გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმიდისა მღვდელმოწამისა 1 / 65შრომათა სარბიელითა საქმეთაგან სოფლისათა, ვა̅ ღრუბელი სულიერი…

საზიარო განგება წმიდისა მღვდელმოწამისა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 33 წთ

შრომათა სარბიელითა საქმეთაგან სოფლისათა, ვა̅ ღრუბელი სულიერი…

მცირესა მწუხრსა უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ ა, წმიდანო მარტჳლნო

შრომათა სარბიელითა საქმეთაგან სოფლისათა, ვა̅ ღრუბელი სულიერი, აჰმაღლდი და მეხისტეხითა ნიშთაჲთა და სიტყუათა ელვითა დაამჴუ მძლავრი ვეშაპი გულარძნილი და უკეთური და კუალად მადლი მოიღე ხილულთაცა ვეშაპთათჳს დაწუვად, ყოვლად დიდებულო (სახელი), მადლითა საღმრთოჲთა

მღდელშუენიერო (სახელი), ყოვლისა სოფლისა მნათობო ბრწყინვალეო, ეკლესიისა გჳრგჳნო, მარტჳლთა სამკაულო, გჳთხოვე ჴსნაჲ ჭირთაგან და ურვათა შემსხმელთა შენთა, ჵ სიმტკიცეო სარწმუნოებისაო, რომელნიცა ვაქებთ ჴსენებასა შენსა განათლებულსა, დიდებულო.

ღვთივ-ბრწყინვალე სამოსელი, ძოწეულითა სისხლთაჲთა ღებული, უქსოვე თავსა შენსა, ჵ (სახელი), ამისთჳსცა კუართი ზეცისაჲ უხრწნელი და უბიწოჲ ბრწყინვალედ შეიმოსე და უსხეულოთა თანა მაღალთა შინა შემკობილი იქცევი; მაცხოვარსა ევედრე ჩუენ ყოველთათჳს, ქებით მადიდებელთა შენთა.

ვა̅ რაჲ ზეთისხილი ნაყოფიერი, აჰყუავენ სახლსა ღმრთისასა და ზეთი სარწმუნოებისაჲ, მხიარულმყოფელი სულისაჲ, მდიდრად აღმოაცენე, (სახელი) სანატრელო, რამეთუ ძე ღმრთისაჲ გაქუნდა მომრწყველად შენდა მადლთა მიერ საღმრთოთა, მას ევედრე, რაჲთა მიჴსნნეს საცთურისაგან ქებით მადიდებელნი შენნი.

ქრისტეს მადლთა სასწაული გაქუნდა, ნეტარო (სახელი), ამისთჳს…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

ქრისტეს მადლთა სასწაული გაქუნდა, ნეტარო (სახელი), ამისთჳს ძრწოდეს შენგან მჴეცნი უხილავნი და კუალად ვეშაპნი ხილულნი ვედრებითა შენითა მოისრნეს, დიდებულო ღმერთი-შემოსილო მამაო, ღმერთსა ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ვნებისა

მღდელთმოძღურად მღდელშუენიერად და მოწამედ შჯულიერად და ეკლესიისა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, მჴნეონი

მღდელთმოძღურად მღდელშუენიერად და მოწამედ შჯულიერად და ეკლესიისა სიმტკიცედ შეუძრველად, საკჳრველთმოქმედად და ღმრთივ-მონიჭებულად და მნათობად ბრწყინვალედ ჭეშმარიტად იწოდე, ღირსო, და ცხორებისა ხისა საღმრთოდ სამოთხედ ქრისტეს ღმრთისა ცხორების მომცემელისა, მღდელმოწამეო (სახელი).

ძარღჳთა ღუაწლთა შენთაჲთა მოაშთვე მტერი მოშურნე და…

მუხლი: ჴმობდენ მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.

ძარღჳთა ღუაწლთა შენთაჲთა მოაშთვე მტერი მოშურნე და ყოველი ძალი მისი შეჰმუსრე და ბრწყინვალედ ახოვნებითა ზეცისა სუფევისა გჳრგჳნოსანი მკჳდრ ხარ და აღივსები ნათლითა და დიდებითა მით ზატიკობისაჲთა და მეოხ ხარ მადიდებელთა შენთათჳს, მარტჳლთა თუალო (სახელი).

სრბაჲ შენი აღასრულე დღეს ღუაწლითა წამებისაჲთა და…

მუხლი: ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.

სრბაჲ შენი აღასრულე დღეს ღუაწლითა წამებისაჲთა და წარმოუდეგ განშუენებული და შემკული მეუფესა და ღმერთსა შენსა, (სახელი) საგალობელო, რომლისა მიმართ ჩუენთჳს ვედრებად ნუ დააცადებ, რაჲთა შენდობაჲ ცოდუათაჲ მოგუანიჭოს, რომელნიცა სიხარულით აღვასრულებთ ჴსენებასა შენსა წმიდასა.

მოღუაწებისა ნაყოფად აღმოსცენდი, (სახელი), და მღდელობისა მიერ…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა, შენ სიტყუაჲ

მოღუაწებისა ნაყოფად აღმოსცენდი, (სახელი), და მღდელობისა მიერ, ვა̅ რაჲ ფინიკი, აჰყუავენ, ნეტარო, და წამებაჲ ნაყოფად გამოიღე შენ და კერპთა დამუსრვაჲ და ღუაწლი მოწამეთაჲ ძღუნად მიუპყარ ქრისტესა ღმერთსა.

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითაჲ, ჴმაჲ დ

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ და საქმე მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთჳს სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდე და იღუაწე კეთილად ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, მამაო წმიდაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყნარებად სულთა ჩუენთათჳს.

მორჩად საღმრთოდ მოღუაწებისად აღმოსცენდი, (სახელი), და სიტყჳსაებრ…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ ბ, მდინარეთა

მორჩად საღმრთოდ მოღუაწებისად აღმოსცენდი, (სახელი), და სიტყჳსაებრ დავითისა აჰყუავენ, ნეტარო, ვა̅ ფინიკი, ეზოთა შინა ქრისტეს ღმრთისათა, და, ვა̅ ნაძჳ, განჰმრავლდი სათნოებათა მიერ დიდებულთა და, ვა̅ ვენაჴი მსხმოჲ, სახლსა უფალისასა და ჟამსა მას წამებისასა მოისთულე ტანჯვათა სიმწარითა და ნაყოფისა მისგან მოღუაწებათა შენთაჲსა ღვინოჲ საცნაური აღმოგჳცენენ ჩუენ, რომლისა სუმითა აღივსნეს გულნი ჩუენნი შუებითა და სიხარულითა საღმრთოჲთა და უბიწოსა და პატიოსანსა ჴსენებასა შენსა და სრულებისა შენისა დღესასწაულსა ერთბამად შეკრებულ ვართ და ქებით გადიდებთ შენ და გნატრით, ღირსო მღდელთმთავარო ქრისტეს მეუფისაო, და ვითხოვთ შენ მიერ მონიჭებად სულთა ჩუენთა მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ.

