გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმიდათა მოწამეთა 1 / 76ზეცისა მჴედრობათა თანა ვდღესასწაულობთ ჩუენ საჴსენებელსა თქუენსა…

საზიარო განგება წმიდათა მოწამეთა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 37 წთ

ზეცისა მჴედრობათა თანა ვდღესასწაულობთ ჩუენ საჴსენებელსა თქუენსა…

მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, ზეცისა განწ

ზეცისა მჴედრობათა თანა ვდღესასწაულობთ ჩუენ საჴსენებელსა თქუენსა, მხნენო ახოვანნო მოწამენო, სულთა და ხორცთა მკურნალნო; ღმრთისა მიმართ ნუ დასცხრებით ვედრებასა შეწყნარებად სულთა ჩუენთათჳს.

სამარადისოჲ ცხოვრებაჲ პირველვე მოიგეთ ღმრთისა მიერ, რომელმან შეგიწყნარნა, ნეტარნო, და ვა̅ მსხუერპლნი, სისხლნი თქუენნი შესწირენით მისსა მიმართ და შემდგომად სიკუდილისა იქმნებიან კურნებანი ძუალთაგან თქუენთა.

ცხოვრებისა უფსკრულსა ქრისტესა შეუდეგით, მოღუაწენო ნეტარნო, და წყაროდ მადლისად გამოსჩნდით თქუენ და კაცთა აღმოუცენებთ მარადის სულთა და ხორცთა კურნებასა; მისსა მიმართ მეოხ გუეყვენით.

ელვითა სასწაულთაჲთა ყოველი სოფელი განანათლეთ ბრწყინვალედ, მზენო ბრწყინვალენო, მაღლითა ქცევითა ცად გამოსჩნდით და სათნოებათა ვარსკულავთა მიერ შემკულ ხართ და ჰფარავთ ყოველსა სოფელსა.

წჳმითა სავსეთა ღრუბელთა უფროჲს აღსავსე ხართ გარდამატებულითა…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა

წჳმითა სავსეთა ღრუბელთა უფროჲს აღსავსე ხართ გარდამატებულითა სასწაულთა საქმითა, ქრისტეს მოწამენო, და ყოველსა სოფელსა მოჰრწყავთ მადლითა და სიმართლისა გალობათა ღმრთისა მიმართ შეწირვად აღსძრავთ ყოველთა

ცეცხლმან ვერ შეგაძრწუნნა, ვერცა ორღანოთა დამჴსნელთა, ვერცა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, მოგიცემიეს ღმერთო

ცეცხლმან ვერ შეგაძრწუნნა, ვერცა ორღანოთა დამჴსნელთა, ვერცა მჴეცებრმან რისხვამან უღმრთოჲსა მსაჯულისამან, და არცა ზახებამან ლომთამან, არცა დუღილმან სიავთამან, არცა დაჭრამან ასოთამან, არცა მწარემან სიკუდილისა განჩინებამან, რომლისა მიერ უკუდავებაჲ დაიმკჳდრეთ, ახოვანნო მოწამენო.

ყოვლად პატიოსანი და ბრწყინვალე და შუენიერი და…

მუხლი: იხარებდით მართალნი უფალისა მიმართ და წრფელთა შუენის ქებაჲ.

ყოვლად პატიოსანი და ბრწყინვალე და შუენიერი და ყოველთა სასურველი აღსასრული მიიღეთ, დასაბამი საუკუნეთა სასოებათაჲ, და აღმოგჳცენებთ ჩუენ წყაროსა სასწაულთა და კურნებათასა და თქუენთა მგალობელთა სულით და ხორცით განჰკურნებთ, მოწამენო, რომელნი-იგი წლითი-წლად გადიდებენ, დიდებულნო

ბრძენთა ქრისტეს მარტჳლთა აქუნდა შინაგან გულთა მათთა…

მუხლი: რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა და სამკჳდრებელი მათი უკუე ეგოს.

ბრძენთა ქრისტეს მარტჳლთა აქუნდა შინაგან გულთა მათთა ცეცხლი სარწმუნოებისაჲ და არა დაშრტეს სიმძაფრითა სატანჯუელთა მათ მძჳნვარეთაჲთა და არცა დაივსნეს ლიქნისაგან ჴორცთა ამათ საწყინოსაჲთა, არამედ მოციქულებრ ჴმობდეს: არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ ვართ, არამედ სარწმუნოებითა, და ცხოველ არს ქრისტე ჩუენ შორის.

წჳმითა ტანჯვათაჲთა, რომელნი-იგი დაითმინნეს, ვა̅ ქუეყანაჲ უქმი…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

წჳმითა ტანჯვათაჲთა, რომელნი-იგი დაითმინნეს, ვა̅ ქუეყანაჲ უქმი, მორწყნეს სულნი დაკორდებულნი და ნაყოფითა საღმრთოჲთა აღავსნეს მარტჳლთა და სთესეს მათ შორის სიკუდილი და მოატყუეს უკუდავი ცხორებაჲ და ჴმობდეს მოციქულებრ, ვითარმედ: არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ ვართ, არამედ სარწმუნოებითა, და ცხოველ არს ქრისტე ჩუენ შორის.

კეთილად იღუაწეს წმიდათა და ღუაწლით-შემოსილთა უფალისათა და…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმაჲ დ, გუერდი

კეთილად იღუაწეს წმიდათა და ღუაწლით-შემოსილთა უფალისათა და ტანჯვანი და ხუეტანი და უწყალოჲ სიკუდილი შეუორგულებელითა სარწმუნოებითა სიმხნით თავს-ისხნეს და ამპარტავანებაჲ მტერისაჲ სრულიად უჩინო ყუეს, ვინაჲცა კურნებათა ნიჭი მოიხუნეს და ჰკურნებენ სნეულთა და იხსნიან ბოროტისაგან, რომელნი მარადის მათდა მიმართ ღაღადებენ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით აღასრულებენ დღესასწაულსა თქუენსა.

მრავალრიცხუედად კრებულად, ღმრთივ-შეკრებულად კრებულად, შესაკრებელად საღმრთოდ და…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ, გუერდი, მხნეონი

მრავალრიცხუედად კრებულად, ღმრთივ-შეკრებულად კრებულად, შესაკრებელად საღმრთოდ და მწყობრად ყოვლად წმიდად, ბანაკად ყოვლად დიდებულად და გუნდად ერმრავლად და დაუჴსნელად მოყურობად იცნობენით, მოწამენო, აღსრულებულნი მარჯუენითა მკლველთაჲთა და ყოველთა მეუფისა შეწირულნი, ვა̅ საკუერთხნი სულნელნი.

უშიშითა გონებითა და სულისა სიმტკიცითა საყდართა წინაშე უფალი ღმერთი თქუენი აღიარეთ, მჴნენო მარტჳლნო, და არად შეჰრაცხენით ტანჯვანი და სიკუდილი, ამისთჳს მიემთხჳენით ბრწყინვალებასა ყოველთა წმიდათასა და თუალთაგან უხილავსა საშუებელსა და გონებითა მოუგონებელსა.

ჭაბუკთა ქალწულთა თანა, მოხუცებულთა და ჩჩჳლთა ერთი სიმჴნე და ერთი ახოვნებაჲ აჩუენეს და სწორთა ნიჭთა მიემთხჳნეს მადლითა მჴსნელისაჲთა და აწ წინაშე ღმრთისა და მეუფისა იშუებენ; ამათ ვაქებდეთ საღმრთოჲთა გალობითა ბრწყინვალეთა ვარსკულავთა, სულისა მნათობთა, მოწამეთა უძლეველთა

სწორ მოციქულთა სიტყჳსა იქმნენით თქუენ, მოწამენო, და გონებაჲ მსგავსი მათი შეიმოსეთ და არა შეშინდით უღმრთოთა მძლავრთა სიფიცხლისაგან, არამედ ახოვნებით და სიმჴნით ჰქადაგეთ უფალი და დაუთმეთ თქუენ ასოთა შემუსრვასა მერმეთა მათ შუებათა სასოებითა, ყოვლად ქებულნო უძლეველნო.

