოლომონისა
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…
სიბრძნისაგან სოლომონისა
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.
შენ მაცხოვარსა შენსა ემსგავსე, მშვიდო, შენ ილოცევდი…
ლიტიასა ზედა, შენ დან
შენ მაცხოვარსა შენსა ემსგავსე, მშვიდო, შენ ილოცევდი ცრემლით მკვლელთა შენთათჳს: ნუ შეურაცხ, უფალო, უცებთა ამათ, არამედ სული ჩემი შეივედრე.
შენ, მარტჳლთა გჳრგჳნო, მხნედ მოღუაწეო, შენ, ყუავილო, მართალთა სულნელებაო, მოსრულნი დღესასწაულსა შენსა შემკობად ზეცისა ძალთა თანა ზიარ-ყვენ.
შენ, მოწამეო ღირსო (სახელი), შენ ანგელოზთა შორის პატივცემულო მოგჳხსენენ მგალობელნი შენნი, რომელნი სურვილით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
სათნოებათა მადლითა შემკულმან, მამაო (სახელი) სოფლისა სამკაული…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა შენ სიტყუაჲ დაუს.
სათნოებათა მადლითა შემკულმან, მამაო (სახელი) სოფლისა სამკაული, არარად შეჰრაცხე, ნეტარო, ამისთჳსცა ზეცისა ბრწყინვალებითა შეგამკო შენ ქრისტემან და მნათობად საცნაურად გამოგაჩინა.
მამაო წმიდაო, შეიჭურენ შენ წყობად უღმრთოთა და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ქრისტეს მოწამენი.
მამაო წმიდაო, შეიჭურენ შენ წყობად უღმრთოთა და შეურაცხ-ჰყვენ ხორცთა ტკივილნი, რამეთუ სურჳელ იყავ შენ მოღებად წამებისა გჳრგჳნსა და ღირს იქმენ მხნეო.
ნეტარო (სახელი), აღასრულე შენ მცნებაჲ უფალისაჲ და…
მუხლი: გარე მომიცვეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან
ნეტარო (სახელი), აღასრულე შენ მცნებაჲ უფალისაჲ და მოიძულე დიდებაჲ ესე და მონაგებთა სიმრავლე და დასთხიენ სისხლნი შენნი და ჰსუფევ წინაშე ღმრთისა.
აწ იხარებ, ღირსო, შეერთებული წმიდათა თანა და…
მუხლი: გარდააცვეს მშჳლდსა მათსა საქმე სიმწარისა.
აწ იხარებ, ღირსო, შეერთებული წმიდათა თანა და მათ თანავე ჰხედავ მარადის ნათელსა გამოუთქუმელსა სამებისა წმიდისასა, მოგჳხსენენ შემსხმელნი შენნი.
მხნედ მოღვაწესა (სახელი), რომელმან სარწმუნოებისათჳს ღუაწლი კეთილი…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა სასწაულთა მოქმედი.
მხნედ მოღვაწესა (სახელი), რომელმან სარწმუნოებისათჳს ღუაწლი კეთილი იღუაწა. მოვედით გალობით შევასხმიდეთ მორწმუნენო, და ვიტყოდით: გიხაროდენ მხნეო შემწეო სარწმუნოებისაო, მობაძავად მოციქულთა და ღირსთა წინაჲსწარმეტყუელთა; გიხაროდენ, რომელსა ქრისტე გაქუნდა თავსა შორის თჳსსა და მსგავს იქმენ საქმეთა პავლესთა; გიხაროდენ, ჭირვეულთა მყუდრო ნავთსაყუდელო; გიხაროდენ სიქადულო ჩუენნო და სიხარულო ყოვლისა სოფლისაო.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ღირსო მამაო ბრძენო (სახელი) და სამგზის სანატრელო…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ გუერდი
ღირსო მამაო ბრძენო (სახელი) და სამგზის სანატრელო მხნეო მარტჳლო, ჯუარი ქრისტეს ღმრთისაჲ აღიღე და აღიარე შენ ჯუარცმული ღმერთად და მეუფედ და მწინკულევანი იგი ცდომილებაჲ უღმრთოთაჲ განაგდე და სირცხჳლეულ ჰყვენ ბილწი იგი და სისხლი შენნი წმიდანი, ვა̅ მსხუერპლნი, შესწირე მისსა, რომლისა ვედრებად ნუ დააცადებ, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი, რამეთუ გაქუს შენ დიდი კადნიერებაჲ წინაშე მისსა, ვა̅ მოღუაწესა და მოწამესა გჳრგჳნოსანსა.