დღესა ამას სიხარულისასა ყოველთა მორწმუნეთა მგალობელნი განვაწყვნეთ და ახოვანი მოღუაწე ვადიდოთ და უღაღადოთ: გიხაროდენ შენ, სამკაულო მარტჳლთაო და ზიარო ქრისტეს ღმრთისა ვნებათაო; გიხაროდენ, გჳრგჳნო დიდო მღდელმოძღუართაო, შენ შესწირევდ პირველ მსხუერპლთა საღმრთოთა ქრისტეს მეუფისა, ხოლო აწ შესწირე წმიდაჲ თავი შენი ღმრთისა მსხუერპლად, სულად სულნელად და ითხოვ ჩუენთჳს ბრალთა მოტევებასა

შეურაცხ-ყვენ შჯულნი იგი უღმრთოთანი, ვა̅ შჯულიერმან მღდელთმთავარმან, და ჭეშმარიტი შჯული ქრისტესი უმეცართა მიუთხარ, (სახელი) ღირსო, კადნიერებით და ღმრთივ-ბრწყინვალედ და შჯულიერად იღუაწე, ვა̅ ახოვანმან მოღუაწემან, ვინაჲცა მარჯუენისაგან ცხოველსმყოფელისა ღირსებით და შუენიერად და სამართლად გჳრგჳნოსან იქმენ, სამებისა ქადაგო, მღდელშუენიერო მამაო, ჴსენებისა შენისა შემსხმელნი ღმრთისა მიმართ ვედრებითა შენითა გჳრგჳნოსან მყვენ, ვა̅ ჭურითა სათნოებისაჲთა, და სამარადისოჲსა მის და უცვალებელისა სიხარულისა და ყოვლად ბრწყინვალისა ფუფუნებისა დამკჳდრებად ღირს მყვენ; ვა̅ გაქუს, დიდებულო, ღმრთისა მიმართ კადნიერებაჲ მოჰმადლე სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

საყდარსა საღმრთოსა საკურთხეველისასა სიწმიდით და უბიწოდ ჰმსახურებდი და, ვა̅ მღდელმთავარი, ღირსებით ყოველთა ღმრთისა მსხუერპლსა სულიერსა და უსისხლოსა და სიტყჳერსა შესწირევდ, ყოვლად ქებულო, ხოლო საყდართა რაჲ მძლავრისათა წარსდეგ, საზორველთა მათთჳს საეშმაკოთა ამხილე და მსხუერპლი აღსარებისაჲ კადნიერებით მჴსნელისა შესწირე და გუემათა სიმწარე, ზახებანი და სიკუდილი და ცეცხლი შეურაცხჰყავ, ჵ (სახელი), ამისთჳსცა წამებისა მიერ მსხუერპლად სულად სულნელად შეიწირე შემოქმედისა და დამბადებელისა შენისა, მას მხოლოსა ევედრე, რომლისა მიმართ გაქუს შენ კადნიერებაჲ, რაჲთა ყოს მან ლხინებაჲ ჩუენთჳს, რომელნი დღესასწაულსა შენსა გალობით ვადიდებთ და გჳჴსნნეს ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და მოსცეს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

სიტყუათა შენთა ძალითა დაამჴუ, სანატრელო, კერპთა ამაოებაჲ…

სხუანი, ჴმაჲ ა, შენ სიტყუაჲ

სიტყუათა შენთა ძალითა დაამჴუ, სანატრელო, კერპთა ამაოებაჲ და გულნი შერყეულნი სარწმუნოებითა დაამტკიცენ და წარუძეღუ მათ ცხორებად, მღდელთმოძღუარო, და შჯულიერად იღუაწე და მოწამედ უფალისად იწოდე

წმიდაჲ იგი კუართი შენი სისხლითა შეჰღებე ჴორცთა შენთაჲთა, ღირსო მამაო სანატრელო, და მრჩობლი გჳრგჳნი ქრისტეს მიერ მოიღე, ღმერთი-შემოსილო, და ანგელოზთა თანა იხარებ ცათა შინა; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

საკჳრველებათა შენთა ნათლითა ყოველსა სოფელსა განანათლებ და ზღჳსა ღელვათაგან იჴსნი ჭირვეულთა და სნეულთა სულით და ჴორცით განჰკურნებ, რამეთუ ღმრთისა მიერ მოგიღებიეს მადლი, ყოვლად ქებულო ღირსო (სახელი).

ზეცისა ძალთა შეერთე მიწის ნაშობი და მათ თანა შესწირავ სამებისა წმიდისა მსხუერპლსა ქებისასა და, ვა̅ კაცი ზეცისაჲ, მამაო, მოიხილავ მყოფთა სოფლისათა, (სახელი), და იჴსნი მათ ბოროტისაგან.

სამღდელოჲთა კუართითა განშუენებული, ვა̅ რაჲ ანგელოზი, ჰმსახურებდ…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ, რომელი იწოდა

სამღდელოჲთა კუართითა განშუენებული, ვა̅ რაჲ ანგელოზი, ჰმსახურებდ ღმერთსა, ჴორცითა გამოჩინებულსა, და შესწირევდ ჴორცსა მისსა უსისხლოსა, (სახელი), ვინაჲცა, ვა̅ ცხოვარი შეიწირე მისსა და იქმენ შესაწირავ წმიდა და აჰჴედ ზეცისა სასუფეველსა, ვინაჲცა ჴმითა სახარულევანითა გნატრით შენ, ნეტარო, და სარწმუნოებით გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი წინაჲსწარმეტყუელებისაგან ესაიასი

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, იტყჳს უფალი ღმერთი, და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინაჲსწარ ჩემსა არა იყო სხუა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაელისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…

სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.