მოთმინებითა დაეცით უღმრთოთა იგი კუეთებაჲ, მრავალსახეთა ტანჯვათა თავს-დებითა ღირსად გჳრგჳნოსან იქმნენით ცხოველსმყოფელისა მის მარჯუენისაგან ღმრთისა და შუებაჲ იგი განუხრწნელი მდიდრად დაიუნჯეთ სავანეთა მათ შინა ზეცისათა და ყოველთა მეუფისა სუფევისა ზიარ იქმნენით.

სარწმუნოებისა სუეტნი, ეკლესიისა შემწენი, მწყობრი პატიოსანი და სანატრელი შესაკრებელი ღმრთივ-ბრწყინვალე, ბანაკი შუენიერი, გუნდი განუკუეთელი და მჴედრობაჲ უძლეველი და ნავთსადგური მყუდროჲ ღელვა-გუემულთაჲ, მორწმუნეთა წინამძღვარი და შემწენი მოწამენი იდიდებოდენ.

სამბრწყინვალისა ღმერთეებისა მოწამეთა ტანჯვათა უფსკრული განიწილეს და მიიწინეს ნავთსაყუდელსა უღელვოსა საღმრთოჲსა მადლისასა და მთავარი ბნელისაჲ სისხლთა მათთა მდინარითა მოაშთუეს ღირსთა და მორწმუნეთა მიერ იქებიან და ღირსად იდიდებიან გჳრგჳნშემოსილნი ნეტარნი.

და ძელსა ზედა განრთხმულთა და ცეცხლითა განლეულთა და შემოკრებულთა და მჴეცთა მიყრილთა და ჯაჭვთა მიერ და დაქენჯნილთა და მთხრებლთა შთათხეულთა და დილეგთა მრავალჟამ შეყენებულთა, მარტჳლნო, და დაბძარულთა და უმშჯავროდ გუემულთა ქრისტე ღმერთი ყოველთა არა უვარ-ჰყავთ, არცა ჴელითქმნულთა უზორეთ.

მჴედრობაჲ საღმრთოჲ და ღმრთივ-შეკრებული ბანაკი, ერი თჳთოსახეთა…

დიდებაჲ, ჴმა ა, გუერდი, საბა ნეტარო

მჴედრობაჲ საღმრთოჲ და ღმრთივ-შეკრებული ბანაკი, ერი თჳთოსახეთა ქალაქთაგან ერთად შეკრებული მაღალთა შინა მოქალაქედ დაიწესნეს და არა უვარ-ყუეს მათ ჭეშმარიტი ღმერთი, არცაღა ერჩდეს გმობასა უშჯულოთასა, არა იჯმნეს სიკუდილისაგან, რაჲთა ღირს-იქმნენ უკუდავსა ცხოვრებასა, რომლითა იშუებენ ყოველთა საუკუნეთა და იხარებენ ზეცისა მთავრობათა თანა; ქრისტესაგან ითხოვენ, ქრისტესა ევედრებიან მონიჭებად ეკლესიასა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, იტყჳს უფალი ღმერთი, და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ და გრწმენეს და გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინაჲსწარ ჩემსა არა იყო სხუა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარე-მიაქციოს იგი. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაელისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.

ხოლო სულნი მართალთალნი ჴელთა ღმრთისათა, და არა…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო სულნი მართალთალნი ჴელთა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ, და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაჰშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი, და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი-ღირსთა მისთა

ხოლო მართალნი უკუე ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო მართალნი უკუე ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად საშჯელი შეუორგულებელი, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხილავი რისხუაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილ სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინა-აღუდგეს მათ სული ძლიერებესაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოხრეს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.

(რიცხუთა) ამათ მოწამეთა, სამებისა მოღუაწეთა, გალობითა ღმრთივ-ბრწყინვალითა…

ლიტიასა ზედა, ჴმაჲ დ მჴნეონი

(რიცხუთა) ამათ მოწამეთა, სამებისა მოღუაწეთა, გალობითა ღმრთივ-ბრწყინვალითა ვადიდებდეთ, სარწმუნოებისა ყუავილთა, რომელნი გამოსცემენ მადლთა სულნელებასა ქრისტეს მსახურთა, შემკობილთა ბრწყინვალედ გჳრგჳნითა, რომელნი დაუცხრომელად მეოხ არიან სულთა ჩუენთათჳს.

მკურნალად სენთა გამოსჩნდით, სანატრელნო, და მოღუაწედ ჭეშმარიტად ღმრთისა სარწმუნოებისა, მოწამეთა ზიარნო, რომელთა შეიმოსეთ გჳრგჳნი აღთქუმისაჲ ქრისტესაგან, მას ევედრენით ჩუენთჳს დაუცხრომელად, დიდებულნო, რომელნი აღვასრულებთ დღეს ჴსენებასა თქუენსა, წმიდანო.

ახოვანნო მოღუაწენო, ღმრთივ-მოცემულნო მკურნალნო, ყოვლად ქებულნო, ვა̅ მძლავრთა მძჳნვარებაჲ უღმრთოჲ სიმჴნით შეჰმუსრეთ, ეგრეთვე გონებისა ჩემისა ვნებანი დასცენით და სული ჩემი დაცემული აღმართეთ და მერმისა დასჯისაგან განმარინეთ ქრისტეს მიმართ მეოხებითა.

რომელნი ტაძრად საუფლოდ იწოდენით ღმრთივ-ბრწყინვალედ, ტაძარი თქუენი ყავთ წყაროდ საკჳრველებათა, რომლისა საფარველსა მდებარე ვარ დაჴსნილი ყოველთა სალმობათაგან და განმკურნეთ მე ვედრებითა თქუენითა და იჴსენით სული ჩემი მტერისაგან, რომელსა ვჰმონე უბადრუკმან.

საქმით სარწმუნო იქმნენით და სარწმუნოებისათჳს ღუაწლი საღმრთოჲ…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა

საქმით სარწმუნო იქმნენით და სარწმუნოებისათჳს ღუაწლი საღმრთოჲ წამებისაჲ მოიღუაწეთ, რომლისათჳსცა დიდებაჲ დაუსრულებელი ჰპოვეთ, რომლისა-იგი წინდად საკჳრველებათა ნიშნი მოგენიჭნეს თქუენ, ევედრენით ღმერთსა, ღუაწლშემოსილნო, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

დღეს წმიდაჲ ეკლესიაჲ ბრწყინვალედ დღესასწაულობს და შთაუცუამს…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ გუერდი

დღეს წმიდაჲ ეკლესიაჲ ბრწყინვალედ დღესასწაულობს და შთაუცუამს სამოსლად და ზეზად და პორფირად სისხლი მარტჳლთაჲ, რომელი აღზარდნა შუენიერად ღმრთის-მსახურებით და მსხუერპლად ცხოველად და შესაწირავად წმიდად მიგიპყრნა, ქრისტე ღმერთო; რომელმანცა ძლევაჲ მიჰმადლე მსახურთა შენთა და გჳრგჳნოსან ჰყვენ და ადიდენ, ჩუენცა გარდამოგჳვლინე მათითა მეოხებითა ზეცით დიდი წყალობაჲ.

მარტჳლთა დიდებულთა გუნდი ღმრთივ-გჳრგჳნოსანი, აწ გამოჩინებული, ქრისტესთჳს…

მუხლი: იხარებდით მართალნი უფალისა-მიმართ და წრფელთა შუენის ქებაჲ.