შუენიერებაჲ ქრისტესი შეიყუარე და მოღუაწებითა ვნებანი მოაკუდინე…
სხუაჲ, ჴმაჲ გ
შუენიერებაჲ ქრისტესი შეიყუარე და მოღუაწებითა ვნებანი მოაკუდინე და ღუაწლითა წამებისაჲთა საცთური დააქციე, დიდებულო (სახელი), ანგელოზთა მოდასეო, ამისთჳსცა კურნებისა მადლთა აღმოუცენებ სარწმუნოებით აღმასრულებელთა ხსენებისა შენისათა, უძლეველო მოწამეო და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს.
საჭურველი მოღუაწებისაჲ შეიჭურა და ტკივილნი წამებისანი მოიზღუდნა…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
საჭურველი მოღუაწებისაჲ შეიჭურა და ტკივილნი წამებისანი მოიზღუდნა მოწამემან შენმან, უფალო, ესრეთ ქუეყანასა ზედა იღუაწა და მტერი დაამხუა, ხოლო ცათა შინა სუფევს ანგელოზთა თანა და გიღაღადებს: მშჳდობაჲ შენი მოჰმადლე ერსა შენსა, მხოლოო კაცთმოყუარეო
განიძარცვუენ შენ გონებანი განმხრწნელნი და შემჭუალე გული…
წარდგომაჲ შემდგომად, სადიდებელისა, ჴმაჲ გ გუერდი
განიძარცვუენ შენ გონებანი განმხრწნელნი და შემჭუალე გული შენი ჯუარსა მხსნელისასა და მის მიერ განჰგურიმე ვეშაპი იგი გულარძნილი და სული შენი მოღუაწებითა განაბრწყნვე და ხორცნი შენნი თჳთოსახითა სატანჯუელითა, ამისთჳსცა შეგასხამთ გალობითა საღრმთოჲთა ყოვლად ბრძენო მამაო, რამეთუ წყაროსა მადლთა საღრმთოთასა უხუად მოგუმადლებ ჩუენ და იხსნი სოფელსა ჭირთაგან და ღმრთისა მიერ მოგუანიჭებ წყალობასა.
ქრისტეს მხსნელისა სურვილმან და სიმხნით აღსარებამან უღმრთოთა…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა გ გუერდი: იქადოდიან წმიდანი დიდებით და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. სახარება ლუკასი 24 დას. 6, 17-23 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, არა მააკლდი
ქრისტეს მხსნელისა სურვილმან და სიმხნით აღსარებამან უღმრთოთა კრებული სირცხჳლეულ ყო, ეშმაკთა სიმრავლე განიოტა, ხოლო შენ დიდებაჲ უოხჭნოჲ მოგატყუა ანგელოზთა თანა, ღუაწლისა მძლეო, და იშუებ საუკუნოდ, (სახელი), გჳთხოვე ჩუენი წყალობაჲ.
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა…
გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.
სურვილითა საღმრთოჲთა აღეგზნა უბიწოჲ გონებაჲ შენი და კერპთ-მსახურებისა ცეცხლი დაშრიტა, ნეტარო (სახელი).
ნივთი უღმრთოებისაჲ დასწჳ სახუმილითა სისხლთა შენთაჲთა, ნეტარო (სახელი), ახოვანო მხედარო ქრისტეს ღმრთისაო.
ძღუნად ქრისტესა შესწირენ სარწმუნოებაჲ და წმიდაჲ სიყუარული და საწერტელნი იგი ხორცთა შენთანი, ნეტარო (სახელი).
მოაკუდინენ ვნებანი და ზრახვაჲ ხორცთა ჩემთაჲ, ღმრთისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
მოაკუდინენ ვნებანი და ზრახვაჲ ხორცთა ჩემთაჲ, ღმრთისა დედაო, ცხორებისა მშობელო, რომელმან სიკუდილითა მოკლა სიკუდილი
ზღჳსა ღელვათა მძჳნვარეთა წიაღ-ხდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად…
სხუანი გალობანი, ჴმასჲ ბ ძლისპირი:
ზღჳსა ღელვათა მძჳნვარეთა წიაღ-ხდეს დაულტობელად ისრაელნი პირველად ძლიერებითა მარჯუენისა ღმრთისაჲთა, და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგჳპტელნი და საფლავ ექმნნეს წყალნი ბანაკსა მათსა.