სამღდელოჲ ზოსტერი, მამაო, წამებისა სისხლითა ჭეშმარიტად განაბრწყინვე…

ლიტიასა ზედა, ჴმაჲ ა, წმიდანო მარტჳლნო

სამღდელოჲ ზოსტერი, მამაო, წამებისა სისხლითა ჭეშმარიტად განაბრწყინვე და ორკერძოვე შემკული ანგელოზთა თანა წარმოუდეგ დამბადებელსა, (სახელი), რომლისა მიმართ ნუ დასცხრები, ბრძენო, ოხად სულთა ჩუენთათჳს, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ

ვა̅ მიჰრონი სულნელი, სისხლი შენი ქრისტესა მიუძღუანე, ვა̅ მისთჳს დათხეული, რომლითა სულნელ ჰყვენ, მამაო, გულნი ყოველთა მგალობელთა შენთანი წადიერებით; მისგან გჳთხოვე, (სახელი), წყალობაჲ, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ

მიჰყვანდა რაჲ საყდარსა მას უშჯულოთასა და მიზიდვიდეს…

სხუანი, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე

მიჰყვანდა რაჲ საყდარსა მას უშჯულოთასა და მიზიდვიდეს ტანჯვად, ვა̅ მჴეცნი, ნეტარსა (სახელი) და იგი, ვა̅ ვერძი აღნიშნული, მსგავსად ქრისტესა შეუდგა მათ და, ვა̅ მწყემსი, მოიკლა სამწყსოთათჳს და ტანჯვანი, ვა̅ გჳრგჳნნი, მიითვალნა და დაჭრანი ისარ ჩჩჳლთა შეჰრაცხნა და სამშჭუალთა განწონაჲ შუებად და პატივად და ესრეთ შემკული საღმრთოდ ცხორებად მიიცვალა და ევედრების ღმერთსა სულთა ჩუენთათჳს.

უბიწოდ მღდელთმთავრად გამოსჩნდი, (სახელი), და ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვა̅ რაჲ ფინიკი და ხე სავსე ნაყოფითა, აჰყუავენ, ბრძენო, და უფროჲსად განჰმსდიდრდი შენ სიბერესა ტანჯვათა სიპოხისა მიერ, წყლულებანი თავს-ისხენ და ფუფუნეულ იქმენ და ჩჩჳლ თხრობასა, ცეცხლითა განლეული; ეჰა საღმრთოჲ ძალი, რამეთუ ტანჯვულნი მტანჯველთა მათ მათთა უძლიერეს იყვნეს და სტანჯვიდეს და აწ წინაშე ქრისტესა იხარებენ

მღდელთმოძღურებისა ჭეშმარიტისა სამკაულად გამოსჩნდი, ღმერთი-შემოსილო, და, ვა̅…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ედემთაჲ

მღდელთმოძღურებისა ჭეშმარიტისა სამკაულად გამოსჩნდი, ღმერთი-შემოსილო, და, ვა̅ მღდელმან, ჰმსახურე საიდუმლოთა მისთა და ესე განაშუენე შენ ღუაწლთა მათ მიერ დიდთა წამებისათა, სამკაულო მარტჳლთაო და მღდელთა დიდებაო, ვედრებათა შენთა მიერ საძოვარსა სულიერსა ღირს მყუენ და წარმიძეღუ, ბრძენო, წყალთა მიმართ სინანულისა ჭეშმარიტისათა, რაჲთა ვჴმობდეთ ერთობით: ქრისტე, მაცხოვარო და შემოქმედო და მჴსნელო სოფლისაო, კაცთმოყუარეო, დიდებაჲ შენდა

ღირსო მამაო (სახელი), სატანჯუელმან ჴორცთამან და მძლავრთა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი

ღირსო მამაო (სახელი), სატანჯუელმან ჴორცთამან და მძლავრთა მრისხანებამან ვერ განგაშორა შენ სიყუარულსა მას ქრისტესსა, არამედ სიმჴნით თავს-ისხენ იგინი სიყუარულითა მათ მისითა, ყოვლად ბრძენო, და აწ ჰსუფევ მის წინაშე საუკუნესა მას ცხორებასა; მეოხ გუეყავ მაქებელთა შენთა მარადის.

ღირსო მამაო (სახელი), დათხევამან სისხლთამან შეგითხზნა გჳრგჳნი…

მუხლი: ჴმობდენ მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.

ღირსო მამაო (სახელი), დათხევამან სისხლთამან შეგითხზნა გჳრგჳნი ბრწყინვალე და, ეტლითა, აჰჴედ სიმაღლესა მას ცათასა და წინაშე ღმრთისა იხარებ კრებულსა მას თანა მღდელთმოძღუართასა; მოგჳჴსენენ ჩუენცა შემასხმელნი შენნი, ღირსო, და გჳთხოვე დაცვაჲ განსაცდელთაგან მტერისათა უვნებელად.

ნეტარო მამაო (სახელი), მღდელთმოძღუართა ყოველთა სამკაულო ბრწყინვალეო…

მუხლი: ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული.

ნეტარო მამაო (სახელი), მღდელთმოძღუართა ყოველთა სამკაულო ბრწყინვალეო და საუნჯეო სულიერო სიბრძნისაო, შენ სასწაულთა საქმითა განშუენდი და, ვა̅ მზე, ჰნათობდ ყოველსა სოფელსა, ჵ მადლთა შენთა სიმრავლესა, სანატრელო, რომლითაცა აღიწიე ზეცისა დიდებასა; მეოხ გუეყავ ჩუენ.

ყოველივე გონებაჲ შენი სიყუარულსა ქრისტესსა შეგემსჭუალა, (სახელი)…

დიდებაჲ, ჴმაჲ გ, ვა̅ იგი პირველად

ყოველივე გონებაჲ შენი სიყუარულსა ქრისტესსა შეგემსჭუალა, (სახელი), და ყოველნი წინააღმდგომნი დასცენ, რამეთუ არცა ცეცხლმან და არცა მახჳლმან ახოვნებაჲ სულისა შენისაჲ შეუძლეს მომედგრებად, ვინაჲცა ჴსენებასა შენსა, ბრძენო და ყოვლად შუენიერო მღდელთმოძღუარო, ერი მორწმუნეთაჲ განბრწყინვებული დღეს ღმრთივ-შუენიერად აქებენ შენსა დღესასწაულსა.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

სუეტად შეურყეველად ეკლესიისა და ლამპრად დაუშრეტელად სოფლისა…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ გ

სუეტად შეურყეველად ეკლესიისა და ლამპრად დაუშრეტელად სოფლისა გამოსჩნდი, ღუაწლით-შემოსილო (სახელი), და განჰბრწყინდი უბრწყინვალეს მზისა, რომლისათჳსცა ეშმაკთა წყუდიადსა განსდევნი, მოწამეო დიდებულო, ქრისტესა ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

საცხებელი წმიდაჲ გეცხო, მოღუაწეო, და იქმენ შემწირველ…

ჴმაჲ დ გუერდი

საცხებელი წმიდაჲ გეცხო, მოღუაწეო, და იქმენ შემწირველ საიდუმლოთა საღმრთოთა, ხოლო იწამე რაჲ, იქმენ პატივითა სწორ ანგელოზთა, რამეთუ შემდგომად მრავალთა წყლულებათა განიმსჭუალა სამსჭუალებითა წმიდაჲ გუამი შენი, ვინაჲცა, ვა̅ მთიები ბრწყინვალე, განანათლებ ყოველთა კიდეთა ბრწყინვალებითა სასწაულთაჲთა, ღუაწლით-შემოსილო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.

მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი სოფელსა და განანათლენ ელვარედ…

წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ ა

მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი სოფელსა და განანათლენ ელვარედ გულნი ყოველთა მორწმუნეთანი საღმრთოთა სიტყუათა შენთა ნათლითა, მღდელთმოძღუარო (სახელი), ვინაჲცა წმიდასა და პატიოსანსა ჴსენებასა შენსა დღეს მხიარულებით აღვასრულებთ და სარწმუნოებით გიგალობთ.

მობაძავ და მიმსგავსებულ იქმენ წმიდათა ქრისტეს მოციქულთა და ჰქადაგებდ ყოვლად წმიდასა და საღმრთოსა ქადაგებასა და განანათლებდ ერთა მოძღურებითა და კერპთა წყუდიადსა იოტებდ და საცთურსა მათსა უჩინო ჰყოფდ, ღმერთი-შემოსილო (სახელი), საკჳრველთმოქმედო, ვინაჲცა მოწამებისა სამკაულითა ბრწყინვალედ შეიმკვე, ნეტარო, და გჳრგჳნი დიდებისაჲ დაიდგ ღმრთისა მადლითა, მამაო, მას ევედრე ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.

გადიდებთ შენ, მღდელმოწამეო მამაო (სახელი), და პატივს-ვსცემთ…

სადიდებელი

გადიდებთ შენ, მღდელმოწამეო მამაო (სახელი), და პატივს-ვსცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.

პირად გამოსჩნდი ეკლესიისა და რტონი გამოიხუენ ღვთის-მეტყუელებათანი…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ გ

პირად გამოსჩნდი ეკლესიისა და რტონი გამოიხუენ ღვთის-მეტყუელებათანი და ნაყოფითა აღავსენ სიტყუანი შენნი და აღმოაცენე სიტკბოებაჲ სარწმუნოებისაჲ და სასუმელი წამებისაჲ იწდიე და სუ წადიერებით და ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ

სამკაულ იქმენ ეკლესიისა და სიმტკიცე ღვთის-მსახურებისა და დამამჴობელ უღმრთოებისა, (სახელი), რამეთუ, ვა̅ უჴორცომან, შეერთე სიხარულით, ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს

მრავალფერთა მიერ მადლთა შემკულსა, (სახელი) ბრძენსა მამათმთავარსა…

წარდგომა საცისკრო სახარებისა ჴმა გ გუერდი: იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა სახარება ლუკასი 13 დას: 12, 2-12 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ბ გუერდი, სასოწარკ

მრავალფერთა მიერ მადლთა შემკულსა, (სახელი) ბრძენსა მამათმთავარსა, შესხმითა სულიერითა გალობით ვადიდებდეთ, ვითარ გუასწავებს მეფსალმუნე: ნაყოფი შრომათა შენთაჲ შჭამო და იშუებდე მათ ზედა და ნეტარ იყო და კეთილი გეყოს, ნეტარო (სახელი), რომელსა შინა ჰსუფევ; ევედრე მაცხოვარსა მაქებელთა შენთათჳს.

მონებისა მისგან მწარისა ჴსნილმან ისრაელმან განვლო ქუეყანაჲ…

გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

მონებისა მისგან მწარისა ჴსნილმან ისრაელმან განვლო ქუეყანაჲ დაულტოლველად და იხილნა მტერნი მისნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს

ზეცისა უჴორცოთა თანა და მთავრობათა მკჳდრ ხარ, ღმრთივ-სანატრელო, რომელნი-ესე საწადელსა საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ; ზეცით მოგუხედენ ჩუენ, (სახელი), და მოგუეც ბრალთა შენდობაჲ.

ყოვლითურთ შეეყავ ქრისტესა და მის მიერთა ელვათაგან განჰნათლდი და კიდენი ქუეყანისანი განანათლენ სწავლითა მოძღურებათა შენთა მაღალთაჲთა, ვა̅ ღვთის-მეტყუელმან ყოვლად ქებულმან.

გონებაჲ მფლობელ ჰყავ ვნებათა სათნოებათა მიერ, მღდელთმთავარო, და, ვა̅ კეთილმან განმგემან სულისა და ჴორცთამან, მრჩობლი ღუწოლაჲ მიეც მათ, მამაო, და ორკერძოვე განჰბრწყინდი, (სახელი).

იქმენ მოძღუარ ეკლესიისა, ღვთის-მეტყუელ და გამოცდილ, ყოვლად ბრძენო, და წინამბრძოლ ყოვლად უძლეველ მართლმადიდებლობისა და შეჰმუსრენ შუანი ლომთანი და დაუყვენ პირნი მათნი, (სახელი).

დაუტევნელი დაიტიე, რომელი იწოდე ცათა უვრცელეს, და…

ღვთის-მშობლისაჲ:

დაუტევნელი დაიტიე, რომელი იწოდე ცათა უვრცელეს, და ქერაბინთა უმაღლესად გამოსჩნდი შენ, ქალწულო ღვთის-მშობელო, ამისთჳს ყოველნი ნათესავნი გნატრიან, ვა̅ იტყოდე.

ფარაოჲს ეტლები და ძლიერებაჲ მისი დაანთქა ზღუასა…

სხუანი გალობანი, ჴმაჲ დ სძლისპირი:

ფარაოჲს ეტლები და ძლიერებაჲ მისი დაანთქა ზღუასა შინა ძლიერმან ბრძოლასა ღმერთმან, მას უგალობდეთ გალობითა, რამეთუ დიდებულ არს უკუე.

მოვედით მარტჳლთა შესხმითა უგალობდეთ დიდსა მღდელმოწამებასა საღმრთოჲთა ელვარებითა ბრწყინვალედ განათლებულსა და ქრისტესა ვადიდებდეთ უკუე.