მარტჳლთა დიდებულთა გუნდი ღმრთივ-გჳრგჳნოსანი, აწ გამოჩინებული, ქრისტესთჳს გულსმოდგინედ ნებსით დაკლული, მწყობრი უძლეველი, მეგობარნო მოწამეთანო, მოვედით მოსწრაფედ წმიდასა დღესასწაულსა მათსა სურვილით აღვასრულებდეთ და მათდა მიმართ ესრეთ ვიტყოდეთ: შემუსრენით აგარეანნი და იჴსნენით მორწმუნენი ყოველთა განსაცდელთაგან ვედრებითა თქუენითა.

დაამტკიცეთ თქუენ საქმე სიტყუათა მიერ კეთილთა, დააწდვეთ…

მუხლი: რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა და სამკჳდრებელი მათი უკუე ეგოს.

დაამტკიცეთ თქუენ საქმე სიტყუათა მიერ კეთილთა, დააწდვეთ ღუაწლი თქუენი შრომითა და ჭირთა მოთმინებითა და ესრეთ გამოსჩნდით წამებასა მიმართ შეურყეველ და მიუდრეკელ დაუპყრობელითა და მდუღარითა ტრფიალებითა ღმრთისა სიყუარულისაჲთა და სისხლთა მიერ მოჰრწყეთ საჴუმილი სარწმუნოებისაჲ და შჳდწილად აღატყინეთ იგი და მობაძავ თქუენდა ჰყუენით ერნი აურაცხლნი

მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო, დღეს გჳრგჳნოსან ვყოთ მოწამენი…

დიდებაჲ, ჴმაჲ გ, გუერდი, მჯდომარენი

მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო, დღეს გჳრგჳნოსან ვყოთ მოწამენი გალობითა საღმრთოჲთა, მუშაკნი მადლისანი და მომცემელნი მდიდრად მვედრებელთა მათთა კურნებასა მრავალფერთა სალმობათასა, რამეთუ ღმრთისა მიერ მოენიჭა მათ ძალი სასწაულთა დიდთა აღსრულებისაჲ და ევედრებიან ყოვლად დიდებულნი სამებასა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი და მოტევებაჲ ცოდუათაჲ მოგუანიჭოს.

შევრდომილნი საფარველსა ქუეშე შენსა, დედოფალო, ყოველი ქუეყანისა…

აწ და, მისვე ჴმასა ზედა.

შევრდომილნი საფარველსა ქუეშე შენსა, დედოფალო, ყოველი ქუეყანისა ნაშობნი გიგალობთ შენ, ღვთის-მშობელო, სასოო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ უზომოთაგან შეცოდებათა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ძჳრთა მოთმინებითა, მოწამენო, ამპარტავნებაჲ მტერისაჲ დააკუეთეთ და…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ

ძჳრთა მოთმინებითა, მოწამენო, ამპარტავნებაჲ მტერისაჲ დააკუეთეთ და ზეცისა კეთილნი დაიმკჳდრენით, ამისთჳს ნეტარ ხართ უკ“ ი უკუე, მეოხ გუეყვენით ჩვუენ, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა თქუენსა, რაჲთა ვპოოთ დიდი წყალობაჲ.

საკჳრველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭენ…

ჴმაჲ დ გუერდი

საკჳრველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, და მათითა მეოხებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და კუერთხი მეფეთაჲ განაძლიერე, ვა̅ მხოლოჲ სახიერ ხარ და კაცთმოყვრე.

რომელთა მრავალსახენი ტანჯვანი დაითმინნეს და მრავალღონე მტერი…

წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ

რომელთა მრავალსახენი ტანჯვანი დაითმინნეს და მრავალღონე მტერი დაამხუეს და გჳრგჳნნი უხრწნელებისანი დაიდგნეს, მოღუაწენი შენნი, უფალო წინაშე შენსა იხარებენ, რომელთა მეოხებითა იჴსენ, ქრისტე მრავალმოწყალეო, აღმასრულებელნი ჴსენებისა მათისანი წადიერებით ყოვლისა ჭირისაგან, ვა̅ ხარ მრავალმოწყალე.

მსგავსად მთიებთა ქუეყანით აღმობრწყინდით და ყოველი ბნელი…

ჴმაჲ დ

მსგავსად მთიებთა ქუეყანით აღმობრწყინდით და ყოველი ბნელი უღმრთოებისაჲ განჰჴადეთ და მორწმუნენი განანათლენით, საღმრთონო მოწამენო, სამებისა მოღუაწენო, მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს.

განათლებულთა ღვთის-მეცნიერებითა განსდევნეთ მრავალსახე წყუდიადი უღმრთოებისაჲ, სანატრელნო…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ დ, გუერდი

განათლებულთა ღვთის-მეცნიერებითა განსდევნეთ მრავალსახე წყუდიადი უღმრთოებისაჲ, სანატრელნო და შჯულიერად იღუაწეთ, ვინაჲცა მვედრებელთა თქუენთა ნათლითა სასწაულთაჲთა განაბრწყინვებთ და იჴსნით ვნებათა სიბნელისაგან, მოწამენო, ამისთჳს განათლებულსა დღესასწაულსა თქუენსა სარწმუნოებით ვდღესასწაულობთ დღეს მორწმუნენი და ვღაღადებთ: ღუაწლშემოსილნო, ყოვლად ქებულნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ დღესასწაულსა თქუენსა.

გოდლად გამოსჩნდით უძრავად სარწმუნოებისა, აღშენებულ საღმრთოსა კლდესა…

წარდგომა საცისკრო სახარებისა ჴმა დ: პატიოსან არს წინაშე უფალისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე? სახარება ლუკასი 106 დას: 21, 12-19 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, საბა ნეტარო

გოდლად გამოსჩნდით უძრავად სარწმუნოებისა, აღშენებულ საღმრთოსა კლდესა ზედა ქრისტეს მჴსნელისასა, ზღუდეთა მიერ მტკიცეთა გარე-შეცვულ და დამჭრელ მახჳლითა მტერთა უშჯულოთა, გუნდად უძლეველად, მჴედრობად უბრძოლველად, და შორის თქუენსა გაქუს ჭეშმარიტად მხოლოჲ ღმერთი ძლიერი ბრძოლასა შინა, ვარსკულავნო ბრწყინვალენო, ლამპარნო სულისანო, ყუავილნო სულნელნო და ნერგნო სამოთხისანო, სუეტნო სოფლისანო, მოწამეთა სამკაულნო, წმიდისა ჴსენებისა თქუენისა აღმასრულებელთა მეოხნო მჴურვალენო.

რომელმან წამის ყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრე-ბელსა ერთსა…

გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

რომელმან წამის ყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრე-ბელსა ერთსა, მან განუღო მეწამული ზღუაჲ ერსა ისრაელისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

მოწყალე ჰყავთ ჩუენ ზედა სამებაჲ წმიდაჲ ლოცვითა თქუენითა, ჵ მოწამენო ყოვლად ქებულნო, დიდებულნო (რიცხვ)-ნო, რომელნი წადიერითა გულითა გევედრებით და ჴსენებასა თქუენსა გალობით ვდღესასწაულობთ.

სამმნათობიერისა ღმრთისა ნათლითა ცათა შინა განბრწყინვებულნო, მჴნენო, სოფელსა შინა განსაცდელთა ყინელითა განყინულნი განატფენით მეოხებითა თქუენითა არისა მოფენითა, ყოვლად ქებულნო მარტჳლნო.