ნათელი საღმრთოჲ სულისა ცხოველისაჲ დღესასწაულის მოყუარეთა კრებულსა განაბრწყინვებს დღეს და ჭირთა და ვნებათა არმურსა დაჰხსნის და წყუდიადსა იოტებს ვედრებითა (სახელი) მოწამისაჲთა.
ყუავილოვანსა შინა და სამოთხესა ეკლესიისა წმიდისასა აჰყუავენ, ვა̅ ვარდი და შროშანი სულნელი, და სულნელებაჲ ღუაწლთა შენთაჲ მიჰფინე, (სახელი), კიდეთა სოფლისათა.
დაანთქენ სისხლთა შენთა უფსკრულსა შინა საცთურთა ეტლნი, მოწამეო (სახელი), და სასწაულთა შენთა ბრწყინვალებითა წარუძეღუ ერსა ქრისტეს მორწმუნეთასა ქუეყანასა მას საღმრთოჲსა აღთქუმისასა.
მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა შენდა, ყოვლად უსძლოო…
ღვთის-მშობლისაჲ:
მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა შენდა, ყოვლად უსძლოო ცხორების მომცემელი ქრისტე, ძე ღმრთისაჲ პირველ ჟამთა შობილი, რომლისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან განსაცდელისა.
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე შენ…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე შენ ხარ ნათელი დაბნებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.
ცხოველსმყოფელი სიკუდილი ხორცთაჲ შეგემოსა, დიდებულო, რომლითა უხორცონი მტერნი დასცენ და განაქიქენ.
ვარსკულავი ხარ ღმრთივ-ბრწყინვალეო და საიდუმლოჲთა ნათლითა განგუანათლებ ჩუენ მადიდებელთა ხსენებისა შენისათა.
ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჩუენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ ქრისტიანეთა მორწმუნეთა სძალო ღმრთისაო.
განხსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ხსნილნი მხეცთა…
სხუანი ძლისპირი:
განხსნილნი ძუელთა კრულებათა ჩუენთაგან და ხსნილნი მხეცთა შუვა მძჳნვარეთაგან მხიარულებით აღებითა პირთაჲთა სიტყუასა ღმერთსა, სიტყჳთა ხმიანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებთ.
შეჰმუსრენ მშჳლდნი და ისარნი მტერთანი და საჭურველნი მახჳლნი და ბრძოლანი, მხნეო (სახელი), ქრისტესთჳს წამებითა საწადელითა და შენ მოუწყლველად ეგე მათგან, წმიდაო, ძალითა საუფლოჲთა.
დაეც უძლური ძალი წინააღმდგომთაჲ, ღმრთივ-დიდებულო მოწამეო (სახელი), და სასწაულთა სიმაღლედ აღიწიე და ჭირვეულთა ყოველთა შეეწევი და დასწუავ ცეცხლებრ სულთა არაწმიდათა.
განმხრწნელი სულთაჲ საცთური უშჯულოთაჲ და კერპთა ყრუთა ღელვაჲ განძჳნებული მოღუაწებითა შენითა ახოვნითა დააცხრვე, მხნეო, და სრულიად წარსწყმიდე და უჩინო-ჰყავ ძალითა ქრისტესითა.
რომელმან გჳშევ თჳნიერ ქორწილისა სერაბინთა და ქერაბინთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
რომელმან გჳშევ თჳნიერ ქორწილისა სერაბინთა და ქერაბინთა უფალი და უვნებლად დაადგერ ქალწულადვე, მიხსნენ მონანი შენნი ბოროტისაგან, რამეთუ გაქუს მადლი მეოხებად ჩუენდა.
მარხვითა და ლოცვითა და მოღუაწებითა სული შენი…
წარდგომაჲ, ჴმაჲ დ გუერდი
მარხვითა და ლოცვითა და მოღუაწებითა სული შენი შეამკვე ღმრთივ-შუენიერად და იქმენ, ნეტარო, თანაზიარ მოწამეთა და მადლი საკჳრველებაჲთა ღირსად მოიღე განკურნებად სარწმუნოებით პატივის-მცემელთა შენთასა და ეშმაკთა საცთურსა განსდევნი და იხარებ ანგელოზთა თანა საუკუნოდ, მარადის ხსენებულო ღმერთი-შემოსილო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით აღასრულებენ სახსენებელსა შენსა.
მესმა უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
მესმა უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენნი.