სიტყჳერი სამწყსოჲ ქრისტეს მიერ გერწმუნა, რომელსაცა ემსგავსე, და ჭირნი დაითმინენ შენ და სული დასდევ მათთჳს და მრჩობლნი გჳრგჳნნი დაიდგენ მის მიერ.

ნებითა ღმრთისაჲთა მღდელობისა მიჰრონი, წინაჲსწარვე ცხებული, დაჰბეჭდე საცხებელითა წამებისაჲთა, (სახელი), და აღიბეჭდე სისხლთა დათხევითა.

იხილა რაჲ მოსე მთასა ზედა სინასა მაყუალი…

ღვთის-მშობლისაჲ:

იხილა რაჲ მოსე მთასა ზედა სინასა მაყუალი შეუწუელად, მოასწავა სახე შენი, ღმრთისა დედაო, რაჟამს ცეცხლი ღმერთეებისაჲ იტჳრთე საშოსა შენსა.

მოელოდა, ვა̅ ცუართა, სიტყუათა მათ შენთა, ზეცათა…

გალობაჲ ბ, მოიხილესა ძლისპირი:

მოელოდა, ვა̅ ცუართა, სიტყუათა მათ შენთა, ზეცათა უფალო, მოსე ეგჳპტეს შინა და მოიხილე მის ზედა წყალობით, და დასცნა მან მტერნი მეგჳპტელნი.

იქმენ, ღირსო, ჭურ რჩეულ ყოველთა შემოქმედისა და ებაძვე შენ შურსა ღმრთივ-ბრწყინვალესა პავლე დიდისა მოციქულისასა და მის თანა ჰსუფევ წინაშე ღმრთისა.

გაქუნდა, ღირსო, მოქალაქობაჲ წმიდაჲ და უბიწოჲ, (სახელი), ამისთჳსცა ღირს იქმენ საიდუმლოთა მისთა მსახურებასა და მოწამედ საღმრთოდ იწოდე შენ.

გამოსჩნდი შენ მსგავსად ფინეზისა მოშურნედ, ნეტარო, და განჰგურიმე შენ ლახურითა სიტყუათაჲთა უჯეროჲ იგი შერევაჲ საცთურისაჲ და დააცხრვე სრვაჲ სულთა მომსრველი.

ძირისაგან იესესისა აღმოცენებულო ქრისტეს დედაო, ყოველთა გამომზრდელსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ძირისაგან იესესისა აღმოცენებულო ქრისტეს დედაო, ყოველთა გამომზრდელსა უბიწოებით აწოებდი შენ, მას ევედრე აწ სულთა ჩუენთათჳს.

წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა და…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა და ქალწულისაგან განჴორციელებულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, უღაღადებდეთ, რომელმან აღამაღლა რქაჲ ჩუენი, წმიდა ხარ შენ, უფალო.

მეოხად მიგავლენთ შენ ქრისტეს მიმართ, მამაო, სარწმუნოებით, ვა̅ პატივისმცემელსა ხატისა მისისასა და დამცველსა სარწმუნოებისასა და შჯულისა და წესისა მამათაჲსა საქმით აღმასრულებელსა.

მარტჳლთა ახოვნებაჲ აჩუენე, დიდებულო (სახელი), და უღმრთოთა ზახებაჲ განჰბასრე და ეკლესიისა სიმტკიცედ შეუძრველად გამოსჩნდი და ცხადად ამხილე უგუნურთა შეცთომილებაჲ მათი.

უმეტეს ხარი შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ…

ღვთის-მშობლისაჲ:

უმეტეს ხარი შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ მხოლომან დაჰჴსნენ წესნი ბუნებათანი, ვინაჲთგან უთესლოდ გჳშევ ჩუენ ბუნებათა შემოქმედი ღმერთი, დიდებულო ქალწულო.

მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა…

სხუანი ძლისპირი:

მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისაჲთა, ამისთჳსცა განძლიერდა დღეს უფალისა-მიმართ გული ჩემი

კრავთა სიტყჳერთა რაჲ ჰმწყსიდი, შეწირულ იქმენ, ვა̅ კრავი, ცხოვართა მათთჳს შენთა მწყემსმთავრისა ყოველთაჲსა და კრავისა ღმრთისა მიბაძვითა

სიტყჳერი სძე უზაკუელი სამწყსოთა შენთა ღმრთივ-სულიერად ასუ, (სახელი), ხოლო ქრისტესთჳს წამებისა სასუმელი სიხარულით ჰსუ შენ.

გუნდსა მარტჳლთასა უძღოდე და უწამე სარწმუნოებისათჳს და ასწავებდი ღმრთისა მამისა დიდებასა ძისა თანა, სულით წმიდითურთ

გიხაროდენ შენ, უბიწოო, რომელმანცა დაიტიე სიტყუაჲ ღმრთისაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

გიხაროდენ შენ, უბიწოო, რომელმანცა დაიტიე სიტყუაჲ ღმრთისაჲ საშოსა, და გჳშევ ჩუენ ღმერთი და კაცი ჴორცითა განუყოფელად.

დიდმან მღდელმოწამემან (სახელი) სურვილითა სასუფეველისაჲთა თავს-იდუა საჴუმილი…

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ

დიდმან მღდელმოწამემან (სახელი) სურვილითა სასუფეველისაჲთა თავს-იდუა საჴუმილი განსაცდელთაჲ და ცეცხლი ტანჯვათაჲ და სიკუდილი უმშჯავროჲ, ვინაჲცა ჭეშმარიტად უკუდავებისა მკჳდრ იქმნა, ამას ვჰნატრიდეთ სარწმუნოებით, რამეთუ მეოხ არს უფალისა-მიმართ შეწყნარებად სულთა ჩუენთათჳს.

უღმრთოებისა საცთური დაშრიტე და ქრისტეს სარწმუნოებაჲ აღაყუავე…

ჴმაჲ გ

უღმრთოებისა საცთური დაშრიტე და ქრისტეს სარწმუნოებაჲ აღაყუავე, დიდებულო (სახელი) მღდელმოწამეო, და ურწმუნოთა პირნი დაუყვენ, ხოლო მორწმუნეთა გულნი აღავსენ საღმრთოჲთა ცნობითა და აწ მაცხოვარსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთაჲ ამბაკუმ და…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთაჲ ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ მო-რაჲ-ხუედ შენ მაცხოვრად ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.