ეკლესიისა სუეტნო და სიმტკიცენო და ზღუდენო ღვთის-მსახურებისანო, მჴნენო (რიცხვ)-ნო, ერი ქრისტიანეთაჲ შერყეული მწარედ უღმრთოთა ამბოხებითა, მართლმადი-დებლობითა დაამტკიცეთ შეურყეველად.

ვა̅ ჭეშმარიტად ღვთის-მშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ვა̅ ჭეშმარიტად ღვთის-მშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ შენ, რომელმან უთესლოდ მუცლად-იღე მოწყალე და გჳშევ ჩუენ ჴორცითა გამოუთქმელითა ღმრთეებაჲ ორითა ბუნებითა მჴსნელად ჩუენ განწირულთა.

არარაჲ არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ…

სხუანი გალობანი, ჴმაჲ დ ძლისპირი:

არარაჲ არს სახედ შენდა, ღმერთო დიდებისაო, რამეთუ მარჯუენითა მაღლითა განარინე ერი ზღუასა, კაცთმოყუარე.

ღუაწლთა თქუენთაგან, ნეტარნო მოწამენო, ქრისტესნო, იძლევის დღეს გონებაჲ, რამეთუ ვერ შეუძლებს ჯერისაებრ ქებად თქუენდა.

შეიკრენით სურვილითა ქრისტესითა, წმიდანო, რომელი დაგლახაკნა ჩუენთჳს, ღმერთი ყოველთაჲ, და ყოველნი განმამდიდრნა.

უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღვთის-მშობელსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

უზეშთაეს დიდებისა, ეტლსა სიწმიდისასა, დედასა ნათლისასა, ღვთის-მშობელსა მარიამს ჩუენ, ყოველნი, უგალობდეთ.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან…

სხუანი გალობანი, ჴმაჲ დ გუერდი ძლისპირი:

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაი და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფალისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ნათლითა წამებისაჲთა განათლებულნი ნათლისა საღმრთოჲსა წინაშე მდგომარე ხართ, მოწამენო ყოვლად ქებულნო, არმური ბნელი სულთა ჩუენთაჲ და ზამთარი ვნაბათაჲ განაბნიეთ მადლითა და საღმრთოჲთა სამებისა წმიდისა ყოვლად ძლიერისაჲთა.

მწყობრი უბიწოჲ მარტჳლთაჲ შეევედრა ღმერთსა ყოვლად ძლიერსა და სურვილსა მისსა შეაყვნეს გონებანი თჳსნი და დაჰჴსნეს კრულებაჲ ბოროტთაჲ და ცოდუათა დაჴსნასა მიანიჭებენ, რომელნი სურვილით აქებენ ჴსენებასა მათსა სარწმუნოებით.

საღმრთოჲთა ცეცხლითა, მარტჳლნო ღუაწლით-შემოსილნო, აღეტყინენით და ზეგარდამოჲთა ძალითა განძლიერებულნი ნაკუერცხალთა მიემსგავსენით და მრავალ ღმერთეებისა ნივთი დასწჳთ, ხოლო განანათლენით კიდენი სოფლისანი ნათლითა სულისაჲთა.

ხიხულთა და უხილავთა მტერთაგან მიჴსენ მე, დედაო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ხიხულთა და უხილავთა მტერთაგან მიჴსენ მე, დედაო ღმრთისაო, რომელმან სიტყუაჲ ღმრთისაჲ უხილავი ხილულად გჳშევ და ვნებათა ჩემთა ამბოხი მოწყალებითა შენითა და მყუდროებითა დააყუდე, მხოლოო მორწმუნეთა ცხორებისა მიზეზო.

რომელმან სიტყჳთ არარაჲსგან არსად შეჰქმნენ დაბადებულნი და…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

რომელმან სიტყჳთ არარაჲსგან არსად შეჰქმნენ დაბადებულნი და დაამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი.

ჵ, მჴედრობაო და გუნდო მარტჳლთაო გჳრგჳნოსანო, ღმრთისა წინაშე დამკჳდრებულნო, ჩუენ მგალობელნი თქუენნი განგუარინენით მტერისა საბრჴეთაგან.

ვნებათა ზღუასა შინა ღელვაგუემულნი და ჭირთა მძჳნვარეთა მორევსა შინა დანთქმულნი თქუენდა მომართ მოვივლტით, ქრისტეს მხედარნო, წმიდანო (რიცხვ)-ნო.

წიაღათა შინა აბრაჰამისთა მკჳდრნო და დიდებისა მიერ საღმრთოჲსა გარეშეცვულნო განსაცდელთა ზამთრითა შეიწრებულთა გამოხსნაჲ მოგუანიჭეთ.

ქებულებანი ითქუნეს შენთჳს, ქალწულო, განჴორციელებისა მეუფისა ცათაჲსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ქებულებანი ითქუნეს შენთჳს, ქალწულო, განჴორციელებისა მეუფისა ცათაჲსა შენ მიერ, დედოფალო, ღმერთი გამოჩნდა მჴსნელად დაბადებულთა

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით…

სხუანი ძლისპირი:

არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თჳსით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ კაცთმოყუარე.

თქუენ, სანატრელნო, სახელითა ქრისტიანობისაჲთა ქადაგებთ მარადის და ამხილეთ მეფეთა უღმრთოთა კადნიერად სიცბილი და კერპნი დასცენით.

გჳრგჳნოსანი წამებისა სურჳელ იყუენით თქუენ და წინაშე საყდართა უშჯულოთასა ჰქადაგეთ ქრისტე, წმიდანო მოწამენო, ღმრთათ განკაცებულად.

მტკიცე იქმნენით ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა და ტანჯვათა დაუთმეთ და ღაღადებთ დაუცხრომელად, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, ქრისტე.

უსძლოო სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, ვედრებითა…

ღვთის-მშობლისაჲ:

უსძლოო სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი, ჴორციელ-ქმნული, ვედრებითა მით შენითა მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიხსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ.

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო…

სხუანი ძლისპირი:

შენ დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

განჰბრწყინდით სურვილითა საღმრთოჲთა, მოწამენნო ყოვლად ქებულნო, და ცეცხლი უღმრთოთაჲ ნაკადულითა სისხლთაჲთა დაშრიტეთ მჴნენო, და, მსგავსად მთიებისა და ვარსკულავთა ღმრთივ-შუენიერთა, აღმოჰბრწყინდით და ყოველი სოფელი მზესა ქუეშე ელვარედ განანათლეთ.

განანათლებენ ერთა მოწამეთა ელვარენი ნაწილნი და ბრწყინვალებასა კურნებათასა მიჰფენენ მორწმუნეთა მათდა მოლტოლვილთა, რამეთუ წყაროთაგან ცჴოველსმყოფელთა მაცხოვრისათა აღმოივსეს მადლი კურნებათაჲ, ივნეს რაჲ მისთჳს.

გიხაროდენ, მხოლოო მშობელო ყოველთა მეუფისაო; გიხაროდენ, რომელმან…

ღვთის-მშობლისაჲ:

გიხაროდენ, მხოლოო მშობელო ყოველთა მეუფისაო; გიხაროდენ, რომელმან მოატყუ სიხარული კაცთა ნათესავსა; გიხაროდენ მთაო გამოუკვეთელო და ჩრდილოვანო; გიხაროდენ, მორწმუნეთა სიმტკიცეო ყოვლად უბიწოო.

მჴნეთა მჴედართა და ახოვანთა მოღუაწეთა გალობითა და…

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ გუერდი

მჴნეთა მჴედართა და ახოვანთა მოღუაწეთა გალობითა და შესხმითა სულიერითა ყოველნი შევასხმიდეთ, რომელთა-იგი ქრისტე ღმერთი ჰქადაგეს ჴმამაღლად და კერპთა საცდური ღუაწლითა ძლიერითა უჩინო-ჰყუეს და მძლავრნი სირცხჳლეულ-ჰყვნეს და დიდებასა უხრწნელსა ღმრთისა მადლითა შეიმთხჳნეს; ამათ სარწმუნოებით უღაღადოთ: ღუაწლით-შემოსილნო უძლეველნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ დღესასწაულსა თქუენსა.