დასდევ ქრიტეს ღმრთისა მიმართ ყოველი სასოებაჲ შენი, (სახელი), და მტკიცითა სარწმუნოებითა წამებისა ღუაწლთა შებმა უყავ შენ.
საღმრთოთა სიტყუათა მიერ ერეოდე მძლავრსა ყოვლად დიდებულო, და ღუაწლთა მიერ უძლეველთა საკუთარ იქმენ შენ ყოველთა ღმრთისა.
ბრწყინავს სასწაულთა მიერ საფლავი შენი, ღირსი ყოვლისა ქებისაჲ, და დაჰხსნის ვნებათა წყუდიადსა და სულთა ბოროტთა ბანაკსა დასწუავს.
ჰრულითა მედგრობისაჲთა ძილი ცოდვისაჲ მეუფლა უბადრუკსა; წმიდითა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჰრულითა მედგრობისაჲთა ძილი ცოდვისაჲ მეუფლა უბადრუკსა; წმიდითა ოხითა შენითა აღმადგინე, ღირსო ღმრთისა დედაო.
საქმენი შენნი, ვა̅ განიცადნა, ღაღად-ყო ხმითა წინაისწარმეტყუელმან…
სხუანი ძლისპირი:
საქმენი შენნი, ვა̅ განიცადნა, ღაღად-ყო ხმითა წინაისწარმეტყუელმან დღეს: მესმა მე სმენაჲ კაცთა განახლებისა და დამიკჳრდა შენი სიმდაბლით მოსლვაჲ რაჲთა შეჰმუსრო ძლიერებაჲ მხდომისაჲ
სიყუარულისა საღმრთოჲსა კლდესა ზედა დამყარებული დიდებული (სახელი) კუეთებისაგან მტერისა ღელვათაჲსა ყოვლად არა შეიძარ და საცთურისა საფუძველნი შესძრენ და დაარღჳენ.
სიტყუათა შენთა ცეცხლითა მით საღმრთოჲთა სიბრძნე ამაოჲ უღმრთოთაჲ დასწჳ, მხნეო ქრისტეს მხედარო, და წყაროჲთა ნიშთაჲთა მორწყენ სულნი ურიცხუნი და მოძღურებითა შენითა დაათრვენ და აღაორძინენ.
ცხოველსმყოფელნი ვნებანი უფალისანი შეიწყნარენ შენ ხორცთა შინა, (სახელი), და აღდგომისა მისისა ზიარ იქმენ და სრულიად დიდებისა მის საუფლოჲსა ბრწყინვალებითა განშუენდი, დიდებულო.
სიმაღლე იგი ბილწი უღმრთოებისაჲ მახჳლითა მით წამებისაჲთა, მხნეო, სიბრძნით წარჰკუეთე და განათავისუფლენ კაცნი ხრწნილებისაგან, ამის-თჳს ღმერთმან სულნელებითა შეამკო ხსენებაჲ შენი.
მხოლოჲ, ყოველთა კაცთა დამბადებელი, უფროჲს ცნობისა ჩჩჳლ…
ღვთის-მშობლისაჲ:
მხოლოჲ, ყოველთა კაცთა დამბადებელი, უფროჲს ცნობისა ჩჩჳლ იქმნა შენგან, სძალო, სწორი მამისაჲ და სულისა წმიდისაჲ და დაადგრა ღმრთეებით უცვალებელად, დაღაცათუ აწ მიიხუნა შენგან ხორცნი.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვა̅…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვა̅ სახიერ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.
სამებისა ძალითა დაჰხსენ ბნელი კერპთა მრავალთაჲ, ამისთჳს გიგალობთ შენ, ყოვლად დიდებულო (სახელი).
მახჳლითა სიტყუათა შენთაჲთა მოჰრწყენ უშჯულონი და სიმხნითა შენითა დაიდგ გჳრგჳნი წამებისაჲ
ვერ შეძრა გოდოლი სულისა შენისაჲ უშჯულომან, რამეთუ დაგემტკიცა სიყუარულსა ზედა ქრისტეს ღმრთისა.
ბუნებისა ჩუენისა უძლურებაჲ განაძლიერე, რომელმან გამოუთქმელად გჳშევ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ბუნებისა ჩუენისა უძლურებაჲ განაძლიერე, რომელმან გამოუთქმელად გჳშევ ღმერთი ძლიერი.
განვიბანენით ხორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა…
სხუანი ძლისპირი:
განვიბანენით ხორცითა სულთა თანა მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართენით ჩუენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყვენებს ჩუენ ცხორებასა მას განწმედილთასა, ჩინებულთა ღმრთისათა.