მძლავრი უშჯულოჲ დაამჴუ, ყოვლად ნეტარო (სახელი), მოძღურებითა შენითა და შეწევნითა ღმრთისა ძლიერისაჲთა, ყოვლად ქებულო, და ჴმატკბილად იტყოდე: დიდებაჲ ძალსა შენსა, მრავალმოწყალე.

სიჩჩოჲთ შენითგან იქმენ შჯულიერ ღმრთისა და განჰბრწყინდი შენ მოღუაწებისა მიერ და შეიზღუდე სიტყჳთა მადლისაჲთა, ღმრთივ-განბრძნობილო ბრძენო (სახელი), და დაჰჴსენ ბნელი უღმრთოებისაჲ უკუნი.

ქალწული წმიდაჲ იესეს ძირისაგან აღმოგჳცენდა და გჳშვა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ქალწული წმიდაჲ იესეს ძირისაგან აღმოგჳცენდა და გჳშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი პირველ საუკუნეთა იყო და უვნებელად დაიცვა ქალწულებაჲ შობასა მისსა უვაღრეს ბუნებათა.

ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა, ქრისტე, რაჟამს არა…

სხუანი ძლისპირი:

ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა, ქრისტე, რაჟამს არა ნატაცებად შეირაცხე სწორ ღმრთისა, არამედ იქმენ მსგავს კაცთა, რომელნი იტყჳან: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო

სათნოებათა შენთა თხზულებაჲ მრავალფერ არს, რამეთუ ვა̅ მწყემსი და მოწამე დიდებული, ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმენ და მხიარული იშუებ მის წინაშე.

აბელის შესაწირავსა ზეშთა ექმენი, რამეთუ სიტყჳერნი კრავნი მსხუერპლად მოუპყრენ ღმერთსა და თჳსთა სისხლთა მდინარენი წადიერებით მისთჳს დასთხიენ.

უღმრთოთა გმობისა სიბორგილენი სულისა წმიდისა მიერ დაარღჳენ, (სახელი), და მღდელმოწამე წარჩინებულ იქმენ ტრფიალებითა მეუფისაჲთა.

ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზეშთაეს ბუნებათა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზეშთაეს ბუნებათა გჳშევ ჩუენ, ამისთჳს სარწმუნოებით, ვა̅ ღვთის-მშობელ ხარ, გადიდებთ.

საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედი, ქრისტე, აღმსთობილნი…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედი, ქრისტე, აღმსთობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვა̅ ღმერთი ხარ, რაჲთა წარმიძღუე გზასა მშჳდობისასა, შესლვად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.

იხილა ღმერთმან წინაჲთვე გონებისა შენისა, ღირსო, და სულისა სიმაღლე და დიდთა მიერ პატივთა შეგამკო შენ და სამკაული მღდელობისაჲ შეგმოსა, ბრძენო, და მარტჳლთა ღუაწლითა განგაშუენა.

მოაკუდინე შენ ზრახვაჲ ჴორცთაჲ შრომითა სულიერთა მათ ღუაწლთაჲთა, დიდებულო, ხოლო გონებაჲ ცხოველ ჰყავ და ელვარე და ორკერძოვე სათნო ეყავ უფალსა, ღირსო, მღდელშუენიერო (სახელი).

ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა განჴორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა განჴორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო, შეურევნელად შეიერთა კაცებაჲ და იშვა მხოლოჲ ორითა ბუნებითა და მით ბრწყინვალედ განანათლა სოფელი

შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი…

სხუანი ძლისპირი:

შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემთ შენ.

შენ მოწამე ჭეშმარიტ იქმენ, ჵ მღდელთმოძღუარო, და მღდელთმთავარ მოწამეთა და ორკერძოვე ჰბრწყინავ მადლითა, ყოვლად ქებულო.

ბრწყინვალენი თუალნი ოქროჲთა განშუენდებიან და შენისა მღდელთმოძღურებისა ნათლითა წამებისა ღუაწლი შეიმკვების, წმიდაო; ეჰა მადლი ფილოსოფოსისა გონებისაჲ, ეჰა სივრცე მოძღურებათაჲ, რომელნი გულისაგან შენისა აღმოდიოდეს.

შენ საჭურველი ხარ უძლეველი, ღვთის-მშობელო, წყობასა მტერთა…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ საჭურველი ხარ უძლეველი, ღვთის-მშობელო, წყობასა მტერთა ჩუენთასა შეუძრველად დამიცუენ მოსავნი შენგან შობილისა.

პირველ იონა, შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

პირველ იონა, შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად და ქალწულისა მუცელსა სიტყუაჲ ღმრთისაჲ განჴორციელდა, და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად. ხოლო ბუნებანი შეცვალნა, ვა̅ ინება, და გუაცხოვნნა ჩუენ.

სიყუარულითა საღმრთოჲთა ეგზებოდე და ნათლისა მისისა ხილვაჲ გწადოდა, ვინაჲცა პირველ მოღუაწებითა განჰშუენდი და შემდგომად მოწამეთა სიმჴნე აჩუენე, მღდელთმთავარო ბრძენო, ამისთჳს მრჩობლთა მიერ გჳრგჳნთა შეიმკვე, (სახელი).

გონებაჲ შენი ზე გაქუნდა ღმრთისა თანა და საღმრთოჲთა ნათლითა ჰბრწყინევდ, ნეტარო (სახელი), ამისთჳს სულმცირედ განჰვლე ზღუაჲ სოფლისაჲ და ზეცისა ნავთსადგურთა შეევედრე ღუწილი მადლითა სულისაჲთა და წარმართებული ღმრთივ-შუენიერად.

ორთა მუცელთა ბუნებანი შეცვალნეს: ვეშაპისა და ქალწულისამან…

ღვთის-მშობლისაჲ:

ორთა მუცელთა ბუნებანი შეცვალნეს: ვეშაპისა და ქალწულისამან დღეს, რამეთუ პირველ უხრწნელად დაჰმარხა მუცელმან ნაყოფი, ხოლო აქა დღეს ნაყოფმან დაიცვა მუცელი. იგი სახე იყო ამისა, რამეთუ ქალწული ჰგიეს ქალწულად.

გალობით, ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი…

სხუანი ძლისპირი:

გალობით, ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი, ქრისტე, განწმიდნა რაჲ იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოჴდა გუერდსა საღმრთოსა წმიდასა.

შესწირე მსხუერპლი უსისხლოჲ ეკლესიასა შინა, ვა̅ შუვამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან ქრისტეს მჴსნელისა და მერმე კეთილად სული შენი სისხლთა მიერ ძღუნად მიუპყარ მას.