ჰყავ სიყვარული სიმტკიცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

ჰყავ სიყვარული სიმტკიცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და ძე შენი მხოლოდშობილი სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც, ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

ბრწყინვალებითა და ნათლითა დაუღამებელითა სამებისაჲთა განათლებულნი განმანათლებელად ჩუენდა გამოსჩნდით; ამისთჳსცა ქებით ვადიდებთ თქუენდამი დიდებულსა დიდებასა თქუენსა.

ღმრთივ-შეკრებულო კრებულო და გუნდო უბიწოო, გჳრგჳნოსანო მარტჳლთაო ითხოვეთ ჩუენ მგალობელთა თქუენთათჳს ჴსნაჲ მრავალფერთა ჭირთა და ურვათაგან, რაჲთა მადლობით გადიდებდეთ თქუენ.

რომელნი-ეგე ნათლითა მიუახლებელითა ქრისტეს მეუფისაჲთა ჰბრწყინავთ, ბნელსა შინა საწუთროჲსასა მყოფნი და ნისლითა ბრალთაჲთა დაბნელებულნი განგუანათლენით წმიდანო (რიცხვ)-ნო, ბრწყინვალებად საღმრთოდ წარმიძეღუთ ჩუენ, რაჲთა მადლობით გიღაღადებდეთ, დიდებულნო ქრისტეს მოწამენო.

სამწყსოჲ, რომელი იხსენ ვნებითა შენითა, ქრისტე, მოიხსენე…

ღვთის-მშობლისაჲ:

სამწყსოჲ, რომელი იხსენ ვნებითა შენითა, ქრისტე, მოიხსენე იგი, სახიერ, ყოვლად დიდებულისა ქალწულისა, მშობლისა შენისა მეოხებითა და გუაცხოვნე, ძლიერო.

მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ და სიბრძნით…

სხუანი ძლისპირი:

მოსდრიკენ, ქრისტე, ცანი და მოხუედ და სიბრძნით გამოგჳჩნდი კაცად ქუეყანასა ზედა, ამისთჳს სარწმუნოებით ვიტყჳთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

მხიარულებით წადიერთა განჰვლეთ გზაჲ იგი წამებისაჲ ქრისტესთჳს მიუდრეკელად, ნეტარნო, და მგზავრ ესრეთ იტყოდეთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

მცნებათა გზასა ღირსნო, განსცხრებოდეთ და უშიშად წარსდეგით წინაშე ღვთის-მოძულისა და აღიარეთ ესე მხსნელად სოფლისა და კერპნი დასცენით.

ცანი და ქუეყანაჲ განკჳრვებულ იქმნეს, რაჟამს იხილეს…

ღვთის-მშობლისაჲ:

ცანი და ქუეყანაჲ განკჳრვებულ იქმნეს, რაჟამს იხილეს ღმერთი, შენგან გამობრწყინვებული, ქალწულო, ამისთჳს ზარგანხდილნი აღგიარებთ დედად ნათლისა.

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ…

სხუანი ძლისპირი:

შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყვარე.

მწყობრი უბიწოჲ მარტჳლთაჲ ცხორებისა თავსა სურჳელ იქმნეს შენსა ნებსით ჯუარცუმასა და სიკუდილსა დიდებულსა და მრავალსახენი ტკივილნი თავს-ისხნეს, მეუფეო, და უტკივრად ცხორებად წიაღ-ჴდეს და საღმრთოჲ სიხარული დაიმკჳდრეს და ჴმატკბილად გალობდეს და ჴმობდეს: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

ჯუარისა საჭურველითა შეჭურვილთა მჴნეთა და განძლიერებულთა საღმრთოჲთა სიყუარულითა მოწამეთა ბანაკნი მტერთანი და მჴედრობანი მათნი ბოროტნი მოთმინებითა დაჭრნეს და იოტნეს და განათლებულნი სარწმუნოებით ჴმატკბილად გალობდეს და ჴმობდეს: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

ბრწყინვალედ განათლებულთა სათნოებათაგან, სისხლთა წმიდაჲ პორფირი მეწამული წამებითა შეიმოსეთ და, ვა̅ კუერთხი სამეუფოჲ, ჯუარი ქრისტესი აღიღეთ და ქრიტეს თანა სუფევად ღირს იქმნენით, ნეტართა მათ შინა სასოებათა, მოწამენო, და ჰღაღადებდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

კურთხეულო ღვთის-მშობელო, დედაო ღმრთიაო, მოწამეთა გჳრგჳნო, რომელმან…

ღვთის-მშობლისაჲ:

კურთხეულო ღვთის-მშობელო, დედაო ღმრთიაო, მოწამეთა გჳრგჳნო, რომელმან ცად გამოაჩინე ბუნებაჲ ჩუენი, რისხვეული ბოროტისა გუელისა მორჩილებითა, განმარინე უღირსი მონაჲ შენი მრავალფერთაგან საცთურთა სოფლისათა და ღირს მყავ მიმთხუევად ცხორებასა, უმაღლესო ცათა და ქერაბინთაო

შენდა აღვიმსთობთ წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

შენდა აღვიმსთობთ წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე, მშჳდობაჲ და ნათელსა მცნებათა შენთასა მიძღოდე სლვად გზათა შენთა.

მწვალებათაგან ჴსნაჲ ქრისტეს ეკლესიასა, რომელთა შინა იყვენით, მოწამენო, მოანიჭეთ და სიცოფისაგან მათისა იჴსენით ესე.

გამოგჳჩნდეს ჩუენ დიდებულნი (რიცხვ)-ნი, ღმრთივ-ბრწყინვალენი ლამპარნი და ნათელნი და ალაგთა მათ ცხორებისათა ბრწყინვალედ განგჳნათლებენ.

სოფლით განხუედით და ზეცისა დიდებასა წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ, მარტჳლნო, საღმრთოჲსა მის მხიარულებისა ღირს გუეყვენით შემსხმელნი თქუენნი.

კარავი წმიდაჲ, რომელმან დაუტევნელი ყოველთა დაბადებულთაჲ, სიტყუაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

კარავი წმიდაჲ, რომელმან დაუტევნელი ყოველთა დაბადებულთაჲ, სიტყუაჲ ღმრთისაჲ, დაიტია და მშობელ და ქალწულ ესე მხოლოჲ გამოჩნდა.

უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაჲ შენი, ქრისტე, ხოლო…

სხუანი ძლისპირი:

უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაჲ შენი, ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობელად შენდამი, კაცთმოყუარე.

უღმრთონი უვარჰყოფდეს შემოქმედსა მათსა, ხოლო თქუენ, ღმერთი-შემოსილნო, კეთილად მსახურებითა ყოველთა უჩუენეთ ღმრთეებაჲ სამებისაჲ და განჰბრწყინდით, ღმრთივ-განბრძნობილნო.

შეიჭურენით, ღირსნო, მტერთა ზედა ჯუარისა ძალითა უძლეველითა და ახოვნად გამოსჩნდით ასპარეზსა ღუაწლთასა და დასთრგუნეთ მზაკუარი, მხნენო მოწამენო ქრისტესნო.

ჰურიათა კრებულმან უვარ-გყუეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ჰურიათა კრებულმან უვარ-გყუეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ, წარმართთა ერმან, აღგიარეთ მეუფედ ძე ღმრთისაჲ, ტჳრთული ქალწულისა საშოსა, და ღვთის-მშობელად თაყუანის-ვცემთ.

რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და…

სხუანი ძლისპირი:

რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

ყინელი საცთურისაჲ მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა დაადნვეთ და მრავალთა ტანჯვითა შეთხზულთა საბრთჴეთა ზეშთა ექმნენით ნეტარნო, და ზეცისა ქალაქსა აღფრინვებულ იქნმნენით და დიდებითა საღმრთოჲთა განისუენებთ

გუემათა თავს-დებითა ყოველივე სიბოროტე მტერისაჲ უჩინო-ყუეს ახოვანთა ჭურვილთა და დაჴსნაჲ ასოთა და ნაწევართაჲ მადლობით მიითუალეს და ცეცხლისა მიერ განლეულთა ყოველი ნათელი უღმრთოებისაჲ დაწუეს.

უაღრეს იქმენ ძალთა ზეცისათა, ჵ ღმრთივ-მიმადლებულო ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

უაღრეს იქმენ ძალთა ზეცისათა, ჵ ღმრთივ-მიმადლებულო ქალწულო, რაჟამს მუცლად-იღე სიტყუაჲ, სიტყჳთ ყოვლისა დამბადებელი, და გჳშევ მამისაგან წინასაუკუნეთა შობილი უაღრეს სიტყჳსა, უბიწოო.

სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ, კაცთმოყუარე, მოყავ მარჯუენაჲ შენი, მსგავსად იონაჲსა მიჴსენ და, ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყვანე.

მღჳძარედ და ფრთხილად და ბრწყინვალედ კაცთა ნათესავისა მცველად გამოსჩნდით, მარტჳლნო, შემწირველ ვედრებათა და თანაშემწე ზრუნვათა და განსაცდელთა დამაცხრობელ, ყოვლად ქებულნო.

ნათლითა და შუენიერებითა წარუვალითა ჰბრწყინავთ სასუფეველსა ცათასა, მოწამენო ქრისტესნო, განსაცდელთაგან იჴსნენით მადიდებელნი თქუენნი სურვილით და მგალობელნი

ბორგდეს რაჲ მძლავრნი იგი უღმრთონი, დამამხობელ საცთურთა იქმნენით, ჵ (რიცხვ)-ნო, და აწცა ახოვანნო, ზღუდე და შემწე გუექმნენით ჩუენ, მგალობელთა თქუენთა, ბრძენნო, და გუაცხოვნენით.

უსძლოო და უქორწინებელო, შენ მხოლოჲ იქმენ შუამდგომელ…

ღვთის-მშობლისაჲ:

უსძლოო და უქორწინებელო, შენ მხოლოჲ იქმენ შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა, ძესა შენსა ევედრე მოცემად მოსავთა შენთა ბრალთა შენდობჲ და მტერისა საბრჴეთაგან ჴსნაჲ.

შთავარდი მე სიღრმესა ზღჳსასა და ცოდვისა უფსკრულთა…

სხუანი ძლისპირი:

შთავარდი მე სიღრმესა ზღჳსასა და ცოდვისა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვა̅ ღმერთი ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაჲცა ჩემი, კაცთმოყუარე.

გუნდსა წმიდათასა, რომელნი-იგი წინაჲსწარვე იწამნეს ქრისტე ღმრთისათჳს და მიიღეს მათ ჴელისაგან საუფლოჲსა გჳრგჳნი, შეუდეგით თქუენ, მოწამენო.

წინამძღუარნო ბრძენნო და მთავარნო ღვთის-მსახურებისანო, სწორნო მადლითა, მოგეცა თქუენ დღეს ქრისტეს მიერ ძლევაჲ განცხადებული მტერთა ზედა, ღმერთი-შემოსილნო

შურითა აღვსებულ იქმნა მტერი და, ვა̅ პირველად აღიძრა ქრისტეს ზედა ნათესავი იგი ჰურიათაჲ ბოროტი და უმადლოჲ, თქუენ ზედაცა აღძრნა უღმრთონი.

იქმნა საშოჲ შენი, ღვთის-მშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელისა…

ღვთის-მშობლისაჲ:

იქმნა საშოჲ შენი, ღვთის-მშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაჲ უსხეულოთაჲ ვერ იკადრებს თუალთა ხილვად.

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ…

სხუანი ძლისპირი:

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ვა̅ რაჲ შროშანი, საცნაურთა ღელეთა აღმოსცენდით და სულნელ ჰყავთ სოფელი მადლთა სულნელებითა, მჴნენო, და სულმყრალობაჲ სულთა უშუერი და ნისლი წვალებისაჲ განჰჴადეთ.

უწყალოდ განბძარულთა მჴნეთა და მრავალ სახედ დაჭრილთა უმძაფრეს მახჳლისა მოთმინებისა მიერ დაჭრნეს მგმობარნი ყოველნი, ღმრთისა სიტყუაო, მარტჳლთა, და გადიდებდეს შენ.

წუთხნი მოწამეთანი სულთა წყლულებასა ჰკურნებენ, რომელთა მიერ მტერი მოწყლეს და შეაჩუენეს და მკურნალ უსასყიდლო ექმნეს მოსავთა მათთა საღმრთოჲთა სულითა.

შენგან განკაცნა ღმერთი და არსება ჴორციელი მიიღო…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენგან განკაცნა ღმერთი და არსება ჴორციელი მიიღო და მდიდარმან უფალმან ჩუენი ესე გლახაკი უნდოებაჲ შთაიცუა და უკუდავებაჲ და უხრწნელებაჲ მოგუმადლა სძალო.

ვარსკულავი ელვარედ აღმოხედთ, უცდომელ მზესა გვაუწყებთ, ქრისტესა…

კონდაკი, ჴმაჲ ბ

ვარსკულავი ელვარედ აღმოხედთ, უცდომელ მზესა გვაუწყებთ, ქრისტესა შარავადედთა, მის მიერ განათლებულნო, ღუაწლით-შემოსილნო (სახელები), სრულიად დაშრიტეთ სიმრავლეჲ საცთურისაჲ და ჩუენ მოგუფენთ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ჴართ დაუცხრომელად სულთა ჩუენთათჳს.

სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემსგავსნეს, და დათრგუნეს…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემსგავსნეს, და დათრგუნეს სიმძაფრე საჴუმილისაჲ მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მოიწია ბრწყინვალე ხსენებაჲ თქუენი, მარტჳლნო, ელვარედ შემკულნო ნათლითა საღმრთოჲთა, ამას ვდღესასწაულობთ და თქუენ თანა ვაკურთხევთ შემოქმედსა უკუე.

მნათობად ღმრთივ-ბრწყინვალედ გამოსჩნდით, ღმერთი-შემოსილნო, განმწმედელ სოფლისა და დამჴსნელ ვნებათა, ქადაგ ჭეშმარიტების და ტყუვილისა განმაქიქებელ ყოვლად დიდებულნო.

ნათელ წყუდიადსა შინა გუექმნებით ღელვა-გუემათა და წინამძღუარ მავალთა სოფლისა ზღუასა შინა აღტეხილსა მძჳნვარედ და იჴსნით დანთქმისაგან მვედრებელთა თქუენთა, წმიდანო.

საყუარელ იქმნა ღმრთისა და საწადელ ანგელოზთა (რიცხვ)-თა ღმრთივ-ბრწყინვალე სპარაზენობაჲ აღჭურვილი საღმრთოჲთა საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა.

მორწმუნეთა ვიხილეთ უფროჲს ბუნებისა შობაჲ, ვა̅ მუცლად-ღებაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

მორწმუნეთა ვიხილეთ უფროჲს ბუნებისა შობაჲ, ვა̅ მუცლად-ღებაჲ, ამისთჳს, ღირსო, ღვთის-მშობელად აღგიარებთ, მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა მიმართ.