უღმრთოებისა დაჰხსენ საკრველნი, ბრძენო, საღმრთოჲთა მით მოღუაწებითა შენითა და კაცნი შეჰკრენ ღმრთისა სიყუარულითა და შეკრულნი სენთაგან და სალმობათა თითოსახეთა განათავისუფლენ
სიმხნითა შენთა კუერთხითა, მოწამეო, შეჰმუსრენ თავნი მხეცთა უხილავთანი და იხსენ კაცნი შუათა მათ მათთაგან მძჳნვარეთა და განმხრწნელთა სულისათა და წარუდგინენ ღმერთსა განახლებულნი.
წამისყოფითა სასწაულთა შენთაჲთა და უფსკრულითა მადლისა შენისაჲთა წარჰრღუნენ ვნებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი ყოვლად ქებულო, დიდებულო (სახელი), და გჳთხოვე ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ.
ძალი მტერისაჲ მოუძლურდა სრულიად, სიტყუაჲ ღმრთისაჲ რაჲ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ძალი მტერისაჲ მოუძლურდა სრულიად, სიტყუაჲ ღმრთისაჲ რაჲ ქუეყანასა გამოჩნდა, ინება გამოხსნაჲ საცთურისაგან კაცთა ნათესავისაჲ, რაჟამს მიიხუნა უბიწოჲსა მის ქალწულისაგან ხორცნი.
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფალისა-მიმართ და მას აუვარებ…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფალისა-მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე ღმერთო ჩემო
აღამაღლე ღმრთისა მიმართ გონებაჲ შენი და ჭეშმარიტი იგი საწადელი შეიყუარე და ხილვათა მათ მისთა მიერ დატკბობილმან დაუდგრომელნი ესე მოიძაგენ და ჰრბიოდე ვნებათა მიერ უვნებელისათა მოგებად, მოწამეო.
ნაწილთა შენთა სამარხოჲ ფშჳს სულნელებასა და აღმოაცენებს მადლსა კურნებათასა, რამეთუ იქმენ შენ სულნელება ქრისტეს ღმრთისა და ჰბრწყინევდი ნათლითა წამებისაჲთა, (სახელი), ზეცისა ძალთა მოქალაქობისა და დიდებისა ზიარო.
განამხნვე სული შენი წურთითა საღმრთოჲთა და განამტკიცე შჯულითა საუფლოჲთა და სარწმუნოებაჲ საჭურვლად აღიღე და მტერნი ბოროტნი მოაკუდინენ და სისხლითა წამებისაჲთა უფსკრულნი ღრმანი უღმრთოებისანი განახმენ.
ვა̅ ვენახმან, აღმოგჳცენე წმიდაჲ ტევანი უთესლოჲთ საშოჲთ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ვა̅ ვენახმან, აღმოგჳცენე წმიდაჲ ტევანი უთესლოჲთ საშოჲთ შენით, ქალწულო მარიამ, რომელმან იგი გჳწდია ჩუენ ღჳნოჲ საღმრთოჲ და უღმრთოებისა სიმთრვალე დაჰხსნა; მას ევედრე დედობრივითა კადნიერებითა ცხორებად სამწყსოთა შენთა.
წინაჲსწარმეტყუელმან მუცლისა სიმხურვალე ზღჳსა მხეცისაჲ სამ დღე…
სხუანი ძლისპირი:
წინაჲსწარმეტყუელმან მუცლისა სიმხურვალე ზღჳსა მხეცისაჲ სამ დღე თავს-იდუა და მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთაჲ ხსნისათჳს ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა მის, რომელი მოკლა მხსნელმან.
ჩუენთჳს შეწირულისა მეუფისა ხორცითა შესწირე თავი შენი საკუერთხად და მსხუერპლად უბიწოდ ცეცხლითა ტანჯვათაჲთა, მოწამეო (სახელი) ყოვლად ქებულო, და დასწუენ საზორველნი ბილწთა კერპთანი.
უღმრთოებისა ცეცხლი დაშრიტე, ახოვანო ქრისტეს მხედარო, ღირსო (სახელი), ნაკადულითა წმიდათა სისხლთა შენთაჲთა და მგალობელთა შენთა მოჰრწყავ წყაროჲთა კურნებათაჲთა, უძლეველო ჭურო.