მიიღე სიმრავლე მადლთაჲ ქრისტეს ღმრთისა მიერ, ახუმითა ბაგეთა შენთაჲთა და შესწირე მადლობით, მღდელმოწამეო, თავი შენი სიკუდილითა შენთჳს დაკლულისა ქრისტესა.

ჵ ვითარ ბრწყინავს გუნდი მარტჳლთა შენთაჲ, ქრისტე, რამეთუ მომავალთათჳს ვერ მოწევნულთა მხიარულ იყვნეს და სიკუდილსა წინდად საღმრთოჲსა ცხორებისა შეიტკბობდეს.

უაღრეს უზეშთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლად-ღებაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

უაღრეს უზეშთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლად-ღებაჲ დამბადებელისაჲ და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომაჲ ქალწულად.

მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან…

კონდაკი, ჴმაჲ დ

მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივ-გონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოჲსა შენისამან. ამისთჳსცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძჳრთაგან მარადის მიჴსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო (სახელი).

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი წინა-აღუდგეს მძლავრსა მას და…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი წინა-აღუდგეს მძლავრსა მას და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა დგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

იქმენ შუენიერება მღდელთმოძღუართა, მამაო, ჭეშმარიტად და თჳთმპყრობელ ვნებათა, ბრძენო, და გოდოლ და სიმტკიცე ქრისტეს ეკლესიისა, (სახელი), და ჰჴმობდი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წარსდეგ ღმრთივ-შუენიერად წინაშე საყდართა განკითხვისათა და, ვა̅ რაჲ წყაროჲსაგან საღმრთოჲსა, აღმოსდუღდ მოძღურებათა და ჰქადაგე თაყუანისცემაჲ სამებისაჲ.

სამითა თჳთებითა განუყოფელად და შეურწყმელად მოგუესწავა ჩუენ სამებაჲ და აღვიარებთ ერთარსებით თაყუანის-საცემელსა ღმერთსა და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

რომელმან დაიცვნა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი…

სხუანი ძლისპირი:

რომელმან დაიცვნა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა საჴუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.

მღდელმოწამეო ნეტარო, წამებისა ბრწყინვალებითა და მღდელთმოძღურებისა ნათლითა განანათლებ მადიდებელთა შენთა, რომელნი ჴმობენ: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.

აჰრონისსა უაღრეს არს მღდელთმოძღურებაჲ შენი, მამაო, რამეთუ აჩრდილთა ზეშთა ექმენ და მსხუერპლსა საღმრთოსა შესწირევდი შენ და კუალად სისხლთა დათხევითა შეიწირე მეუფისა სულად სულნელად.

რაჟამს თავს-ისხნა ტანჯვანი წამებისანი ახოვნებით, მოტყინარითა სიყუარულითა, კადნიერებით ჴმობდა (სახელი) და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.

წინაჲსწარვე უწყებულსა შენდა ღუაწლსა წამებისასა, ყოვლად დიდებულო მამაო, ხედევდი რაჲ ბრწყინვალედ მოწევნულსა, სიხარულით ჰღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.

სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებით და ერთობით ვადიდებდეთ ერთარსებასა ღმრთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.

საჴუმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა საკჳრველებათა მითხრობისა, ბუნებათა…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

საჴუმილი შეცურეული სახედ გამოჩნდა საკჳრველებათა მითხრობისა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეწუნა ყრმანი, მძლავრ შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცვა ღმერთეებისა ცეცხლმან, და ჩუენ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

მადლთა მიერ და ძალთა ზეგარდამოთა აღვსებულ იქმენ, სამგზის სანატრელო, და შუენიერებითა სიწმიდისაჲთა შემკობილ, ღვთის-მსახურებისა შემწედ გამოსჩნდი, მამაო, და განშუენებული უგალობ ღმერთსა: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

ზეგარდამო მოგუხედენ შემსხმელთა შენთა, ღმერთი-შემოსილო ღირსო მამაო, და წრფელ ყვენ სლვანი ჩუენნი ლოცვითა შენითა წმიდითა და შემუსრე წვალებათა სიცბილი ბოროტი, რაჲთა კადნიერებით უგალობდეთ: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

გუნდნი უსხეულოთანი ზარგანჴდილ იქმნეს, რაჟამს იხილეს ღმერთი…

ღვთის-მშობლისაჲ:

გუნდნი უსხეულოთანი ზარგანჴდილ იქმნეს, რაჟამს იხილეს ღმერთი შობილად შენგან, სძალო წმიდაო, და ღაღადებით იტყოდეს: მაღალთა შინა დიდებაჲ ღმერთსა ყოველთასა, ხოლო გამოჴსნილნი ესრეთ იტყჳან: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა, და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…

სხუანი ძლისპირი:

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსნენი, რაჟამს-იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა.

აჰა მსხუერპლი წმიდაჲ და პოხიერი, რამეთუ განთქუმული მწყემსი კეთილი სახედ ცხოვრისა შეიწირვის ქრისტესა და ღაღადებს: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა.

პირველ სრულ იქმენ შენ სათნოებითა და მერმე შემწირველ მსხუერპლსა საღმრთოსა, ხოლო უკუანაჲსკნელ თავი შენი შესწირე შენთჳს ჯუარცუმულისა და ამაღლებდი მას უკუე

ელვარე მარტჳლთა ბრწყინვალებითა, მღდელთმთავარი შენი ეკლესიასა აღმოუბრწყინდა, მაცხოვარ, და ჴმატკბილად ღაღადებს: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა

განჩინებისათჳს საშინელისა, რაჟამს სიკუდილისა ბჭობაჲ გარდაჴდა, მხიარულ იქმნა, (სახელი), და ბრწყინვალე სულითა ჴმობდა: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა

დაგჳცუენ მშჳდობით ბოროტისაგან მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო…

ღვთის-მშობლისაჲ:

დაგჳცუენ მშჳდობით ბოროტისაგან მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო, მაქებელნი ძისა შენისანი და რომელნი შენ ღვთის-მშობელად აღგიარებთ და შენგან შობილსა ქრისტეს თაყუანის-ვსცემთ.

სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო, მოესწავა საიდუმლოჲ: მაყუალი…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო, მოესწავა საიდუმლოჲ: მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწუებოდა, და აწ გევედრებით: დაშრიტე, ღვთის-მშობელო, ალი ცოდუათაჲ, რაჲთა გადიდებდეთ.