შენ, სიტყუაო გამოუთქმელო, რომელი ხარ მამისა თანა…

სხუანი ძლისპირი:

შენ, სიტყუაო გამოუთქმელო, რომელი ხარ მამისა თანა და სულისა, მხოლოჲ კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მრავალფერნი სატანჯუელნი თქუენ მჴსნელისთჳს მოითმინენით წმიდანო, და ჴმა-ჰყავთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

სიმაღლესა დამოგკიდნეს თქუენ უღმრთოთა და გგუემდეს უწყალოდ, წმოდანო, და ჰჴმობდით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ერთარსებით სამებაჲ ღმრთისაჲ აღვიაროთ მორწმუნეთა და ესრეთ ვღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო და ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმა ბაბილონს ცეცლი მეოტ იქმნა…

სხუანი ძლისპირი:

ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმა ბაბილონს ცეცლი მეოტ იქმნა, რომელ სამნი ყრმანი საჴუმილსა მას შინა, ვა̅ ვარდსა, ფერჴითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

ღმრთისა მიერ ხილულ და ცნობილ იყვენით თქუენ ყოვლადვე მარტჳლნო, ხოლო ჩუენ გამოგჳჩნდით აწ დაფარულნი და განგუეცხადენით, ყოვლად ქებულნო, და გუასწავეთ ღაღადებად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

აღმოივსეთ ყოველთა წყალი ცხორებისაჲ წყაროთაგან საღმრთოთა ნაწილთაგან წმიდათა მოწამეთაჲსა კურნებაჲ უშურველი სალმობათაჲ, და მადიდებელსა მათსა უღაღადებდეთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წინაჲსწარვე ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელთა ქალწულო დედოფალო, სიღრმე საიდუმლოჲსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

წინაჲსწარვე ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელთა ქალწულო დედოფალო, სიღრმე საიდუმლოჲსა შენისაჲ დიდი, რამეთუ გჳშევ ქრისტე ღმერთი, სძალო წმიდაო, ორითა მით ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა

რომელმან ანგელოზებრივისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

რომელმან ანგელოზებრივისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა ყრმანი იხსნა საჴუმილისაგან, აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა.

წამებისა მწარისა სალმობიერითა სიკუდილითა ცხორებასა საღმრთოსა ჭეშმარიტად მიიცუალენით და ითხოვთ შენდობასა ჩუენ შემსხმელთა თქუენთათჳს.

ქუეყანით გჳრგჳნშემოსილნი აჰჴედით, მჴნენო ბანაკნო წმიდათანო, ძლევაშემოსილნო მარტჳლნო, და ვნებათაგან ჴსნასა ითხოვთ ჩუენთჳს ქრისტესგან.

დაჰჴსნა საკრველნი სიკუდილისანი მჴსნელმან და მარტჳლთა ძლევაჲ მისი მიჰმადლა, რამეთუ ესერა (რიცხვ)-თა უშჯულოჲ შეურაცხ-ყუეს და სიკუდილსა მძლე ექმნნეს.

განსაცდელთა კუეთებასა და ვნებათა ბრძოლასა ოხაჲ წმიდათაჲ განიოტებს მგალობელთა მათთაგან და აცხოვნებს სოფელსა.

ძესა, მამისა თანასწორსა, ღმერთსა ღმრთისაგანსა და სულსა თანაარსსა, ერთღმრთეებასა ჭეშმარიტსა, აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა.

ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან…

სხუანი

ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ჴსნაჲ ჩუენი საცთურისაგან და ნათლითა შემოსილნი მათთანა ვიტყოდით: უფალსა უგალობდით ყოველნი და აღამაღლებდით მას უკუე

ჰგონებდა უღმრთოჲ მსაჯული დაჴსნად ახოვნად მოთმინებასა ღუაწლთა თქუენთასა, მჴნენო ქრისტეს მსახურნო და მჴეცთა გიქადებდა უმძჳნვარესი მჴეცთა მათ სისხლისმოყუარეთაჲ, ხოლო თქუენ ესრეთ ღაღადებდით: ვაკურთხევდეთ ჩუენ მარადის ქრისტესა ღმერთსა.

მოგცა თქუენ ქრისტემან მოსაგებელი ღუაწლთა თქუენთაჲ, მოწამენო ღმერთი-შემოსილნო, და მოამდოვრნა მჴეცნი საღმრთოჲთა წამისყოფითა მოსწავებად წინაჲსწარ მერმეთა მათ პატივთა, ხოლო თქუენ ესრეთ ღაღადებდით: ვაკურთხევდეთ ჩუენ მარადის ქრისტესა ღმერთსა.

რომელთა-იგი იხილეს მოთმინებაჲ თქუენი, ქრისტეს მოწამენო განცჳბრებულთა ღაღად-ყუეს განკჳრვებით სასწაულთა მათ თქუენთათჳს და განათლებულნი გალობით ღაღადებდეს: უფალსა უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუე.

არსებაჲ პირველი, მეზეზი ყოვლისა დაბადებულისაჲ, გიცანთ ღმერთი დაუსაბამოჲ და გქადაგებთ მშობელად თანასწორსა სიტყუასა, აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუე.

შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრამან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა…

სხუანი

შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრამან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ჰო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

ვა̅ ვაზთა საღმრთოჲსა ვენაჴისათა ტევანნი ტკბილნი ღვთის-მცენიერებისანი გამოიხუნეს მარტჳლთა და გჳწდიეს ჩუენ ღჳნოჲ უკუდავებისაჲ ყოველთა ჭეშმარიტად, რომლითა უჩინო ვჰყოფთ სულთა ვნებასა და ვგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლდებდით მას უკუე.

ნაკადულითა სისხლთაჲთა წარჰრღუნნეს ღუარნი კერპთმსახურებისანი და ცეცხლი დაშრიტეს უშჯულოჲსა მის ბრძანებისაჲ საღმრთოჲსა დიდებისა ყოვლად უძლეველთა მათ მოღუაწეთა, ხოლო ქრისტეს მგალობელთა გონებანი მორწყნეს და ღაღადებენ: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

უბიწომან და წმიდამან სულითა და ჴორცითა, ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

უბიწომან და წმიდამან სულითა და ჴორცითა, ქალწულო, ღმერთი მხოლოჲ წმიდათა შორის განსუენებული, განმწმედელი წმიდათაჲ გჳშევ სიწმიდით და უბიწოებით, ქველისმოქმედი მადიდებელთა თჳსთაჲ და ვიტყჳთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე

წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა ვითარმედ…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოჲსა განმღებელი, წმიდა უფალისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოჲ ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.

გონებითა უზეშთაესსა ბრწყინვალებასა და სიხარულსა საღმრთოსა ღირს იქმნენით მიმთხუევად და აწ მოწამენო (რიცხვ)-ნო, მგალობელნი თქუენნი განსაცდელთაგან და ვნებათა მტერისათა იჴსნენით, ყოვლად დიდებულნო.

ძალი საღმრთოჲ ყოვლად ძლიერი შეიმოსეთ, ქრისტეს მსახურნო, ვინაჲცა იქმნენით მაოტებელ ყოვლისა საცთურისა და არმურისა კერპთაჲსა, ხოლო განმანათლებელ კიდეთა ქუეყანისათა, ჵ ღმრთივ-დიდებულნო (რიცხვ)-ნო.

განშუენდით თქუენ ბრწყინვალებითა უბიწოჲსა წამებისაჲთა და იქმნენით ზიარ საღმრთოჲსა დიდებისა, დიდებულნო, და მოდგამ ნათლისა მისისა და იხარებთ მას შინა, მჴნენო მჴედარნო ქრისტესნო, ყოვლად ქებულნო (რიცხვ)-ნო.