შუენიერებასა მას სულისა შენისასა გამოსახვიდა შუენიერებაჲ ღმრთივ-ბრწყინვალე გუამისა შენისა და ხატისაჲ, (სახელი), რომლისათჳსცა ზარგანხდილ იქმნნეს მტერნი და შეიკდიმეს.
შენ, ვა̅ დედასა სიტყჳსა მის ღმრთისასა, პატივს-გცემთ…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენ, ვა̅ დედასა სიტყჳსა მის ღმრთისასა, პატივს-გცემთ, ყოვლად უხრწნელო სძალო, რამეთუ იხსნი ჭირისაგან, რომელნი შენდამი ღაღადებენ, რაჲთა დავიცვნეთ საცთურისაგან მტერისა ბოროტისა.
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო უკუე.
ცეცხლი კერპთმსახურებისაჲ დაშრიტე ცეცხლითა სულისაჲთა, ღირსო (სახელი), და ექმენ მნათობ მით დაბადებულთა და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუე.
კუერთხად ძლიერებისად უძლეველად გაქუნდა ჯუარი ქრისტესი, რომლითა დასცენ მტერნი ღმრთისანი, (სახელი), და ჰღაღადებდა, კურთხეულ ხარ შენ, უფალო უკუე
ცისკრად აღმოჰხედ შენ, ღმრთივ-გონიერო, და ღამე უღმრთოებისაჲ სიმხნით წიაღ-ჰვლე. და ნათლად საღმრთოდ წარუვალად მიხუედ და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუე.
გულისა ჩუენისა ვნებათა ცეცხლი ცუარითა წყალობათა შენთაჲთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
გულისა ჩუენისა ვნებათა ცეცხლი ცუარითა წყალობათა შენთაჲთა, სძალო, დაშრიტე და მიხსენ ცეცხლისა მისგან უშრეტისა, საღმრთოჲსა ცეცხლისა მშობელო, ღვთის-მშობელო ქალწულო.
რომელმან პირველ ალი სახუმილისაჲ მის მძლავრი დაშრიტა…
სხუანი ძლისპირი:
რომელმან პირველ ალი სახუმილისაჲ მის მძლავრი დაშრიტა და ღირსი ყრმანი იხსნნა, აქა დღეს საშოჲ ქალწულისაჲ დაიცვა შობასა მისსა შეუწველად, რომელსა უღაღადებთ ჩუენ: ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
უღმრთოთა შორის ღვთის-მეცნიერებასა ჰქადაგებდ, მხნეო მოწამეო (სახელი), და განაცჳბრენ მძლავრნი და ზარტეხილ ყვენ და აღსარეებაჲ ღმრთისაჲ ასწავე ერთა და ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.
ცეცხლისა სახეთა შენთა მიერ ტყუვილისა ქარქუეტნი დასწუენ, ნეტარო და ბრწყინვალებაჲ მართმადიდებლობისაჲ აღმოუბრწყინვე ერსა მორწმუნეთასა და ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.
საბრხეთა შინა ძნიად გამოსახსნელთა სენთა და ვნებათა და განსაცდელთასა შეყენებულთა ამათ გამოგჳჩნდი და გამოგჳყვანენ, დიდებულო (სახელი), რომელნი ვიტყჳთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
განუყოფელი სამითა თჳთებითა ერთარსებით ცნობილი მორწმუნეთაჲ, მამაჲ მშობელი, ძე უჟამოდ შობილი და სული წმიდაჲ, ნუგეშინის-მცემელი, რომელსა ვეტყვით: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყულოვანით სახედ გამოაჩინა…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყულოვანით სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუე.
აღმოჰკუეთენ საცთურისა ეკალნი, მახჳლითა წარგეკუეთა რაჲ თავი შენი, (სახელი) ყოვლად ნეტარო, და აკურთხევდ ღმერთსა და აღამაღლებდ მას უკუე.
მდინარემან სასწაულთა შენთამან მდინარენი საცთურისანი განახმნა და დაათრვნა გულნი მორწმუნეთანი საღმრთოჲთა მადლითა, ღირსო (სახელი), ყოვლად ქებულო.
წყუდიადისაჲ და ბნელისა საცთურთა და ღელვითა ამის…
ღვთის-მშობლისაჲ:
წყუდიადისაჲ და ბნელისა საცთურთა და ღელვითა ამის ცხოვრებისაჲთა დანთქმულ ვარ, ღვთის-მშობელო, და გევედრები: წარმიძეღუ ცხორებად რომელმან ჰშევ ღმერთი, ყოველთა მმართებელი.
დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად და ძედ ნათლისად იწოდნეს…
სხუანი ძლისპირი:
დაბადებულნი გამოჩნდეს თავისუფლად და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისაჲ მგლოვარე არს, და ჭეშმარიტად აღყუავილნა მიზეზი წარმართთა ხსნისაჲ სასოწარკუეთილნი დღეს.
მოქალაქობაჲ გაქუნდა ზეცათა შინა და ყოველივე სოფლისაჲ დაუტევე ღმრთივ-დიდებულო, და ზეცისა კეთილნი მოღუაწებითა დაჲმკჳდრენ, ნეტარო, და სასწაულთა საღმრთოჲ მადლი მოჲღე
ნათლისღებისა კუართი ღმრთივ-მოქსოვილი მეწამულთა სისხლთაჲთა უმეტესად განბრწყინვებულ ჰყავ და საიდუმლოჲსა მის სერობისაგან ღირს იქმენ ქრისტეს თანა შუებად, (სახელი), სასძლოსა ზეცათასა.
საუნჯედ მადლთა გამოგაჩინა ღმერთმან, ჵ დიდებულო მოწამეო (სახელი), და სასწაულთა მდიდრად მიჰფენს შენ მიერ დაბადებულთა, რომელნი ადიდებენ სახელსა მისსა და ძრწოლით თაყუანის-სცემენ.
სამებაჲ წმიდაჲ, გარეშეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქმელი სამგუამოვნებით გუასწავა მორწმუნეთა აღსაარებად, რომელსა თაყუანის-ვსცემთ სარწმუნოებით აწ და უკუე.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
შეიმკვე სიკეთითა ღუაწლისაჲთა და ნათლითა წამებისაჲთა განშუენდი და მიხუედ პირველისა მის თავისა საწადელთაჲსა და ნათლითა მით მისითა განბრწყინვებულნი ჰნათობ მარადის და მგალობელთა შენთა განანათლებ ნათლითა სამბრწყინვალისა ღმერთეებისაჲთა.
წუთიან სიტკბოებასა სულიერსა ოფლნი საღმრთოთა მათ ღუაწლთა შენთანი და დაატკბობენ სულსა მგალობელთა შენთასა და აღმოაცენებს სამარხოჲ შენი სიმრავლესა სასწაულთასა, (სახელი) ნეტარო, ვარსკულავო ბრწყინვალეო, ტაძარო სულისა წმიდისაო.
განჰვლე შენ სტადიონი წამებისაჲ და აღიწიე კამარათა ცისათა და ღირსი შრომათა შენთაჲ გჳრგჳნი მიიღე და აწ რომელნი სიყუარულით პატივს-სცემენ ხსენებასა შენსა, ნეტარო (სახელი), ჭირთა და ურვათაგან და საცთურთა საწუთროჲსათა იხსნენ.
ჵ ბჭეო ნათლისაო, განანათლენ თუალნი გულისა ჩუენისანი…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჵ ბჭეო ნათლისაო, განანათლენ თუალნი გულისა ჩუენისანი რომელნი დამიბნელნა ბნელმან ცოდვისამან მძიმემან. და სინანულისა ნათელი მომფინე, წმიდაო დედოფალო, და საუკუნოჲსა მის ცეცხლისაგან მიხსენ მე ოხითა შენითა, ყოვლად წმიდაო.
უზეშთაეს არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და…
სხუანი ძლისპირი:
უზეშთაეს არს ბუნებასა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდებაჲ შენი და ქებაჲ შენი ჯერისაებრ, ხოლო ჩუენ წადიერნი არა დავდუმნეთ მსგავსად ძალისა ჩუენისა ქებად შენდა.
წყობასა შინა წამებისა ღუაწლთასა გაქუნდა საუფლოჲ ძალი შემწედ, (სახელი), და მძჳნვარისა მტერისა ქედმაღლობაჲ, წინააღმდგომი ღმრთისაჲ, დაეც ახოვნად და ფერხთა ქუეშე დასთრგუნე იგი.
მზისთუალისა სახედ ჰბრწყინავ, ქრისტეს მხედარო, ნიშთა ნათლითა და ღუაწლთა ელვარებითა და ცისკიდეთა მიჰფენ ნათელსა შენსა, (სახელი) სამკაულო მოწამეთაო, ჩუენცა შემსხმელნი შენნი განგუანათლენ დღეს.