ჰპოვე ღუაწლთა შენთა მოსაგებელი ზეცისა ტალავართა შინა, ბრძენო, და ჰსუფევ გუნდსა თანა წმიდათა მოწამეთასა, (სახელი) სამგზის სანატრელო, დიდო მღდელმოწამეო და მამათმთავარო საკჳრველო.

სიტყჳთა და სიბრძნითა და მოძღურებითა შეიმკვე, ბრძენო (სახელი), ამისთჳსცა ქრისტემან ღმერთმან გჳრგჳნოსან ყო თავი შენი ყოვლად პატიოსანი, რომლისა მიმართ ოხად ნუ დასცხრები მგალობელთა შენთათჳს

ბჭენი ზეცათანი განახუნა ღმერთმან და შეიწყნარა წმიდაჲ სული შენი და განუსუენა ადგილთა განსასუენებელთა, და აწ ჰსუფევ წინაშე საყდართა მისთა, ბრძენო (სახელი), ნათელსა შინა თუალთშეუდგამსა.

შეცვალნა წესნი ბუნებათანი შობამან შენმან, ქალწულო უბიწოო…

ღვთის-მშობლისაჲ:

შეცვალნა წესნი ბუნებათანი შობამან შენმან, ქალწულო უბიწოო, რამეთუ ღმერთი ბუნებათაჲ შენგან გუეუწყა, და ბუნებაჲ ჩუენი მან განმიახლა დაძუელებული ცოდვითა, ამისთჳს მარადის გადიდებთ შენ.

შობაჲ შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით…

სხუანი ძლისპირი:

შობაჲ შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღვთის-მშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.

ვა̅ საჩინოჲ მღდელმოწამე, მრჩობლითა ელვარებითა ჰნათობ და ქრისტეს ეკლესიასა ორკერძო განაბრწყინვებ და ახარებ გულსა მორწმუნეთასა, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ.

აღმოუცენე წყაროჲ სწავლათაჲ ქრისტეს ეკლესიასა, ნეტარო, და წამებისა სისხლთა ნაკადულნი, ვა̅ მიჰრონნი სულნელნი, ღმრთისა შესწირენ, (სახელი), ამისთჳს გნატრით.

ერთისა ღმრთისა თაყუანისცემაჲ ასწავე, ღვთის-მეტყუელო, სამებით, რომელმან შექმნნა ყოველნი ხილულნი და უხილავნი და წამებისა ბრწყინვალებითა და გჳრგჳნითა ღირსად განშუენდი.

წარმოგიდგა ბრწყინვალე ანგელოზი და ქალწულებისა ელვარებითა უბრწყინვალეს განბრწყინდა და ნათელმან შენმან დაფარა ნათელი მისი და შიშით ჴმა-ყო: გიხაროდენ, უფალი შენ თანა

აზნაურებასა საღმრთოსა მიემთხჳე შენ, მღდელთმოძღუარო, მეცა განმათავისუფლე…

გამოავლინე, ჴმაჲ ა გუერდი

აზნაურებასა საღმრთოსა მიემთხჳე შენ, მღდელთმოძღუარო, მეცა განმათავისუფლე ვნებათა ჩემთა მძლავრებისაგან, (სახელი), რაჲთა ღირსად უგალობდე საჴსენებელსა შენსა, ყოვლად სანატრელო.

ღირსებით შევასხმიდეთ დღეს გჳრგჳნსა მღდელთმოძღუართასა, რომელი ბრწყინავს…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, არა დააკლ

ღირსებით შევასხმიდეთ დღეს გჳრგჳნსა მღდელთმოძღუართასა, რომელი ბრწყინავს სასწაულთა საქმითა და განუტევებს მადლთა ბრწყინვალებასა, ვა̅ მზე მცხინვარე, ნეტარი (სახელი) და ახარებს ყოველთა მორწმუნეთა და ევედრების ღმერთსა ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა

სიტყუათა შენთა ძალითა, ღმერთი-შემოსილო (სახელი), ყოველი ცუდისმეტყუელებაჲ დაჰჴსენ მგმობართა მათ და ბილწთა უღმრთოთაჲ და ჰქადაგე ჴმამაღლად მართლმადიდებლობაჲ ჭეშმარიტი, რომელი გჳპყრიეს ჩუენ მტკიცედ შეურყეველად, შვილთა კათოლიკე ეკლესიისათა.

მღდელთმოძღუარ შუენიერ იყავ ქრისტეს მეუფისა, (სახელი), შემკულ მოღუაწებითა და წამებითა და ძეგლ ღვთის-მეტყუელ მართლმადიდებლობისა და, ვა̅ ნესტჳ და ებანი საღმრთოჲ, ჰჴმობდ ჴმამაღლად სიტყუათა ცხორებისათა, ამისთჳს ეკლესიაჲ შვილთა თანა გადიდებს უკუე

აღიწიე შენ სიმაღლედ ზეცისა, მღდელმოწამეო, და მიხუედ წინაშე ღმრთისა შემკული მრავალთა მათ მოღუაწებათა შენთა ოფლითა, (სახელი) ბრძენო, და გჳრგჳნნი ჴელთაგან მეუფისათა მიიჴუენ და ნათელსა მას შინა მისსა უკუდავსა ჰსუფევ; მეოხ გუეყავ ჩუენ.

მრავალი ნაყოფი გამოიღე, ჵ მოწამეო (სახელი), ჟამსა…

დიდებაჲ, ჴმაჲ ა, გუერდი,

მრავალი ნაყოფი გამოიღე, ჵ მოწამეო (სახელი), ჟამსა მას მოღუაწებათა შენთასა, და ესე კეთილად მოისთულე, ნეტარო, და შესწირე მეუფისა საუკუნეთაჲსა, ქრისტეს ღმრთისა, ვინაჲცა სრბაჲ შენი კეთილად და სრულებით სრულ ჰყავ და მოღუაწებისა შენისა მოიღე შენ ღმრთივ-ბრწყინვალედ გჳრგჳნი დიდებისაჲ და იშუებ ზეცისა სავანეთა, სადა მხიარულთა მათ ფუფუნებაჲ არს საუკუნოჲ და მკჳდრობაჲ და სიხარული, არამედ, ჵ მოწამეთა შორის პატივცემულო და მწყემსთა შორის ქებულო, დაგუმწყსენ სამწყსონი შენნი წყალთა ღმრთივ-სულიერთა განსუენებისათა ზედა.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