კადნიერებით მდგომარე ხართ წინაშე ქრისტეს მეუფისა და ყოვლითურთ ჰბრწყინავთ ნათლითა ღმერთეებისაჲთა, ნეტარნო, და აწ მგალობელნი თქუენნი სამებისა ნათლითა განანათლენით, წმიდანო ყოვლად ქებულნო (რიცხვ)-ნო.

აღმოსავალით ბჭედ დაჴშულად გიწოდა შენ წინაჲსწარმეტყუელმან, რომელსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

აღმოსავალით ბჭედ დაჴშულად გიწოდა შენ წინაჲსწარმეტყუელმან, რომელსა შევიდა ღმერთი განუღებელად და გამოვიდა და ბჭე იგი ეგო დაჴშულად, ქალწულებაჲ უხრწნელად შემდგომად შობისა შენგან, დედაო ღმრთისა მაღლისაო.

უწინარეს შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა…

სხუანი ძლისპირი:

უწინარეს შობისა და შობასაცა და შემდგომად შობისა ქალწულად უბიწოდ აღგიარებთ და, ვა̅ ღვთის-მშობელ ხარ, ღირსად გადიდებთ

მოწამეთა იღუაწეს ღუაწლი კეთილი და, რაჟამს აღასრულნეს, ვა̅ რაჲ ძლევით შემოსილთა, მოიხუნეს გჳრგჳნნი ქრისტეს მეუფისაგან.

მოწამენო ქრისტესნო, მეოხ გუეყვენით, რომელნი აღვასრულებთ ბრწყინვალესა ჴსენებასა თქუენსა, რაჲთა მოგუცეს ქრისტემან შენდობაჲ ცოდუათაჲ.

მოვედით, მორწმუნენო, ვადიდებთ ჴსენებასა წმიდათასა (სახელები) სულიერითა შესხმითა სარწმუნოებით

დამტევნელო უთესლოდ სიტყჳსა ღმრთისასა, მოსავნი შენნი ვითხოვთ…

ღვთის-მშობლისაჲ:

დამტევნელო უთესლოდ სიტყჳსა ღმრთისასა, მოსავნი შენნი ვითხოვთ შენ მართლისაგან წყალობასა და, ვა̅ ღვთის-მშობელ ხარ ღირსად გადიდებთ.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…

სხუანი ძლისპირი:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ურთიერთარს ძალ-სცემდეს ცხორებისათჳს და შეკადრებად ტანჯვათა უბრძანებდეს და ჴმობდეს მარტჳლნი: აჰა ჟამი შეწყნარებული, დავდგეთ და მძლე ვექმნნეთ მტერსა, ქრისტე ღუაწლისა დამდებელი გჳბრძანებს და მოგჳპყრობს გჳრგჳნთა, რომელმან ივნო ჩუენთჳს და სასძლოსა ზეცათასა განგჳღებს.

აჰმაღლდი ძელსა ზედა, ღმრთისა სიტყუაო, და მწყობრნი მარტჳლთანი მოიზიდენ და აღსძრნენ ბაძვად ვნებისა და სიკუდილისა შენისა, რომელნი ნებსით თავს-ისხენ უფალო, წყალობისათჳს ჩუენისა; ამისთჳს მჴნენი ესე, ახოვანნი ჭურვილნი, ვა̅ მსხუერპლნი, დაიკლნეს შენთჳს.

ქრისტეს თანა სუფევად სამარადისოდ, ღუაწლით-შემოსილნო ყოვლად ქებულნო, ღირს იქმნენით მხიარულებით ზეცათა შინა. მეფესა და ერსა ჩუენსა ძლევაჲ და მწყემსთმავარსა სულიერი ცხორებაჲ და შემასხმელთა თქუენთა მოტევებაჲ ცოდუათაი გჳთხოვეთ, ახოვანნო მარტვილნო.

ღრუბელო მზისა მის საცნაურისაო, ღრუბელნი ბნელნი ცოდუათა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ღრუბელო მზისა მის საცნაურისაო, ღრუბელნი ბნელნი ცოდუათა ჩემთანი განაბნიენ და განმიხუენ ბჭენი სიმართლისანი, ბჭეო ღმრთისაო ქალწულო, და ღირს მყავ მე შესლვად საუკუნეთა კეთილთა უოხჭნოთა და მიჴსენ საცთურთაგან ბოროტისათა მრავალღონეთა.

ღვთის-მსახურებისა სუეტთა, ქრისტეს მეუფისა მჴედართა, ღუაწლით-შემოსილთა უფალისათა…

გამოავლინე, ჴმაჲ ა გუერდი, ძლიერ

ღვთის-მსახურებისა სუეტთა, ქრისტეს მეუფისა მჴედართა, ღუაწლით-შემოსილთა უფალისათა, წამებისა ბრწყინვალებითა მჴნეთა (სახელები) დღეს ყოველნი გალობით შევასხმიდეთ.

ქრისტეს მოწამენო ნეტარნო, რაჟამს იგი დაეპყრა სოფელი…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი

ქრისტეს მოწამენო ნეტარნო, რაჟამს იგი დაეპყრა სოფელი კერპთა სიცბილსა და დანთქმიდა კაცთა მთხრებლსა წარწყმედისასა, წრფელი იგი გზაჲ არა დაუტევეთ თქუენ და უღმრთოებასა არა შეეძინენით, არამედ იღუაწეთ ახოვნითა გონებითა და ცხორებაჲ უოხჭნოჲ მახჳლითა აღსრულებულთა დაიმკჳდრეთ.

ყუავილნო სულნელნო მარტჳლთანო, ბანაკო შუენიერო, ღმრთივ-შეკრებულო კრებულო, ეკლესიისა კრებანო, პატიოსანო მწყობრო წმიდაო, ერო საზეპუროო, სამებისა წმიდისათჳს აღსრულებულო, მას ევედრენით მისსა მიმართ მეოხ გუეყვენით, დიდებულნო, რაჲთა თქუენ მიერ მოვიღოთ მოტევებაჲ ცოდუათაჲ

ჭურვილთა სარწმუნოებითა და ჯუარისა ძალითა განმტკიცებულთა, წმიდანო, მტერისა სპარაზენნი დაშჭრენით ახოვნებით, ვინაჲცა გჳრგჳნნი უხრწნელებისა, ვა̅ მჴედართა ქრისტესთა, დაიდგენით და ჴსენებაჲ თქუენი უკუე ჰგიეს ღმრთივ-ბრწყინვალედ და უმეტეს შეიმკვების წლითი-წლად დიდებულნო.

ნეტარნო მოწამენო, სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ და უბიწოჲ სიყუარული და სასოებაჲ, ვა̅ ჯაჭჳ შეიმოსეთ და ჯუარი ორპირად მახჳლად აღიღეთ და დასცენით მტერნი ხილულნი და უხილავნი და გჳრგჳნნი ძლევისანი ქრისტეს ღმრთისაგან დაიდგენით და მეოხ ხართ მისსა მიმართ მაქებელთა თქუენთათჳს.

ღუაწლით-შემოსილნო მტერთა მათ უხილავთა წყობასა ქრისტე მეუფე…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

ღუაწლით-შემოსილნო მტერთა მათ უხილავთა წყობასა ქრისტე მეუფე მოგეგოთ და უკუდავი ძლევაჲ აჩუენეთ, და ზღუათა და ჴმელთა აჴოცად მოქადული ლახურითა ღუაწლთა თქუენთაჲთა განჰგურიმეთ, მჴნენო, დაანთქენით მდინარესა შინა სისხლთა თქუენთასა და ზეცისა სავანენი წმიდათა მარტჳლთა თანა დაიმკჳდრენით.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