სამარადისოდ მდინარეთა მადლთაგან ნიშთა უფსკრულნი აღმოივსენ (სახელი), და უხუად მიჰფენ ყოველთა ჭირვეულთა, რომელნი წადიერად გადიდებენ შენ და მეუფესა ძრწოლით თაყუანის-სცემენ.
ბნელი ვნებათა და ჭირთა და ურვათა და განსაცდელთაჲ შორს ყავ ჩუენგან, (სახელი), და მოტევებაჲ ცოდუათაჲ მოგუანიჭე რომელნი-ესე გალობით გადიდებთ შენ და სამებასა წმიდასა თაყუანის-ვსცემთ.
დაგუამტკიცენ ჩუენ ვედრებითა შენითა, დედაო ღმრთისა ქველისმოქმედისაო…
ღვთის-მშობლისაჲ:
დაგუამტკიცენ ჩუენ ვედრებითა შენითა, დედაო ღმრთისა ქველისმოქმედისაო, რაჲთა ვიდოდით შენ მიერ უქცეველად გზასა საღმრთოსა მადიდებელნი შენნი და ცხორებასა კეთილსა მივემთხჳნეთ
წყარომან კეთილთამან და წყალობისა უფსკრულმან საღმრთოთა მადლთა…
გამოავლინე, ჴმაჲ დ გუერდი
წყარომან კეთილთამან და წყალობისა უფსკრულმან საღმრთოთა მადლთა ნაკადულად გყო შენ, დიდებულო (სახელი), რამეთუ განჰკურნებ ვნებათა სულიერთა და ხორციელთა.
(სახელი) ღირსო, მარტჳლო ქრისტეს მხსნელისაო, ყოვლად ბრწყინვალე…
აქებდითსა ზედა, ჴმაჲ ა წმიდაო მარტჳლო
(სახელი) ღირსო, მარტჳლო ქრისტეს მხსნელისაო, ყოვლად ბრწყინვალე ძლევაჲ საცთურთაჲ აღადგინე სიმხნით და მრჩობლი გჳრგჳნი მოღუაწებისა და წამებისა მოიღე და სასწაულთა ურიცხუთა სიმრავლე მოგმადლა შენ ღმერთმან და აწ ჰსუფევ წინაშე მისსა ზეცას.
მარტჳლთა კრებული შეამკვე და საცთურისა ძლევაჲ აღადგინე…
ბ-გზის
მარტჳლთა კრებული შეამკვე და საცთურისა ძლევაჲ აღადგინე, ღირსო (სახელი), აწცა აღადგინენ ცოდუათა დაცემისაგან სარწმუნოებით შემასხმელნი ხსენებისანი და გჳთხოვე ზეცით დიდი წყალობაჲ.
ყოველი სოფელი უგალობს სასწაულთა მათ შენთა, (სახელი), რამეთუ ნიშთა სიმრავლისა მიერ შეგამკო ქრისტემან, ვა̅ ტანჯვათა სიმხნით მისთჳს მოთმინე, ხოლო შემდგომად სიკუდილისა უკუდავსა ცხორებასა ღირს გყო და დიდებაჲ ნეტარი დაგიმკჳდრა.
მძლავრებაჲ ვნებათაჲ მოჰკალ მოღუაწებათა ოფლითა, ხოლო წყობაჲ…
დიდებაჲ, ჴმაჲ დ, ხისა მიერ
მძლავრებაჲ ვნებათაჲ მოჰკალ მოღუაწებათა ოფლითა, ხოლო წყობაჲ მტერთაჲ წამებისა ღუაწლითა შეჰმუსრე, ამისთჳს მრჩობლნი გჳრგჳნი ღირსად მოგენიჭნეს ქრისტეს ღმრთისა მიერ ერთი მოღუაწებისაჲ და მეორე წამებისაჲ, რომელთა მიერ სასწაულთა უხუებით მოგუფენ, (სახელი).
ხელით-უქმნელად კარვად აღიშენე ღმრთისა, ღვთის-მშობელო, რომელსა შინა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ხელით-უქმნელად კარვად აღიშენე ღმრთისა, ღვთის-მშობელო, რომელსა შინა, სძალო, დაიდგა წმიდაჲ იგი წმიდათაჲ და ცეცხლი და საკუმეველი, მიდგომილებაჲ უთესლოჲ, შობაჲ უხრწნელი, რომლითა საკჳრველად შეეყო კაცებასა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტი იყო და ჩუენთჳს განკაცნა.